უსათაურო (მე-2 თავი)
სანდრიკა ფაღავამ სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინის აუდიტორიაში პირველად რომ შემოაბიჯა, მისი გარეგნობა შეუმჩნეველი არავის დარჩენია. გოგოებმა ერთი მეორის მიყოლებით უმატეს ხვნეშას და ნერწყვის ყლაპვას, როცა ფაღავამ მანჰეტენური ღიმილით მოავლო თვალი აუდიტორიას და გვანცა ბარამიძის გვერდით მოწყვეტით დაეშვა. ვერ ვიტყვი, რომ მე ვიყავი ის ერთადერთი, რომელმაც ყურადღება არ მიაქცია მაღალ საოცრად მომხიბვლელ ყმაწვილს, ჩალისფერი თმა რომ დაუდევრად გადაევარცხნა და მოჭაობისფრო თვალებს გამალებით აცეცებდა,როდესაც თორმეტი მდედრის გარემოცვაში ამოჰყო თავი. შევამჩნიე, თუმცა არც ნერწყვი გადამიყლაპავს და არც კვნესა-ხვნეშა ამიტეხავს. ასეთ დროს ცოტა არ იყოს და უცნაური თავდაცვითი მექანიზმი მერთვება ხოლმე ტვინში,-„არ გაბედო და არ მოიხიბლო ბიჭით, რომელსაც ყველა გოგო პირდაღებული მისჩერებია, ამ მგლების ხროვაში მაინც ვერაფერს გააწყობ და სჯობს უფრო არ აირიო ისედაც საკაიფოდ არეული ცხოვრება“. დაახლოებით მსგავსი მესიჯი მიაწოდა ჩემმა ტვინმა ჩემსავე ორგანიზმს და შესაბამისად, განგაშის სიგნალი დასაწყისშივე განელდა. ფაღავამ ორი კურსის მანძილზე უამრავი შეყვარებული გამოიცვალა, უამრავი ნაშა დაკერა, უამრავი გოგო ააცანცარა და უამრავ გოგოს ატკინა გული, თუმცა ეს შორიდან ჩანდა ასე, ჩანდა, რომ თითქოს ჩვენი მაღალი მაჩო გოგოებს იყენებდა, სინამდვილეში კი მხოლოდ და მხოლოდ ჩანდა.. -არ მეგონა თუ ეწეოდი,-აკადემიის წინ კიბეზე გვერდით მომიჯდა ფაღავა და სანთებელა მთხოვა,-არასდროს შემიმჩნევიხარ სიგარეტით ხელში. - საერთოდ შეგიმჩნევივარ რო?-მინდოდა მეთქვა მაგრამ ენაზე დროულად ვიკბინე,-ჰო, იშვიათად ვეწევი. -სულ ასეთი წყნარი ხარ? -სულ ასეთ უაზრო შეკითხვებს სვამ? -ორი წლის მანძილზე ეს ჩვენი პირველი დიალოგია, მგონი არ გაქვს მიზეზი, ასე რომ მეიაზვები. -სანდრო, რა გინდა? -არაფერი, მაგდა,-ჩემი სახელი ისე გამოსცრა ქათქათა კბილებში, თავი მექანიკურად მივაბრუნე მისკენ და პირისპირ შევასკდი თვალებით მის თვალებს. ჭაობისფერი თვალები მხოლოდ ჭაობისფერი არ იყო, თუმცა ეს ფერი ყველაზე მეტად ჭარბობდა, კიდევ თაფლისფერი ხაზები დასთამაშებდა ეშმაკურ გუგებს და მწვანე წერტილებიც ბლომად მიმოფანტვოდა ზედ.. -რამე დაგიშავე მაგდა?-ჩემი სახელი მეორედ ახსენა ოციოდე წამის ინტერვალით და მეორედ გამეყინა სისხლი ძარღვებში. -არა, არაფერი, უბრალოდ..-ენა ამეხლართა პირში. -ჩუ!-უფრო ბრძანებას გავდა, ვიდრე დამშვიდებას,-საჩვენებელი თითი ზედა ტუჩზე მომადო და ქვედა ტუჩზე ჩაასრიალა, ნიპაპზე გამეთამაშა და ისევ უკან წაიღო. ტლანქად ადგა და კიბეს აუყვა. ნაბიჯის ხმა შეწყდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ისევ იქ იდგა, ვგრძნობდი, რადგან ზურგი მეწვოდა, მეწვოდა, რადგან მიყურებდა, ისე გამალებით მიყურებდა რომ სავარაუდოდ ბებიაჩემისგან მემკვიდრეობით დატოვებული ჩემს ზურგზე მიმობნეული ყველა ხალი საგულდაგულოდ შემოეთვალა. -ლამაზი კისერი გაქვს, თმა აღარ გაიშალო, სულ ასე აწეული ატარე,-ღიმილნარევი ტონი იყო. -დაახვიე რა ფაღავა, შენს გოგოშკებთან გაეცი ინსტრუქციები, როგორ ატარონ თმა და რა ფერის ტრუსები ჩაიცვან,-მეც არ ვიცი ეს სისულელე ასეთი გამბედავი და ომახიანი ტონით როგორ ამოვღერღე. პასუხად სიჩუმე მივიღე, უკან გავიხედე და სანდრო აღარსად ჩანდა. ალბათ ვერ გაიგო, ან შეიძლება გაიგო კიდეც.““, გავიფიქრე, „ისე შენ რაც გითხარი, რაც ყველაზე მეტად ზუსტად ფაღავა არ გკიდია“,-მიპასუხა შიგნიდან ჩემმა მეორე მემ. -მოვედით,-შორიდან ჩამესმა. -გაიღვიძე ქალბატონო, მოვედით!-ახლა უფრო მკაფიოდ გავიგონე სასიამოვნო ტემბრი. -რა?-დრო მოვიგესავით, რომ გამოვფხიზლებულიყავი. -რა და ბარნოვის 25, მოგაბრძანე სახლში და აწი შენ იცი, გინდა ჩაიცვამ, გინდა გაიხდი,-ამჯერად მერვეკლასელის იუმორი მეხუთეკლასელის იუმორის დონემდე ჩაცურდა, თუმცა რას ვერჩი ამ მერვეკლასელ და მეხუთეკლასელ ბავშვებს, ზოგს ისეთი შესაშური იუმორი აქვს. -ჰო ეხლავე, ორი წუთი მაცადე, ცოტა აზრზე მოვიდე,-თვალების გახელას შევუდექი. -არც ორი წუთი მაქვს და აღარც ორნახევარი, ისედაც მთელი საათნახევარით დავაგვიანე საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, -მართლა გაბრაზებული ჩანდა. -აუ საღოლ შენ თუ მელიქიშვილიდან ბარნოვამდე საათნახევარი მოღოღავდი,-სიტუაციის განმუხტვა ვცადე, მაგრამ ჩემს უცნობ გმირს აშკარად აღარ ეცინებოდა. -ათი წუთი შენთვის შარფის დაბრუნებას ვცდილობდი, შემდეგი ათი წუთი შენს მანქანამდე მიყვანას მოვანდომე, აქ ზუსტად ათ წუთში მოვედით, უკანასკნელი ერთი საათი კი მძინარეს მოგჩერებივარ და ვცდილობ გავარკვიო, რატომ ხართ ზოგჯერ ქალები ასეთი უმადურები!-ისეთი სახით მიყურებდა, ცოტა ავილეწე. სანამ ამ სიბრძნეს ამოთქვამდა, მოვასწარი და ცხვირ-პირი კარგად შევუთვალიერე: თაფლისფერი მეტყველი თვალები ჰქონდა, ოდნავ კეხიანი ცხვირი, მამაკაცისთვის იშვიათად დამახასიათებელი ულამაზესი ტუჩ-კბილი.. მაგრამ ხმა.. ეს ტემბრი იყო რაღაც საოცარი, გინდა შოპენისთვის გესმინა და გინდა ამისთვის, თუნდაც ასეთი სისულელეები ებოდიალა. -აუ, რა speech-ი მოსცხე, ამ ერთ საათში ალაგებდი და დაიზეპირე თუ უცებ მოიფიქრე?-ხმამაღლა გადავიკისკიდე. მიყურებდა, ისე რომ მიმიკა არ შეცვლია. -ბოდიში, არ მინდოდა,-რაღაცნაირად მართლა შევწუხდი,-მე ეხლა უბრალოდ მანქანიდან გადავალ და კიდევ ერთხელ გეტყვი გულწრფელ მადლობას, იმისათვის რომ შარფის დაკარგვისგან და შესაბამისად ბებიაჩემის რისხვისგან მიხსენი, ასევე იმისათვის, რომ ქუჩაში ეულად არ დამტოვე და გაყინვისთვის არ გამიმეტე და კიდევ იმისთვის რომ ერთი საათით ჩემი ძილი არ დააფრთხე და სახლში უსაფრთხოდ მომიყვანე.მადლობა, დიდი, დიდი, უდიდესი მადლობა,-გადავიხარე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე. ლავანდის სურნელი ასდიოდა, ლავანდის და კიდევ სიმშვიდის, აი იმ სიმშვიდი, მე რომ ბოლო დროს ასე მენატრებოდა. -მე გეგა მქვია,-ღიმილიც რა საოცარი აქვს, გავიფიქრე. -მაგდა,-ნაზად ამოვთქვი და მანქანიდან გადავედი. მიყურებდა სანამ სადარბაზოში არ გავუჩინარდი. ფეხით ავუყევი კიბეებს მეოთხე სართულამდე. კარს გასაღებს ვარგებდი, როდესაც მანქანის ხმა გავიგე. ახლა წავიდა. ამდენ ხანს რას აკეთებდა, რას უცდიდა?-გავიფიქრე და კარს უკან გავუჩინარდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.