შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოტენციური უფროსი (2)


19-04-2018, 16:46
ავტორი katiaa
ნანახია 2 050

ოდესმე შეიძლება მიშოსა და ანკას სახლს ისე მივუახლოვე , რომ იქიდან ყვირილი არ ისმოდეს?!
-მიშო , დამიბრუნე თორემ ამას გადაგიგდებ!
-ანკააააა არ გაბედო!
როგორც ყველაზე დიდი "მშვიდობის მაძიებელი" შევდივარ და ჩემი შებრძანებით იქაურ "სიტკბოებასაც" ბოლოს ვუღებ. ისე ზამთარი სამეფო კარის თამაშებში კი არა აქ არის, ნუ მე თუ მკითხავ ამ მხრივ რეჟისორს რაღაც მაგრად აერია.
-ახლა რაღა გაწივლებთ?!-ვეკითხები და ჩემს კუთვნილ სამეფო ტახტზე ვეგდები, დიდი ბრძოლიდან დაბრუნებული სახლსა შინა.
-ტელევიზორის პულტს არ მაძლევს ეს თავდრიგინა!
-მიშო, მიეცი და მე და შენ ხვალ სახინკლეში წავიდეთ.
-მაშინ ჩიფსი დამიბრუნოს!
-მიშოო, სახინკლე-თქო!
ჰო, როგორც ყოველთვის საჭმლის ხსენებას ახლაც გამოაქვს შედეგი და მიშო პულტს უბრუნებს სასწაული ძალით!
-იყავი გასაუბრებაზე?
-თქვენ წარმოიდგინეთ, სამსახურის საშოვნელად წავედი და შეყვარებული ვიშოვნე!
-ოპაა, რომ გეუბნებოდი დაბერდი და დროა ვინმე გაიჩინო-თქო ასე მალე კი არ ვგულისხმობდი!-გამოტენილი პირით მეუბნება მიშო და ანკას ჩართულ თურქულ სერიალს შეწუხებული სახით უყურებს:
-ააააპ, მიდი იბრაჰიმ , ჩასცხე თავში და ჩაკალი ეგ არაკაცი!-ხმას უწევს ანკა და იმხელა ხმაზე გაჰკივის მალე ლამარა ამოგვივარდება, კლიენტები შევუწუხეთ ბოლო-ბოლო!
-ალოჰაა, რა დროს შენი იბრაჰიმია , შეყვარებული მყავს-თქო!-გაღიზიანებული ვცრი კბილებში და ტელევიზორის წინ ვუდგები ანკას.
ჰოო, როგორც ყოველთვის ჩემი ნერვებახლართულობა შედეგს იღებს და წამისუსწრაფესად ტელევიზორს ხმას უწევს:
-ვინ იპოვეე?! მე შენ სამსახურის საშოვნად გაგიშვი და შენ ქმარი მიშოვნე?!
-ოჰ, მოინდომე შენთვის თავს შევიწუხებდი რა! ჩემთვის ვიშოვე!
-დავაი, მოყევი!
ღრმად ვისუნთქავ ჰაერს , რადგან ვიცი, რომ შესაძლოა ეს ჩემი ბოლო ამოსუნთქვაა და მოყოლას ვიწყებ:
-ე.ი რომ შევედი კომპანიაში, სხვათაშორის მაგრად წვიმდა მაგარი სველი ვიყავი, ვერ არის ეს წვიმა რა სულ იმ დღეს ემთხვევა მე , რომ გასაუბრებაზე მივდივარ, დამღალა უკვე რანაირი რამ..
-ვეფხისტყაოსანი ჩაგვაბარე ზეპირად და თანაც გადაკეთებული ვერსიაო გთხოვა ვინმემ?!
-ჰო კარგი! მივედი მოკლედ და მიმღებ გოგოს ვეუბნებოდი სახელს და გვარს ვიღაც ბიჭი , რომ გამოვარდა უფროსის კაბინეტიდან და უკან ვიღაც ქალი მოყვებოდა..
-ნენე, +18 არ გვინდა..
-რა +18, დედამისი იყო! ჰოდა ეს ეუბნებოდა ნუ შემაწუხე არმინდა ცოლიო, იმან გადაწყვეტილიაო, ამან შემომხედა და მყავს შეყვარებული ხოდა ეგ მიყვარს და სხვა არავინო, დედამისმა დამინახა და დედა რა ლამაზი გოგოაო, იმან გაიცანიო, ამან ეს , იმან ეს და საბოლოოდ ამან მითხრა , რომ გარიგება მაქვს შენთანო, 1 წელი ითამაშე ჩემი შეყვარებულის როლი და შემდეგ სამსახურში მიგიღებო, მეც დავთანხმდი . გასაგებია?-დავამთავრე მოყოლა და იმის მოლოდინში , რომ ძალიან დარხეული მქონდა თვალები დავხუჭე. მოიცა..რატომ არაფერს არ მიშვებიან?!
-რამე გაიგე?-უემოციოდ ეკითხება ანკა მიშოს.
-ვერა, შენ?
-მე მხოლოდ ის გავიგე , რომ "ამან და იმანის" გამო ის გამოვტოვე როგორ უთხრა მანუელამ იბრაჰიმს, რომ მამამისია!
-უიმე, მართლა მამამისი აღმოჩნდა?-გაოცებული ეკითხება მიშო და პოპკორნს ყბაში იქანებს, საწყალი პოპკორნი!
-ჰოდა ფერიდე კიდე მაგის დეიდა ყოფილა..
ამათ ხომ არ ძმარავთ?! რისთვის მომაყოლეს აბესალომის და ეთერის თანამედროვე ვერსია?! ერთი მურმანის ეკალი გვაკლია და გამოხტება საიდანმე , რა პრობლემაა?!
-მოიცა, არაფერს მეტყვით?
-არანაირი არაფერი-გამოტენილი პირით მეუბნება ანკა და თან ტელევიზორს თვალს არ აშორებს-ასეთია ჩემი კომენტარი..
-აუ, თქვენთან ლაპარაკს ხომ აზრი არ აქვს, გინდ თქვენ გელაპარაკოთ კაცი და გინდ კედელს, კედელი ხმას მაინც გამოსცემს , გაგრძნობინებს რამეს!
-მომეჩვენა თუ ახლა უგრძნობი მიწოდე?!-ნაწყენმა გამომხედა მიშომ-მეორედ მაგას თუ მეტყვი ცოცხლად შეგჭამ!
-უფრთხილდი ნენე, ხოიცი ამასთან ხუმრობა არ ღირს, ყველასა და ყველაფერს ჭამს ცოცხალიანმკვდარიანა,-ძლივს, გაიმეტა ჩემთვის ერთი გამოხედვა მისმა უდიდებულესობამ.
-აუ იცით რა..არაფერი! წავედი სახლში გავალ მაინც არ გაინტერესებთ ჩემი ამბავი და..
-რა სახლში გახვალ, გვიანია და მე შენს გაცილებს არ ვაპირებ, როსაურამ სიყვარული უნდა აუხსნას ანტონიტოს ასე, რომ დღეს აქ დარჩი..
-რა ანტონიტო, რა იბრაჰიმი, რა როსაურა..კამილაც იქნება ვინმე მანდ!
-ეე , შენც უყურებ ხო შე მაიმუნო ბავშვო?!
-მოიცა, მართლაა?!
-კი, კი მოდი ახლა გამოჩნდება და..
-მიშო , მოკეტეე ! გამოჩნდა აი ის არის იარაღი , რომ უჭირავს ხელში!-ფეხზე ხტება აღელვებული ანკა.
თქვენ ნუ ეხუმრებით თურქულ სერიალებს! მთელი დრო მაგათ დავცინოდი და საერთოდ როგორ შეიძლება ამ სიდებილის ყურება?! ვინ ვისთანაა ვერ გაიგებ კაცი! ისა დაა, ხომ არ მეყურებინა?
-ეს ამას მოკლავს?
-ის იმას ესვრის და ეტყვის , რომ იმან ამას უთხრა , რომ ამან ეს თქვაო.
ეს ის მომენტია , როდესაც შენ ყველაფერი გაიგონე..

***
დილით ვიღვიძებ და..მოიცა, აბა დილა, აბა მზე, აბა სინათლე?! რომელი საააააათიაააა?! საწოლიდან თავპირის ფორთხილით ვდგები და ტელეფონზე საათს ვამოწმებ, ჰო! ყოჩაღ , ნენე! 6 საათია! 6!
მშვიდობით 1 წლიანო კონტრაქტო, მშვიდობით კომპანიავ, მშვიდობით ყველანაირო ყველაფერო! ალბათ რამდენჯერ დამირეკავდა ის.. მოიცა რა ერქვა? ალექსანდრე? ფუუ ჯანდაბა! ანდრია , ჰო ჰო ანდრია! სერიოზულად? არცერთი ზარი?! ჰო, მაგარია, ან დამიკიდა ან მანქანამ გაიტანა. იმედია მანქანამ გაიტანა !
უკვე საწოლზე ვიყავი წამომჯდარი და იმაზე ვფიქრობდი როგორ დავკარგე ყველაფერი 1 წამში , როდესაც კარებზე ზარის ხმა გაისმა. ფიქრი , მაინც რომ დამაცადონ შეიძლება?!
-მიშოოო, ანკააააა გაააღეთ რომელიმემ კარები!
ცოტახანი ველოდები და არავინ არ მეპასუხება! კარზე ზარი ისევ მეორდება, უხხხ ამათიი! მოშხამული მივდივარ კარებთან დაააა სურპრიზიიიი, აბა ვინ დამხვდა თუ გამოიცნობთ?!
-მოიცა, შენ აქ რა გინდა ან ეს მისამართი საიდან იცი, ჩემი სახლი არ არის და..-გაოცებული და გამოშტერებული ვუყურებ ანდრიას რომელიც ისევ სიტყვას მაწყვეტინებს და თავისას აკვეხებს!
-კავშირები საყვარელო,-მიღიმის მომნუსხველად , რომლითაც ალბათ ყველა გოგოს დაყრიდა მე კი , რომ შევხედე უცბად წარმომიდგა გაკრეჭილი ვირი თვალწინ, უფ რა შედარებაა არა? ვირი ათასჯერ ჯობს!
-შენც ახლა ტრამპის შვილთაშვილი არ მყავდე რა!-ვეუბნები და ხელს ისე ვუქნევ , თითქოს აბეზარი ბუზი ყოფილიყოს , რომელსაც თავიდან ვიშორებ.
-ტრამპის არა, მაგრამ გიორგი მატაბლის შვილთაშვილი ვარ,-კმაყოფილი მეღრიჭება და დღეს უკვე მეორედ მახსენდება ვირი-ანუუ, ეს ჩაცმულობა ახალი მოდაა, რომ შეყვარებულის მშობლების გასაცნობად ისეთი ჩაცმული უნდა მიხვიდე აღარასდროს , რომ არარ მოუნდეთ შენი ნახვა?-ჩაფიქრებული მეკითხება და ამ წამს ვიაზრებ ეს რა იდიოტს გადავეყარე.
-ჰო , რავი შეყვარებულსაც გააჩნია, თუ ყოველ წამს ხბოსავით იღრიჭება და თავი ლაჩოვსკი ჰგონია, მაშინ ასე წამოსვლის უფლებას მივცემ თავს, რა აზრის ხარ?
-გოგონები დამსდევენ , რომ ერთხელ მაინც გავუღიმო და შენ მეუბნები, რომ ხბოს ღიმილი მაქვს?!-დაღვრემილი მიყურებს.
-გავიგე, რომ გოგონებს მოწონხარ და ეს ნორმალურიცაა, მთავარია ბიჭებს არ მოსწონდე , ისა და რომ მობრძანდებოდი არ იცი , რომ შეყვარებულს საჩუქარი უნდა მიუტანო ?!-დოინჯშემორტყუმული ვეკითხები.
-შეყვარებულსაც გააჩნია რავი, თუ ალისფერი თმა აქვს და ისტვიკელ ალქაჯს ჰგავს, მაშინ თავს უფლებას მივცემ , რომ არაფერი მივუტანო , თუმცა რადგანაც ძალიან გამორჩეული ვარ საკუთარი ქველმოქმედებით , საჩუქარი მოგიტანე.-მიღიმის და ხელში ფურცლისგან გაკეთებულ მახინჯ იხვს მაწვდის.
-მადლობა დიდი საყვარელო, რატომ შეწუხდი? ამას ხვალვე ლუვრის მუზეუმს გადავუგზავნი, დიადი ხელოვნების ნიმუშია! კარგი, ახლა სერიოზულად, რომ მოდიოდი რატომ არ დამირეკე?! ასე სად წამოვიდე?! ხომ შეგეძლო დაგერეკა?! გაკლია ხო?!
-რა გაწივლებს ანრი ჯოხაძე, დაწყნარდი! ადრეა ჯერ , დრო გვაქვს აქ დაგელოდები და ჩაიცვი თორემ მიშო და ანკა მოვლენ მალე და გაუკვირდებათ ჩემი აქ ყოფნ..
-მოიცა , მოიცა! მიშოსა და ანკაზე საიდანღა იცი?! ამხელა ცოდნაც შთამომავლობითია?!-უკვე საძინებლის კართან მდგარი ვუბრუნდები ახლა უკვე ნამდვილად გაოცებული მე , ჩემს თეთრ რაშზე ამხედრებულ ..ვირს!
-ხომ გითხარი, კავშირები-თქო ,პატარავ-მეღრიჭება და გაღიზიანებული იქვე მდგარი სამეფო ტახტიდან აღებულ ბალიშს პირდაპირ სახეში ვტყორცნი,
-შენი პატარა ტყეში დარბის და სოკოს კრეფს რა!
-გაცვეთილია უკვე ეგ ფრაზა,-ტელეფონს იღებს ჯიბიდან და ქექვას იწყებს ხოდა მეც ნებას ვბოძულობ და ოთახში შევდივარ.
ხომ არ დამეგუგლა "რა უნდა ჩაიცვა , როდესაც ახლადგამომცხვარი შეყვარებული მოულოდნელად გადგება თავზე და მისაღებში გელოდება ტელფონში ჩამძვრალი, როდის ჩაიცვამ რამეს , რომ მშობლების გასაცნობად წაგიყვანოს?". არა მგონია გუგლის ტვინმა რამე მოახერხოს ასე, რომ ჯობს ისევ ჩემი ტვინი ჩავრთო!
შავი კაბა არ მინდა ცუდის ნიშანია, წითელი არ მიხდება, აი მუქი მწვანე კაბა..მგონი იდეალურია! მუქ მწვანე კაბას ვიცვამ და ახლა იმას ვფიქრობ მაღლები თუ კედები! ჩემი ნება , რომ იყოს დარწმუნებული ვარ ხვდებით რასაც ვიზამდი , მაგრამ როგორც მე ვუწოდებ ფეხზე "ძაბუნიებს" (მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს) ვიცვამ და სარკის წინ ვტრიალებ, ისე რა გინდა, კარგი აზრია მაღლები, ანდრია თუ გამაბრაზებს გავიხდი და თავში ვუბრახუნებ!
თმას მაღლა ისე ვიწევ, რომ წინ ერთ კულულს ვიტოვებ ჩამოგდებულს, ტუჩებზე მუქ შინდისფერ კონტურს ვისვამ და მეტს არაფერს ვიკარებ როგორც ყოველთვის. მანტოს ვიცვამ და ანდრიასთან გავდივარ.
ტელეფონიდან თავს ყოფს და მიყურებს:
-უი, თურმე ლამაზი ყოფილხარ,-მეუბნება და კარებისკენ მიდის. მოიცა, სერიოზულად? ასე ჩვეულებრივად?
-მთავარია შენ ხარ ყოველთვის ლამაზი-ვუღიმი და სადარბაზოში გავდივარ.
ვხვდები , რომ უნდა რაღაც მითხრას , მაგრამ არ ამბობს . ჰო, კიდევ კარგი თორემ ხომ ვიცი ნერვებს ამითხლაშუნებს!
მანქანის კარებს უხმოდ მიღებს და როდესაც ვჯდებით და მანქანას ადგილიდან ძრავს ვხვდები , რომ რაღაც აწუხებს , ვკითხო? არ ვკითხო? ვკითხო..ჰო კარგი!
-რამე მოხდა?
-რომ მივალთ მიხვდები.
-ახლა არ მითხრა , რომ სახლში დრაკონი გყავს გამომწყვდეული!
-დრაკონი არა, დრაკულა კი. ხომ არ გეშინია?
-მე და შიში ბავშვობის მეგობრები ვართ და შესაბამისად ვიცი, რომ მისი არ უნდა მეშინოდეს,-სევდიანად ვეუბნები ბავშვობის მსუსხავი მოგონების გახსენებაზე და ისევ ვჩუმდები. მთელმა გზამ უჩუმრად გაიარა.
კარებთან ნინა გვხვდება გაღიმებული, გვერდით კაცი უდგას , რომელიც ანდრიას საერთოდ არ ჰგავს ისიც იღიმის და გვერდით ბიჭი უდგათ ანდრიას ხელა იქნება ალბათ, ძალიან გვანან ერთმანეთს! ნინა და ანდრიას მამა ღიმილით მოდიან ჩემსკენ , ანდრიასმსგავსი ბიჭი კი უბრალოდ დგას და იბღვირება.
-გაიცანი, დრაკულა,-ყურში მჩურჩულებს ანდრია და იქით მდგარი ბიჭისკენ მანიშნებს.
-ტყუპები ხართ?
-ჰო.
ნინა მეხვევა და ასე მგონია მალე ატირდება ისეთი ბედნიერი მეჩვენება, ანდრიას მამაც მეხვევა და სახლში შევყავარ ორივეს, ბიჭი ანდრიას მაგრად ეხუტება და მე ბღვერით მართმევს ხელს, შემდეგ კი უკან მოგვყვება და თან ანდრიას ელაპარაკება. მისაღებში შევყავარ, სადაც ძალიან ლამაზად გაწყობილ მაგიდას ვაწყდები, ანდრიას გვერდით ვიკავებ ადგილს და უხერხულად ვჯდები სკამზე.
-ალბათ ანდრიას ნახსენები ვეყოლები ხომ?-თბილად მეკითხება ანდრიას მამა. კი აბა რა, დღედაღამე თქვენზე ვლაპარაკობთ , თან იმდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ჩვენ ხომ სულ ვლაპარაკობთ!
-დიახ, რათქმაუნდა.-ღიმილით ვეუბნები და მაგრად ვნანობ ტონალურით რო არ გადავიშპაკლე სახე, იქნებ ახურებული ლოყები დაეფარა?!
-ირაკლი ჰქვია,-ეს ყურში ჩურჩული ამის ხელწერაა?!
ბიჭი ისევ დაბღვერილი მიყურებს.. სიტუაციას აგიღწერთ მოკლედ: ჩვეულებრივი სიტუაციაა , რომელიც ძალიან ჰგავს რეალურს და არა თეატრალურ დადგმას, ოჯახს ფაქტია ძალიან მოვწონვარ დაბღვერილ ბიჭს თუ არ ჩავთვლი , ვლაპარაკობთ ჩვეულებრივ თემებზე, მისვამენ კითხვებს საკუთარ თავზე და მიყვებიან ანდრიას სასაცილო ისტორიებს, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა სანამ არ შევამჩნია , რომ ირაკლი დასერიოზულდა:
-ალბათ , გიკვირს ხომ რატომ არ გეკითხები რატომ არ გაგვაცნო ანდრიამ შენი თავი-თქო?-სევდიანად მიღიმის ირაკლი, ანდრია ტუალეტშია გასული.
-ამმ, იცით ეს ისეთი სიტუაცია იყო რომ..
-არვიცი , შეიძლება მოყოლილიც აქვს ,მაგრამ მოდი მოკლედ აგიხსნი სიტუაციას. ანდრიას 4-5 წლის წინ სიგიჟემდე უყვარდა ერთი გოგო ელენა, ქართველი არ იყო , ამერიკელი იყო და აქ გაცვლითი პროგრამით ჩამოვიდა. ერთმანეთი უნივერსიტეტის 3-ე კურსზე გაიცნეს და მალევე შეუყვარდათ კიდეც. ყველაფერი ძალიან მაგრად მიდიოდა სანამ ელენამ არ თქვა , რომ უკან უნდოდა დაბრუნება. ანდრიამ უთხრა , რომ ცოტახანიც ეცადა და თუ ვერ შეეგუებოდა აქაურობას მასთან ერთად წავიდოდა ამერიკაში. საბოლოოდ ქორწინება გადაწყვიტეს და ელენამ საკურთხეველთან მიაგდო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ანდრია. ამერიკა აირჩია.-დაასრულა ირაკლიმ მოყოლა და გაჩუმდა. მაგიდასთან საოცარ სითბოს ნაზავს საოცარი სიცივე გაერია, თითქოს რაღაც შემოიჭრა , რამაც ზაფხული ზამთრად აქცია და ყველაფერი გაყინაო! საკურთხეველთან მიტოვება? მართლა?!-გეგი, რომ გიბღვერს ნუ გწყინს, აღარ ენდობა გოგონებს თან უნდა , რომ მის ძმას საუკეთესო შეხვდეს,-გახედა ბიჭს ანუ გეგის ირაკლიმ.
-იცით, იმ ანდრიას , რომ მართლა არ ჰყვარებოდა ელენა , ასე უბრალოდ არ დათანხმდებოდა ყველაფრის დატოვებას და მასთან წასვლას, ელენამ გამოდის , რომ ღირეული გრძნობები არარად ჩათვალა და ვერცკი მიხვდა რამდენი დაკარგა , როდესაც ასე უბრალოდ ყველაზე დიდი განძი ისე დატოვა არცკი აუხსნა რამე! არვიცი , მე რა შემიძლია ვთქვა, მაგრამ ყველანაირად დაგპირდებით , რომ გულს არასოდეს ვატკენ.-ჰო, სინამდვილეში არ ვტყუი. გულს ნამდვილად ვერასოდეს ვატკენ რადგან მხოლოდ მას შეიძლება ატკინო ვისაც უყვარხარ. ჩვენს შემთხვევაში კი სიყვარული ილუზიაზე უფრო მეტი ტყუილია. ამ სიტყვების შემდეგ სხვათაშორის გეგი აღარ მიბღვერდა, ჰო შუბლი გახსნა!
მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა, წამოსვლისას ყველა გადავკოცნე და ჯერი გეგიზე მიდგა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ხელი ჩამომერთვა?! თვითონ მოვიდა ჩამეხუტა და გადამკოცნა თან ძალიან ჩუმად მითხრა:
-არ მომწონდი, შენგან თავიდანვე იმხელა სითბო მოდიოდა ვიცოდი ამ საღამოსვე ძალიან შემიყვარდებოდი , მაგრამ ელენაზე რაც თქვი მას შემდეგ უფრო მეტად მივხვდი , რომ ანდრიას ნორმალურად არ იცნობ-უცბად ავფორიაქდი, ანუ ანდრიამ სიმართლე უთხრა..-არ იცნობ, მაგრამ მაინც ვიცი, რომ გულს არასოდეს ატკენ.-გადამკოცნა და გამიღიმა.

მთელი გზა წვიმდა. რაზე ვფიქრობდი? ალბათ ფიქრებში ის ფაქტი მაგდებდა , რომ ორ საოცარ ადამიანს დავპირდი გულს არასოდეს ვატკენ-თქო, მათ გონიათ , რომ რაც ხდება ეს ყველაფერი რეალურია , მაგრამ არ იციან რომ ეს..ეს უბრალოდ დადგმაა და სულ რაღაც 1 წელში ამ ორ ადამიანს გულში სიმებს ჩამოვუწყვეტ..შემიძლია ამ წამსვე შევწყვიტო ყველაფერი , ეს ხომ ჩემს სურვილზეა დამოკიდებული! მაგრამ მე ვიცი , ვიცი რომ სინამდვილეში არაფერი შემიძლია.. წვიმის წკაპუნში ძალიან ხმადაბლა ჩართული სიმღერა "Attention" საამურად მოისმოდა ..

მკითხველნო, პირობა პირობაა, ვაგრძელებ წერას. ზოგმა ჩემი წინა მომართვა ცუდად გაიგო და უდიდეს ბოდიშს ვუხდი მათ..აღარ განმეორდება..გადავწყვიტე დაგანახოთ ადამიანური ცვალებადობა-როგორ შეიძლება იყო ერთ წამს ძალიან მხიარული, მეორე წამს კი მოცარტის სევდიან ნაწარმოებს უსმენდე და ცხოვრების რაობაზე ფიქრობდე.. მადლობა ყველას საკუთარი აზრის გამოხატვისათვის , ისე დასასრულისათვის მგონი ბრძნული აზრი მაქვს და იმედია დასასრულამდე რამე სისულელეს არ ჩავიდენ და ჩემთან იქნებით<3 თქვენი ცა'მეტი <3



№1  offline წევრი teengirllove

ძალიან მომწონს,კარგად წერ და საინტერესო შინაარსიც არის,ველოდები შემდეგ თავს ,არ დააგვიანო რა heart_eyes kissing_closed_eyes wink

 


№2  offline წევრი ეირინ

ძალიან დამაინტერესა????, კარგი ისტორია იქნება დარწმუნებული ვარ???? მაგრამ იმედია შუა გზაში არ მიატოვებ????რაც ხშირად ხდება და შემდეგ ძალიან მწყინს????რასაც დაიწყებ ის საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო, შუა გზაში მიტოვებული საქმე არ მიყვარს????მე პირადად ბოლომდე შენკენ ვარ❤❤❤

 


№3  offline წევრი Firefly

გუშინ ვერ დავაკომენტარე. ძალიან მომწონს, რატომღაც წერის ეს მანერა ძალიან მომწონს. პერსონაჟებიც კარგები არიან.გელოდები მოუთმენლად
--------------------
M.T

 


№4  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგია მალე დადე და აუილებლად გაააგრძელე შემდეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

 


ZAnilan kargi????❤❤a velodebi axal tavs????❤❤❤

 


№6 სტუმარი nana

cota seriozulad were da azrianad

 


№7 სტუმარი სტუმარი ანაა

nana
cota seriozulad were da azrianad

nana
cota seriozulad were da azrianad

ოკ

 


№8 სტუმარი mariami

gasaocari istoriaa ❤ yvelasgan gansxvavebuli ❤ male gaagrdzele da ar gvalodino ❤

 


№9  offline წევრი ბაბუნაშვილი

უბრალოდ მაინტერესებს თუ იწყებ დაწერასს რატო აღარ ამმთავრებ აგდებ აქ ხალხს ინტრიგაში კაიი რააა შეურაწუოფადდ ნუ მიიღეებ ამ სიტყვებსს მაგარამმ როცა რაღაცის წერას დაიწყებ ისს უნდა დაამთავრო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent