მოურჯულებელი თავი 14
ახალი წელიც ერთად გაატარეს. კესო გაოცებული უყრებდა და-ძმას, რომელიც დიდი მონდომებით რთავდა ნაძვის ხეს და ერთმანეთს ეკამათებოდა ეს სათამაშო ამ ადგილას რამ დაგაკიდებინაო. ანასტასია და კესო დამეგობრდნენ, ისე, რომ ანდრეა ხშირად წუწუნებდა, ამ ბოლო დროს საქმროს უფლებებს ძალიან ზღუდავ და ერთხელაც იქნება შენს საყვარელ მულს მოვისვრი აქედანო. ყველაზე სასაცილო მაინც ანასტასიას რეაქცია იყო. ახალი წლის პირველი წუთები დაიწყო, როცა სკაიპით დაურეკა ოჯახს და დღესასწაული მიულოცა. აივანზე იდგა წყვილთან ერთად და ისე ელაპარაკებოდა, მაგრამ ანდროს შესახებ ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. -მოიცადე, - მოისმა ნინის ყვირილი, როცა კადრში გამოჩენილი წყვილის კოცნა შეამჩნია, ტასომ კი მაშინვე შეაბრუნა თავისკენ მობილური, - ანასტასია, ვინ არიან შენთან ერთად? -ისეთი არავინ, ჩემი მეგობარია თავის საქმროსთან ერთად, - მხრები აიჩეჩა გოგომ და სიტუაციიდან ისე გამოძვრა, ტყუილის თქმაც არ მოუწია. -როდის აქედან ეპატიჟები მეგობრებს მაგ ბინაში, თან თავიანთი საქმროებით? - დაწვრილებული თვალებით ჰკითხა დას. -რატომ ხარ ინტრიგანი, ნინი? - თემა შეცვალა ანასტასიამ, ანდრეა კი დის საქციელზე ჩუმად ფხუკუნებდა და ხელებში მოქცეულ კესოს ეჩურჩლებოდა, ხომ გითხარი, გიჟი ოჯახის მყავსო. -არ ვარ მე ინტრიგანი და ნორმალურად დამანახე წყვილი, თორემ მგონია, რომ... არა, არაფერი, დაივიწყე, - თქვა გოგომ, - როდის ბრუნდები? -არ ვიცი, ვნახოთ, გააჩნია, რამდენი ხანი დასჭირდება კე... დამჭირდება. რაღაც არ მომწონს ეს სამსახური, ვერც ხალხს შევეწყვე. -კარგი, მალე დაბრუნდი, რაა. სიურპრიზი გვაქვს მე და სანდრიკოს. -მართლა? - გაოცდა ქალი, - მეც მაქვს თქვენთვის სიურპრიზი, თანაც ისეთი, ვერანაირი სიურპრიზი რომ ვერ შეედრება. თან ისეთი ყველა მეტყველების უნარს რომ დაკარგავთ, - გაიცინა და დას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, - აბა, თქვენ იცით, ჭკვიანად მოიქეცით და გკოცნით ყველანი. -ყველანი თუ ყველას? - ისევ დაიწვრილა ნინიმ თვალები. -ნუ, როგორც არის. რა მნიშვნელობა აქვს? - უდარდელად აიქნია ხელი და სკაიპი გამორთო, მერე კი დაბღვერილი სახით მიუბრუნდა წყვილს, - თქვენ კიდე ვერ მოითმინეთ? ნინიმ ლამის ყველაფერი გაიგო. -კარგი, რაა, ტასო! - შეიცხადა ანდრეამ. -მართალი ხარ, კესო არაფერს შუაშია. შენ ხარ დეგენერატი! - გაბრაზდა ქალი და ძმას ბალიში გაუქანა, - მოდი აქ, ჩემი ხელით უნდა დაგახრჩო! კესოს ტყუილად ეფარები, ხომ იცი, ჩემგან ვერ დაგიხსნის! კესო კი მათ ჩხუბზე იდგა და კისკისებდა. მერე და-ძმაც აჰყვა და ასე სამ ხმაში იცინოდნენ გიჟებივით. -ვაიმე, ვგიჟდები თქვენზე, - თქვა ტასომ და ორივეს ჩაეხუტა, - მოდი აქ, ხო, მოდი, არაფერს დაგიშავებ, - უთხრა ძმას და უკეთესად მოხვია ხელი ანდრეასაც. კესომ სამსახურის საქმის მოგვარებას 2 კვირა მოანდომა, მერე ტასოს საქმეების გამო შეყოვნდნენ კიდევ ერთი კვირა და ბოლოს იანვრის მიწურულს დაბრუნდნენ საქართველოში. ჩამოფრენა და ნინისთან დარეკვა ერთი იყო. -ნინიკოო, სად ხართ? - ჩაჰყვირა მობილურში დას. -რა გაყვირებს გოგო? მეძინა, - ამოიბუზღუნა ნინიმ. -შენ ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან მძინარა გამიხდი, - აღშფოთდა ტასო, - და ხო მშვიდობაა? -მშვიდობაა, მშვიდობა. მოიცადეეეე, შენ რა ქართული ნომრიდან მირეკავ? ჩამოფრინდი? მითხარი, რომ ჩამოფრინდი! - დაიკივლა ქალმა და გვერდით მწოლი ქმარიც კი გამოაფხიზლა. -ჩამოვფრინდით და მითხარი ახლა სად ხართ, რომ პირდაპირ დაგადგეთ. ისე შეგიძლია ყველა შემიკრიბო? -ჩამოფრინდით? ვინ ჩამოიყვანე შენთან ერთად? -ნუ ხარ შენ სულსწრაფი და მითხარი სად ხართ! -ყველანი თამრიკოსთან ვართ და აქ ამოდი. -ყველანი? სულ, სულ ყველანი? -შენ წამრმოიდგინე და თორნიკე, გიორგი ბიძია და სოფო ბიცოლაც კი აქ არიან. -ჩემი ნათლულიც მანდაა? -არა მარტო, - გაიცინა გოგომ. -მაგაში კიდევ ვინ იგულისხმე? -ჩამოდი და თვითონ გაიგე! -ისე, მაგ სახლში მაგდენი როგორ დაეტიეთ? კლავთ თამრიკოს? -ბებოსთან არიან? - ჩუმად ჰკითხა ანდრეამ და თვალები გაუბრწყინდა. ტასომ მხოლოდ თავი დაუქნია, მერე კი მალევე გათიშა და ტაქსი გააჩერა. -ჯერ სახლში მივიდეთ, ცოტა მოვწესრიგდეთ და მერე დავადგეთ იმათ, - მაშინვე უთხრა წყვილს და მძღოლს მისამართი უკარნახა. -რა ლამაზია, - აღმოხდა კესოს, როცა დიდი სახლის ეზოში გადმოვიდნენ. -შენ გაზაფხულზე უნდა ნახო, - გაეღიმა ტასოს, - როცა ეზო აყვავებული და ამწვანებულია. -ოჰო, ინტერიერი შეგიცვლიათ, - გაიკვირვა ანდრეამ, როცა სახლში შევიდნენ, - ტასო, გაფრთხილებ, ჩემს ოთახშიც თუ რაიმე შეცვალა ქარიშხალმა ნინიმ, არ ვიცი რას გიზამთ, - უცებ თქვა ბიჭმა და თავისი ოთახისკენ წავიდა, - გოგო, რატომაა ჩემი ოთახი ჩაკეტილი? -დამაცადე, რომ მეთქვა? - ხელი წამოარტყა კაცს და ოთახის კარი შეაღო, - ავარიის შემდეგ ყველა შენი ნივთი აქ შემოვიტანე და გამოვკეტე, - უცებ დანაღვლიანდა ტასო, - არ გვინდა, რაა, ახლა ამაზე. -ჩემი პატარა დაიკო, - ხელები მოხვია ქალს და ასე ჩახუტებულები დაბრუნდნენ პირველ სარტულზე. -ცოტა ვეჭვიანობ, ხო, იცი, შენ, - გაიცინა ტასომ და ძმას მოშორდა. -რაზე? - გაეცინა ბიჭსაც და კესოსთან ერთად ჩამოჯდა დივანზე. -სულ ყოველ წამს რძალს ეხუტები და მე აღარ გახსოვარ. -შენ შენი ქმარი ჩაგეხუტოს, - მიახალა ბიჭმა და კესოც აიყოლია სიცილში. -ოჰ, საცოლე მყავს და ჭკუაზე აღარ ვარო?! - თვალები აატრიალა ტასომ, - არ ვთხოვდები მე! -ჰაა? არაა?! მითხარი, რომ იხუმრე! აუუ, შენ რა გაგიძლებს მთელი სიცოცხლე ასეთ მწარეს? -გავიცინეთ, გვეყო! -არა, რეზის მისამართი მითხარი. უნდა დავადგე და ვთხოვო, ცოლად მოგიყვანოს. თუ არა და საჩუქრის სახით შეგფუთავ და მის კართან დაგტოვებ. მარა შენნაირი მწარე საჩუქარი ვის რაში უნდა? -ანდრეა! - ისე დაუყვირა გოგომ, კესო შეხტა. -ვაი, შემეშინდა, ანასტასია, - გულზე ხელი მიიდო ქალმა და ღრმად ჩაისუნთქა. -ბოდიში, ჩემო ლამაზო, მაგრამ შენმა იდიოტმა საქმრომ ასე თუ გააგრძელა, ალბათ ქორწილამდე დაგაქვრივებ! -ოოოო, ნუ ხარ, რა, შხამიანი კალია! - დაუბღვირა ანდრეამ. -შხამიანი კალია? - გაეცინა კესოს, - ეგ რაღაც ახალი ჯიშია? -ბავშვობაში შემარქვა ამ დეგენერატმა, - ამოიბურდღუნა ტასომ, - იცოდა, რომ კალიების მეშინოდა და ყოველ წამს მაგ სახელს მეძახდა. 17 წლის მერე კი შხამიანი კალია გავხდი. დღემდე აზრზე ვერ მოვდივარ, რატომ. -გინდა გითხრა? - წარბები აუთამაშა ბიჭმა. -აუუ, მე მაინტერესებს, - ტაში შემოჰკრა კესომ. -მიდი, ხო, გვითხარი. შენ წარმოიდგინე, მეც კი დამაინტერესე! - თვალები აატრიალა ტასომ. -ჯერ ეს ერთი, შხამიანი კალია მე კი არა, ლაშამ შეგარქვა. -რააა? - თვალები შუბლზე აუვიდა ქალს, - მოვკლავ მაგ საცოდავს! -იყუჩე ტასო! - ხელი აღმართა ანდრეამ, - ჯერ არ დამიმთავრებია. შხამიანი კი იმიტომ შეგერქვა, რომ ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელს, ვინც კი შენთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა, თავიდან იცილებდი, ისე, რომ შენთვის მეორეჯერ შემოხედვის სურვილიც კი ეკარგებოდათ. ისე ეგ კარგი იყო. ნაკლები ბიჭის ცემა მიწევდა, - ჩაიცინა ანდრეამ. -ოხ, ლაშა, ლაშა, - ამოიბურდღუნა ტასომ, - ჩამოვალ მანდ და დასაკლავი ქათამივით წაგაწყვეტ თავს! ერთ საათში უკვე ხევსურეთის გზაზე მიაქროლებდა ტასო თავის მანქანას. თავიდან ანდრეამ მოინდომა საჭესთან დაჯდომა, მაგრამ ანასტასიამ კატეგორიულად აუკრძალა, შენს საჭესთან დანახვას კიდევ ერთხელ ვერ გადავიტანო და უკანა სავარძელზე მოათავსა კესოსთან ერთად. -რა ხდება ბებოსთან? - გზაში ჰკითხა ანდრეამ, - ცხენები კიდევ გვყავს? ჩვენი ოთახი რა მდგომარეობაშია? აუუ, ცოტა აუჩქარე, რაა, მომენატრა იქაურობა! -მოიცადე, ბიჭო. ასეთი აჟიტირებული მას შემდეგ არ მახსოვხარ, რაც პირველად გოგოს აკოცე, - გაიცინა ტასომ და სარკეში თვალი მოჰკრა კესოს აწითლებულ ლოყებს. -ანასტასია! -რაა? რა ვთქვი ასეთი? - უცოდველი კრავის სახით გამოხედა წყვილს, მერე კი მზერა ისევ გზაზე გადაიტანა, - რაც შეეხება შენს კითხვებს. ცხენები კიდევ გვყავს, თან მერედა რამდენი! -ცხენები გყავთ? - გაუხარდა კესოს, - იცი როგორ მიყვარს ჯირითი? -მართლა? - გაეცინა ტასოს, - ძალიან კარგი, იმიტომ, რომ თითქმის ყველანაირი ჯიშის ცხენი გვყავს ბებოსთან. -აუ, რა მაგარია, - ბავშივით გაუხარდა ქალს და ნამდვილად პატარა ბავშვს დაემსგავსა, რომელსაც სასურველ საჩუქარს სჩუქნიან. -რატომ ხარ ასეთი საყვარელი? - გაიღიმა ანდრეამ და ქალს მოწყვეტით აკოცა ტუჩებში. -ჰმმმ, - ჩაიბურდღუნა ტასომ, - შეყვარებულები. -რა იყო, გშურს? - ენა გამოუყო ძმამ. -კესო, რაღაცას შემისრულებ? -კი, თუ შევძლებ. -მაგას წამოარტყი, რაა, ჩემი ხათრით! -ვერაა, ზედმეტად საყვარელია. -რძალიც რომ ამ უნამუსოსკენ იქნება! როცა ჩავალთ, გამახსენეთ, რომ წამოვარტყა. -ცოლი ჩემია და, აბა, სხვა ვისკენ უნდა იყოს? -ხოდა, - ყურადღება არ მიაქცია ძმის სიტყვებს, - რაც შეეხება ჩვენს ოთახს, შენ გარეშე მხოლოდ რამდენჯერმე შევედი. ისიც წინა ზაფხულს. -წინა ზაფხულს? - თვალები აუციმციმდა ანდრეას. -ხოო, წინა ზაფხულს, - სევდა გაკრთა ტასოს თვალებში, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ ძველი ანასტასია დაბრუნდა. -და თუ საიდუმლო არაა, ვის ან რას ხატავდი? – „ვის“ კარგად გამოკვეთა ბიჭმა და ისევ დის რეაქციებს დააკვირდა. -რა გინდა, ანდრეა? -შენი კარგად ყოფნა, რა უნდა მინდოდეს? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. -ხოდა ისეთ კითხვებს ნუ დამისვამ, რაზე პასუხის გაცემაც არ მსიამოვნებს! რამდენიმე საათში ააღწიეს სოფელში. მანქანიდან რომ გადმოვიდნენ, ანასტასიამ კარგად აათვალიერა ორივე, ანდროს ტანსაცმელი გაუსწორა და უკანა კარისკენ უბიძგა, თან დაარიგა, მანამ არ გამოჩენილიყო, სანამ არ დაუძახებდა, თვითონ კი კესოს ჩაჰკიდა ხელი და პირდაპირ შეაჭრა სახლში. ორივეს ქურთუკები ჰოლში დატოვა და გაღიმებული შევიდა მისაღებში, სადაც ყველა შეკრებილიყო. -აბა, როგორ ხართ, ოჯახო? - როცა ყველა გადაკოცნა, მერე შებრუნდა კესოსკენ და მასთან ერთად დადგა, - მინდა ჩვენი რძალი გაგაცნოთ. -რძალი? - ეჭვნარევი მზერით შეხედა დას ნინიმ და მერე კესო აათვალიერა, - ანასტასია, შენ რა ორიენტაცია შეიცვალე ამერიკაში ყოფნისას? -რას ბოდავ, ნინი? -შენ არ გეწყინოს, - გაუღიმა კესოს, - ქმარი რომ არ მყავდეს, მეც კი დავფიქრდებოდი ლესბოსელობაზე, - სიცილით თქვა და სანდროს მიეხუტა. -ნინი, რა სიტყვებია? - მაშინვე დაუბრიალა თვალები დედამისმა. -აბა, სხვა რა ვიფიქრო? - მხრები აიჩეჩა გოგომ, - მოიცადეთ! - წამოიძახა და იქ მჯდომ ხალხს მოავლო მზერა, - დათოო! - დაიძახა უცებ, - მოდი აქ, ბიჭო! -რა, რა ხდება? მშვიდობაა? - თავპირისმტვრევით გამოვარდა თავისი ოთახიდან და ლამის კისერი მოიტეხა, როცა ხალიჩას წამოედო, - ვახ, ანასტასია ჩამოსულა. როგორ ხარ, ბიძაშვილო? -მე კარგად, აი, თქვენ კი გააფრინეთ, მგონი! -მეე? რა შემატყვე? - შეიცხადა ბიჭმა. -არ უნდა გეთქვა ცოლი თუ მოგყავდა? - დაახეთქა უცებ ნინიმ, - ანასტასიასგან უნდა ვიგებდეთ ამას? -მართლა ცოლი მოგყავს? - გაუხარდა სოფოს და შვილს გადაეხვია, - როგორ გამახარე, დეე! -რა ცოლი, თქვენ ხომ არ გაგიჟდით? - ძლივს ამოიბურდღუნა დათომ და ძმის მკლავებს დაუსხლტა. -აბა, თუ დამაცადონ ახსნა! - თვალები აატრიალა ტასომ და კესოსთან ერთად სამზარეულოსკენ წავიდა. -ვაიმე, დედა, - მოესმა უცებ თეფშის მსხვრევის ხმა და თამრიკოს წამოკივლება. -ხო მშვიდობაა, დედა? - მაშინვე ფეხზე წამოცვივდნენ ირაკლი და გიორგი. -ისხედით თქვენ, - გააჩერა ორივე ტასომ, - მე და კესო მივხედავთ ბებოს. სამზარეულოში კი თამრიკო შვილიშვილს ეხვეოდა და სახეს უკოცნიდა. ანდრეაც გაღიმებული უყურებდა ქალს და ცდილობდა თვალიდან წამოსული ცრემლები მოეშორებინა ბებიასთვის. -შენ გენაცვალოს შენი ბებო! ჩემი სიხარული, ჩემი ცხოვრება! - თმაზე უსვამდა ხელებს თამრო და იცინოდა. -ბებო, მე არ ჩამეხუტები? - ჰკითხა სამზარეულოში შესულმა ტასომ. -შენი ხელი ურევია ამაში, არა? - თითი დაუქნია თამრიკომ ანასტასიას, - ჩემი გიჟი გოგო! - უთხრა სიცილით და ჩაეხუტა, - არ მეგონა, დღეს კიდევ რამე თუ გამახარებდა. -რას გულისხმობ, თამრიკო? - ჰკითხა ანდრეამ ხმადაბლა და ბებოს მკლავები მოხვია. -მოიცადე, რაა, - ხელი აიქნია ტასომ, - ახლა არაა მაგის დრო. ბებო, ნახე ვინ უნდა გაგაცნოო! - გაიცინა გოგომ და აწითლებული კესო დაანახა ქალს. -ვინაა, ბებია ეს ანგელოზივით გოგო? -ვინაა და შენი რძალია, - გაიცინა ტასომ და ჭიქაში გახსნილი კაპლი მიაწოდა ქალს. -ცოლი მოიყვანე ბიჭო? - შეიცხადა ქალმა, მერე ანასტასიას მიწოდებული წამალი სუმოუთქმელად დალია და ორივეს ჩაეხუტა, - თქვენ ხომ არ იცით, როგორ გამახარეთ. -ერთი,ორი, სამი... - მისაღებში იხედებოდა და ითვლიდა. -რას ითვლი, ბებია? - შეიცხადა ქალმა. -რამდენი ჭიქა კაპლი უნდა გავამზადო, შეწუხებული ხალხი რომ მოვაბრუნო. რას მეკრიჭები შენ? ვერ ხედავ რამდენნი არიან? ნიშადური მაინც წამოიყოლე, რა იცი, რა ხდება, - გაიცინა და ისევ გააგრძელა თვლა, - თუ გვანცას და ქეთოს გამოვრიცხავთ, ათნი არიან. -არ მჯერა. არ მჯერა რომ ცოლი მოიყვანე და მალე შვილთაშვილი მეყოლება! - იძახდა თამრიკო და ბედნიერი ეხუტებოდა წყვილს. -თქვენ რა იცით, რომ... - სიტყვა გაუწყდა კესოს. -რა რა იცის, კესო? - გაკვირვებული შემობრუნდა ანასტასია, - მოიცა, შენ... -ორსულად ხარ? - გახარებულმა წამოიძახა ანდრეამ და სიფრიფანა სხეულს მთელი ძალით მოეხვია, - არ მჯერა. -მაცადე, ბიჭო, მიმიშვი რძალთან! - დაუყვირა ანდრეას და თითქმის ძალით მოაცილა ქალის სხეულს, - მსოფლიოში საუკეთესო რძალი ხარ! რაო, ვინ ზის, აქაო, ვინო? - მერე კესოს მუცელს მოეფერა და ლოყები დაუკოცნა გოგოს. -როგორ ხარ, კესო? რამე ხომ არ გინდა? თავბრუ ხომ არ გეხვევა? - მაშინვე დაფეთდა ანდრეა და გოგო ბარის მაღალ სკამზე ჩამოსვა. -დამშვიდდი, არაფერი მიჭირს, - ღიმილით უთხრა გოგომ. -არა, ამხელა გზაზე არ უნდა წამოგვეყვანე. ჯერ თვითმფრინავით მგზავრობა, მერე მანქანით. დაიღლებოდი. -შეეშვი, ბებია, - სიხარულის ცრემლებს იწმენდდა ქალი და ისიც კესოს ეხუტებოდა, - თუ რამე უნდა ბავშვს, თვითონ გვეტყვის. -ვახ, რა მაგარი ამბავია, - სიხარულით ადგილზე ცმუკავდა ტასო, - აუუ, იმათ მე ვეტყვი, რომ ბებია და პაპა ხდებიან, რაა, - ხელი ჯერ მშობლებისკენ გაიშვირა, მერე კი ბიძასა და ბიცოლასკენ. -არამგონია, გაოცდნენ, - სიცილით უთხრა ქალმა. -რაა? რატომ? -ნინიმ გვახარა უკვე, რომ ორსულადაა და მაგიტომ, - სიხარულით აუციმციმდა თვალები ქალს და უმცროს შვილიშვილს გახედა. -რაა? - თვალები გაუფართოვდა ტასოს, - და ამ ამბავს მე ახლა უნდა ვიგებდე? -ანასტასიაა! - მოესმა მამის ხმა მისაღებიდან, - გამოდი და როგორც აგვრიე, ისე გაგავრკვიე ახლა! -მოვდივარ, მამიკო, მოვდივარ! - სიცილით გაფრინდა სამზარეულოდან, - ბებო, 10 ჭიქა კაპლიც გამომიყოლე, რომ გამოხვაალ! - მიაძახა თამროს და დას მივარდა, - შენ უნამუსო, არ უნდა გეთქვა აქამდე, დეიდა რომ ვხდებოდი? -ჯერ მხოლოდ 2 თვის ვარ და ამათაც 1 კვირის წინ ვუთხარი. -ანასტასია, - ახლა დედამ გააჩერა, - არ იტყვი რა ხდება? თუ არც თორნიკეს და არც დათოს არ მოჰყავთ ცოლი და შენც ნორმალური ორიენტაციის ხარ, ვინაა ის გოგო, რძლად რომ გაგვაცანი ან 10 ჭიქა კაპლი რაში გჭირდება? -მოკლედ რაა, შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი! მაცადეთ, ჯერ ჩემს დიშვილს მოვეფერო და აგიხსნით. -ანასტასია! - დაუყვირა დედამ და გოგოც მაშინვე მოსცილდა დას. -კარგი, ხოო. უიმეე, მოუთმენლებო! გახსოვთ, როცა გითხარით, თქვენთვის ისეთი სიურპრიზი მაქვს, ვერც კი წარმოიდგენთ-მეთქი? -კიი, - ყველამ ერთხმად უპასუხა. -სადაც რძალი გაგაცანით, სიძეც ხომ უნდა გაჩვენოთ? - ჩაიცინა გოგომ და თამრიკოს ლანგარი გამოართვა, რომელმაც მართლა 10 ჭიქა კაპლი გამოიტანა, - მოსცილდი ბიჭო, ჩემს რძალს და გამოდი, დაენახე ხალხს! ყველამ სამზარეულოსკენ გაიხედა, საიდანაც ანდრეა გამოვიდა კესოსთან ერთად. -ვაიმეე, არ მეგონა ორსულობისას ჰალუცინაციებიც თუ ეჩვენებოდათ, - წამოიკივლა ნინიმ და სანდროს ხელებში მიესვენა. -ნინი, ნინი, - მაშინვე მისცვივდნენ სადრო და ტასო და ანდროს მიწოდებული ნიშადურით მოაბრუნეს გოგოს. -დეე, მაა, არ ჩამეხუტებით, - საყვარლად გაუცინა ბიჭმა მშობლებს და ხელები გაშალა. -სოფო ბიცოლა, გამომართვით, - ტასომ წამალი მიაწოდა ფერდაკარგულ ქალს, - თქვენც, გიორგი ბიძია. -ანასტასია, - გოგოსთან მივიდნენ ქეთი და გვანცა, - ეს ანდრეაა? -კი, კიი, ეგაა, - სიხარულით შეჰკივლა გოგომ და ქეთის თავისი ნათლული გამოართვა, - შენ ხომ არ იცი, როგორ მომენატრეე, გოჭუნაა და რამდენი საჩუქარი ჩამოგიტანეე! - ბავშვს კოცნიდა და იქ დატრიალებული ამბავი საერთოდ აღარ აინტერესებდა. როგორღაც ყველამ დაიჯერა, რომ მათ წინ ნამდვილად ანდრეა იდგა, ცოცხალი და საღსალამათი და მერე ხელახლა ჩავარდნენ შოკში, როცა გაიგეს, რომ კესოც ორსულად იყო. ანასტასიამ ძმა და რძალი დანარჩენებს შეატოვა ხელში, თვითონ ნათლულთან ერთად ავიდა თავის ოთახში და საღამომდე მას ეთამაშებოდა. ბოლოს, პატარა ბატონმა ტირილი რომ დაიწყო და ვეღარაფრით დაამშვიდა, ფრთხილად აიყვანა და პირველი სართულისკენ წავიდა. კიბეებიდანვე დაუძახა ქეთის. -ქეთაა, შია ანდრეას და მიშველეე, - ბავშვის რწევით შევიდა მისაღებში, სადაც თამრიკოს სუფრის გაშლა მოესწრო და პატარა დედამისს გადაუწვინა ხელებში. მხოლოდ ნათლულის ქეთისთვის დაბრუნების შემდეგ მოავლო იქაურობას მზერა და სათქმელი სიტყვა შუაზე გაუწყდა. -ქეიფობთ, ოჯა.... - ზიზღნარევი მზერა აატარა რეზის, რომელიც მამამისს ელაპარაკებოდა, - ამას აქ რა უნდა? - კბილებში გამოსცრა და ბიჭებს გადახედა. -მამა, დაჯექი და აგიხსნი ყველაფერს, - ირაკლიმ მიუთითა რეზის გვერდით დარჩენილ ცარიელ ადგილზე და გაუღიმა. -რატომღაც მადა არ მაქვს, - ცხვირი აიბზუა ტასომ და კიბეებისკენ წავიდა. -იდიოტი, დეგენერატი, უსინდისო! - ბუტყუნებდა თავისთვის და კიბეებზე ადიოდა, - რა ნამუსით გაბედა აქ მოსვლა? თან მამას გვერდით მოკალათდა და მასთან ერთად ლოცავს ანდრეას! კიბეების შუაში იყო ასული, როცა ხალიჩას ფეხი წამოსდო, ჰაერში აფართხალდა, მერე კი თავი ვეღარ შეიკავა და უკან გადმოქანდა. მხოლოდ ერთი ამოიკნავლა, ვაიო და ბრაგვანით დაეცა იატაკზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.