შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი კაბა


21-04-2018, 18:00
ავტორი d-day
ნანახია 1 206

ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს, მარტის თვეში დაიწყო. მარტი გიჟია, ლამაზი, ამ დროს იღვიძებს ბუნება, თითქოს მეც ამ დროს გავიღვიძე, გავაღე ფანჯარა და შევიგრძენი ბალახის სურნელი. არაფერი ჯობს ხედავდე შენს ირგვლივ როგორ ჩქეფს სიცოცხლე. სასიამოვნოა როცა იცი, რომ შენც ამ ყველაფრის ნაწილი ხარ.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე გათენდა, მაგრამ მე ვგრძნობდი რომ ამ "ჩვეულებრივ" დღეს შეეძლო ჩემი ცხოვრება არაჩვეულებრივად ექცია. ჩემი ოცნებებით გაბრუებულმა ჩავიცვი, გავემზადე და გარეთ გავედი, ცოტა ფეხით გასეირნება გადავწყვიტე. მზეა, სასიამოვნო თბილი ნიავი, მარტისთვის ცოტათი უჩვეულო. ვფიქრობ ყველაფერზე და ამ ყველაფრით თავ გამოტენილი შევეჯახე ბიჭს, ზოგადად არ მჩვევია დაბნეულობა, მაგრამ ამ მომენტში როცა მისი თვალები დავინახე ხმის ამოღება ვერ შევძელი. თავი დავხარე და ჩემთვის ჩავიღიმე. ბიჭმა ქვემოდან შემომხედა და ბოდიში მომიხადა. თავი ავწიე, რა უცნაურია თითქოს ეს ადამიანი ადრეც მინახავს, თითქოს ვიცნობ, მისი თვალები, გამოხედვა, ტუჩები, ღიმილი. ეს ისაა!!
8 წლის წინ, როდესაც 15 წლის პატარა გოგო ვიყავი, მშობლებთან ერთად ზღვაზე წავედი. მაშინ ზღვა პირველად ვნახე და ემოციებით დატვირთული მთელ დღეს სანაპიროზე ვატარებდი იმის მიუხედავად, რომ ცურვა არ ვიცოდი. შევიძინე მეგობრები და საღამოობით ერთად ვატარებდით დროს. აქ გავიცანი სწორეს ეს ბიჭიც, ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. ერთი ნახვით შემაყვარა თავი. დავახლოვდით და ფაქტობრივად მის გარეშე აღარაფერი წარმომედგინა. მაგრამ დადგა დღე, როცა მშობლებთან ერთად თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი. საშინლად არ მინდოდა წამოსვლა, სცენები გავმართე, ვიტირე, მაგრამ მაინც ძალით წამომიყვანეს. ძნელი იყო დაუმშვიდობებლად წამოსვლა. ამის შემდეგ დაიწყო გაუსაძლისი დღეები და ღამეები. იმედი მქონდა, რომ მალე ვნახავდი, გულში ჩავიკრავდი და ყველა უთქმელ სიტყვას ვეტყოდი, მაგრამ დღეებს თვეები მოყვა, თვეებს კი წლები. ასე გავიდა 8 წელი. თითქოს დამავიწყდა, მაგრამ გულის სიღრმეში მას ყოველთვის თავისი ადგილი ეკავა.
ამ უეცარი შეჯახების შემდეგ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, მანაც გამიხსენა და ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთს, ვიხსენებდით ერთად გატარებულ სასიამოვნო დღეებს. თავდავიწყებით გვიყვარდა ერთმანეთი. და დადგა ნანატრი დღეც, მან ცოლობა მთხოვა, მე რა თქმა უნდა დავთანხმდი. პატარა ქორწილი გავაკეთეთ, სადღაც 50 კაციანი. ქორწილის შემდეგ საფრანგეთში უნდა გავფრენილიყავით 2 კვირით. რესტორნიდან გამოსულებმა ტაქსი გავაჩერეთ და აეროპორტისკენ წავედით... მეტი არაფერი მახსოვს, პალატაში გავახილე თვალები, თავზე უამრავი ადამიანი მედგა, ნაცნობები, უცნობები. მტკიოდა ყველაფერი, თვალებით მას ვეძებდი, მხოლოდ ის თუ შემიმსუბუქებდა ტკივილებს.. რამდენიმე დღეში გავიგე, რომ კომაში იყო და სიცოცხლისთვის მაქსიმალურად იბრძოდა. 2 კვირაში გამოვკეთდი და მის პალატაში დავყავი 2 თვე. მის გულისცემას ვუსმენდი, წიგნებს ვუკითხავდი, ველაპარაკებოდი.. 2 თვის შემდეგ მისმა გულმა ვეღარ გაუძლო და დამტოვა.. მან სიკვდილთან ბრძოლა წააგო, გარდაიცვალა, თან წამიყოლა მეც....

--------
რეალური ისტორიაა, რომელიც მე გადამხდა.. ამ თემაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია,იმედია გამიგებთ



№1 სტუმარი სტუმარი Zura

Zalian emociuri istoriaa(

 


№2  offline წევრი talia

Zalian vwuxvar.axla rigor xart? Vinme gamocnda?tu saubari mogindebat tqvens gverdit migulet.motxroba zalian sevdiani iyo, magram sainteresoc.

 


№3  offline წევრი d-day

Ara jerjerobit marto var. Da arc mgonia vinme gamochndes ro es tkivili shemimsubuqos. Madloba gverdshi dgomistvis

 


№4  offline წევრი talia

Tu saubari mogindeba piradsholi momweret.adamianebis damshvideba gamomdis da mati tkivilis cotati shemsubuqebac.

 


№5  offline წევრი d-day

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent