მე შენ მიყვარხარ რომ, წვიმს კი არა მთელ სამყაროზე მეტად (2)
კარი დედამ გამიღო და როგორც ყოველთვის იმწამიდანვე ლაპარაკი დაიწყო - სად გაქვს ნენე ტელეფონი გეგამ მილიონჯერ დარეკა ჩემთან - მხოლოდ ახლაღა გამახსენდა მობლური რომელზეც ხმა მქონდა გამორთული, დავხედე გეგას 27 გამოტოვებული ზარი კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს, სიჩუმის მიხედვით ბავშვებს უკვე ეძინათ - რა უნდოდა ? - ვკითხე აუღელვებლად - არ მიპასუხია , რომ მეპასუხა და ეკითხე რა მეთქვა ? შენ ცოლს აღარ უყვარხარ და თავის ყოფილ შეყვარებულთან ერთად არის თქო ? - დედა ოღონდ ეხლა არ გინდა გთხოვ - რადღეში გაქვს თვალები იტირე? - კი ვიტირე - ნენეკო რატო ხარ ასე ცუდად? - სახე დაუსევდიანდა , რაც იშვიათობა იყო დედაჩემისთვის - აღარ შემიძლია დედა აღარ !!! - 17 წლის რომ მომინდომე გათხოვება აბა რა გეგონა ? დალხენილი ცხოვრებით იცხოვრებდი ? ისევ იმდენი დრო გექნებოდა გასართობად ? თუ ქმარი გეტყოდა წადი და ქუჩა ქუჩა იგულავეო ? - დედა შემეშვი ეხლა ! - საკუთარ თავს დააბრალე - დედა შემეშვი თქო - უკვე ყვირილზე გადავდიოდი , მივხვდი რომ თავისთვის კონტროლი უნდა გამეწია , კიდევ რომ შევყოლოდი ცუდად დავამთავრებდით ამიტომ ისევ მე გავჩუმდი , ოთახში შევედი, ისე მშვიდად ეძინათ ჩემს ანგელოზებს მომინდა მეც პატარა ვყოილიყავი , ორივეს ნაზად დავუკოცნე ფუმფულა ლოყები და მოვცილდი , არ მინდოდა გამეღვიძებინა სამზარეულოში გავედი და სიგარეტს მოვუკიდე , დედა ჩაფიქრებული იჯდა მაგიდასთან და ნერვიულად აბოლებდა სიგარეტისგან დაგროვილ კვამლს . - რა განერვიულებთ ქალბატონო თინათინ ? თქვენი შვილი ხომ ძლიერია და ყველაფერს აიტანს ? რატომ ნერვიულობთ ? თუ გეცოდებათ ? მაინც შვილია და ცოდოაა არა იმისთვის რომ ვიღაცის გაზრდილმა ვირმა ცემოს ? - ცინიზმით სავსე სახით შევხედე - ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს ჩემი ბრალი იყო რომ მაგას გაყევი ცოლად - მე შენთვის არასდროს დამიბრალებია ეგ - აბა რას მაბრალებ ნენე რა გინდა რატო მანადგურებ ? - რაას ? დედა რას გაბრალებ ? 1 თვის წინ რომ წამოვედი და გითხარი დავშორდი და აღარ დავბრუნდებითქო გახსოვს რა მითხარი ??? გახსოვს ?? გახშოვს შენი ქცევით და ლაპარაკით როგორ მაიძულე უკან დავბრუნებულიყავი ? ისიც გახსოვს რა გითხარი ? - არა არ ვყვიროდი ამას უფრო ღრიალი ერქვა - კი კარგად გახსოვს !!! და კიდე ბევრჯერ გაიხსენებ მაგ სიტყვებს , და ყოველთვის როცა გეგა რამეს დამიშავებს ყოველთვის გაგხსენებ , გინდა ეხლაც გითხრა ? გეტყვი , შენი ბრალია დედა შენი ბრალია რო დავბრუნდი , შენი ბრალია რომ უკან მომიწია დახევა მაშინ როცა ძლივს გადავწყვიტე რომ ყველაფრისთვის წერტილი დამესვა , შენი ბრალია . შენი !!!!! რამდენჯერაც მცემს იმდენჯერ ავიტან მაგრამ იმდენჯერვე დაგირეკავ და გეტყვი რომ ცხოველივით მცემა , ერთ მშვენიერ დღეს კიდევ სახლში მოგისვენებენ შვილს , რადგან ან ის მომკლაავს ან მე მოვიკლავ თავს - ცრემლები სცვიოდა თვალებიდან , მაგრამ არ მეცოდებოდა , ვიცი რომ ვუყვარვარ მაგრამ მარტო სიყვარული საკმარისი არ არის , ის არასდროს მდგომია გვერდით , სამაგიეროდ ყოველთვის მაკრიტიკედა როდესაც რამეს ვაშავებდი , ლაპარაკი აღარ გამიგრძელებია, სამზარეულოდან გამოვედი და ჩემს ანგელოზებს მივუწექი გვერდით , ვფიქრობდი წარსულზე , მინდოდა გამეხსენებინა ერთი ბედნიერი შემთხვევა მაინც რომელიც გეგასთან მაკავშირებდა , მაგრამ არა ვერ ვიხსეენებდი მიუხედავდ იმისა რომ იყო ბედნიერი პერიოდიც , სულ ესე არ ვყოფილვართ მაგრამ იმდენად გადაფარა ამ საშინელმა მომენტებმა ყველაფერი კარგი , რომ საერთოდ წაიშალა ის პერიოდები ჩემი გონებიდან, და მივხვდი რომ მხოლოდ ორი რამ იყო ამ 4 წლის მანძილზე რაც მაბედნიერებდა , საბა და ნიკა , ანგელოზები ვისთვისაც ვცხოვრობდი. მოკლედ მოგიყვებით ჩემზე , მე ნენე მესხი ვარ , 20 წლის , 2 შვილი მყავს . 2 წლის საბა და 1 წლის ნიკუშა, 17 წლის ვიყავი როდესაც შეყვარებულთან ერთად ცალკე გადავედი საცხოვრებლად , მაგრამ მალევე დავფეხმძიმდი და ურთიერთობის გაოფიციალურება მოგვიწია , რაზეც არცერთი არ ვწუხდით , პირველი და განმეორებელი სიყავრულის დაკარგვის შემდეგ თითქმის 1 წელი იყო გასული როდესაც გეგა გავიცანი , ჩევულებრივი ბიჭი იყო არაფრით გამორჩეული , რომ გითხრათ მოვიხიბლე თქო მოგატყუებთ განსაკუთრებული ყურადღებაც კი არ მიმიქცევია , (მეგობრის სახლში შევხვდით ერთმანეთს სადაც ჩემს მეგობართან ერთად ცხოვრობდა) მერე აღმოჩნდა რომ მოვეწონე , რასაც მე ვერ ვამჩნევდი და როცა ჩემმმა მეგობრამა მითხრა მოსწონხარო , გაცოფებულმა გავასავსავე ხელები რას ამბობ ხო იცი მე გიო მიყვარს თქო , დროთა განმავლობაში ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, თითქოს რაღაც ინტერესი გამიჩნდა მის მიმართ , მაგრამ ალბათ უფრო იმიტომ გადავერთე მასზე რომ მინდოდა გიო დამევიწყებინა , თავიდანვე ცუდი ხასიათის პატრონი იყო გეგა , მუდმივად ვკამათობდით მაგრამ თითქოს ეს მიზიდავდა მასში , მესაკუთრეობა და ძალაუფლების წყურვილი ახრჩობდა , მე კი მაშინ 16 წლის გოგო ვიყავი ვისაც უხაროდა ეს ყველაფერი , 6 თვე გავატარეთ შეყვარებულის სტატუსით დროთა განმავლობაში იმდენად შემიყვარდა , ასე მეგონა ყოველშემთხვევაში , ფეხებზე დავიკიდე მეგობრები , დაქალები, უბრალო ნაცნობები, თითქოს არავინ არსებობდა მის გარდა ჩემთვის, გეგას ეს მოსწონდა , მერე მითხრა რომ მასაც ვუყვარდი, 6 თვის შემდეგ კი ერთად გადავედით საცხოვრებლად , 1 თვეში კი ჰოი საოცრებავ გეგამ პირველად მიღალატა , სიყვარული ბრმა არისო რომ ამბობდნენ სულ მეცინებოდა მაგრამ მერე მივხვდი რომ მართალი ყოფილა , რამდენჯერაც ამ თემაზე ვიკამათებდით იმდეჯერვე რაიმე სისულელეს იფიქრებდა მე კი ვუჯერებდი , მას არა უფრო საკუთარ თავს ვაჯერებდი , ეს პერიოდი იყო როცა გავიგეთ რომ ფეხმძიმედ ვიყავი , არც გაგვკვირვებია და არც გვწყენია თითქოს ეს მოსალოდნელიც იყო , ძალიან ჩვეულებრივად გავაოფიცალურეთ ჩვენი ერთად ყოფნა და საბოოლოოდ დავირქვით დაქოწინებულნი . დიდი ძალისხმევის შემდეგ გეგა დაშორდა იმ გოგოს რომელმაც არც კი იცოდა რომ ვარსებობდი , მას შემდეგ თითქმის 4 წელი გავიდა , ცოტა ბედნიერებით, ცოტა ღალატით, ბევრი ჩხუბით, შეურაწყოფით ცემით, ჩემი სიყვარული კი ნელ ნელა , ეტაპობრივად გაქრა მის მიმართ , ცუდი ადამიანი არ არის , უბრალოდ ქმარია საშინელი, თორემ მამა , სანატრელია ბავშვებისთვის , გიჟდებიან ბიჭები მამაზე და მამა ბიჭებზე , ერთადერთ რაც მაკავებს დღემდე ესაა , არ მინდა რომ უმამობა იგრძნონ , მოენსტროთ , ეტკინოთ, გეგაც მეცოდება მე ხომ ვიცი როგორ გაუჭირდება მათ გარეშე , მაგრამ ამ ყველაფერს ვეწირები , ვპატარავდები , სული მიპატარავდება დღითიდღე და ერთ დღესაც ალბათ უბრალოდ გავქრები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.