ერთი ნახვით შეყვარება(თავი1)
რა ლამაზიიი დღეააა რა ნათელიი მზეაააა იმიტოოომ როომმ დღეეს ჩემიი დაბადებიის დღეააა! მერამდენე წელია ასე ვატარებ ჩემს დაბადების დღეს, ჩემთვის არავის უმღერია, არავის მოულოცნია არც საჩუქრები უჩუქნია ვინმეს... გული მწყდება უკვე 18 წელია ჩემს თავს ვუმღერი დბადების დღის სიმღერას, მე არც ოჯახი მყავს,არც მეგობრები,არც საყვარელი ადამიანი მყოლია ოდესმე. მე ვარ დანიელა უკვე 18 წელია თავშესაფარში ვცხოვრობ.არ ვიცი რატომ მიმატოვეს ჩემმა მშობლებმა, დაბადების დღიდან ისინი ერთხელაც არ მინახავს... არ ვიცი როგორები იყვნენ... სულ ვფიქრობ რატომ მიმატოვეს მშობლებმა რა იყო ამის მიზეზი?!ალბათ სასურველი შვილი არ ვიყავი,ან თუნდაც ჩემს სარჩენად ფული არ ჰქონდათ და ამ ჯოჯოხეთისთვის გამიმეტეს. მაგრამ მე უკვე სრულწლოვანი ვარ და დროა ამ ჯოჯოხეთიდან გავაღწიო. ერთის მხრივ მიხარია მეორეს მხრივ არა, მიხარია რომ წავალ აქედან მაგრამ ... მთავარი საფიქრალი წინ მაქვს, დამოუკიდებლად ცხოვრებას უნდა შევეჩვიო,ან თუნდაც რომ წავალ სად ვიცხოვრო?!მე ხომ არც ნათესავი მყავს და არც ვინმე მეგობარი რომ ცოტა ხნით მასთან გავჩერდე. ამ ფიქრებში ქალბატონი ალექსანდრა შემოვიდა და მის კაბინენტში მომიხმო. ალექსანდრა ძალიან კეთილი ქალბატონი იყო. სკამზე დამსვა და ჩემს წინ მოკალათდა. __დანიელა შენ ძალიან კარგი გოგონა ხარ_ მითხრა ქალბატონმა ალექსანდრამ მე გავუღიმე _დღეს ტოვებ თავშესაფარს,მთელი 18 წელი აქ იყავი ... მე გადავწყვიტე რომ 1 წლით ბინა გიქირავო - მითხრა მან. __მე..მე..._ძლივს ამოვილუღლუღე __მუშაობას დაიწყებ და თავს როგორმე გაიტან მჯერა შენი... __დიდი მადლობა ,გმადლობთ ქალბატონო ალექსანდრა. დავტოვე კაბინენტი დიდი სიხარულით. ********************** წავედი უკვე "ჩემს" სახლში, ძალიან ბედნიერი ვიყავი, სახლი არასდროს მქონია.. ულამაზესი სახლი იყო 2 ოთხაიანი მე მეყოფოდა, ლამაზი ავეჯით, დიდი პლაზმური ტელევიზორით,ფუმფულა მდივანით, 2 კარიანი მაცივრით. აბაზანაში შევედი თუ არა თვალები გამიფართოვდა..ის ... ის ისეთი ლამაზი იყო,ტირილამდე ცოტა მაკლდა. უცებ შხაპი მივიღე და 2 საწოლიან ლოგინში თბილად შევხტი.. ****************** გათენდა, მეშინოდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იქნებოდა მაგრამ, თვალები როცა გავახილე და ჩემს ლამაზ სახლს მოვკარი თვალი სიხარულით ავხტი.. ყავა დავლიე, დავისვენე... დასვენება კარგია მაგრამ სამწუხაროდ ეხლავე სამსახური უნდა მომეძებნა თორემ ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი ;დ ************** დიდიხნის ძიების შემდეგ წავაწყდი ჩემთვის სასურველ სამსახურს.. რესტორანში მიმტანად ვიმუშავებდი. მაგრამ სიხარული ჯერ ნაადრევი იყო, ჯერ სამსახურში უნდა ავეყვანეთ. *************** გასაუბრებაზე მიმიწვიეს, დიდი ხანი ვესაუბრებოდი, მენეჯერი შუა ხნის ქალი იყო, ელეონერა, ძალიან ლამაზი სახელი ჰქონდა, ქალბატონიც ძალიან ლამაზი იყო... ამიყვანაააა ვაშაააააააააააა როცა მიმიღო სამსახურში გულში სიხარულისგან ვკიოოდიი მაგრამ ხმამაღლა რომ დამეკივლა ალბათ გადაიფიქრებდა ჩემს აყვანასაც და მეც დავრჩებოდი ესე უმუშევარი და ან შიმშილი მომკლავდა ან არ ვიცი. სახლში წავედი, მაღაზიაში შევიარე(ქალბატონმა ალექსანდრამ ცოტა თანხა დამიტოვა რომ სამსახურის დაწყებამდე შიმშილს არ მოვეკალი) 3 კვერცხი,2პური,1ყუთი არაჟანი,1გამაგრილებელი სასმელი ვიყიდე და სახლისკენ ავიღე გეზი. __პირველი დღე სამსახურში__ დილით ნაადრევად ავდექი გამოვეწყვე და ჩემი ახალი სამსახურისკენ გავეშურე, დიდი ლამაზი რესტორანი იყო. მეც მიმტანის ფორმა მოვირგე და შევუდექი მუშაობას. ყველას მოვემსახურე. უცებ რესტორნის კარი გამოიღო და 5 ბიჭი შემოვიდა, თან რაღაცაზე გაფაციცებით საუბრობდნენ ,თითქოს ვიღაცის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წწყდებაო,ისეთი ემოციებით საუბრობდნენ. მარტო "ქერა"იდგა ჩუმად, ქერა თმები,ლურჯი თვალები, წითელი სისხლის ფერი ტუჩებით, მაღალი... ******* ამ ფიქრებში მათაც დამიძახეს მეც აკანკალებული მივედი მათთან, "ქერამ" ამომხედა, მას ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა.... ძლივს გამოვერკვიე ფიქრებიდან და ვკითხე _რას შეუკვეთავთ? _მე დამიანე მქვია- მითხრა ქერამ ძაანნუ გამკიცხავთ პირველია რაც დავწერე!!გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.