დაგიმორჩილებ(თავი მერვე)
უჩემოდ გატარებული ათი დღიდან ყველაფერი დაწვრილებით მოვაყოლე გიორგის. დღე და ღამე გაერთიანებული ჰქონია საცოდავს. ვიცოდი, ვიცოდი, რომ გიორგის მამა ლევანი არ იყო, მაგრამ იმ პერიოდში ეს უბრალოდ ბოდვა მეგონა... მეგონა, რომ ტყუილი იყო... ვფიქრობდი, რომ ლევანის მიერ ჩადენილი მკვლელობა მოგონილი იყო, მაგრამ ამ ყველაფერს იმხელა აურზაური მოჰყვა, შეუძლებელია უბრალოდ ხუმრობად დარჩენილიყო. ამის შემდეგ არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ჯერჯერობით აქედან წასვლას არ ვაპირებ. სულიერად მინდა დავმშვიდდე, შემდეგ კი ქალაქს დავუბრუნდები, ნახევრად დალაგებულ კოშმარს. ლევანს სათანადოდ გავუსწორდები, შემდეგ ყველაფერს გვერძე გადავდებ და სხვა ქვეყანაში გავემგზავრები. დიდი ხანია გავიძახი, რომ უნდა წავიდე ყველასგან და ყველაფრისგან შორს- მეთქი, მაგრამ არცერთხელ გამომივიდა. ამჯერად კი სიტყვას არ გადავალ და მართლაც წავალ. დღემ უცებ განვლო. ეს დღეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემი და გიორგის სიყვარულის, ამ ნაგროვი ემოციის დასახარჯად. მთელი დღე გაუნძრევლად ვიყავით ერთმანეთზე მიწებებულნი. შვებას ვგრძნობ, ნამდვილად პროგრესია. ფსიქოლოგიურად დავლაგდი, მაგრამ სულიერად ისევ შეძრწუნებული ვარ. -ჩამოდით ბავშვებო გვეძახის იზა. ჩვენც არ ვაყოვნებთ და პირველ სართულზე ჩავდივართ. -ბე, ლუდი გვაქ? -კი ბებომ გენაცვალოთ, ამასწინათ მარი იყო წასული და ამოიტანა. -მარი? -ხო, დავუშალე, მაგრამ გამიგონა? ეს ისეთი ჯიუტია რო არ ვიცი რა, რა ეშველება. -მოვარჯულებ ამას მე ოდნავ გაკვირვებულმა შევხედე ორივეს. იზა იცინოდა. გიორგიმ კი წამით თვალი ამაყოლა, შემდეგ გამიღიმა და თვალი რაღაც უნებურად, უშუალო ვნებით ჩამიკრა. ჩემს პატიოსნებას ვფიცავ, იგი ასეთი არეული და თითქოს რაღაც ვნებამორეული პირველად მენახა. ისეთი მზერა აქვს, რომ შეუძლებელია სხვა რამ იფიქრო. -ქალაქში წასვლა მინდა... ხვალ დილის რეისით გავყვები მარშუტს. ჩემი შვილის ნახვა მინდა... -იზა ბებო, არ ღირს -ჩემო ლამაზ თვალება შვილიშვილო, არაფერს არ ვკითხულომ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე გამომეპარება... ორივე აქ დარჩებით და არ იცელქებთ, პატარები აღარ ხართ. მე კი ქალაქში წავალ ცოტა ხნით. განმარტოვება არც თქვენ გაწყენდათ -აუ ბებია რა იყო ახლა -გიორგი ხმა არ გავიგო ახლა თქვენი არვიცი ამის შემდეგ რა იქნება ,მაგრამ დარწმუნებული ვარ იზას ქალაქში ჩასვლა მითუმეტეს ლევანის ნახვა უარესობისკენ კი არა უკეთესობისკენ წავა. ეს ქალი იმდენად კარგია და იმდენად შეუძლია არეულობის ოდნავ მაინც გამოსწორება, ცოტაოდენი იმედიც კი ჩამესახა. ის იმედი, რომ ლევანი თვითონ აღიარებს დანაშაულს. იქნებ გონება გაეხსნას და მიხვდეს, რომ ღმერთის წინაშე და არა მარტო ღმერთის, თითოეული ჩვენგანის წინაშე დიდი დანაშაული აქვს ჩანადენი. იქნებ ოდნავ მაინც მიხვდეს იმას, რომ მისი აღიარება, ცოდვას ოდნავ შეუმსუბუქებს. აღიარება ხომ ყველაფერს გამოასწორებს, შესაძლოა ძირფესვიანად არა ,მაგრამ ცოტათი მაინც. შეიძლება ვცდები ,მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემი ფიქრები და ვარაუდები ერთხელ მაინც გამართლდება. -როცა გიყურებ თვალები გეტრფიან, ზღვები და ტბები ერთმანეთს ერწყმიან... უხ როგორ მიყვარხარ მარიამ. -გეყოს გიორგი! დავიღალე შევსჩივლე კოცნისაგან დაღლილმა, დაუღლელ გიორგის, რომელიც მთელი დღეა მთელ სახეს მიკოცნია, აქა-იქ მიკბენს კიდეც და მერე დაკმაყოფილებული ჩაიცინებ, ათ წუთში ისევ წამოუარს და იგივეს გაიმეორებს. -მე მოვალ შენთან და არა შენამდე... -რა პოეზიის საღამოა? ჩავიცინე ხმაურიანად და იზას გავაკითხე გვერდით ოთახში. ოთახში შესვლისას იზას მოვკარი თვალი, რომელსაც თავი დაბლა დაეწია და თითქოს რაღაცას დასცქერისო. -ბებო... -ხო ბებო მოდი, მოდი... ხმა ჩახლეჩოდა და ცრემლებს იწმენდდა. ხელში ოთხკუთხედ ჩარჩშო ჩასმული სურათი ეკავა. ცრემლთა ნაკადი არ უწყდებოდა, გული როგორც ჩანს ძალიან სტკივა. წარმომიდგენია როგორ მდგომარეობაშია... არავინ არაფერს უყვება, მგონია, რომ ამის დამალვამ შეილება არ ატკინოს იმდენად გული, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ჯობია ყველაფერი ვუთხრა. -აქ... ამ ფოტოზე პატარა ლევანია, უსუსური და უმწეო... -ბებო... -მე... მე არც კი ვიცი რა ვთქვა... ის ძალიან შეიცვალა. ერთხელ, აქ იყო მოსული...- გულთან ხელს იჭერდა მთელი ტკივილით წარმოსთქვამდა სიტყვებს- მან... მან მე ხელი დამარტყა. ის დღე არასოდეს დამავიწყდება. სიმწრით გაზრდილმა შვილმა, რომელსაც თავზე ვევლებოდი, თან ვყვებოდი , ყველაფერს ვუკეთებდი იმისათვის, რომ კარგად ყოფილიყო... აი ასე, მოვიდა და ხელი დამარტყა. მიზეზი... მიზეზი ის იყო, რომ მამამისის გარდაცვალება ჩემი ბრალია, მაგრამ ეს ასე არ არის...- ამ ხნის მანძილსე მსგავსი რამ პირველად გავიგე. ქალი რომელიც თითოეული ფეხის ნაბიჯზე სიკეთეს ნერგავს... ამას როგორ გააკეთებდა?!- ვცდილობდი შემეწყვიტა... შემეწყვიტა ბაბუაშენის უმსგავსო საქციელები, მაგრამ არ მისმენდა. მეც ყელში ამომივიდა და მილიციას ჩავაბარე, იქედან კი ორ დღეში დამირეკეს, რომ გარდაიცვალა... -ეს... ეს შენი ბრალი არ არის, მართლა.- ვეცადე ჩემებურად, როგირმე დამემშვიდებინა. მივუახლივდი ნაზად მივეხუტე გულამოვარდნილ იზას. შემდეგ კი დაინტერესებულმა ვკითხე: - რას გიკეთებდა იგი? -ყველაფერს... მირტყავდა, ერთხელ გარეთ გამაგდო კიდეც. ოცდათხუთმეტი წელი მის გარეშე ვიცხოვრე. -მე შენი მჯერა, ბე... -ჩემი იმედი ხართ ბებო თქვენ. როცა გავიგე, რო შემი შვილიშვილი იყავი შენ არ იცი რიგორ გამეხარდა. -იზა ბებო... -ხო, ბებო... ღრმანდ ამოვისუნთქე და ამ ამბის გახსენებაზე ისევ დაძაბულმა ვეცადე სიტუაცია ამეხსნა კვლავ მისთვის. -ლევანმა... საშინელება ჩაიდინა... შემომციცინებდა ისევ საშინელების მოლოდინით. -რა ჩაიდინა? რა გააკეთა მაგ უწმინდურმა არსებამ?! გაცხარებულმა ლამის ყვირილი დაიწყო, მეგონა წუთიწუთზე აფეთქდებოდა, მაგრამ ისევ ტირილი განაგრძო. -დედაჩემი მან მოკლა იზა ბებო... დედა მომიკლა, ამის შემდეგ მას მამა როგორ ვუწოდო. ის... ის უბრალოდ შეშლილია. -... ქალმა სახეზე ხელები მიირტყა და გლოვა დაიწყო. ინანა კიდეც, ასეთი შვილი რატომ გამიჩნდაო. გინახავთ როგორია გაბოროტებული დედა?! ცხოვრებით დაბოღბილი პიროვნება?! ადამიანი, რომელმაც შრომაში განვლო თავისი ცხოვრების თითქმის ყველა ნაბიჯი და ახლა... ახლა?! ახლა ემოციებისაგან დაცლილი, უემოციო ქალი ცდილობს საკუთარი ხელით ჩააბაროს პოლიციას, შვილი... შვილი, რომელიც როგორც ყველა დედას ძალზედ უყვარდა, შვილი , რომელიც არც კი უნდა გასჩენოდა საცოდავს. ჩვენი ცხოვრების ამ სცენარმა, თითქოს სიძლიერე კი არა... სიმამაცე შეგვმატა, გამბედაობა, რომლის გარეშეც ამ სამყაროში არსებობა თითქმის შეუძლებელია. ბრძოლის ველზე ქალი რჩება, ქალი, რომელიც საბოლოო საზღვარს სცდება და ფინიშამდე მიდის. ცხოვრების გასაყარზე უცებ ვიბნევით... განა მხოლოდ მე და შენ?! არა... ეს ცხოვრებისეული პაქტორია. გინახავთ ამომავალი მზე? გინახავთ როგორია თითქმის წითლად შეფერილი ცა და მზე? ის თუ გინახავთ როგორია ის სითბო და მზრუნველობა, რასაც, შენს საყვარელ მამაკაცთან განიცდი? მე... მე მინახავს და ამით ვტკბები. ისეთივეა მისი შეხება, როგორც ელექტროობა სხეულში... ისეთივეა, როგორც წამში ასი მუხტი სხეულში ... მაგრამ... ყველაზე კარგი ის არის, რომ ეს მტკივნეული კი არა, არამედ უზომოდ სასიამოვნოა. ამ ერთი დიდი კოშმარის შემდეგ, ვგრძნობ, რომ გიორგისთან უფრო დიდი და მჭიდრო გრძნობა მაკავშირებს. ვენდობი. დღეები ისე გადიოდა ერთმანეთთან წამით განშორებასაც ვერ დავუშვებდით. ვხედავ როგორ ცდილობს გიორგი, რომ იმ თემას არ შეეხოს, რომელიც ლევანს ეხება. დარწმუნებით ადასტურებს იმ აუცილებლად დასაშვებ ფაქტს, რომელიც ლევანის დაჭერას უკავშირდება. იგი ისეთი ზიზღითაა მისდამი შემოფარგლული, რომ შესაძლოა ლევანს მანვე დაუშაოს რამე. ვცდილობ რაც შეიძლება დიდ ხანს დავრჩეთ აქ , რადგან როცა ლევანი იქ არის და ამავდროულად ჩვენც იქ ვიქნებით თავის შეკავება დაუშვებელი იქნება. აუცილებლად თავდასხმა და შემდეგ თავდაცვის ინსტიქტი გეგმას ჩაშლის, ასერომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავშეკავებულობა გამოვიჩინოთ, რათა ნება დავრთოთ პოლიციის ჯგუფს ამ საქმეს რაც შეიძლება საფუძვლიანად მიხედოს და გამოიკვლიოს. დღის საჩუქარი გიორგისგან ის იყო, რომ დილით ადრიანად ამდგარა ჯერ იზა მიუყვანია სადგურამდე, შემდეგ კი შაურმა მომართვა მოსვლისთანავე. თანდათან ჩაშავებული თვალები ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება და მის სახეზეც აშკარად ძველი გიორგის ეშმაკური გამომეტყველება ბრუნდება. რაც შემეხება მე... შედარებით გამოკეთებულმა დავუბრუნდი იმ სხარტ და მოღონიერებულ ჩემს სხეულს. გამოფიტული სხეული აღსდგა. ისევ ის გიორგი და მარი დაბრუნდა რაც ადრე ვიყავით, აი მაშინ... პორველად, რომ შევხვდით ერთმანეთს. დილით უზმოზზე შაურმა კი "ასწორებს" , მაგრამ კვების რეჟიმი, რომ ირღვება ეგ უკვე აღარავის ახსენდება. -გიორგი მიდი რა კოლა ამომიტანე- გავსძახი პირგამოტენილი, თან პირს ვიწმენდ. -აუ კაროჩე... რა მოსამსახურედ მაქციე ქალო! გამორბის საპირფარეშოდან გიორგი და გაუჩერებლად მლანძღავს ისე ,რომ სვლასაც არ ანელებს. ???? მესმის როგორ მიჯლიგინებს საფეხურებზე და... მეცინება. შაურმაც მალევე გავაპარტახე... ახლა კი ორსული ქალივით ვბორგავ საწოლში და ველოდები, როდის ამოიტანს გიორგი წყალს. ისიც წამში ოთახში ჩნდება და წყალს მართმევს, თან პასუხად აყოლებს: -იქნებ ინებოთ და აბრძანდეთ, რომ შევძლო ფანჯრების დაღება და შემდეგ საწოლის გასწორება. ზამთარი მოვიდა მარიამ. -რა დროს ზამთარია გიორგი ნოემბერია . -ნოემბრის ბოლოა მარი... უტვინო - ისე რა უცებ გავიდა დრო არა? - ხო აბა შენ აეგრე იწექი მთელი დღე და მალე ზაფხულიც მოვა... -თავხედო! ვიღიმი და საწოლიდან სხარტად ვდგები.ნუ... რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე და გიორგი ერთ ოთახში დავბინავდით... ეს მისი გადაწყვეტილება იყო... მითხრა, რომ ამის ნებას თუ არ დავრთავდი მთელი დღე ოთახში ჩამკეტავდა, მითუმეტეს, რომ იზა მიდიოდა... მას კი ჭკუა არ დაუშლიდა. მეც რას დავკარგავდი ამით და დავთანხმდი. მის გვერდით დაძინება და გაღვიძება უფრო ადვილია ვიდრე მარტო, როცა საკუთარ თავთან ხარ და ყველაფერზე კიდევ მეფიქრება. - შაბათს უნდა წავიდეთ, მარ... -რატო? - დღეს სასამართლოში შედის საჩივარი და მტკიცებულებები... -მერე?! ამას ახლა უნდა მეუბნებოდე ?! -მეც დღეს გავიგე მარი, ირაკლიმ დამირეკა ... -მერე? დაიჭერენ? -ორი დღის განმავლობაში ... -რა? ვერ გავიგე... -ორი დღის განმავლობაში შეეძლებათ დაჭერა, თუ დაიჭერენ მისი დანაშაულები დამტკიცდება თუ არ დაიჭერენ გაასამართლებენ. -და... შაბათს რა ხდება ? -ადვოკატი დაგვკითხავს. -როდის დასრულდება... -სულ მალე... დიალოგის შემდეგ ასე თუ ისე დამშვიდებულმა შხაპი მივიღე და სამზარეულოში ჩავედი. ნოემბერია მაგრამ ისეთი სიცივე, რომ გიორგის ბუხარიც კი აეგიზგიზებინა. სამზარეულოში ფუსფუსებს და ისეთი სურნელი ტრიალებს, რომ თავს სამოთხეში ვგრძნობ. სულ ჭამა... ჭამა... ჭამა... ყელშია სულ ჭამა... მაგრამ როგორ შეიძლება არ ჭამო, როცა გშია... შემწვარი ფილე, ცეზარი და პიცა... ამათზე უარის თქმა როგორ შეიძლება... მახსოვს... ცეზარს დედა, რომ მიკეთებდა თავისი ინგრედიენტებით... ისეთი გემრიელი გამოსდიოდა. - რაზე ფიქრობ? წარსულის მოგონებებიდან გიორგის ხმამ გამომიყვანა . -საჭმელზე... მაგაზე აი მანდ რო ჭრი... მივუთითე ბეკონზე, რომელიც პიცის გარეშეც მიყვარს. -სუფრა გავაწყვე მიდი დაჯე და მოვალ ... მივუახლოვდი, ზურგზე მოვეხვიე, ყურთან ვაკოცე და მაგიდასთან ადგილი დავიკავე. მალევე დაბრუნდა პიცით ხელში... -გიო ლუდი? -რა ლუდი გოგო! ძაან მოუხშირე შენ ლუდის სმას. არშეილება... -კაი რა ლუდია ვისკი ხო არა? -სასმელი ხოა, ეგ ლიმონათი არაა. ლიმონათი თუ გინდა მაცივარშია და გამოიღე მე დავიღალე დილის მერეა არ გავჩერებულვარ . -აუ ჩემი კაი რა დედამთილივით წუწუნებ -დედამთილივით არა, მაგრამ ქმარივით შეგეძლო გეთქვა... თვალი ჩამიკრა და მაინც თვითონ გაეშურა კოლას მოსატანად. -საქმრო მაინც გეთქვა. -ქმარი რო გავხდები რამე შეიცვლება? ისევ ასე ვიქნებით, ნუუ... რაღაც იქნება კიდე, მაგრამ ... -კაი, კაი, მომე ეგ აღარ გააგრძელო... -რა ვერ გაიზარდე... ჩაიცინა და ლუდი მოსვა. -კაი რა... -არ აგცდება -მოვემზადები -როდის დავქორწინდეთ? -ჯერ ხელი მთხოვე -კაი სიყვარულო... დავფიქრდები -დაფიქრდები? -ხო... -რაზე? -როგორ გთხოვო ხელი... -რამე ორიგინალური, თორე არ გამოგყვები -მთლად შენ დაგეკითხები ახლა გამოყოლას და არ გამოყოლად , რო დაგავლო ხელი ეგეც საკმარიასია... -თავხედო -წუნკალო ••შაბათი•• სოფელს ვტოვებთ... ქალაქში ჩასვლა და კოშმარის დაწყება ერთი იქნება. ისევ იმ კაცს ჩავხედავ თვალებში... ისევ მის ბნელ თვალებს შევეჩეხები, იმ თვალებს, რომელმაც დედაჩემის სიკვდილს უყურა. მამაჩემს ვნახავ, ასევე ჩემს დას რაც ძალიან მახარებს . იქნენ ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ... დედის გარეშე, მას ეს ძალიან ენდომებოდა. -სად მივიდეთ? -მამაჩემის სახლში -იქნებიან? -კი, იქ იქნება ლიზაც და დემეტრეც -კაი -მერე დედაშენთან გავიდეთ -... -გიო -ხო... გავიდეთ. სახლს ვუახლოვდებოდით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.