შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოტენციური უფროსი. (საცდელი თავი)


17-04-2018, 20:10
ავტორი katiaa
ნანახია 2 731

-ჰო, როგორც ყოველთვის! მიდი , მიდი არ დამინდო!-ვეჩხუბები წვიმას და თავზე ვცდილობ ჩანთა ავიფარო. ჰო, ეს ჩანთა ამდენი ხანი მემსახურა და ალბათ ახლა გულმოკლულია ასე , რომ გავწირე, ეჰ არაუშავს სადაც მიშოს ადღლეზნილი ლობიანი გადაუტანია იქ ერთ წვიმასაც გაუძლებს.
სწრაფად შევრბივარ კომპანია "PMFS"-ში და მიმღებ გოგონას ვუწყებ ძებნას. წლებია ვემზადები, რომ აქ მუშაობა დავიწყო და შევქმნა რამე გასაოცარი, ის რაც ხალხს მართლა აინტერესებს, ჯერ ყველაფერი სტატიების წერით დაიწყება და შემდეგ დარწმუნებული ვარ წიგნის დაწერამდეც მივიყვან საქმეს..მე ხომ ამისთვის ბევრი ვიშრომე..
მიმღებში სწრაფადვე ვპოულობ გოგონას და ერთიანად სველი მაშინვე მისკენ მივდივარ:
-გამარჯობა, გასაუბრებაზე ვარ დაბარებ..
ჰო, ვინ დაგაცდის სიტყვის დასრულებას?! აქაურობის ბოსს ნამდვილად არ გაუგია სიტყვის თავისუფლების შესახებ, ჯერ კიდევ გამოქვაბულში იმალება!
-დედა, ხო გითხარი არ მინდა-თქო, რატომ მტენი?!-მობეზრებული და შუბლშეჭმუხნული გამოდის კაბინეტიდან სავარაუდოდ აქაურობის უფროსი და უკან ვიღაც ქალი მოყვება , რომელიც ლოგიკურად დედამისია:
-ანდრია , აღარ იქნება ამაზე ლაპარაკი, მორჩა!
უცბად სავარაუდო უფროსი ჩემსკენ იყურება და შეჭმუხნულ შუბლსაც მაშინვე ხსნის:
-დედა, აქამდე არ მინდოდა თქმა, ვფიქრობდი ცოტასაც მოგაცდევინებდი, მაგრამ შენ არ იცდი ასე , რომ დროა გითხრა , რომ შეყვარებული მყავს, მიყვარს და მის გარდა შესაბამისად არავის შევხედავ, გაიცანი ჩემი შეყვარებული!
მოდი კადრები შევანელოთ, ამ გამოქვაბულიდან გამოსულმა სავარაუდო უფროსმა ხელი ჩემსკენ გამოიშვირა? კარგი, რამე ძლიერი უნდა გადავკრა, ვოდკას ხომ არ მესროდით კეთილო ადამიანებო?! ჰო, მაგარი დღე მაქვს, ყველანაირი ყველაფრის შემდეგ ზუსტად ასეთი დასასრულიღა აკლია ჩემს "ლამაზ" დღეს! სავარაუდოდ გამოქვაბულიდან გამოსული , ასევე სავარაუდო უფროსის სახელად ანდრიას დედას თვალები გაუბრწყინდა და ჩემსკენ წამოვიდა:
-ვაიმე, ანდრია , ასეთი ლამაზი შეყვარებული გყავს და არ გვეუბნებოდი?!
ღმერთო, ტაბურეტკა მგლიჯე შიგ თავის წვეტში , ან მიმაქვესკნელე რა! საპასუხოდ არვიცი რა უნდა ვქნა და ქალს ვუღიმი, აი ახლა ასეთი თბილი ქალი, რომ არ მედგეს წინ სავარაუდო უფროსს მაგარს შემოვუტყლაშუნებდი , მაგრამ რადგან ქველმოქმედი ვარ ერთხელ დავეხმარები, მეტჯერ მაინც ვეღარ ვნახავ ამ ქალს და..
-შენი სახელი, საყვარელო?-ღიმილით მეკითხება ქალი და უკვე ვფიქრობ ვუთხრა თუარა , რომ მისი შვილი დიდებულ სპექტაკლს დგამს , როდესაც ქალის უკან მდგომ პოტენციურ უფროსს ვხედავ , რომელიც სერიოზულად მუდარის თვალებით მიყურებს. ჩემი ბედის დედაც..!
-მე..მე ნენე მქვია,-ღიმილით ვეუბნები ქალს და პოტენციური უფროსიც ამდენხანს , რომ სუნთქვაშეკრული იდგა ჩემს გვერდით დგება და ხელს წელზე მკიდებს, ხომ არის ღირსი ეს ხელები დავუშანთო?!
-ვაი, იცი რომ ყოველთვის ვამბობდი თუ გოგო მეყოლება ნენეს დავარქმევ-თქო?-კიდევ უფრო გაუბრწყინდა ქალები თვალს. მიდი და უთხარი ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანს, რომ მისი შვილი ნამდვილი ბრუტუსია!
-ძაალიან მიხარია თქვენი გაცნობა,-ღიმილით ვეუბნები ქალს.
უცბად ყურში პოტენციურის ხმა მესმის, ქალისგან ძალიან შეუმჩნევლად მეუბნება:
-ნინა ქვია.
-მეც , ჩემო კარგო! იცი რამდენი ხანია ველოდები, რომ ანდრიას შეყვარებული ეყოლება და მით უფრო საცოლე?! თან ასეთი ულამაზესი და უთბესი გოგონა თუ იქნებოდა ჩემი სარძლო , ვერასოდეს ვიფიქრებდი!-მიდი და არ აგიწითლდეს ლოყები აღდგომის კვერცხებივით! ჰო, მაგარია, ახლა ჩემი ლოყები ჩემი თმის ფერშია, ეხამება რა!
-დედა, სველია ნენე და დარწმუნებული ვარ ძალიან ცივა, სახლში გავიყვან და ხვალ მოვიყვან შენთან და მამასთან, რომ გაგაცნო, კარგი?-რა ხვალ მიმიყვანს ამას ხოარ ჰა?! გავუქანო თავში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თუ ცოტაც ვადროვო?!
-კარგი , დედიკო, რა პრობლემაა, მთავარია შენ ასეთი გოგონა გვაღირსე და..! ვაი, თან რა ლამაზი ღაჟღაჟა თმა და რალამაზი თვალები აქვს, უფ!-აღდგომის კვერცხები ძალას იკრეფენ!
-უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინა,-ვუღიმი ქალს.
-რა ქალბატონო გოგო, რას დამაბერე?!
-უბრალოდ ნინა დაუძახე თორემ მთელი დღე წუწუნს დაიწყებს , რომ მოხუცია,-ფხუკუნებს პოტენციური, რომლისთვისაც მერე გამახსენეთ , რომ თავი მაქვს გასახეთქი.
-ნახვამდის ჩემო კარგო, ხვალამდე.-თბილად მეხუტება ნინა და მეც ვეხუტები, ხოდა მერე პოტენციურს კოცნის და მიდის , აი ახლა ვულკანიდან ლავა ამოიფეთქავს!
-არა კაცო, რა არ ხდება ამ ქვეყანაზე, სამსახურის საშოვნელად მოვედი და ქმარი ვიშოვნე, რა უცნაურია არა?!-ბოლო სიტყვებს კბილებში ვცრი და ახლადგამომცხვარ საქმროს "ტკბილად" ვუმზერ, ასეთ "ტკბილ" მზერას ჯობია არასოდეს არავისგან ეღირსოთ, არ გირჩევთ!
-შენთან შემოთავაზება მაქვს..
-ააპპპ, აააპ! ცოლად გამოგყვე და შოკოლადებს მიყიდი?! მაგ შოკოლადის ფულით გოგო, რომ დაიქირავო და ამსახიობო არ გინდა?! ან ნებისმიერი გამოგყვება ცოლად, გადი ქუჩაში და ეძებე,-უკვე კარებისკენ მივდივარ ხმა , რომ მესმის:
-გარიგება სამსახურს ეხება,-კმაყოფილი იღიმის ის პოტენციური ორი წუთის წინ თავის წაწყვეტას , რომ ვუპირებდი.
-ბარემ მე თვითონ ხომ არ გავუვრცელო ჩემს თავს ჭორებ ი, რომ უფროსის ნაშა ვარ თუ ადრეა ჯერ?-ირონიულად ვეკითხები პოტენციურს.
-კაბინეტში შემოდი და ვილაპარაკოთ.
-ახლავე, დამელოდე მოვნარნარებ,-ცინიზმს არ ვაკლებ და ლიფტს ვაჭერ ხელს.
-სერიოზული შემოთავაზება მაქვს, თუ უბრალოდ მომისმენ რაიცი, იქნებ შენი წიგნი ჩვენი გამოცემის N1 ბესტსელერი გახდეს!
ჰოო, ეს აზრი კი მაჩერებს , წითელ აბლანდულ თმებს ერთიანად ვუყრი თმებს და რაღაც საოცრად ვიკრავ თავზე და პოტენციურისკენ მივიწევ:
-ჰოდა, სად გავჩერდით?
თვალებს ატრიალებს და კარებში პირველს მატარებს, ჰო ჯენტლმენობის ჩვევები სცოდნია, ვერ დაუწუნებ , აი თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცობას სულ რაღაც 10-იდან 10 ნაბიჯი უკლია და ეგ არის რა.
-ე.ი , მოდი მოკლედ გეტყვი. ალბათ მიხვდი , რომ დედაჩემი, როგორც უკვე გაიცანი ნინა შეწუხებულია ჩემი ე.წ მექალთანეობით და უნდა , რომ მოვიყვანო ცოლი ან სულ რაღაც ელემენტარული შეყვარებული , მაინც მყავდეს. მე არ მინდა , რომ ცოლად ვინმე ფულზე გამოკიდებული , როგორც წეღან თქვი ნაშა მოვიყვანო, რომელიც სრულიად არაფერში მჭირდება და საბოლოოდ არც ნინას მოეწონება, ბედის საჩუქრად შენ გამოჩნდი ფოიეში , ჰოდა უცბად წინდაუხედაობისგან შენი თავი გავაცანი ნინას და დამიჯერე , რომ არ მოწონებოდი ეგრევე წავიდოდა ან გული წაუვიდოდა ან აუტანლად მოიქცეოდა, მაგრამ ძალიან მოეწონე. როგორც გითხრა ძალიან ლამაზი ხარ და როგორც ნინას მოეჩვენა "უთბესიც" , ჰოდა ამ მოლაპარაკებების საფუძველზე მინდა პატარა გარიგება შემოგთავაზო. ითამაშებ ჩემი შეყვარებულის როლს ზუსტად 1 წელი და ერთი წლის შემდეგ აქ დაიწყებ მუშაობას, დაიწყებ სტატიების წერით და თუ შენი სურვილი იქნება დაწერ წიგნს, წიგნი გადამოწმების საფუძველზე, პირადად ჩემი გადამოწმების გამოიცემა. აბა , რას იტყვი?-იდაყვებს დაეყრდნო პოტენციური და ოკეანისფერი თვალებით მომაჩერდა.
-შენ წინა ცხოვრებაში ან რეჟისორი იყავი ან მკვლელობებს დგამდი და კრიმინალურ მაფიაში იყავი ხო?
-აუფ, ჩემი საიდუმლო გაირკვა, რამდენი გადაგიხადო როარ ჩამიშვა?
იუმორი იქით და ამ ორთაგან მართლა, რომელიღაც იყო ნუ ფაქტი სახეზეა.
-იცოდე, ვიქნებით შეყვარებულები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნინა ძაალიან მომეწონა და მართლა ძალიან მაგარი ქალია , ცოლად მოყვანა , რომ გთხოვოს და შენ "წინდაუხედავად" რამე ბაყაყობა , რომ წამოაყრანტალო საკუთარი ოფისის ფანჯრიდან გისვრი!
-გავიგე წითურ გოგოსთან საქმის დაჭერა არ ღირსო, ჰოდა ხოარ დავიჭერ? აბა ხვალ რომელზე გამოგიარო?-ცნობისმოყვარეობით მეკითხება ახლადგამომცხვარი შეყვარებული.
-მე რავიცი, ამ სპექტაკლის რეჟისორი შენ ხარ და..
-უი , უი მთავარი გვავიწყდება , სიხარულო-თავი გააქნია აქეთ-იქით-გარიგებაში შედის ისე მოქცევა , რომ ნინა კიარა , ვერავინ ვერ უნდა მიხვდეს, რომ სინამდვილეში ერთმანეთს არცკი ვიცნობთ, თუ საჭირო იქნება მოგიწევს კოცნაც და საერთოდ , ამ ერთი წლის განმავლობაში პრესის წინ ხშირად მოგიწევს წარსდგომა და ფაქტიურად სულ ჩემთან ერთად უნდა იყო.-თვითკმაყოფილი ღიმილი თუ არ მოიშორა ეჭვი მაქვს ჩემი ჩანთა ამის სახეზე განავარდებასაც გაუძლებს!
-ღმერთო, მაპატიე ეშმაკთან გარიგების დადება!
სკამიდან ვდგები და ისე ვაღებ კარს არც ვემშვიდობები და ისევ ლიფტთან ვდგავარ , რორდესაც ისევ პოტენციურის ხმა მაჩერებს და ღრნეით ვბრუნდები მისკენ, თავი უკვე მართლა გრეის ორმოცდაათ ელფერში მგონია!
-ნომერს თუ არ მომცემ ლოგიკურად ვერ დაგირეკავ ხო?
-მიმღებში კითხე გოგოს, გაკოცეე.
ორ წუთში გასასვლელთან ვდგავარ და ამ დღისაგან მაგარი დაწყევლილი სახლისკენ მივუყვები გზას, აუ ახლა მიშოსთან და ანკასთან რა გავა!


მკითხველო, თქვით რამე და მე გპირდებით , რომ ეს მოთხრობა არ დაემსგავსება ვიღაცეების ბანალურ ნადღაპნებს მიუხედავად იმისა, რომ ამ საიტზე ხშირად ვერ ვხედავ ბანალურ ნადღაპნებს , მაინც ვფიქრობ , რომ ეს ისტორია ჩემს "შედევრს" მიეწერება. სიყვარულიით თქვენიიი ცა'მეტიი!



№1 სტუმარი მარი. ელ❤

ძალიან კარგიააა იმედია მართლა განსხვავებული იქნება კარგად წერ და ასე გააგრძელეე დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ კითხვას❤❤❤

 


№2  offline წევრი goddess

საერთოდ არ მიყვარს ისეთი ისტორიის კითხვა რომელიც არაა დასრულებული,ამიტომ ჩემ აზრს ჯერ ვერ გეტყვი მაგრამ სათაური ძაან მომეწონა და გააგრძელე წერა თან მით უმეტეს თუ გვპირდები რომ არ გააბანალურებ ისტორიას მოუთმენლად ველი

 


№3 სტუმარი სტუმარი shalo

kleobaa....

 


№4 სტუმარი gggg

Gaagrdzele dzalian momewona meee kargi xar♥♥

 


№5 სტუმარი mariami

dzaan magariaa gaagrdzele auculeblad

 


№6  offline მოდერი N1penguin

აუუ, ძალიან საინტერესო იყო heart_eyes ცხოვრებაში პირველად მეწყინა, რომ ისტორია ბოლომდე არ დევს და ლოდინი მომიწევს sweat რაღაც სასწაულია და მეც მგონია, რომ შედევრი იქნება heart_eyes ოღონდ, ფაქტობრივად და არა ფაქტიურად kissing_heart

 


№7 სტუმარი Tako

Kargi dasawyisi aqvs momwons, magram sityva “potenciurs” mainc xshirad nu xmarob,ubralod andriati,rom moixsenio bichi,kargi iqneba.sxva mxriv kargia warmatebebs gisurveb.

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

"ვიღაცეების ბანალურ ნადღაპნებში" ვის და რას გულისხმობ?
ხშირად რომ ხედავდე საიტზე "ბანალურ ნადღაპნებს" კოლეგიალობის ფარგლებში ხმამაღლა არც უნდა ამბობდე!

ისტორიას რაც შეეხება. საიტზე ხშირად იდება მსგავსი ისტორიები, სადაც მთავარი გმირი ხუმრობს ან ენაკვიმატია თითქოს, არადა ტიპიური ტლიკინაა.
მე პირადად, საკუთარ თავს ამ ისტორიაში ვუსურვებდი მეტ სერიოზულობას მთავარი გმირისა და არა ტაბურეტკა-მაბურეტკას მსგავს მდარე იუმორს.
წარმატებებს და ბანალურ ანუ ბედნიერ დასასრულს ვუსურვებ ისტორიას!

 


№9  offline წევრი Kalina

ძალიან დიდი ამბიციებით რომ ხარ იცი?
აჯობებს, მართლა გამოგადგეს რამეში :)


ნადღაპნი ხმამაღალი ნათქვამია,
ვისთვის როგორ. :)
წარმატებები.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№10 სტუმარი makukuna

ნუუუ, ასეთი დავმდაბლობაც არ შეიძლება, ავტორო wink

 


№11  offline მოდერი ენემი

ვაუ კარგიაა heart_eyes თუმცა სხვების მსგავსად რო დაწერო არ გაცოცხლებ laughing ველი ახალ და დიდ თავს რაც შეიძლება მალე

 


№12 სტუმარი სტუმარი Chikochiko

სიმართლე გითხრა, კომენტარების სიმრავლემ გამაკვირვა, ვიფიქრე მართლა შედევრი აღმოვაჩინე თქო და ამის მერე დავიწყე კითხვა :დ. მსგავსი შინაარსის ისტორიებითაა ზუსტად გავსებული ეს საიტი, მაგრამ ვენდობი შენს სიტყვას: აბა, როგორ დაგვაინტრიგებ და შექმნი "შედევრს", როგორც შეგვპირდი? ისე, ბანალურობა ბოლო თავში იყოს ტკბილი დასასრულით❤

 


№13 სტუმარი სტუმარი .....

ვერცერთ ვარიანტში გახდები მწერალი, ელემენტარულად შენს კოლეგებს პატივი თუ არ ეცი, მიუხედავად იმისა, რას და როგორ წერენ ისინი! მითუმეტეს, ამ ნაწერით ამხელა ამბიციების წამოყენება ცოტა სასაცილოა და ძალიან ხმამაღალი ნათქვამი! გავიზიარებ შენს უხეშობას და გეტყვი, ეს უფრო ჰგავს "ბანალურ ნადღაპნს," ვიდრე აქ ატვირთული ისტორიები. უამრავი დეტალით არის ჩვეულებრივი ბანალური ისტორიის დასაწყისი და საერთო ჯამშიც ვერ სცდება ამ ყოველივეს. შედევრისთვის ძალიან დაბალ დონეზეა, სიმართლე რომ გითხრა.

არ გეტყოდი ასე, ამხელა ამბიციებით რომ არ ყოფილიყავი.
უფასო რჩევა: ამბიცია კარგია იქამდე, სანამ მისი ასრულების რეალური შანსი გაქვს.
წარმატებები.

 


№14  offline წევრი katiaa

მარი. ელ❤
ძალიან კარგიააა იმედია მართლა განსხვავებული იქნება კარგად წერ და ასე გააგრძელეე დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ კითხვას❤❤❤

მადლობა დიდი, გავაგრძელებ ! <3

goddess
საერთოდ არ მიყვარს ისეთი ისტორიის კითხვა რომელიც არაა დასრულებული,ამიტომ ჩემ აზრს ჯერ ვერ გეტყვი მაგრამ სათაური ძაან მომეწონა და გააგრძელე წერა თან მით უმეტეს თუ გვპირდები რომ არ გააბანალურებ ისტორიას მოუთმენლად ველი

აჰაჰაჰ , ჩემნაირო მეც არ მიყვარს დაუსრულებელი ისტორიების კითხვა მერე ნერვები მეშლებახოლმე :დდ მე და ბანალურობა? გაგონილა? :დ <3

სტუმარი shalo
kleobaa....

არაა აუცილებელი ე.წ "....ობა" ყველამ წაიკითხოს ასე, რომ გული არ დაიწყვიტო :დ

gggg
Gaagrdzele dzalian momewona meee kargi xar♥♥

მადლობა :** <3 <3 <3 გავაგრძელებ , მე და საქმის შუაგზაზე მიტოვება ჩვეულებრივი ზღაპარია და ვინც გეტყვის არ დაუჯერო :დ <3

mariami
dzaan magariaa gaagrdzele auculeblad

მადლობა მარიამ, გავაგრძელებ <3 :** (როდისიყო რამეს შუა გზაზე ვტოვებდი) :დდ

N1penguin
აუუ, ძალიან საინტერესო იყო heart_eyes ცხოვრებაში პირველად მეწყინა, რომ ისტორია ბოლომდე არ დევს და ლოდინი მომიწევს sweat რაღაც სასწაულია და მეც მგონია, რომ შედევრი იქნება heart_eyes ოღონდ, ფაქტობრივად და არა ფაქტიურად kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3
წესით გრამატიკას ყურადღებას ყოველთვის ვაქცევ ისე წერა არ მიყვარს და მიკვირს ეს შეცდომა, რომ გამომეპარა , მაგრამ შემდეგში დავუკვირდები უკეთ <3

Tako
Kargi dasawyisi aqvs momwons, magram sityva “potenciurs” mainc xshirad nu xmarob,ubralod andriati,rom moixsenio bichi,kargi iqneba.sxva mxriv kargia warmatebebs gisurveb.

მადლობა დიდი <3
გავითვალისწინებ შენს შენიშნვნას და მადლობა, რომ მითხარი <3

grafo
"ვიღაცეების ბანალურ ნადღაპნებში" ვის და რას გულისხმობ?
ხშირად რომ ხედავდე საიტზე "ბანალურ ნადღაპნებს" კოლეგიალობის ფარგლებში ხმამაღლა არც უნდა ამბობდე!

ისტორიას რაც შეეხება. საიტზე ხშირად იდება მსგავსი ისტორიები, სადაც მთავარი გმირი ხუმრობს ან ენაკვიმატია თითქოს, არადა ტიპიური ტლიკინაა.
მე პირადად, საკუთარ თავს ამ ისტორიაში ვუსურვებდი მეტ სერიოზულობას მთავარი გმირისა და არა ტაბურეტკა-მაბურეტკას მსგავს მდარე იუმორს.
წარმატებებს და ბანალურ ანუ ბედნიერ დასასრულს ვუსურვებ ისტორიას!

ბანალურ ნაჯღაპნებს , რაც შეეხება ვთქვი , რომ ამ საიტზე ვერ შეხვდები ასეთებს-თქო , თუ დაუკვირდი <3
ჰო, რაც შეეხება გმირების სერიოზულობას ამ საკითხში ყველას სხვადასხვანაირი მოსაზრება გააჩნია, თუმცა შევეცდები გავითვალისწინო <3

მარიკუნაა♥️
ძალიან დიდი ამბიციებით რომ ხარ იცი?
აჯობებს, მართლა გამოგადგეს რამეში :)


ნადღაპნი ხმამაღალი ნათქვამია,
ვისთვის როგორ. :)
წარმატებები.

ამბიციები აუცილებელია , როდესაც რამეს იწყებ :)
ნაჯღაპნი არ მიწოდებია ამ საიტზე ატვირთული ნაწარმოებთათვის , თუ დაუკვირდი :) <3
მადლობა შენიშვნისათვის <3

makukuna
ნუუუ, ასეთი დავმდაბლობაც არ შეიძლება, ავტორო wink

ასეთი თავმდაბლობა ჩემი ხელწერაა მკითხველო :დდდ
გავითვალისწინებ აუცილებლად <3

სტუმარი Chikochiko
სიმართლე გითხრა, კომენტარების სიმრავლემ გამაკვირვა, ვიფიქრე მართლა შედევრი აღმოვაჩინე თქო და ამის მერე დავიწყე კითხვა :დ. მსგავსი შინაარსის ისტორიებითაა ზუსტად გავსებული ეს საიტი, მაგრამ ვენდობი შენს სიტყვას: აბა, როგორ დაგვაინტრიგებ და შექმნი "შედევრს", როგორც შეგვპირდი? ისე, ბანალურობა ბოლო თავში იყოს ტკბილი დასასრულით❤

ყველანაირად ვეცდები სიტყვა გავამართლო <3
შეიძლება ვერ შევქმნა ის , რაც ოდესღაც დავინჩს შეუქმნია, თუმცაღა მისი შედევრი ხელოვნებას ეხებოდა, მაგრამ შეიძლება შევქმნა ის, რაზეც ხალხი იცინებს, მოეწონება და მოუნდება მისი კითხვა. მე მეტი არც არაფერი მსურს <3

ელპინი
კომენტარების კითხვა მჩვევია, ზოგადად.
და ამბიციური ხარ!
დოზა, ნორმა და ზღვარი აქვს ყველაფერს, თვით ამბიციურობასაც!
ითხოვ მკითხველისგან კომენტარს და ამავდროულად, შეიძლება, შეუძლებელსაც პირდები, რა იცი...
კოლეგიალობა არ გცოდნია!
ვიღაცეები არა, ვიღაცები.
ნადღაპნი არა, ნადღაბნი, ან ნაჯღაპნი.
ეს ისე, მაინც...
წარმატებები! :)

კოლეგიალურობაზე ჩამოვარდა სიტყვა და..ამ საიტზე ატვირთული ნაწარმოებთათვის ნამდვილად არ მიწოდებია ნაჯღაპნი :)
აჰამ მადლობა.

 


№15  offline აქტიური მკითხველი grafo

ე.ი. კიდევ აგრძელებ შეურცხოფას:))).
შავით თეთრზე გიწერია ისტორიის ბოლოს მინაწერში ყველაფერი, ამიტომ თუ ვინმეს დაკვირვება და სიფრთხილე ჰმართებს სიტყვებთან მხოლოდ შენ ხარ ავტორო!

 


№16  offline წევრი Mary_dreamer

უჰჰჰ........ჩემი მარიამისავით წერრრრ..... მომწონხარრრრ......ისტორიაც გადასარევიააა.......გააგრძელე ველოდებიიი......... არ შეწყვიტო თორე გიპოვი და მიგახრჩობ ;დდდ.........დაა ცოტა დიდი თავები♡♡♡შევეცდები მეც მოგაწოდო იდეები........გელიიიიი

 


№17  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

გაოცებული დავრჩი კომენტარებით. ვფიქრობ სიტყვა "ვერ" გამორჩა აქაურ მკითხველებს და შენც მიწასთან გასწორებას გადაურჩებოდი:დ
მე ძალიან მომწონხარ, ცუდ კომენტარებზე არ ვარდები. აქ ზოგიერთებს მართლა ჰგონიათ "შედევრებს" ქმნიან და განსხვავებულ კომენტარზე იფხორებიან ინდაურივით.
ზუსტად ამიტომ მე ვაგრძელებ ამ ისტორიის კითხვას. ისეთი თავისუფლება და სილაღე მოდის შენგან, ეს დადებითი ენერგიით მავსებს

 


№18  offline წევრი katiaa

grafo
ე.ი. კიდევ აგრძელებ შეურცხოფას:))).
შავით თეთრზე გიწერია ისტორიის ბოლოს მინაწერში ყველაფერი, ამიტომ თუ ვინმეს დაკვირვება და სიფრთხილე ჰმართებს სიტყვებთან მხოლოდ შენ ხარ ავტორო!

მადლობა დიდი
რომ მიმითითე :*
გავითვალისწინებ :*

Mary_dreamer
უჰჰჰ........ჩემი მარიამისავით წერრრრ..... მომწონხარრრრ......ისტორიაც გადასარევიააა.......გააგრძელე ველოდებიიი......... არ შეწყვიტო თორე გიპოვი და მიგახრჩობ ;დდდ.........დაა ცოტა დიდი თავები♡♡♡შევეცდები მეც მოგაწოდო იდეები........გელიიიიი

მარიამი ნამდვილად არვიცი ვინარის , მაგრამ თუ მისი ისტორიები ძალიან გიყვარს და მითხარი, რომ მეც მის მსგავსად ვწერ მაშინ ძალიან გამახარე ^_^ არა გოგო, რა შეწყვეტა :X

Chikochiko
გაოცებული დავრჩი კომენტარებით. ვფიქრობ სიტყვა "ვერ" გამორჩა აქაურ მკითხველებს და შენც მიწასთან გასწორებას გადაურჩებოდი:დ
მე ძალიან მომწონხარ, ცუდ კომენტარებზე არ ვარდები. აქ ზოგიერთებს მართლა ჰგონიათ "შედევრებს" ქმნიან და განსხვავებულ კომენტარზე იფხორებიან ინდაურივით.
ზუსტად ამიტომ მე ვაგრძელებ ამ ისტორიის კითხვას. ისეთი თავისუფლება და სილაღე მოდის შენგან, ეს დადებითი ენერგიით მავსებს

რა ავარდნაზეა საუბარი, ყველას აზრი გასათვალისწინებელია თან კოლეგიალურობის მხრივ მართლა გადავაჭარბე..მართალია სხვა რამეს ვგულისხმობდი, მაგრამ ამას არ აქვს აზრი :) მადლობა ძალიან დიდი , ყველანაირად ვეცდები იმედები გაგიმართლო! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent