შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ARASDROS GINANEB... (II ნაწილი)


22-04-2018, 20:38
ნანახია 1 494

მოყოლას ცოტა შორიდან დავიწყებ.8 წელია ჟურნალისტი ვარ. კარგი ანაზღაურება მქონდა ყველგან სადაც ვმუშაობდი. მარტო ვცხოვრობ წლებია.დამოუკიდებელი ცხოვრება, ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზია.
ალბათ ახლა რომ შეგეძლოთ მკითხავდით:„სადაა ბავშვის მამა?“
მან არ იცის ბავშვზე,მე გავიქეცი მისგანაც...
მე და თორნიკემ ერთმანეთი ერთი წლის წინ რესტორანში გავიცანით.მე ჩემი მეგობრის,ის კი გვერდით მაგიდასთან, თავისი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდა.როგორც შემდეგ მითხრა,დამინახა თუ არა მოვეწონე.მოვიდა ჩემთან და მთხოვა ვიცეკვოთო. დავთანხმდი და ასე დაიწყო ყველაფერი. რამოდენიმე დღეში, ისევ შევხვდით.ეს შეხვედრა არ იყო არც რესტორანში არც ბარში და არც ისეთ ადგილას,სადაც ცდილობენ ერთმანეთზე შთაბეჭდილება მოახდინონ.ჩვენ ერთმანეთს პატარა და მყუდრო კაფეში შევხვდით.ყავა დავლიეთ და მერე ბევრი,ბევრი ვისეირნეთ ფეხით, ვლაპარაკობდით და ორივეს გვეტყობოდა,ასე სრულიად უბრალოდ,ყოველგვარი გეგმების და მიზნების არსებობის გარეშე ორი ეეთმანეთზე მიჯაჭვული ადამიანი გავხდით. ყოველი დღე ეეთმანეთით იწყებოდა და მთავრდებოდა. სიგიჟემდე მიყვარს თორნიკე და მასაც ვიყვაარვარ,მაგრამ მე დღეს მისგან გამოვიქეცი და თან ჩვენი შვილი წამოვიყვანე.
თორნიკე მესამე კურსის სტუდენტია.ბიზნეს მენეჯმენტზე სწავლობს. ერთადერთი შვილია მშობლებისთვის,რომელზედაც ამყარებენ ცხოვრების გეგმებს.
არც მე და არც თორნიკეს არასოდეს შეგვქმნია პრობლემა ჩვენი ასაკობრივი სხვაობის გამო.მე პირიქით,ვხუმრობდი კიდეც,ვინ დიდია და ვინ პატარა ჩეე ხვდებითთქო. სამსახურის შემდეგ,ყოჩელთვის ერთად ვატარებდით დროს.
ოთხი თვის მერე ,თორნიკემ გადაწყვიტა და მშობლებს უთხრა, რომ შეყვარებული იყო. დაიმტერესდნენ ვინ ვიყავი, შევეფერებოდი თუ არა.როგორი ოჯახიდაან ვიყავი,მისაღები თუ ვიყავი მათი ოჯახისათვის. მათ უარყოფით მოლოდინსაც კი გადააჭარბა ,იმან რაც სიმართლე იყო.
მე ერთი ჩვეულებრივი ოჯახის შვილი, ჩვეულებრივი ადამიანების წრიდან, ჟურნალისტი,რომელიც მათთვის არასაპატივსაცემო პროფესიად ითვლებოდა,„უპატრონოდ მიგდებული“ ,როგორც ისინი მიწოდებდნენ და პლიუს ამას,თორნიკეზე 7 წლით უფროსი.პირდაპირ,თორნიკეს გრძნობების გათვალისწინების გარეშე,მიიღეს გადაწყვეტილება.ჩვენ უმდა დავშორებულიყავით...
თორნიკეს უთხრეს,რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე უნდა დავეთმე. თორნიკემ კატეგორიული უარი განაცხადა ეს არ მოხერხდება, ან მე და ანანო ერთად ვიქნებით,ან თქვენს შვილობაზე ვამბობ უარსო. ანას არ მოელოდნენ მისი მშობლები. ის ყოველთვის მათი მორჩილი შვილი იყო. ეს ქმედება კი მისას არ ჰგავდა. თორნიკემ ნივთები ჩაალაგა და წამოვიდა სახლიდან.მეგობართან გადავიდა სახცოვრებლად. ეს ყველაფერი მოგვიანებით გავიგე.მანამ კი სანამ ამ ყველაფერს გავიგებდი ჩვეულებრივად გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ჩემთვის არ უთქვამს არაფერი. კი ვამჩნევდი ,რომ თითქოს რაღაც ისე არ იყო.რამდენჯერაც ვკითხე,იმდენჯერ რაღაც უაზროდ მიკიბ-მოკიბა თუ რა მიზეზით იყო უხასიათიდ. 1 თვე მალავდა სიმართლეს,სრულიად შემთხვევით გავიგე. ჩემთან იყო,ფილმს ვუყურებდით ამ დროს მესიჯი მოვიდა. საბა სწერდა,გასაღები დაგრჩენია სახლშიო. შემთხვევით წავიკითხე მესიჯი.ვკითხე ეას ნიშნავდა ეს სიტყვები. აი მაშინ კი ვეღარ დამალა და მომიყვა ყველაფერი...
გავვოცდი,გავვოგნდი,გამიკვირდა,მეწყინა,მეტკინა, გულში რაღაც ჩამწყდა. ერთდროულად ერთმანეთის მსგავსი ემოციები მეუფლებოდა და თანდათან ცრემლებით დამენამა თვალები. ჯერ უხმოდ ვტიროდი,რამოდენიმე წამი.მერე კი როგორც ნადირმა,ჩემთვისაც კი უჩვეულოდ დავიღრიალე საშინელ ხმაზე. ეს ხმა გულიდან,სხეულიდან და ტვინიდან ერთდროულად ამოვუშვი. მახსოვს რა ძალით დავიღრიალე და გონება დამეკარგა...
გონზე რამოდენიმე წუთის შემდეგ მოვედი.თვალები გვახილე და თორნიკეს საოცრად დაბნეული და შეშინებული თვალები დავინახე. წამოვიწიე და ჩავეხუტე მთელი ძალით,მთელი ძალით რაც კი იმ მომენტში,ჩემს სხეულში იყო.
თითქოს გაჩერდა სამყარო. დრო გაიყინა.მიმდოდა ამ დღეს,ამ წუთას და ამ წამს დასრულებულიყო სიცოცხლე. საკუთარი თავი ვაიძულე მელაპარაკა.
-თორნიკე რა უნდა ვქნათ?! რას ვაპირებთ?!როგორ დავიცვათ ჩვენი სიყვარული?! ვთქვი და ისევ ავქვითინდი.
-ნუ ტირი გთხოვ! გამოსავალს მოვძებნი,რამეს მოვიფიქრებ აუცილებლად.
ღამე თორნიკე ჩემთან დარჩა,მე ვტიროდი,ის კი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მეორე დილით უფრო მშვიდათ ვგრძნობდი თავს,მაგრამ როგორც კი გამახსენდა ჩემი.პრობლემა,თითქოს სისხლი გამეყინა ძარღვებში. თორნიკეს შევთავაზე ,იქნებ დაბრუნდე სახლში და შენები შეაგუო ან თუ არ გამოვა ეს ყველაფერი,მერე მოვიფიქროთ რამეთქო. ვერ დავითანხმე. არა,მე უკვე გავაკეთე არჩევანი და ჩემს არჩევანს ეცი პატივიო. გავჩუმდი რადგან ნე ამირჩია,მე და არა თავისი მშობლები. ხმა როგორღა უნდა ამომეღო?! ასე გავიდა 2 თვე. ისევ ისე გვიყვარდა ერთმანეთი და უფრო მეტადაც,რადგან ჩვენი სიყვარული უნდა დაგვეცვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent