შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმები (თავი მეექვსე)


24-04-2018, 12:46
ავტორი ბიბი
ნანახია 1 942

-სამი წლის წინ, ჩემი ცოლი სახლიდან წავიდა, საშინლად ვიჩხუბეთ, ვერ ეგუებოდა რომ ჯერ კიდევ ვსწავლობდი და არეული გრაფიკი მქონდა რომ ბავშვის მოვლა მარტოს უწევდა, მაშინ ტასო სულ რაღაც ორი თვის იყო. სახლში დავბრუნდი მინდოდა ბოდიში მომეხადა და მეცადა მისი დამშვიდება, მეგობრები მეუბნებოდნენ რომ ეს მშობიარობის შემდგომი სტრესი იყო. სახლში დავბრუნდა ის ჩემოდანს ალაგებდა გადაწყვეტილი ქონდა ჩემი მიტოვება, თითქოს ბევრად ადრე, თითქოს მანამდე სანამ გამიცნობდა. მეც გავუშვი მითხრა რომ არ ვუყვარდი და არც ვყვარებივარ, ბავშვიც კი მიატოვა, ასე ვინ იქცევა?! მე იმდღესვე დედაჩემთან გადავედი და არც მიცდია მისი ძებნა. ვთვლიდი რომ ქალი რომელიც უმწეო ბავშვს ტოვებს არ არის ბედნიერებისა და ოჯახის ღირსი, დავიჯერე მისი სიტყვები და იმ დღის შემდეგ აღარც დავბრუნებულვარ ჩვენს სახლში სადაც ბედნიერი დღეები გავატარეთ. ასე გაიარა სამმა წელმა მხოლოდ ერთხელ ტასოსთვის დედის ანალიზები დამჭირდა და მოძებნა ვცადე ვერსად ვერ მივაკვლიე, ცოტა შემეშინდა კიდეც და პოლიციას მივმართე. ამ რამდენიმე კვირის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ იპოვეს. არც მინდა ფიქრი რამდენხანს იტანჯებოდა. ახლა კი ის ფიქრი მიღრღნის გულს, რატომ არ გავეკიდე, რატომ თავის დროზე მაშინვე არ მოვძებნე, როგორ დავუშვი რომ ასე მარტივდ გავხდი მისი სიკვდილის თანამზრახველი.-ლევანი გაჩუმდა და თითქოს დაიწყო სამუდამო მდუმარება, წამში გაუცხოვდნენ ერთმანეთისთვის. ორივე სხვადასხვა მხარეს სივრცეში იყურებოდა და მათი თვალები ირეკლავდა ღამის განათებებს. დუმილის დარღვევას არცერთი აპირებდა. ლევანს თითქოს გულზე დიდი ლოდი მოეხსნა, გაბედულად ერთიანად ამოისუნთქა. მაგრამ მალევე შეიპყრო უხერხულობის განცდამ. ვის ადარდება მისი ტკივილი და ტანჯვა, ან რატომ უნდა ეზიდა მასთან ერთად ეს მძიმე ხვედრი თამთას. ისიც თანამზრახველად გაიხადა თითქოს ამ არარსებულ დანაშაულში. უცებ გამოერკვა ფიქრისგან ლევანი.
-მაპატიე, მგონი ზედმეტი იყო ეს ისტორია ამ საღამოს არ უნდა მომეყოლა, არ მინდა იფიქრო რომ ამით შენს შეცოდებას ველი ან შენი ტკივილის გადაფარვას ვცდილობ.
-არა, საპატიებელი რა გაქვს მე გაიძულე და შენც მიამბე, მინდა დაგეხმარო მაგრამ როგორ არ ვიცი, თუ შენ საუბარი ოდნავ მაინც გულს გიმშვიდებს, იცოდე მე ყოველთვის მზად ვარ.
მალევე თავიანთ გზას დაადგნენ ორი მარტოსული ადამიანი რომელთან თითქოს ამ საღამოს არავინ ჰყავდათ ერთმანეთის გარდა, თამთა მთელი გზა ლევანსა და მის ცოლზე ფიქრობდა. აქამდე არც კი იცოდა თუ ლევანს ცოლ-შვილი ყავდა ამდენი თვის მანძილზე ერთხელაც კი არ უხსენებია ისინი. გარდა ამისა ახლა საიდუმლოს მფლობელი იყო, ლევანის საიდუმლოსი, ეშინოდა თანაგრძნობის მზერა რომელსაც აუცილებლად მიაპყრობდა ლევანს სხვებსაც არ შეემჩნიათ, ამ ფიქრებმა სრულიად დაავიწყა თავისი კოშმარები და შიშები. ახლა მისთვის ლევანის გამხნევება და დარწმუნება იყო რომ დანაშაულში წვლილი არ მიუძღოდა.
ლევანი კი ამდროს არც კი ფიქრობდა კვლავ ინერციით მივიდა სახლამდე და ძველი ხის კარი რიდით შეაღო, დედა კი რომელიც ყოველსაღამოს ელოდა მის დაბრუნებას სამზარეულოს მაგიდაზე ჩასძინებოდა. ლევანი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა თავზე აკოცა, არ უნდოდა გაღვიძებოდა მაგრამ მზიამ მაინც შეიფხიზლა, ბურუსიდან გამოერკვა, მშვიდად შეხედა მის ერთადერთ საამაყო და ტანჯულ შვილს და გაუღიმა, ამ ღიმილში იყო ყველაფერი, გვერდით დგომაც, თანაგრძნობაც და სიყვარულიც. დედას არ ჭირდება სიტყვები რაიმის დასამტკიცებლად ის მუდმივად გვანახებს თავის გრძნობებს, გამოხედვასა თუ მოქმედებაში. მზია სამაგალითო დედა იყო, შვილს უფლებას აძლევდა დაცემულიყო. რადგან ტკივილი განეცადა ფიქრობდა, რომ ასე უფრო კარგად ისწავლიდა ცხოვრებას, ფეხზე დადგომასა და დაფასებას ბედნიერებისა, სიმშვიდისა, სიყვარულისა, ოჯახისა, ვიდრე დარიგებებითა და რჩევებით. მერე კი ამას თუ მარტო ვერ გაუმკლავდებოდა მზად იყო ღამეები ეთენებინა მის თავთან. გაემხნევებინა, საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა და იცოდა, ჯეროდა ლევანი ყოველთვის იპოვნიდა ძალას საკუთარ თავში და უკეთესი ადამიანი გახდებოდა. ეს მზიას აღზრდის მეთოდი იყო და თვლიდა რომ გაამართლა. ლევანი მშვიდი, გაწონასწორებული, ენერთგული და საამაყო კაცი იყო. ტასოს კვლავ დივანზე დასძინებოდა მამის ლოდინში ლევანი მივიდა, ხელში აიყვანა და ლოგინში დააწვინა, სამზარეულოში დაბრუნდა მზია ჩაის ამზადებდა.
-ღამის საუბარი ჩაისთან გველის?-ღიმილით უთხრა ლევანმა დედას
-თუ წინააღმდეგი ხარ გადავღვრი-მაგიდას მიუსხდნენ დედა-შვილი
-დედიკო, ჩემო ნათელო დედიკო, რომ იცოდე როგორ დავიღალე.- ლევანმა დედის დამჭკნარი მაგრამ ყოველისშემძლე ხელი ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა.
-ვიცი ჩემო დაყვარელო, ვიცი ძნელია შენს ადგილას ყოფნა. ახლა გგონია რომ სამყარო თავზე გენგრევა და იმედიც არსად არის მაგრამ ხომ იცი, ნისლის დროს მთელი ქალაქი იფარება და ვერაფერს ხედავ. თუმცა ეს სამუდამო არ არის ნისლი გაიფანტება და იპოვნი იმ სინათლეს რომელიც გჭირდება. შენ არ მოგაქვს ადამიანებისთვის უბედურება და ბოროტება. თავს ნუ ისჯი ამაზე ფიქრით.
---
ლევანი და თამთა ამ ამბავმა უფრო დაახლოვა სამსახურის მერე ხშირად დადიოდნენ ჩაის თუ ალკოჰოლის დასალევად, თამთა ცდილობდა მუდმივად თანაგრძნობა გამოეთქვა ლევანისთვის, ის კი უფრო იკეტებოდა ამდროს, არ უნდოდა თავი უმწეო ადამიანად ეგრძნო, რომელსაც დასაყრდენი ჭირდებოდა თუმცა დროთა განმავლობაში ეგუებოდა იმ ფაქტს რომ თამთა მისი დასაყრდენი და იმედი გახდა.
ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო როდესაც პაციენტი მოიყვანეს, წინასწარი ინფორმაციით მრავალი მოტეხილობა, თავის ტრამვა და შინაგანი დაზიანებები ჰქონდა, ყველა სასწრაფოს მანქნას ელოდებოდა, პაციენტი 27 წლის მამაკაცი იყო მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და პირდაპირ მეზობლის მანქანას დაეცა. ლუკა ამაშუკელი.
-ღმერთო ჩემო-პაციენტის დანახვისთანავე შეიცხადა თამთამ და ადგილზე გაშეშდა.
-გაინძერი სწრაფად, რას ჩამოდექი.- უყვირა ლევანმა, პაციენტი მიმღებში შეიყვანეს, თამთაც შევიდა ყველა ლუკას გვერდით მოგროვილიყო "ჯერკიდევ გონზეა" "თითქმის ყველა ძვალი მოტეხილი აქვს" ხმები შორიდან ყრუდ ჩაესმოდა თამთას, სასწრაფოდ გარეთ გავიდა ჰაერი არ ჰყოფნიდა. პაციენტს ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, მუცლის ღრუში სისხლდენა შეაჩერეს და ინტენსიურ პალატაში მოათავსეც, თამთაც გონს მოეგო როცა ყველაფერი დასრულდა. პალატასთან დადგა და ლუკას უყურებდა თან მთელი ცხოვრება კადრებად დაურბოდა თვალწინ.
-კარგად ხარ? სად დაიკარგე? -ლევანი გამოვიდა პალატიდან- ჰეი, ჩემი გესმის?
-ჰო, მესმის.- ძლივს ამოილუღლუღა თამთამ.
-მოხდა რამე? ვინ არის ეს ბიჭი? იცნობ?
-კი ვიცნობ, როგორ არის? გადარჩება?
-ჯერ ამის თქმა რთულია დილამდე უნდა დავაკვირდეთ თუ ტვინის აქტივობა შევნიშნეთ მოტეხილობებს მივხედავთ. ვინ არის?
-ჩემი და ჩემი ძმის ბავშვობის მეგობარი, ერთად გავიზარდეთ, თუმცა რაც ჩემი ძმა გარდაიცვალა მას შემდეგ იშვიათად ვკონტაქტობდით, თითქოს ის გვაერთიანებდა. რა მითხარი? გადარჩება ჰო?
-იმედი მაქვს კი, გამაგრდი ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, იღბლიანია მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და ჯერ კიდევ ცოცხალია.
-არა, უნდა გადარჩეს, მეორე ძმას ვერ დავკარგავ.-ლევანს არ უსმენდა თამთა თავისთავს ელაპარაკებოდა არც ექიმი იყო ამ მომენტში და არც სამედიცინო ტერმინების გაეგებოდა რამე. ახლა ოჯახისწევრი იყო, და, ახლობელი.
-მოდი ასე მოვიქცეთ სენ სახლში წადი დაისვენე გამოიძინ მე კი ლუკასთან დავრჩები.- მძრუნველი ხმით უთხრა ლევანმა.
-არა, სახლში არ მინდა მეც დავრჩები მინდა მის გვერდით ვიყო, მაშინაც კი თუკი არაფერი შემეძლება მინდა იგრძნოს რომ აქ ვარ.
თამთამ დედას დაურეკა და უთხრა რომ დღეს კლინიკაში რჩებოდა თუმცა არ უთქვამს ვის სარეცელთან აპირებდა ღამის გთენებას. მის მშობლებსაც საკუთარი შვილივით უყვარდათ ლუკა და აჯობებდა პირადად ეთქვა თამთას ეს ამბავი. მთელი ღამე სკამზე გაათენეს, ლევანი მილიონ რამეზე ელაპარაკებოდა მაგრამ თამთა სიტყვას არ ძრავდა, ლევანს მისი დარდის გაფანტვა და დამშვიდება უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო ვერ გაუქარწყლა წუხილი. ასე დაათენდათ და ლუკას მდგომარეობაც მძიმე მაგრამ სტაბილური იყო,ოპერაცია გაუკეთეს კვლავ მაგრამ გონს არ მოდიოდა, თამთა ემუდარებოდა, ლამის დაუჩოქა ლევანს მეგობარი გადამირჩინეო, ის კი ერთსა და იმავეს იმეორებდა რომ დრო იყო საჭირო, რომ უნდა ეთმინა, მაგრამ როგორ? ეს სიმძიმე რომელიც მხრებზე აწვებოდა მოსვენებისა და თმენის საშუალებას არ აძლევდა. ლუკას ოჯახის წევდები და მეგობრები ათენებდნენ და აღამებდნენ საავადმყოფოს ფოიეში, ხოლო თამთა ცდილობდა დამალვოდა, გაქცეოდა, მათთვის სათქმელი არაფერი ჰქონდა. ან რა უნდა ეთქვა როგორ გაემხნევებინდა ისინი როცა თავადაც ვერ დაერწმუნებინა საკუთარი თავი რომ ლუკა აზრზე მოვიდოდა. ბევრი ლოდინი არ დასჭირდათ ლუკა ერთ კვირაში მოვიდა აზრზე, მისი პალატის კართან კვლავ თამთა იჯდა დაელოდა, მოუთმენლად ელოდა მის გონზე მოსვლას. უკვე ღამის სამი საათი ხდებოდა როცა პალატიდან ხმა მოესმა სასუნთქ მილს ეწინააღმდეგებოდა, შურდულივით შევარდა პალატაში და ექთანს უხმო, მილის ამოსაღებას.
-ძვირფასო, ჩემო ძვირფასო, მადლობა ღმერთს რომ დაგვიბრუნდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent