შეპყრობილი /10/
დილით მამლის ხმამ რომ გააღვიძა უცებ ვერ გამოერკვა,შემდეგ გაახსენდა სადაც იმყოფებოდა და სიგრილისგან შემცივნული უფრო მიეკრო გვერდით მწოლიარე სხეულს. სითბოს შეგრძნება ესიამოვნა და წამსვე უცნაური ხმები ამოუშვა -ანიკოო ნუ კრუტუნებ...- გადაბრუნდა, ხელი წელზე დაადო და ისე აკოცა თვალები არც გაუხელია- დილამშვიდობისა -უკვე დიდი ხანია გათენდა ? უკვე ორი დღეა გათიშულს მძინავს- საათს რომ შეხედა თვალები გაუფართოვდა -სად მიდიხარ...აქ დაბრუნდი, კიდე დავიძინოთ სანამ დრო გვაქ ანიკოო -რამდენი თვეა ასე მშვიდად არ მიძინია, როგორი სიგრილეა სასიამოვნო ჰაერია აუუუ ლუკაა -ახლა არ მითხრა სოფელში ცხოვრება მინდაო -მინდააა ცოტა ხანს რომ დავრჩეთ -მერე სამსახურს რა ვუყო? -მარტო მე დავრჩები? -არ მოგენატრები?- უცებ გაახილა თვალები და ანიკოს ხელი სახიდან მოიშორა- არ მოგენატრები ანიკო?- თითებზე კოცნიდა და ისე უყურებდა -მომენატრები -ანუ ვერ დარჩები... -მინდაააა ..აქ მომწონს -შენ ბებოს ხაჭაპურები მოგწონს -ბუხართან ჯდომა და მათი ყურებაც მომწონს,მათი საუბრის მოსმენა ძველი ისტორიების ...აქ სულ სხვანაირია ყველაფერი -ზაფხულში დავრჩეთ -ზაფხულში ბავშვთან ერთად შეიძლება ვერ დავრცეთ...კარგი რა გზაა სხვა , ეს რამდენიმე დღე და შემდეგ დავბრუნდეთ ქალაქში -ახლა დავიძინოთ...- საბანში ჩაძვრა თავი მკერდზე დაადი და თვალები დახუჭა-ვგიჟდები შენ სუნზე - აკოცა და ცხვირი კანზე გაუხახუნა. ანა თმაზე ეფერებოდა , ძილის შებრუნება გაუჭირდა,ამიტომ მძინარე ქმარს უყურებდა და ტკბებოდა. სასაუზმოდ რომ ჩავიდნენ მოხუცებს უკვე დასრულებული ჰქონდათ დილის საქმე და ორივენი სახლში იყვნენ. საყვარელ,ამოჩემებულ სავარძელში მოკალათდდა პლედიც მოიფარა რომელიც ბებოს მოქსოვილი იყო და ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს შეხედა -ბებო ღუმელიც გაქვთ და მაინცადამაინც ბუხარს რატომ ანთებთ? -ერთნაირად ათბობს ორივე ჩემო გოგო...პატარა ოთახია და თან მე ბუხართან ყოფნა მირჩევნია ეს რკინის ჯართი არ მომწონს. შენ თუ გცივა ბებო იმასაც დავანთებთ და გათბები -არა ...არა სითბოა ,უბრალოდ დამაინტერესა . მეც მომწონს ბუხრის წინ ჯდომა. ლუკა სად წავიდა? -ბიჭები იყვნენ გარეთ და მათთან წავიდა...რამე ხომ არ გინდა ბებო,რამე ხომ არ გაწუხებს .არ მოგერიდოს მითხარი -ისე ცუდადაც არ ვარ ნანა როგორც აღწერს... ახლა უკვე გადავლახეთ საშიში პერიოდი და ყველაფერი კარგადაა -ნანას მე არ ვუგდებ ყურს...მაგი ყველაფერს მასე აბუქებს. ბუზი რომ იყოს იტყვის სპილოაო. არაა ცუდი ქალი, უბრალოდ ზედმეტად რთული ხასიათი აქ მთავარია არ აყვე . დრო გავა და შეგეჩვევა...ძნელია ახალ ოჯახისწევრს შეეჩვიო . ნანა რომ შეირთო ჩემმა ბიჭმა საერთოდ არ ვიცოდით , თურმე მოსწონდათ ერთმანეთი და ასე უცებ დაქორწინდნენ. ნანას მშობლები დაეძებდნენ , ისე ვიყავი გაბრაზებული ნანა ჩემთან შედარებით მშვიდია კიდევ. დრო დამჭირდა რომ შევჩვეოდი შევგუებოდი ყველაფერს. გიგი თავიდანვე ამბობდა რომ ია მისი ცოლი გახდებოდა და ჩვენც ყველანი ველოდით ამ დღეს -რთულია ბიჭების დედა რომ ხარ? -ალბათ გოგოს გატხოვება უფრო ძნელი იქნებოდა... მარტივი რა არის მაგ არავინ იცის ჩემო გოგო -კეცებს რატომ აცხელებთ? მჭადებს დააცხობთ? -არაა...მე ახლა შენ გაგიკეთებ ხაჭაპურს კეცზე. იცი როგორია? -არაა არასდროს გამისინჯავს ტაში შემოჰკრა და დაკვირვება დაიწყო. ბებოც სიცილით უხსნიდა რა როგორ უნდა გაეკეთებინა. ლუკაც მოვიდა და უკნიდან მოეპარა ცოლს -რას აკეთებ ცოლო? შემოვედი ვერ გაიგე -ოოო ლუკ ნახე ბებო კეცზე აცხობს ხაჭაპურს...შენ გაგისინჯავს? -შენ არ იცი? აუუ რა გემრიელია იცი? -აქამდე რატომ არ მიტხარი ოოო აქამდე გავაკეთებინებდი ,ვთხოვდიიი -ოუუუ კაი რააა მიბაზდება ანუშკებიი- ტუჩები წინ გამოსწია და ისე თქვა. ანა სულ მთლად გააგიჟა -ლუკა ,,გამეცალე! -გამიფსიხდა ცოლი ბებოო წამო ჩვენთან არ გინდა? რაც აქ ჩამოვედით მოიმატა წონაში,მგონი გვეშველა -გამოუცხვე მერე ბებო ხაჭაპურები -მე? მე რა ვიცი ხაჭაპური...ნაყიდი არ მოსწონს სად არ ვიყავით და შენ რას უშვები ასეთს -ყველია გემრიელი -მაშინ წავიყვან ძროხას -ვაი ბებიკო შენ რო არ იტყვი რა არი -ხშირად მოდით რა იქნება ვეხვერწები რამდენი ხანია დამიცხვე კეცზე ხაჭაპურითქვა მარა აქამდე ყურს არ იბერტყავდა... -ხო რა გეშველება შენ შიმშილით გკლავ სულ -ახალგაზრდობაში სულ მიკეთებდი კეცზე ხაჭაპურს მერე გასვეცკდი -ხედავ ? ესენი ჯიშად ერთნაირები არიან...არასერიოზულები -ერთნაირები ვიქნებით აბა სხვას ხო არ დავემსგავსებოდით ბებო? -გოგოს რას არქმევთ იცით? -ევას -ევას? ნამდვილად? -ხომ თქვი მომწონსო ხოდა ჩვენი გოგო იქნება ევა -არ მეგონა თუ დაგამახსოვრდებოდა...არადა ელპიტეც მომწონდა- ლოყაზე აკოცა და მუცელზე მოხვია ხელები . კიდევ ერთი დღე გაატარეს მშვიდად,ყოველგვარი ნეგატივის გარეშე მზრუნველობითა და სიყვარულით სავსე გარემოში. ......................... სუნთქვაგახშირებულ ქალს უყურებდა და თითებს ისევ მის მკერდზე დაასრიალებდა. ნეკნებზე გადაინაცვლა,შემდეგ მუცელზე და ისევ მკერდს დაუბრუნდა -ახალ წელს შეხვდები ჩემთან? -ყოველ წელს ლილიასთან ვხვდები...პირობა მივეცი გიგის ,ძალიან დიდი ხნის წინ დავპირდი -მეეჭვება ეწყინოს თუ ეტყვი რომ ...კარგი არ აქვს მნიშვნელობა -ზურგზე დაწვა და მზერა ჭერს მიაპყრო -ხვალ რომელ საათზე წახვალ -სამსახურში უნდა შევიარო რამდენიმე საათით, საღამოს წვეულებაა და დროზე ადრე გვათავისუფლებს ბოსი -რომელი ბოსი -პირადად ჩემი არა...სულ სულ მთლად უფროსი -იცნობ? -აჰაამ...ლიფტში შემხვდა და გავიცანი ,იშვიათად მოდის ხოლმე - მაისური აიღო და გადაიცვა , არეულ თმებში თითები შეიცურა და ისე გაისწორა. მუხლებზე დაადო თავი და მიშოს გახედა -შენ სახლში იქნები ახალ წელს? მშობლებთან არ წახვალ? -არა ... მხოლოდ მე და სალიო ვიქნებით.წელს ასე გამოვიდა -ყოველ წელს განსხვავებულად ხვდები ალბათ ხომ? -ხო -ნუ ბრაზდები ყველაფერზე ! -რა გინდა გვანცა? -ნერვებს მიშლი -მეც -შენ რა გიშლის ნერვებს ახალ წელს რომ შენთან ერტად არ ვიქნები ? ბარემ სამზარეულოშიც ვიფუსფუსებ ფქვილიანი ხელებით ან არ ვიცი ... -ახალი წელს ჩემთან ყოფნა ავტომატურად მოვალეობებს, უფრო ახლოს ყოფნას და იმ ყველაფერს რისი შიშიც გაქვს არ ნიშნავს... -დიახ შიში მაქვს, ვერ ვიტან ამ ოჯახურ ამბებში გადასულ ურთიერთობებს . მთელი კვირაა ლამის აქ ვრჩები , სახლში არ ვყოფილვარ რამდენი ხანია. უკვე ტანსაცმელიც კი მაქვს აქ ,რადგან სხვა გზა აღარ იყო. მიშვებ, მივდივარ და მერე ისევ ვბრუნდები -რომ ბრუნდები არ უნდა ნანობდე, თუ არ გინდა და არ მოგწონს ნუ მოხვალ მე ხომ გიშვებ. მაშინ მოდი როდესაც მოგინდება -საქმეც იმაშია რომ მინდა, თორემ დამიჯერე შენი ბრაზი და სურვილი სულ ერთი იქნებოდა მე რომ არ მინდოდეს . დამოკიდებული ვხდები,მე კი ვერაფერზე დამოკიდებულებას ვერ ვიტან, მითუმეტეს არავისზე დამოკიდებული არ ვყოფილვარ -შენი აზრით მე მშვიდად ვარ, ჩემში არაფერი იცვლება და ძალიან მარტივად ვიტან ამ ყველაფერს? რა გგონია რომ ყველა ქალს ვაძლევ ამდენის უფლებას, ყველა იცნობს სალიოს და ამდენად ახლოს ვუშვებ ჩემს ცხოვრებაში ? ამდენს ვითმენ, ამდენს ვცდილობ, ამდენს ვეჭვიანობ,ვბრაზდები და საერთოდ -მე ასე მარტივად ვერ გადვაიტან ამ ცვლილებებს და ხომ შეიძლება რომ ეტაპობრივად მოხდეს სხვა დანარჩენი...შენც ძალიან ბევრი პრობლემა გაქვს, მეც და ხომ შეიძლება რომ არ გავართულოთ -არ შეიძლება, არ შემიძლია დავაიგნორო ის რაც შენს ირგვლივ ხდება . არ შემიძლია მშვიდად ვიყო როდესაც არ ვიცი სად ხარ,როგორ ხარ და რას აკეთებ. იმის წარმოდგენა რომ ვიღაც უფრო მეტ დროს ატარებს შენთან ვიდრე მე . სისხლი მიდუღს როცა თენდება და მიდიხარ , თან ისე რომ არ ვიცი კიდევ როდის მოხვალ და არც მაქვს უფლება გთხოვო ან მოვითხოვო რომ ყოველი დღე ჩემთან დაასრულო ....ვერ გაიგებ ,ვერაფერს გაიგებ ამას უნდა გრძნობდე თუ ვერ განიცდი ისე ვერ მიხვდები- გვანცას სახე ხელებში მოიქცია, უცებ დამშვიდდა, საუბარიც შეწყვიტა და აკოცა - დამოკიებული ვარ ,შენზე დამოკიდებული შენ კი ჯერ პირველ საფეხურზეც არ ხარ -დამოკიდებულებაც აღარაა ეს უკვე...შეპყრობილს უფრო ჰგავს შენი მდგომარეობა . დამოკიდებული როდესაც ხარ უბრალოდ მის გარეშე ვერ არსებობ შენ კი დამატებით ეჭვიანობა, ეგოიზმი და ათასი რამ გიტევს -საერთოდ არ ვწუხვარ მაგ ამბავზე და არც ვგეგმავ გამოსწორებას -ჯერ თავს აკონტროლებ და სტატუსი რომ შევიცვალო ალბათ კონტროლსაც დაკარგავ და ვინმემ რომ შემომხედოს ცემა-ტყეპასაც გამართავ -მთავარია შენ არ შეხედო , სხვას- ყბაზე მოუჭირა თითები და ტუჩები დაუკოცნა - რომ ბრაზდები უფრო მინდები -ძლივს ჩემ მდგომარეობას იზიარებ, ხვდები ახლა რას ვგრძნობ როცა ცეცხლს აფრქვევ თვალებიდან? -დაახლოებით...და მაინც მოსამართლე გვანცა უფრო მარტივი იყო ვიდრე პოპულარული გვანცა -უკაცრავად? -რა...რაც ჩემთან ხარ რამდენმა მოგწერა,დგამატაა რა ვიცი რა ქნა კიდევ. ბუმი არ წყდება,მე კი ისევ არ მიმღერი -ხოდა არც გიმღერებ- თავი მაღლა ასწია და წარბებიც შეკრა -ხო აქ გიორგი არ გვყავს და ისე როგორ , ამდენი ვინმე გთხოვდა იმღერეო და მაინცადამაინც მან დაგარწმუნა -უკვე ტვინს მტკენ , აღარ შემიძლია- საფეთქლებთან თითები მიიტანა და წრიული მოძრაობა დაიწყო-შაკიკი მაქ უკვე ... აუტანელი ხარ . საერთოდ რომ არ მელაპარაკებოდე კარგი იქნებოდა -ღმერთო დამეხმარე რაა ...დამეხმარე თავი შევიკავო და ენა არ ამოვაცალო -ისევ შენ დაგაკლდება თორემ მე რა- თვალები აატრიალა და ბალიშზე დაეშვა, ხელები მოხვია და თვალები დახუჭა, მერე ამოიხვნეშა, მიშოსკენ მიჩოჩდა და ჩაეხუტა- მეძინება -ხოდა დაიძინე - ხოდა დავიძინებ -ჯერ მშვიდად დაწვა შემდეგ მიშოსკენ მიჩოჩდა და თავი მკერდზე დაადო-მცივა...ჩამეხუტე თორემ ვიძალადებ ისევ -ასე დამუქრება არ შეიძლება- მკლავები მოხვია ,საბანი გაუსწორა და თვალები დახუჭა-შენც შეპყრობილი გახდები და მერე გამიგებ ,აი ნახავ -იოცნებე -გაიცინა და ყელში აკოცა -ცუდო გოგო! მშვიდად ეძინა,მაგრამ მობილურის ხმა რომ გაისმა და მიშო უცებ მოშორდა წამსვე დაერღვა ძილი. ბოლომდე ვე რგამოფხიზლდა ,მაგრამ სიტყვები კარგად ესმოდა -რა ხდება...შუაღამეა აქ -ცუდად ვარ...აქ გაჩერება აღარ შემიძლია . მალე გავგიჟდები ,გავგიჟდები გესმის? ეს კედლები , ეს არანორმალური ხალხი ,ექიმები ჩაკეტილი სივრცე . უნდა წამოვიდე ... სალიოსთან მინდა ,სალიოსთან მინდა მიშო გთხოვ-ტიროდა და სუნთქვასაც ვერ ახერხებდა -კიდევ ექვსი თვე უნდა დარჩე მანდ, ბოლომდე გაიარო კურსი და რომ დავრწმუნდები სრულიად გამოჯანმრთელდი შემდეგ დაბრუნდები ბავშვთან -მიშოო ,გთხოვ დამიჯერე -შენი მჯერა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ ისევ არ დაუბრუნდები წამალს პირველივე პრობლემის გამოჩენისას. -ვიმუშავებ, სწავლა ხომ დავასრულე ,შენ თვითონაც ხომ ესაუბრე ლექტორებს ,ჩემი ქულებიც ხომ ნახე არა? მანდ მუშაობას დავიწყებ ,სალიოს მივხედავ და დრო აღარ დამრჩება -მაპატიე , მაგრამ აქ სალიოსთან ისე ვერ დაგაბრუნებ თუ დარწმუნებული არ ვიქნები.მიყვარხარ, შენთან ვარ და მჯერა ხომ იცი, მჯერა რომ შეძლებ ...მალე ჩამოვალ და გნახავ -მომიყვები რამეს ? ძილი მინდა და ვერ ვიძინებ -მოგიყვები ... - ხალიჩაზე დაჯდა, თავი საწოლზე დადო და ამბის თხრობა დაიწყო-თოვდა, ისე რომ ცაც არ ჩანდა,სულ ფიფქები იყო. საშინელი ქარი ქროდა.არც შუქი იყო, მე კი ფანჯარასთან ვიდექი და დედას ვთხოვდი გარეთ გავეშვი. უკვე დიდი თოვლი იყო და თოვლის ბაბუა მინდოდა გამეკეთებინა. დედამ რამდენჯერმე რომ მითხრა უარი შემდეგ მამამ დამიბრიალა თვალები „დედას ნერვიულობა არ შეიძლება შენი და მუცელშიი გაბრაზდება და რომ გამოვა მოსვენებას არ მოგცემსო“ -სწორი უთქვამს ... დაბადების დღიდან რაღაცას გართმევ -უნდა მოგესმინა -აქამდე რატომ მიყვებოდი სხვა ამბებს...ახლა მანდ თოვს? -ისე არა როგორც 21 ქლის წინ...მაგრამ აქაც თოვს -გააგრძელე ... მერე რა მოხდა გაიპარე? -არა , ფანჯარასთან ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე ძიძამ მითხრა რომ დედა საავადმყოფოში იყო შენთან ერთად. ძიძას გავეპარე და თოვლში ვთამაშობდი სახლში რომ მოგიყვანეს. გაყინული შემოვვარდი და თავზე დაგადექი. ზუსტად არ მახსოვს ,მაგრამ ვიცი რომ სახე დავმანჭე და შევიცხადე „ეს უთვალებო ბავშვი ვინ არის- თქო -იდიოტოო -ვაფშე არ გქონდა თვალები სულ დახუჭული გქონდა და იმ ძუძუს რძეს აგემოვნებდი წესით ჩემი რომ უნდა ყოფილიყო ... საყვარელი საჭმელი წამართვი . ორ თვეში უკვე ისეთი ლამაზი და საყვარელი იყავი ვეღარ გიბრაზდებოდი. რამეს რომ აშავებდი ვერასდროს გეჩხუბებოდი, წამწამებს რომ აახამხამებდი პატარა საყვარელ კნუტს ემსგავსებოდი.რა კარგი იყო მაშინ , ყველანი მშვიდად ვცხოვრობდით. ერთი უბრალო ოჯახი ვიყავით...შენ შენს საყვარელ ბაჭიას არ უშვებდი ხელს, სულ თან დაგქონდა, ზუსტად შენხელა იყო ,თათზე ჰკიდებდი ხელს და ისე მიგყავდა .საკმზე სვამდი ან მის ფებზე ჯდებოდი თუ სკამი არ იყო. ხან ეფერებოდი ,ხანაც უბრაზდებოდი . სახლში მშობლები რომ არ იყვნენ და ძილის წინ არავინ გიყვებოდა ამბებს ჩემთან შემოდიოდი, ჩემი პატარა საწოლის კიდეში მაგდებდი და შენ კურდღელს უთმობდი მთელ ადგილს .ერთხელ საერთოდ გადამაგდე და შენს ბაჭიასთან ერთად გეძინა...ნინ მშვიდად დაიძინე ნინ ,ჩემო პატარა ნინ გვანცას სუნთქვა შეეკრა უსმენდა მის ხმას და გული უჩერდებოდა. ამბის დასრულებამდე ჩაეძინა გოგოს, მიშო კი ისევ უყურებდა მობილურს და ხმას არ იღებდა.თვალები დახუჭა ,ცრემლმა გზა გაიკვალა ნიკაპისკენ მიიწევდა ტუჩების გავლით. ცრემლით დასველებულ ტუჩზე ცხელი ტუჩები რომ შეეხო მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა. გვანცაც მის გვერდით იჯდა, სახეზე ეფერებოდა და თვალებში უყურებდა . მიშომ ისევ დახუჭა თვალები, თავი მხარზე დაადო და მისი სურნელით გაბრუებულს ჩაეძინა. გვანცა დიდხანს ეფერებოდა, თითქოს ასე აქრობდა მის ტკივილს. სხვა დროს ტყუილის გამო გაბრაზდებოდა,მაგრამ ახლა არაფერი ადარდებდა მიშოს ტკივილის გარდა. ....................................... ყვავილების გარემოცვაში იყო და თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა კონსტანტინემ რომ დაურეკა -ლილია -იმედია არ ვიგვიანებ ხომ? ორანჟერერაში ვარ ... გამოვიცვლი და წამოვალ -იქნებ კარი გამიღო -აქ ხარ? -რომ მითხარი ორანჟერეაში მივდივარო მივხვდი რომ ყვავილებს მარტივად ვერ დატოვებდი -მომენატრნენ ... მოწყენილები არიან უჩემოდ -ისინიც? მეგონა მხოლოდ მე ვიყავი -ჰმ, შენ გოზინაყი ცალმხრივად გიყვარს და მე და ჩემ ყვავილებს ორმხრივი სიყვარული გვაკავშირებს- გაიცინა და სახლისაკენ დაიძრა- უცებ გამოვიცვლი და წავიდეთ... მისაღებში დამელოდე -გიხდება ეს კომბინზონი... - მიყვარს და იმიტომ -გაუღიმა , კიბე სწრაფად აირბინა . შეკრული თმა გაიშალა და საძინებელში მიიმალა -არ იჩქარო , უბრალოდ ვახშამი იქნება -ვიცი .არ ვჩქარობ კონსტანტინე და მშვიდად ვარ .შენც ნუ ღელავ - კარი გააღო და გაუღიმა-სხვათაშორის მამამ მითხრა რაღაც -რა გითხრა? -ვაიმე რა გჭირს ...რა უნდა ეთქვა ისეთი -მამაშენს რომ ახსენებ უცებ წარმოვიდგენ მის ადგილას თავს ..რა გითხრა ზუსტი ციტირება მჭირდება -„მართალია მომწონს და ვიცი რომ კარგი ბიჭია,მაგრამ ერთხელ თუ დამდებს პატივს და პირადად გამიცნობს არ იქნება ურიგო“ ზუსტად ასე მითხრა - ხმა შეიცვალა და მაქსიმალურად ირონიული ტონი მისცა- თან იცინოდა -მითქვამს რომ მე მისი მსგავსი მამა არ ვიქნები ქალიშვილისთვის? რომ იცოდე წინასწარ -ვიცი ,მამაჩემი ერთადერთი და განუმეორებელია ... ხო მართლა ,ჩემ ძმას რა უთხარი ასეთი შენზე არაფერს რომ აღარ ამბობ -არაფერი,რა უნდა მეთქვა- კედელს იყო მიყრდნობილი და ისე ესაუბრებოდა ოთახში მყოფს -კარგი რაა -უბრალოდ მიხვდა რომ შეპყრობილი ვარ და თუ გატკენ დავიტანჯები -უშენოდ რომ მოვკვდები იცის?- ოთახიდან გავიდა და თვალებდახუჭულ მეტრეველს ლოყაზე აკოცა- მგონია რომ ჰაერზე მეტი ხარ, რაც უფრო შორს ხარ მით უფრო კრიტიკული ხდება ჩემი მდგომარეობაც - თითები წვერიან ლოყაზე შეახო და მის ნაცრისფერებს მზერა გაუსწორა-რაც უფრო ახლოს ხარ მით უკეთ ვგრძნობ თავს და მგონია რომ სულ სხვა შენს მოსვლამდე ცხოვრებაც არ მქონდა -ლილია... -აღარ გვინდა სიტყვები ისინი უფერულები არიან იცით შეპყრობილს რა მოსდის ამ დროს? მხოლოდ გულისცემა ესმის, მის სურნელს გრძნობს, მის თვალებში იძირება . მანძილს ამცირებს, კიდევ უფრო უახლოვდება, ტუჩებს კანზე ახებს და თვალებს ხუჭავს. პირველი კოცნა ყველა სხვას რომ გავიწყებს და სრულიად დამოკიდებულს გხდის , ტრამპლინი ხდება ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპისაკენ.ახალი ფერები ,ახალი გრძნობები საფეხური სადაც სიტყვები უფერულდება ..... მანქანაში ისხდნენ, კონსტანტინე საჭეზე თითებს ათამაშებდა .ლილია უყურებდა და იღიმოდა -ასე ნუ მიყურებ თორემ რამეს შევეჯახები ,ყურადღება მეფანტება -არ გინდა წვერი გაიპარსო? ცოტა მაინც ...ისევ მოგეზარდა და კოცნისას კანზე მჩხვლეტს-ყურადღება არ მიუქცევია კონსტანტინეს სიტყვებისთვის, თითები ლოყაზე შეახო და წვერზე ჩამოუსვა- თან გიხდება...ძალიან მომწონს ...რატომ იცინი კონსტანტინე? -უკვე იმ ეტაპზე ხარ ყველაფერი მომიხდება და ყველაზე კარგი ვიქნები -კი არ იქნები ხარ და კი არ მოგიხდება გიხდება! -კარგიი...მოვედით იქ სადაც ქალია რომლის დამსახურებითაც ვარ ასეთი სიმპათიური - გაუცინა და მანქანა შესასვლელთან გააჩერა .კარი თავად გაუღო და ხელიც გაუწოდა, წვიმდა ამიტომ ქოლგაც დააფარა , სახლამდე სწრაფად მიდიოდნენ. შემდეგ კარი დაუკაკუნებლად შეაღო და ლილია პირველი შეატარა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყოველ დღე ასე ხდებოდა. კარი რომ მიხურა და ჩიქოვანი თავისთან დაიგულა სრულიად განსხვავებულად აუძგერდა გული. ლილია იყო მასთან,მის სახლში,მის ოჯახთან. ლილია კი დერეფანში გამოჩენილ ქალს უყურებდა. საშუალო სიმაღლის , ყავისფერთმიან ქალს, რომელმაც წამსვე გაუღიმა,მის თვალებში კი ის ნაცნობი სხივი დაინახა კონსტანტინეს რომ არ შორდებოდა. -საღამომშვიდობის...კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პატარა ქალბატონო -საღამომშვიდობის...გილოცავთ თქვენს დღეს - მის თითებს საკუთარი რომ შეაღო წამსვე იგრძნო თბილი კანის შეხება და მუხტი ,რომელიც არაფერს ჰგავდა,რაღაც სხვა იყო . საჩუქარი გაუწოდა და პატარა ბიჭუნაც გამოჩნდა -ბიძიიიიი .... - კონსტანტინესკენ მორბოდა, მის ფეხებთან გაჩერდა და ხელები მაღლა ასწია ,მანაც წამსვე აიყვანა ,ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა შემდეგ კი ლილიას მოხვია ხელი-აქეთ წავიდეთ მისაღებში იყვნენ ყველანი. თათა ფანჯარასთან იდგა და ვიღაცას მობილურით ესაუბრებოდა. ახალგაზრდა გოგონა სუფრას დაჰყურებდა და აშკარად რაღაცის დაგემოვნებას აპირებდა. ბიჭი კი ტელევიზორის წინ სავარძელში იყო მოკალათებული, წამსვე გამოერკვა .ოთახში შესულებს მიაპყრეს ყურადღება,თათა მაშინვე ლილიასკენ დაიძრა და თბილად მოეხვია -ლილია...როგორ გამიხარდა რომ მოხვედი,მეგონა არ გეტყოდა კონსტანტინე -გილოცავ თათა, ეს შენ ...იმედია მოგეწონება - თათასაც გაუწოდა თავისი საჩუქრის ყუთი და შემდეგ წყვილს მიაპყრო მზერა -ერეკლე და თეკლა, საყვარელი ძმა და რძალი -კონსტანტინემ დაასწრო და გააცნო -ლილია ...სასიამოვნოა შენი გაცნობა .გვიხარია რომ ჩვენთან ხარ -ახლა აღარ მიკვირს რატომ არის ჩემი კოსტა ასეთი შეყვარებული ...სასიამოვნოა ,ძალზეც სასიამოვნოა შენი გაცნობა ლილია - ხელზე ეამბორა ბატონი ერეკლე და შემდეგ ძმას ჩამოსდო მხარზე ხელი- აღფრთოვანებული ვარ სუფრასთან ისხდნენ, მშვიდად საუბრობდნენ. ლილია კომფორტულად გრძნობდა თავს ,ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს დიდი ხნის ნაცნობებს ხვდებოდა .ადამიანებს რომლებიც უბრალოდ უყვარდა, მარტივი მიზეზით ისინი კონსტანტინეს ცხოვრების ნაწილი იყვნენ, ისინი მეტრეველის ოჯახს წარმოადგენდნენ. ბავშვი კი სრულიად საოცრება იყო, ბევრს არ ლაპარაკობდა , დაკვირვებით უყურებდა დედიკოს კალთასი მოკალათებული ჟღალ გოგონას და ჩუმად ეჩურჩულებოდა. ის იყო ტორტზე სანთლები უნდა ჩაექრო თათას კარი რომ გაიღო და ძლიერი ქარის გამო სწრაფადვე დაიხურა. მისაღებამდეც მოაღწია ამ ხმამ და ყველამ შემოსასვლელისკენ გაიხედა. სტუმარს არ ელოდნენ, არავინ იცოდა ვინ უნდა ყოფილიყო მძიმე ნაბიჯების პატრონი მხოლოდ თამარი დაიძრა კარისკენ და ოთახის შუა გულში გაშეშდა, ნაბიჯების ხმა ახლოვდებოდა ის კი იდგა და ელოდა. შემდეგ მაღალი სილუეტი გამოჩნდა, მაღალი გამხდარი,ჭაღარა კაცი , ქალმა წამში გადალახა მანძილი და იმდენად ძლიერად მოეხვია კაცს რომ თითქოს მთლიანად დაფარა. ყველანი წამოიშალნენ,ლილიასაც არ გასჭირვებია კაცის ვინაობის გამოცნობა. კონსტანტინეს გულისცემა ესმოდა, მის ამღვრეულ თვალებს უყურებდა , მზერას რომელიც ერთმანთზე მოხვეულ წყვილს არ შორდებოდა. ქალი ისევ არ აშორებდა მკლავებს,კაცს კი მის ყელში ჰქონდა ჩამალული სახე და ძალიან ჩუმად ,ჩურჩულით საუბრობდნენ. ისევ ქალმა გაზარდა მანძილი, სულ ოდნავ მოშორდა ხელები ჯერ ჭაღარა თმაზე გადაუსვა შემდეგ სახეზე გადავიდა .იღიმოდა და თან ცრემლები სდიოდა. კაცი კი თითებს უკოცნიდა -თამრო .... ჩემო თამრო -დაბრუნდი? მართლა აქ ხარ ? ხომ არ მეჩვენები გიორგი ... გთხოვ არ მეჩვენებოდე რა კონსტანტინე თუ შორიდან უყურებდა წყვილს,ერეკლემ ვეღარ მოითმინა და მათკენ დაიძრა. თათა ცრემლებს ვერ იკავებდა -ჩემო პრინცესა...ჩემო ანგელოზო.მამას გოგო როგორ გალამაზებულხარ მაა -მომენატრე...საშინლად მომენატრე...უზომოდ მააა - მკერდზე მიეკრა და ქვითინებდა -მამა ... მამაა დაბრუნდი -ერეკლე თითქოს გვიან გამოერკვა. თათა რომ დამშვიდდა და ტირილი სიცილით ჩაანაცვლა მან დაიკავა დის ადგილი. -ჩემო ბიჭო - ისეთი დიდი იყო მათ შორის მსგავსება თითქოს ერთმანეთის წარსულსა და მომავალს უყურებდნენ. ერეკლეს რომ მოეხვია შემდეგ კონსტანტინეც გამოერქვა გაიცინა და მამას მკერდთან მანაც დაიკავა ადგილი-რამხელები ხართ...როგორი შეცვლილები- ბიჭებს უყურებდა და იღიმოდა ,ისე იღიმოდა როგორც კონსტანტინე თვალები უწვრილდებოდა და უბრჭყვიალებდა. ბავშვი რომ დაინახა სულ მთლად შეეცვალა გამომეტყველება, ბიჭებიც კი დაივიწყა და პატარასთან ჩაიმუხლა -გამარჯობა -გამარჯობა გიორგი ბაბუ - გაწვდილ ხელს თავისი პაწაწნა ხელი შეაგება და თავად ჩაეხუტა. ბავშვი არ მოუშორებია, ხელში აიყვანა და ისე გადახედა გოგონებს.შემდეგ შვილებს მიაპყრო მზერა და ისევ გოგონებს დაუბრუნდა -თამრო ბოლო ინფორმაციით მხოლოდ ერთი რძალი გვყავდა და რამე ვერ გავიგე? ეს ლურჯთვალა თეკლაა -ჩემი დედიკო -დიახ ,შენი დედიკო- ბავშვს გაუღიმა და ისე აკოცა რძალს ხელზე - წითური ქალბატონი ? კონსტანტინე - ისე გახედა ბიჭს თითქოს მის დასჯას აპირებდა -ლილია, ჩემი მომავალი - გოგონას სიტყვის თქმა არ დააცადა ისე მოხვია ხელი და თავად წარუდგინა მამას -ლილია...მომავალი - ღიმილით გაიმეორა შვილის სიტყვები და მასაც ხელზე აკოცა- ბედნიერი კაცი ვარ ... ულამაზესი რძლები მეყოლება და საოცარი შვილიშვილები - ბავშვს ისევ აკოცა და ოჯახისწევრებს კიდევ ერთხელ მოავლო მზერა- კარგია ,რომ მესამე კაცი არ დამხვდა ოჯახში ახალი წევრის სტატუსით - ქალიშვილს თვალი ჩაუკრა და შემდეგ ისევ საუბარი განაგრძო- გთხოვთ სუფრასთან დაბრუნდით ... მგონი სანთლების ჩაქრობის დრო იყო ...მალე სულ მთლად დაიწვება . პრინცესაა უნდა იჩქარო სურვილის ჩაფიქრება -საჭირო აღარაა ...ამიხდა უკვე -ახალი უნდა მოიფიქრო პრინცესა ... ბოლოს ეს სცენა რომ ვნახე ტორტზე 6 სანთელი იყო მხოლოდ -ჩააქრე დე- თამარმა გაუღიმა შვილს და ისიც წამსვე გაიქცა ტორტისაკენ. თითები ერთმანეთში ახლართა და სანთლებს შეხედა -იმღერეეეთ ასე როგორ შეიძლება? რძალოოო - უცებ დააბრიალა თვალები და ყველა გამოერკვა. სიმღერის ხმა, ტაში და ბედნიერება, რომელსაც საზღვარი არ აქვს ვერასდროს მიხვდები როდის მიაღწევს ზენიტს. რამდენიმე წუთის წინაც ეჭმაკუნები უხტოდნენ თვალებში, სანთლების ჩაქრობისთვის ემზადებოდა ახლა კი სრულიად სხვაგვარ ემოციას გრძნობდა. მეტრეველები სრული შემადგენლობით ისხდნენ მაგიდის ირგვლივ. საუბრობდნენ ისე თითქოს განვლილი ათი წელი არც არსებულა. გიორგი თამარის თითებს იყო ჩაბღაუჭებული და მხოლოდ წამიერად შორდებოდა, ყველა ამჩნევდა ,ყველას ეღიმებოდა . იყო მომენტები როდესაც ქალი დიალოგს სწყდებოდა და უბრალოდ თვალს ვერ აშორებდა ქმარს. ყველა მის ნაკვთს სწავლობდა, თავიდან იმახსოვრებდა თითოეულ ცვლილებას და მაშინვე ერკვეოდა როგორც კი უფროსი მეტრეველის მზერას დაიმსახურებდა. -მიყვარს ,როდესაც შენი ბედნიერებისგან აცქარებული გულისცემა მესმის - ლილიამ ჩუმად უთხრა , ისე რომ ღიმილიანი მზერა არ მოუშორებია ბიჭისთვის.საპასუხოდ ხელზე კოცნა მიიღო და ღიმილი,რომელიც პირადად მას ეკუთვნოდა და სხვას არავის -შენ ჩემი საჩუქარი ხარ, ბედნიერების მომტანი სხივი .მოხვედი და თან სიხარულიც მოგყვა -ყველა სასწაულს მე ნუ დამაბრალებ კონსტანტინე -შენ რომ ხარ ჩემთან ყველაფერი სხვა ფერია ... შენ რომ ახლა აქ არ იყო სიცარიელეს ვიგრძნობდი. ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი გვერდით მეყოლებოდა შენს გარდა და ახლა გონებაში მხოლოდ ის გზა მექნებოდა რომელიც შენთან მომიყვანდა დიდხანს არ დარჩა, როდესაც მიხვდა რომ ოჯახისწევრების მარტო დატოვებსი დრო იყო და თავისი წილი ემოცია მიიღო განვლილი დღისგან . კონსტანტინესთან გადაინაცვლა -ჩემი წასვლის დროა... -უკვე? - მობილური გადადო და თვალი გაუსწორა- კარგი ,როგორც გინდა. გაგიყვან -ჩემ ძმას დავურეკავ და მოვა -ნწ , მე მიგიყვან -გაუღიმა და ლოყაზე მოეფერა-მამა ისედაც დაკავებულია-თვალით ანიშნა გიორგიზე, რომელიც კიდევ ბავშვს ეთამაშებოდა და თან თათას უსმენდა- დღეს ხომ აღარ წახვალ ორანჟერეაში? სახლში მიგიყვან ხო? -კარგი , აღარ წავალ .ხვალ დილით მივალ -ცუდი ამინდებია ,მალე ახალი წელია და მარტო არ გინდა იქ ,გთხოვ -გითხარი რომ სახლის დეკორაცია საოცრად მომეწონა? - ოთახს მოავლო ისევ მზერა და გაიღიმა -ლილია ხომ არ წახვალ? -არ ვიცი ,ვნახოთ...ახლა სახლში მინდა -ჯიუტო ! კონსტანტინეს შეკრულ წარბებს არ მიაქცია ყურადრება,ზურგი აქცია და დივანზე მსხდომ ოჯახის წევრებს გამოემშვიდობა. -ჩემი წასვლის დროა...ძალიან მიხარია რომ გაგიცანით ყველანი წამოიშალნენ. დაემშვიდობნენ ჟღალ ქალბატონს. გიორგიმ ისევ ხელზე აკოცა და კარამდე მიაცილა -იმედია ისევ შევხვდებით მშვენიერო,ლილია -იმედია...თამარ- ქალსაც გაუღიმა და თავის დაკვრით დაემშვიდობა. კონსტანტინემ გასვლისას ინსტიქტურად გაუსწორა თმები და კაპიუშონი წამოაფარა. ქოლგაც გაშალა და ხელი მოხვია. ცოლ-ქმარი სახლიდან უყურებდა მიმავალ წყვილს და იღიმოდა -თამროოო -გიორგი -გახსოვს გეუბნებოდი ერთ დღეს ,როდესაც ყველაფერი დასრულდება მე და შენ დავიწყებთ-თქო -დასრულდა? -იწყება !-მკლავები მოხვია და რამდენჯერმე აკოცა, თავი ისევ მხარზე დაადო ,სურნელი შეიგრძნო და თვალები დახუჭა-მაპატიე, ყველაფრისთვის -საკუთარ თავს აპატიე დაკარგული ათი წელი ...მე შენ სამ სხეულში გხედავდი ........... -შენც არ იცოდი ხომ?-ლილია ისევ უყურებდა საჭესთან მჯდომს -როცა საქმე მამას ეხება მხოლოდ ის ვიცით რაც თავად სურს რომ ვიცოდეთ -საერთოდ არ ელოდით რომ დაბრუნდებოდა? -წესით კიდევ ორი წელი უნდა გაეტარებინა ციხეში...ამ საქმესთან დაკავშირებით არასდროს გვესაუბრებოდა. ერთგვარი შეთანხმება გვქონდა დადებული -მისი ღიმილი გაქვს,მაგრამ ერეკლე ძალიან ჰგავს როგორც ამბობდი -ბოლოს რომ ვნახე სულ სხვანაირი იყო...სულ რამდენიმე ღერი თეთრი თმა ერია წვერში.თავი სულ გადაპარსული ჰქონდა -ძალიან სიმპატიურია ...საოცარი წყვილია ,ვგიჟდები მათზე -ნწ,შენ მხოლოდ ჩემზე გიჟდები ! -ღმერთო ჩემოო -სახლში რომ დავბრუნდები შენზე საუბარი მომიწევს...რძალი განსაკუთრებით დიდხანს დამკითხავს -ძალიან საყვარელია ,საოცარი თვალები აქ არა? -მაგ თვალებით დაატყვევა ჩემი ძმა , ერეკლე ასე ამბობს ყოველი ჩხუბის დროს ...მზად იყავი,დღეიდან აღარ მოგასვენებენ -თეკლა ფეხმძიმედაა? - დუმილის შემდეგ იკითხა და კონსტანტინეს გაკვირვებული გამომეტყველება რომ დაინახა წარბები საყვარლად შეკრა- რაღაცნაირი რეაქციები ჰქონდა, უცნაურად უყურებდა კერძებს. უცებ ანა გამახსენდა და ვიფიქრე რომ მეორე ძმიშვილი გეყოლებოდა, პირველი ისეთი საოცრებაა ,მაგრამ სულ არ მოვეწონე -პირიქით , ძალიან მოეწონე იმდენად რომ შენთან საუბრის შერცხვა, ჩემი მორიდებული ბიჭია. ლამაზ გოგოს რომ ხედავს სულ ასე ემართება, შეგეჩვევა და მერე გამოვა კონტაქტზე -მართლა? მე კი მეგონა რომ არ მოვეწონე და აღარ შევაწუხე ,თორემ ისე მინდოდა მოვფერებოდი -მე აქ ვარ,ნებისმიერ დროს შეგიძლია მომეფერო -კონსტანტინეეე -რაა ,უბრალოდ გაგაფრთხილე რომ არ მოგერიდოს და არ იფიქრო რომ შემაწუხებ -ღმერთო, რა ცუდი ბიჭი ხარ -ცუდი ბიჭი გემრიელი ტუჩებით არა? -უკაცრავად ? -არა? -კოცნამდე უგემური იყავი თუ რა ...საერთოდ არ მიყვარს მსგავსი სიტყვები ! -მე კიდე მიყვარს ასე რომ იბუტები , ვგიჟდები ისე მინდა ჩაგეხუტო -მოვედით...შეგიძლია გააჩერო მანქანა და ჩამეხუტო -წამწამებს ახამხამებდა და უღიმოდა,კონსტანტინეს გაეცინა.მანქანა მართლაც გააჩერა და მაშინვე მისკენ გადაიხარა . სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია, ლოყაზე აკოცა ,შემდეგ ტუჩის კუთხეში და ის იყი ტუჩებსაც უნდა შეხებოდა დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა რომ გამოჩნდა ჰორიზონტზე -მამა მოდის... -გიგი ასე ატარებს? -უყვარს სიჩქარე ... მისი ასაკი ნუ მოგატყუებს - გაიცინა ,თითები თმაში შეუცურა და თავად აკოცა. ისე მოშორდა კონსტანტინე იგივე პოზაში დატოვა გაშეშებული ,მანქანის კარიც გააღო და გადავიდა-შეხვედრამდე ნაცრისფერთვალებავ -როგორ ახერხებს ყოველ ჯერზე ასე დამტოვოს...- ეზოში მირბოდა ქალბატონი , კონსტანტინე კი მანქანიდან გადავიდა და გიგის მიესალმა -საღამომშვიდობისა -კონსტანტინე, გამარჯობა -ხელი ჩამოართვა გიგიმ -როგორ ბრძანდებით -კარგად,გმადლობ დროულად მოგიყვანია ჩემი გოგონა -ყოველთვის ასე არ გამოდის,მაგრამ ... -თუ ღმერთი გწამს ისე ნუ მელაპარაკები როგორც მოხუც კაცს, სხვათაშორის მე და ჩემი ცოლიც ვიყავით შეყვარებულები და კარგად მახსოვს ყველაფერი. არ არის საჭირო ჩემთან ასე საუბარი- მხარზე დაკრა ხელი და გაუღიმა როგორც იქნა - უბრალოდ გახსოვდეს რომ თუ ჩემი პეპელა ოდესმე შენ გამო ფარფატს შეწყვეტს ყველა კიდურს დაგამტვრევ ... -შესანიშნავია , უკვე მშვიდად ვარ . მომდევნო შეხვედრისას უკვე თავისუფლად ვიგრძნობ თავს -აღარ შეყოვნდე, იწვიმებს ისევ შენ კი აშკარად გეჩქარებოდა . მომავალ შეხვედრამდე -ნახვამდის მანქანაში დაბრუნდა და სიცილი მაინც ვერ შეიკავა. სულ აოცებდა გიგის დამოკიდებულება, გაახსენდა სახლში მამა რომ ელოდა და წამით წარმოიდგინა მისი რეაქცია თათას შეყვარბეულის გაცნობისას რომ ექნებოდა და უფრო უმატა სიჩქარეს. ნამდვილად უცნაური დღე ჰქონდა, დაუჯერებლად ბევრი კარგი რამ ხდებოდა რაც არც თუ ისე ხშირი მოვლენა იყო მის ცხოვრებაში. სახლში შესვლისას მამის ხმა რომ გაიგო სრულიად გამორჩეული შეგრძნება დაეუფლა. სწრაფად გაიარა დერეფანი და თათას გვერდით დაიკავა ადგილი -თოკო სად არის რძალო?-მაშინვე ბავშვი მოიკითხა,არ იყო ჩვეული ასე მშვიდად ჯდომას -დაეძინა და საძინებელში გაიყვანა ერეკლემ... -შენ რატომ ხარ ასე მშვიდად მამამამთილს აწონებ თავს? -ღმერთო ჩემოო რა აუტანელი ხარ... უბრალოდ დავიღალე . მამამთილს ისედაც მოვწონვარ და ჩემ თავდაჯერებულობას ნუ უმიზნებ -ზუსტად ისე გიპასუხა ჩემ რძალს რომ შეეფერებოდა, ყოჩაღ -გიორგიმ გაიღიმა და თვალი ჩაუკრა რძალს - აიი შენი ლილია კი სულ სხვა თემაა -ასეც ვიცოდი... ათი წლის შემდეგ ჩემ ლილიაზე უნდ ავისაუბროთ -სხვა ყველაფერი ვიცი და ლილიაზე მაინტერესებს -გაცნობისას ხომ ვთქვი არა?ლილია,ჩემი მომავალი -სიტყვასაც აღარ გვეტყვის მეტს- ერეკლე გამოჩნდა და სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა, მერე თმები აურია კონსტანტინეს და თან იცინოდა- რა გემოვნება გქონია შე პატარა მაიმუნო მე კი მეგონა გოგოს ვერ ვნახავდი შენ გვერდით -გეყოფა ! -კარგიი ,გვეყოფა შენ ოღონდ არ გაფსიხდე ...შენ რატომ ხარ ჩუმად პრინცესა? საჩუქრები არ მოგეწონა? -ყველა არ მინახავს...მოგვიანებით ვნახავ -ცხოვრებაში პირველად საჩუქრებს არ ნახულობს -მეტი არ მინდა შენი საჩუქარი ტელეფონი არ იყოს - მაინც ვერ მოისვენა, მამას მხარზე ედო თავი და ისე იყო მოკალათებული როგორც ბავშვობაში - თეკლა დაქვრივდება იცოდე -ალქაჯია რაა ,ცოლო გემუქრებიან არ უნდა დამიცვა? -თორნიკეს გახადე თუ ისე დააწვინე როგორც იყო ...უნდა ვნახო შენ ვერ გენდობი -რას ნიშნავს...როდის იყო.მოიცა მართლა მიდიხარ? წავიდა? - თვალი გააყოლა და მერე კონსტანტინეს გახედა- გამაგიჟებს რააა ,როდის იყო ისე ვაწვენდი რა მოიგონა ახლა -ისევ ისეთები ხართ,უბრალოდ სხვა თემებზე წუწუნებთ. მარტო გემოვნების გამო ხართ ორივენი ჭკვიანები -მე ? მე არ ვარ ჭკვიანი?- ისევ გატრუნული იყო,მაგრამ თვალები გაახილა და ქვემოდან ახედა მამიკოს -შენ არა მა, ის შენი გულადი გაბრიელია ჭკვიანი. იცის ვინ უნდა უყვარდეს ,აქვს გემოვნება ბიჭს- ისე მშვიდად უთხრა თავიდან ვერც კი მიხვდა გოგონა ვისზე საუბრობდა. რომ გაიაზრა უცებ დაეჭიმა მთელი სხეული, წამში მოშორდა და თვალებგაფართოებული მიაშტერდა -რა...რა ? როგორ -დაბრუნდი სად წახვედი...მოდი აქ .დღეს არ გვინდა ,სხვა დროს ვილაპარაკოთ- ხელი გაუწოდა და უკან დააბრუნა გოგონა. -ხო ,მაგრამ -არავითარი ,მაგრამ თათა დღეს უმნიშვნელო თემებზე საუბარს დუმილი არჩიეთ, ყველამ ხო? -დედა სულ ასეთი დესპოტია თუ მე რომ მოვედი მეუბნება ოჯახის უფროსი ვარო -დედა ოჯახის უფროსის მმართველია მხოლოდ ! - მიდიოდა,მაგრამ გაჩერდა შებრუნდა ღიმილით უთხრა და შემდეგ განაგრძო გზა .სამივეს რომ ჩაეცინა გიორგიმ მხოლოდ მაშინ მოაშორა თვალი ცოლს და წარბაწეულმა ჩაახველა -რა იყოთ? -არაფერი მაა ... ერეკლე ვეღარ ისვენებდა დერეფნისკენ იხედებოდა და ცოლის გამოჩენას ელოდა. კონსტანტინემ რომ ჰკრა ხელი და თვალები აატრიალა -წადი რა , დამღალე -მოდის და ჩუ შენ -ჩუმად გადაულაპარაკა და თეკლას მიაპყრო მზერა -აბა ? დაგაკმაყოფილა ბავშვის მდგომარეობამ? -ყოჩაღ - გაუღიმა და თავზე ისე გადაუსვა ხელი თითქოს პატარა ბავშვს ეფერებოდა. -თეკლაა -რა? -ძილის დროა ... -მე თამარს უნდა დავეხმარო ,შენ შეგიძლია დაიძინო.საბანს დაგაფარებ რომ შემოვალ- თავზე აკოცა და კუსკუსით წავიდა სამზარეულოსკენ -მეღადავება? არა რაღაც ხდება ასე ლაპარაკს რომ იწყებს თავდაცვისთვის სულ აქვს რაღაც -ჩემ პატარა გოგოს ნამდვილად ეძინება- გიორგიმ შუბლზე აკოცა თათას და მერე თავზე მოეფერა -რომ გავიღვიძებ ისევ ხომ იქნები სახლში -ეს რომ თქვა ყველას შეეცვალა გამომეტყველება-მამა , ხომ აღარ იქნები ჩვენგან შორს -აღარასდროს წავალ,პრინცესა .ყოველ დილას ერთად დავიწყებთ ,გპირდები- ისევ აკოცა და ჩაეხუტა - ახლა კი წადი ,მშვიდად დაიძინე -ძილინებისა...- ძმებს აკოცა და სამზარეულოშიც შეირბინა. ბოლოს კი საძინებლისკენ გადაინაცვლა. გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა და ხელები სახეზე ჩამოისვა. ჩვევად ჰქონდა ღელვის დროს ეს ჟესტი და ბიჭებს არ გაჰკვირვებიათ . -მე უნდა გავიდე ... საქმე მაქვს . რომელიმემ მანქანა მათხოვეთ - წამოდგა და ბიჭებს გადახედა. კონსტანტინემ გასაღები მიაწოდა და თან თვალი გაუსწორა-ასე ნუ მიყურებ...ბევრი ვინმე მყავს სანახავი. დავბრუნდი-თქო ხომ გითხარით არა? -არაფერი მიკითხავს! -ნუ მასწავლი რას ფიქრობ და რას არა ,გამომძიებელო- ბოლო სიტყვა ირონიულად ჩაილაპარაკა კარისკენ დაიძრა. სახლიდან იყო უკვე გასული ეზოს ბოლოსკენ გაჩერებული მანქანისკენ მიდიოდა თამარის ხმა რომ გაიგო -გიორგი - წვიმასა და ქარში ისე მკაფიოდ ისმოდა ქალის ხმა რომ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხა.სწრაფად შებრუნდა და თვალი გაუსწორა -წვიმს თამრო...სახლში შედი ,გაცივდები -დაგელოდო თუ არა -ორივემ ვიცით რომ ვერ დაიძინებ, ამიტომ ვეცდები მალე დავბრუნდე - გაუღიმა და უკან დაიხია-წვიმს თამრო!- ქალმა კიდევ ერთხელ შეავლო მზერა და ისე შებრუნდა სიტყვაც აღარ უთქვამს. სახლში სიმშვიდემ დაისადგურა, სრულიად განსხვავებული სიჩუმე იყო გამეფებული. ცოლ -ქმარს მშვიდად ეძინა , თორნიკეც იქვე თავის საძინებელში სიზმრების სამყაროში მოგზაურობდა. კონტანტინემ ძილის წინ ლილიას ფოტოს შეავლო მზერა, ემოციური დღის დასასრულს მშვიდად მაინც არ ეძინებოდა. თითქოს ჩიქოვანმაც იგრძნო და დაურეკა -ლილია რატომ არ გძინავს ამ დროს? -ვერ დავიძინე...როგორ ხარ? -კარგად ... დაძინებას ვაპირებდი -მაგრამ ვერ იძინებ ხომ? ემოციური დღის დამსახურებაა -ხო ... იცი გიგის რომ ვესაუბრე? -კი ... სახლში რომ შემოვიდა მითხრა ეს ბიჭი ასეთი კარგია თუ მაბოლებსო ,მერე იაკომ თვალები აატრიალა და შენ როგორი სიდედრი იქნები ახლავე მის მხარეს ხარო,მგონი ჩიქოვანის ქალები მოგაჯადოვათო, ჩემი გავლენის შესუსტებას ვგრძNობო და კიდევ ბევრი რამ თქვა სანამ დედამ გააჩუმა და ილიკოს უნივერსიტეტის ამბებზე გადაერთო -მე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მშვიდად შემიძლია ვიყო მამაშენთან დაკავშირებითაც კი გამიმართლა -უცნაური შეგრძნებაა ამდენი წლის შემდეგ მამა მეზობელ ოთახში რომ არის? რომ იცი ახლოსაა და დილასაც თქვენთან იქნება -რეალურად სახლში არ არის ...თათამ როგორც კი დაიძინა მაშინვე წავიდა,მაგრამ დაბრუნდება -წავიდა? -სავარაუდოდ მეგობრებთან ...მეორე ოჯახთან წავიდა და მალევე დაბრუნდება. დილას აუცილებლად დედასთან ერთად შეხვდება, ამ შანსს არ გაუშვებს -და შენ მანამ არ დაიძინებ სანამ არ დაბრუნდება? -შენთან საუბრის შემდეგ მშვიდად დამეძინება -მე უკვე მძინავს...საოცრად მოქმედებ.მგონი მამაჩემი მართალია -მოგაჯადოვე? შეიძლება ასეც ითქვას -აჰაამ -ტკბილი ძილი ,ჟღალო -სიზმარში გნახავ...- ჩუმად თქვა და კონსტანტინემ ზუსტად იცოდა იმ წამს როგორი გამომეტყველება ჰქონდა ჟღალს. როგორ მშვიდად იწვა და სიზმრების სამყაროში გადადიოდა. მისი სუნთქვის ხმა ესმოდა და თავადაც ეთიშებოდა გონება,ბოლოს ჩასთვლიმა და სადღაც გონების რომელიღაც კუნჭულში აღიქვა მანქანის ხმა , მიხვდა რომ გიორგი სახლში იყო თამროს გვერდით..... დაგვიანებული მეათე თავი იმედია მოგეწონებათ და გამიზაირებთ ემოციებს მომენატრეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.