ცხოვრება ახალგაზრდების წესებით [დასასრული]
-პაციენტი გონზეა, მაგრამ მალე კიდევ ერთი ოპერაციისთვის უნდა მოვამზადოთ. თუმცა, შეგიძლიათ მანამდე მოინახულოთ... თავი ჩავხარე. რა თქმა უნდა მე ვერ ვნახავდი და ამაზე წუწუნს არც ვაპირებდი. ისე საშინლად მოვექეცი...თან ისედაც მოკლე დრო ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. დემეტრეს დედა წამოდგა. -პირველად შენ შედი, შვილო.-გაოცებულმა შევხედე. -არა, რას ამბობთ, ქალბატონო... -უბრალოდ ირინა დამიძახე.-სათნოდ გამიღიმა.-შენ პირველი მოხვედი და ჩვენზე არანაკლებ ნანერვიულები ხარ.-ამ სიტყვებზე მხედველობა ცრემლებმა დამიბურა, მაგრამ თავს მოვერიე, მთელი გულით ჩავეხუტე ამ უძლიერეს ქალს და პალატის კარები სასწრაფოდ შევაღე. დემეტრეს მოვკარი თვალი, რომელიც საწოლზე იწვა და ათასნაირ მილზე იყო შეერთებული. ამის დანახვამ გული მომიკლა. დემეტრემაც შემომხედა და სახე შეეცვალა. -დემე...-დავიწყე გაბზარული ხმით. -არა. ერთი სიტყვაც არ თქვა! უბრალოდ წადი, გაიგე?! ხმა ვერ ამოვიღე. ადგილიდანაც ვერ დავიძარი. -წადი!-დამიყვირა გაცეცხლებულმა. ცრემლები მომაწვა. დავდახრილი გავეცალე იქაურობას.სანამ დემეს ვნახავდი, გავიგე, რომ ნია და მისი მშობლები გიგას მოუყვანია საავადმყოფოში და მთელი ეს დრო მანქანაში იცდიდა. მასთან ჩავედი. გიგამ მანქანისკენ მომავალი რომ დამინახა, გადმოვიდა და გულში ძლიერად ჩამიკრა. მეც მისი მაისური მუჭში მოვიქციე და ტკივილისგან პატარა ბავშვივით ავბღავლდი. რა თქმა უნდა, სხვას რას ველოდი. 8 საათის წინ თავად გავაგდე და შემდეგ საავადმყოფოში დავადექი... დემეტრეს P.O.V. პალატაში გავახილე თვალები. ექიმი დავინახე, რომელიც თავზე მედგა და მონაცემებს ათვალიერებდა. წამოჯდომა ვცადე, მაგრამ ფეხები ვერ გავამოძრავე. თეთრეულის შარიშურზე ექიმმა სასიცოცხლო მაჩვენებლებს თვალი მოსწყვიტა. მისმა არაფრისმთქმელმა გამომეტყველებამ გამაღიზიანა, მაგრამ არ შევიმჩნიე. -ბატონო დემეტრე, თქვენი ფეხები... -ვიცი. მაგდენს ვხვდები. სიარულს შევძლებ? -.... -მიპასუხეთ! -ძალიან მცირე შანსია. დიდი დრო დაჭირდება... ასეთი დაბნეული ექიმი პირველად შემხვდა. -ანუ ვეღარ გავივლი.-ხმა მტკიცე მქონდა, მაგრამ ჩემში შინაგანად ყველაფერი დაინგრა. მე თუ სისუსტე გამოვამჟღავნე, ჩემს გარშემო მყოფებსაც გავანადგურებ. ისიც კმარა, რომ ამიერიდან ტვირთად დავაწვები მშობლებს...დას...მეგობრებს.... ექიმმა თავი დამიქნია. რეაქციის გამოსახატად დრო არ მქონდა, რადგან პალატაში მარი შემოვარდა. ეს ულამაზესი თვალები ჩაწითლებოდა, უპეები ჩაშავებოდა და სახე შეშლოდა. განადგურებული იყო.შევხედე და ტკივილისა და ბრაზის ახალმა ტალღამ დამიარა. "მისნაირ გოგოს არ ვიმსახურებ. არც ის იმსახურებს ჩემნაირ საშინელ ადამიანს. მასაც ტვირთად ვერ დავაწვები." ამის გაფიქრების შემდეგ ბოლო დონის ლაჩარივით მოვიქეცი და მარის ვუყვირე. არადა ის არაფერ შუაშია... ჩემი ემოციები ჩემს საყვარელ ადამიანზე გადმოვანთხიე და ამით მას გული ვატკინე. ჩემი თავი შევაძულე...მაგრამ ალბათ ასე სჯობს....მისთვის. მარი პალატიდან ატირებული გაიქცა. მე კი ყბები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და ჭერს გავუშტერე თვალი. ცხელმა ცრემლებმა კი ბალიშისკენ გაიკვალეს გზა. ეს ყველაფრის დასასრულია! 3 თვის შემდეგ: უკვე სექტემბერი დამდგარიყო. მარიმ მთელი ზაფხული ქალაქგარეთ გაატარა. ყველანაირად ცდილობდა, დემეტრეზე ფიქრი თავიდან ამოეგდო. ეშინოდა ამ თვის დადგომის. რადგან შემოდგომის მოსვლასთან ერთად ძველი მოგონებებიც დაუბრუნდებოდა. ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ ის და დემეტრე კვლავ ერთად ყოფილიყვნენ....დემეტრეს კვლავ შეძლებოდა სიარული.... მაგრამ ეს ასე არ იყო... ყველაფერი ასე აეწყო: მარი დემეტრესთან საავადმყოფოში ბოლო შეხვედრის შემდეგ, მეორე დღესვე, ქალაქგარეთ წავიდა. ისე, რომ მეგობრებსაც არ შეატყობინს. უცებ, უბრალოდ გაქრა. მხოლოდ გიგამ და დედამისმა იცოდნენ მისი ასავალ-დასავალი. მარი თავის საძინებელში იჯდა და ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა, როცა ეზოდან მანქანის კარების დაკეტვის ხმა მოესმა. "გიგაც მოვიდა." გაიფიქრა და პირველ სართულზე ჩაფარფატდა მონატრებულ ძმასთან შესახვედრად. აი, კარებზე კაკუნიც გაისმა. გააღო თუ არა გაოგნებისგან შეჰკივლა. კარებში ყურებამდე გაღიმებული დემეტრე იდგა ვარდებით ხელში. სრულიად ჯანმრთელმა და საღ-სალამათმა საკუთარი ფეხით მიაკითხა მარის. დიახ! საკუთარი ფეხით! 3 თვიანმა თავდაუზოგავმა შრომამ და წვალებამ შედეგი გამოიღო და ახლა ის სრულიად დამოუკიდებლად გადაადგილდება. გახარებული მარი სიცილ-ტირილით შეახტა დემეს და მთელი ძალით ჩაეხუტა. დემეტრემაც ღონივრად შემოაჭდო წელზე მკლავები და საყვარელი გოგონას კისერში ცხვირი ჩარგო. -მარი. მაპატიე...არ მინდოდა, რომ შენთვის ტვირთად ვქცეულიყავი და ცხოვრება გამემწარებინა. მე... მარიმ დემეტრეს ლაპარაკი მხურვალე კოცნით გააწყვეტინა. ეს იყო მონატრება, სევდა, ბედნიერება, სიყვარული.... დემეტრეს სიამოვნებისგან, კინაღამ, ისედაც ახალადგმულ ფეხებში გრძნობა ხელმეორედ წაერთვა. მარიამსაც მხურვალე გრძნობით უპასუხა და თან ჯერ კიდევ წელზე შემოხვეული ყავდა. -მიყვარხარ!-მარიმ პირველად წარმოთქვა ეს სიტყვა, რომელმაც დემე ქვასავით გაშეშდა. -გაიმეორე.-გაშტერებულმა დემემ ისე თქვა, თითქოს ყურებს არ უჯერებდა. ვერ წარმოედგინა, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო. თუმცა, მერწმუნეთ, არც მარი იყო ნაკლებ დღეში. მარიმ დაიმორცხვა და ლოყებაწითლებულმა ისევ გაიმეორა: -მიყვარხარ!! თვალებგაბრწყინებულმა დემემ მარი დააბზრიალა და დაიყვირა: -მიყვარხარ!! ბედნიერებმა სიცილი დაიწყეს. დემეტრემ მარის ხელი ჩაჰკიდა და თბილისში წაიყვანა. როგორც აღმოჩნდა, დემეტრეს მარის არ ყოფნის პერიოდში დედამისიც გაუცნია. ამიტომ ოჯახის ყველა წევრი ოფიციალურად გაცნობილი ჰყავს. თბილისიდან ჩაყვანის დღიდანვე მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ და ერთად ყოფნით ტკბებოდნენ. ერთ მშვენიერ დღესაც დემემ რესტორანში წაიყვანა და ულამაზესი ბეჭდით, ყვავილებით, გრანდიოზული გაფორმებით და მეგობრების გარემოცვაში ცოლობა სთხოვა. და რა თქმა უნდა, მარისგან სასურველი პასუხი მიიღო: -თანახმა ვარ! დასასრული. აბაააააააა....... რას იტყვით?? <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.