შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქოწინება თავი 3


21-04-2018, 23:10
ავტორი ana_aneta
ნანახია 4 370

ფანქრების გათლა დავიწყე, ერთი მათგანი ზედმეტად ურჩი გამოდგა. გადავწყვიტე დანისთვის პირი გამომეცვალა. დავშალე და დანის ამოძრობა ვცადე, ბევრი ამოქაჩვის შენდეგ უცებ ამოვარდა ბუდიდან და ხელის გული დამისერა, თან ისეთი ბასრი იყო. წითელმა სითხემ სწრაფად იდინა ჭრილობიდან. ძალიან დავიბენი სახლში ვერაფერი ვიპოვე. მაგრამ გამახსებდა რომ აბელის ძმა ექიმი იყო. სწრაფად დავუკაკუნე კარზე.
-რა ხდება ან. კარი ლუკამ გააღო.
-აუუ საკანცელარიო დანით ხელი გავიჭერი. აღელვებული ხმით ვუთხარი.
-კარგი ნუ გეშინია შემოდი მე დაგიმუშავებ. ბიჭი სახლში შემიძღვა, დივანზე ჩამომსვა და თვითონ აფთიაქის ყუთის მოსატანად წავიდა.სწრაფად ამოალაგა საჭირო ნივთები და ხელის დამუშავებას შეუდგა.
-რა ღრმად გაგიჭრია. ბევრი სისხლი გდის. სისხლიან ბამბებს პარკში ყრიდა. –იმედია გასაკერი არ იქნება.
-რა ხდება? აბელი გამობრუტუნდა რომელიღაც ოთახიდან, თვალებს იფშვნეტდა და ძილისგანა დასიებული ტუჩებით თბილად იღიმოდა. აშკარად ახალგაღვიძებული ბევრად საყვარელი იყო.
-ეს აქაა.
-ჰო. ლუკამ გაიცინა. თქვენ რა ალერგია გაქვთ ერთმანეთზე? მე თავი დავუქნიე. ის ჩემს გვერდით ჩამოჯდა და თავზე გადამისვა ხელი. ლუკამ ჩაიცინა. თმა გაჩეჩილი ჰქონდა, მოკლე მკლავიანი მაისური ეცვა. შავი სასწაულად უხდებოდა. მაჯაზე ფერადი ტატუ მოუჩანდა. ისეთი იყო, კი შეჭამდა კაცი, ღმერთო ანაბელ! შეეშვი ამ უაზრო ფიქრებს. აქამდე არ დამწვარხარ არავის სურვილით. მზერა სწრაფად მოვაშორე და ჩემს ხელს დავაშტერდი.
-რა მოგივიდა? თითქმის ჩურჩულით მკითხა.
-ხელი გავიჭერი. ლუკამ საქმე დაამთავრა მალამო წამისვა და გადამიხვია.
-ცოტა ყურადღებით უნდა იყო ხოლმე. პირდაპირ თვალებში ჩამხედა. ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ყვრიმალები/
-ეხლა ნემსი უნდა გაგიკეთო მკლავში რომ ინფექცია არ შეგეჭრას.
-არა, არ მინდა ნემსი, მეშინია.
-კაი რა რისი გეშინია, ნიკაპი მხარზე ჩამომადო. ხომ გაიგე რომ აუცილებელია. ბიჭმა წამალი გაამზადა. სახელო ამიწია და მოემზადა. მე ხელი ავუქნიე.
-არაა რა. წამოვიტირესავით.
-აბელ ხელი დაუჭირე.
-ძალიან კნუტივით კი მიყურებ მაგრამ ბრძანება, ბრძანებაა. წამსვე შეიყვანა ნემსის წვერი ჩემს კანში. მე დავიკვნესე.
-ნუ ამუქებ. გაიცინა ლუკამ. -ბამბა დაადე, მიუბრუნდა თავის ძმას. მე ხელებს დავიბან, ერთმანეთს არაფერი დაუშაოთ .
-კარგი რა, არ გრცხვენია, კრავის თვალებით გახედა.ნაზად მაკოცა ნანემსარზე და უკან დაიწია.
-ცხელი შოკოლადი გვაქვს საფრანგეთიდან, მაფინები მარკეტიდან. გაიცინა ლუკამ და სამზარეულოში შევიდა.
-არაა აღარ შეგაწუხებთ. უკვე გვიანია.
-კაი რა არ ვწუხდებით საერთოდ. დარჩი. აბელს შენი შეჭმის უფლებას არ მივცემ.ორივეს გაგვეცინა. დივანზე გავსწორდი და ოდნავ გავიწიე.
-მე რომ მეთხოვა კარებს გაიტანდა თავით და ისე გაიქცეოდა.
-მართალიც იქნებოდა. გამოსძახა ლუკამ სამზარეულოდან.
-არ გაინტერესებს სად ვიყავი?ისევ დაიჩურჩულა.
-არაა.
-უგულო გოგო. იქნებ რამე დამემართა. იქნებ როგორ ვიტანჯებოდი.
-დარწმუნებული ვარ თავს კარგად მიხედავდი და შენი ტანჯვებიც დიდი ალბათობით ჩემთან არ იქნება დაკავშირებული. ხელი ისევ ნაზად დამისვა მკლავზე.ისევ აპირებდა რაღაცის თქმას,მაგრამ ლუკამ არ აცალა. მოვიდა, ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა და ჩვენს შორის ჩაჯდა.
-რას აკეთებ. გაპროტესტა აბელმა.
-დივანზე ვჯდები. აბელმა მკველელი მზერა ესროლა ძმას და ჭიქას დასწვდა.- შევპირდი. წარბი აწია უფროსმა და ფინჯანი გამომიწოდა. მე და ლუკამ მარტივად გამოვნახეთ საერთო ენა, ფილმებზე ვლაპარაკობდით, წიგნებზე.
-რამდენის ხარ?
-24 ის.
-აუუ მე უფრო პატარა მეგონე და გადავირიე, მეთქი... აპირებდა ეთქვა ჩემ ძმას რომ მოეწონეო, მაგრამ მან თვალები ისე ბოროტად დაუბრიალა, ენა პირში ჩაუვარდა საწყალს... მეთქი, ამ ასაკში ასეთი კარგი არქიტექტორი როგორ არისთქო. რაღაც სისულელე მოჩმახა, თვითონაც მიხვდა და გაეცინა.
-შენ?
-მე 35 ის ვარ. ჩემი კლინიკა მაქვს, ექიმობა ბავშვობიდა მინდოდა, ბიზესი და სასტუმროების მართვა არასოდეს მაინტერესებდა. სულ მინდოდა ადამიანებს დავხმარებოდი და მგონი გამომდის კიდეც.. აბელი წამოდგა და ისევ იქ გაუჩინარდა საიდანაც გამოჩნდა.მის სილუეტს გავაყოლე თვალი. ჩვენი საუბარი აშკარად არ აინტერესებდა.გარიზიანება დაეტყო- ჩემ ძმას ყურადღება არ მიაქციო.იეჭვიანა, მას რომ არ ელაპარაკე.
-რა? რატომ?
-არ ვიცი, შენი ყურადღების მიქცევა უნდა, მაგრამ რომ არ აქცევ იბუტება. ორივეს გაგვეცინა. არ იდარდო, ხადახან აქვს ასეთი ბიპოლარული გამოხტომები.
-არც ვდარდობ. გავუცინე და დივანიდან წამოვდექი. თბილად დამემშვიდობა და ზღურბლს მიღმა გაუჩინარდა..



მეორე დილას რვა საათზე ნინას სახლთან ვიდექით მე და ლიკა. მისი მანქანით გადავწვიტეთ წასვლა.
ლიკა:სადაა ამდენ ხანს?
ანა: არ ვიცი მოვა ალბათ მალე. გამოჩნდა კიდეც.
ნინა: აბა მზად ხართ, მაგარი გართობისთვის.
ანა: შენ რაღაც ზედმეტად აჟიტირებული ჩანხარ. რამე ხდება?
ნინა: გუშინ ნიკამ პაემანზე დამპატიჟა.
ლიკა: რა მაგარია სად?
ანა: იმედია არ უთხარი რომ ყაზბეგში მივდივართ. თვალები დავქაჩე მე.
ნინა: არა გოგო, კი არ გადავრეულვარ.
ორ საათში უკვე სასტუმროში ვიყავით. ბარგი ამოვალაგეთ სადილი შევუკვეთეთ, კარგად დავისვენეთ და ვერანდაზე გავედით.
სამივე ხედს ვუყურებდით და ხმას არ ვიღებდით.კიდევ ხუთი დღე გვქონდა ამ სილამაზით ტკბობისთვის.. სეზონი გასული იყო, ამიტომ ბევრი ხალხი არ დადიოდა. ჩვენ ცხენით ვჯირითობდით. სპაში დავდიოდით. ვერანდაზე ვვახშმობდით. სრულიად მოწყვეტილი ვიყავით ყველაფერს. გიგი იყო აქ. მისი ძმაკაცებისგან განსხვავებით ძალიან ზრდილობიანი და გაუბედავი იყო. მხოლოდ ჩუმად გვესალმებოდა და გვერდს გვივლიდა, საბედნიეროდ ენატლიკინა არ ყოფილა, გამიკვირდა ის რომ არ დამადგა თავზე. მშვიდად ჩავამთავრეთ შვებულება და უკან თბილისში დავბრუნდით.ისეთი სიმშვიდე იყო, არცერთს არ გვინდოდა ხმაურიან ქალაქს დავბრუნებოდით მაგრამ საქმე ასე ითხოვდა..
სახლში ისევ ალიაქოთი დამხვდა. თათა ყველას თავის ჭკუაზე ატრიალებდა. ესენიც ბედნიერები დარბოდნენ აქეთ-იქით. მხოლოდ მე ვიყავი უძრავად. არც ვვახშმობდი მათთან ერთად.ჩემ სუნს, ჩემს სიფათს და ჩემ ნებისმიერ ქმედებას ამაზრზედაბ თვლიდა, როტომ უნდა გამერთულებინა. უფრო მეტიც, დასანახად ვერ მიტანდა დრო ისე სწრაფად გავიდა არც კი მჯეროდა. უკვე აპრილია. გარეთ ყველაფერი ყვავის, მწვანდება, ყვავილების სურნელი იფრვევა ირგვლივ. ვენ კი თავით ვართ გადაშვებულები ახალ პროექტში. ისევ იდოტური ურთიერთობა მაქვს აბელთან. ერთმანეთს დამალობანას ვეთამაშებით, მოკლე არაფრის მომცემი დიალოგები, რამდენჯერმე ბარში მოვკარი თვალი, როგორ უსირცხვილოდ ჩმეტდა და კოცნიდა, გოგოებს ყოველ ჯერზე ახალს. არამგონია იმ მომენტში ჩემთვის მოეცალა, ამიტომ მისთვის შეუმჩნეველი ვიყავი. ამ ყველაფერს ვუყურებდი და სულ მაწუხებდა კითხვა რა უნდა ჩემგან? ეს გოგოები უარს არაფერზე ეუბნებოდნენ. იცოდა, ზუსტად ვიცი რომ იცოდა, ჩემგან იგივეს ვერ მიიღებდა,მაგრამ არ მეშვებოდა.ნადირობა მოსწონდა? ან დარწმუნებული იყო რომ მაინც მისი ვიქნებოდი ბოლოს. თუ რა ხიბლავდა ასე ძალიან ვერ ვიგებდი.
ქორწილისთვის სამზადისი დავიწყე. ვერ გადამეწვიტა როგორი კაბა უნდა ჩამეცვა. გოგოები მეხმარებოდნენ არჩევაში. ჩემი ბიძაშვილი გრანდიოზული ქორწილის გადახდას აპირებდა. ერთი კარგი ამბავიც მქონდა. მარტო მე და დედა მივდიოდით. ჩემი ძმა და რძალი. ანტალიაში წავიდნენ. ასე მოისურვა ქალბატონმა. სამ კაბას შორის მქონდა არჩევანი გასაკეთებელი. წითელი, შავი და თეთრი. თეთრი გამოვრიცხე. ვფიქრობ რომ სხვის ქორწილში თეთრი კაბის ჩაცმა უსინდოსობაა. ბევრი ფიქრის და მორგების შემდეგ არჩევანი შავ კაბაზე შევაჩერე, კაბა ცალ მხარეს იყო მხოლოდ შეკრული წვრილი ბრეტელით, წელი კარგად იყო გამოყნვანილი. მუხლს ქვემოთ შეხსნილიც ჰქონდა. სიარულისას ნაზად ირხეოდა კაბის ბოლოები. ჩემი სხეულის ფორმებსაც კარგად გამოკვეთდა. ფეხსაცმელიც კარგი შევარჩიე. ქორწილი შაბათს იყო. მოუთმენლად ველოდი მხოლოდ იმიტომ რომ ის კაბა ჩამეცვა. ქორწილის ლოკაციად სიღნაღი აარჩიეს.დიდად არ მიყვარდა იქურობა.
დედაჩემი და დეიდაჩემი ერთად წავიდნენ. მე სამსახურის საქმეები მოვაგვარე და მერე ჩავედი. მათ სასტუმროში ადგილი არ იყო, ძლივს ვიშოვე ახლომდებარე სასტუმროში ოთახი, ახლოს რა თითქმის ოთხ კილომეტრში იყო. ოთახი ძალიან კომფორტული აღმოჩნდა.რბილი საწოლი, სურნელოვანი თეთრეული და რაც მთავარია ულამაზესი ხედი. კარგად გამოვიძინე. დილით ადრე გავიღვიძე. ყავა აივანზე დავლიე, მზის ამოსვლას ვერ მივუსწარ მაგრამ ხვალ აუცილებლად ავინაზღაურებდი დანაკლისს. შხაპი მივიღე. ტანზე კრემი წავიდვი, ტანსაცმელი მოვამზადე და სასტუმროში მდებარე სალონში გავიქეცი, თმა გავიკეთე, მაკიაჟი ჩემით მოვაგვარე, კაბა მოვირგე, ფეხსაცმელი ჩავიცვი ჯერ კიდევ ადრე იყო, ამიტომ დიდხანს ვათვალიერებდი თავს სარკეში და ანარეკლი ძალიან მომწონდა, ცხოვრებაში პირველად ზუსტად ისე გამოვიყურებოდი, როგორც ბავშვობაში ვოცნებობდი ხოლმე. შავი თხელი კოსტუმი ხელზე გადავიკიდე და სასტუმროს ვესტიბიულში ჩემს მეწყვილეს დაველოდე.
მთელი დღე საშინლად გაიწელა, ხელის მოწერა, ჯვრისწერა, ფოტოსესია. დედაჩემი ყველგან მტენიდა. შორიდან მიყურებდა და სხვა ქალებთან ერთად წუხდა ჩემს საშინელ ხასიათზე და იაზე, რომ გათხოვებას ვაგვიანებდი.ნეტავ მეტი სადარდებელი არ მიეცეს ამ ქალს!
საღამოს როგორც იქნა რესტორანში გადავინაცვლეთ და დავჯექი. თორემ უკვე გული მიმდიოდა.დარბაზი ყვავილებით და თეთრი ლენტებით იყო გაწყობილი, ვარდები, ზედმეტად ვარდისფერი და ბანალური იყო ყველაფერი. სხვა დაანარჩენიც ისე მიდიოდა როგორც ყველა ქორწილში მე კი მეგონა რამე განსხვავებულს და გრანდიოზულს მოაწყობდნენ, თამადის და უაზროდ გაწელილი სადღიგრძელოების გარეშე. შემოსასვლელთან ახლოს ვიჯექი ამიტომ ხალხის კარგად შეთვალიერება მოვახერხე, მაგრამ ისეთი ვერავინ ვიპოვე ვისთანაც ამ საღამოს ვიცეკვებდი. ეჰ ანა, მოგიწევს ეულად ჯდომა. ჩემ თავზე გამეცინა. ამის თქმა და მისი დანახვა ერთი იყო. კიბეებზე აბელი იდგა. საშინლად სიმპატიური იყო. გრძელი თმა უკან მსუბუქად გადაეყარა. თეთრი პერანგი და შავი შარვალი ეცვა, ხავერდის შინდისფერი კოსტუმთან ერთად. ისე ავმსუბუქდი მისი დანახვისას. ცოტა არ იყოს დამცხა კიდეც. არ მინდოდა ასეთი დაშტერებული ვენახე, ამიტომ მზერა სხვა მხარეს გადავიტანე. დავინახე როგორ ჩაიარა და ჩემს პირდაპირ დაჯდა. წამის შემდეგ ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. კაცმა ღრმად ამოისუნთქა და ტუჩები დაიკბინა. ტანში გამცრა. მე ჩემს გვერდით მჯდომთან საუბარში ჩავერთე. ის კი თვალს არ მაშორებდა. ისე მიყურებდა, მგონი კაბა უკვე გახდილი უნდა მქონდეს. ოდნავ ჩამეღიმა. თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა და მანაც ჩაიღიმა. ვიღაც გამალებით ესაუბრებოდა. ის კი უბრალოდ თვალს ვერ მწყვეტდა, არ ვიცი რატომ მაგრამ გადავწყვიტე ბოლომდე გამომეყვანა მწყობრიდან, მაგრამ როგორ? ფეხზე წამოვდექი, მთელი ჩემი ქალურობით და თეძოების რხევით საცეკვაო მეოდნიდკენ წავედი. დავინახე როგორ წამოდგა ფეხზე და ჩემი მიმართულებით წამოვიდა. ისეთ ადგილას დავდექი საიდანაც დედაჩემი ვერ დამინახავდა, მისი კითხვების თავი ნამდვილად არ მქონდა. არ მინდოდა მასთან მეცეკვა, ამიტომ მოედანს ვათვალიერებდი მეწყვილის საპოვნელად, სულ ტყუილად ვერ მოვასწარი, მას უკვე სხეულზე ვყავდი აკრული და თითქმის ჩაბნელებული დარბაზის კიდევ უფრო ბნელი კუთხისკენ ნელა მივყავდი.
-ბარემ ეზოში ჩავსულიყავით, მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩებოდით
-არაა ცუდი აზრი, მაგრამ აქაც კარგად ვგრძნობ თავს. ყურში ჩამჩურჩულა. ძალიან ლამაზი ხარ. გავგიჟდი. ხრინწიანი ხმით მითხრა. მხოლოდ მისი წითელი ბაგეების მოძრაობას ვხედავდი. თავი რომ არ მომეთოკა ალბათ ხელში ჩავადნებოდი. არა ახლა ჩემი ჯერი იყო. ის უნდა დამდნარიყო.
-აქ რას აკეთებ?
-გოგოს მამა ჩვენი ახლობელია და დამპატიჟეს. შენს ნახვას აქ ნამდილად არ ველოდი, თან ასეთ ფორმაში. მისი თვალებში მოკიაფე ალს ამ სიბნელეშიც კი ვხედავდი. მუსიკა შეცვალეს. უფრო რამანტიულით ჩაანაცვლეს. მე კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა მისმა ძლიერმა ხელებმა. ყოველი შერხევისას მისი ტუჩები ნაზად ეხებოდა ჩემი ყურის ნიჟარას, მის არითმიულ სუნთქვას ვუსმენდი, მის გულისცემას ვგრძნობდი, აღელვებული ჩანდა. ჩემი სხეული მისი სხეულის მოძრაობას ავაყოლე, ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად ვეხებოდი თითებით.ვგრძნობდი, როგორ კრთებოდა. ისე სექსუალურად ვცეკვავდით. კიდევ კარგი სიბნელე იყო თორემ, ბოზად შემრაცხავდნენ. არადა როგორია მისნაირ კაცს წინააღმდეგობა გაუწიო..
-ისეთი ლამაზი ხარ. ისეთი სასიმოვნო სურნელი გაქვს. ამას რატომ მიკეთებ? თავისთვის ჩურჩულებდა მე ხმა არ ამომიღია. მხარზე ნაზად მაკოცა. დარბაზი წამში განათდა, შევკრთი და ხელიდან დავუსხლტი. რომანტიკა, კინტაურმა ჩაანაცვლა. ამას ნამდვილად ვეღარ ავიტანდი. დარბაზი გადავჭერი და გეზი ვერანდისკენ ავიღე.
გარეთ საოცად თბილოდა . ყვავილების სურნელი ნაზად იფანტებოდა ჰაერში, ხედიც არაჩვეულებრივი იყო. დიდი ალბათობით უკან აღარ შევბრუნდებოდი.. ეს წამიერი გადართვა იყო. ისევ აბელზე გადმოვერთე. უკვე ჩემს უკან იდგა. მე რეაქცია არ მქონია. კიდევ უფრო ახლოს მოიწია. თითები მოშიშვლებული მხრიდან მაჯამდე ჩამიცურა. მხოლოდ ამის შემდეგ მივაქციე ყურადღება.
-სად იყავი დაკარგული?
-რა იყო მოგენატრე?
-არა, უბრალოდ ერთი თვე გამოჩნდები, ერთი თვე გაქრები. ახალი მთვარესავით ხარ.
-მერე არ მოგწონს ახალი მთვარე. სიგარეტი გააბოლა.
-არა ამბობობენ უიღბლობა მოაქვსო. თვალებში ჩამხედა.
-რომ გიყურებ სულ მიკვირს მარტო რატომ ხარ? თვალები მოჭუტა და ისევ ყურადღებით შემათვალიერა. ისეთი ხარ, დღეს განსაკუთრებით.
-სამაგიეროდ შენ არასოდეს ხარ მარტო, არასოდეს.
-ის გოგოები რომლებთან ერთადაც ბარებში მხედავდი, ჩემთვის არაფერს ნიშნავს, სხვა მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. ორივე გავჩუმდით. მაგარია სალაპარაკოც კი არ ვაქვს. უკან დავიხიე და იქვე მოაჯირთან მდგომ სკამზე ჩამოვდექი და სივრცეს მივაშტერდი. ის პერიოდულად გადმომხედავდა ხოლმე.
-აბელ აქ ხარ? ვიღაცის ხმა მოისმა. ორივე გამოვედით ჩვენი ფიქრებიდან. -იმდენი გეძებე. ძუკნასავით ჩაცმულმა, არაფრით გამორჩეულმა გოგომ მის გვერდით დაიკავა ადგილი. -ტორტი მოგიტანე. ისეთი გემრიელია.
-არ მინდა მარია. არ მიყვარს ასეთი ტკბილეული.
-რატომ ძალიან გემრიელია. უარი არ უნდა თქვა.
-არ ვამბობ უბრალოდ ისეთი არაა როგორიც მიყვარს.
-უფრო კრემიანი გიყვარს?
-ჰო უფრო კრემიანი, უფრო ტკბილი და ძალიან დანამული, უნდა გადნებოდეს. ტუჩებს ილოკავდა და ურცხვად მათვალიერებდა. ის სულელი გოგო კი ვერაფერს იგებდა, მართლა ეგონა რომ ნამცხვარს გულისხმობდა.
-რა ცუდია აქ რომ არ აქვთ ასეთი.
-აქვთ უბრალოდ, აკძალულია. გაეცინა. საათს ავხედე. თერთმეტი ხდებოდა. ფეხზე წამოვდექი სტუმრებს დავემშვიდობე და მეორე გასასვლელით ეზოში ჩავედი. ტაქსი გამოვიძახე. სასტუმროდან მოშორებით გამიჩერა. მითხრა:“ მაპატიე დაიკო ამ აღმართზე ვერ ავალ“ ფული გადავუხადე და მარტო გავუდექი ქვაფენილიან გზას. ნელა მივდიოდი, ქუსლები უფრო სწრაფი ტემპით სიარულის საშუალებას არ მაძლევდა. სულ რაღაც ასი მეტრი მქონდა გავლილი. ქუსლი რომ ქვებს შორის გამეჭედა. ძალიან მაგარია. ესღა მაკლდა. ფეხსაცმელიდან ფეხი ამოვყავი და ძირს დავიხარე. ქუსლის განსათავისუფლებად. არაფერი გამომდიოდა. მგონი წვიმის წვეთიც დამეცა.
-სად გაიქეცი? რა უპროგნოზო გოგო ხარ ? ნაცნობი გაბრაზებული ხმა მომესმა ზურგს უკან.
-დავიღალე. გაღიზიანებული ხმით ვთქვი და გავსწორდი.
-კარგი საყვარელო არ ინერვიულო. ლოყაზე ხელი დამისვა. აქ რატომ დგახარ? პასუხს არ დალოდებია თვითონ გარკვა სიტუაციაში, ძირს დაიხარა და წამში გაანთავისუფლა ჩემი ფეხსაცმელი. -ამით არ ვერ ივლი.
-აბა? ისე საწყლად ვიკითხე ჩემი თავი შემეცოდა. ბიჭი დაიწია,
-ზურგზე შემომახტი.
--რაა?
-ჰო რა იყო?
-ამ კაბით არამგონია რომ შევძლო.
-ცოტა ზემოთ აიწიე. უხამსი მზერა ამაყოლა სხეულზე.
-ფეხშიშველი წამოვალ.
-წვიმას აპირებს, შენ კიდევ ფეხშიშველი აპირებ ამხელა აღმართის ავლას? უკვე უფრო ხშირად მეცემოდა წვეთები. მის ნებას დავყევი. კაბა ზემოთ ავიწიე და ზურგზე შემოვახტი. ფეხები კარგად მოვხვიე წელზე. -ფეხების შემოხვევა კარგად გცოდნია. ხელი გავინთავისუფლე და მთელი ძალით ვუჩმიტე. -პატარავ ძალიან მონდომებული ხარ. სასტუმრომდე მაინც მოგეთმინა.
-დამპალი ხარ. კოჭებზე მომიჭირა ხელი და გზას გაუყვა. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს 50 კილო კი არა 5 კილო მიჰქონდა. თავი მის მხარზე მქონდა ჩამოდებული.
-პირდაპირ ჩემს კისერში თუ არ ისუნთქებ მადლობელი ვიქნები. ჩემს ეროგენულ ზონებს ეხები. ისევ ვუჩმიტე. წვიმამ უმატა. მანაც ააჩქა ნაბიჯები. ნახევარ საათში სასტუმროში ვიყავით. ის დაღლილი იყო. მე კი სველი. -ახლა მართლა ნამიანი ტორტის ნაჭერი ხარ.
-გარყვნილო კაცო.
-მადლობა მაინც მითხარი. ჩემი ფეხსაცმელები გამოვართვი და ლიფტის ღილაკს მივაჭირე. კედელს მიეყრდნო და ზემოდან მიყურებდა. აქ გაკოცებ რა? ლავიწზე დამადო თითი.
-არა.
-უმადური გოგო ხარ. კარი გაიღო ჩემს სართულზე გამოვედი, ისიც უკან გამომყვა.
-შენ შეფარებას არ ვაპირებ. ეს ვუთხარი და კარი მივხურე.
-თუ რამე დაგჭირდება, შეგიძლია დამიძახო უარს არაფერზე გეტყვი. ტანსაცმელი გავიხადე და პირდაპირ საწოლში შევძვერი. ტელეფონი მოვძებნე და ფეისზე შევძვერი.
ნინა:აბა რა ქენი? დაყარე ხალხი.
ანა: ხალხის რა მოგახსენო, მაგრამ აბელი გავადნე.
ლიკა: რააა? თუ მჯეროდეს. იქ იყო.
ნინა: ეგ რა კუდში დაგდევს?
ანა: არ ვიცი მაგრამ ისეთი სიმპატიური იყო. სასტუმრომდე ზურგით მომიყვანა.
ნინა: რააა?
ლიკა: რაა?
ანა: ჰო. ქვაფენილზე ქუსლებით ვერ ავედი და..
ლიკა: შოკში ვარ. აუუ რა მაგარია. გოგოები იმდენს წერდნემ. მე კი ნელ ნელა თვალები მეხუჭებოდა და მალე ჩამძინა კიდეც.
მაღვიძარამ დილის ექვსზე დარეკა. ზანტად წამოედი საწოლიდან ყავა დავისხი და აივანზე გავედი, მზის ამოსვლას ვუყურებდი და ისევ შევიბრუნებდი ძილს. სკამზე ჩამოვჯექი და იდაყვებით მოაჯირს დავეყრდენი. ჯერ კიდევ ბინდი იყო შუქები ალაგ-ალაგ ჩანდა. ქალაქი ძილსი იყო გახვეული, მიყვარდა ასეთ დროს ქალაქის ყურება, სულ მაინტერესებდა, უცხო დარაბებს მიღმა რა ხდებოდა, როგორ ცხოვრობდნენ, ბედნიერები თუ იყვნენ, ეს ფიქრები დღემდე მომყვებოდა.
-ამას ვის გაუღვიძია? გვერდით გავიხედე. აივანზე აბელი იდგა. ყველგან ეს როგორ არის. -ჩემი ტკბილო, კარგად გეძინა. არაფერი მიპასუხია. თმები გაჩეჩილი ჰქონდა, წელს ზემოთ შიშველი იყო, ქვემოთ კი შორტი ეცვა. - მათვალიერე ჰო. სიცილით მითხრა. წამში გადავიტანე მზერა. -რატომ გაიღვიძე ასე ადრე?სიგარეტი ტუჩებს შორის მოექცია და ენის წვერით ათამაშებდა. არადა როგორ ტკბილად გეძინა.
-შენ რა იცი ერთი როგორ მეძინა.
-ვიცი. ემბრიონის პოზა გყვარებია.
-არ მითხარა რომ ჩემ ოთახში იყავი?
-კი.
-რაა? შენ სულ გადაირიე? რა გინდოდა.
-რაც მეკუთვნოდა იმის ასაღებად შემოვედი. ფეხზე წამოვხტი მე. მადლობა არ გადაგიხდია.ხომ არ დაგავიწყდა. სამი ცალი გაკოცე სულ.ყვრიმალზე, ლავიწზე და მუხლზე. რაა ეს მუხლი ვითომ რა არის. ხალი გაქვს მანდ და გულგრილად ვერ დავტოვე. პირდაღებული ვუყურებდი. ის კი ბედნიერად მიღიმოდა..
-გიჩივლებ. სიცილი წასკდა.
-და რას ეტყვი, მაკოცა და დააპატიმრეთო?მინდოდა რამე მესროლა მისთვის.მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, სკამზე მიგდებულ ბალიშს დავწვდი და ის ვესროლე. ხელში დაიჭირა. -ჩხუბი გინდა? გადმოვალ და ოთახში ვიჩხუბოთ. -ისე ლამაზი ბალიშები გაქვს.
-რაა?
-თან სიცივეში უფრო ლამაზები გამხდარან. სულ დამავიწყდა რა ფორმაში ვიყავი, ისეთი თხელი პიჟამა მეცვა.. ლოყები ამიწითლდა. ინსტიქტურად მკერდზე ხელი მივიფარე და ოთახში შევბრუნდი. ვისღა ახსოვდა მზის ამოსვლა. აივნის კარი საგულდაგულოდ ჩავკეტე და საწოლში შევძვერი. ღმერთო რა უნდა ამ ბის ჩემგან ის გამაგებინა და მეტი არაფერი არ მინდა. სულ გაყინული ვიყავ, საბანი კარგად შემოვიხვიე ტანზე. გამოვიძინებდი მაინც დილით ისევ თბილისში უნდა ვყოფილიყავი. ის კი ალბათ ისევ გაქრებოდა..



ესეც ახალი თავი ძალიან არ დამიგვიანია. იმედია მოგეწონებათ, აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, ვეცდები შემდეგი უფრო მალე დავდო. მადლობა <3
:8



№1 სტუმარი მარი. ელ❤

ძალიან კარგიააა❤

 


№2  offline წევრი annabelle

საერთოდ ახალ დაწყებულ ისტორიებს არ ვკითხულობ მაგრამ ეს თემა ჩემი ფავორიტია ???????????? სამივე თავი დღეს წავიკითხე. საშინლად მომწონს.აბელი უსაყვარლესია ???? ანაბელი საყვარელია ???? ბანალურობის და სენტიმენტების გარეშე წერ და ძალიან მომწონს ???? წარმატებები ???? და იმედი მაქვს ნერვოზს არ ამკიდებ და მალე დადებ ხოლმე ????????????????????

 


№3  offline მოდერი N1penguin

აი ძალიან საყვარლობა მოთხრობაა და ეს წყვილიც ძალიან საყვარელია heart_eyes არც ერთი არ მიშლის ნერვებს. არც გაწელილია ისტორია, არც ზედმეტი დრამაა. ყველაფერი ზომიერად გაქვს ჩართული heart_eyes ველი შემდეგ თავს

 


№4 სტუმარი nia

როგორ ძალიან მომწონს ეს ისტორია და არ დაიგვიანო შემდეგი, კიდევ იმასაც გთხოვ რომ ასეთი საინტერესო დატოვე ბოლომდე და ნუ გააბანალურებ. მინდა ჩემს ფავორიტ ისტორიებში ჩავმატო <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ლილუ

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

არაჩვეულებრივია და რაღაცით განსხვავებული...

 


№6  offline წევრი khatia khatia

კაია ძააანნნ მომეწონა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent