ერთი ნახვით შეყვარება(თავი4)
კინოს ყურება დავამთავრეთ როდესაც გაბრიელმა წამოიძახა _აუჰჰ დაღამებულა,კაი წავედი დანიელა (მითხრა და ლოყაზე მაკოცა) კარამდე მივაცილე. წავიდა თუ არა ეგრევე ტელევიზორი ჩავრთე და ახალი ამბების ყურება გავაგრძელე,არ მახსოვს როდის ჩამეძინა მაგრამ,როცა გავიღვიძე ისევ დივანში მეძინა. შხაპი მივიღე,ლამაზად ჩავიცვი და სამსახურისკენ გავეშურე. დღეს გაბრიელი არ გამოჩენილა.(ნეტავ სად არის?! ვფიქრობდი მთელი დღე როდესაც ტელეფონზე ესემესი მომივიდა,გაბრიელი იყო.) "სამსახურის მერე პარკში გელოდები" "რა მინდა პარკში"?(მივწერე მაგრამ პასუხი აღარ გაუცია. მეც სამსახურის მერე პარკში წავედი,დიდი ხანი ვიყურებოდი აქეთ-იქით მაგრამ გაბრიელი არ გამოჩენილა.რა ლამაზი იყო პარკი,ისეთი სიმშვიდე იყო... არც ისე ბევრი ხალხი იყო,მეც ისეთ ადგილას წავედი სადაც მხოლოდ მე ვიქნებოდი და თავისუფლად შევძლებდი დასვენებას. დიდი ხანი ველოდე გაბრიელს. ბოლოს ტელეფონი ამოვიღე რომ მესიჯი გამეგზავნა მაგრამ მოულოდნელად ვიღაცამ პირზე ნაჭერი ამაფარა,დაკივლებაც ვერ მოვასწარი,ჩამეძინა. როდესაც თვალები გავახილე საშინელ ადგილას ვიყავი,დამტვრეული კედლებით ირგვლივ სიცარიელე იყო. მე კი სკამზე დაბმული ვიყავი და ადგილიდანაც კი ვერ ვინძრეოდი. ბევრი ვიყვირე რომ დასახმარებლად ვინმე მოსულიყო მაგრამ როდესაც მივხვდი რომ ჩემს ყვირილს აზრი არ ჰქონდა გავჩუმდი. ალბათ ნახევარი საათი ვიჯექი ესე. ბოლოს კარის გაღების ხმა გავიგონე(სიმართლე გითხრათ ძალიან მაინტერესებდა ვინ იყო ჩემი გამტაცებელი,მე ხომ თითქმის არავის ვიცნობდი) კარი გაიღო და ღმერთოო!!! ნეტავ არ მენახა... გამოიცანით ვინ იყო? ისეთი ადამიანი ვისზედაც ეჭვსაც კი ვერ მივიტანდი! დიახ,გაბრიელი იყო! ვერ გავიგე ჩემთან რა უნდოდა,მან ხომ რამდენიმე დღის წინ მითხრა რომ "სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი" ეს,ეს არამზადა. _გაგიკვირდა დანიელა?(ჩაილაპარაკა და ახარხარდა) _დიახ,გამიკვირდა თან შენგან!რა გინდა ჩემგან თავი დამანებე _მე გითხარი რომ"სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი",შენ კი მითხარი რომ ჯერ კარგად უნდა გაგვეცნო ერთმანეთი...მაგრამ ვიცი ვინც გიყვარს დანიელა,შენ,ის არამზადა დამიანე გიყვარს...ვიცი რომ მასაც უყვარხარ და ამიტომ შემოვედი შენს ცხოვრებაში,მართალია შენ არაფერ შუაში ხარ მაგრამ,ეს ყველაზე კარგი შანსია იმ არაკაცი დამიანეს დასატანჯავად. _რაა,რას ლაპარაკობ?რა გინდა დამიანესთან? ან ჩემთან გამიშვი გთხოვ... _დამიანეს ჩემი და უყვარდა,ჩემს დასაც სიგიჟემდე უყვარდა ის არამზადა,შეყვარებულები იყვნენ,მაგრამ იმ დღის მერე როდესაც რესტორანში მოვიდა შენ დაგინახა...და დაავიწყდა ჩემი ნუცა,ერთი ნახვით შეყვარება ხომ გაგიგია?აი ეგ მოუვიდა შენს დამიანესაც,რის გამოც ჩემი უდანაშაულო და დაისაჯა.მეც რესტორანში ვიყავი მაგ დროს და ვუყურებდი დამიანეს როგორი თვალებითაც გიყურებდა,მინდოდა მომეკლა ეგ ნაბი*ვარი.რესტორანიდან წამოვიდა თუ არა ჩემს დას დაურეკა და უთხრა რომ უნდა შევხვდეთო. მივიდა ჩემი "და"და ესე უტიფრად უთხრა რომ აღარ უყვარდა. ჩემი ნუცა მანქანაზე დაჯდა და გიჟივით გამოვარდა იქედან,რის შემდეგაც იგი ავარიაში მოყვა და დაიღუპა. გგონია ამას დავივიწყებ და შენს დამიანეს ჩვეულებრივი ცხოვრების საშუალებას მივცემ? ისიც მოკვდება როგორც ჩემი და მოკვდა.არ ვაცოცხლებ კარგად დაიმახსოვრე. (ხმა ავერ ამოვიღე,ნუცაც ძალიან შემეცოდა,ღმერთო დამიანე ესე როგორ მოიქცა?ვტიროდი და ჩემთვის ფიქრებში ვიყავი გართული გაბრიელისთვის აღარც შემიხედავს.) _ალო,დამიანე ხართ?(ტელეფონში ვიღაცას ელაპარაკებოდა) *** _თუ გსურთ რომ თქვენმა საყვარელმა დანიელამ იცოცხლოს ეხლავე მითითებულ მისამართზე მოდით(მისამართს მესიჯით გამოგიგზავნით) უთხრა და ყურმილი დაკიდა. _ეხლა მოვა შენი გმირი,ან საერთოდ შეიძლება არ მოვიდეს და შენც საიქიოსკენ გაგისტუმრებ. (ღმერთო ეს რა ნაგავთან მქონია საქმე?ამდენი ხანი უტიფრად მატყუებდა,არარაბა ხარ გაბრიელ არარაობა!!ვფიქრობდი ჩემთვის.) **** _აი შენი გმირიც მოდის(დაიძახა გაბრიელმა) _დამიიაანეე, დამიაანე ,მიშველე გთხოვ(ვყვიროდი მე) _გოგო გაუშვი ეხლავე თუ არ გინდა რომ აქვე სიცოცხლეს გამოგასალმო(უთხრა დამიანემ და მუშტი მოამზადა დასარტყმელად) _ოჰ,ოჰ,რა სიმამაცეა ბატონო დამიანე(ტაში დაუკრა გაბრიელმა და ახარხარდა) _დააბით(დაიყვირა გაბრიელმა) მაგრამ უცებ ალექსანდრე ,ერეკლე,დემნა და თორნიკე შემოცვივდნენ პოლიციასთან ერთად. გაბრიელს ბორკილები დაადეს წაყვანას უპირებდნენ როდესაც ხმამაღლა იყცირა _ეს ასე არ დამთავრდება დამიანე შენც და დანიელასაც ერთად მოგკლავთ და თქვენს ძმაკაცებსაც დავაყოლებ თან,ნუცას სიკვდილს არ შეგარჩენ შე არამზადა,ნაბი*ვარო,(ყვიროდა ბოლო ხმაზე სანამ მანქანაში ძლივს-ძლივობით არ ჩასვეს.) ღმერთო აშკარად ფსიქოპატია გავიფიქრე ჩემთვის. _კარგად ხარ დანიელა?(მკითხა დამიანემ) _გმადლობ,კარგად ვარ სახლში ჩემით წასვლას ვაპირებდი როდესაც დამიანემ მხარზე ხელი დამავლო და მანქანაში ძალით "შემაგდო". _ჩემითაც წავიდოდი სახლის მისამართი ვუკარნახე. _დიდი მადლობა(ვუთხარი და წავედი) ღმერთო გაბრიელმ ეს როგორ გამიკეთა?!არამზადა,მთელი ღამე გაბრიელზე ვფიქროდი,ვერ ვიძინებდი,ძალიან მეშინოდა რომ ისევ წამიყვანდა. ამ დროს კარზე ზარი გაისმა საწოლიდან შევხტი. ღმერთო ვინ უნდა იყოს ღამის 12 საათზე?!ნუთუუ ისევ ის არის! კარი გავაღე და ყველა შიშმა ჩაიარა და ეხლა სახეზე უფრო გაკვირვება დამეტყო _დამიანე აქ რა გინდა? _არ შემომიშვებ? _რა თქმა უნდა არა ღამის 12 საათზე სახლში უცხოებს არ ვუშვებ ,მაპატიე კარის დაკეტვას ვაპირებდი როდესაც ხელით შეაჩერა. _რა გინდა დამიანე? პასუხი არ უთქვამს ისე შემოვარდა სახლსი და იქვე დივანზე მოკალათდა. _დანიელა შენთანსალაპარაკო მაქვს მოდი აქ დაჯექი(მანიშნა ხელით დივანზე) ოოჰჰ ისე მეუბნება დაჯექიო თითქოს და მისი სახლი იყოს. _გისმენ,მალე თქვი შენი სათქმელი და წადი _მოკლედ რაც შენი ისტორია გავიგე მაგის მერე ვცდილობდი შენი მშობლების შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძებნას,იცოდე არ შემაწყვეტინო. მთელი 1 თვე იმიტომ არ გამოვჩენილვარ რესტორანში რომ ინფორმაციას ვაგროვებდი,და გავარკვიე... (რა გაარკვია?)ვფიქრობდი ჩემთვის. _რა?რა დამიანე სწრაფად თქვი მალეე _შენი მშობლები ცოცხალი არიან,შენ გეძებდნენ თავშესაფარში მთელი 9წელი მაგრამ ვერ გიპოვეს. (თვალებიდან ცრემლები გადმომიგორდა) _რატომ დამტოვეს?რა იყო ამის მიზეზი?(ვთქვი და თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლები მოვიწმინდე), _როგორც ჩანს სამწუხაროდ დედაშენი ძალადობის მსხვერპლი იყო.სულ პატარა იყავი ტითქმის 1-2 წლის როდესაც დედაშენმა მამაშენი მოკლა. _რაააააა?(თვალები გამიფართოვდა) _ჰო დანიელა,დედაშენი ციხეში გადაიყვანეს შენ და შენი ძმა კი თავშესაფარში/ _ძმააა? _ჰო თურმე ძმაც გყოლია,ალექსანდრე ერქვა. ეს ძალიან გამიხარდა მაგრამ სად იყო ეხლა ის? _მაგრაამ დამი სად არიან ისინი? _დედაშენი ვიპოვე, ის ძალიან მდიდარია დანიელა,როგორც ჩანს შენი ვარაუდი არ გამართლდა,შენ ხომ გეგონა რომ უფულობის გამო დამტოვეს ალბათო?სინამდვილესი იგი მილიონერია. _და ჩემი ძმა ჩემი ძმა სად არის? _ისიც თავშესაფარში იყო მასაც ეძებდა დედაშენი მაგრამ ვერ იპოვეს,როგორც ჩანს ისიც სრულწლოვანია და წამოვიდა იქედან. _ჰო მართლა დანიელა მთავარი შენი გვარიც გავიგე _რაა??მითხარი ჩქარა დამიანე _ცააავა ღმერთო დანიელა ცააავა?რა ლამაზიგვარი მქონია და ტირილი დავიწყე. _მადლობა დამიანეე,და ჩემს დედას ჰო მას რა ჰქვია? _ნინო მაქაცარია. ნინო მაქაცარია დედაჩემია ღმერთო რა ბედნიერი ვარ. _დამი წამიყვანე გთხოვ გემუდარეი. _კარგი წამოდი. სწრაფად ჩავიცვი და დამიანეს მანქანაში ჩავჯექი. დედაჩემის სახლთან მივედით თუ არა პირი ღია დამრჩა იმხელა სახლი იყო ღმერთო,ალბათ ჩემი სამ სართულიანი ბინის ხელა მთლად იყო. ლამაზი ბაღი და ყვავილები იყო დარგული. დიდი ფანტანი იყო ეზოში,რა საოცარი სახლი იყო. ****** კარზე დავაკაკუნეთ და ღრმადჩავისუნთქე ძალიან მეშინოდა მასთან შეხვედრის. კარი ასე 35-40 წლის ქალმა გაგვიღო, ის ძალიან ლამაზი იყო,ღმერთო ჩემო ნუთუ ეს დედაჩემია? _მოდი დამიანე. როგორც ჩანს დედაჩემი დამიანეს იცნობდა. _ქალბატონო ნინო ეს დანიელა ცაავაა თქვენი შვილი რომელიც თავშესაფარში დატოვეთ. რააა?(გაგიჟდა ნინო) _დიახ ეს ისაა ვისაც მთელი 9 წელი ეძედით. _ღმერთოო შვილო (ტირილი დაიწყო მან და მაგრად ჩამეხუტა) თავიდან სანამ დედაჩემს ვიპოვიდი მეგონა რომ მას იმას ვერასდროს ვაპატიებდი რომ თავშესაფარში წამიყვანა,მაგრამ ,ეხლა ყველაფერი სხვანაირადაა,მის ჩახუტებაზეც კი ჟრუანტელმ დამაყარა. რა თბილი ხელები აქვს დედაჩემს,თურმე რა კარგი გრძნობა ყოფილა როდესაც დედა გეხუტება,მეგონა ამას ვერასდროს განვიცდიდი მაგრამ თურმე ვცდებოდი,ღმერთო დიდი მადლობა რომ ეს ბედნიერებც მაღირსე,მთელი თვრამეტი წლის შემდეგ მე პირველად ვეხუტები დედაჩემს...რა კარგი სუნი აქვს,რა ტკბილი კისერი...! ღმერთო მის ცრემლებს ჩემს კისერზე ვგრძნობ,ჩემი საყვარელი დედიკო _დედა(ჩავიჩურჩულე მე და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა) _ჰო შვილო მე დედაშენი ვარ ჩემოპატარა იმედია მაპატიებ რომ თავშესაფარში წაგიყვნე,შენ გგონია არ განვიცდიდი?ყოველდღე ვწყევლიდი ჩემს თავს... _გაპატიე დედიკო გაპატიე(ღმერთო რა ლამაზად ჟღერს სიტყვა"დედიკო"ცუდად ვარ უკვე ჰაერი აღარ მყოფნის.) კიდევ 5 წუთი ვიყავით ასე ჩახუტებულები შემდეგ კი მოვშორდით ერთმანეთს. მთელი ღამე ვლაპარაკობდით დამიანეც კი ჩვენთან დარჩა. მეც დედაჩემთან დავრჩი საცხოვრებლად. *** დილით როცა გავიღვიძე თვალების გახელის მეშინოდა შეიძლებოდა რომ ეს ყველაფერი სიმზარი ყოფილიყო,მაგრამ როცა დედაჩემს მოვკარი თვალი ,სიხარულით წამოვხტი ლოგინიდან შხაპი მივიღე და ჩავიცვი. ქვემოთ ჩავედი და ვნახე რომ დედაჩემი და დამიანე საუბრობდნენ. _ძილისგუდა ამდგარა (თქვა დამიანემ) ** ესეც მეოთხე თავიი შეაფასეეთ დანიის მშობლებიიც ვიპოვეთ;დდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.