შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

20 წამი (1)


24-04-2018, 19:23
ავტორი elenee))))
ნანახია 1 241

-გახსოვთ , კატომ მანანას სკამზე ჭიკარტები , რომ დაუდო და დირექტორთან, რომ ჩაიყვანეს და დირექტორი ლომაიამ ქართულის კაბინეტში ჩაკეტა?-იფხრიწებოდა სიცილისგან მიშო და სხვებიც აყოლილები და თან მააგარი ნასვამები ბოლო ხმაზე ჭიხვინებდნენ. ჰო, სანამ ძველ კლასელებთან შესახვედრად და სკოლისდროინდელი გრეხების გასახსენებლად წახვალ ბამბის წაღება არ უნდა დაგავიწყდეს , რომ მაგრად შეითხარო ყურებში სანამ ყრუ დაგტოვეს!
-აუ ის , ელენე რო მოწონდა ირაკლის და ერთხელ სახლთან , რომ დახვდა სიყვარული, რომ აუხსნა და ელენემ მაგარი რო ჩააზილა და მაგის მერე შრამით დადიოდა სკოლაში და პირთან პირბადე ჰქონდა ხოლმე აფარებული?!-ელენეს თავისი გრეხის გახსენებაზე წვენი გადასცდა და ხველება აუტყდა,
-არც შენ გაქვს ნაკლები "ვაჟკაცობები" ჩადენილი ცომაია რა! გახსოვთ, ნიკო და ლაშა რო აცილებდნენ მერვე კლასში ეკატერინეს სახლში და ვიღაც ბიჭები , რო გამოუხტნენ და ლაშას და ნიკოს რო მაგარი შეეშინდათ და ეკომ ერთმანეთზე რო გადააბა ყველა?!-გეგეშიძე უკვე ვეღარ სუნთქავდა და ამას პლუს მერვე ქაბაბს იქანებდა ყბაში, არა კაცო რას ამბობ სულ ვერ ვამჩნევთ ყველაფერი რო გადაძოვე!-აღარ შემიძლიან! ის გახსოვთ აკაკის კატო რო უყვარდა და წერილი რო დაუწერა, რა ეწერა შიგნით?-სულს ძლივს ითქვამს და მეცხრე მწვადიც მიაქვს ყბისკენ.
-რა ეწერა და "კატო მიყვარხარ, შენ ხარ ჩემი მზე"-ო.-კუჭ-ატკივებულმა გავხედე აკაკის და შევამჩნიე , რომ მალე სკამიდან მოადენდა ბრაგვანს-ისე შე კაი კაცო, ეგ იდიოტობა , რომ დამიწერე, დაგეწერა ნუკიზე ლამაზი ხარო და ეგრევე შენი ვიქნებოდი!-თვალებს მრავლისმეტყველად ვაპაჭუნებ და სიცილის მორიგი ტალღისთვის თავს ვიმხნევებ.
-აუ კატუსი, გახსოვს რამხელა ბუშტი ლოყუჩები გქონდა?-მაგიდაზე იწვა ლეო-მეცხრე კლასში ყველა შატალოზე რო ვიყავით და მაგდონალდსში ვიღაც ქალი რო აგეკიდა ლოყებზე მათამაშეო-მუცელზე მოისვა ხელი კეკელიამ და ნინის შუბლზე აკოცა.
-აუ , რამდენი დრო გავიდა!-თავზე ხელი მიიტყაპუნა ზედგენიძემ , თითქოს კაი ღიპიანი 40 წლის კაცი იყოსო!
-აუ იცით რა დრო მინდა ,რომ იყოს?-ახარხარებული ვამბობ,-გეგა , ლაშა და ნიკო რო ვიღაც ბიჭებმა ცემეს და მე , ელენიკო და ნუციკო რო წავედით მაგათთან რაზბორკაზე,-სულს ძლივს ვითქვამ და ახარხარებულ სასტავში ძლივს ვარჩევ ლეოს ნათქვამს:
-კატუს, რომელ კლასში იყავით მაშინ?
-მეშვიდეში,-გაკრეჭილი ვეუბნები და კიდევ ერთხელ მტელი გულითა და სულით ვნატრობ ძველი დროის დაბრუნებას, ჰო ახლა მეც არ ვიყო 77 წლის და წარსულს არ შევნატროდე რა!
-ტატას , რო ლაშამ აკოცა პირველად და მაგის მერე ტატა ყველას გვემალებოდა გახსოვთ?!-ხელგადახვეულ წყვილს შევხედეთ, ლაშა გადაბჟირდა ტატას რეაქციის გახსენებაზე და კიდევ უფრო მეტად მიიხუტა ცოლი.
-აუ, ელენე ისეთებს ვყვებით მაგ ბავშვს ფსი"ხ"იქას შევურყევთ-მუცელზე ვეფერები ელეს და ვუყურებ კლასელებს , რომლებიც ჩემვის ჯერ კიდევ ბავშვები არიან და სულ პატარა ლაწირაკებად დარჩებიან , აი იმეებად ერთმანეთს თავში რო ვუტყაპუნებდით და სიყვარულს ფურცლებით ვუხსნიდით.
-კაწ, გირეკავენ,-ჩაფიქრებულს ტელეფონისკენ მანიშნებს ნინელი და ჩემი დამაბრმაებელი მზერაც მაშინვე ტელეფონისკენ მიიწევს. ჰო, ვის ველოდი უკეთესს?! თორნიკეა.
-ვინაა?-ოხ, მიშო! ამ კითხვის დაფარვით ცდილობს დამალოს როგორ გადაიღო თეფშზე იმდენი ოსტრი მთელ ჩინეთს, რომ დააპურებდა!
-თოკუნკულაა,-პასუხობს ჩემს ნაცვლად ნინელიკო.
-ეგ ბიჭი ნერვებს მიბჟრუალებს, დავაი ვითომ მეშვიდე კლასში ვართ და წამო ტრავმატოლოგიური დავათვალიერებინოთ არ გინდათ?-იდეით მოგვმართავს გეგი.
-გეგი ტრავმატოლოგიურთან ახლოს ფსიქიატრიულია და ხო არ შეგვეარა?-აზრს ვაწვდი და ვეღრიჭები
-მე მერიდებოდა თქმა გოგო რო იქ მინდოდა შენი დატოვება და შენ თვითონ გცოდნია თურმე!
-აუ გეგუშ , ჩემი სიცოცხლე, რომ ხარ ხომ იცი?!-ვხტები და გეგას ვუსკუპდები გვერდით.
-კაი კატუსი, პირდაპირ თქვი რა გინდა.-შუბლზე მკოცნის და გულში მიკრავს, ეს ჩვევა აქვს ბავშვობიდან ოღონდ მხოლოდ ჩემთან, ვოტ!
-მასე მიცნობ ?-"ნაწყენი" ვეუბნები და ლოყაზე ხმაურიანად ვკოცნი.
-აუ , იცით რა გამახსენდა? -იდეამოწოლილი ამბობს ლენო-6 კლასში ჭორები რო გავრცელდა კატუსის და გეგუშას ერთმანეთი უყვართო და მთელ სკოლას ეგრე რო ეგონა 12 კლასამდე ჩვენ გარდა და კატუსის ნერვები რო მოეშალა და ვინც ეს ჭორი გაავრცელა ეკოს რო გააწიხლინა,-ოპააა, ეს ის მომენტია , როდესაც მთელი ღამე ოცნებობ , რომ ეს ამბავი არავინ გაიხსენოს , მაგრამ კუ მაინც გამოყოფს თავს!
-სხვათაშორის, სულ არ მინდოდა მაგ ძუკნას ცემა!-მრავლისმეტყველად ამბობს ეკუსა , მაგრამ ყველა ვხვდებით ახლა რამხელა ტყული დააბრეხვა და ამაზე ისევ სიცილი გვიტყდება.
-ისე, მოდი ვაღიაროთ ჩვენზე მაგარი კლასი მთელ სკოლაში არცერთი იყო და ვერც იარსებებს ვერსად რა!
-აუ, ყველას რო ჩვენ კლასში უნდოდა და ჩვენ რო ჭორებს ვავრცელებდით ამ კლასში ერთი გეი გვყავს და ბიჭი ვინც გადმოვა ეგრევე უყვარდება-თქო და გოგო თუ გადმოდიოდა იმას რო ვეუბნებოდით რესბოსელი გვყავსო გახსოვთ?-ფორთხავს ნუციკო.
-მოვალ ახლავე.-ვეუბნები ბავშვებს და რესტორნის აივანზე გავდივარ, რომ გავიგო ახლა რა დოზანა უნდა თორნიკეს!
ჰო, 63 დარეკილი და 14 მონაწერი. ამას მართლა ჩემი კოჭებხვრეტია შეყვარებული ხომ არ გონია თავი?!
ზარს ვუშვებ და ველოდები როდის დარეკავს, არა ბიჭოს ანგარიშს დავხარჯავ ამის გულისთვინა! წამი არაა გასული , რომ რეკავს და მეც თვალებატრიალებული ვიღებ ტელეფონს:
-სად ხარ?!-მეკითხება გაბრაზებული ხმით.
-რა შენი საქმეა?!
-სად ხარ-თქო?!
-თორნიკე, ერთხელაც თუ დარეკავ კუბოს დაგიდგავ პირდაპირ შენი კორპუსის სადარბაზოსთან! შემეშვი!
უხ , ეს ყოფილები! რატომ არ ესმით , რომ წარსული წარსულია და რომ შორდები ეს ნიშნავს , რომ უნდა წაეთრნენ შენი ცხოვრებიდან?!
-კატო! სალაპარაკო მაქვს!
-წადი და მაკუნას ელაპარაკე , ისედაც ძალიან შეწუხებული ვარ იმ დღეს ჭუკჭუკში, რომ შეგიშალეთ ხელი.-კატაფალკაზე ვარტყმეინებ ახლა ამას თავს მალე თუ არ შემეშვება!
-რა მაკუნა , გაგიჟდი?
-ჰო თოკ, შენ გამაგიჟე სიყვ,-ვეუბნები ზუსტად მაკუნას ხმით და ტელეფონს ვუთიშავ. ორი წუთით ჩაფიქრებული ვდგავარ შემდეგ კი გასვლას ვაპირებ ვიღაც მოზვინულს , რომ ვასკდები და ძირს ვებერტყები, ღმეერთოოოო! არ შეიძლება ერთხელ რამე ისე გავაკეთო, რომ საბოლოოდ ასეთ მდგომარეობაში არ ვიყო?!
-ვინც არ უნდა იყო ილოცე , რომ გადამირჩე!-ვუბღვერ და ფეხზე ვდგები.
-კარში სანამ გახვალ წინ გაიხედე ხოლმე და აღარ მოგიწევს იატაკის მოწმენდა!
-აუფ, დიდი ბოდიში რა, დღეს არ მომისმენია საინფორმაციო გამოშვებისთვის და არ გამიგია, რომ ზოოპარკიდან ვირი გამოექცათ თორე უფრო ყურადღებით ვიქნებოდი! ცხოველთა დაცვის ცენტრში ხომ არ დავრეკო?!-ტელეფონს დემონსტრაციულად ვათამაშებ ხელში და ის ისაა პირის გაღებას აპირებს ღუმელიდან ახლადგამოღებული ვირი , როდესაც აივანზე გოგო გამოდის:
-მათე, ყველა შენ გელოდება, რანაირი იუბილარი ხარ!-უღრნეს გოგო და ტორებში ხელს ავლებს. სავარაუდოდ მათე ხელს აშვებინებს და თითქოს არ უნდა წასვლაო ჩერდება და რაღაც უნდა თქვას კარში , რომ გავდივარ და იქიდან ვაძახებ:
-ამჯერად დაგინდობ დაბადების დღის გამო და არ დავრეკავ, სხვა დროს მიფრთხილდი.
დარბაზში ნელ-ნელა იშლებიან ბავშვები და კიდევ ერთხელ ვგრძნობ როგორ მწყდება გული იმის გაფიქრებაზე , რომ ყველას ერთიანად კიდევ 1 წელი ვერ ვნახავ!
-ბავშვებო, არ დავიკარგოთ რა, შევიკრიბოთ ყველა თვის ბოლოს და ნინელის აგარაკზე მაგარი ვიმწვადაოთ,-იდეას აყენებს გეგეშიძე , აჰა, ეს ისევ საჭმელზე ფიქრობს!
-შენ სად უნდა დაიკარგო ბიჭო, 13 ქაბაბი გაქვს ნაჭამი!-მაინც ვკბენ ბოლოს და დაბღვერილს თვალს ვარიდებ .
ერთმანეთს ვემშვიდობებით და ყველა ჩვენს გზას მივუყვებით, მე და ნინელი ტაქსს ვაჩერებთ და სახლში მივდივართ:
-რაო შენმა რომეომ?
წამით იმაზეც კი ვფიქრდები ვინ შეიძლება იყოს ჩემი რომეო და მერე ტვინი მენთება:
-რომეო კი არა ჯულიეტა უფროა ოღონდ მართლა!
ნინელი ხარხარებს და ტაქსის მძღოლი შეშინებული უყურებს, ვაი დედა იმედია ამის სიცილის გამო ჯარიმას არ დაგვიწერენ!
-გოგო, გეგეშამ მართლა 13 ქაბაბი ჭამა?!-სულმოთქმული მეკითხება და ტაქსისტს სახლთან აჩერებინებს და ჩავდივართ.
-სინამდვილეში 15 ჭამა , მაგრამ რომ მეთქვა მერე მეტყოდა რას მივარდები პირშიო და ცოტათი დავინდე,-კმაყოფილი ვეუბნები და სახლის კარებს წიხლს ვგლიჯავ.
-ჩუმად ცოტა ქალო, ნათელა დამსდევს ის 20 ლარი მაქვს მისაცემი ლიფტისთვის, რომ აგროვებს და სად მაქვს მაგისი თავი არ გაიგოს სახლში , რომ ვარ!
-რად უნდა გოგო ლიფტს 20 ლარი, ღადილაობ?!
-კლიენტები აღარ აძლევენ ფულს და ახლა მეზობლებზე გადმოვიდე ეგ ჩათლახუშკა რა !
-აუ , დაიკიდე რა!
-კაი, სერიოზულად ჯულიეტამ , რაო?-მანტოს ოთახში აგდებს და კაკუნებგახდილი მისაღებში ჯდება ნინელი.
-რაო და ჩემი რომეო ხარ და უშენოდ არც მზე არ სუფევს ცის კამარაზეო, რას მეტყოდა?!
-კიდევ , რომ დაგირეკავს რას ეტყვი?
-დავპირდი კიდევ თუ დამირეკავ კუბოს დაგიდგავ სადარბაზოს წინ იცოდე თქო და შენ ხომ იცი , რომ გამკეთებელი ვარ?! აგერ შევკრიბავ გეგუშას, ლაშუცას , გეგეშას , ლომაიას, ეკაწერინეს, ელენიკოს და კუბოსაც დავუდგამ, სუდარასაც გადავაფარებ და ყვავილებსაც მივართმევ, დაჟე უკვე ჭირისუფლებიც ვუშოვე!


თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე, შემაფასეთ და გადამიშალეთ გული!



№1  offline წევრი TrustYourSoul

მხოლოდ ამ თავითაც კი იმხელა სიამოვნება მივიღე,შენ ველს ვესტუმრე და ძველი ისტორიაც წავიკითხე!❤️აშკარად გაქვს წერის ნიჭი და მწერლობის ალტერნატივა❤️წინა ისტორიის გაგრძლებას და ამ ისტორიის ახალი თავის მალე ხილვას მოვითხოვ!❤️სასიამოვნოდ წერ და თუნდაც ორი წუთით ადამიანს სამყაროსთან ყველანაირ წვდომას უზღუდავ ://❤️განაგრძე❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა თქვენი ნაწარმოებები წინა ისტორიაც წავიკითხე იმედი მაქვს გაგძელებ ძალიან მომეწონა საინტერესოა რ შოკი ადგილზე გააჩერეთ მოსვენებას დაუკარგავს ადამიანს ველოდები გაგრძელებას იმედი გახარებთ მკითხველებს მადლობა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent