შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოურჯულებელი თავი 11


18-04-2018, 09:31
ავტორი abezara98
ნანახია 3 201

აეროპორტში მხოლოდ ანასტასია რომ დახვდათ, ორივეს გაუკვირდა. ჯერ ნინი მოეხვია, მერე კი სიძე მიუშვა ცოლის დასთან.
-ჰე, აბა, მითხარით ახალი ამბავი! - ვეღარ მოითმინა ტასომ და მაშინვე მიახალა წყვილს.
-რა უნდა გითხრათ? - გაიოცა ნინიმ.
-ხო, მართალია ნინი. რაზე ლაპარაკობ, ანასტასია? - თავი გაისულელა სანდრომაც.
-მასე არა? კარგი. მაშინ თქვენს თავებს დააბრალეთ ის, რაც მოგივათ!
-მოიცადე, მოიცადე. რამე ხდება და არ ვიცით? - ერთდროულად ჰკითხეს, რაზეც ტასომ გაიცინა და საჭეს მიუჯდა.
-სხვათა შორის, კაიროს ამბავი ჯერ არ მიპატიებია შენთვის! - შეუბღვირა ნინიმ და უკანა სავარძელზე სანდროსთან ერთად მოთავსდა.
-მოიცადე, ვერ მივხვდი! - წამოიძახა ტასომ მოულოდნელად დაამუხრუჭა, - თქვენ რა კიდევ არ ხართ ერთად?
-ნუ დაგვხოცავ, რაა, - შეევედრა ნინი, - ჯერ სახლში მიგვიყვანე მშვიდობიანად და მერე ვილაპარაკოთ.
-აქედან ფეხსაც კი არ მოვიცვლით, სანამ არ მეტყვით, შერიგდით თუ არა! - გაჯიუტდა ანასტასია.
-ჯანდაბა, კი, ანასტასია, კი! შევრიგდით! - დაუყვირა გოგომ, - დაკმაყოფილდი? შეიძლება ახლა წაგვიყვანო სახლში?
-შეგვიძლია წავიდეთ, - ისე თქვა გოგომ, ვითომც არაფერი მომხდარაო და მშვიდად განაგრძო მართვა.
-მოიცადე, სად მივდივართ? - გაიოცა სანდრომ, როცა ანასტასიამ თავისი მშობლების სახლისკენ აიღო გეზი.
-ჩემებთან მიმყავხართ, - უბრალოდ თქვა და მხრები აიჩეჩა, - დედამ და მამამ ხომ უნდა იცოდნენ რომ დაქორწინებულები ხართ.
-რაა? - თვალები შუბლზე აუვიდა ბიჭს, - შენ რა, იცოდი და არაფერი დამიშავე? ხომ კარგად ხარ, ანასტასია?
-რაო, ცოლი მყავს და ჭკუაზე აღარ ვარო? - გველურად გაუცინა და ეზოში გააჩერა მანქანა, - კიდევ ერთი ახალი ამბავი, - სანამ სახლში შევიდოდნენ, მანამ უთხრათ, - ზეგ თქვენი ქორწილია და ნინი ეს დღეები ჩვენთან დარჩება.
-მოიცადე, რა თქვი?
-რა ქორწილი, ანასტასია? - შეიცხადა ნინიმაც, - ჩვენ ხომ ისედაც დაქორწინებულები ვართ?
-ნუ გაგიჟდებით ახლა! მამამ და დედამ ეგ ხომ არ იციან. თან ნინის შენთან გადმოსვლა ხომ უნდა ახსნათ, არა? ხო, მართლა, სადაა შენი ნიშნობის ბეჭედი?
-ნიშნობის ბეჭედი? - გაიკვირვა ორივემ.
-ღმერთო, რა შეგცოდე? ნუთუ, ხალხი დებილდება დაქორწინების შემდეგ? თუ ასეა საერთოდ არ გავთხოვდები!
-გოგო! - თვალები დაუბრიალა ნინიმ.
-უიმეე, უჟმური! მოიცადეთ, აჰა, გამომართვით, ესეც კი ჩემი მოსაგვარებელია, რაა. რანაირი სიძე ხარ, შეგირცხვა ნამუსი! - უცებ მიაყარა ყველაფერი, ნინის ბრილიანტისთვლიანი ლამაზი ბეჭედი გაუწოდა და სანდროც გამოლანძღა, - ახლა შეგვიძლია შევიდეთ.
*************
ქორწილის დღეც დადგა. ყველანი ღელავდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად ნინი. ერთი სული ჰქონდა, როდის დასრულდებოდა ყველაფერი. ანასტასია კი ამის საშუალებას არ აძლევდა. დილიდან მოყოლებული დის ნერვებზე უკრავდა და ამაზე ხალისობდა. ჯვრისწერა როგორღაც გადააგორეს და როცა ხელისმოწერაზე დადგა საქმე, აქ აღელდა ნინი.
-დამშვიდდით, მატჩის ბიუროს ქალს ველაპარაკე უკვე. უბრალოდ ცერემონიას ჩაატარებს, თქვენ კი ვითომ ხელს მოაწერთ, რომ დედამ და მამამ არაფერი გაიგონ, - უცებ მიაყარათ ტაძრიდან გასვლისას და დათოს ჩაუსკუპდა მანქანაში.
ცერემონიამაც თითქმის შესანიშნავად ჩაიარა. თითქმის, რადგან როცა რეგისტრატორმა ქალმა ცერემონია დაასრულა და პატარძალს მიუბრუნდა, ჰკითხა:
-გვარს ხომ არ შეიცვლით?
-არა, მადლობა, ჩემს გვარზე დავრჩები, - ყველასგან გასაოცრად უპასუხა სანდრომ და ქალი შოკში ჩააგდო.
-არა, მადლობა, იყოს, - გაიღიმა გოგომ, მერე კი ყველასგან შეუმჩნევლად უჩქმიტა ქმარს და ყურში უჩურჩულა, - ამისთვის მარტო რომ დავრჩებით, მაშინ გადაგიხდი!
როგორც იქნა, რესტორნამდეც მიაღწიეს. აქ კი დაიწყო მამაპაპური ქორწილი. ყველა ერთობოდა, მითუმეტეს სიძე-პატარძალი. ანასტასიას კი თითქმის მთელი ქორწილის განმავლობაში პატარა ანდრეა არ გაუშვია ხელიდან. მხოლოდ ცეკვის დროს უწვენდა ხელში ქეთის, მერე კი ისევ თვითონ აიყვანდა ხოლმე. უკვე კარგად შეღამებული იყო, ხალხიც ნელ-ნელა იშლებოდა და მხოლოდ ახალგაზრდები რჩებოდნენ, როცა ანასტასიამ ჩაძინებული ბავშვი ლაშას გადაუწვინა მკლავებში, თვითონ კი გარეთ გავიდა ჰაერის ჩასასუნთქად. 2 კვირა ხდებოდა რაც რეზი არ ენახა და თითქოს სუნთქვაც კი აღარ შეეძლო. ქორწილშიც დაპატიჟა, მაგრამ ბიჭი აქაც არ მოსულა. გოგომ ღრმად ჩაისუნთქა და როცა მსუბუქმა ნიავმა მასთან ნაცნობი სასიამოვნო სურნელი მიიტანა, თავისთვის გაიღიმა.
-კიდევ დიდხანს უნდა იდგე მანდ და მიყურო? - არც შებრუნებულა, ისე ჰკითხა ბიჭს და მოაჯირს ხელებით დაეყრდნო.
რეზიმ კიდევ ერთხელ კარგად აათვალიერა ლურჯ ფრიალა ატლასის კაბაში გამოწყობილი სხეული, შემდეგ კი ნელა მიუახლოვდა ქალს და დაძარღვული ხელები მუცელზე შემოხვია. ანასტასიას ბიჭის ცხელი სუნთქვა კისერში ეფრქვეოდა და კანს უბუსუსებდა. კაცის ხელებს საკუთარი ხელები შემოხვია და თავი მის მხარს მიაყრდნო.
-მომენატრე, - ამოიჩურჩულა ბიჭმა, ცხელი ჰაერი კიდევ ერთხელ მიაფრქვია გოგოს და ყელში სველი კოცნის კვალი დაუტოვა, მერე კი სწრაფად შეაბრუნა თავისკენ და გულში მაგრად ჩაიკრა, - ასეთი უფრო მომწონხარ.
-როგორი? - გაეღიმა გოგოს და თავიც კი არ აუწევია, უბრალოდ ხელები შემოხვია და ჩაეხუტა.
-ჩემს მკლავებში განაბული და ჩემი მონატრებით შეშლილი.
-თვითკმაყოფილი იდიოტი რომ ხარ, მითქვამს შენთვის აქამდე? - ჰკითხა ანასტასიამ და თვალებში შეხედა.
-მოდი, დავფიქრდები, - ფიქრიანი მზერა შეაგება ქალს და ისე გაუღიმა, ლამის ჩაადნა ხელებში, - მგონი გითქვამს ერთი-ორჯერ.
-ახლა ასე იდგები თუ გააკეთებ იმას, რის გამოც მოხვედი აქ?
-რის თუ ვის გამო? - შეუსწორა რეზიმ და მისკენ გადაიხარა, - არ მკითხავ, ვის გამო მოვედი?
-ვის გამო მოხვედი? - თუთიყუშივით გაიმეორა და ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში.
-აბა, თუ გამოიცნობ, - ყურთან უჩურჩულა და იქვე მიაკრა გახურებული ტუჩები.
-რეზიი, ნუ მაწამებ! - ძლივს ამოთქვა ტასომ.
-როგორ გიყვარს ყველანაირი მხიარულების ჩაშლა, - ამოიოხრა დამწუხრებულმა ბიჭმა, - არადა იქნებ რა მქონდა დაგეგმილი?
რეზიმ თავი გადააქნია და გოგოს ატრიალებულ თვალებზე საყვარლად გაიცინა.
-ჯანდაბა, რეზი! - გაიბუსხა ქალი და სისხლისფერი ტუჩები დაბრიცა, - მოვკვდები ახლა რომ არ მაკოცო!
ბიჭმა გვერდულად გაიღიმა და მაშინვე დაეწაფა ქალის დაბურცულ ტუჩებს. მთელი ვნებით კოცნიდა და თან ხელებს დააცურებდა ანასტასიას მოშიშვლებულ ზურგზე. მათ კოცნაშიც კი ჩანდა მონატრება. ერთმანეთს მხოლოდ ჟანგაბის მარაგის შესავსებად მოშორდნენ. გოგო აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა, თან აწითლებული ლოყებით შესცქეროდა ბიჭს.
-ამ საღამოს ვინმემ გითხრა, რომ საოცრად გამოიყურები? - ლოყაზე ხელი ჩამოუსვა და დაწითლებულ ტუჩებზე ცერა თითი გადაუსვა.
-ნწ, - თავი გააქნია გოგომ და გაიღიმა, - პატარძლისა და მისი მეჯვარის შემდეგ მე ვინმე შემომხედავდა?
-მე კი მგონია, რომ ყველაზე ლამაზი ხარ!
-ერთხელაც ისევ შენ თუ შემიწირავ, რეზი!
-ისევ თქვენს სამსახურში, ტასო!
მისი ნათქვამი „ტასო“ თითქოს სულ სხვანაირად ჟღერდა. გაახსენდა ანდრეა, მისი ზღვისფერი თვალები და მისგან დაძახებული „ტასო“, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. რეზის ხმის გაგონებისთანავე სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა და თავს ვერ აკონტროლებდა. მხოლოდ მასთან ყოფნასა და მის კოცნაზე ფიქრობდა. გოგოს თავის ფიქრებზე გაეღიმა და თავი გადააქნია.
-მგონი შესვლის დროა, - უცებ მოხვია კაცმა წელზე ხელი და კარისკენ უბიძგა.
-მგონი, მართალი ხარ.
-მოიცა, შენ რა ჩემს ხელს არც კი მოიშორებ, ისე შეხვალ? - გაიკვირვა ბიჭმა და ერთი თავით დაბალ გოგოს შეხედა.
-მე ხელს არ მიშლის და შენ? - მაცდურად გაუღიმა და სწორედ მაშინ აკოცა, როცა დარბაზში შევიდნენ.
თვით ნეფე-პატარძალსაც კი ყბა ჩამოუვარდათ და ასე პირღიები შესცქეროდნენ წყვილს. მერე კი ნინიმ პირდაპირ მიაჭრათ და მაშინვე კითხვები დააყარათ:
-ერთად ხართ? მითხარით, რომ ერთად ხართ და ეს დაძმური კოცნა არ ყოფილა.
-ძმად რომ მიმაჩნდეს, ტუჩებში ვაკოცებდი? - თვალები აატრიალა ტასომ.
-მოიცადეთ, - წამოიძახა უცებ, - და რეზი შენ თანახმა ხარ?
-უარზე ყოფნის ეტყობა რამე? - ისევ ტასო გაეპასუხა.
-აცადე, გოგო, იქნებ მასაც სურს აზრის დაფიქსირება? არ დამიმყარა ოჯახში უცებ მატრიარქატი? - შეიცხადა ნინიმ.
-იცი, აჯობებს წახვიდე და ტორტი გაჭრა ან რა ვიცი მე, თაიგული ისროლო!
-თაიგული მართლა რომ არ მქონდეს სასროლი, ხომ იცი, ვერ მომიშორებდი, - ნინიმ თაიგული დაუქნია, მერე კი დარბაზის შუაგულისკენ წავიდა, - აბა, ქალბატონებო, ვისაც ჯერ არ გიპოვიათ მეორე ნახევრები, დაეწყვეთ! - დაიძახა გოგომ და ზურგით დადგა.
ცოტა ხანს დაიცადა, კარგად გადაავლო თვალი და სროლას აპირებდა, უცებ რომ შემოტრიალდა და დატოვა ასე ხახამშრალები.
-რა მოხდა? კარგი, ხოო, ვისვრი! - გაიცინა და ისევ სასროლად მოემზადა.
უცებ მის გვერდით საიდანღაც ნიკა გაჩნდა, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და მაშინვე გაეცალა.
-შენ რომ არ გეთქვა, მაგას ისედაც ვაპირებდი! - მიაწია სიტყვები და თაიგული პირდაპირ გვანცას ჩაუგდო მკლავებში, - ოჰო, შემდეგი ჩემი საოცარი მეჯვარე თხოვდება, როგორც ჩანს! - ტაში შემოჰკრა და გაიცინა, გვანცა კი სახეზე აწითლდა.
-ნინი, არ გინდა, ჩემი საჩუქარი ნახო? - უცებ ჩაავლო ხელი დას და ცოტა მოფარებული ადგილისკენ წაიყვანა.
-მეც მათრახს მჩუქნი თუ მთლიან ოთახს „საწამებელი“ იარაღებით სავსეს?
-წამოდი, წამოდი და ნახავ!
-მოიცადე, მაშინ ქმარუკასაც წამოვიყვან.
-კარგი, - მხრები აიჩეჩა ტასომ და დაიცადა, მერე კი დარბაზში ახლახან შემოსულ მაღალ ბიჭს ხელი დაუქნია და თავისთან იხმო.
-აბა, სად არის ჩვენი საჩუქარი? - მაშინვე იკითხა ნინიმ, თან სანდროს არ უშვებდა ხელს.
-მოვიდა უკვე, - გაიცინა გოგომ.
-მოიცა, ცოცხალია და დადის? - გაოცდა სანდრო.
-კი, შენ წარმოიდგინე, დავდივარ, - გაიცინა უკვე ტასოს უკან მდგომმა კაცმა და ხელები გაშალა, - აბა, არ გადამეხვევით?
-თორნიკე, არ მჯერა, შენ ხარ? - წამოიძახა ნინიმ და მაშინვე გაიქცა ბიჭისკენ.
-არა, გეჩვენება, - გაეღიმა ტასოს და დარბაზს მოავლო თვალი, - აქ დამელოდეთ, ბიჭებს მოვიყვან.
-არამგონია დაგჭირდეს, - გაეცინა სანდროს და თოკოს მოკითხვის შემდეგ უთხრა ქალს, - ვერ ხედავ, რეზის მოჰყავს უკვე. მომწონს ქვისლის შემართება, - და გადაიხარხარა.
ანასტასიამ ირონიულად გაუღიმა და ხელზე უჩქმიტა.
-აუ, მეტკინა, - ნატკენ ადგილას მოისვა ხელი და ნინის გახედა, - შენი და დააწყნარე, რაა, თორემ მოგიკლა ქმარი!
-მაგას მარტო რეზი ამშვიდებს, - გაუცინა ნინიმ, - თუ გინდა, ნატკენს მოგირჩენ, - ყურში ვნებიანად უჩურჩულა და როცა სანდროს დაჭიმული სხეული დაინახა, ტუჩები ლოყაზე მოაკრო.
-სანამ ისინი მოსულან, - თქვა უცებ ტასომ, - თქვენს ეგვიპტურ ტურნეზე უნდა გითხრათ რაღაც.
-ის სახეშეხვეული ბედუინი შენ იყავი, არა? - მაშინვე ჰკითხა ნინიმ და თორნიკეს თვალებში შეხედა.
-მეგონა ვერ მიცნობდი, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-ყოველთვის ყველაზე დასტოინი მეგონე, - არ ჩერდებოდა ნინი, - ამისგან უარესსაც კი მოველოდი, - ხელი დისკენ გაიშვირა, - მაგრამ შენ რაღამ აგაცანცარა ეს ამხელა ბუმბერაზი კაცი?
-შენი და ყველას გადაიყვანს ჭკუიდან, ჩემზე უფრო დასტოინ რეზისაც კი, - გაიღიმა თორნიკემ და უკვე მოსულ ბიჭებს გადაეხვია.
-შე არასწორო, - მაშინვე წამოიწყო ლაშამ, - არ უნდა გეთქვა, ჩამოსვლას თუ აპირებდი?
-არც ვაპირებდი, ამან მაიძულა, - ხელი გაიშვირა ტასოსკენ.
-ერთი წუთით, - წამოიძახა ანასტასიამ, როცა რეზი და თორნიკე ერთმანეთს კარგი ნაცნობებივით გადაეხვივნენ, - თქვენ საიდანღა იცნობთ ერთმანეთს?
-ოოოო, ეს გრძელი ამბავია, ჩემო ტასიკოო, - გაეცინა რეზის და ქალს წელზე ხელი მოხვია.
-რაა? - თვალები შუბლზე აუვიდა თორნიკეს, - შენ ახლა მას ტასო დაუძახე, წელზე ხელი მოხვიე და ამან მინიმუმ არაფერი ჩაგარტყა და მაქსიმუმ არ მოგკლა?
-ზოგჯერ სასწაულებიც ხდება, - გაიცინა ლაშამ და მხარზე ხელი დაარტყა კაცს, - წამო, წამო, ჩემს ცოლ-შვილს გაგაცნობ.
ქალი იდგა და უყურებდა თითქმის ერთად შეკრებილ ოჯახს და იღიმოდა. თითქმის იმიტომ, რომ ანდრეა არ იყო მათთან ერთად. უეცრად გულში რაღაც უცნაური სითბო ჩაეღვარა და აღელდა. ვერ მიხვდა რას ნიშნავდა ეს გრძნობა, რადგან ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ იგრძნო მსგავსი რამ. ახლა კი ეს შეუძლებელი იყო. მაშინვე ყველაფერი თორნიკეს ჩამოსვლას, ნინის ქორწილს და ოჯახის გაერთიანებას გადააბრალა და უცნაურად აკვიატებული აზრები თავიდან მოიშორა.
-ანასტასია, - როცა ყველამ ნახა და გაიცნო თორნიკე, მერე ჰკითხა ნინიმ, - მხოლოდ დათუჩას ძმა იყო ჩვენი საქორწინო საჩუქარი?
-რა, არ მოგეწონა?
-ოხ, შე საჩუქრის ჟმოტო, ქალო!
-ოხ, შე საჩუქრებზე დახარბებულო ქალო, - არ ჩამორჩა ანასტასიაც.
-მართლა სხვა არაფერს გვჩუქნი?
-რა გინდა, ნინი?
-მეე? მე არაფერი! ისე, გიორგი ბიძიას და სოფო ბიცოლას უთხარი მათი შვილი რომ დაბრუნდა? ან დედამ და მამამ თუ იციან?
-სიურპრიზს ვუკეთებ.
-შენ ხომ არაფერი გეშველება, - ჩაიქნია ხელი ნინიმ, - ერთხელაც იქნება შეგვიწირავ შენი სიურპრიზებით.
***************
ქორწილის მეორე დღესვე გააცილეს ნინი, სანდრო და გვანცა ამერიკაში. გვანცას და ნინის სწავლა ეწყებოდათ, ხოლო სანდრო ცოლს მარტო ხომ არ გაუშვებდა? ამიტომ მთელი თავისი საქმეები ბიჭებს გადააბარა და წავიდა. რეზი და ანასტასია კი თითქმის ყოველ დღე ნახულობდნენ ერთმანეთს და მაინც არ ჰყოფნიდათ. ნოემბერი იწურებოდა, როცა ანასტასიამ შემზარავი ამბავი გაიგო. მამამისს თითქმის მთელი თავისი ცხოვრების ნაშრომი ჩამოენგრა თავზე. მასზე გამოქვეყნებული ცნობები ქვეყნის ყველა გაზეთსა თუ ჟურნალში იყო და ყველგან ერთსა და იმავეს წერდნენ. რომ მან ყველაფერს ხალხის მოტყუების გზით მიაღწია და ამ ყველაფერს ისეთი დოკუმენტაცია ერთვოდა თან, რომ ეჭვსაც კი ვერ შეიტანდი. ტასომ როგორღაც გადააგორა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, იცოდა, რომ მამამისი დამნაშავე არ იყო და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ გოგოს ის ფაქტი აეჭვებდა, რომ ირაკლიც და მისი ტყუპისცალი გიორგიც არაფერს აკეთებდნენ. ბიჭებიც საეჭვოდ დუმდნენ. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მიიღო, როცა გაიგო, რომ ეს საბუთები რეზიმ მიაწოდა ერთ-ერთ ჟურნალისტს და მერე მათ გავრცელებაზე იმ ჟურნალისტმა თავად იზრუნა.
-ეს რატომ გააკეთე? - იმ საღამოსვე მიუვარდა ბიჭს სახლში და სახეში გაზეთები შეაყარა.
ქაღალდები ნელ-ნელა დაეშვა იატაკზე და სხვადასხვა ადგილას მიმოიფანტა.
-მითხარი, რატომ ჩაიდინე? - ყვიროდა გოგო და მუშტებს მკერდში უშენდა, - რატომ? რა დაგიშავა მამაჩემმა ასეთი?
-ტასო, ტასო, დაწყნარდი!
-არ შემეხო, არც კი გაბედო ჩემთან მოკარება! - უცებ მოსცილდა ბიჭს, - ცხოვრებაში აღარასდროს ახსენო ჩემი სახელი! გეფიცები, განანებ ამას!
-ტასო, შენ არ გესმის, - დაიწყო ისევ ბიჭმა.
-რა, რა არ მესმის? - დაუყვირა კაცს, - იცი, რამ მატკინა გული ყველაზე მეტად, მას შემდეგ რაც ანდრო დავკარგე? შენმა ორპირობამ! სინდისიც კი არ გყოფნის, გამოდიხარ ტელევიზიით და აქედან ვიგებ, რომ თურმე ყველაფერი შენი გაკეთებულია! მეზიზღები, მძულხარ! მთელი ჩემი ოჯახი, ადამიანები რომლებიც მიყვარს, გენდობოდნენ, შენ კი, შენ... როგორ გამოიყენე ჩვენი ნდობა! თავი შემაყვარე, მერე კი უნამუსოდ გადამიარე!
გოგო ისევ აგრძელებდა ყვირილს, რეზის კი მხოლოდ მისი ნათქვამი „თავი შემაყვარე“ ესმოდა. ბიჭმა წამში დაფარა მანძილი და ანასტასიას ცრემლებით დანამულ ბაგეებს დააკვდა. გოგო ჯერ გაინაბა, მაგრამ მალევე მოშორდა და მთელი ძალით გააწნა სილა.
-აღარსდროს, აღარასდროს გაბედო და არ მომეკარო! კიდევ ერთხელ მაკოცებ და შენს თავს დააბრალე რაც მოგივა!
ქალმა კარი გამოიჯახუნა და წავიდა. რეზიმ მაშინვე მოიფრიალა ყველაფერი რაც კი მსხვრევადი იყო და კედელს მიეყუდა.
-ჯანდაბა, ტასო, შენ რომ სიმართლე იცოდე! შენ რომ გესმოდეს ჩემი, - ამოილაპარაკა გოგოს სიტყვებით გულმოკლულმა კაცმა და იქვე შემთხვევით გადარჩენილი სასმელი პირდაპირ ბოთლიდან დალია.
**************
ანასტასიამ მეორე დღესვე სთხოვა მამამისს, რომ მთელი საქმეები მისთვის გადმოებარებინა. ქალი არ აპირებდა ჩუმად მჯდარიყო და არაფერი ეკეთებინა. ირაკლი თავიდან წინააღმდეგი იყო, ტასოს ეუბნებოდა, რომ არ ესმოდა საქმის სირთულე და ახლა საჭიროც კი იყო დუმილი, მაგრამ ანასტასიას ამის გაგონებაც კი არ სურდა. ამის შემდეგ, რეზის ერთხელაც არ შეხვედრია. მთელ დღეებს თავის ნათლულთან ატარებდა და თავისი სიმშვიდით ყველას აოცებდა.
ნინის და გვანცას ზამთრის არდადეგები დაეწყოთ და საქართველოშიც დაბრუნდნენ. სამაგიეროდ ანასტასია გაემგზავრა ვაშინგტონში, რადგან სამსახურეობრივი შემოთავაზება მოუვიდა და გოგომაც უარი აღარ თქვა. ყველაფერი მოაგვარა, ბარგი შეკრა და ისე წავიდა, რომ არავის დამშვიდობებია.
******
ალბათ ასეთი თავი არასდროს დამიწერია confused გპირდებით, რომ შემდეგი თავები ამაზე ბევრად, ძალიან ბევრად მაგარი იქნება blush



№1  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო იმედია რეზის ქმედებას კარგი გასამართლბელი საბუთი ექნება შემდე თავს ვეოდები heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი mia15

ყოჩაღ ძალიან კარგი თავი იყო.ველი შემდეგ თავს

 


№3  offline მოდერი N1penguin

აუუუ, აი რატოო, აი რატოო? cold_sweat ძლივს გამიხარდა, ვიფიქრე ერთად არიან-მეთქი და ჩამშხამდა ამ თავშივე joy არ იქნება ბიჭის ბრალი joy რა ინტრიგა დამიტოვე, რა გინდოდა? unamused ახლა როგორც დამაინტრიგე, ისე დადე ახალი თავიც laughing

 


№4  offline მოდერი abezara98

blondeangel631
ძალიან კარგი იყო იმედია რეზის ქმედებას კარგი გასამართლბელი საბუთი ექნება შემდე თავს ვეოდები heart_eyes heart_eyes

წესით აქვს, მაგრამ ვნახოთ, ამ რამდენიმე თავში ტასო ხომ გაიცანი? ხომ იცი, რომ ძალიან ჯიუტია joy მაგრამ, გასამართლებლად ნამდვილად აქვს მყარი და მტკიცე საბუთები რეზიკოს smile

mia15
ყოჩაღ ძალიან კარგი თავი იყო.ველი შემდეგ თავს

მადლობა, მიხარია, რომ მოგწონს blush kissing_heart

N1penguin
აუუუ, აი რატოო, აი რატოო? cold_sweat ძლივს გამიხარდა, ვიფიქრე ერთად არიან-მეთქი და ჩამშხამდა ამ თავშივე joy არ იქნება ბიჭის ბრალი joy რა ინტრიგა დამიტოვე, რა გინდოდა? unamused ახლა როგორც დამაინტრიგე, ისე დადე ახალი თავიც laughing

ერთხელ აღვნიშნე უკვე, რომ მომავალი პოლიტიკოსი ვარ და მოსალოდნელიცაა, რომ ინტრიგანი ვიქნები joy მოთმინება სათნოებააო, ხომ გაგიგია? დაელოდე ცოტა ხანს კიდევ და მალე აეხდება ყველაფერს ფარდა blush

meocnebe avadmyopi
ანდრეაც მათთან ერთადააო რა მოხდა,ან იმას რამ წამოუფრინა ვაი გული
ეეეეეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰ რა ხანმოკლეა ბედნიერეება

ეჰ, ხანმოკლეა, მაგრამ, იმედი ვიქონიოთ, რომ მალე გრძელვადიანიც გახდება smile

 


№5 სტუმარი სტუმარი ლილუ

ინტრიგანო...ეს მინდოდა ეხა მე?! მალე დადე შემდეგი თავი, ნუ გვანერვიულებ ხალხს ????????????...
საინტერესო და ცოტა არ იყოს შემზარავი თავი იყო ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, იმედია ყველაზე საინტერესო და კარგ გზას აირჩევ ❤❤❤❤ აბა შენ იცი❤❤წარმატებები.

 


№6  offline მოდერი abezara98

სტუმარი ლილუ
ინტრიგანო...ეს მინდოდა ეხა მე?! მალე დადე შემდეგი თავი, ნუ გვანერვიულებ ხალხს ????????????...
საინტერესო და ცოტა არ იყოს შემზარავი თავი იყო ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, იმედია ყველაზე საინტერესო და კარგ გზას აირჩევ ❤❤❤❤ აბა შენ იცი❤❤წარმატებები.

შენ ხო არ იცი, როგორ მიხარია ასეთი თბილი კომენტარები და ის, რომ მოგწონს ისტორია blush და ვიმედოვნებ, რომ გაგრძელება ნამდვილად კარგი იქნება blush

 


№7  offline მოდერი abezara98

a.bochorishvili
ვაიმეეე თორმეტის მერე ახალი თავი დადე თორე გავგიჟდები, ????????????????რეზიზე ვარ ისე გაბრაზებულიიი, ისე გაბრაზებულიი სადაცაა ჩავუხტე ჩემ მეზობელ რეზის და დავულეწო თავპირი????????????, მალე დადე ახალი თავი და ეს ტუტუცი რეზიც არ დამანახო, წასაკითხად ვეღარ ვიტან უკვე ( რეზის)????????????????

მოდი, მეზობელს ნუ ჩაუხტები და თუ გინდა ამ რეზის გამოგიგზავნი, რომ გაპუტო joy მაგრამ, ტყუილადაც ნუ გაბრაზდები, რაა. ჩემი რეზიკო ძალიან კარგი ბიჭია, უბრალოდ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, რომელსაც ოდესმე გაიგებს ბატი ტასიკო joy

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ რა ანდრეას ხსენებაზე სულ მიდავ ვსევდიანდები :( ვაფშე ხო არ გამოგიჩენია მაგრამ მე ანდრეა მიყვარს და მეც ძალიან მწყინს რო მათ ოჯახს ამხელა დანაკლისი აქვთ საშინელებაა უბრალოდ ჭარმოდგენაც კი რთულია როცა ტყუპისცალს კარგავ როცა ძმას კარგავ ეჰ....
ძალიან მომწონს ეს ისტორია იმედია არ დააგვიანებ და ცუდი დასასრულიც არ ექნება. <3

 


№9  offline მოდერი abezara98

ანი ანი
აუ რა ანდრეას ხსენებაზე სულ მიდავ ვსევდიანდები :( ვაფშე ხო არ გამოგიჩენია მაგრამ მე ანდრეა მიყვარს და მეც ძალიან მწყინს რო მათ ოჯახს ამხელა დანაკლისი აქვთ საშინელებაა უბრალოდ ჭარმოდგენაც კი რთულია როცა ტყუპისცალს კარგავ როცა ძმას კარგავ ეჰ....
ძალიან მომწონს ეს ისტორია იმედია არ დააგვიანებ და ცუდი დასასრულიც არ ექნება. <3

მადლობა, რომ კითხულობ და მიხარია, რომ ასე მოგწონს heart_eyes დიდხანს არ გავწელავ blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent