შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს გინანებ... (V ნაწილი )


25-04-2018, 21:04
ნანახია 1 761

ღამე იმ სახლში, სადაც გაიზარდე სხვანაირი აურა აქვს. სითბო და სიყვარული იგრძნობა ყოველ კუთხეში. დილაც სხვანაირი თენდება,ნათელი და დადებითი ემოციებით აღსავსე. თვალები არ მქონდა გახელილი ცხვირში ყიყლიყოს სასიამოვნო სუნმა შემიღიტინა. პირდაპირ სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი. დედასთან ვიჭორავე ცოტახანს,ამასობაში ყველამ გაიღვიძა და ერთად ვისაუზმეთ. წასასვლელად მოვემზადე და საუბარში შევაპარე,რომ თუ ევროპა მომხიბლავდა იქნებ დავრჩე კიდეცთქო. არავის გაჰკვირვებია,მე ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებდი ჰადაწყვეტილებებს და ისინი ჩემს არჩევანს სცემდნენ პატივს. დავემშვიდობე ჩემებს და უსაზღვროდ ბედნიერი წამოვედი ჩემი სახლისკენ.
გზად მაღაზიაში შევიარე და ვახშმისთვის პროდუქტები ვიყიდე. სახლშარაფერი საქმე არ მქონდა თიკოს დავურეკე.
-როგორ ხარ? იყიდე ბილეთი?
-ვიყიდე.18 აპრილს მოვფრინავ დილის 8 საათზე.
-გაცილებს ვინმე?
-არა არავინ.ტაქსით წავალ აეროპორტში.არ მინდა იმოქმედებს ჩემზე ეს ვიცი.
-კარგი ეხლა გავიქეცი და გელოდები 18-ში საღამოს. გაკოცე.
-მეც გკოცნი.
საღამო მშვიდად და სასიამოვმოდ გავატარე,რაღაცეები შევინახე კარადებში და რაღაცეები უჯრებში. ჩემი სახლის კარს დიდი ხნის განმავლობაში არავინ გააღებდა. ორი თვის შემდეგ კი დედაჩემი მოვიდოდა და ყველაფერს მიხედავდა,ისე როგორც საჭიროდ ჩათვლიდა,როდესაც გაიგებდა, იქ დარჩენა გადავწყვიტე. ხვალ სამსახურშიც ჩემი ყველა საქმე უნდა გადავაბარო ჩემს შემცვლელს,ყველა პირადი ნივთი წამოვიღო . საღამოს მინდოდა თორნიკეც მოსულიყო და დავმშვიდობებოდი.არ ვიცოდი კიდევ როდის ვნახავდი ან ვნახავდი საერთოდ თუ არა.
დილა გეგმის მიხედვით დავიწყე.სამსახურში წავედი,საქმეები ელენეს გადავაბარე და მივულოცე დაწინაურება,გამიცინა ეს დროებითია ანო,მალე ჩამოხვალ და შენ ისევ შენს ადგილს დაუბრუნდებიო.
დავამშვიდე,მთავარია შენი საქმე მთელი გულით აკეთო,წარმატებით და თავდაუზოგავად და ვერავინ დაიკავებს შენს ადგილს.წარმატებები ვუსურვე,ნივთები ჩავალაგე,ყველას დავემშვიდობე და წამოვედი. თორნიკეს დავურეკე და ჩემთან მოსვლა ვთხოვე რათა დავმშვიდობებოდი. შემპირდა მოვალო.მეც მის დასახვედრად პიურე და შემწვარი ქათამი გავაკეთე. რამოდენიმე სალათა მოვამზადე და მისი საყვარელი სულგუნი ვიყიდე. გადამალული საფერავიც გამახსენდა.მაგიდა გავაწე და თორნიკეს ლოდინი დავიწყე. უბრალო,მაგრამ ძალიან გემრიელი მეჩვენებოდა ყველაფერი. მის გვერდით ყველაფერი უფრო ლამაზი და სასიამოვნო ხდებოდა. ეს ბოლო ვახშამი იყო,კარგა ხანს ვერ ვნახავდი მას და შეიძლება ბოლოჯერაც კი ვივახშმებდით ერთად.
ზარის ხმა გავიგე და უკვე ემოციებმა შემომიტიეს,მივხვდი მოვიდა,ის ვის გამოც ყველაფერს და ყველას დავთმობდი. ვინც ასეთ ბედნიერ ადამიანად მაქცია.კარი გავაღე და წითელი ვარდების თაიგულით ხელში დავინახე თორნიკე.
-სიტყვები არ მყოფნის ,რა ლამაზია!
- გვირილები არ ვიყიდე შეგნებულად. ვარდები ყველაზე ლამაზები არიან,მარა გვტკენენ თითებს როცა ვწყვეტთ. შენც ყველაზე ლამაზი ხარ და მაინც მტოვებ და მიდიხარ.
-მივდივარ მარა ხომ იცი,რომ ასე უკეთესია ჩვენთვის. გამოვართვი თაიგული და ნაძალადევად გავიღიმე,თითქოს დანაშაულში გამომიჭირეს და მამხილეს,ისეთი შეგრძნება მქონდა.
- ხოო კიდევ ერთი,გამიღიმა როგორ, სჩვეოდა.თუ დამშვიდობებაა იყოს დამშვიდობება,დღეს შენთან ვრჩები.
-არც ვაპირებდი შენს გაშვებას,რომც გეთქვა.მივდივარო,გავიცინე და ლოყაზე ვაკოცე. დაჯექი ყვავილებს წყალში ჩავაწყობ და მოვალ.
ეს საღამო არ გავდა არც ერთ საღამოს,მანამდე რაც კი ყოფილა. თითქოს უფრო მეტად მიყვარდა,უფრო მეტად მჭირდებოდა,მეტად განვოცდიდი ჩემს გადაწყვეტილებას. ის ჩემი ნაწილი იყო.ჩემი სულის და გულის ნაწილი.ამაზე მეტად როგორც თორნიკე მიყვაარდა ვერავის და ვერასდროს შევიყვარებდი. მთელს სხეულზე მის თითებს ვგრძნობდი,მისი ხშირი სუნთქვა ჩამესმოდა ყურში,მისი სიტყვები ჭკუიდან მშლიდა. მისით ვიყავი მთვრალი,მისი სუნი ჭკუას მაკარგვიმებდა.თორნიკემ ჩამიხუტა და დაიძინა.მე არც გამიფიქრებია ძილზე. რამოდენიმე საათი ასე ვიწექი,მერე გადაბრუნდა.იმ პოზაში დაწვა როგორც უყვარდა,მარჯვენა მხარეს,ზურგით ჩემსკენ და მე მის ზურგზე მყარი კედელი არსად მეგულებოდა,ვიცოდი ყველაზე სანდო კედელი იყო ჩენს ცხოვრებაში. ეხლაც ასე იწვა და მე მის სუნს ხარბად ვსუნთქავდი,მინდოდა ეს სუნი მთელი ის დრო მხსომებოდა და მეგრძნო ვიდრე ვნახავდი კიდევ და ხელახლა,ასეთივე სიხარბით ჩავისუმთქავდი როგორცახლა. ყველაზე მძაფრად ამ ჭკუიდან შემშლელ სუნს ,მის ყელთან ვგრძნობდი,საძილე არტერიის ადგილას,სისხლის ცხელი ნაკადი,ამ სუნს უფრო ამძაფრებდა. თითებით ვიზეპირებდი,მისი ზურგის ყველა დეტალს,ხელის გულებით მის სითბოს ვიგროვებდი სხეულში,მისი თმების რბილ და ხშირ ღერებს თითებით ვეფერებოდი,მთელი სხეულით ვეკვროდი და ცრემლები თავისით მომდიოდა.როდის ჩამეძინა არც კი მახსოვს...
გაღვიძა,თვალები ისევ მეხუჭა,ღრმად ჩავისუნთქე.ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნარკოტიკი მისი სუნი იყო. თვალები გავახილე და თორნიკეს შევხედე.ეძინა ისე ტკბილად, რომ გულში რაღაცნაირი სითბო ვიგრძენი. კარგა ხანს ვუყურე როგორ სუნთქავდა,მის ნაკვთებს ვიზეპირებდი,მინდოდა ყოველი წვრილმანი მხსომებოდა. გავაღვიზე ჩემი დაჟინებული მზერით. გამიღიმა და მაკოცა.
-რა ლამაზად გათენდა.თქვა და გამიღიმა.
-როგორ მიყვარხარ შენ არც კი იცი.
-ვიცი და მე უფრო მეტად მიყვარხარ.
- იქ რომ დავრჩე გეწყინება?
- არა. თუ შენ ასე გენდომება არ მეწყინება.
- შენ ჩემთვის არ გცალია,არც ის ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდებს ასე.თუ მომეწონება იქ ყოფნა დავრჩები. მერე კი ალბათ საბოლოოდ ავირჩევთ გზას, რომელიც გვაერთიანებს ან გვაშორებს.
- დაშორებას რატო ახსენებ?
-მანძილი დამოკიდებულებას ცვლის! იქნებ აღარ გინდოდეს ჩემთან.
-შენ რა მეხუმრები?
-არა,სრული სერიოზულობით ვამბობ.
- ნუ იზავ ისე რომ ვიჩხუბოთ, წახვალ და ჩამოხვალ.-
ან წავალ და აღარ ჩამოვალ.
-მაშინ მე ჩამოვალ.
-მაგაზე მერე ვილსპარაკოთ როცა შენი ყველა პრობლემა მოგვრდება.ეხლა ადექი ვისაუზმოთ და მერე უნდა ჩავალაგო ჩემოდანი.
-კაი,ვისაუზმოთ,მაგრამ დღეს მე ვამზადებ საუზმეს.
გემრიელი საუზმე მომიმზადა თორნიკემ.ვისაუზმეთ ერთად და ცოტახანში დაურეკა ტელეფონმა.დედამისი იყო.მივხვდი უნდა წასულიყო.
-არ მეწყინება წადი ნუ ანერვიულებ.
-მელოდება,რაღაცნაირად გულდაწყვეტით თქვა.
-არ მწყინს ხომ იცი შენგან არაფერი.
-ვიღაც ექიმი აღმოვაჩიმეთ რომელიც შეიძლება ჩვენი მხსნელი აღმოჩნდეს ამ პრობლემიდან. დღეს მიდის და მელოდება რომ გავყვე.
-მიხარია ძალიან,გამაგებიმე რას ეტყვიან. მინდა რომ კარგად იყოს,შენს საიმედოდ. დედა-შვილის სიყვარულს მთელი სამყაროც რომ დაუპირისპირდეს ვერაფერს დააკლებს. მინდა ბედნიერები იყოთ ერთმანეთით.
-ზოგჯერ ძალიან მაოცებ! იცი შენი წინააღმდეგია და შენ არასოდეს იხსენიებ ცუდად.
- იმიტომ რომ ის შენი დედაა,ის რომ არა,მე ვერასოდეს შეგხვდებოდი შენ. ვერ მიყოფს შენს თავს,არ იმეტებს ჩემთვის,ამიტომ მე ვუთმობ მას ჩემს წილ თორნიკეს და მივდივარ.
- შენში ყოველთვის ეს მხიბლავს,შეგიძლია ბოლომდე გაუგო ადამიანებს.
- ეს მხოლოთ მათ ვუგებ ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ვთქვი და გავუღიმე.
- კარგ დასვენებას გისურვებ, მომენატრები.მითხრა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-მეც მომენატრები. ვთქვი და ცრემლები მომადგა.
დავემშვიდობე და კიბეებზე დაშვებულს შევახსენე დაერეკა ექიმიდან გამოსვლის შემდეგ.
კარი დავხურე,ზურგით მივეყრდენი და ავტირდი.მომენატრებოდა ვიცოდი მაგრამ სხვაში ვერაფერში ვხედავდი გამოსავს. ჩემოდანი გავხსენი და კარადიდან რამოდენიმე შარვალი,ზედა და კაბა ჩავდე. კიდევ პირადი ჰიგიენის ნივთები და სამი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი. ჩემოდანი შევკარი და კართან გავაგორე.
ამასობაში დაღამდა და ძილი მომერია,ადრე დაძინებას დავეჩვიე.ეს იყო ცვლილება, რომელიც ცვლიდა ჩემი ცხოვრების რეჟიმს.დასაძინებლად ვემზადებოდი, რომ თორნიკემ დარეკა.
-ალო,თოკო.
-ანო, ექიმმა ანალიზების პასუხები,რომ ნახა გვითხრა გამოჯანმრთელების დიდი შანსია და არ არის ის ფორმა,როგორც გითხრესო.დედაჩემი კარგად იქნება.დრო დასჭირდება მარა,კარგად გახდება.ისეთი აღტაცებით ყვებოდა ამ ყველაფერს რომ თვალწინ დამიდგა მისი ბედნიერი სახე.
-ძალიან მიხარია. მიხარია შენი ასეთი შემართება. ბედნიერი მინდა მეგულებოდე ყოველთვის.
-მადლობა ანო და ვიცი რომ გიხარია.გკოცნი,კიდევ ერთხელ კარგ დასვენებას გისურვებ.
-მადლობა მეც გკოცნი.გავთიშე ტელეფონი და ჩემი ცხოვრება ამ წამიდან შეიცვალა. მე მივხვდი ყველაფერი დასრულდა.ჩემი გეგმები ჩაიფუშა,გაქრა,გაუფერულდა. მე ვიყავი ქალი რომელსაც,დღეიდან მარტოს უნდა გამეზარდა ,ჩემი და თორნიკეს სიყვარულის ნაყოფი.მისგან შორს,მის გარეშე.არავის მივცემდი უფლებას ჩემი შვილის წინააღმდეგ ხმა ამოეღო,სიტყვა ეთქვა,ფიქრიც კი გაევლო გულში მის საწინააღმდეგოდ.ბებიამისი კი,იყო ის ქალი რომელიც მასაც და მეც ცხოვრებას ჯოჯოხეთად გვიქცევდა.თავი ვაიძულე დამძინებოდა,წინ დამღლელი დღე მელოდა და არ მინდოდა ჩემს პატარას რაიმე დაშავებოდა.
შვიდი საათი იყო,რომ მაღვიძარამ დარეკა. ავდექი,მოვემზადე, ტაქსი გამოვიძახე აეროპორტში წასასვლელად. ყველაფერი გადავამოწმე,ონკანები ჩავკეტე და ყველა ოთახში შევიხედე. ამ სახლში ჩემს ოცნებას ვტოვებდი. ჩემს დარდს ვტოვებდი,ჩემს ტკივილს ვტოვებდი.ბედნიერ და დარდით სავსე დღეებს ვტოვებდი. თორნიკეს სიყვარულით გამთბარ უამრავ წამს და მის გარეშე დარჩენის გაუსაძლის ტკივილს ვტოვებდი. ის ჩემი იყო,მე მისი მაგრამ
ერთად ყოფნა არ გვეწერა. ის ჩემი ცხოვრების საჩუქარი იყო და მე მის შვილს ვატარებდი. რაც არ უნდა მომხდარიყო და მოხდეს,ამ დღეებს,საათებს და წუთებს არასდროს ვინანებ.მე მისთვის გავჩნდი და მხოლოდ მისი სიყვარულით იფეთქებს ჩემი გული.მივდივარ და თან უსაშველოდ დიდი ტკიბილი და უსაზღვროდ დიდი სიყვარული მიმაქვს. ვტოვებ მას ვინც ჩემი ნაწილია და მიმყავს თან ის ვიმც მისი განმეორებაა. კარი გამოვხურე,სამჯერ გადავატრიალე გასაღები და კიბეებს ჩავუყევი.წლები ვეღარ ამოვივლიდი ამ საფეხირებს და როდესაც ამოვივლიდი,კიდევ ერთი ადამიანი მეყოლებოდა გვერდით.
ტაქსში ჩავჯექი,მინიდან კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემი ცხოვრების სკივრდ გცეულ ბინის ფანჯრებს და მშვიდი ხმით ვუთხარი მძღოლს:„შეგიძლიათ წახვიდეთ!“

დ ა ს ა ს რ უ ლ ი . . .



№1 სტუმარი ani

მეორე ნაწილი მინდა ვიხილო ახლა ველოდი ყველაფერს და დასრულდა მართლა ძალიან მომეწონა მაგრამ იქნებ მეორე ნაწილიც დაწერო? იფიქრე გთხოვ წარმატებები

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

დასრულდა? ძალიან მეტკინა გული. იმედს ვიტოვებ ოდესმე ეს ორი ერთმანეთს აუცილებლად, მათ ხომ შვილი აერთიანებთ?

 


cxovrebac aseti daundobelia. ar gbindobs tkivilisgan. gvashorebs mat vinc sakutar tavs gvirchevia. gmadlobt,rom kitxulobdit.:-)

 


№4 სტუმარი kati

yvela tavi ertad wavukitxe.zalian momewona da siamovnebit wavikitxavdi gagrzelebas.warmatebebs gisurvebt.

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ცხოვრება არის დაუნდობელი არა იხვის ტოლმა კიდევ. თვითონ ეს გოგოა დაუნდობელი. არც ერთი წამით არ ვამართლებ. თორნიკეს (არჩევანის საშუალებას თავი რომ დავანებოთ,) მამობის ბედნიერება წაართვა და საკუთარ შვილი უმამობისთვის გაწირა.
წინსწარი დასკვნები და უაზრო ლო'ღ'იკა ღუპავს სიყვარულს:)))).

 


№6 სტუმარი A

მეორე ბაწილიც დადე რა...... ველოდებით. ეს ორი არ შეიღება ასე დაიტანჯოს. თან თორნიკეს აქვს უფლება ოდესმე შვილზეც გაიგოს....

 


№7  offline მოდერი ენემი

მეორე ნაწილს მოვითხოვ!

 


ar vici ratom ar metanxmebit rom cxovreba aseti usamartloa... albat skobs isedac rtul cxovrebazi, chanaxatis gmiriebi mainc iyvnen bednierni. me davdeb meore nawilsac. dae im gamogonil samyaroshi mainc iyos vigaca bednieri.

 


№9 სტუმარი A

ნინო ლაზაშვილი
ar vici ratom ar metanxmebit rom cxovreba aseti usamartloa... albat skobs isedac rtul cxovrebazi, chanaxatis gmiriebi mainc iyvnen bednierni. me davdeb meore nawilsac. dae im gamogonil samyaroshi mainc iyos vigaca bednieri.

ზუსტადაც რომ ცხოვრება ისედაც რთულია ამ გამოგონილ სამყაროს მაინც უნდა შესძინო ბედნიერების და ნათელი მომავლის სხივები...

 


meore nawili weris processhia.male ixilavt gagrdzelebas. ;) :) <3

 


№11 სტუმარი სტუმარი nato

რა საინტერესოამეორე ნაწილი ტუ იქნება ნეტავ.

საწუხაროა მეორე ნაწილი რომ აღარაა გააგრძეელეეეეეე ძალიან გთხოვთ;

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent