შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ მე?! (საცდელი)


20-04-2018, 23:09
ავტორი Frightened
ნანახია 1 156

არ არსებობდა ზღვარი ჩვენს შორის...
როგორ მინდოდა მარტო ყოფნა, ყველასგან შორს, ყველასგან დასვენებული, ყველანაირი პრობლემის დავიწყება, ყველა და ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ მეგობრები? ოჯახი? ნათესავები და ახლობლები? მხოლოდ და მხოლოს მათი სიყვარული მაჩერებს ამ ამაზრზენ და წაბილწულ ქალაქში, მხოლოდ განათლება და ცოდნა მაჩერებს და ყველაზე მთავარი, მინდა მქონდეს მომავალი. ზაფხულის ცხელი დღეები დაწყებული იყო , დასასვენებლად წასვლას ვგეგმავდით გამოცდების შემდეგ. ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა უნივერდიტეტში, ერთი სული მქონდა როდის დავიწყებდი სწავლას, როდის გავიცნობდი ახალ ადამიანებს და როდის გავიგებდი ბევრად მეტს ჩემი პროფესიის შესახებ, მაგრამ... არც ასეთი ალიაქოთი წარმომედგინა, ყოველ თვე გამოცდები და ლექტორების დაჟინებული და საშინელი გამოხედვები, ზედმეტად თავში ავარდნილი სასტავი და ზედმეტად დინჯი სასტავი, მე სადღაც ნეიტრალში გავდიოდი, მე ნია არაბული ვარ, 19 წლის და რობაქიძის უნივერსიტეტში დავდივარ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის განხრით, ყოველთვის მაინტერესებდა რადგან ჩემთვის პროფესიაზე მეტი იყო და არის, რათქმაუნდა ასევე მინდოდა ბევრად მეტი მცოდნოდა რაც ვიცოდი და საუკეთესო ვარიანტი ეს გამოდგა, უფროსი ძმა მყავს ილია, 20 წლის არის და უნივერსიტეტში არც კი შეუხედავს, მამა ბატონი ნიკოლოზი, არც მკაცრი მაგრამ არც დამთმობი, საოცარი იუმორით და ჩვენი ოჯახის დიასახლისი ქ.ნ ლიკა გელოვანი, ჩემზე ახალგაზრდათ გამოიყურება და მამა ყოველთვის იმას იძახის მგონი პედოფილი ვარო, რათქმაუნდა ეს ხუმრობით. ორი დაქალი მყავს, ნიტა თურმანიძე და ნინო ლიჩელი, საყვარლები და ზედმეტად ნაგლებიც კი არიან თუმცა იხდენენ ნაგლობასაც კი. ძმის მხრიდან რამოდენიმე მეგობარიც მყავს ერთს ლაშა ქვია ხურცილავა ძალიან საყვარელია და თბილია ასევე ჩემ ძმაზე მეტად ის მაკონტროლებს და ბევრად მკაცრია, ცოტა მოსაბეზრებელია მაგრამ შევეჩვიე და ვუძლებ, ჰო მართლა სულ დამავიწყდა ლაშას ნინო უყვარს დიდი ხანია უბრალოდ ნინომ ეს არ იცის და მგონი ვერც გაიგებს კარგა ხანს. ეს ყველაზე მცირეა რაც გაიგეთ მაგრამ არსებობს ჩემს ცხოვრებაში დაჩი... დაჩი ბურჭულაძე... მაღალი, შავგვრემანი მწვანე თვალებით და უსაყვარლესი გამოხედვით, მისი ღიმილი უბრალოდ თვალის მომჭრელია, როგორ უხდება ლოყაზე პატარა ნაკეცი... ცოტა დაგაბნიეთ მაგრამ გეტყვით, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია, პირველი სიყვარული, პირველი ბედნიერება... იმავე უნივერსიტეტში დადის სადაც მე უბრალოდ ფაკულტეტი განსხვავებულია, ის სამართალზეა, მისი ცხოვრების აჩრდილი გავხდი, მასზე თითქმის ყველაფერი ვიცი თუმცა მან ჩემი სახელიც კი არ იცის, თუმცა რა სახელზეა ლაპარაკი ჩემს არსებობაზეც კი არ იცის. ფიქრებიდან მაშინ ვერკვევი როდესაც ტელეფონზე გამაყრუებელი ზარის ხმა ისმის
-ჰო ნიტა
-სად ჯანდაბაში გაქ ტელეფონი?!
-ჩავფიქრდი უცებ, რა მოხდა?
-რაო დაჩიზე ფიქრობდი? ფიქრებში გეხუტებოდა და გკოცნიდა? რაო რას გეუბნებოდა?
-გეყოფა ნიტა რას დამცინი რა გინდა?!
-კარგი ხო რაიყო, რას დამისერიოზულებ ხოლმე?
-კარგი, კარგი! რა ხდება იტყვი?
-ხომ იცი როგორ მიყვარხარ
-სად გამოგიარო ნიტაა?!
-თვალების ატრიალებას მოეშვი სა ლიჩელთან(ნინო) ნახევარ საათში იყავი_დღემდე ვერ ვხვდები საიდან იცის რას ვაკეთებ ტელეფონზე ლაპარაკისას!
-კარგი 1 საათში მანდ ვარ
-ნია ნახევარ საათშითქო!
-კარგი ჰოო!
როგორც იქნა გავემზადე და ამასობაში ნახევარი საათი გავიდა, ნინოც და ნიტაც ადგილზე ზი მომკლავენ დარწმუნებული ვარ. გასაღებს მალევე დავავლე ხელი და გასასვლელისკემ გავიქეცი, მართვის მოწმობა 18 წლისას ავიღე, ყოველთვის მქონდა ამის სურვილი და ავისრულე კიდეც, გასვლისას საკუთარი თავის ანარეკლი შევნიშნე სარკეში, ზიზღით შევყურებ, რატომ მაქვს ასეთი საშინელი თმა, ყოველ მხარეს რომ იფარჩხება! ბინაში მარტო არ ვცხოვრობ მაგრამ რადგან აქამდე არ მომიკითხეს ან სძინავთ ან უბრალოდ სახლში არ არიან. როგორც იქნა ლიჩელთან მალევე მივაღწიე კარგად გამომლანძღეს თუმცა მიჩვეული ვარ და ამასაც გავუძელი.
-ნიტა და ნინა!
-რახდება?
-სადმე წავიდეთ დასასვენებლად გთხოვთ რა, გამოცდების მერე, დავგეგმოთ წელს მაინც რამე თორემ აღარ შემიძლია ყოველ წელს იშლება, ახლა მაინც შევასრულოთ არ შეიძლება? ოღონდ ზღვა არა! სადმე მთაში წყნარად.
-აუ ნიტა ნია მართალია, წავიდეთ რა, ბოლო გამოცდა მე 26ში მაქვს და შემდეგ ჩიტივით თავისუფალი ვარ.
-წავიდეთ მე მანამდე მაქ გამოცდა თუმცა დაგელოდებით ორივეს._ ნინო ამავე უნივერსიტეტშია თუმცა სხვა ფაკულტეტზე.
-აჰჰ, იმედი მაქ ყველაფერი გამოვა.
-ასევეე.
როგორც იქნა უნივერსიტეტში მივაღწიეთ შესვლის თანავე დაჩი მომხვდა თვალში და მაშინვე როგორც ყოველთვის სახეზე ალმური მომედო და გავწითლდი!
-ნია როხედავ მაშინ წითლდები და წარმომიდგენია, რომ დაგელაპარაკება რა მოგივა!
-კარგი რა ნინო! არც კი იცის, რომ ვვარსებობ! ანუ არ დამელაპარაკება.
-ჰოდა მიდი და შენ დაელაპარაკე!
-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ ნინოო! არა და აქ დამთავრდეს მე შევდივარ.
-ნიტა ძაალიან ჯიუტია ნია და რამე უნდა გავაკეთოთ.
-მგონი მოვიფიქრე...
-რაა? რა მოიფიქრე ნიტაა?!
-ილიას დაველაპარაკები და ისიც წამოვიდეს დასასვენებლად ძმაკაცთან ერთად ანუ ბექასთან ერთად, ნია დავითანხმოთ რომ ლაშას უთხრას, მაგრამ მანამდე ილოს დარწმუნება მოგვიწევს და ლაშა ხომ იცი მარტო არ წამოვა და სანდროს და დაჩის წამოიყვანს, ხოდა დავაჯახოთ რაა!
-აი რატომ მიყვარხარ ნიტაშკა.
-ნიტაშკა არა ის! მოგხვდება იცოდე. წავედი ახლა შევედი დამაგვიანდა.
-ჰო მიდი მეც შევედი.
გამოცდებამდე დიდად ახალი არაფერი მომხდარა, ნინოს გამოცდებს ველოდებით და მეორე დღესვე მივდივართ, გოგოებმა ილია დაითანხმეს და მგონი ლაშაც მოდის! კარია უკეთ გავერთობით. თან იქნებ ლაშას ნინოს ნორმანულად გაცნობა ეღირსოს!
-ნიტა ნინო სადაა ამდენ ხანს ძალიან ვმერვიულობ!
-მეც, 20 წუთიღა დარჩა.
ნერვიულობისგან მთელ უნივერსიტეტს კრუგი დავარტყით და აი ნინოს გამოჩნდა.
-ნინო რა ქენი? ძალიან ვნერვიულობდით.
-ჩავაბარე! მთაო მოვდივართ!
-გილოცავვ!!
-მადლობა! წავედით?
-წავედით.
იმ საღამოსვე ბარგის ჩალაგებბა დავიწყეთ ორი მანქანით მივდიოდით ამიტომაც თავისუფლად გადავნაწილდით და ნინო ლაშას მანქანაში რასაც ქვია ჩავტენეთ. რა არ მოვიფიქრეთ რომ იქ დამჯდარიყო, ბოლოს ვუთხარი რომ ლაშას სისწრაფე უყვარდა და მაგ შემთხვევაში დაგვთანხმდა თორემ ორი დღე გაგვაწამებდა! ყაზბეგში მე, ნინო, ნიტა, ილია და ლაშა წავედით. იმდენად მოვიხიბლე ყაზბეგის სილამაზით, გარშემო ულამაზესი მთებით და ბუნების სიმწვანით... ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი კუთხეა, შეუძლებელია ამ ადგილს ისე ჩაუარო თითქოს არაფერი, აქ ყველაფერი იმდენად ლამაზია და თვალის მომჭრელი, რომ დაბავდები. სტეფანწმინდაში წავედით რომელიც თერგის ხეობაში მდებარეობს და ზემოდან გერგეტის სამება დაჰყურებს. ბუნებით მოხუბლულმა ვერ გავიგე იმდენად მალე მივედით სახლთან, ილიამ ორ სართულიანი სახლი იშოვა, თქვა ჩემი ძმაკაცის არისო. დიდი ეზოთი და შიგნიდან საკმაოდ კარგი სიტუაცია იყო. მგზავრობით დაღლილებმა გოგოებმა როგორც მოვახერხეთ სახლი ცოტა მივალაგეთ, ბიჭები ცოტა ეზოს ასუფთავებდნენ ზედმეტად დიდი ბალახებისგან. დაღლილიბამ თავის ქნა და ოთახებში გადავნაწილდით დასასველებლად, იმდენად დავიღალეთ ყველა რომ დილამდე არც კი გავნძრეულვართ, მეორე დღეს დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძე და სიმღერით ვიცმევდი, რატომღაც კარგ გუნებაზე ვიყავი, დაბლოდან ხმაური მომესმა, ანუ ყველა ფეხზეა, ძალიან კარგი! ისევ და ისევ საკუთარ თავს ზიზღით შევცქერი სარკეში! რატომ მაქვს ასეთი საშინელი თმა?! “ცხენის კუდად” ვიკრავ ას და ჩემოდნებისკენ მივდივარ უცებ ვიღებ გრძელ და ფართე შარვალს ასევე ცოტა ამოღებულ მაიკას, უცბად ვიცმევდა დაბლა ჩავდივარ, კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე და როგორც კი ბოლოში აღმოვჩნდი მისაღებისკენ გავიხედე და უეცრად გავშეშდი, ყველაფერი ამერია, ავირიე, გავწითლდი, გავმწვანდი, სიტყვები პირშე შემაშრა და ხელები თმასთან გამიშეშდა... გამოიხედეს, მან გამიღიმა და გამარჯობაო, დავიბენი, უარესად გავწითლდი, ენა ამება და უცბად მივაძახე.
-გამარჯობა!_ ვერც კი გავიაზრე, ისე ავვარდი ჩემს ოთახში და მაშივნე აბაზანისკენ გავეშურე, გამიღიმა! დაჩიმ გამიღიმა და მომესალმა! ანუ მე ის მივცნობ! მან იცის ვინ ვარ!
———————
და მაინც რამდენად წვრილმანები გვაბედნიერებს შეყვარებულ არსებებს!
———————
ჩემი პირველი ისტორიაა ამ საიტზე და ძალიან გთხოვთ უბრალოდ შეაფასოთ და მიტხრათ ღირს თუ არა რაიმეს.



№1  offline წევრი mia15

საინტერესო ჩანს და გააგრძელე.ველი შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი nini

საინტერესოა გააგრძელე კარგი დასაწყისია .ყოველდღე დადეე

 


№3 სტუმარი Vikacirekidze

Gaagrdzele raa dzaan magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent