შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერჯერადი სტუმარი 18+ (თავი 10)


25-04-2018, 10:52
ავტორი naattii
ნანახია 3 407

მართალია დილით ქუთუთოების გახელა არც მიფიქრია, მაგრამ მივხვდი, რომ ჩვენს საწოლში ვიწექი, მისი სურნელი არ მცემდა, ანუ მარტო ვიყავი. რატომღაც აი ის სიმღერა გამახსენდა ფიფქიაში, ჯუჯები რომ წერაქვებს იქნევენ და „ჰეი ჰოო“-ს მღერიან და წარმოვიდგინე რომ იმ წერაქვებს ჩემ თავში ურტყამდნენ. კი მაგრამ რამდენი დავლიე ნეტა, რომ ისეთი საუბრის შემდეგ ფიფქიას მურთფილმზე ვფიქრობ? ჯანდაბა, საუბარი. თვალების გახელა მომიწევს. ლოგინში წამოვჯექი და შუბლზე ხელი მოვისვი. ასე ცუდად ჯერ არ ვყოფილვარ. ნელნელა ვიხსენებდი გუშინ მომხდარ ამბებს და ვერ გავიხსენე აქ როგორ აღმოვჩნდი. ალექსანდრე შევამჩნიე, ფანჯარაზე შემომჯდარიყო და ეწეოდა. თავი არ მქონდა, მაგრამ მაინც გამიკვირდა. პირველად ეწეოდა. ნუთუ მე გავაბრაზე ასე?
-ალექსანდრე....
-ჩვეულებას არ ღალატობ, გინდ მთვრალი იყო გინდ გათიშული ზუსტ დროს იღვიძებ, არ გინდა სიმართლე მოგიყვე და დაისვენო?_მობეზრებული ხმით ჩაილაპარაკა და ფანჯარაში განაგრძო ყურება. ცივად გამცრა, ასეთი ტონით ჯერ არასდროს დამლაპარაკებია.
-ალექსანდრე...
-რამოხდა ნინელი რა? _ამჯერად შემოხედვა ინება, მაგრამ ისეთი ცივი თვალებით მიყურებდა ჯობდა არ შემოეხედა_აღარ მოგბეზრდა? ვეღარ გაიგე რომ პატარა გოგო აღარ ხარ? ახლა მე ვარ ბავშვი თუ შენ? ერთად ვცხოვრობთ, დაქორწინებას გთავაზობ და პირველივე ჩხუბის მერე სახლიდან გარბიხარ? ჯერ 30 წლამდეც არ მივსულვართ, წინ მთელი ცხოვრება გვაქ, და რა უნდა ვქნა? შენთან ჩხუბის მეშინოდეს, რომ გარეთ არ გავარდე, არ გაილეშო და გათიშული სახლში არ მოგათრიო? თუ ის ჯობია მე ადგილს რომ ვერ ვპოულობდი და ერთ-ერთი ბარის ბარმენი რომ მირეკავს გაითიშა და წაიყვანეო? და რისი გულისთვის? რომ გითხარი მიყვარხარ და შენთან ოჯახი მინდათქო? შენ არ გინდა? ვიცი რომ გინდა და ბავშვების არ ყოლას ნუ ჩააჯინდები, ვიცი რომ გეშინია, ჯერ კიდევ გეშინია კაცს ენდო მაგრამ ვფიქრობ საკმარისი დრო იყო ჩემს გასაცნობად. არავის უთქვამს შვილი 100% ით არ გეყოლებაო, გითხრეს ძნელი იქნებაო და არა შეუძლებელი, რამდენ ნაცნობს მოუყვანია სრულიად ჯამრთელი ქალი ცოლად მაგრამ ელემენტარული პრობლემის გამო არ ყავთ შვილები, მაგრამ ერთმანეთი ჯერ კიდევ უყვართ და ერთად არიან გასაგებია? ამიტომ მართლა ბავშვივით ნუ მექცევი და ნუ მიწყვიტავ რა მინდა და რა არა. ახლა გასაგებია შენთვის ჩემი პოზიცია?_ყვირილით დაამთავრა და ოთახიდან გავარდა. მე ლოგინზე მობუზული და ფიქრებში არეული დამტოვა. სწორი იყო, ახლა ვინ არის ჩვენ ორს შორის ბავშვი? რატო არ ვისვენებ და უბრალოდ რატომ არ ვტკბები იმითი რაც მაქვს? ჯანდაბა ნინელი, პრიზი გეკუთვნის ყველაფრის არევაში. ამ მონოლოგში მზეც ამოიწვერა და ელნელა ჩემი ლოგინის გათბობა მოინდომა, ლანდივით მოყვებოდა საწოლს და ფეხებზე ამოცოცებული შეჩერდა. ლანდივით. ლანდი. ჯანდაბა რატომ ვფიქრობ ლანდზე? რას მახსენებს? გაგა. ღმერთო მე რა წუხელი გაგა დავინახე? ლოგინიდან წამოვხტი და წინ და უკან დავიწყე სიარული, შეუძლებელია, ვერ იქნებოდა, თანაც გათიშული ვიყავი, აშკარად მომეჩვენა. ახლა გაგასთვის არ მცალია, ალექსანდრე უნდა შემოვირიგო, სააბაზანოში კბილები გამოვიხეხე და სამზარეულოსკენ წავედი. ჩაის იდუღებდა და ჭიქაში შაქარს იყრიდა. ვფიქრობდი ჩემი გადაწყვეტილება როგორ მექვა, მაგრამ ალბათ გამოხატვა უკეთესი იქნებოდა. ზურგზე ავეკარი და ხელები მუცელზე მოვხვიე, თავიდან არ შეიმჩნია და ჩაის კეთება განაგრძო, არა არა ბავშვო ასე ვერ გამოძვრები.
-მეც მიყვარხარ ბავშვო. _ვიგრძენი როგორ ჩაისუნთქა და შემობრუნდა. გამეცინა თვალებში ჭინკები რომ დავუნახე.
-გაიმეორე უფროსო ქალბატონო.
-მიყვარხარ ბავშ..._არ დამაცადა ისე დამეტაკა ტუჩებზე. არა ეს ბიჭი ერთ დღეს ბოლოს მომიღებს. ამოსუნთქვასაც არ მაცლიდა ისე მკოცნიდა, მაგრამ ბოლოს თვითონაც დაჭირდა ჰაერი და ოდნავ გაიწია.
-აბა რითი ავღნიშნოთ ქალბატონის დიდი აღიარება?
-ჰმ, ისე სამზარეულოს მაგიდაზე ჯერ არ გვქონია_წარბაწეულმა გავხედე და გაეცინა.
-მინიშნება მიღებულია._უცებ შემოცმული მისი პერანგი წამში მომაცილა და მაგიდაზე შემომაჯინა. რა თბილია, როგორი სასიამოვნო სუნი ასდის. რა სასიამოვნო ყოფილა ადამიანის სიყვარული, თანაც ეს სიყვარული თითებს თუ მიაცურებს შენი საცვალის შიგნით და ასოს მაგივრად ჯვარედინ თითებს აცურებს. ჯანდაბა, კიდევ ვიმეორებ ერთ დღეს მომკლავს. არა, ამჯერად არ გამოუვა, მისი შეგრძნება მინდა და არა თითების, ამიტომ ხელს ვკრავ, იატაკზე ვაგდებ და ზემოდან ვაჯდები, დღეს დომინანტი მე ვარ, ჩემი აღიარება იყო და ვერ წამართმევს. ხელით ვუძებნი ასოს მის ადგილს და იმდენად ვაწვები ზემოდან ლამის მგონია რომ საშოში ამივიდა. ერთმანეთის ოხვრას და კვნესას ყურადღებას არ ვაქცევთ და მეორე რაუნდზე თითქმის ეგრევე გადავდივართ. ამჯერად თითონ მოძვრება ზემოდან და ვხვდები რა უსიამოვნება შეიძლება მოყვეს სამზარეულოს იატაკზე სექსს. მეტლახი საშინლად ცივია, იმდენად რომ ალექსანდრეს სიმხურვალეც აღარ მყოფნის და მესამე რაუნდზე ჩემი ნებით ვამბობ უარს.
სასიამოვნოდ გაღიმებულ-გაბრუებული შევდივარ ლიფტში და სიამოვნება სახიდან მერეცხება. წინ ისევ გაგას აჩრდილი მიდგას და ცბიერად მიღიმის. თვალების გაფართოებას ვერ ვასწრებ კარი რომ იკეტება და ჩემს სართულზე მივყავარ. ჯანდაბა, თავის ტკივილი გამიორმაგდა. იქნებ ....? არა არა არ ვიფიქრებ. ხშირად ამბობენ მკვლელებს თავიანთი მსხვერპლის სული დასდევთო, მეც ალბათ მიწერია მთელი ცხოვრება გაგას სულს ვუყურო. თავის ტკივილს ვეღარ ვუძლებ, მუცლის ამოტრიალებასაც ვგრძნობ და ძლივს ვასწრებ სააბაზანოში უნიტაზთან მირბენას.
იქნებ ალექსანდრეს დავურეკო? ხო ჭკვიანო ნინელი და რა ვუთხრა? გაგას სული დამზდევს და ჟეტონი დაანახე შეეშინდესთქო? ღმერთო ხანდახან ფიქრის უნარი სულ მიქრება. კიდევ ერთ მუცლის ამოტრიალებას ვგრძნობ და ისევ დამეგობრებულ უნიტაზს ვეხვევი.
ამ რეჟიმში ერთი კვირაც გადის და მეორე კვირაც იწყება. არ მეგონა ადამიანს თუ შეეძლო ასეთი ბედნიერი ყოფილიყო. არც ის ვიცოდი ალექსანდრეს მსგავს კაცს თუ ვიმსახურებდი, მაგრამ ფაქტია გამომიგზავნეს. მე და დამეგობრებული უნიტაზი ჩვენს ურთიერთობას ალექსანდრეს ვუმალავთ, თუ გაიგო გაგას აჩრდილზე მოყოლა მომიწევს ამიტომ, ისევ ჩუმად მეგობრობა ჯობია. აი თავის ტკივილი კი აღარ ვიცი სად წავიღო, ამათ დამატებული უძილობა და მიიღებთ ჩემს საოცარ ხასიათს, რომელსაც ალექსანდრე გმირულად არ იმჩნევს. ნანო უკვე ფეხზე დგას და ორი კვირის გასვლის შემდეგ საზეიმოდ გვიცხადებს, რომ სამ დღეში აქ იქნება.
დილით ალექსანდრეს გამოსვლამდე ტრადიციად გვექცა საუზმის კეთება, შემდეგ ისიც მიერთდება, ამჯერად რატომღაც პატარაობიდან შეზიზღებული კვერცხი მინდება და რაოდენ გასაკვირიც არუნდა იყოს, ყიყლიყოსთვის ვამზადებ პურებს. ალექსანდრეს აწეულ წარბებს ყურადღებას არ ვაქცევ და კვერცხში ამოვლებულ პურებს ტაფაზე ვაწყობ. სუნი იმდენად მსიამოვნებს ლამის კრუტუნი დავიწყო.
-ამ საღამოს ჩემი მშობლები ჩამოდიან, შენი გაცნობა უნდათ_ფრთხილად ამომხედა და წყალი დაისხა ხელები რომ დაესაქმებინა. რატომღაც არ ავღელვებულვარ.
-რომელისთვის? თუ მოვახერხე ადრე წამოვალ და ვახშამს გავაკეთებ თუ არადა გამზადებულს მოვიტან.
-არიჩქარო იციან რომ მეც ვმუშაობ და ცოტა გვიან ჩამოვლენ. ქუთაისიდან აქამდე მაინც სამ საათნახევარი უნდა გზას, მეტი თუარა.
-კარგი, მაშინ დამირეკე და მითხარი როდის წამოვლენ და მეცოდინება._ჩემს ყიყლიყოებს დავწვდი, ამჯერად ალექსანდრეს არ გავუნაწილე სულ მე დავიდე და კიდევ ერთხელ დავაიგნორე მისი აწეული წარბები.
უკვე რვა საათი იყო სახლში ნერვიულად რომ მიმოდიოდა ალექსანდრე, ყოველ წუთში ერთხელ რეკავდა, მაგრამ ჯიუტად არავინ პასუხობდა, არც დედა არც მამა და არც მისი პატარა და. უკვე მოსაცმლის ასაღებად გაიწია ტელეფონი რომ აწკრიალდა. მეც ანერვიულებული წამოვდექი უკვე 5 საათი იყო რაც დაგვირეკეს წამოვედითო და რა აღარ ვიფიქრეთ. დემეტრე აღმოჩნდა, მისი მეწყვილე სამსახურში.
-აუ დემე, ჩემებს ველოდები თუ რამე სასწრაფო არაა მარტო ვერ მიხედავ?
-...............................
-ვერ გავიგე?
-.................................. _უცებ მივუახლოვდი რომ დავინახე როგორ ჩამოჯდა გათეთრებული სახით დივნის კუთხეში.
-რა ადგილზე?
-......................
-გამოვდივარ.
უხმოდ ჩაიცვა მოსაცმელი და მეც უხმოდ ავეკიდე უკან. ხმა არცერთს ამოგვიღია უსიტყვოდაც მივხვდი წინ კარგი რომარაფერი გველოდა.
--------------------------------------------------
არვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი თბილი სიტყვებისთვის...
ესეც ახალი თავი და ნელნელა დასასრულისკენ მივდივარ, ერთი ან ორი თავია დარჩენილი მხოლოდ.
მადლობა რომ კითხულობთ <3



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

გეხვეწები ნუ ამოუხოცავ ალექსანდრეს ოჯახს ცოდოა და ბანალური ამ ბოლოს რაც წავიკითხე ყველას მშობლები ავარიაში იხოცებიან

 


№2 სტუმარი სტუმარი Keti

მულტფილმი და არა მურთფილმი. საკმაოდ გაბანალურდა. ასე მალე მაინც არ ველოდი მის ორსულობას

 


№3  offline მოდერი abezara98

ვაიმეე! რა იყო ეს? გავგიჟდიი! კარგი ხარ! ველი გაგრძელებას ♡♡♡

 


№4  offline მოდერი naattii

abezara98
ვაიმეე! რა იყო ეს? გავგიჟდიი! კარგი ხარ! ველი გაგრძელებას ♡♡♡

მადლობა <3

 


№5  offline წევრი mariam m.k

moutqmelad veli p.s wow

 


№6  offline მოდერი naattii

mariam m.k
moutqmelad veli p.s wow

მადლობა <3

 


№7  offline წევრი ბიბი

მოიცა, ტყუილად გაქე და გადიდე ამდენი?! რას აკეთებ. ეს რა მოგვიგდე. ჰმ..
თუ ფიქრობ რომ ალექსანდრეს მშობლებს უნდა დამართო რამე გადაიფიქრე. ან ეს გეგა თუ გამოაჩინე გამოაჩინე უფრო მძაფრად. მოკლედ რაღაცები აურდაურიე მგონი :/

 


№8  offline მოდერი naattii

ბიბი
მოიცა, ტყუილად გაქე და გადიდე ამდენი?! რას აკეთებ. ეს რა მოგვიგდე. ჰმ..
თუ ფიქრობ რომ ალექსანდრეს მშობლებს უნდა დამართო რამე გადაიფიქრე. ან ეს გეგა თუ გამოაჩინე გამოაჩინე უფრო მძაფრად. მოკლედ რაღაცები აურდაურიე მგონი :/

რა ვქნა მომავლისთვის ასე მჭირდებოდა სიმძაფრეს რაც შეეხება მემგონი მომდევნო თავში საკმაოდ იქნება : ))

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

იმედია მშობლებს და დას არაფერი მოუვათ სერიოზული.ეს გაგაც სად გამოჩნდა ახლა.ნუ მოკლედ ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№10  offline წევრი marikuna18

იმედია მშობლებს არ მოუკლავ ცოდოა რააა :(((( ისე უმაგრესი გოგო ხარ????????

 


№11  offline მოდერი naattii

marikuna18
იმედია მშობლებს არ მოუკლავ ცოდოა რააა :(((( ისე უმაგრესი გოგო ხარ????????

მადლობაა <3

 


№12 სტუმარი სტუმარი ქეთი

sad xar amden xaans :D

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

მითხარი რომ ცუდი არაფერი დაემართათ რა და ეს გაგას ბრალი არ არის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent