შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გემრიელი ტაკო


24-04-2018, 23:21
ავტორი Tasska
ნანახია 1 687

თავი 1
-ტას, ციროზი რომ დაგემართება იცოდე, ღვიძლს არ გადმოგინერგავ!-მეუბნება გაღიზიანებული ანანო და წითელი ღვინის ბოკალს მაცლის ხელიდან.
-კაი გოგო რამ გაგამწარა.. მამიდაჩემ მანანას მახსენებ.-გაკრეჭილი მივმართავ.
-ჰე ადექი ახლა, ხომ იცი სახლსა შინა ვბრუნდებითო დღეს.
-ისე, რომ იცოდე წითელი ღვინო ძალიან სასარგებლოა. როცა სვამ პირდაპირ სისხლში მიდის!
-სასარგებლო კია, მაგრამ არ უნდა გამოთვრე!
-შენ ჩემი სიმთვრალე არ გინახავს ეტყობა.
-ყველგან ჩემთან ერთად დაყიალობ და როგორ არ მექნება, მაგრამ.. რაღაცა ვერ ვიხსენებ. -დაფიქრებული სახე მომანათა ანანომ.
-არ გემახსოვრება, მე შენ გეტყვი, სადმე წავალთ და გადაისხამ თავზე არყის ბოთლს, ორ ჭიქიანი ხარ რაა.
-შენ ხო იცი, ოსტატი ხარ სმაში.
-ზუსტადაც! ჩემსავით უნდა იყო. დღეში მცირე დოზით სასმელი რომ მიიღო ორგანიზმი მიეჩვევა და ადვილად აღარ დათვრები. აბა შენი აზრით რას ვშვები ახლა?
-აახ, უეჭველი ლილინოს დაბადების დღისთვის ემზადები ხო ასე მოწადინებული?
-აბა რაა, ქალაქში საუკეთესო წვეულებებს ეგ აწყობს ხოლმე და მეც მზადყოფნაში ვხვდები. -თვალის ჩაკვრით ვეუბნები და არეული საწოლიდან ვდგები.
-არა ხარ შენ კარგად ანასტასია!
-ახალი ამბავი!
მე ანასტასია მიქელაძე ვარ, ეს დედა ტერეზა კი ანანო გოგიტიძეა. საზაფხულო არდადეგები დაიწყო, მეოთხე კურსელი გოგონები ვართ და თბილისიდან მშობლიურ აჭარაში მივდივართ. ერთმანეთს მესამე კლასიდან ვიცნობთ და იქედან მოყოლებული სულ ერთად ვართ. ისე, რომ უკვე ვატყობ, მიქელ გაბრიელსაც კი ერთად შევხვდებით.
ჩავკეტეთ ბინა, ჩავაგორეთ გამობურცული ჩემოდნები და ტაქსში ჩავსხედით.
მოკლედ, ისეთი კანფეტკა გოგონები ვართ, დაყარა ამ ტაქსისტმა დორბლები.
ისე, ჩვენ საცოდავებს ისეთი ბედი გვაქვს, სამოც წელს გადაშორებული ტაქსისტი მოხუცები თუ გამოგვაყოლებენ თვალს, თორე ბებერი მილიონერები კი არა, ახალგაზრდა ბომჟებიც კი არ შეგვხვედრია.. ერთად-ერთი ცოფზე აცრილი ძაღლი თუ გაგვიწევს პარტნიორობას თბილისის გადაჭედილ ქუჩებში. ეჰჰ, მწარეა ცხოვრება!
მოვედით თბილისი ცენტრალში და ტაქსიც გაჩერდა.
-მოვედით ვაგზალზე.-გამოაცხადა კვლავ თვალებგადმოკარკლულმა მძღოლმა.
-რამდენია ჩვენზე?-თავაზიანი ხმით იკითხა ანანომ.
-მე არაფერი მინდა, მთავარია თქვენნაირი კაი გოგოები არ მოაკლდეს ამ გადაგვარებულ ქვეყანას!-ყველის ვაჭარივით გაკრეჭილიყო კაცი, ჩვენ კი უცებ გადმოვბარგდით მანქანიდან, ოღონდ სასწრაფოდ გავცლოდით ამ კაცს!
ისე, ტრულაილას და დამისხი დავალევინეს მოყვარულ მძღოლებზე უარესი თუ ვინმე შემხვდებოდა ოდესმე არ მეგონა..
-აუ ცხელა და მაინც რამდენი ხალხია-ამოიოხრა ანანომ.
-გოგო ეს წვიმა კი არ არის ხალხი სახლში რომ შეიკეტოს, პირიქით, უნდა დატკბე მზიანი, თბილი ამინდით.-კმაყოფილი, დამტკბარი ადამიანის პაროდია გავაკეთე და თვალებ დახუჭული მარცხენა ხელის ქნევით დავიწყე სიარული მანამ, სანამ ქვას ფეხი არ წამოვკარი და თავი არ დავასხი ასფალტს. რომელმა ნორმალურმა დადო ამხელა ლოდი, ნამდვილად პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს! ვილანძღებოდი ბორდიურის მიმართ, მაგრამ ესეც არ მეყო ჯერ ვიღაც ახმახს დავეჯახე, მერე კი კვლავ დავვარდი. ჩემ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ქუსლი გადაუტყდა, მაგრამ.. არ ვიმჩნევთ! უცებ წამოვვარდი ფეხზე! თითქოს რაღაცა დამივარდა დავიკუზე და გადამტყდარ ძირს დავაკვირდი. არც ისე დაზიანებულია, სიარული შეიძლება! ვფიქრობდი ჩემთვის მანამ, სანამ უკნიდან სურათის გადაღების ხმა არ გავიგე. გამიკვირდა, ჯერ ვიფიქრე მე არ მიღებენ მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ სირაქლემას პოზაში ვიდექი ‘მინი იუბკით’. უცებ გავსწორდი, წელში გავიმართე და უკან მივიხედე.
დაახლოებით ჩემზე ორი თავით პატარა, ათი, თერთმეტი წლის ბავშვს ვხედავ აიფონ ათით ხელში, რომელიც ალბათ ზურგით მდგომი მდიდარი მამიკოს მკლავზეა ჩამოკიდებული. მკვლელი მზერით დავაჯილდოვე ბიჭი და შევბრუნდი. გაზულუქებული ბავშვის თავი ნამდვილად არ მქონდა, ისედაც ჩემი გასაჭირი მაქვს!
-ანანო სად იყავი, რომ მიმაგდე იქ იქნება და ვკვდები, არ უნდა მომიკითხო?
-აუ დამაცადე გოგო ბილეთი ძლივს ავიღე. ხალხს თავზე ვახტებოდი და გაჭირვებით მივედი სალაროსთან.
-ისე ვერ მითხარი ასეთი ამბები თუ იქნებოდა? არ ჩავიცვამდი ამ ტანკეტკებს.
-რას ერჩი, მიყვარს ძალიან ეგ ფეხსაცმელი.
-ხოდა გქონდეს აწი.
-სანამ რამე არ მოუვა შენ მაგ ფეხსაცმლის მომცემი არ ხარ და გაჩერდი ახლა.
-რომ მოუვიდა მაგიტო გეუბნები მოგცემ მეთქი. ქუსლი წატყდაა. -ამოვიტირე განაწყენებულმა.
-ჟმოტი რომ ხარ მაგის ბრალია!
ახლა იარე ცალ ფეხ დაჭიმულმა. ისე კაია, ამდენი დაჭიმვისგან ფეხზე ქონი აღარ დაგრჩება და ტანწერწეტას მაგივრად ფეხწერწეტა იქნები!
-ახლა აქ ჭიხვინი არ ატეხო თორემ მოვკვდები სირცხვილით, მერე შენი ბრალი იქნება რომ ვეღარ გავთხოვდები. და პლიუს, სად მინახე ერთი ქონი?-კაი ნავარჯიშები, ჯიშიანი ქალივით მივმართავ.
-კაი ნუ ლაყბობ, ჩავსხდეთ მატარებელში.
არც ის ექვს საათიანი მგზავრობა გამოდგა მშვიდი.
ჯერ მატარებელში ავედით, გვერდი-გვერდ კუთვნილი ადგილები დავიკავეთ, ბარგი შევალაგეთ და კარგად მოკალათების შემდეგ დამადგა თავზე გამცილებელი სხვისი ადგილი დაიკავეთო. ჯერ გამიკვირდა, აშკარად სწორად ვიყავი დამჯდარი, მაგრამ არაფრის დიდებით დამიჯერეს, სადღაც უკანა ვაგონში გადამასახლეს, ვიღაც მოხუც ბაბუასთან. კარგი ამაზე აღარაფერი მითქვამს, მხოლოდ იმით ვწყნარდებოდი, რომ ყველაფერში დამნაშავე ანანოც ჩემ დღეში იყო. მასაც შეუცვალეს პარტნიორი. ზუსტად არ ვიცი ახლა გვერდს ვინ უმშვენებს, მაგრამ ვიმედოვნებ ჩემზე უარეს დღეშია. ინტერესი არ მომშორდა და მასთან მიწერა გადავწყვიტე.
‘-ანანო, დაგტოვა შენმა პრინცესამ.’
‘-პრინცესა არ ვიცი, მაგრამ მადლობა შენ და იმ გამცილებელს! პრინცი მიმშვენებს გვერდს.’
‘-აუ ბედი არ მაქვს რაა. მუდო მოხუცი მიზის გვერდით.’
‘-კაია გოგო, მერე მაგას რა ჯობია, მომავალ საქმროს არანაირად ღალატობ, საამაყო მეუღლე იქნები!’
‘-შენ იღადავე და შენი ბრალია ყველაფერი. აგეღო წესიერი ბილეთი ჩემთვისაც და არ მოგიწევდა დუნდღლების ყლაპვა ახალი მეზობლის შემხედვარე.’
‘-არადა ჩემი ბრალი საერთოდ არ არის, ბილეთების ჯიხურში მომხდარა შეცდომა და ამ ბიჭის ბილეთისთვის თექვსმეტის მაგივრად ექვსი დაუწერიათ და ანუ ტყუილად გაცვალეთ ადგილები. მემგონი ბედი გამეხსნა გოგოო.
ისეთია ამ საოცრების გამო დუნდღებსაც არ დავიშურებ.
კაი, აბა შენ იცი, იცოდე შურისა და ბოღმის ნიადაგზე მაგ მოხუცთან ცუღლუტი არ დაიწყო. არ დამღუპო გოგო!’
‘-იცოდე გათხოვება არ დამასწრო და დანარჩენი რაც გინდა იგი გაგეხსნას ჩემო დაია.’
ანანოსთან მიმოწერიდან დაახლოებით ნახევარი საათი გავიდა, გარემოს უკვე შეჩვეულმა წიგნის კითხვა გადავწყვიტე. ამოვაძვრინე ჩემი ჯეინ ოსტინი და მის სამყაროში გადავეშვი. ათიოდე ფურცლის წაკითხვის შემდეგ ჩემ გვერდით მჯდომი მოხუცი ჭამას და პირის ცმაცუნს იწყებს. საშინლად შემაწუხებელი იყო ამის სმენა. ამის გამო კითხვაც კი შევწყვიტე და მუსიკის მოსმენა გადავწყვიტე. ყურსასმენების ძებნა დავიწყე, მაგრამ ვინ გაცადა..
-უკაცრავად გოგონა, წამალი უნდა დავლიო და შეგიძლია დამეხმარო?-მკითხა მშვიდი სახით მოხუცმა და ღია ცისფერი თვალები მომანათა, რომელშიც რაღაც უცნაური იკითხებოდა.
-რა თქმა უნდა. -თავაზიანად გავუღიმე.
-კარგი, მაშინ მოდი პროთეზი დამიჭირე, პირში წყალი უნდა გამოვივლო. -ისე გამომიწოდა პროთეზი თითქოს კაგებეს აგენტი ყოფილიყო და რაიმე მნიშვნელოვან ნივთს მანდობდეს.
თავიდან ვერ მივხვდი რა იყო და უპრობლემოდ გამოვართვი. მხოლოდ მაშინ მივხვდი რაღაც ნარჩენები რომ დავლანდე შიგნით. უმალვე გულის რევის შეგრძნებამ შემაწუხა. კიდევ კარგი მალევე გამომართვა, თორემ ზიზღისგან ამ პროთეზს მოვისვრიდი და გულსაც გემრიელად ავირევდი ზედ.
-მადლობა. -მითხრა კაცმა და როგორც მომაჩეჩა ისევე გამომგლიჯა ხელიდან. ამოვაძვრინე ანტიბაქტერიული სპრეი და ‘სკრიტნათ’ დავისუფთავე ხელები, თან ვფიქრობდი. გამიკვირდა, არც ხელსახოცში ჩაუდია და არც წყალში, ჩანთის ჯიბეში შეინახა, ბოროტული მზერა აიკრა სახეზე და ხალხისა და გარემოს თვალიერება დაიწყო.
ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემთვის გამოვბრუნდი ფანჯრის მხარეს და კვლავ ყურსასმენების ძებნა დავიწყე. ვიპოვე თუ არა მუსიკის მოსმენა დავიწყე. მუსიკასთან ერთად ფიქრიც დავიწყე და გამახსენდა ჩემი დიდი ბებო, მზექალა, ძალიან მიყვარდა და სიბერეში ხშირად ვუვლიდი ხოლმე. მასაც ჰქონდა პროთეზი, მაგრამ ამ კაცის პროთეზისგან ბევრად განსხვავდებოდა. ის ფაიფურის, ყბის ფორმის იყო - ეს კი, მეტალის უფრო პატარა და ბრტყელია.
ამ ფიქრებში ჩამეძინა..
არ ვიცი, სიზმარია თუ ცხადი, მაგრამ ტუჩებზე აშკარად ნაზ შეხებას ვგრძნობ.
ანასტასია, გეშველა! მემგონი შენი პრინცი გეწვია! სიხარულით გავიღვიძე და ნაცნობი ბავშვი დავინახე, რომელიც ჩემ გვერდით თავისუფალ სავარძელზე დასკუპებულიყო და ღია, დორბლ გადმოსულ პირზე ბუმბულს მისვამდა. საშინელი ძილი ვიცი! ამიტომ არ მიყვარდა პატარაობაში ექსკურსიაზე სიარული..
ბავშვი ჩემმა გამოფხიზლებამ შეაშინა, მე კი უცებ ხელი დავავლე და ვუყვირე.
-ბავშვო გადამეკიდე?
-მე.. დედა მინდააა-ტირილი და ყვირილი მორთო ბიჭმა.
ყვირილზე მისმა ახმახმა გამოიხედა და მომადგა.
-რა მოხდა საბა?-იკითხა ბოხი ბარიტონით.
-ამ გოგომ მიყვირა და დამიჭირაააა.
-საბა, შენ ადგილზე დაბრუნდი მე კი გავარკვევ ყველაფერს. -ეს ტუტუცი ბავშვი თავისი ადგილისაკენ გაეშურა, ჩემ გვერდით კი ახმახი დაჯდა.
ისე ახმახს კი ვეძახი, მაგრამ..
ნეტა გამრავლოთ ასეთი ახმახები ამ ბედკრულ ქვეყანაში.. ფიქრებს მისმა სიტყვებმა მომაშორა.
-გოგონა სასწრაფოდ ამიხსენით ყველაფერი.
-თქვენი შვილი ძალიან გატუტუცებული და უზრდელი ბავშვია!-ამის გაგონებაზე მამაკაცს სახე შეეცვალა და მკვლელი თვალებით შემომხედა.
-ვერ გავიგე? როგორ უწოდებთ ასე უხეშად უცნობ მცირეწლივან ბავშვს.
-მას მოკითხეთ რაც გაინტერესებთ, მე მეტს არაფერს ვიტყვი! ახლა კი აბრძანდით თუ შეიძლება, ჩემი ცისფერთვალება ბაბუ უნდა დაჯდეს მანდ.
მამაკაცმა კვლავ უარყოფითი მზერით დამაჯილდოვა მე კი მისი ცქერა განვაგრძე.
იფფ, რა ბიჭიაა. გოგოს რომ ბიჭის ტანი შეგშურდება ხომ უნდა წახვიდე და ჰიმალაიდან პირდაპირ თავით დაეშვა.
ისეთი უკანალი აქვს კი წამოუპარტყუნებდი ხელს.
მანამ ვიფიქრე, მის გემრიელ ტაკოზე სანამ ნერწყვი არ მომადგა. მერე კი მოხუცზე ფიქრი გავაგრძელე. ნეტავ სად წავიდა ამდენ ხანს? ტუალეტში ხომ არ ჩავარდა.. ისე გასაკვირი არცაა გეგონება ცალი ფეხი სამარეში აქვსო, ისე დამჭკნარია სახეზე. ალბათ წამლების ბრალია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ტუალეტში წასვლა და გადამოწმება გადავწყვიტე. იქნება და მართლა რაღაც მოხდა..
მამაკაცების ტუალეტს ერთი ორჯერ დავუკაკუნე, არანაირი არაფერი. ალბათ ვერ გაიგო მეთქი და შევაღე კარი. ნეტავ ჭკუა მომეკითხებოდეს!
კარებში დამჭკნარი მოხუცის მაგივრად ჩემ ახმახს ვხედავ რომელიც გაკვირვებული და ირონიული სახით მიცქერს. კიდევ კარგი რამე ისეთ მომენტზე არ შევუსწარი..
-უუ..უკაცრავად. -სიმწრით ამოვილუღლუღე და ვიგრძენი როგორ მოიმატა ჩემ სახეზე ტემპერატურამ. ნამდვილად გავწითლდი.
-რა უკაცრავად? საერთოდ ნორმელური ხართ? ბრმა ხართ თუ სულელი, ის მაინც ვერ დაინახეთ კარებზე რა წერია? თავიდან მეგონა რომ მართლაც საბა იყო დამნაშავე ახლა კი ვხვდები მანდვილი შეშლილი ხართ!-გაცხარებულმა მომაყარა.
-ვაიმე, ბოდიში ხომ მოგიხადეთ?
-ბოდიში? არა, თავის მართლებას შეეშვი, დარწმუნებული ვარ იცოდი რომ მე ვიყავი შესული და სულაც, ყველაფერი განძრახ გააკეთე. თუ ასე ძალიან გინდა ხელს არ შეგიშლი. -მითხრა მამაკაცმა, პირზე ხელი ამაფარა და კაბინაში შემათრია.
————
დაგიბრუნდით ახალი ისტორიით!!
მინდა დამიწეროთ მოგეწონათ, თუ არა და ღირს თუ არა ისტორიის გაგრძელება. შეიძლება ყოველთვის ვერ მოვახერხო დადება, მაგრამ ყველანაირად შევეცდები დიდი ხანი არ გალოდინოთ.
მომენატრეთ თქვენ და თქვენი თბილი კომენტარები.
სიყვარულით ტასსკა.



№1 სტუმარი esme

gaagrdzele

 


№2  offline წევრი talia

Es ra qali dabrunda,cemo tkbilo ai uzumod gamaxare. male Dade shemdegi. cemo kanfetoo...

 


№3  offline წევრი Tasska

talia
Es ra qali dabrunda,cemo tkbilo ai uzumod gamaxare. male Dade shemdegi. cemo kanfetoo...

აუცილებლად <3

 


№4  offline წევრი Firefly

გააგრძელე მაგარიაა
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent