მაინც ჩემი იქნები(5თავი)
-აბა იქნებ ამიხსნა ელენე რა მოხდა?(მე) -მიკა მინდოდა მეთქვა,მაგრამ ვიცი რომ ვერ იტან ლექსოს და ძალიან გამიბრაზდებოდი. -ეგ არაფერ შუაშია ვაკოც ეგეთი იქნება ვიცი და არასდროს დაუშვებ,რომ გაგამწაროს, ვიცი შენ როგორიც ხარ ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ იტყვი თავის დასაცავად!მე შენ დასავით მყავხარ და ვალდებული ვარ,რომ დაგიცვა! -მიკა,შენ არიცი,როგორია ვაკო გთხოვ წინასწარ ნუ განსჯი,რადგან ლექსოს სრულებით არ ჰგავს,პირიქით რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან!აი როგორც მე და შენ,მაგრამ მაინც კარგი მეგობრები ვართ ზუსტად ისევე არიან ისინიც. -ელენე შენ ჩვენს მდგომარეობას მათსას ადარებ?არვიცით სად დადიან,ან როგორი ხალხია,მე და შენ თუ განვსხვავდებით ანუ როგორც ვხვდები ცუდი მე გამოვდივარ,მაგრამ მსიქოპათი მაინც არვარ! -ყველაფერს მასე რატომ იგებ მე ეგ არ მიგულისხმია უბრალოდ სხვანაირად ვერ აგიხსნი,რადგან აქამდე არასდროს მყვარება ისევე,როგორც შენ და,რომც აგიხსნა ვფიქრობ ვერ გამიგებ! -და ერთ კვირაში შეგიყვარდა?შენ არ იყავი რომ იძახოდი იმ ხალხის არმესმის ვინც ერთ ნახვით იყვარებსო?დაახლოებით იგივე სიტვაციაა!მაგრამ კარგი არ აქვს მნიშვნელობა ვაკოს დავაკვირდები და ერთხელაც რომ გაწყენინოს მაშინ მე და მის შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევს! -მადლობა რომ გამიგე მიკა საუკეთესოხარრრრრრრრრრრრრრრრ! -მლიქვნელო მომწყდი თვიდან ახლა ვარ ხომ საუკეთსო! -მასე ნუ მეუბნები ხომ იცი რომ მწყინს. -ხო კარგი თორემ თვი ასი წლის მგონია უკვე,ჩვენი საუბრიდან გამომდინარე,ჭკუის რიგება და რამე. -კარგი და რაღაც უნდა გთხოვო!შემპირდი რომ უარს არ მეტყვი!(ელე) -ჯერ მითხარი და მერე შეგპირდები!(მე) -არა მასე არ გამოვა შემპირდი და მერე! (ელე) -აუ ნუ მეჯიუტები მითხარი ახლა რა (მე) -ოხ შენ და ლექსო,როგორ გავხართ ერთმანეთს არ გიყვართ,როცა გეჯიუტებიან ხომ? -ვაიმე მაგ თავისთავზე შეყვარებული ცხოველის სახელს ნუ მიხსენებ! -აუ გთხოვ რა მიკა -კარგი ხო!იცოდე სულ ასე დამთმობი არ ვიქნები ეს ბოლოა! -კარგი შემპირდი! -კარგი ჰო, ხომ გითხარი გ პ ი რ დ ე ბ ი!საკმარისია? რა არის ასეთი გისმენ! -მოკლედ წასვლა მინდა ამ შაბათ-კვირით სვანეთში და რას იტყვი,ერთად რომ წავიდეთ? -ვა კარგი აზრია ნაცნობები გყავს მანდაც? აქამდე რატომ არ მითხარი ხომ იცი სვანეთი როგორ მიყვარს? -არა -აბა სასტუმროა იქ? -არა -აბა ამოღერღე!ან საიდან მოიტანე რომ არ დაგთანხმდებოდი? - ლექსო რა გვარია გახსოვს? - ვაიმე ეგ ეშვებიანი აფთარი რა შუაშია?ან მისი გვარი რატო უნდა მახსოვდეს? -ჩოფლიანი! -მერე რა?არარსებობს! გამორიცხულია! არ მ ო ვ დ ი ვ ა რ! არავითარ შემთხვევაში! - კარგი რა მიკა მე შენ ,ვაკო და ლექსო წავალთ სვანეთში, ლექსოს სოფელია თვითნ შემოგვთავაზა!ნუ შენ არ დაუპატიჟებიხარ,მაგრამ დავითანხმეთ!უფრო ვაკომ -და ვინ ან რამ გითხრა,რომ მე წამოვიდოდი მანდ? -იმან რომ შენს საუკეთესო მეგობარს ასე შორს მარტო არ გაუშვებდი,ესეც რომ არიყოს შენ პირობა გაქვს დადებული და ვიცი,რომ ვერ დაარღვევ! -ჯანდაბა!აუ რატო იცი მასე?(იცის რომ ბავშბიდან არ მიყვარს პუირობის დარღვევა უბრალოდ ჩემთვის ეს პრინციპის საკითხია) -მოკლედ ჩაალაგე ბარგი მარიას მე ვთხოვ გამოგიშვას! ზეგ წავალთ! -კარგი,თუმცა ერთი პირობით,ნიაკოც წამოვა,დიდი ხანია ვეუბნები,რომ მასთან მივალ და ვერ მივდივარ, არ დავპირებივარ ისე ვუთხარი,თორემ მივიდოდი.თან თქვნც უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს და დამეგობრდებით! -კარგი მაშინ ლექსოს დაელაპარაკე! -მე რატომ მე კი არ მინდა წამოსვლა! -შენ გინდა იმიტომ რომ პირობის დარღვევა არ გინდა ანუ რაგამოდის? შენ გინდა წამოსვლა. -კარგი ხო ჯანდაბას დაველალაპარაკები იმ ცოფიან ვირთხას! -ისა და ცოფიანი ვირთხა არსებობს? -კი ლექსო ქვია! წამეყვანა იქ,ვიცი მასაც ძალიან უყვარს სვანეთი. იმ დღეს უხალისოდ ვიყავი,რადგან სვანეთი ძალიან მიყვარს და ყოველთვის მინდოდა ჩემს ნებაზე დამეთვალიერებინდა და არა ვიღაც მბრძანებელთან! რატომაა მაინდამაინც სვანი? თუმცა სხვა ვერც წარმომედგინა, სვანებზე ყოველთვის ამბობდნენ მკაცრი ხალხიაო,მაგრამ ის ცხოველი,რომ მარტო მკაცრი იყოს რაუჭირს! მეორე დღეს ლექციის შემდეგ დრაკულა დავინახე და მივედი,რათა მეთხოვა ნიაკოც წამოსულიყო. -რაღაც უნდა გითხრა! -ჯერ მომესალმე? -აუ არმაქვს ახლა შენი უკბილო ხუმრობების თავი! მინდოდა მეთქვა რომ ნიაკოც მოდის სვანეთში! -მგონი,რაღაც გეშლება კი არ უნდა გეთქვა უნდა გეთხოვა! -მე ხომ მოვდივარ,ისე არ წამოვალ! -ვითომ მე ძალიან მინდოდეს შენი წამოსვლა! უბრალოდ საკმარისი იქნება მთხოვო:"თუ შეიძლება ჩემს მეგობარსაც წამოვიყვან რაქვია? მოკლედ რა მნიშვნელაბა აქვს" -ჯერ ესერთი მას ნიაკო ქვიათქო გითხარი და არ გთხოვ არასდროს ჯერ იმიტომ რომ, უფლება მივეცი შენს მეგობარს ელენესთან ყოფილიყო! -მერე რა მე ხომ არ მითხოვია!მაგრამ კარგი კეთილი ვიქნები. რადგან შენსავით უხასიათო არვარ. -დამპალო ვირთხა! მე ვარ უხასიათო? ამას მხოლოდ ჩემი მეგობრის ბედნიერებისთვის ვაკეთებ იცოდე სულ არ მეხალისება შენთანერთად წამოსვლა! -მისმინე კუდიანო არც მე მეხატები გულზე! მეც მხოლოდ ვაკომ მთხოვა შენს სოფელში წავიდეთო თრემ მოცლილი არ ვარ უამრავი საქმე მაქვს! -კი როგორარა საქმე! გოგონების კუდში სდევის გარდა რა საქმეგაქვს.რა მნიშვნელობა აქვს ახლა წავედი შენთვის არმცალია! -მომისმინე კუდიანო იქ მაინც გასწავლი ჭკუას და ხო კიდევ ჩემი მეგობარი გოგონები და დემეტრე,ბექა და სანდროც წამოვლიან! -შენს ეგრეთწოდებულ ბანდას გულისხმობ? არ მაინტერესებს ვინც გინდა ის წამოვიდეს,მაინც ვერ მომიშლი ნერვებს. იმ დღეს სახლში წავედი და ელენეეც იქ დამხვდა,როგორც ჩანს ჩემი მშბლებისთვის ახსნილი ქონდა ყველაფერი,მაგრამ მამა(გაგა) ასე მშვიდად რატომ იყო მიკვირდა? -დედა, მამა მე ზემოთ ავალ და ნივთებს ჩავალაგებ კარგით? -კარგი და ჭკუით იყავით.(მამა) არა მამა ვიცი რომ ელენეს ენდობოდა და ხშირად მიშვებდა სადმე როცა ის სთხოვდა, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო. ზემოთ როდესაც ავედი ელენეს ვკითე: -ელე მამა,როგორ დაუთანხმე ჯადო გაუკეთე? -ხოიცი მამაშენი რასაყვარელია და როგორ ღელავს შენზე ყველა ბავშვის სახელი და გვარი გამომკითხა ვისთან ერთდაც მივდიოდით და აბა გამოიციანი ვისი ბიზნეს პარტნიორი აღმოჩნდა მამაშენი? -აუ ელენე რა შემოვლით იცი ხოლმე ლაპარაკი დროზე მითარი! -ლექსოს მამის. -არარსებობს! -კი არსებობს სწორედ მაგის წყალობით მოდიხარ. კარგი ჩაალაგე ახლა და ხვალ დილის ექვსზე გავდივართ ალბათ სამ საათში იქ ვიქნებით.თან ნიაკოც მალე მოვა და დღეს სამივე აქ დავრჩებით! იმ დღეს არ დამეძნა წესიერად,რადგან ბავშობიდან ასე ვარ როცა სადმე მივდიოდი უფრო კი ექსკურსიაზე არასდროს მეძინებოდა,ახლაც ასე მოხდა. დილით ადრე ავდექით და საშინილად უხასიათოდ ვიყავი(მე კიდევ უხასიათობა მინდოდა?) მაგრამ, ამ შემოდგომებისას კარგი ამინდები იყო, ამიტომ მიყვარს ამ დროს დილით გაღვიძება და კიდევ ეს მამშვიდებდა! დაბლა ჩავედით და ორი მანქანა დაგხვდა ერთი ვაკოსი იყო სადაც: ელენე ვაკო ლექსო მე და ნიაკო ჩავსხედით. მეორე მანქანა კი ლექსოსი იყო მაგრამ საჭესთნ ვერ დაჯდა, რადგან დილით დალია ცოტა და ვაკომ ცოცხალი თავით არ დასვა საჭესთან ნეტა დამჯდარიყო იქნებ გამმართლებოდა და სადმე გადაჩეხილიყო,მაგრამ მერე სვანეთს ვეღარ ვნახავდი! მოკლედ მეორე მანქანაში: ბექა,დემეტრე სანდრო და ვიღაც ორი გოგო ჩასხდნენ,რომელიც ლექსომ გაგვაცნო ვიკა და ლენკა. გზაში ძილი არ მიყვარს არადა ელენეს ნიაკოს და ცხოველს ჩაეძინათ, მე და ვაკო ფხიზლად ვიყავით. ვაკო რას იზავდა საჭესთან იჯდა მე რა უნდა მეკეთებინა ვიფიქრე და გადავწყვიტე ლექსო გამომეფხიზლებინა თან ნახევრად კალთაში მიჯდა წინ ელენე იჯდა ამიტომ წყალი გადავასხი: -შენ რა გაგიჟდი?ვერახარ ნორმალური(ლექსო) -ჩუმად რა გაღრიალებს დანარჩენები გაიღვიძებენ. -მოდი აქ არ შეგარჩენ... დამიჭირა და თმებში მწვდა მე ამ დროს ფეხსაცმლის გახდა მოვასწარი და თვში ჩავარტყი იმხელა იყვირა ვაკომაც და ბექამაც,რომელიც მეორე მანქანის საჭესთნ ისხდნენ მანქანა გააჩერეს,ამის მერე მე და ის პირუტყვი ერთმანეთს ძლივს გამოგვწიწკნეს და დემეტრემ იფიქრა,რომ აჯობებდა ის გადმოსულიყო ჩვენს მანქანაში,ხოლო ლექსო იქით გადამჯდარიყო,მართლაც ასე მოხდა. როგორც იქნა ჩავედით მანქანა უზარმაზარ ეზოში შეიყვანეს სადაც ასევე უზარმაზარი სამ- სართულიანი სახლი იდგა,გამიკვირდა სვანეთში ამხელა სახლი, თორემ მეც მაქვს სოფელი კახეთში და იქაც არანაკლები სახლი დგას. მოკლედ შიგნიდან ვიღაც ქალი და ახალგაზრდა გოგონა შემოგვეგებნენ, საკმაოდ თბილად შეგვხვდნენ ,თუმცა ია გოგონა ნაღვლიანი ჩანდა,ლექსომ გაგვაცნო: ეს ბებიაჩემი თამროა ეს კი ჩემი და სალომეა.ახლა მივხვდი რატომ იყო ასე ნაღვლიანი ეს გოგონა თანაც ძალიან საყვარელი ჩანს თვის ცხოველი ძმისგან განსხვავებით.მათაც გააცნო ჩვენი თავი და ყველა დავბინავდით ,ოთხები საკმარისად იყო,მაგრამ მე სალომეს და ნიაკოს ერთად გვეძინა პირველ დღს,რადგან მაინც მარტო ყოფნა არ გვინდოდა. მეორე დღს თამრო ბებოს სუფრა უკვე გაეშალა და ყველა მიგვიპატიჟა: მე ვეუბნები: -თამრი ბებო რატომ შეწუხდით გეთქვათ და მოგეხმარებიდით მაინც დილით ყველაზე ადრე ვიღვიძებ,მაგრამ მომერიდა ჩამოსვლა ვიფიქრე არ ეძნოთთქო. -არა შვილო რას ამბობ თქვენ,როგორ შეგაწუხებთ(თამრო) -არაუშავს ბებო წონაშიც დაიკლებ თუ მოგეხმარება და ენერგიასაც დახარჯავს,რომ მერე მე ვეღარ მეჩხუბოს! (ლექსო) -აბა რასამბობ ბებო ამას ეუბნები წონაში დაკლებას?შეხედა ისედაც მარტო ძვლებია.(თამრო) -არა ბებო რა ძვლები,მსუქანი არვარ ,მაგრამ არმომწონს ძალიან სიგამხთრეც.თქვენ ყველა ძალიან საყვარელი ხართ და ეს ვისგავს ასეთი უჟმური. -ენა გააჩუმე კუდიანო. -ვის უძახი კუდიანს.... იქვე წყალი იდო და შევასხი.მაპატიე თამრო ბებო არმინდოდა მაიძულა! -ახლავე მოდი ჩემთან თამრო ბებოს კი არა მე უნდა მომიხადო ბოდიში. -შვილო თვი დაანებე ნუ მისდევ ასე უნდა სტუმრის პატივისცემა? -ეს სტუმარი კი არა თხაა ,თხა იქ უნდა დააბა სადაც ჩვენი თხები აბია. -იცოდე ვერ დამეწევი ეს ვთქვი და მაშინვე ფეხებში წამავლო ხელი და ზურგზე გადამიკიდა თან იმ სახლის ბოლოს მდინარე ჩამოდიოდა და დამემუქრა: -ბოდიში მოიხადე და გაპატიებ! -არ მოვიხდი! -მოიხდი!თორემ ჩაგაგდებ დროზე მთხოვე! -არათქო გითხარი! (არადა ძალიან მეშნოდა,ცურვა კარგად არვიცოდი,მაგრამ ისე ვიცოდი,რომ შეიძლება არ დავმხვრჩვალიყავი,არადა ბოდიშის მოხდას ყველაფერი მერჩივნა) -შენი სიამაყე დაგღუპავს ლამაზოოოოოოოოოოო.!(ეს თქვა და ხელი გამიშვა) ===================================================================================წინა თავის სათური ცუდად დავწერე ,სხვა რამ მქონდა დალინკული და აღარც დავკვირვებივარ. წინა თავს ეწერა:" მაინც დაგიმორჩბ"და გთხოვთ თქვენი ემოცია გამოხატოთ თუ მოგწონთ ეს ისტორია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.