ცხოვრება ახალგაზრდების წესებით [8]
ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. მე და დემეტრე სულ ერთად ვიყავით და ერთმანეთს თვალებში შევციცინებდით. გიგასთან, ნიასთან და ელენესთან ერთად უმაგრეს დროს ვატარებდით. ისეთი წყვილი ვიყავით, რომ ჩვენი სისაყვარლე ყველას ნერვებს უშლიდა. ერთი წამითაც არ გვინდოდა ერთმანეთთან დაშორება და უკვე საყვარლად აუტანლები ვიყავით. სანამ.... დილა კოტეჯიდან გამოვედი. გაღვიძებისას ტუმბოზე დემეტრეს მიერ დატოვებული წერილი ვნახე, რომელშიც მეუბნებოდა, რომ ტყის ბილიკთან მივსულიყავი. ვერ მივხვდი რა საჭირო იყო იმ ადგილას შეხვედრა და სათქმელი პირდაპირ რატომ არ მითხრა, მაგრამ მაინც ჩავიცვი და იმ ბილიკისკენ წავედი, რომელიც ერთადერთი ტყესთან მისასვლელი იყო. ვიფიქრე, გასეირნება უნდოდა. ამიტომ იმ სცენამ, რაც სინამდვილეში იქ დამხვდა, ძალიან გამაოცა...უფრო ზუსტად კი, გამანადგურა. ყველაზე საზიზღარი რამ დავინახე, რაც კი შემეძლო ოდესმე წარმომედგინა: დემე და ნუცა ერთმანეთს კოცნიდნენ. დემემ უხეშად მოიშორა ნუცა და ის იყო წარბები შეკრა, რომ მეც დამინახა და ზუსტად ისევე გახევდა, როგორც იმ მომენტში-მე ვიყავი. ორიოდე წამი ხმა არცერთს ამოგვიღია. თვითკმაყოფილმა ნუცამ სარკეში პომადის გასწორება დაიწყო. ალბათ, ელოდა, რომ ავფეთქდებოდი და ამით სიამოვნების მიღებას წუთი-წუთზე აპირებდა, მაგრამ მე ცარიელი გამომეტყველებით გავბრუნდი და კოტეჯისკენ ბილიკს გავუყევი. -მარი!..-დემეს ხმა მომესმა, მაგრამ ყურადღების მიქცევა არ მინდოდა. "ეს დღეები რას ნიშნავდა? რას და იმას, რომ ჩემით ითამაშა, გაერთო, თავის კარგობაში დამარწმუნა, შემდეგ კი ცხოველურ ინსტინქტს ვერ გაუძლო და სკოლის ყველაზე დაბალი დონის (მენტალურად დაბალს დონეს ვგულისხმობ) ადამიანთან.... აღარც მინდა იმ საზიზღრობის ხსენება. დარჩეს ნუციკოსთან!" მასთან 1 წუთით გაჩერებაც აღარ მინდოდა. ყველაფერი ჩემოდნებში ჩავტენე და შემოსასვლელში მივყარე. თვალებში წვა ვიგრძენი, მაგრამ ამის გამო ტირილი არ მიღირდა... ნუცას გამო ტირილი არ მიღირდა. შებრუნებისას ზღურბლთან დემეტრე დავინახე. წაშლილი სახით. რა თქმა უნდა! ის ხომ გამოიჭირეს! -არ წახვიდე! გთხოვ! -თუ ორმაგ თამაშს თამაშობდი წერილის დატოვებას რა აზრი ქონდა?-მისი სევდიანი ხმა დავაიგნორე და პირდაპირ მივახალე. -რაზე ლაპარაკობ? -კარგი რა, არ გვინდა მეტი ტყუილი. -მისმინე!-მკლავში ხელი ჩამავლო და მეც ავხედე.-წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობ! გამწარებულმა წერილი ჯიბიდან ამოვიღე და პირდაპირ სახეზე მივუფრიალე, თან მკლავი გამოვქაჩე და მანაც ხელი გამიშვა და წერილს დახედა. კოტეჯიდან გასვლისტანავე გიგას მესიჯი მივწერე, ცოტა მოვატყუე...მაგრამ ასე კონფლიქტს ავიცილებდი. უბრალო 'თბილისში ვბრუნდები. აღარ შემიძლია აქ დარჩენა. სანერვიულო არაფერია, რომ ჩამოხვალ, აგიხსნი.'-თი შემოვიფარგლე ბანაკის ტაქსი ავიყვანე (რომლებიც მოსწავლეებისთვის არ იყო განკუთვნილი, მაგრამ ვის ადარდებს.) და რამდენიმე საათში თბილისში ჩავედი. დედა ამ დროს სახლში უნდა ყოფილიყო. ამიტომ პირდაპირ შევაჭერი და დედას ჩავეხუტე. თავიდან ძალიან გაუკვირდა და ვერ გაიგო, ასე უეცრად რატომ დავადექი, მაგრამ მაინც დამამშვიდა. როცა ოდნავ დავწყნარდი, ყველაფერი მოვუყევი და გულიც მოვიოხე. უკვე ივლისი იწყებოდა, ამიტომ საქმე არაფერი იყო. არც სკოლაში დემეტრესთან შეხვედრის დარდი მქონდა, ამიტომ კატოს, შემდეგ კი ელენეს და ნიას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. ელენე და ნია კი დავაფიცე, რომ არაფერს ეტყოდნენ არც დემეტრეს და არც გიგას. გიგაც საღამოს ჩამოვიდა. ერთ ღამე იყო დარჩენილი ბანაკში ყოფნის ვადის ამოწურვამდე და ამაზე არავინ გამოეკიდებოდა. გიგას არაფერი ვუთხარით, ისედაც ძალიან მიფრთხილდება და არ მინდოდა, დემეტრესთან ეჩხუბა. მიუხედავად იმისა, რომ დემეტრე თავ-ყბის გაერთიანებას ნამდვილად იმსახურებდა! დაახლოებით ღამის 12 საათი იყო, როდესაც ფანჯარასთან სიგნალის ხმა მომესმა. ისედაც მეღვიძა, ამან კი ჩემი ყურადღება მიიქცია. რამდენიმე წამში კი მესიჯი მომივიდა: "გამოიხედე" ფანჯარასთან მივედი და გარეთ გავიხედე. შავი ჯიპიდან დემეტრე გადმოვიდა და ხელით მანიშნა, რომ ჩავსულიყავი. აივანზე გავედი და ჩურჩულით დავუყვირე: -აქ რა გინდა? წადი!-ამის თქმისთანავე ოთახში შევბრუნდი და ფანჯარას ფარდები ჩამოვაფარე. ტელეფონმა კვლავ დაიზუზუნა: "ჩამოდი" დავაიგნორე. "იცოდე არ გავჩერდები" SEEN. "ამოგაკითხავ! 2 წუთს გაძლევ." აი ამ მესიჯზე კი, გული კინაღამ გადამიქანდა. წამოვვარდი, იქვე მიგდებული ჟაკეტი მოვიცვი და კისრისტეხით ჩავვარდი პირველ სართულზე. კარები გამოვაღე და ზღურბლთან მდგარ დემეტრეს კინაღამ დავეჯახე, რომელსაც ზარის დასარეკად ხელი მომზადებული ქონდა. უკან გავიხედე. შევამოწმე, რომ ჩემ ბრაგუნით ჩამოსვლას არავინ გაუღვიძებია და მეც გარეთ გავედი. აი, მერე კი, ავფეთქდი. -გაგიჟდი?! ჩემს ძმას ზუსტად გვერდით ოთახში ძინავს!! საერთოდ, როგორ გაიგე, ჩემი მისამართი? -ოუ! ოუ! დამშვიდდი, მარი. შენი დაქალისგან გავიგე და აქ ყველაფრის ასახსნელად ვარ. -მეტი გვიან ვერ მოხვედი?-ირონიულად ვუთხარი და გულზე ხელები დავიკრიფე. დემეტრემ ღრმად ჩაისუნთქა. -ის კოცნა... -არ მაინტერესებს!-ისევ ჩავუჭერი.-არც შენ მაინტერესებ და არც შენი ურთიერთობა ნუცასთან! არანაირი სულელური ახსნის მოსმენა არ მინდა, გაიგე?! გულს მირევ! ამიერიდან მე და შენ აღარაფერი გვაკავშირებს!-ღრმად ვსუნთქავდი, თვალებში სისხლი მომაწვა და უკანმოუხედავად შევბრუნდი სახლში. "როგორ დამასუსტა ამ ბიჭმა! ასე ძალიან არ უნდა მოქმედებდეს ჩემზე! ასე ძალიან არ უნდა მიყვარდეს!" ამ ფიქრებში ვიყავი, როცა საწოლზე ქვითინით დავემხე. რაც ვუთხარი, თითოეული სიტყვა მე თვითონ მანადგურებდა, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს ნათქვამში სიმართლის მარცვალიც არ იყო... რა თქმა უნდა, მანტერესებს! მიყვარს! და ვერასდროს იქნება სიმართლე ის, რომ აღარაფერი გვაკავშირებს...თუმცა, ასე აჯობებს... ჯობს ჩვენი გზები აქ გაიყაროს. ეს საუკეთესო გამოსავალია. ჩემთვის. დემეტრეს P.O.V. გამწარებული ჩავჯექი მანქანაში და კარები მთელი ძალით მოვიჯახუნე. "ნუცას დაენძრა! ამ გაჩალიჩებულს არასდროს ვაპატიებ. რა უნდა ვქნა? მარი.....მის გარეშე ვერ გავძლებ. მარიამის გარეშე ყველაფერს აზრი ეკარგება!" ამ ფიქრებით ვიტანჯებოდი და ღამის ცარიელ ქუჩებში მივდიოდი მანქანით. მერე კი ადრენალინით ვცადე ამ გრძნობების დროებით დავიწყება. გაზის პედალს ფეხი მივაჭირე. ძალიან სწრაფად მივდიოდი... 60...80...100.... მოსახვევში გიჟურად შევვარდი. შემდეგ კი სინათლე და მუხრუჭების გამაყრუბელი ხმა მახსოვს. ძლიერმა ბიძგმა კი რეალობას გამომთიშა. მარის P.O.V. დემეს წასვლიდან დაახლოებით 1 საათში ტელეფონმა დარეკა. ის იყო. უხმოდ დავაჭირე აღებას და მაშინვე ხმა გავიგონე. თუმცა ეს დემეტრე არ იყო. -გამარჯობათ ქალბატონო! ამ ტელეფონიდან კონტქატი ბოლოს თქვენთანაა განხორციელებული. შეგიძლიათ ამ ნომრის პატრონის სახელი და გვარი მითხრათ? ფეხზე წამოვდექი და დაძაბულმა ვუპასუხე: -დემეტრე მაისურაძე. -სამწუხაროდ, ბატონი დემეტრე ავარიაში მოყვა. ახლა ოჯახის წევრებსაც უნდა დავუკავშირდე.-ქალმა საავადმყოფოს მისამართიც მითხრა და გათიშა. გაოგნებულმა ტელეფონიანი ხელი ძირს დავუშვი. პირზე ხელი ავიფარე და ცრემლები წამსკდა. მაგრამ ამის დრო არ იყო! მართვის მოწმობა აღებული არ მქონდა, ამიტომ დედას მანქანას ვერ გამოვიყენებდი. სახლიდან ფეხაკრეფით გავიპარე და ტაქსით წავედი საავადმყოფოში. როდესაც შენობაში შევედი მომსახურე პერსონალს ვეცი. -დემეტრე მაისურაძე რომელ პალატაშია? -დემეტრეს ახლა რთულ ოპერაციას უკეთებენ. მესამე სართულზე აბრძანდით და მოსაცდელში დაელოდეთ. გავიქეცი. მესამე სართულის კიბეები ავირბინე და დერეფანში დავჯექი. თავი ხელებში ჩავრგე. ცოტა ხნით ასე ვიყავი. -მარი!-ნიას გაბზარული ხმა მომესმა და თავის აწევისას თვალებჩაწითლებული ნია დავინახე, არანაკლებ მდგომარეობაში მყოფ ხანშიშესულ წყვილთან ერთად. გავექანე და ნიას მთელი ძალით ჩავეხუტე. მეც ვტიროდი და ნიაც. ვიცოდი, რომ ასეთ დროს ჩემი ტირილი ყველა სხვას უარესად გახდიდა, ამიტომ თავი შეძლებისდაგვარად შევიკავე და ჩუმი სრუტუნით დავიწყე ნიას ნუგეში: -დამშვიდდი...ჯერ არფერი ვიცით... -როგორ არ ვიცით! ყველაფერი ძალიან ცუდადაა!- შემაწყვეტინა ნიამ, რომელსაც უკვე ისტერიკა ეწყებოდა. -ჩუ! ჩუ! გთხოვ, თავი ხელში აიყვანე. შენი მშობლების მდგომარეობა წარმოიდგინე! ახლა მათ შენი გვერდში დგომა სჭირდებათ!-მშობლებისკენ ვუბიძგე ნიას, მე კი, შორიახლოს ჩამოვჯექი და სივრცეს მივაშტერდი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე გაშეშებული... როგორც ჩანს მთელი ღამე ასე გავატარეთ. ყველა მოსაცდელში ვიჯექით ზოგჯერ დემეტრეს მამის ოხვრა ანდაც ჩვენ-3 ქალიდან რომელიმეს წამოტირება არღვევდა გაუსაძლის სიჩუმეს. არ ვიცოდით რა ხდებოდა, რისი ოპერაცია უკეთდებოდა დემეტრეს ან რამდენად ცუდად იყო მისი მდგომარეობა... გამთენიისას დერეფანში ექიმი გამოვიდა. მაშინვე ყველა ფეხზე წამოვხტით. უეცარი წამოდგომისას თვალებში დამიბნელდა მაგრამ დავაიგნორე და თავბრუსხვევამ თავისით გაიარა. -როგორ არის, ექიმო?-კითხვა შორიდან ჩამესმა, რომლის ავტორიც დემეტრეს მამა იყო. ექიმმა ღრმად ჩაისუნთქა. -ვერ დაგიმალავთ იმას, რომ საქმე ცუდადაა.. პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია, მაგრამ არის პრობლემა... პაციენტს ძლიერ აქვს დაზიანებული ზურგის ტვინი... -ანუ?-ნერვები მომეშალა ქირურგის სვენებ-სვენებით ლაპარაკზე და უხეშად ვკითხე. -ანუ პაციენტმა წელს ქვევით გრძნობა დაკარგა. სიარულს ვერ შეძლებს. თითქოს ცა თავზე ჩამომენგრა. გავშეშდი. დემეტრეს მშობლების შესაბრალისი ხმა ჩამესმა. და იმასაც მივხვდი, რომ ნიას გონზე მოსასვლელად ჩამოჯდომა დასჭირდა. -გავლის შანსი აქვს...თუმცა არც ისე ბევრი...-ჩვენი შეგულიანება ცადა ექიმმა. -მაინც რამდენი?-აკანკალებული ხმით წარმოთქვა დემეტრეს დედამ ეს სიტყვები. -....50% |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.