შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულს ვერ უბრძანებ (7)


19-04-2018, 05:13
ნანახია 1 657

მარიამ მანქანა რესტორნის შესასვლელთან შეაჩერა. როდესაც გარეთ მომზადებული ჟურნალისტები შენიშნა ერთი ამოიოხრა
-ღმერთო, ამ კაცს ჩვენი საქვეყნოდ შერცხვენა უნდა- ამოილაპარაკა და კანკალით გადავიდა მანქანიდან. ხოლო როცამიხვდა, რომყველას მზერა მიიპყრო, თავი ამაყად ასწია და რესტორნისკენ გაემართა. გზა ჟურნალისტებმა გადაუღობეს, მათ კითხვებს კი დასასრული არ უჩანდა
-მართალია, რომ თქვენ ანასტასია ბარნოვას კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ბრძანდებით საქართველოში?
-დიახ- მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა
-ქალბატონი ანასტასია რატომ არ ესწრება დღევანდელ საღამოს?
-როგორც იცით მას მოსკოვშიც აქვს ბიზნესი, ამიტომ სამსახურეობრივი მოვალეობების გამო ვერ ახერხებს დღეს ჩვენთან ერთად ყოფნას- ერთი ამოსუნთქვით ჩაამთავრა უკვე დაზეპირებული ტექსტი, ბოლოს კი დაამატა- ახლა კი დაგტოვებთ- თქვა და გზა გააგრძელა, მაგრამ ისევ წინ გადაუდგნენ. გოგოს უკვე თვალები აუჭრელდა ფოტოაპარატების სინათლისგან, ვეღარც სუნთქავდა ისე შემოეხვიენ გარს ჰაერიც კი არ ყოფნიდა. მაგრამ მალე ყვირილის ხმამ გამოაფხიზლა
-დაცვა, ესენი აქედან მოაშორე- გაიძახდა ვიღაც, შემდეგ კი წელზე ხელის შეხება იგრძნო, რომელმაც კარისკენ უბიძგა. მარიამ გვერდით როდესაც გაიხედა და ლაშას თვალი მოკრა, მისი ხელი ცივად მოიშორა
-მგონი მადლობას უნდა მიხდიდეთ- ამოილაპარაკა მან
-არ იყო საჭირო თქვენი დახმარება, მეთვითონაც შევძლებდი- სიამაყეს არ თმობდა გოგო და თავაწეულმა შეაბიჯა დარბაზში. როდესაც იქაურობას თვალი მოავლო პირი ღია დარჩა, ყველაფერი მდიდრულად იყო მოწყობილი, ერთ მხარეს დიდი ბარი, სხვადასხვა სასმელით გაწყობილი, მეორე მხარეს კიამაღლებული ადგილი რამდენიმე მიკროფონით. დარბაზის შუაგულიცარიელი იყო, თითქოს საცეკვაო ადგილი გაამზადესო, ირგვლივ კი მაღალი მაგიდები იდგა. მარია დარბაზს ათვალიერებდა,როდესაც ისევ ბიჭის ხმა გაიგო
-ბატონ ცოტნეს თქვენი ნახვა უნდა- საქმიანი ტონით წარმოთქვა მან და ხელით მიუთითა ადგილისკენ სადაც ცოტნე იდგა.
მარია უხმოდ დაიძრა მისკენ მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა, ხელებს ნერვიულად იფშვნეტდა. უკან მიყვებოდა ლაშა და აკვირდებოდა ულამაზეს გოგოს, რომელსაც, გრძელი ცალ მხარეს ჩახსნილი შავი კაბა ეცვა. სიარულის დროს კი მისი გრძელი ფეხი ისე მოჩანდა, რომ ლაშა ძლივს ახერხებდა ნერწყვის გადაყლაპვას.
ცოტნემ როდესაც მარია დაინახა სახეზე ყალბი ღიმილი აიკრა
-უკვე მეგონა, რომ აღარ მოხვიფოდით- მის ხმაში მაინც იგრძნობოდა ირონიის ნოტები
-გამარჯობა,- დააიგნორა მისი რეპლიკა და ცივად წარმოთქვა- რა საჭირო იყო ამდენი ხალხი? ან ეს ჟურნალისტები?- მაინც ვერ მოითმინდა და კითხა, თან ნერვიულად ათვალიერებდა დარბაზს
-ეს ჩვენ ბიზნესს წაადგება, დამერწმუნეთ- ხმის ტემბრს არ იცვლიდა ბიჭი
-მისმინეთ,- გაჭირვებით ლაპარაკობდა გოგო- ჩვენ უარს ვაცხ...- ამბობდა მაგრამ ცოტნემ შეაწყვეტინა
-ჰო, მართლა, ქალბატონი ანასტასია რატომ არ მოვიდა? როგორც ვიცი საქართველოშია არა?- მზაკვრული ხმა ჰქონდა მას.
-დიახ, მაგრამ ვერ... - ისევ გააწყვეტინა ბიჭმა. მარია კი დარწმუნდა, რომ ცოტნე საერთოდ არ უსმენდა.
-აი მისი ძმა კი მოსულა-ჩაიცინა მან და თორნიკეს გახედა, რომელიც დიდი ხანია ზიზღით შეყურებდა.
-მისმინეთ რაღაც უნდა გითხრათ, ეს კონტრაქტს ეხება- ხელებს იფშვნეტდა გოგო
- ჯერ გაერთეთ. კონტრაქტზე კი ხალხთან ერთად ვისაუბროდ.
ცოტნემ კარგად შენიშნა მარიას გაფართოებული თვალები. მან თავიდანვე იცოდა, კონტრაქტზე უარს იტყოდნენ, 100℅-ით იყო დარწმუნებული ნუგზარი და თორნიკე, ნუცას მასთან ახლოსაც არ მიუშვებდნენ. ახლა კი, როდესაც ყველაფერი მის ხელში იყო ვერ გაუშვებდა შანსს, რომ ბარნოვას კომპანია მიწასთან არ გაესწორებინა.
მარია როდესაც მიხვდა, რომ ვერაფერს იტყოდა ცოტნეს მოშორდა და თორნიკესკენ გაემართა.
ლაშა ამ დროის განმავლობაში ცოტნეს გვერდით იდგა და მონუსხული მისჩერებოდა გოგოს, ბოლოს კი ამოილაპარაკა
- ღმერთო რა ლამაზია- თქვა და თვალი გააყოლა მიმავალს. ბენდელიანმა კი გაკვირვებულმა გადმოხედა მეგობარს
- არ თქვა, რომ მოგეწონა - ჩაეცინა ბიჭს. ლაშას კი ისეთი სახე ჰქონდა თითქოს დანაშაულზე წაასწრეს.
-უბრალოდ მისი აილამაზე ავღნიშნე ცოტნე- გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა, შემდეგ კი გააგრძელა- საიდან იცი, რომ უარს იტყვიან?
-აი ნახავ, პირდაპირ ხელში გადმომცემენ ყველაფერს. ის ნუცა თუ ანასტასია დიდი მხდალი ვინმე ჩანს, ისიც კი ვერ გაბედა მოსულიყო და თავად ეთქვა უარი- დარწმუნებით ლაპარაკობდა ბიჭი
-მოიცა ლიკას აქ რა უნდა?- გაკვირვებულმა კითხა ლაშამ
-არ იცი რა კაპრიზაა? თუ აიჩემა ვეღარ გადაათქმევინებ- მობეზრებულმა ამოილაპარაკა ცოტნემ- ყველაფერს ჩემს წინააღმდეგ აკეთებს, არადა ვიცი აქ ერთ წუთსაც არ უნდა გაჩერდეს- ჩაიცინა და ბართან მჯდომ დას გახედა, რომელიც მობეზრებული ატრიალებდა თვალებს

"""""""""""""
- უთხარი?- დაძაბული ხმა ქონდა თორნიკეს და მომლოდინედ მისჩერებოდა მარიას
ვერაფერი ვუთხარი. ჯერ ანასტასია რატომ არ მოვიდაო, მერე ხალხს ერთან გავაცნობთ ჩვენს გეგმებსო- აღელვებული იყო გოგო
-ეხლა წავალ და ყველაფერს ჩემებურად ავუხსნი- ხელები მომუშტა ბიჭმა, მაგრამ წინ მარია გადაეღობა
-შენ ნუცას დაპირდი- მკაცრად მიმართა მან.
ბიჭმა ამოისუნთქა, კეფა მოისრისა და თქვა
-დავპირდი, მაგრამ, ის ნაძირალა ამცირებს, არცხვენს და მე ამას ასე ვუყურო? არაფერი გავაკეთო?- აღშფოთებული იყო და ძლივს თოკავდა თავს ბენდელიანს რომ არ მივარდნოდა- მის ირონიულ სახეს და გამარჯვებულ მზერას რომ ვხედავ მინდა იმდენად ვატკინო და დავტანჯო როგორც მან ნუცა.
-დამშვიდდი თავის დროზე ყველა თავისას მიიღებს- დარწმუნებით თქვა და გააგრძელა- ჰო მართლა ნუცამ დამირე..- მარიას სიტყვის თქმა ისევ ცოტნემ გააწყვეტინა, მაგრამ ამჯერად ბიჭი მიკროფონთან იდგა
-მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო- ამბობდა და სახეზე ყალბი ღიმილი დასთამაშებდა.-ალბათ ყველასთვის ცნობილია ჩვენი აქ შეკრების მიზეზი. ჩვენი სამშენებლო კომპანია, კონტრაქტს აფორმებს ანასტასია ბარნოვას ჰოლდინგთან. მართალია, ის დღეს ჩვენთან ერთად არაა, მაგრამ ჩემს გვერდით ადგილს მისი წარმომადგებელი ქალბატონი მარია დაიკავებს. გთხოვთ. გრაციოზულად ჩაამთავრა და სცენაზე მიიხმო გოგო.
მარია ხვდებოდა, რომ ყალბი იყო ცოტნეს სიტყვები, მაგრამ თავი ასწია და მისკენ გაემართა. მხოლოდ თვითონ გრძნობდა, როგორ უცემდა გული და როგორ უკანკალებდა ფეხები. ბოლოს კი მიაღწია დანიშნულ ადგილს, მიკროფონს ხელს ისე უჭერდა თითები გათეთრებოდა.
- მოგესალმებით- დახშული ხმა ქონდა გოგოს, სიტყვებზე თავის მობმა უჭირდა, ამიტომ ცოტა ხნით დადუმებული იდგა და დარბაზს დაბნეული ავლებდა თვალს. ამ ხნის განმავლობაში კი ხმას არავინ იღებდა
-მინდა გითხრათ, რომ - დაიწყო ფრთხილად- ქალბატონი ანასტასია...- სიტყვები ისევ ვიღაცამ გააწყვეტინა თუმცა ეს ცოტნე არ იყო, ხმა დარბაზიდან მოდიოდა
-არარის საჭირო ჩემი გამოცხადება, უკვე აქ ვარ- გაისმა ქალის ხმა. ერთად შეკრებილი ხალხი კი ორად გაიყო და დარბაზის ბოლოს ნუცა გამოჩნდა. იდგა უმცროსი დადეშქელიანი და უყურებდა ხალხის გაოცებულ სახეებს, რომლებიც თავიდან ფეხაებამდე ათვალიერებდნენ მას. გრძნობდა განცვიფრებულ და გაკვირვებულ მზერებს. ყველაზე დიდი გამარჯვება კი მაშინ იგრძნო, როდესაც ცოტნე ბენდელიანს თვალებში ჩახედა. მალევე დაიძრა სცენისკენ ბიჭს კი წამითაც არ აშორებდა თვალს.
ყოველთვის ფიქრობდა, რომ არაფრით იყო გამორჩეული. გრძელი ყავისფერი თმა, ყავისფერივე თვალები, არც ცხვირი ქონდა დასაწუნი ლამაზი და აპრეხილი, მის ტანზეც ვერ ვიტყოდით ცუდს მაღალი, სწორი ფეხებით. თვლიდა, რომ უბრალო იყო, მაგრამ ახლა როდესაც ყველას მზერას გრძნობდა თავი მართლაც ულამაზესი ეგონა.
წითელი გრძელი კაბა მჭიდროდ მიჰკვროდა სხეულზე, გრძელი თმა აწეული აქა-იქ კი რამდენიმე კულული ჩამოყროდა. ზურგი მთლიანად მოშიშვლებული ქონდა. მონუსხული შეყურებდნენ მას და თითქოს ყველას ენა ჩაუვარდაო, ხმას ვერავინ იღებდა. მათ შორის ვერც ცოტნე, რომლის სახეც ათასჯერ შეიცვალა გაკვირვებით, ზიზღით, ირონიით, გაბრაზებით და აღფრთოვანებითაც კი. გოგოს სხეულზე რენდგენივით ატარებდა თვალებს და გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ ინუსხებოდა. ნუცას რეალური სილამაზეს ვერც კი ადარებდა ფოტოზე ნანახს.
გაკვირვებულმა მარიამ ძლივს მოახერხა, რომ ადგილი დაეთმო ნუცასთვის, რომელსაც წამითაც კი არ მოშორებია სახიდან ღიმილი. როდესაც სცენა დაიკავა ცოტნეს ხელი გაუწოდა და თვალი გაუსწორა, ბიჭი ხან ხელს დაყურებდა, ხან ნუცას. ბოლოს კი ძლივს მოახერხა ხელი ჩამოერთმია
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა- ცდილობდა თავისი ბრაზი ირონიით დაეხშო- ქალბატონო ანასტასია.
-ჩემთვისაც- იგივე ტონით წარმოთქვა გოგომ. შემდეგ კი დარბაზს მიუბრუნდა-ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, ალბათ მიხვდით ვინც ვარ.-ხალხს მოავლო თვალი- ეხლა კი საქმეზე გადავიდეთ. რადგან გადავწყვიტე საცხოვრებრად სამშობლოს დავუბრუნდე, ვაპირებ საქართველოში კიდევ უფრო გავაფართოვო ბიზნესი და ახალი სასტუმრო გავხსნა, რათქმაუნდა ბატონი ცოტნეს დახმარებით- თქვა და მზაკვრულად გადახედა ბიჭს, რომელსაც თვალები უფართოვდებოდა და სახეზე ზიზღი აღბეჭვდოდა.- არაფერს გვეტყვით?- მიმართა ცოტნეს
-აჰ, დიახ,- გამოერკვა ბიჭი- სასტუმროს პროექტი მალე ყველასათვის ცნობილი იქნება. ეხლა კი შეგიძლიათ გაერთოთ-თქვა და სცენიდან ჩავიდა, ნუცამ ჩაიცინა და უკან მიყვა
-მგონი არ გიხარიათ- ყალბი დანანებით თქვა მან
-მისმინე,-გაცეცხლებული მიუტრიალდა. გოგოს ირონიულ სახეზე კი თვითონაც ჩაიცინა და შედარებით მშვიდად უთხრა- აქ მოსვლით და თანხმობით, საკუთარ თავს გამოუტანე განაჩენი.
-იგივეს გეტყოდით-ბიჭს ზიზღნარევი მზერა შეავლო და გაეცალა.

""""""""""
-ხვდები მაინც რას აკეთებ?-როდესაც მარტო დაიგულა მივარდა თორნიკე, თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეყვირა- რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ასე უბრალოდ თანხმდები? თან ვის? ცოტნე ბენდელიანს? დაგავიწყდა ვინ მოკლა დედაჩვენი?
-ეგ რომ მახსოვს სწორედ მაგიტომ ვდგავარ აქ, სწორედ დედას სულის გამო- გაბრაზდა ნუცა- არ ვაპირებ იმ ნაძირალას უპრობლემოდ დავუთმო ყველაფერი.
-ცეცხლს ეთამაშები, მე კი არ მინდა დაიწვა- მტკივნეულად თქვა ბიჭმა- ის დაუნდობელია, გატკენს
-გეყოს თორნიკე! მას არ დავემალები. აი ნახავ, ყველაფრისთვის სამაგიეროს გადავუხდი, ყველა ცრემლისთვის მოვთხოვ.-დარწმუნებით ლაპარაკობდა, როდესაც ისევ თორნიკეს გაბრაზებულ მზერა შენიშნა გააგრძელა- გთხოვ, არ დამიწყო ჭკუის სწავლება, უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი, დამეხმარე ვაზღვევინო მას- სითბო ჩაუდგა ნუცას თვალებში
-ღმერთო როგორ გაიზარდე- სიყვარულით ჩაილაპარაკა ბიჭმა და მისკენ წავიდა, რომ მოხვეოდა, მაგრამ გოგოს თვალების ბრიალმა შეაჩერა. თავიდან ვერ მიხვდა, მაგრამ მალევე ჩაეცინა
-აჰ, მაპატიეთ აქ ქალბატონი ანასტასია ბრძანდებით- შემდეგ კიდასერიოზულდა- მისმინე, ფრთხილად იყავი, მეც აქვე ვიქნები.

"""""""""
-უარი თქვა არა?- ჩაიცინა ლაშამ და ცოტნეს გვერდით ამოუდგა.
-შენღა მაკლდი რა- მობეზრებულმა ამოილაპარაკა ბიჭმა
-გოგომ ჩაგიტარა იმენა-სიცილს აგრძელებდა ლაშა- ვიზე ამბობდი მხდალიაობიჭო? ამ გოგოზე? მხდალი კიარა მაგარი გაბედულია- თავდაჯერებულმა ამოილაპარაკა ბოლო სიტყვები.
- მართალია, ხელი რომ არ მოეწერა უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ მერწმუნე, არც ახლა დაადგება კარგი დღე. ვანანებ უარი რომ ართქვა, აი ნახავ ვანანებ- ლაპარაკობდა ცოტნე და ნუცას შეყურებდა, რომელიც მოხდენილი მიხვრა-მოხვრით დადიოდა და სტუმრებს ესალმებოდა. ლაშამ როდესაც ცოტნეს მზერის ობიექტს თვალი მოკრა ჩუმად გადაულაპარაკა
-ლამაზია არა?-მაცდურად ჟღერდა მისი ხმა
-ჰო- დაუფიქრებლად უპასუხა ბიჭმა, ხოლო როდესაც მიხვდა რა წამოროშა, გაბრაზებულმა გადახედა მომღიმარ მეგობარს. უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ წყნარი მელოდიის ხმამ შეაჩერა.

""""""""
დარბაზის შუაგული მოცეკვავე წყვილებით აივსო. ნუცა კი იდგა და ღიმილით უყურებდამათ, როდესაც ვიღაც მამაკაცი მიუახლოვდა
-შეიძლება ვივეკვოდ?- მომნუსხველად ამოილაპარაკა საკმაოდ სიმპათიურმა კაცმა.
ნუცას ეუხერხულა უარის თქმა, თან მიხვდა ბენდელიანს გაამწარებდა თუ თავს ბედნიერად აგრძნობინებდა
-დიახ- უთხრა და დარბაზის შუაგულში გადაინაცვლეს. როდესაც კაცმა წელზე ხელი შემოხვია, ოდნავ შეიშმუშნა, მაგრამ ცეკვა განაგრძო და ნაზად ააყოლა მელოდიას ტანი. უდიდეს სიამოვნებას გრძნობდა, ცეკვა ხომ მისი ცხოვრების ნაწილი იყო. რამდენჯერ უტკენია ფეხი რთული ილეთის გაკეთებისას, მაგრამ მაინც უშიშრად არ ეშვებოდა და იგივეს იმეორებდა მანამ, სანამ საბოლოოდ არ დაეუფლებოდა ცეკვას.
მალე წყნარი მუსიკა ტანგოს ნოტებმა შეცვალა, ნუცა მიხვდა როგორ შემოეძარცვა ირგვლივ ხალხი და ცენტრში მხოლოდ ის და უცნობი დარჩნენ. პირველი ნაბიჯის გადადგმისას მიხვდა, რომ კაცმა ტანგოს შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ თავს მაინც არ ირცხვენდა. გოგო გულში ხალისობდა, სახეზე კი ჩვეულებრი გამომეტყველება დასთამაშებდა. გრაციოზულად მიძრაობდა, თუმცა ყველაფერი მაშინ ჩაიშალა როდესაც უცნობმა ძლიერ დაატრიალა, უკვე თავს ვეღარ იმორჩილებდა და ბრუნვით სად მიდიოდა ვეღარც კი გაეგო, ხვდებოდა სადაცაა რომელიმე მაგიდას შეასკდებოდა, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა მის მოშიშვლებულ ზურგზე ყინულივით ცივი ხელების შეგრძნება, რომ გამოფხიზლებულიყო. როდესაც თვალები გაახილა კუპრივით შავ წყვდიადის მორევში ჩაიკარგა. ეს მორევი კი უფრო და უფრო ითრევდა. მამე ტაშის ხმამ გამოაცოცხლა და მიხვდა, რომ წყვდიადი ბენდელიანის თვალები იყო, სახეზე კი ჩვეული ირონია აეკრო.
ნუცა ძლივს მალავდა გაბრაზებას , ჯობდა მაგიდას დაჯახებოდა ვიდრე ამ კაცის მკლავებში მოქცეულიყო.
-მგონი ჩვენს ცეკვას ელოდებიან- ჩაეცინა ცოტნეს, ეგონა გოგოს კიდე უფრო გააბრაზებდა, მაგრამ მის სახეზე დანახულმა ღომილმა ძალიან გააკვირვა
-მოლოდინი გავუმართლოთ- მზაკვრულად ჩაიცინა ნუცამ. ცოტნეს კი თვალები შუბლზე აუვიდა, მაგრამ მალევე გამოერკვა და მჭიდროდ მოხვია წელზე ხელი, გოგოს კი სხეულში ელექტრონებმა დაუარა. პირველი ნაბიჯის გადადგმა ორივეს უძნელდებოდა, ფიქრობდნენ, რომ ერთ-ერთი მაინც იტყოდა უარს , მაგრამ არცერთი ტყდებოდა. იდგა ორი ამაყი პიროვნება, ერთმანეთზე ხელებმოხვეული და არც კი ამჩნევდნენ ირგვლივ აჩხაკუნებულ აპარატებს. არავინ იცოდა რა ზიზღი, შუღლი და დაპირისპირება სუფევდა მათ შორის. ყველანაირი ზიზღის მიუხედავად მაინც გადადგეს პირველი ნაბიჯი, ერთდროულად, ამ წამიდან კი მათთვის მართლაც გაქრა ირგვლივ სამყარო. მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ, ერთმანეთს შეიგრძნობდნენ და ტანგოს მელოდიას ტანს აყოლებდნენ. გარბაზის ცენტრში მყოფი ორი ცეცხლი ერთმანეთს წვავდა.
ნუცა სახელსაც კი ვერ არქმევდა იმ გრძნობას, რასაც ცოტნეს შეხებით გრძნობდა. ბიჭს კი სურდა მთელი არსებით შეესისხლხორცებინა ის. მაგრამ, რაღაც აკავებდათ, ეს რაღაც კი მათ გულში გამოწვეულ გრძნობებს აბათილებდა. ბოლო ტრიუმფალური მოძრაობაც შეასრულეს და ყვალაფერი დადუმდა. დარბაზში მხოლოდ ორი ადამიანის გახშირებული სუნთქვა ისმიდა, ბილოს კი იქუხა ხალხმა.
ცეკვის დასრულების შემდეგ მათი აკიაფებული თვალები ისევ ზიზღმა შეცვალა და ერთმანეთს ცივად მოშორდნენ, თუმცა მაინც გრძნობდნენ რომ რაღაც გრძნობოთ დაიმუხტნენ რომელსაც სახელს ვერცერთი არქმევდა.

""""""""""
ეს ყველაფერი კი უკვე პიკი იყო თორნიკესთვის, მეხუთე ჭიქას ცლიდა ბართან და ყოველ წამს იმეორებდა რომ ნუცას დაპირდა და რამე სისულელეს არ იზავდა, მაგრამ მოცეკვავე ნუცას და ცოტნეს დანახვისას ნერვები ვერ დაიმორჩინა, უკვე წამოდგომა დააპირა, გვერდიდან ნაცნობი ხმა, რომ გაიგონა
- გაღიზიანებული ჩანხარ- მიბრუნებულ ბიჭს მომღიმარი ლიკა დახვდა. ამდენი ხნის მანძინზე მის გვერდით მჯდარა, გაბრაზებულმა კი ვერც კი შენიშნა
-ყველაფერი მასკარადია- ამოილაპარაკა და სკამს დაუბრუნდა- დღეს არ სვავ?- წვენის ჭიქაზე. გადაიტანა მზერა, რომელსაც გოგო წამდაუზუმ წრუპავდა.
- აქ კონტროლიორები მყავს- ჩუმად ჩაჩურჩულა ლიკამ, თითქოს ვინმე გაიგებდა და გადაიკისკისა. ბიჭს კი გული დაუთბა მის ხმაზე. გოგომ კი საუბარი განაგრძო- მართალია, მეც არ მომწონს. აქ ყველაფერი ყალბია ღომილი, მისალმება. ადამიანებიც კი ყალბი არიან- ცხვირი აიბზუა გოგომ ზიზღით.
-წაგიყვან იქ სადაც სიყალბე არაა- მონუსხულმა ამოილაპარაკა თორნიკემ- ჩვენს ბარში გეპატიჟები.
ლიკას "ჩვენს" თქმისას გულში სასიამოვნოდ გაკრა და ხმაამოუღებლად მიყვა ბიჭს უკან.




***
დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, მართლა ვერ მოვიცალე, რომ დამეწერა. მადლობა რომ კითხულობთ. გთხოვთ ემოციები დააფიქსირეთ კომენტარებში.



№1 სტუმარი ვიკო

უმაგრესი იყოო <3 ძალიან მომწონს კარგი ისტორიაააა<3 ასე ძალიან აღარ დააგვიანო თავები შეეცადე მალე დადო რაააა :)

 


№2 სტუმარი gggg

Dzalian kargiaaa

 


№3 სტუმარი nini

agar daagviano umagrrsia

 


ვიკო
უმაგრესი იყოო <3 ძალიან მომწონს კარგი ისტორიაააა<3 ასე ძალიან აღარ დააგვიანო თავები შეეცადე მალე დადო რაააა :)

Agar davagvianeb didi madlooba shefasebistvis ????????

nini
agar daagviano umagrrsia

gggg
Dzalian kargiaaa

Didi madlooba <3

 


მეგობრებო ახალ თავის დადებას ორი დღეა რაც ვცდილობ და ვერ ვდებ, არვიცი რატომ მაგრამ რამდენჯერაც დავდე სულ წაიშალა. ბოდიში.

 


№6 სტუმარი gggg

თაკო ხარაიშვილი
მეგობრებო ახალ თავის დადებას ორი დღეა რაც ვცდილობ და ვერ ვდებ, არვიცი რატომ მაგრამ რამდენჯერაც დავდე სულ წაიშალა. ბოდიში.

და როდის დადებ?

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებ ახალ თავს..??? ძალიან მაგარიაა მომწონს

 


№8 სტუმარი ვიკო

აღარ აპირებ ამ ისტორიის გაგრძელებას ???????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent