შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დილამშვიდობის, მწვანეთვალებავ! {სრულად}


25-04-2018, 18:22
ნანახია 5 727

სწრაფად ამოიცვა კედები და კიბეებზე ჩაირბინა. გადაკოცნა ანა, ქეთა და სკოლას მიაშურეს. შუაში ჩაუდგა გოგოებს, ხელკავი გამოსდო და შენობაში შეაბიჯა. ეს გოგო იყო ბედნიერების განსახიერება. სულ მოცინარი, სულ მომღიმარი და რაც ყველაზე უცნაურია-უკარება. არასდროს ყოლია შეყვარებული, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სკოლა მასზე გიჟდება. 18 წლის გოგო, რომელსაც სიყვარული არ განუცდია, რომელსაც არასდროს უთქვამს ბიჭისთვის "მიყვარხარ" ახლა დერეფანში მიაბიჯებდა და მწვანე თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. როდესაც ჩახუტებულ წყვილს მოკრავდა თვალს გაიფიქრებდა "ადრე თუ გვიან მაინც დაშორდებიან."
კლასში შეაბიჯა. ყველამ ცალი თვალი მისკენ გააპარა. "რამ გააოცა ეს ხალხი? რამე მაქვს სახეზე?" გაიფიქრა. ყველა სწორედაც იმან გააოცა, რომ არაფერი აქვს სახეზე. მაკიაჟს არ ატარებს, ყველას ტონალურის სქელი ფენა აქვს გადატყეპილი, რომელიც არაბუნებრივ, მოსტაფილოსფერო შეხედულებას ტოვებდა სახეზე. "გაშპაკლულები" აი ეს სახელი შეარქვა ასეთ ადამიანებს.
გაკვეთილები ძალიან გაიწელა. როგორც იქნა, თავი დააღწია სკოლას და სახლისკენ გაუდგა გზას. გოგოებს დაემშვიდობა და სახლში ავიდა. ჩანთა სკამზე მიაგდო, თვითონ კი სამზარეულოში გავარდა და მთელი ჯამი ბატიბუტით აავსო. ლეპტოპს მიუჯდა და სერიალის რამოდენიმე სერიას უყურა. შემდეგ კი ფეისზე შევიდა.
"ოჰო, ვიღაცას მეგობრობის თხოვნა გამოუგზავნია. ვიღაც, დათა...არ გიცნობ, ჰო და, გუდბაი!" მეგობრობის მოთხოვნაზე უარყოფით პასუხს დააჭირა და ამ დროს კარებზე კაკუნიც გაისმა. სწრაფად გააღო კარები.
-ვაა, ვინ მოსულაა!-სახეში შეაძახა უფროს ძმას.
-რას შვები?-ლოყაზე აკოცა საყვარელ დაიკოს.
-ბატიბუტს ვჭამ.-პირგამოტენილმა უპასუხა მარიმ.
-უკვე აღარ.-თქვა და მუჭით ამოაცალა ბატიბუტი.
-აუ გიო რა გინდა, რა! ამოგეტანა შენთვისაც თუ ეგრე გინდოდა.
-კაი რა მარ, ჰო იცი, როგორ მიყვარხარ?-დას ლაღად შესცინა გიომ.
-ჰოომ...მეც-ჩაეცინა მარიამს.
ოთახში შევარდა, იმეცადინა, საღამოს ანასთან და ქეთასთან ერთად გავიდა. იმხიარულეს, ბევრი იცინეს, დაგეგმეს X ფაქტორზე ორშაბათს წასულიყვნენ. მომდევნო დღეს, სკოლაში ნიკა შეეჩეხა, რომელსაც, უკვე დიდი ხანია უყვარს.
-გამარჯობა მარი, იცი, რა? მოდი X ფაქტორზე წავიდეთ, აი, 2 ბილეთი მაქვს.-ამის თქმაზე ბილეთები ცხვირწინ აუფრიალა.
-სხვა გეგმები მაქვს.-უთხრა და გაეცალა.
საღამოს face-ზე ისევ შევიდა.
"ღმერთო ამან კიდევ გამომიგზავნა მეგობრობა? კარგი ჰო დაგიმატებ, იმედია ხელს არ შემიშლი."
დადგა ნანატრი ორშაბათი დღე, მარის ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა X ფაქტორზე. 5 საათზე სახლიდან გავიდა და გოგოებთან წავიდა. უამრავი ადამიანი იყო, გოგოები რიგში იდგნენ, მარიმ ვიღაცის მზერა დაიჭირა. როგორ ეცნობა ეს ბიჭი... მაგრამ საიდან? უჭირდა გახსენება.
-აუ,მარ, ნახე როგორ გიყურებს?-თქვა გაბადრულმა ქეთამ
-ჰო, ვხედავ. მაგრად მეცნობა, მაგრამ საიდან არ ვიცი.
-აუ, მზერით გჭამს რასაც ქვია!-არ ჩერდებოდა ქეთა.
-კარგი ახლა, ნუ დაიქოქები.-ხუმრობით დაწყნარება ცადა ანამ.
-ჰო ეს რომ ჩაირთვება რა გამორთავს-აყვა მარიც.
-კაი წამო შევედით-თქვა გაბუსხულმა ქეთამ.

შესასვლელისკენ მიიწევდნენ. ერთმანეთის პირდაპირ იდგნენ მარი და ის უცნობი ბიჭი, რომელიც მარის ვერაფრით გაეხსენებინა. უცებ, ერთმანეთს შეხვდა ამ ორის თვალები. ერთმანეთს უყურებდნენ მწვანეთვალება და თაფლისფერთვალება. ორივე დაიბნა და წამით ერთმანეთს მზერა მოარიდეს. რაღაცის თქმას აპირებდა ბიჭი, როცა მარიმ დარბაზში შეასწრო.
-დათა-თქვა მარიმ, როცა ადგილი დაიკავა.
-რა თქვი?-გამოეხმაურა ქეთა.
-დათა ქვია იმ ბიჭს.
-რომელს, რამოდენიმე სკამის მოშორებით რომ ზის და გიყურებს?-ჩაება ანაც გოგოების საუბარში.
-მიყურებს?!-შეიცხადა მარიმ.
-ჰო გოგო, მართლა.-ქეთამაც დაადასტუტა. მარის სახე გაუფითრდა, მაგრამ გულში გაიფიქრა "ეს უბრალოდ დამთხვევაა".

მეორე დღეს ნიკა ისევ შეხვდა, მაგრამ მან უბრალოდ თავი დაიძვრინა და გაეცალა, იმედი ჰქონდა, რომ ეს ბიჭი ოდესღაც მიხვდებოდა, რომ არ აინტერესებდა და თავს დაანებებდა. საღამოს გოგოები მთაწმინდაზე წავიდნენ. მარიმ ჩაიცვა მაღალყელიანი კედები, დიდი ჟაკეტი, შავი მაისური, მუქი ლურჯი ვიწრო შარვალი. გოგოებმა პარკში ნაყინები იყიდეს, ბევრი ისეირნეს. შებინდებისას სახლში დაბრუნებულ მარის გიო თავისი სასტავით დახვდა.
-აქ რა ხდება ჩემი ძმა?-მხიარულად დახტა ტახტზე მარი.
-ვქეიფობთ სესტრა.
-უჩემოდ?
-ბოდეშე-გასძახა იკამ.
-ჰო კაი კაი, აბა რას ვშვებით?
-ვსვამთ ბოლომდე-გამოეხმაურა ლუკა.
-მშვენიერია!

ღამის 3 საათამდე მაგრად იქეიფეს. მეორე დილით მარიმ საწოლიდან თავი ვეღარ აწია და სახლში დარჩენა გადაწყვიტა. შუადღის 1 საათამდე ნებივრობდა საწოლში, მაგრამ შემდეგ გიოს ბრახა-ბრუხმა გააღვიძა.
-რა ხდება, ჰო კარგად ხარ?-გასძახა ძმას.
-მტერი შემოგვესია, დედოფალო!
-მაშ, შევუტიოთ!-წამოხტა და ბალიშებით გაიქცა ძმის ოთახისკენ. ბევრი ითამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ გიო 22-ის არის... ისიც უნდა ვთქვა, რომ მაგარი და-ძმობა ჰქონდა ამ ორს. შუადღეს გიოს ძმაკაცმა დაურეკა და გასვლა დააპირა, როცა მარიმ შეაჩერა.
-საით?
-ბილიარდი
-ეე, რა წესია? მე?
-სადმე წადით შენ, ანა და ქეთა, მაგრამ 9-ზე სახლში იცოდე.
-სად წავიდეთ მერე?
-რავი, მაგალითად, ბოულინგ ცენტრში.
-მაგარია! აუ გიო? ჰო იცი, როგორ მიყვარხარ?
-50 გეყოფა-გიომ დას ფული ხელში მიაჩეჩა.
-მიყვარხარ!
-აფერისტო.-გაეღიმა და შუბლზე აკოცა.
გიოს გასვლისთანავე მარიმ ტელეფონი მოიმარჯვა.
-აბა ჩემი გოგოები რას შვებიან?
-რა გინდა აბა პირდაპირ დაიწყე.
-ჩვენ მივდივართ ბოულინგ ცენტრში! მოემზადეთ, 15 წუთში მანდ ვარ.-არ დააცადა პასუხი ისე გაუთიშა ტელეფონი. თვითონაც მოწესრიგდა, გოგოებს გაუარა და წავიდნენ. შეაბიჯეს ბოულინგ ცენტრში და თუ გამოიცნობთ, ვინ დაინახა! ესეც მათი მეორე შეხვედრა!
-აქ ვინ არის, ხედავთ?-გაოცებულმა ქეთამ უჯიკა გოგონებს.
-თან ძმაკაცებთან ერთად.-დაამატა ანამაც.
-დაწყნარდით, girls.-მარიმ ბურთს ხელი დაავლო, დაიკავა თავისუფალი ადგილი და ბურთი გააგორა.ყველა კეგლი წაიქცა, ეს, რა თქმა უნდა, არ გამოპარვია დათას ძმაკაცებს.
-აუ იმენა ყველა წააქცია! თან რა გოგოა! მაღალი და მწვანეთვალება.-როგორც კი მწვანეთვალება ახსენა მაშინვე გაიხედა დათამ და ძმაკაცებს უთხრა:
-არ დაგინახოთ, რომ გაეკაროთ რომელიმე!
-რა პონტში?-დაიწყო თვალების ციმციმი სანდრომ.
-პროსტა....
-მოიცა! არ არსებობს! ეს ჰომ ის გოგოა, X ფაქტორიდან? რა ხდება 20 წლის კაცი ბავშვს გადაეკიდე?-სიცილით თქვა გუგამ.
-სართანია, გაჩუმდი!
-კაი გუგა დავანებოთ თავი. ბიჭი შეყვარებულია!
-სტურუა შენ გასაგონადაც ვთქვი-მიუბრუნდა მეორეს.
-არა, ძმაო, მაგრად თამაშობს!-ჩაერია ლუკაც.
დათამ ყურიც არ შეიბერტყა, გააგორა და ყველა კეგლი წააქცია. ცალ-ცალკე წასული მარი და დათა საბოლოოდ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. რაუნდი მარიმ მოიგო. დათა მისკენ წავიდა და უთხრა:
-კარგად თამაშობ ,,X ფაქტორის გოგო"
-შენც, "ბიჭი face-დან"-უთხრა და წავიდა. მარიმ ამ ბიჭში რაღაც გამოიწვია და იგივეს თავადაც გრძნობდა. გოგოები გზას ფეხით მიუყვებოდნენ, როცა მათ გვერდით ჯიპი გაჩერდა.
-წავედით სახლში გოგოებოო-თქვა სართანიამ.
-კაი ნუ დააფეთე-ხელი გაკრა ლუკამ.
დათამ თვალები გადაატრიალა და გოგოებს უთხრა:
-წამოდით, სახლამდე გაგიყვანთ.
-არა, გმადლობთ.-ცივად მიუგო მარიმ, როცა დაინახა როგორ ჩაუკრა სანდრომ ქეთას თვალი. "ოღონდ ეს არა!" გაიფიქრა მარიმ და დაქალს შეხედა, რომელიც სანდროს შეხედვაზე ლამის დამდნარიყო. შეუმჩნევლად უჩქმიტა და ქეთაც გამოერკვა:
-ჰო, ჰო, არ გვინდა.
ანამ კი ხითხითი მორთო.
-კარგი, რა. რატომ ხარ ასეთი უკარება?-ჩაეკითხა დათა.
-ვისთვის როგორ-თქვა და გზა გააგრძელა. ამ დროს გიომ საძმაკაცოთი მოაკითხა. მარი ძმასთან მივიდა და მაგრად ჩაეხუტა. გიომაც გადაჰხვია ხელი. ანა კი შოთიკოსთან მივიდა, სულ დამავიწყდა, მეთქვა, რომ ეს ორი უკვე 1 წელია ერთად არიან. ქეთი იკას ამოუდგა გვერდით და წავიდნენ. მარი გრძნობდა ვიღაცის მწველ მზერას და კარგად იცოდა, თუ ვის ეკუთვნოდა ის.
მეორე დილით კი, სკოლაში, ჩვეულებრივისგან რადიკალურად განსხვავებული ვითარება დახვდა. ბიჭები, რომლებიც მასზე გიჟდებოდნენ, ახლა მას ახლოს არ ეკარებიან, მათ შორის ნიკაც კი.
-ღმერთო, რა დაემართა ამ ხალხს?-გაოგნებული იყურებოდა მარიამი.
-უცნაურია-გულზე ხელი დაიკრიფა ქეთამ.
-მაგრამ შენთვის უკეთესი!-დაამატა ანამ.
მართალია მარის არ უყვარდა ბიჭების ყურადღების ცენტრში ყოფნა და გულზე მოეშვა კიდეც, ეს ყველაფერი რომ შეწყდა, მაგრამ მაინც უკვირდა ეს ყოველივე. სახლში მივიდა. განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, ინტერნეტი, ჭამა, მეცადინეობა, წიგნი და ძილი. მეორე დილით, როცა გაიღვიძა, საწოლთან 1 ვარდი დახვდა პაწაწინა წერილთან ერთად:
"დილამშვიდობის, მწვანეთვალებავ!"
-ეს რა ხუმრობაა? გიო, ეს რა არის? რას მეღადავები?-გასძახა ძმას ოთახიდან.
-რა გინდა?-მეორე ოთახიდან განოეპასუხა გიო.
-ვარდი და წერილი რამ დაგადებინა აქ?
-მე არ გამიკეთებია.
-ჰო, დავიჯერე. სულებმა გააკეთეს.
-მაგაზე მოვიკლავ ახლა თავს, რომ შენ გიყიდო ვარდი და გიწერო წერილი.-მშვიდად მიუგო ოთახში შემოსულმა. მარიმ თვალები გადაატრიალა, ვარდი და წერილი კომოდში ჩადო და სკოლას მიაშურა. ყველაფერი უცნაურად ეჩვენებოდა, სკოლაში ყველა თავს არიდებს, მაგრამ ახლა ეს ვარდი და წერილი...
ყველაფერი დაახლოებით 2 კვირას გრძელდებოდა. ყოველ დილას ხვდებოდა ვარდი ერთი და იმავე სიტყვებით:
,,დილამშვიდობისა, მწვანეთვალებავ!"
"ეს უკვე ზედმეტია! გიო ამას არ იზამს. აივანიც ჩაკეტილია....ან მეოთხეზე ვინ უნდა ამოძვრეს? ოჰ, რა თავსატეხია!" ფიქრობდა მარი. თუმცა ეს ყველაფერი უეცრად შეწყდა, ვარდი და წერილი აღარ დახვდა. იმავე დღეს მარისთან სახლში ანა, ქეთა, შოთიკო და ლევანი იყვნენ.
-აუ მაგარი მოვიფიქრე! მოდი, დღეს საღამოს წავიდეთ მამაჩემის კლუბში.-იდეით ბედნიერმა წარმოთქვა შოთიკომ.
ყველას მოეწონა ეს აზრი.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნები იყვნენ (სამეგობროს ნახევარი), კლუბში უპრობლემოდ შევიდნენ. მარი მაგარ დროს ატარებდა, სანამ დათა არ დაინახა, რომელიც შორიახლოდან დაბღვერილი უყურებდა. "ეს რა, დამყვება?!" გაიფიქრა მარიმ, თუმცა რეაგირება ვერ მოასწრო, რადგან საცეკვაოდ გაიწვიეს.
-ხელი გაუშვი.-მოესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა.
-რამე პრობლემაა, ძმა?-ეჭვისთვალით შეხედა ცეკვის პარტნიორმა ჩემს უკან მდგომს.
-კი, ხელი გაუშვი.-ისევ გაიმეორა.
-მგონი ვცეკვავ.-მამისმკვლელი სახით გახედა დათას მარიმ.
-არ მაინტერესებს!- მკლავში ჩაავლო ხელი და გამოიყვანა.
-შენ სულ გაუბერე, ხო?!-გაბრაზებული უყურებდა მარიამი დათას.
-უცხოს რატომ ეცეკვები?
-შენი საქმე არაა.-მშვიდად მიუგო გოგონამ.
-აბა ვისი საქმეა გოგო ჩემი თუ არაა?-გამწარებული იყო დათა.
-დაწყნარდი, კაი?-მარი გაეცალა და ისევ კლუბში შებრუნდა. დალია ჯერ 1..2..3 ჭიქა, ერთი ისღა ახსოვდა, თუ როგორ მშობელივით კიცხავდა ანა, მერე კი, გონება დაკარგა.

დილას საკუთარ საწოლში გაეღვიძა. თავი უსკდებოდა. კარებზე ზარი იყო, ძლივს წამოიზლაზნა და კარებამდე მიაღწია. დიდი ყუთი იდო, წერილით:
"ჩემს მწვანეთვალებას!"
გახსნა და შოკოლადები ეწყო.
"აუ ეს ხალხი ვერაა! მაგრამ შოკოლადზე უარს არ ვიტყვი!" გაიფიქრა მარიმ და შოკოლადების დიდი შეკვრა სახლში შეიტანა.

შუადღისას მარიმ იკას დაურეკა.
-ჩემი ძმა რას შვება?
-ჩილიმ ბარში მივდივართ თუ გოგოებსაც ააგდებ წაგიყვანთ.
მარიმ ფაცი-ფუცით გადარეკა ყველასთან და ფეხზე წამოაგდო. სასწრაფოდ გაემზადნენ და წავიდნენ. შევიდნენ ბარში და აქაც დათას შეეჩეხა. მასაც მეტი რა უნდოდა მივიდა მარისთან და უთხრა:
-შენ რა, დამსდევ?
-ჰო, შენ გამო დავყვები ბავშვებს.
-ჰო, ვხედავ..გამარჯობა გიო.-უცებ დათამ მარის ძმა გადაკოცნა.
-რა?-გაოგნდა მარი.
-ვაა! დათა! რას შვები, როგორ ხარ?
-შენ საიდან იცნობ?-მიუბრუნდა ძმას.
-გრძელი ამბავია, მერე მოგიყვები.
სახლში მისულს არ ასვენებდა იმაზე ფიქრი თუ გიო და დათა ერთმანეთს საიდან იცნობდნენ. ამიტომ მივიდა ძმასთან და კითხა.
-საიდან იცნობ დათას?
-ისიც ჩემნაირადაა, მშობლებს ეხმარება ბიზნესის საკითხებში და პარალელურად სწავლობს. ხანდახან ერთად ვმუშაობთ და შეიძლება საზღვარგარეთაც გავქაჩოთ.
-რაღა გიჭირთ.-ჩაფიქრებული მარი თავის ოთახში შევიდა და ფეისზე მოძებნა დათა. თავიდანვე რომ შეემოწმებინა, დათას კარიერაზე ბევრს შეიტყობდა. მაგრამ, რა ეგონა, თუ ეს დააინტერესებდა.

მეორე დილით წავიდნენ კალათბურთის თამაშის საყურებლად, მთელი სასტავი ერთად იჯდა და მაგრად გულშემატკივრობდნენ. შესვენებაზე მარი ფეხზე წამოდგა, რომ სასმელი ეყიდა, როცა დათა დაინახა. წარბშეკრული მიუახლოვდა.
-რას გადამეკიდე?
-მე თუ შენ?
-რატო დამყვები?
-მომეწონე და დაგყვები, მერე?
-არ მიზიდავ.-უთხრა მარიმ და გაეცალა. გიომ დათა, ლუკა და სანდრო რომ შენიშნა, სახლში დაპატიჟა სამივე. მთელი საღამო მათთან იყვნენ. დილით მარი სკოლაში წავიდა. როცა სკოლას თავი დააღწია, იქვე დათა შენიშნა.
-აქ რა გინდა?
-შენ უნდა წაგიყვანო.
-მე გიო წამიყვანს.
-გიომ გამომიშვა
-რა?
-სამსახურში დაიბარეს და შენი თავი მე ჩამაბარა, სახლში მოგიყვები და მერე ყველა იქ მოვა.
-არ მინდა, ფეხით წამოვალ.
-ან ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა ჩაჯდები მანქანაში.
-რა? რას ბოდიალობ?
-ძალითა ჩემითა.-დათამ მარი მხარზე გაიდო და მანქანაში ჩატენა. სახლში რომ მივიდნენ დათამ უთხრა.
-მშია, მაჭამე.
-შენ კი არა, ჩემ ძმას არ ვუკეთებ საჭმელს.
-ცოტაც და მოგარჯულებ.
-რა თქვი?
-არაფერი.
საღამოს მთელი სასტავი მათთან ავიდა.გიომ, ლუკამ და დათამ იქ მყოფებს მიმართეს.
-ყველამ მოგვისმინეთ. რაღაც გვაქვს სათქმელი.
-რა ხდება?-ჰკითხა ძმას.
-საზღვარგარეთ მივდივართ სამსახურიდან 1 კვირით შენ დათასთან რჩები, თუ მალე მოვილევ საქმეს ადრე ჩამოვალთ.
-რა?!-შეჰკივლა მარიმ.-აღუ ვარ დათასთან რომ მტოვებთ?! რა მინდა ამასთან ერთად?
-მარიამ, შეწყვიტე!-ხმა გაუმკაცრდა გიოს.-ვთქვი და მორჩა.
მარიმ ამოიოხრა. იცოდა, რომ სინამდვილეში ერთადერთი ვარიანტი იყო დათასთან დარჩენა. არა და, მარტო დარჩენაც კარგი იდეა იყო. მაგრამ რას გაუგებ ამათ...
მეორე დილით აეროპორტში გააცილეს ბიჭები,სახლში მისული მარი კი ოთახში ელვის სისწრაფით შევარდა და კარები გადაკეტა.
-გააღე-უკან გაყვა და კარებზე კაკუნი აუტეხა დათამ.
-არა.
-გააღეთქო.
-არა, მარტო მინდა ყოფნა.
დათამ თავიდან ჯიუტად აკაკუნა, მერე შეეშვა. მარიმ კი პიჟამა ჩაიცვა, კარებიც გააღო რომ დათას კაკუნით გული არ შეეწუხებინა და საწოლში შეწვა. ახალი ჩაძინებული იყო, როცა ქვეცნობიერში შემოსასვლელი კარების რბილად დაკეტვის ხმა ჩაესმა.
ოთახის კარების ჭრიალზე მარიმ თვალები დაჭყიტა. ისედაც ფრთხილი ძილი აქვს, და ის იყო დათასთვის უნდა დაეყარა, დაუკითხავად ოთახში რატომ შემოხვედიო. რომ შიშმა და გაოცებამ გააშეშა. კარებში ნიკა იდგა. ის სტალკერი, რომელიც მეცხრე კლასიდან აწუხებდა.
კივილი აღმოხდა, მაგრამ ნიკა წამებში მასთან გაჩნდა და ერთი ხელი პირზე ძლიერად ააფარა, მეორეთი კი მარის მოქნეული ხელების მოგერიება შეძლო.
-გაჩუმდი!
თუმცა მისთვის უკვე გვიანი იყო. კივილზე დათას გაღვიძებია. ოთახში შემოვარდნილს ეს სიტუაცია რომ დახვდა თვალები რისხვისგან აენთო. ნიკას საყელოში ხელი ჩაავლო და ისეთი ძალით მიანარცხა კედელზე, რომ ალბათ ყველა ძვალი ჩაუმსხვრია.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!
ნიკამ თვალი მოარიდა.
-მიპასუხე!!
გაცეცხლებულმა დათამ მკლავი მიაჭირა გულზე და ნიკაც უმწეოდ აფართხალდა.
პასუხი რომ ვერ მიიღო დათამ ყბაში უთავაზა და ლამის აივნიდან გადააგდო. მარის ძალიან შეეშინდა და დათას სთხოვა გაეშვა. დათამ დაზაფრულ მარიამს რომ შეხედა, მიხვდა, რომ საქმის გარჩევის დრო არ იყო. ამიტომ ნიკა გააგდო. კარები ჩაკეტა და გოგონას მოუბრუნდა. საწოლთან იდგა. ფანჯარასთან მისვლა არ უნდოდა, მაგრამ უნდა დარწმუნებულიყო, რომ ნიკა წავიდა.
მწვანე თვალებში ცრემლი ჩაუდგა. ასეთი შიში არასოდეს უჭამია. დათამ ამის დანახვაზე გულში საშინელი ჩხვლეტა იგრძნო. მარისთან მივიდა და გულში ჩაიკრა. მარი ბევრი ეცადა, მაგრამ ერთი-ორი ცრემლი მაინც ჩამოუგორდა იმ ულამაზესი თვალებიდან.
-ჩუ. ჩუ. ყველაფერი კარგადაა.-დათა იმეორებდა და თან მარის შუბლზე კოცნიდა.-მაპატიე. ჩემი ბრალია!
ამის გაგონებაზე მარიმ მაშინვე თავი აწია და ოდნავ ჩაწითლებული თვალებით დათას მიაშტერდა.
-რა სისულელეს ამბობ? შენ რომ აქ არ ყოფილიყავი.... არც კი მინდა წარმოვიდგინო, თუ რა შეიძლებოდა ჩემთვის დაემართა.-ღრმად ჩაისუნთქა და დათას შუბლით მიეყრდნო.-მადლობა.
ცოტა ხანში მარი საბოლოოდ დამშვიდდა და დათას სთხოვა, რომ არავისთვის ეთქვა მომხდარი. დათა თავიდან უარზე იყო, მაგრამ მარის დაჟინებულმა თხოვნამ გაჭრა.
-მაინც ყველამ ვიცით, რა ელის ნიკას ხვალ....ნათელში იყოს მისი სული... (კაი ხო ვღადაობ. მაგრამ ხელის მოტეხვა ურიგო არ იქნება.)-დათას სიტყვებმა მარი გააღიმა
არცერთს ეძინებოდა, ამიტომ ცოტა ხანში პიცა გამოიძახეს და ფილმს ჩაუჯდნენ. ასე ღამის 3 ზე კი დაიშალნენ, მაგრამ ძილის წინ მარი გიოს ოთახში შევიდა, სადაც იმ დროს დათა უნდა დაწოლილიყო და ერთი ბალიში ააცალა.
-ეი! სად მიგაქვს?-სიცილით გამოეკიდა დათა.
მარიმ პასუხი არ გასცა. ბალიში გვერდით დაიდო და ჩაეხუტა.
-კაი რა...თუ ეგრე გეშინია აქ დავრჩები.
-არა, იყოს.
დათამ საწოლთან სავარძელი მიაჩოჩა.
-ნუ გეშინია, ამაში დავიძნებ.
-რა? გაგიჟდი? მანდ როგორ უნდა დაიძინო, ადამიანო?
დათამ მხრები აიჩეჩა. მარიმ კი ამოიოხრა და გვერდით გადაკოტრიალდა.
-მარტო ამაღამ.
-კარგი.
-იცოდე, ბალიშში თუ შემეშალე არ მეღადავო, თორემ მოგკლავ!
-ოქეი.
მარიმ კიდევ ერთი ბალიში დათას გადასცა თავის დასადებად. თვითონ კი ზურგი აქცია.
-აი მე აშკარად სხვანაირად ველოდი მოვლენების განვიტარებას.
მარის ჩაეცინა და იდაყვებზე წამოწეულმა გადმოხედა.
-მაინც როგორ?
-მაგალითად....ისე გეშინია, რომ მე მეკვრი და მთელი ღამე ვერ გიშორებ.-დათამ თავქვეშ ხელები ამოიდო და ჭერს მიაშტერდა.
-ჰოომ...მდიდარი ფანტაზია გაქვს.
-სადაც შენ ბალიშს ეხუტები, იქაც მე ასეთი ფანტაზია მაქვს.
-ოხ!! ჰომ გითხარი ბალიშზე არ იღადავოთქო?-გაეცინა მარის და ბალიში ჩაარტყა.
დათასაც გაეცინა.
-კარგი, ჰო. დავიძინოთ.
მეორე დილით მარის დათაზე გადაკვანძულს გაეღვიძა. ცალი მკლავი დათასთვის წელზე გადაედო. დათასაც ისე ჰყავდა თავის მკლავებში მოქცეული, რომ მარის ცხვირი ლამის მასზე მიჭ....ტოდა.
-დათაა!
არანაირი პასუხი. თუმცა მარი მასზე იყო მიკრული და დათას გულის ცემის აჩქარება იგრძნო. "თავს მაჩვენებს, რომ ძინავს."
-ვიცი, რომ გღვიძავს.
-ჯანდაბა....
-გამიშვი, თორემ გავისრისე!
-ცოტა ხანი, რა!-დათამ ისეთი თვალებით შეხედა, რომ უარს 100 წელი ვერ ეტყოდა.
მარიმ ამოიოხრა და ხელის დათას წელიდან მოშორება სცადა. დათამ კი მარის მკლავი საკუთარ მკლავსა და წელს შორის მოიქცია.
-იყოს. იდეალურად ვარ.-ღიმილით თქვა დათამ. დათას ხმა დილას კიდევ უფრო დაბოხებული იყო,თან გოგონას მის გულზე ედო თავი.მარი აწითლდა. მაგრამ ცადა არ შეემჩნია. პირველად გაეხარდა, რომ დათა მის სახეს ვერ ხედავდა. ამიტომ სანამ სახე დაულაგდებოდა, ამ პოზიციაში ყოფნა აწყობდა.
მარი დათას მკლავებში გარინდულიყო. ისე მყუდროდ იყო, რომ ისევ ჩაეძინა და როცა გაიღვიძა დათა საწოლში აღარ დახვდა. ცოტა ხანში კი ვაჟბატონმა ოთახში ყავითა და შოკოლადით მიაკითხა.
-ეს, შენ.
-მადლობაა-მარის თვალები გაუბრწყინდა.
-ხვალ ბიჭები ბრუნდებიან ხელშეკრულება უპრობლემოდ გააფორმეს და ტყუილად აღარ დარჩებიან
-აუ რა მაგარია!
-მერე სვანეთში მივდივართ.
-ვაბშე მაგარიაა!!-მარიმ პატარა ბავშვივით სიხარულისგან ტაში შემოკრა. ამ ორის ურთიერთობა საგრძნობლად გამოსწორდა.
-საჭმელს აკეთებ?
-ჰო.
დათას ჩაეცინა.
-რა იყო?-მარიმ გაკვირვებულმა გახედა.
-გახსოვს, მაშინ, რომ მითხარი საჭმელს შენ კი არა ჩემს ძმას არ ვუკეთებო? მაშინ ვიფიქრე ცოტაც და მოგარჯულებთქო და აი!
-სულელო!-გაეცინა მარიამსაც.
მეორე დღეს კარზე ზარი რომ გაისმა, მარი გავარდა, რათა სიხარულით მიგებებოდა ძმას.
-ბარგი ჩაალაგე 4 დღით სვანეთში მივდივართ!
-ახლა?
-ჰო ყველა ემზადება მიდი ჩქარა
მარი ბარგის ჩასალაგებლად გაიქცა. 15 წუთში ორი ჩემოდანი ჩაალაგა და შემოსასვლელში გაარიხინა.
-რა იყო, გოგო, მთელი ცხოვრებით კი არ გადადიხარ!-სიცილით უთხრა გიომ.
-ერთში ზამთარია, მეორეში-ზაფხული, ახლა კი გაზაფხულია.
-და შენს გულში შემოდგომა?-სიცილით ჩაეკითხა ძმა.
-ვითომ იხუმრე?-წყნარად მიუგო მარიმ.
-აბა, ჩქარა, გველოდებიან ქვევით!-გასძახა და-ძმას დათამ.
6 საათიანი მგზავრობით გადაღლილებმა, როგორც იქნა, ჩააღწიეს სვანეთში.
-ღმერთო, რა ლამაზია-აღმოხდათ გოგონებს.
-გასაოცარია-არც ბიჭები აკლებდნენ ოვაციებს.
იკა, დათა, სანდრო, გიო, ლუკა, შოთიკო, მარი, ანა, ქეთა და თეო. ყველანი სასტუმროში შევიდნენ და ოთახები დაინაწილეს. საღამოს გარეთ გავიდა 10 მეგობარი და კოცონი დაანთეს. ცეცხლის გარშემო შეიკრიბნენ. იკას გიტარა ჰქონდა და უკრავდა. ყველა მღეროდა და ბედნიერი იყო ამ დღით.
მეორე დილას კი გიო ოთახში შეუვარდა გოგოებს.
-აბა, ახტით დროზეე-ლოგინზე დახტა პატარა ბავშვივით.
-ჩადი, ბიჭო!-დაუყვირა დამ.
-ადექით რა, გოგოებო, გვშია.
-აუუ-აღმოხდა თეოს.
-ცოტა ხანში-არ ჩამორჩა ქეთაც. ანას ყურიც არ შეუბერტყია. მარი კი გადაბრუნდა, საბანი თავზე გადაიფარა და ძილი გააგრძელა.
-კარგი მაშინ სხვა ხერხს მივმართავ.-გიო გავიდა და 5 წუთში ბიჭებთან ერთად, წყლის თოფებით დაადგა.
-ადგებით თუ..?
ყველამ თვალები დაჭყიტა.
-ვდგებით-ერთხმად წამოიძახეს გოგოებმა, მაგრამ მაინც ზოზინებდნენ.
-როგორც ვხედავ, გმოფხიზლება გჭირდებათ. შევუტიოთ!-წარმოთქვა გიომ და ოთახი სულ დაასველეს. მერე პიჟამოებით გარეთ გაცვივდნენ და დიდი ბოთლებით გააგრძელეს ერთმანეთს გაგრილება.
სვანეთში ყოფნის მესამე დღეს მდინარეზე წავიდნენ, ბიჭებმა გოგოები წყალში ჩაყარეს და თვითონაც სალტოებით გადაყვნენ. ყველამ უმაგრესი დრო გაატარა.
შებინდებისას მარი და თეო აივანზე დასხდნენ.
-რას შვებით?-უცებ არსაიდან გამოჩნდა დათა.
-ვფიქრობთ.
-მაინც, რაზე?
-ქეთა და სანდრო აშკარად რაღაცას მალავენ.
-უეჭველი ერთმანეთს ხვდებიან.-დაამატა თეომ.
-ჰოო და მგონი მარტო ეგენი არ მალავენ რაღაცას.-მარიმ თეოს წარბაწეულმა გახედა.-შენი აზრით ვერ ვამჩნევ შენ და ჩემი ძმა ყურებამდე შეყვარებულები რომ ხართ ერთმანეთზე?
დათას ჩაეღიმა. თეო კი წამოწითლდა.
-კაი რა, თეო, რატომ არ აღიარებთ, რომ ერთმანეთი მოგწონთ?-მარიმ ეშმაკურად შეხედა დაქალს.
თეომ ამოიოხრა და "ორი წუთით გავალო" თქვა.
-ოთხივეს გამოვტეხავ.-ღიმილით ჩაილაპარაკა მარიმ.
როდესაც უხერხული სიჩუმე ჩამოწვა დათა მარისთან ჩამოჯდა.
-....ჩვენც გვაქვს სალაპარაკო.
მარიმ გაკვირვებულმა გახედა.
-რასთან დაკავშირებით?
-იმ ტიპთან....სახლში რომ შემოგივარდა.
-არაფერია სალაპარაკო.
-როგორ თუ არ არის? გიოს აუცილებლად უნდა დაველაპარაკო მასზე. ისევ იგივე რომ გაიმეოროს?
-.....-მარიმ პასუხი არ გასცა. წამოდგა და სახლში შესვლა დააპირა როცა დათამ მკლავებში ხელი ჩაავლო, მოატრიალა და ტუჩებზე დაეწაფა. მარიმ შეწინააღმდეგება ცადა. მაგრამ მიხვდა, რომ არ სურდა წიმააღმდეგობის გაწევა. ლამის მკლავებში ჩაადნა დათას. როცა ერთმანეთს მოწყდნენ, დათამ ამოთქვა.
-ჰომ იცი, რომ შენზე ვნერვიულობ? ჰომ იცი, რომ მიყვარხარ? შენ იმავეს არ გრძნობ ჩემს მიმართ?
მარი აწითლდა. თავი დაუქნია. დათამ კი გულში ჩაიკრა.
-მეც მიყვარხარ!-დაიჩურჩულა მარიმ და დათას აჩქარებულ გულისცემას მიუგდო ყური. თუმცა, ეს ბედნიერი მომენტი დიდხანს არ გაგრძელებულა. დათას ტელეფონმა ზუზუნი დაიწყო.
-ალო.
-.......
-რაა??-შეიცხადა დათამ.
-.......
-მოვდივარ-თქვა და კიბეებზე ჩაირბინა, ვერც მოასწრო მარიმ რამის კითხვა ისე გაიქცა განერვიულებული დათა. მეორე დღეს ეს ბავშვებიც მიდიოდნენ და ბარგის ჩალაგებას შეუდგნენ. დატოვეს სვანეთი და ის წუთები, ის ბედნიერი დღეები გაიყოლეს, რომლებიც მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ.
მარიმ სცადა დათასთან დაკავშირება. თუმცა მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
თბილისში ჩასვლისას კი გიომ მეგობრებს შესთავაზა.
-მოდით რესტორანში წავიდეთ!
მოეწონათ ეს იდეა. ყველა მიდიოდა იქ დათას გარდა. მარიამმა დათას შესახებ არაფერი იცოდა და ნერვიულობდა. თამ მეგობრებთანაც ვერ ამბობდა. მათ ხომ არ იცოდნენ მარის და დათას ამბავი.
რესტორანში მისვლისას მარი მთელი ეს დრო მოწყენილი იყო. ყველა ცეკვავდა წყნარ სიმღერაზე. მხოლოდ მარი იჯდა.
-შეიძლება?-მოესმა ნაცნობი ხმა. ის ხმა, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, გაეღიმა და დათას მთელი ძალით ჩაეხუტა. საცეკვაოდ გავიდნენ. მარი უბედნიერესი იყო.
-რა მოხდა?
-არაფერი ისეთი...უბრალოდ კომპანიაში იყო პრობლემები. ახლა ყველაფერი რიგზეა.
მარიმ შვებით ამოისუნთქა და დათას მხარზე თავი დაადო. ნელა ირწეოდნენ დარბაზის შუაგულში Ed Sheeran-ის Thinking out loud-ზე.
-....ანუ, ერთად ვართ?-გულუბრყვილოდ ახედა მარიმ დათას.
-ჰო.-დათამ უსაყვარლესად გაეღიმა და თავზე აკოცა.
მაგიდასთან დაბრუნებულებს მეგობრები ყიჟინით და ოვაციებით შეხვდნენ.
1 წელი ერთად იყვნენ. შემდეგ კი დათამ გადაწყვიტა, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და მარის ხელი სთხოვა.
...
ეკლესიაში იდგა უბედნიერესი წყვილი და ჯვარს იწერდა, ეს დღე მათთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდა, ისინი იქნებიან მუდამ ერთად, მათ კი მხოლოდ სიკვდილი დააშორებთ. ჯვარდაწერილები რესტორანში მივიდნენ, აი, ზუსტად იქ, სადაც დათამ და მარიმ პირველად იცეკვეს. იდგნენ ისევ იმ ადგილას, უზარმაზარი დარბაზის ცენტრში და უხაროდათ, რომ დადგებოდა ის ბედნიერი დღე, როდესაც მათ ექნებოდათ ლამაზი, პატარა ოჯახი..
დილას თვალების გახელისას მარი თავს უბედნიერესად გრძნობდა, რადგან ხედავდა მის გვერდით მძინარე დათას და უხაროდა, რომ ახლა დათას ცოლი ერქვა. წამოჯდა და თეთრ ტუმბოზე წითელი ვარდი დაინახა.გაეღიმა და მძინარე დათას აკოცა, რომელიც შეიშმუშნა, თვალები გაახილა და ღიმილით უთხრა:
-დილამშვიდობისა, მწვანეთვალებავ!
*დასასრული*



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

სვანეთში 6 საათში ვერ ჩავიდოდნენ :დდ

 


სტუმარი ნინო
სვანეთში 6 საათში ვერ ჩავიდოდნენ :დდ

Me chavsulvar 6 sastshi manqanit :D gaachnia ra siswrafit atareb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent