შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1999 (სრულად)


26-04-2018, 10:48
ავტორი Kalina
ნანახია 5 050

პროლოგი

ხშირად, ყველა განსაკუთრებულ მომენტსა თუ ურთიერთობას, უნდა ჰქონდეთ დროული დასასრული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაუბრალოებისთვისაა განწირული.


***
მოსდევდნენ.
მირბოდა,
მირბოდა.
ასწრებდა.
ეწეოდნენ.
,,მაინც მომაგნეს."
უკვე იცოდა, რაც სურდათ. ისიც იცოდა, რა მოელოდა, თუ უფრო სწრაფად არ ირბენდა.
გიჟივით შევარდა სახლში და იატაკზე მიმოფანტული ფურცლებისა და კასეტების აკრეფა დაიწყო.
,,ვერ ვასწრებ, შენი დედაც, ვერ ვასწრებ."
კარის ბრახუნის ხმა მაშინვე გაიგო.
,,შენი დედაც, შენი დედაც..."
-სად წავიდა?
ბოხხმიანმა დაიყვირა.
-სად წავიდა, ამის დედაც!

ბოლო წამს მოასწრო სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტების კედლის უკანა ნაწილში შეჩურთვა და ბინის მეორე მხარეს, ერთერთი სავარძლის ქვეშ შევარდნა.

ხმაური მიჩუმდა და ნაბიჯების ხმა შეწყდა.
,,მახეა, მახე."
გამოსვლას არც აპირებდა.

საშინელი გრძნობაა, აჩქარებული სუნთქვის საერთოდ გაჩერება რომ გიწევს.

ათი წუთი.
ოცი.
ოფლში იწურებოდა.
თითოეულ სუნთქვას აკონტროლებდა.
ჩამიჩუმი არ ისმოდა.
მაინც ეშინოდა "სამალავიდან" გამოსვლის.
მერე იგრძნო...
მთელი სხეული უკანკალებდა.
იცოდა, გრძნობდა...
გული ცუდს უგრძნობდა.
თვალები დახუჭა.

ნახევარი საათი გავიდა.
ის კი ისევ გაუნძრევლად იწვა სავარძლის ქვეშ.
ალბათ ოფლის გუბეც კი დააყენა.
,,მნიშვნელობა არ აქვს, მოვკვდები თუ არა, კასეტებს მაინც იპოვიან. და ციხეში ამოალპობენ ამ ნაბი**რებს."
დაფიქრდა იმაზე, თუ რას კარგავდა.
არ ჰყავდა ოჯახი, მეგობარი, ხელის გამწოდებელი.
და ის, რისი გადარჩენაც შეეძლო...
ჯაფარიძეების გოგონასი.
და ფალავანდიშვილების ერთადერთი ვაჟის.
ეს ბევრად მეტი იყო, ვიდრე მისი უბადრუკი სიცოცხლე.
ასე თვლიდა თვითონ.
სასოწარკვეთილი წყვილი, ამერიკაში გააქციეს.
თან რა დროს გაასწრეს!
თითქოს ბედზე,
ვაშინგტონისკენ მიმავალი ბოინგი სწორედ იმ დროს აფრინდა,
როცა გიგა ჩოლოყაშვილმა ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში, პირველად ჩაისუნთქა ჟანგბადი, ათთვიანი პაუზის შემდეგ.


მთელი ის გამბედაობა,რომლის მოკრებაც სავარძლის ქვეშ ნახევარსაათიანი ლოდინის დროს შეძლო, ერთიანად მოიდო ზურგზე და სამალავიდან სწრაფად გამოძვრა.

***
თუმცა, გამბედაობისგან დამძიმებულს, იღბალი სავარძლის ქვეშ დარჩენია.

***
"ზოგჯერ სიმამაცე სიგიჟის ზღვარს აღწევს."


დილით ნაზმა შეხებამ გააღვიძა.
-ტასო... ტასუნა... ტასასო. პატარა, გაიღვიძე.
-ნიკუშ, შემეშვი, მეძინება.
ტუჩები თმებზე იგრძნო.
იგრძნო, როგორ წამოიწია საწოლიდან.
-არა, ნიკუშ. არ წახვიდე. აქ იყავი. ცოტა ხანს იყავი.
ბიჭს გაეცინა.
უკან დაბრუნდა და გოგონას გამხდარ სხეულს მოეხვია.
-ნიკუშ, ესეთი თბილი რანაირად ხარ...
გაეცინა ნიკოს.
-ტასო...
-ჰო. რა უნდა მთხოვო.
-არა, არაფერი. მიყვარხარ უბრალოდ.
-მეც მიყვარხარ. ოღონდ როგორ, იცი?
-აბა, როგორ.
თვალებდახუჭულ ტასასოს გაეცინა.
-აი, ასე.
ნიკუშას ხელები მთელი ძალით შემოხვია და თავისი ჭკუით გუდავდა.
ნიკუშამ სიცილით მიიხუტა გულზე ტასასო.


***
-ვერ იპოვეთ?
-კი.
-იმედია მაშინდელივით...
-არა. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც დაგვავალეთ.
-ჩანაწერები სად დევს?
იქ მდგარმა სამმა ერთმანეთს გადახედა.
ამოიოხრა:
-ოღონდაც არ მითხრათ...
-ბოდიში.
-ხმა!
კონტროლის დაკარგვის პირას მისულმა, გაუაზრებლად ისროლა და იქვე თაროზე მდგარი ლარნაკი ადგილზე მიაფშვნა.
სახტად მდგომი სამი ყმაწვილი ადგილზე შეხტა. .
-ერთ კვირას გაძლევთ. თუ არ გინდათ, სამში ერთით ნაკლები დარჩეთ, მოიტანეთ ის, რაც მინდა.
-რათქმაუნდა...
უკვე გადიოდნენ, ისევ ბიჭის მჭახე ხმა რომ დაეწიათ:
-ეს ლარნაკი აქედან გაათრიეთ.
-ეხლავე.
ნამსხვრევებს დასწვდნენ და მომხდარით დაზაფრულები, ფეხაკრეფით გაიპარნენ ოთახიდან

***
-ნამდვილად ფიქრობ, რომ ეს სწორია?
-კი.
-კი მაგრამ...
-არანაირი მაგრამ! უკვე ვიცი, რასაც გავაკეთებ. ვუყურებ და ვხედავ, რომ ის საცოდავი ჩამომთრევი არ არის იმ ჯანდაბის ამერიკიდან. ამიტომ, მომიწევს უკიდურესი ზომების მიღება.
ბიჭმა ეშმაკურად ჩაიღიმა.
-სისულელე არ გააკეთო. იცოდე, გაფრთხილებ. ისედაც ყველა ეჭვის თვალით გიყურებს.
-არ მაინტერესებს მათი აზრი. და არც მათი ეჭვის თვალი.
-ეს რაღაც უკვე ავადმყოფობას ემსგავსება.
-ბევრს თუ ილაპარაკებ, შენი აზრიც აღარ დამაინტერესებს.
და შენ იცი, რას ვუშვრები იმათ, ვინც თავს მაბეზრებს.
ბიჭმა მობეზრებული სახით ამოაძვრინა უჯრიდან სიგარეტი და ნელა მოუკიდა. ღრმა ნაპასი დაარტყა და მეორეს ჰკითხა:
-ჩოლოყაშვილებისგან რა ისმის?
-თავს იკატუნებენ, ვითომ ეს ამბები არ აინტერესებთ. არადა, ფალავანდიშვილბის დანახვაზე მეძებარი ძაღლებივით იყეფებიან.
-ჯობია, იჩქარონ და გონს დროზე მოეგონ, თორემ...
შამპანიური სხვას შეხვდება.
-"они лучше спешат, иначе другие получат шампанское."
-შენ ჩემი მრჩეველი ხარ თუ თარჯიმანი?
გაეცინა ბიჭს.
-ამირეჯიბები რას აპირებენ, ნეტავ.
-ფალავანდიშვილებს შეუძვრებიან ბოლომდე.
-გურამ ამირეჯიბს ჩემ გარეშეც ეყოფა პრობლემები. მთელი მოსკოვის ნარკომანები და ბარიგები ყავს გადაკიდებული.
მეორემ უხერხულად ჩაახველა.
-ამბობენ, გურამი ალექსანდრეს ამერიკაში გასაშვებად ამზადებსო.
ბიჭი ადგილიდან წამოფრინდა.
-რას აკეთებსო?!
-გეგე, ეს უბრალოდ მითქმა-მოთქმაა, არ არის ასე გააფთრება საჭირო.
გეგე ხელებს უმისამართოდ იქნევდა.
-როგორ თუ არ არის, როცა...
-გეგე!
დასჭექა მეორემ და ბიჭიც სარგადაყლაპულივით მიეკრო სავარძელს.
მეორემაც გაუკიდა სიგარეტს.
-როგორც კი რამე სერიოზულს დააპირებს, მაშინვე გავიგებთ და არ შევასრულებინებთ. გასაგებად ვლაპარაკობ?!
გეგემ ღრმა ნაპაზი დაარტყა.
ამოიოხრა და ოხვრას მთელი ის მომწამლავი ჰაერი ამოაყოლა, რასაც ბოლო ერთი წელი გამუდმებით იტენიდა ორგამიზმში.
-წერილი არ მოსულა?
მეორემ თავი ჩახარა.
-არა... გეგე გაიგე, რომ არ მოგწერს. რატომ გიყვარს ყველაფრის გართულება?
გეგემ მესამე სიგარეტს გაუკიდა.
-ახლაც მახსოვს... პატარა რომ იყო... სვანეთში რომ მოყავდათ ხოლმე. ისეთი პატარა და საყვარელი იყო... ძალიან მხიარული, მეგობრული... ქეთევანს სვანეთში ყველა ეუბნებოდა, ამ ბავშვისთვის ლილე უნდა დაგერქმიათ, ბავშვი კი არა, მზეაო...
მეორე გაფაციცებით უსმენდა გეგეს ყველა სიტყვას და ყველა ქვეტექსტის დაჭერას ცდილობდა:
-ჰოო... ჩემო ბუბა. ასეთი იყო ანასტასია. ცოცხალი, სხარტი, კეთილი... სანამ ის ნაბი**არი ფალავანდიშვილი არ გამოჩნდა მის ცხოვრებაში და სანამ მთელი ოჯახი არ ამოახოცინა ნა**რალა მამამისს. იმის მერე ჩაკლეს საწყალ გოგოში ყოველი სიცოცხლის ნატამალი, რომელიც აიძულებდა მეორე დღეს სიხარულით გაეღვიძა. მკვლელთა ოჯახმა გაიდგა ჩემი ანასტასიას სხეულში ფესვები... ახლა, სანამ ისიც ერთ-ერთი მათგანი გამხდარა... მათ შესაჩერებლად ყველა ღონეს ვიხმარ.
ყველაფერს გავაკეთებ, რასაც შევძლებ და ანასტასია ჯაფარიძის თავს მაინც არ წავართმევინებ ამ ნაძირლებს. არც ფალავანდიშვილებს და არც ჩოლოყაშვილებს.

***

-ნიკო, ტო! რას შვები!
-რავი ალექს, ვცდილობთ რაღაცას.
-მისმინე... დღეს ვიღაც მარგიანის ხალხს ვერაზე ვიღაც კაცი დანით დაუჭრიათ. იქვე მომკვდარა.
-კაი, რას ამბობ. ჩვენიანი ხო არ იყო ვინმე.
-ბიჭო ნიკო... ვარკვევ მარა... რაღაცაა.
-რა ხდება, ალექს?
-ეს კაცი შარშან გადმოვიდა ანასტასიას მეზობლად. შეიძლება, რომ ტასოს მამის მეგობარი იყო. რაღაც ჭორები დადის ჩანაწერებზე... მეზობლებს გაუგიათ, თურმე მთელი სახლი გადაუქოთებიათ მკვლელებსო. აშკარად რაღაცას ეძებდნენ და ეს კაცი ხშირად დაუნახავთ ხმის ჩამწერით და კასეტებით ხელში.
-ალბათ ისეთ რაღაცას წერდა იმ ჩამწერში, რაც იმ ვიღაც მარგიანს ნაღდად არ მოსწონდა.
-გეგე მარგიანი. ხო არ გეცნობა?
-არა, არა. ესეიგი, ტასასოს მამის მეგობარი ხო? იმ კაცს სახელი და გვარი არ ქონდა?
-არ იცის არავინ. ვისთანაც გავიკითხეთ, არავინ იცოდა.

***
კარი ფრთხილად შეაღეს.
ხელთათმანებიც ეკეთათ, რომ ანაბეჭდები არ დაეტოვებინათ.
ეძებდნენ.
მაგრამ ბოლომდე არ იცოდნენ, რას.
სისულელეა, არა?
არანაირად.
ჯინსებიანი სამზარეულოსკენ გაემართა.
მაგიდის ქვეშ შეიხედა და იატაკზე ხელი მოაფათურა.
საეჭვოდ ამობურცული მოეჩვენა კაფელი და დაუფიქრებლად მოაშორა იატაკს.
თვალები გაუფართოვდა.
-აქეთ!
აღელვებულს სიფრთხილე საერთოდ აღარ ახსოვდა. დაავიწყდა.

***
,, კარგად მომისმინე. ეს გაფრთხილებაა. ისევ შენსავე საკეთილდღეოდ. ეს ძალიან, ძალიან ბინძური საქმეა და თუ ამ ჩანაწერის მოსმენა დაიწყე, ჯობია ახლავე გათიშო, ფირი სადმე მოფარებულ ადგილას დაწვა და ცხოვრება ისე გააგრძელო, თითქოს არაფერი მომხდარა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუდამოდ ჩაერთვები ამ თამაშში."

***

-ნიკო... რაღაცას გეტყვი და არ გაგიჟდე, კაი?
-ხო მშვიდობაა, ალექს.
-დღეს იმ კაცის სახლში მე და ბიჭები ჩუმად შევიპარეთ.
-მერე?
-ნიკო... დამპირდი, რომ ანასტასიას არაფერს არ ეტყვი და წყნარად იჯდები. არაფერი შეიმჩნიო.
-ჰო. მითხარი.
-ერთი ადგილი ვნახეთ, პოლიციამ ალბათ ვერ მიაგნო. ნიკო, კასეტები ვიპოვეთ.
-ალექს რა თქვი?
-ჰო, ნიკო. კასეტები ვიპოვეთ და...
-ალექს, თქვი!
-ეს კასეტები თქვენს ისტორიაზეა.
ნიკომ ყურმილს გაოცებულმა შეხედა. ეგონა, მომესმაო.
-ალექს, უკანასკნელი წინადადება გაიმეორე.
-ამ კასეტებში ეს კაცი ლაპარაკობს ყველაფერზე თქვენი ისტორიიდან. დაწყებული კოსტავას სროლიდან... შენი და ტასოს დიალოგებით დამთავრებული. ისიც თქვა, რომ მტკვრის სანაპირო თვქენი შეხვედრის ადგილია... სროლაზეც ყველაფერი იცოდა, ნიკო! ამან გამაგიჟა!აზრზე არ ვარ ეგ რაღაცეები საიდან გაიგო, ნიკო. ყველაფრის გარკვევას ვცდილობ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამომდის.
ნიკო დაზაფრული იდგა ერთ ადგილას. თუ მათ თბილისში ვიღაც გამუდმებით უკან დაყვებოდათ, რომ მათი ისტორია ჩაეწერა, იქნებ ვაშინგტონშიც არ იყვნენ უსაფრთხოდ?
-ნიკო...
-ჰო.
-თქვენი ფოტოები ჰქონდა. მგონი, ყველგან დაგყვებოდათ.
ნიკომ ამოიხვნეშა და ყურმილი დაკიდა.
***
-ტასო! ტასო, ჩამოდი!
მეორე სართულიდან სლუკუნის ხმა გაიგონა. სასწრაფოდ ავარდა ზემოთ.
-ტასასო... პატარა, რა დაგემართა?
-აღარ გიყვარვარ, ხო?!
აცრემლებული თვალები შეანათა ნიკუშას და სახე ხელებში ჩარგო.
გახევდა ნიკუშა.
ტასოს ტირილზე მეტად არაფრის არ ეშინოდა.
-ტასი, გასულელდი? რა აღარ მიყვარხარ...
-ხო, ხო... აღარ გიყვარვარ...
ნიკუშას გაეცინა და ატირებულს მოეხვია.
-საიდან მოგაქ აბა ეს სისულელეები.
-ვგრძნობ რაღაცას... რაღაც ისე აღარ არის, ნიკუშ... თუ აღარ გიყვარვარ, მითხარი...
ისევ წასკდა ცრემლები.
ნიკუშას ღიმილი სახედან წაეშალა. ტასო რაღაცას ხვდებოდა.
ნიკუშა გამუდმებით ურეკავდა ალექსს და ჩანაწერებზე ელაპარაკებოდა. არკვევდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩანაწერების ავტორი.
ჯერჯერობით არავითარი წინსვლა არ იგრძნობოდა.
ამასთან ერთად, ნიკოს ის ფაქტიც აწუხებდა, რომ უკვე მთელმა თბილისმა იცოდა, ის და ანასტასია ვაშინგტონში რომ იყვნენ.
სხვა გზა აღარ იყო.
თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ.
სხვანაირად, ვერაფერს გაარკვევდნენ.
მთელი ამ დროის განმავლობაში კი, ტასოს ნიკუშას ყურადღება სიგიჟემდე აკლდა.
ნიკუშა იქამდე ეფერებოდა ლოყაზე ტასოს, სანამ არ ჩაეძინა.
რომ გაეღვიძა, ცნობისმოყვარედ ააფახულა თვალები.
ნიკუშას გაეღიმა.
-ტასასო...
შუბლზე აკოცა.
-ბოდიში, ნიკუშ...
ტასომ თავი ჩახარა.
ნიკუშას გაეცინა.
- რა სულელი ხარ, ხანდახან.
ხელები ნაზად მოხვია და ახლოს მიიხუტა.
ასე იწვნენ ჩახუტებულები.
დრო იყო.
უნდა ეთქვა.
-ტასო... მისმინე.
ტასო გაფითრდა.
-არა ნუ ნერვიულობ, ის არ არის, რაც შენ გგონია.
ოდნავ დაუმშვიდდა სახე.
ტასოს ხელი აიღო და ნაზად აკოცა.
-მისმინე... თბილისში უნდა დავბრუნდეთ.
მისდა გასაკვირად, ანასტასიას რეაქცია არ ჰქონია.
-რამე მოხდა?
ნიკუშას ტასოს მოტყუება არ უნდოდა:
-ჰო.
-მომიყვები?
მოუყვა.
ანასტასია იმაზე მეტად შეშინდა, ვიდრე ამას ნიკუშა მოელოდა.
ნელა წამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
ნიკუშა მიხვდა.
ანასტასიამ რაღაც იცოდა.
ბიჭმა ნელა ააწევინა სახე და თვალებში ალერსით ჩახედა.
-ტასი... პატარა...
ანასტასიას სახე წაშლოდა.
ნიკუშა მთელ სახეს უკოცნიდა.
-ტასასო... ნუ გეშინია... შენ თუ რამე იცი, მითხარი...
ანასტასიამ თვალები დახუჭა.
-ნიკუშ... გეგე ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო...
ნიკუშა გახევდა.
ხელები გაუშეშდა.
-ტასო, რა?
-სვანეთში, ნიკუშ... პატარა რომ ვიყავი... სულ ერთად ვიყავით ხოლმე...
ნიკუშამ მხრებზე ხელები მოხვია გოგონას.
-ტასო, ყველაფერი უნდა ვიცოდე. მომიყევი, გთხოვ.
ანასტასია საწოლის კიდეს მიეყუდა. ხელები კალთაში ჩაიწყო და დამნაშავესავით ჩახარა თავი:
-5 წლის ვიყავი, რომ გავიცანი... ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. ჩემებურად, ბავშვურად მიყვარდა. სულ თავისთან ერთად დავყავდი. ყველგან. უფროს ბავშვებსაც იცნობდა, მაგრამ სულ ჩემთან ერთად იყო ხოლმე.
ანასტასიამ სახეზე ხელი მოისვა.
-შარშანწინ... ბოლოჯერ რომ წავედით სვანეთში... იქ იყო. სხვანაირად ჩამეხუტა მაშინ. დათვივით არ ჩამხუტებია, როგორც იცოდა ხოლმე... წელზე მომხვია ხელები. ის 1 კვირა ერთად ვიყავით. - ღრმად ჩაისუნთქა - ბოლო დღე იყო, მეორე დღეს თბილისში მოვდიოდით ჩვენ და... მითხრა, მიყვარხარო. ვუთხარი, მეც მიყვარხართქო. ჩამეხუტა და ჩუმად მითხრა, ნეტა შენც ისე გიყვარდე, როგორც მე მიყვარხარო...
იმის მერე არ მინახავს. შემდეგ წელს სვანეთში ვეღარ წავედი. არ შევხმიანებივარ...
ერთი კვირის წინ...
ნიკუშა დაიძაბა.
-ერთი კვირის წინ რა, ტასო?
-წერილი მომწერა...
-და ამას ახლა მეუბნები?!
ნიკუშა გაცეცხლდა.
აღარაფერი იყო დარჩენილი წეღანდელი თბილი ნიკუშასგან.
-ანასტასია, მიპასუხე!
-არ მინდოდა თქმა... რა უნდა მეთქვა, ჩემმა ძველმა მეგობარმა მომწერა, ჩამოსვლას ხომ არ აპირებ, იქნებ შევხვდეთო?
-რაღა მეგობარმა, ანასტასია! ყვარებიხარ და შენ გამო ვიღაცეებს დანას უყრის თბილისში!
-არ ვიცოდი, ნიკუშ! რა ჩემი ბრალია...
-ამის დედაშ****!
-ნიკუშ, ნუ ყვირი... გთხოვ.
აკანკალებულ ანასტასიას გახედა და მიხვდა, ზედმეტი მოუვიდა. ოთახიდან გავარდა.

***
-ალექს... მოუსმინე ბოლომდე?
-ჰო. მოკლედ, ეს მარგიანი საერთოდ არ...
-ტასომ მითხრა ვიცნობო.
-ხუმრობ?!
-ბავშვობის მეგობრები ყოფილან. მერე შეყვარებია ამ მარგიანს ტასო. შარშანწინ ბოლოჯერ უნახავს სვანეთში.
-მოიცა, მოიცა. ესეიგი, ამ მარგიანს უყვარს ტასო, შენც გიყვარს და ერთ მხრივ... ჩოლოყაშვილსაც. ახლა უნდა, რომ ორივე ჩამოგიტყუოთ. ნიკუშ, მანდ უნდა დარჩეთ ორივე. მოკლედ, გუშინ მე და ბიჭები ჩოლოყაშვილების არქივში შევიპარეთ.
-გაგიჟდით სულ, ხომ?!
-დამაცადე, რა. ეს კაცი, ამ ჩამაწერებში მარგიანს საერთოდ არ ახსენებს. ან არ იცოდა და ვერ ამჩნევდა, ან რამე სხვა. პირველი შესაძლებლობით დავიწყეთ და გეგეზე რაც შევძელით ყველაფერი გამოვიკვლიეთ. ისტორიაში ჩავიხედეთ და...
ნიკომ თითები დაიჭამა პასუხის მოლოდინში:
-და რა, ალექსანდრე?
-მგონი ანგელოზია. ეგეთი სუფთა... როგორ ამბობენ? დოსიე, მგონი მამაშენსაც არ აქვს. ქველმოქმედებას ეწევა არამარტო საქართველოში, ევროპის ბევრ ქვეყანაშიც.
ნიკოს სიმწრით ჩაეცინა.
-ესეიგი, ჩოლოყაშვილები ხელს აფარებენ.
ალექსმა ყურმილის მიღმა წაუსტვინა:
-აუ, მაგაზე არ მიფიქრია.
ნიკომ თავი გააქნია:
-უნდა ჩამოვიდეთ. ოღონდ ჩუმად. ისე, რომ ეს ვერავინ გაიგოს.
-როგორ?
ნიკომ სახეზე ხელი მოისვა.
-ალბათ... აქედან ლისაბონში ჩავფრინდებით. კვალი უნდა ავრიოთ. მერე... პარიზში... და...
-და მერე კიევში, ნიკო! იქედან გემით წამოხვალთ! მყავს ნაცნობი და ვეტყვი, რომ თქვენ ხართ!
ნიკოს გაეღიმა.
-მადლობა, ალექს.
ალექსანდრეს გაეცინა.
-კარგი, რისი მადლობა.
-უბრალოდ ვერ ვხვდები, მარგიანს რა ვუქნა.
-რა უნდა უქნა, რას ილენჩებ თავს.
-არა, არა. ვერ მოვკლავ. ტასო არ მაპატიებს.
ალექსანდრემ ამოიოხრა:
-ესე როგორ გიყვარს...
ნიკოს გაეცინა.
-შენ მოკლავდი ჩემს ადგილას?
-დედას არ მოვუ***ვდი?
ნიკოს გაეცინა.
-იმიტომაც დადიხარ დღემდე გოგოს გარეშე.

***

ოთახში რომ შევიდა, ანასტასია ჩაძინებული დახვდა.
გაბრაზდა, საშინლად გაბრაზდა. მარგიანზე.
რომ ტასო შეუყვარდა.
არავის ჰქონდა ტასოსთვის ისე შეხედვის უფლება, როგორც მას.
მაგრამ, ვერც ამტყუნებდა.
ტასოს არშეყვარება საშინლად რთული იქნებოდა. მადლობა ღმერთს, არ იცოდა, როგორი რთული.
ჩუმად დაუჯდა თავთან. თმებზე ხელები ოდნავ შეახო. ანასტასია ოდნავ შეირხა და მისკენ უფრო ახლოს მიიწია.
გიჟდებოდა, ჭკუას კარგავდა, როცა ანასტასია ძილშიც კი ცნობდა მის შეხებას.
გაეღიმა და ლოყაზე მიეფერა.
გვერდით საოცრად ნაზად მიუწვა და მის სურნელოვან კისერს მიაკრო ტუჩები.
აკოცა.
ერთხელ... ორჯერ...
მესამეზე ტასოს გაეღვიძა.
ვერ გაუძლო ამდენ სითბოს.
ცრემლიანი თვალებით ახედა და სულ ოდნავ გაეღიმა.
ნიკუშამ თვალები დახუჭა.
-ბოდიში, რომ გიყვირე. არ უნდა მეყვირა.
ანასტასიას გაეღიმა.
-არაუშავს.
ნიკუშამ ხელი წელზე დაადო. ახლოს მოიზიდა.
ანასტასიამ ნიკუშას ყელში ჩარგო თავი და მისი სურნელისგან გაბრუებულმა ღრმად ამოისუნთქა.
ტასოს ცხელი სუნთქვა კანზე დაეფინა ნიკოს და სიამოვნებისგან თვალები მიელულა. უფრო მაგრად მოხვია ხელები ანასტასიას.
-ტასო... ძლივს ამოიხვნეშა, როცა ტასომ გავარვარებული ტუჩები მის ყელს მიაკრო.
-ჰო...
-ლისაბონში მივდივართ.
ანასტასიამ გაკვირვებულმა ამოყო ნიკუშას ყელიდან თავი.
-აბა, თბილისშიო?
-ევროპაში მივდივართ, ტასი.
ანასტასიას გაეცინა:
-მართლა?
-ჰო. ჯერ ლისაბონში, მერე პარიზში. ბოლოს კიევში და იქედან წავალთ გემით ფოთში.
ანასტასიას გაეცინა.
-რა ამბავია!
ანასტასიას სიცილზე კი ნიკუშა შტერდებოდა.
-ნიკუშ... რაღაცას ვფიქრობდი...
-ჰო.
მხრებზე ხელი მოხვია და ისევ თავის გვერდით დააწვინა ბიჭმა.
-ეხლა მითხარი.
-მგონი... ის კაცი... მამას მეგობარი იყო. იცი, რატო? გეგეს მშობლებს ჰქონდათ ამ კაცთან პრობლემები. და... ეს კაცი სულ ეჩიჩინებოდა მამას, მარგიანებთან საქმეს ნუ დაიჭერო. რაღაცნაირი ხალხიაო, დაუნდობელიო.
-რა ქვია, ტასო. რა გვარია, მითხარი.
-თეზი... ჩაკვეტაძე? ჰო... მგონი. ეგ კაცი ახალგაზრდობაში თურმე ყველგან თავისი ოთხუთხედი ჩანთით დადიოდა, კოსტუმით, თან კოსტუმზე ერთი ზედმეტი ნამცეციც არ უნდა ყოფილიყო. და ძმაკაცები « კოხტას » ეძახდნენ.
ანასტასიას სახე აენთო.
-ნიკუშ! ეხლა გამახსენდა!
ფალავანდიშვილი გიჟივით წამოიწია და ტასოს მხრებზე შეეხო:
-ტასი...
ანასტასიამ საფეთქლებზე თითები მიიჭირა.
-ერთხელ... მესამე კლასში, მამამ სკოლიდან რომ გამომიყვანა, სადღაც წამიყვანა. ასე მითხრა, შენს სახლში დატოვებას ვერ მოვასწრებ, ძალიან მეჩქარებაო. დიდ სახლთან მიმიყვანა. კერძო სახლი იყო. იქ ბევრი მანქანა ეყენა. შიგნით შევედით და მე რაღაც ოთახში დამტოვეს. მამა კაბინეტში შევიდა. იქედან ყვირილის ხმა გამოდიოდა. მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთი ბავშვი იჯდა სავარძელში. მერე ადგა და ჩემთან გადმოჯდა. ასე მითხრა, მე ანამარია ვარო.
ერთად ვიჯექით და ყვირილის ხმის ორივეს გვეშინოდა. მერე გამოვარდა ერთი კაცი იმ კაბინეტიდან, ანამარიას ხელი ჩაავლო და იმ სახლიდან წავიდნენ.
მერე მამა გამოვიდა, ხელში ამიყვანა. ხომ არ შეგეშინდაო.
მერე კაბინეტში შემიყვანა. იქ სულ უფროსები იყვნენ. ქალებიც და კაცებიც. ჩემი თავი გააცნო, ეს ჩემი ანასტასიააო. ვიღაც კაცმა თავი დაუქნია, ალბათ გეგეს მამა იყო. გეგე ბევრს მიყვებოდა ანასტასიაზეო. მერე სვანეთზე გააგრძელა ლაპარაკი, საერთოდ ვეღარ ჩავდივარ, საქმეებში ვიხრჩობი, მაგრამ ნინო და გეგე სულ დადიანო. მამამ უთხრა, მე და ქეთევანს ანასტასია ყოველ ზაფხულს დაგვყავსო და გეგესაც კარგად იცნობსო.
ის კაცი მეკითხებოდა, გეგე ხომ კარგი ბიჭი იყო და ხომ არ მაბრაზებდა. ვუთხარი, ძალიან კარგი ბიჭია და პირიქით ყველაზე კარგად მემეგობრებათქო. გეგეს მამას გაეცინა და მამას თვალი ჩაუკრა.
ნიკუშ, მგონი ის კაცი... ვინც გაიქცა... ჩაკვეტაძე იყო...
ნიკუშას სახე გაუნათდა.
-ტასო, ყველაზე მაგარი გოგო ხარ, ეგ რომ გაიხსენე! ესეიგი, შვილი ჰყავდა იმ კაცს. უნდა ვიპოვოთ.
-ხო, აშკარად მისი შვილი იყო. მახსოვს, ერთ დღეს მამა რაღაცას ამბობდა მაგათზე... კოხტას შვილი სახლიდან წავიდაო. აუ... არ მახსოვს როდის თქვა... მგონი, ხუთი წლის წინ. იმის მერე აღარ უხსენებია.
ნიკუშამ ტასო ჩაიხუტა.
-მალე ბევრ რამეს გავიგებთ.

***
თუმცა, არ იცოდნენ, რა უნდა გაეგოთ.

***
-ალექს, მოკლედ. ბევრი რაღაც გაიხსენა ტასომ.
-მართლა?
-ჰო. მოკლედ, მომიძიე ინფორმაცია თეზი ჩაკვეტაძეზე.
-ეგ ვინაა?
-სავარაუდოდ, ის ადამიანია, რომელიც მოკლეს. და მაგის შვილს ქვია მგონი ანამარია. გამირკვიე მაგათზე ყველაფერი.
-არა, ნიკო. იმ კაცს შვილი არ ყოლია.
-მაინც, მომიძებნე მასთან დაახლოებული ხალხიდან ვინმე ანამარია. რას წარმოადგენდა, გამირკვიე.
-კაი,კაი. ჩოლოყაშვილებთან ერთი ვიზიტიც უნდა ვიკისროთ.
ნიკუშას გაეცინა.
-ალექს, ფრთხილად რა.
ალექსანდრემ გადაიხარხარა.
-სიფრთხილე არ არის ჩემი სტილი!

***
გეგე ღერს ღერზე ეწეოდა. ოთხი კოლოფი ჩაამთავრა ამდენ ნერვიულობაში.
ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა და ბუბას არეული სახით გახედა:
-წამიკითხე, კიდევ ერთხელ.
ბუბამ ნერვიულად დაახეთქა ფურცელი მაგიდაზე:
-გეგე, დილამდე ამ წერილის ზეპირად სწავლას აპირებ?! მერამდენედ წაგიკითხო?!
გეგემ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა:
-წამიკითხე ეს დედამო**ნული! ბუბა, საკუთარ თავს აღარ ვგავარ, ამის დედაშე**ცი. წამიკითხე...
ბუბამ მეგობრის სახეზე ტკივილის გარდა, ვერაფერი წაიკითხა.
მაინც, მორჩილად დასწვდა წერილს და ალბათ მეათასედ დაიწყო კითხვა:
,,ძვირფასო გეგე,

მივიღე შენი წერილი. მეც ძალიან, საშინლად მენატრები. არ გაქვს სანერვიულო არაფერი, კარგად ვარ. გარშემომყოფები თვალისჩინივით მიფრთხილდებიან. არ ინერვიულო.

სიყვარულით,
ანასტასია. "
ბუბამ გეგეს ახედა და კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. მთასავით ბიჭს, თვალებიდან ცრემლები უწყვეტად სდიოდა.
-მე... მე მიყვარს... ბუბა, მე უფრო მიყვარს! იმას ჩემსავით ვერასდროს ვერ ეყვარება!
გეგემ დაიღრიალა და თავში ხელები დაიშინა.
ბუბა კარადას ეცა და დამამშიდებელი ძალით დაალევინა გააფთრებულ გეგეს.
-ვენატრები, ბუბა... მასაც ვენატრები... მასაც ვუყვარვარ...
ამდენი ალკოჰოლისგან და ნიკოტინისგან დამძიმებულს მალევე ჩაეძინა.
ბუბა კი, წერილით ხელში გახევებული მთელი ღამე ფეხზე დარჩა.

***
არ იყო გეგეს გრძნობა ყალბი.

***

-ნანა...
-რა გინდა.
-ჩოლოყაშვილების არქივში შეპარულან ვიღაცები.
ნანამ მოჩვენებითი სარკაზმი იმწამსვე მოიშორა და თავი გამაფრთხილებლად გააქნია:
-არა, ზაალ... ეს არ შეიძლებოდა...
-ამირეჯიბებს უნდა შევხვდეთ. ვიღაც გვეთამაშება. რაღაც უნდა მოხდეს. ამაში დარწმუნებული ვარ. გული ცუდს მიგრძნობს. ნიკოს დაურეკე.
ნანა გააფთრდა:
-როგორ ბედავ ნიკოს სახელის ხსენებას! უსინდისო კაცო!
ზაალი ჩვეულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა:
-ნანა, ახლა ამის დრო არ არის. უთხარი, ჩამოვიდეს და ის გოგოც ჩამოიყვანოს. ცეცხლს ეთამაშება და რამე სისულელე არ გააკეთოს.
ნანა ციფებს ყრიდა:
-მგონი, სულ გაგიჟდი! ნიკოს შენი ერთი სიტყვის გაგონებაც არ უნდა, ზაალ! მიდი ახლა, და გაამტყუნე! უსინდუსო კაცო!
ზაალი ფეხზე წამოვარდა და ნანას მკლავში წვდა:
-ნუ ყვირი! ამ სახლის კედლებიდან ყველა მინართულებით გადის ხმა. ხმა ჩაიგდე.
ნანამ ზაალს დაუბღვირა.

***
-ჰო, ალექს.
-ნიკო, შევიპარეთ. დაცვა გაუძლიერებიათ. ვერ დაგვიჭირეს, მაგრამ ადრე თუ გვიან მიხვდებიან, ჩვენ რომ ვიყავით.
კაცის საბუთებს მივაგენი. მაგარი საინტერესო ვიღაცა. მოკლედ, მამაშენთან და ჩოლოყაშვილების მამასთან თავის დროზე მაგარი დაახლოებული ყოფილა. ფოტოა რაღაც, ერთად დგანან. ვერაზე, ტასოს გვერდითა ბინის წინ. როგორც აღმოჩნდა, კარგა ხანს იმუშავა ჩოლოყაშვილებთან, საგამოძიებო სამსახურში. მერე, 90ში თავი დაუნებებია და წამოსულა.
აქ, რაღაც ეწერა. ვიღაცის წყარო. რუსეთისთვის მუშაობდაო ალბათო, მარა ვიღაცას წითელი კალმით აქვს გადახაზული ეს მოსაზრება. გოგოზე არაფერია. არანაირი ანამარია არ იმჩნეოდა მაგის ირგვლივ. ოჯახი არ ყავდა, როგორც ვიცი. შესაბამისად შვილიც ვერ ეყოლებოდა.
-ტასომ თქვა, როცა იმ ანამარიას შევხვდი მესამე კლასში ვიყავიო. ესეიგი 90ში. და ორი წლის მერე ის ბავშვი სახლიდან გაიქცა. ალბათ ტასოზე უფროსი იყო მაშინ, აბა 10 წლის ბავშვი სად გამქცევი იყო.
-ალბათ, ნიკო. კიდე ვეცდები რამეს გარკვევას. ყველანაირად
ვცდილობ.
-კარგი, ალექს. მადლობა.
-ნიკო, თქვენს წამოსვლაზე რა ისმის.
-ვემზადებით უკვე. ეს ბინაც უნდა გავყიდოთ. და მერე პირდაპირ წამოვალთ. ლისაბონში.

***
იმავე ღამე. 03:21
ტელეფონის ზუზუნი.
-რა ჯანდაბაა.
ნელა წამოიზლაზნა საწოლიდან და დივანზე დაგდებულ ტელეფონს დასწვდა.
-გისმენთ.
-ნიკო, არ დაიჯერებ, რა გავიგე! კარგად მისმინე!
-ჰო ალექს, გისმენ!
ნიკოს წინასწარ აკანკალებდა მოსალოდნელი ინფორმაციის ფასდაუდებლობით. სხვანაირად, ალექსანდრე ღამის ოთხ საათზე არ დაურეკავდა. რადგან ალექსმა იცოდა დროის სხვაობა და ისიც, თუ რა მოელოდა, უმიზეზოდ თუ გააღვიძებდა.
ფალავანდიშვილი ოკეანეს გადმოცურავდა და თავს გაუჩეჩქვავდა ალექსს.
-მისმინე, ანამარია, ახლა პასპორტში ანა უწერია, ჩაკვეტაძე. ნათესაური კავშირი არ აქვს თეზისთან. გვარი აქვს გადაკეთებული. თავდაპირველი გვარი ყაზბეგი ჰქონია. ყოფილა თეზის გარდაცვლილი მეგობრის შვილი, რომელსაც უვლიდა. ჩემი ტოლია. ტასოზე 3 წლით დიდია. რადგან თეზის გვარზე იყო, ხალხს მართლა მაგის შვილად მიაჩნდა. მარა, ამას არ მოწონდა თეზისთან და 13 წლის იყო, სახლიდან რომ გაიქცა. და ნიკო, მოემზადე...
ნიკოს თავი უბრუოდა ამდენი ინფორმაციისგან. გახევებულს, ტელეფონიანი ხელი ციებიანივით უცახცახებდა.
-ჰო...
-პარიზში ცხოვრობს.
-რა?!
ალექსს გაეღიმა.
-ჰო, ნიკო.
-ალექს, ზუსტად იცი? საერთოდ ეს ყველაფერი საიდან გაიგე?!
-სხვათაშორის ძალიან ადვილად. ამ კაცის წინა საცხოვრებელი ადგილები მოვიძიე. ადრე, ისანში უცხოვრია. იმ ბინის მეზობლებს დავტყუე ყველაფერი. ამ მეზობლებს ხომ ვერაფერს გამოაპარებ. ერთმა ქალმა თქვა, 4 წელი თავის მეგობართან ცხოვრობდა აქვეო, მერე, სკოლა რომ დაამთავრა პარიზში წავიდა და ახლაც იქ მუშაობსო.
და მეორე, ოღონდ კარის მეზობელმა მითხრა: იმ კაცის სიკვდილამდე 1 თვით ადრე კართან ლამის ყოველდღე მოჰქონდათ წერილებიო. ალბათ ის სწერდა...
თავდაპირველი გვარი როგორც კი გავიგე, უკვე მისი მოძებნა დროის ამბავი იყო. მისამართიც მაქვს პარიზის. ყველაფერს გამოგიგზავნი. ეხლა დაიძინე.
-ალექს... ჩვეულებრივი გამომძიებელი ხარ.
საშინლად გაკვირვებული ნიკუშა ყურმილს გაოცებული უყურებდა.
-ოხ, რა ახალი ამბავი მითხარი! გეგონება, არ ვიცოდე! -გაეცინა ალექსს -დაიძინე, ნიკო.
ნიკომ ყურმილი გათიშა. უკვე გამოღვიძებულ ანასტასიას გაუცინა და მხრებზე ხელები მოხვია.
-ტასო... მიყვარხარ ძალიან.
ტასოს თვალები აუკაშკაშდა.
ზუსტად ისე, როგორც ადრე.
ამის გახსენებაზე, ნიკოს აუწყლიანდა თვალები.
ტასოს სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე ნაზად შეეხო.
ანასტასიამ, როგორც ყოველთვის, თმებში შეუცურა ხელი.
მარტივი მოძრაობით ანასტასია ნიკუშას კალთაში აღმოჩნდა.
გაეცინა.
-მაკოცე!
ბრძანებასავით გაისმა მისი სიტყვები და ანასტასიამაც დაუყოვნებლივ მიაკრო თავისი ტუჩები ნიკოსას.
-Good girl... -დაიჩურჩულა ნიკომ გოგონას ტუჩებზე და გაეღიმა.
ტასოს გაეცინა.
ჩაეხუტა.
-მიყვარხარ, ნიკუშ.
-მეც მიყვარხარ...
ანასტასიამ ნაზად აკოცა ყელზე და ნიკუშამ სიამოვნებისგან ხმადაბლა ამოიხვნეშა.
-ტასი... ასე ნუ შვები.
-რატო? ხომ არ გტკენ რამეს?
შეშფოთებული ხმა ჰქონდა ჯაფარიძეს.
ნიკოს გაეღიმა და ტასოს ყურს უკან გადაუწია თმა.
-არა, ჩემო პატარა. ყველაფერზე ასე ნუ ნერვიულობ... უბრალოდ... მაგიჟებ, ასე რომ... მეხები.
ანასტასიამ თავი დაუქნია და გაეღიმა.
-ტასო, პარიზში შევხვდებით იმ ანამარიას.
ანასტასიამ გაკვირვებისგან პირი დააღო:
-რა თქვი?
-ჰოო... იქ ცხოვრობს.
ნიკუშამ მოკლედ მოუყვა ის ყველაფერი, რაც რამდენიმე წუთის წინ ალექსისგან ტელეფონზე მოისმინა.
ანასტასია პირდაფჩენილი იყურებოდა.
-ღმერთო, როგორი ჩახლართულია ყველაფერი...
ნიკუშამ გაუცინა და აკოცა.
ანასტასიასაც გაეცინა.
-დღეს რაღაც სხვანაირი ხარ. მკოცნი, მეფერები...
ნიკოს გული მოუკვდა ამ სიტყვებზე. აკლდა ანასტასიას... ძალიან აკლდა.
დანანებით გააქნია თავი და მის კალთაში მყოფ ანასტასიას მხრებზე ხელები მოხვია. ნაზად ჩაიხუტა.
-არასდროს ვიყავი საუკეთესო ბიჭი შენთვის, ტასო... მე არასდროს დამიმსახურებიხარ...
ტასო გააფთრდა:
-ნიკუშ, არა! ვაიმე, არა! გეხვეწები ამ სიტყვებს ნუ ამბობ... აღარასდროს აღარ გაიმეორო! შენ იმაზე მეტი იყავი ვიდრე მჭირდებოდა! მე შენს მეტი არავინ მინდოდა!
ანასტასიას თვალები ნელნელა იწყებდნენ აწყლიანებას.
ნიკო გააგიჟა ამ სანახაობამ.
დაბნეულმა, მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ კოცნით გაეჩუმებინა ტასო.
გაშმაგებით კოცნიდა და ანასტასიაც სიამოვნებისგან კრუსუნებდა.
ხელები წელზე მოხვია. სანაცვლოდ, ანასტასიას თლილი თითები იგრძნო თმაზე.
ოდნავ მოშორდა და ახლა ყელზე დაეკონა.
ანასტასია მის მაისურს დაწვდა.
ნიკუშას გაეცინა.
-რაო, ტასო?
ანასტასია სულ გაწითლდა სახეზე.
პასუხად, ნიკუშამ მაისური ერთი ხელის მოსმით გადაიძრო სხეულიდან.
ანასტასიას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აქამდე ნიკოს სხეული ნანახი არ ჰქონდა და ახლა, ხარბად აკვირდებოდა ფალავანდიშვილს.
ნიკუშა ანასტასიას მზერამ გააშტერა. ასეთი მონუსხული ანასტასია აქამდე არ უნახავს.
-ტასო...
ანასტასიამ ნელა ამოხედა ნიკუშას.
-მოგწონს? -გაეცინა ბიჭს.
ანასტასიას მორცხვად ჩაეცინა.
-ჰო... მომწონს.
მის სიმორცხვეზე ჭკუას კარგავდა ნიკუშა.


***
დილით ადრე ადგა.
მაღვიძარა 8 საათს უჩვენებდა.
მარდად წამოდგა საწოლიდან და ოფისისკენ გაეშურა.
გიჟივით შევარდა კაბინეტში.
მაგიდასთან დაჯდა.
10 წუთით დააგვიანდა.
მერე მასთან ადმინისტრატორი შემოვიდა.
-3 წერილია თქვენს სახელზე მოსული.
გაეღიმა.
პირველი წერილი გახსნა.
დირექტორისგან იყო, რომელმაც აუწყა, რომ დააწინაურა და ახლა, უმცროსი მენეჯერის ნაცვლად, მთავარ მენეჯერად გადაჰყავდათ.
თვალები გაუბრწყინდა.
უკვე წარმოიდგინა მომავალი ხელფასის რაოდენობა და დაგეგმა, პირველი ხელფასით რას გააკეთებდა.
მეორე წერილის გახსნას შეუდგა.
წერილი საელჩოდან იყო.
მოქალაქეობა დაუმტკიცეს.
ამ წერილის წაკითხვისთანავე ხტუნვას მოყვა. ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.
ყოფილიყო სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის მოქალაქე მართლაც დიდი მიღწევა იყო მისთვის.
დიდხანს ელოდებოდა ამ მომენტს. ხოლო, მთელ ქვეყანაში ცნობილ კომპანიაში, მაღალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამ მისი მოქალაქეობის დამტკიცების პროცესი საგრძნობლად დააჩქარა.
მესამე წერილის დანახვისთანავე გული აუჩქარდა.
შიგნით ერთი ფირი იდო და ერთადერთი სიტყვა ეწერა.
მთელი სამყარო ამოუტრიალდა.
ოთახი მის გარშემო დატრიალდა.
სუნთქვა აუჩქარდა.
ჟანგბადს ეძებდა.
იმ ჟანგბადს არა, რომელსაც ყოველწამს ჩაისუნთქავს ადამიანი.
სხვა ჟანგბადი უნდოდა.
აი, ის...
დასტაცა ყველაფერს ხელი და ერთი ხელის მოსმით აღმოჩნდა ყველაფერი იატაკზე.
იმ ფირისა და ერთი სიტყვის გარდა.
ღრიალებდა.
-ფუ თქვენი... მკვლელებო! მკვლელებო!
ფრჩხილებით სახეს იხოკავდა.
ხმაურზე ადმინისტრატორი შემოვარდა და აღრიალებული ჩაიხუტა.
ატირდა.
მწარედ ატირდა.
-მძულხარ! მეზიზღები! მკვლელო!
ფრანგს ვერ გაეგო, რა სჭირდა ისტერიკაში ჩავარდნილს, მაგრამ მოთმინებით უსმევდა ხელს ზურგზე.
-Calme ma chère... que s'est-il passé? (დაწყნარდი, ჩემო ძვირფასო... რა მოხდა?)
არ ესმოდა.
არაფერი ესმოდა.
არც ის, თუ რა ხმაზე ტიროდა.
ტიროდა და დაცლას ცდილობდა.
ვერ ელეოდა იმას, ვინც გაზარდა.
ვინც შვილად მიიღო.
გვარი მისცა.
შეიფარა.
-Annamarie! -შეშინებულმა ადმინისტრატორმა კარს გახედა, -Aidez-moi! (დამეხმარეთ!)
დაქანცულმა ამოიღრიალა უკანასკნელად.
-მკვლელი ხარ, გეგე! მეზიზღები!
და გონება დაკარგა.

***
,,მომაგნეს."

არასდროს უმოქმედია ისე სწრაფად, როგორც ეს მაშინ მოახერხა.
გონზე მოსული, ტელეფონს დასწვდა და პირველივე რეისით თბილისისკენ აიღო გეზი.

***
-ტასო! დაგვაგვიანდება! წამოდი!
-მოვდივარ, ნიკუშ. ეს ჩემოდანი ჩაიტანე რა.
-ჰო, ჰო. ეხლავე.
-რომელზეა ფრენა?
-სამ საათში, ტასო. აეროპორტამდე ხო უნდა მივაღწიოთ!

ვაშინგტონის ბინის გასაღები მის ახალ მეპატრონეს გადაულოცეს და გიჟებივით გავარდნენ აეროპორტში.
***

პირველად ჩაისუნთქა მშობლიური ჰაერი 3 წლის შემდეგ.
გარეთ გამოსულმა ტაქსი გააჩერა და ახალი ნომრით სასურველ აბონენტს დაუკავშირდა.
-გისმენთ.
გაისმა ღრმა ბარიტონი ყურმილის მეორე მხრიდან.
-მე აქ ვარ. ყველაფერი შეიცვლება. ახლოვდება გეგე. დასასრული ახლოვდება. შენ ტკივილს იგრძნობ, შიშს, იმედგაცრუებას იგრძნობ, როცა შენი ქვეშევრდომები შენს უსულო გვამს დააფურთხებენ. ახლოვდება გეგე. შენი აღსასრული ახლოვდება.
ყურმილის მიღმა გაბმული წრიპინი გაისმა.

***
არ ხუმრობდა.

***
ლისაბონში ჩასულებმა ტელეფონი ძლივს იშოვეს.
მაშინვე ალექსანდრეს დაურეკა.
ალექსანდრეს აღელვებული ხმა ჰქონდა:
-ნიკო, კარგად მომისმინე! ახლავე... ახლავე უნდა ჩამოხვიდე თბილისში!
-ალექს, რა ხდება...
-ანამარია ჩამოვიდა...
ნიკუშამ ამოიოხრა.
-რას მეუბნები... როგორ...
-აქ არის. ამ წამს დავინახე თეზის სახლში ადიოდა. ავყევი ნიკო... არასდროს არ დამავიწყდება ის ხმა... კი არ ტიროდა... ბღაოდა, ნიკო. მართლა უყვარდა.
-ალექს...
-ყვიროდა, მოვკლავ გეგესო... იცნობს. გეგეს იცნობს, ნიკო.
-მისმინე...

ტასო ამ დიალოგს გაფართოებული თვალებით უყურებდა.
-ნიკუშ... ჩვენ პარიზში უნდა ჩავიდეთ. იმ გოგოს ბინა უნდა გავჩხრიკოთ. რამეს ისეთს ვიპოვნით რაც დაგვეხმარება. ახლა თბილისში ვერაფერს ვიზამთ. გესმის?
ნიკოს თვალები გაუბრწყინდა.
-ტასო მართალია, ალექს. ახლა ის გოგო დამშვიდდება და გეგმას დააწყობს. მანამდე ჩვენ პარიზში მის ბინაში შევალთ. მიხვდი? გონივრულ გეგმას მოფიქრება უნდა. დაწყნარდება და დრო დასჭირდება, რომ ისიც შეაშინოს და თვითონაც რამე მოიფიქროს. შენ უბრალოდ ყველგან გაყევი. ყველა მისი ნაბიჯი აკონტროლე. ჩვენ პარიზში ვიპოვით რამე ხელჩასაჭიდს. ალექს, გესმის?
-არა, არ ესმის.
ნიკუშას თვალები ლამის გადმოეყარა ბუდიდან.
-...
-საფუძვლიანი თეორიები გაქვს, ფალავანდიშვილო. მიკვირს კიდეც, დეტალები როგორ გეპარება.
ტასო ყველაფერს მიხვდა.
იქვე, კედელს მიეყუდა და ჩაიკეცა.
-რას ეძახიან ამას ფრანგები? Imprévisible(არაპროგნოზირებადი)?
-ანამარია...
-მამა მომიკლა. მამა მომიკლეს. თეზი მომიკლეს.
-ვ...ვიცი, ანამ...მარია. მეც მაგიტომ მოვდივარ.
-არა, ნიკო. ყველაფერი გადასარევად გავიგე. შენ ანასტასიას და გეგეს ურთიერთობის გასარკვევად ჩამოდიხარ. მე სულ არ გაინტერესებ. მაშინ მომისმინე. მე ბევრი ისეთი რამ ვიცი, თმა ყალყზე რომ დაგიდგება. მამაშენზეც, გეგეზეც, ჩოლოყაშვილებზეც. ჩამოდი, ფალავანდიშვილო. პირადად მოგიყვები.
-რა იცი...
-Aah, s’il vous plait (აჰ, გთხოვ)! ნუ ხარ სულმოუთმენელი. ჩამოდი, ჩამოდი. მე აქ დაგელოდები. Avec... ton bel ami...(შენს... სიმაპტიურ მეგობართან ერთად...)
-ალექსანდრეს რომ რამე...
-Non, non! (არა, არა!) ის ზედმეტად ლამაზი და მიმზიდველია ჩემთვის, რომ ეს ვქნა. აბა, შენ იცი, ფალავანდიშვილო. Bonne chance.(წარმატებები.)

***
ალექსანდრე კედელთან მიემწყვდია.
-Alors ... Alexander, n'est-ce pas? (ესეიგი... ალექსანდრე, არა?)
ალექსანდრემ იცოდა, რომ უნდა შეშინებოდა, უნდა ეთხოვა მისთვის, ყელთან მობჯენილი დანა გაეწია, დანდობა უნდა ეთხოვა...
მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერაფრით სწყვეტდა მზერას ანამარიას სიბრაზით აელვებულ მუქ ლურჯ თვალებს.
თვალები დახუჭა.
ახლა ყნოსვის უნარმა შეახსენა თავი და ანამარიას სურნელმა შეუღიტინა.
-ზუსტად იცი, რომ მომკლავ?
მხოლოდ ესღა ჰკითხა ანამარიათი გაბრუებულმა.
ჩაეცინა.
-მე შენ არ გკლავ, ძვირფასო. უბრალოდ, მომწონს, როცა მაშტერდები.
ალექსანდრემ ღიმილით ამოხედა.
-რას მეუბნები...
-მიყვარს, როცა მიყურებენ.
ალექსანდრემ ნელა შეუცურა ხელი წელზე. ანამარიამ დანა გაწია და ალექსანდრეს სხეულს მოშორდა.
ალექსანდრე წინ წავიდა და ახლა ანამარია აეკრო კედელს.
-ძალიან... უსაშველოდ ლამაზი ხარ.
-მიყვარს კომპლიმენტები.
ალექსანდრეს გაეცინა.
ოდნავ ჩახარა თავი და ცხელი სუნთქვა მოაფრქვია გოგონას ყელზე.
ანამარიამ სუსტად ამოიკვნესა.
ამან ალექსი გააგიჟა.
ყელზე უკბინა და მისი კანის წოვა დაიწყო.
-რას...
კბილები მოაშორა გოგონას ნაზ სხეულს და ნატკენი კანზე თბილი, ნაზი კოცნები დაუტოვა.
ანამარია სიამოვნებისგან გაბადრული იდგა ერთ ადგილას.
გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა კანზე სიგრილე იგრძნო. თვალები ნელა გაახილა.
ალექსანდრე იქ აღარ იყო.

***
პარიზში მალევე ჩაფრინდნენ.
მათი განშორების დრო იყო.
მთელი ამ დროის განმავლობაში სულ ერთად იყვნენ და ახლა...
ესიკვდილებოდათ უერთმანეთოდ ყოფნა. საოცრად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან.
სანამ შეეძლოთ.
ანასტასიას სახე ხელებში მოექცია. თითებით ლოყებზე ნაზად ეფერებოდა. თან მთელ სახეს ნაზად უკოცნიდა.
-მინდა, რომ სულ ჩემთან იყო, ტასასო. მარა, არ გვაცდიან. აი ნახავ, ძალიან რომ მომენატრები, უფრო მეტად შემიყვარდები. მერე იცი, რას გიზამ? კოცნაში დაგახრჩობ.
უნებურად აცრემლებულ ანასტასიას გაეცინა.
ნიკუშამ თავი დანანებით გააქნია:
-არა, რა... არ იტირო. იცი, რა მალე მნახავ? ორ დღეში, ტასო. გესმის? ორი დღე. მერე სულ ჩემთან იქნები. თან თბილისში ვიქნებით. არ მოგიწევს დაკარგვა. გახსოვს, ვაშინგტონში რომ დამეკარგე?
ორივეს გაეცინათ ამის გახსენებაზე.

***
ტელეფონმა როგორც იქნა დაიჭირა სიგნალი.
აკანკალებული ხმით უპასუხა:
-ნიკუშ...
-ანასტასია, სად ჯანდაბაში დადიხარ ამ შუაღამისას?! იცი მაინც, რამდენი ხანია გირეკავ?! ან ტელეფონი სად გაქვს?
-ნიკუშ... ნუ ყვირი...
ტასო ტიროდა.
-ტასი... სად... პატარა, სად წახვედი?
-არ ვიცი, მართლა. მაღაზიას ვეძებდი და რაღაც უბანში ამოვყავი თავი... აქ ცოტა ხალხია... ყველა... ცუდად გამოიყურება... მეშინია, ნიკუშ. წამიყვანე რაა...
ნიკუშა ლამის ადგილიდან მოწყდა.
-პატარა, გაიხსენე აბა, საიდან წამოხვედი...
ნახევარ საათს ეძებდა.
ბოლოს ნიკუშას ტელეფონი დაჯდა.
ანასტასია ადგილზე ჩაიკეცა და აქვითინდა.
დაახლოებით ერთ საათს იჯდა ასე.
იჯდა და კანკალებდა.
უბრალო, უმკლავებო მაისურსა და შორტში გამოსული, საცოდავად კანკალებდა ნოემბრის ღამეს.
ეგონა, რომ გონებას კარგავდა...
მაგრამ უცებ მიიხუტეს თბილ გულ-მკერდზე.
-ჩემო პატარა, ჩემო სიყვარულო, ჩემო სულელო. ნუ... ნუ ტირი, ტასო. ცოტა ჩუმად, ხო? ტასასო, სულ გაყინულხარ... არ იტირო, მე აქ ვარ. წავიდეთ? მოდი ჩემთან...
აკანკალებული ტასასო მჭიდროდ მიიკრა გულზე.

***

ჩახუტებულებმა წონასწორობა დაკარგეს და აეროპორტის ერთ-ერთ კედელს დაეჯახნენ.
წამით გაეცინათ.
მერე ისევ გაახსენდათ, რომ სულ რაღაც ნახევარ საათში ერთმანეთს ვეღარ ნახავდნენ.
-მაკოცე ნიკუშ...
-უკვე მენატრები, ტასი... ძალიან მიყვარხარ... ასე როგორ მიყვარხარ...
ანასტასიას თვალები აუცრემლიანდა.
ნიკუშას თვალები გაუფართოვდა.
-არა, ტასი, არა. არ იტირო. თუ გიყვარვარ, არ იტირო. თუ გიყვარვარ, გესმის?

***
ჩასხდომა, რომ გამოცხადდა, ნიკუშამ იგრძნო როგორ გამოეცალა ფეხქვეშ მიწა.
ტასო ბოლოჯერ ჩაიხუტა გულში:
-მიყვარხარ, პატარავ.
ტასოს გაეღიმა.
-მეც მიყვარხარ, ნიკუშ. აბა შენ იცი. სულ დამირეკე, ხომ?
-ჰო, ტასი. აბა, რა. მისმინე... სისულელე არ გააკეთო რამე. გესმის? ამაზე ხომ ვილაპარაკეთ.
ანასტასია მოიღუშა.
ნიკუშამ ნიკაპზე თითები ამოსდო და ლოყაზე მიეფერა:
-ტასო... გესმის?
-ჰოოო... გავიგე.
-წავედი. მიყვარხარ.
ბოლოჯერ აკოცა მოწყვეტით ტუჩებზე და მოსაცდელში შევარდა.

***
-მინდა, რომ ჩემს ბინას დაცვა გამოუყოთ.
-კი მაგრამ...
-ფული პრობლემა არ არის. ვთვლი, რომ საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით. მეც და ჩემი ბინაც.
-კარგი. ინფორმაცია დაგვჭირდება...

***
მირბოდა პარიზის ქუჩებში და სულ არ აქცევდა ყურადღებას ლამაზ შენობებსა და ქუჩებს.
მირბოდა და არ აქცევდა ყურადღებას იმას, რომ ამდენი სირბილისგან დაიღალა.
მირბოდა და საყვარელი ადამიანის მონატრებას გულში იკლავდა.
მირბოდა და უკან იტოვებდა მაღალ, პრეტიჟულ ნაგებობებს, მდიდრულად ჩაცმულ ქალებს, მედიდურად მომზირალ კაცებს, ლაღ ბავშვებს...
მირბოდა და მიზანს ეძებდა.
ყველგან შეუხვია, სადაც შეიძლებოდა შეხვევა,
ყველა კარი შეაღო, რომლის შეღებაც შეიძლებოდა...
გრძნობდა, გული უგრძნობდა, რომ ახლოს იყო...
მე-19 ბინის კარი აკანკალებული ხელით შეაღო.
სახე გაჰყინვოდა, აწითლებულ ცხვირს საერთოდ ვეღარ გრძნობდა. გათოშილ ხელებს ვერაფრით იმორჩილებდა...
კარი ღია დახვდა.
ეუცნაურა, მაგრამ ახლა ეჭვების დრო არ იყო.
ბინაში შევიდა.
თბილოდა.
კარის გვერდით საკიდი ცარიელი იყო.
სასტუმრო ოთახში უამრავი ფურცელი მიმოფანტულიყო.
"აქ იყო ვიღაც კიდევ..."
შემზარავმა ფიქრმა გაურბინა თავში და ფურცლების ასაკრეფად დაიძრა.
თვალი მოჰკრა ნაცნობ სახელებს...
ერთ-ერთ ფურცელს დაწვდა, სადაც ხელით ჩამოწერილი სახელების სია იყო მოცემული.
ფურცელი ხელიდან გაუვარდა.
ერთი წინადადება წაიკითხა მხოლოდ.
-მამა...
ღონემიხდილმა ამოილაპარაკა და ფეხზე წამოხტა.
სახე ხელებში ჩარგო და ძალა მოიკრიბა.
"თეზის წერილები"
ასე ეწერა ამავე ფერის კონვერტს.
"ეს წერილები "კოხტასგანაა""
"ყველაფერს დაწვრილებით ვერ მოგწერ, ანამარია. შეიძლება ეს წერილი ვინმე სხვას ჩაუვარდეს ხელში. ვინმეს, ვისაც ჩემი კარგად ყოფნა არ უნდა..."
"ალბათ, მარგიანებს გულისხმობს."
"კარგად თუ გაიხსენებ... დაახლოებით მეშვიდე კლასში იქნებოდი, შეხვედრაზე შემთხვდვით რომ წაგიყვანე. გახსოვს? რომ თქვი, რამდენი მანქანააო. ყველაფერი იმ შეხვედრაზე დაიწყო. ყველა იქ იყო... ჯაფარიძეები, მარგიანები, ჩვენ... ჩაკვეტაძეები, ჩოლოყაშვილები..."
"ღმერთო.ღმერთო.ღმერთო."
"იქ აღიარა გიორგი ჯაფარიძემ პირველად, რომ დიდი ქონების პატრონი იყო... თუმც ეს აქამდე არავინ იცოდა... ჩემს გარდა. თურმე არც ისე პატიოსანი გზით შოულობდა ფულს დიდი ხნის განმავლობაში და კარგი ქონება მოაგროვა. იმ დღეს... სამარცხვინო შემოთავაზება მიიღო მარგიანისგან. შესთავაზა, რომ როგორც კი ანასტასია ჯაფარიძეს 18 წელი შეუსრულდებოდა, გეგე მარგიანზე დააქორწინებდნენ. შესაბამისად მარგიანებისა და ჯაფარიძეების ქონება გაერთიანდებოდა და ოფიციალურად ერთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ეყოფოდა. "
"ღმერთო..."
"რათქმაუნდა, ეს... კოშმარი იყო. მაშინვე გავაპროტესტე ამ საქმეში ბავშვების გარევა. ანასტასია სულ რაღაც 8 წლის იყო... მარგიანი აბსურდს სთავაზობდა გიორგის. მაგრამ, სახეზე შევატყვე... გიორგი ამის წინააღმდეგი არ იყო. როგორც შემდეგ გავიგე... გეგე და ანასტასია მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მერე ის მოხდა, რაც ყველას ძალიან აწყობდა... გეგეს ანასტასია შეუყვარდა.
ანამარია, მესმის ყველაფერი. მაგრამ, გეგეს ანასტასია უყვარდა. ახლაც უყვარს. იმიტომაც დამდევს."

ანასტასია გრძნობდა თავბრუს ხვევას, გულისრევის შეგრძნებას, გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ძალა...
დივანზე ჩამოჯდა და ხმამაღლა ატირდა.

და ნიკუშა არ იყო იქ, რომ დაემშვდებინა.

,,რა გამიკეთე მამა, ეს რა გააკეთე."


***
ნიკომ მშობლიურ მიწაზე ფეხი დადგა თუ არა, მაშინვე გადააწყდა ალექსის შეშფოთებულ სახეს.
მასთან მივიდა.
ალექსს ოდნავ გაეღიმა და მეგობარს გადაეხვია.
-ნიკო, მგონი დამენ**ა.
ნიკოს ნერვიულად გაეცინა.
-რას გულისხმობ?
-ანამარია... იცი, რა ლამაზია?
ფალავანდიშვილმა სახეზე ხელები აიფარა.
-ალექს... არ მითხრა, რომ...
-კარგი, არ გეტყვი, თუ ასე გირჩევნია.
ნიკოს გაეცინა.
-თვითონ?
ალექსმა წარბები აზიდა და გაეღიმა.
ნიკოს გაეცინა.
სიცილით წაუთაქა თავში მეგობარს და გასასვლელისკენ გაემართნენ.


***
-ჩამოენ**ა ის ა*ვარი?
-კი. დღეს დაინახეს.
-მერე?
-რა მერე.
-რას ვაპირებთ.
-დავრეკავ და გავიგებ.
-არ ვაპირებ, ვიღაც მარგიანის ლაყბობაზე ბოდიალს. მაგ ნაბი**რის გამო კინაღამ სამუდამო ხეიბრობა მომიწია. ჩემი ხელით ჩავაძაღლებ.
-კარგი და მერე მე წარბშეუხრელად ვადევნებ გეგეს მიერ შენი ყელის გამოჭრის ცერემონიალს! გიგა, ერთხელ მაინც მომისმინე! გეგეს ანასტასია უყვარს. ანასტასიას გარეშე რომ ჩამოვიდა, გეგეს აღარაფერში სჭირდება. ისე მოკლავს, რომ თვალს არ დაახამხამებს.
-ორი დღე, გაგი. ორი დღე. ორ დღეში მის გვამს თუ არ დავაფურთხებ, მერე მე ვიცი, რასაც ვიზამ.

***
აქ შეცდა ორივე.

***
-გეგე...
-ვიცი.
-ანასტასია...
-ეგეც ვიცი.
-მო...მოკლავ?
მარგიანმა შავი თვალები სივრცეს გაუშტერა. ღრმად ამოისუნთქა და სკამში კარგად ჩაეფლო. თავი ოდნავ გადახარა.
ენა გააწკლაპუნა და თავი გააქნია.

***
,,ანამარია, ახალი რაღაცები გავარკვიე.
უფრო დაწვრილებით მოგწერ, რადგან მთელი თბილისი ჩოლოყაშვილის გამოფხიზლებას ელოდება და მიმოწერების შემოწმებისთვის არავის სცალია.
ჰო, სროლა იყო. ანასტასია უგონოდაა. ჩემ თვალწინ გადაეფარა ფალავანდიშვილს. მერე ზაალი მოვიდა და ერთ-ერთ ჩოლოყაშვილს ესროლა. პირდაპირ წელში. ალბათ ეტლში ჯდომა არ ასცდება იმ უდღეურს. იქვე ახლოს, ამირეჯიბის ბიჭი შევნიშნე, ბუჩქის უკან იმალებოდა თოფით ხელში. რას აპირებდა ნეტავ. ნიკომ ტყუპებიდან ერთ-ერთი (ალბათ ის, ანასტასია რომ უყვარს) დასისხლიანებამდე სცემა. ბიჭი გონზე ვერ მოდიოდა.
ანასტასია კომაშიაო, ახლა დაიყვირა ვიღაცამ მის ბინასთან. ალბათ, სიმართლეა. "

***
ანამარია თეზის ბინაში, დოკუმენტებში იქექებოდა. მხოლოდ მან იცოდა საიდუმლო სამალავის შესახებ. თეზის ტანსაცმლის კარადის სიღრმეში გამოჭრილი შეუმჩნეველი კვადრატის უკან. სეიფის პაროლიც იცოდა. ანამარიას დაბადების თარიღი.
სეიფი გახსნა.
შიგნით ფული და რამდენიმე ქაღალდი იყო.
ერთ-ერთს დასწვდა.
ეს იყო.
ზუსტად იცოდა.
მიხვდა.
ფურცლის ბოლოში მათი საიდუმლო ფიგურა იყო მიხატული. სამკუთხედი წრეში.
ეს იყო წერილი.
ბოლო წერილი,
რომლის გამოგზავნაც «კოხტამ» ვერ მოასწრო.

***
ანასტასია ისევ ტიროდა.
აკანკალებულ ხელში ფურცელი ეკავა.
,,ანამარია, იმ ამბების გაგრძელებას მოგიყვები.
ხომ გახსოვს, ქორწინებაზე,
გიორგი ამ შეთანხმებას დათანხმდა. დაპირდა, რომ როგორც კი ანასტასიას 18 წელი შეუსრულდებოდა, გეგეზე გაათხოვებდნენ. თან ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდა. ანასტასიას გეგე ისედაც უყვარდა.
მაგრამ, აბა გამოიცანი, ვინ გადაუდგა(გადაუდგნენ) ამ შეთანხმებას!
არც მეტი, არც ნაკლები - ჩოლოყაშვილები და თვითონ გეგე. გეგე მარგიანი.
ჩოლოყაშვილები თავიდანვე. ხოლო გეგე მოგვიანებით, როცა წამოზრდილმა გაიაზრა, რომ 3 წელში ცოლი უნდა მოეყვანა.
დემნა ჩოლოყაშვილი გაგიჟდა, როგორთუ პატარა ბავშვებს რევთ ამ ბინძურ საქმეებში.
დათანხმებას ვაპირებდი, დემნას წამოწყებას რომ ჩავწვდი ბოლომდე.
თვითონ 2 თავზეხელაღებული ბიჭი ეზრდებოდა ოჯახში და მილიონები სხვისთვის რატომ ენდომებოდა!
დაიწყო ღია დაპირისპირება ჯაფარიძეების ქონებისთვის.
ეს... გულისამრევი იყო ანა... დავიფიცე, რომ ამ კოშმარს არასდროს დავუჭერდი მხარს. შენი თავი დავიფიცე.
გეგე 18 წლის იყო, როცა შემთხვევით გაიგო, რომ მალე ცოლი უნდა მოეყვანა.
დიახ, სწორად მიხვდი. გიორგიმ მარგიანების ოჯახთან გადაწყვიტა გაერთიანება.
გეგე ცოფებს ყრიდა.
გაიძახოდა, უსიყვარულოდ ანასტასიას ცოლად არ მოვიყვანო. სანამ ანასტასია არ მეტყვის, რომ ვუყვარვარ, არაფრის უფლებას არ მოგცემთო.
გეგეს მართლა გულით უყვარს ანასტასია. მისთვის ცუდი არასოდეს სდომებია.
და სწორედ მაშინ გამოჩნდა ანასტასიას ცხოვრებაში ნიკო ფალავანდიშვილი. "

***
ანასტასია გრძნობდა, რომ ყველაფერს კარგავდა. სახელს, რწმენას, ნდობას, გონებას...
ცრემლები თავისით მოიკვლევდნენ გზას მის სახეზე.
სასოწარკვეთილმა შემდეგ წერილს დაუწყო ძებნა.
ვერ იპოვა.
"დასასრულის გამოგზავნა ვერ მოასწრო."
კარების ჩხაკუნის ხმა გაიგონა.
ყველა ფურცელს ერთად დაავლო ხელი, ჩანთაში ჩაკუჭა და ახლადაღმოჩენილი საძინებლის ფანჯრიდან, მეორე სართულიდან გადახტა.

***
-ნიკო, ტასოს არ დაურეკავს?
-არა, რაღაცას აგვარებს. როგორც კი მოიცლის, დამირეკავს.

***
ანამარიას ღვარღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები თვალებიდან.
"ანამარია, წინა წერილის ამბავს გავაგრძელებ.
ასე მარტივად ჩაერთო ფალავანდიშვილების ოჯახი ამ ბინძურ საქმეში.
თავდაპირველად, ამ ამბავს გეგეს არ ეუბნებოდნენ, მაგრამ ვაი, რომ სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა ანასტასიასთვის თვალის შევლება, როცა მთელი სკოლის დასანახად აკოცა ნიკომ გოგონას.
ახლა მთავარი ნაწილი იწყება, ანამარია. ყურადღება კარგად დაძაბე. ეს ყველაფერი შენ უნდა დაიმახსოვრო, რომ ჩემი... საფრთხეში ჩავარდნის შემთხვევაში შენ ატარო გონებით ეს ამბები.
ხომ გახსოვს, ანასტასიას მშობლების და სანათესაოს სიკვდილი?
გახსოვს, როგორ მიეწერა ეს საქმე ზაალ ფალავანდიშვილს, თითქოს მას ცუდი ოჯახის გოგო არ სურდა რძლად?
ამ ამბის ნახევარი ტყუილია. მაგრამ ზაალი სასოწარკვეთას ყავდა მოცული.
ეს ამბები არასდროს დაივიწყო.
ჩემმა სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ზაალს მარგიანი ემუქრებოდა. თითქოს, თუ ანასტასიას და ნიკოს დაქორწინების უფლებას მისცემდნენ, მთელ ოჯახს ამოუხოცავდა. და ალბათ მიხვდი, რა მოიმოქმედა ზაალმა ამის შემდეგ იმისთვის, რომ თავისი ოჯახი გადაერჩინა.
წარმოიდგინე, როგორ დაისაჯა 17 წლის გოგო მხოლოდ იმის გამო, რომ მამამისმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. "

***

გარბოდა.
ისევ გარბოდა.
მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
ცივი ქარი სახეზე ეცემოდა და ლოყაზე ახლადჩამოსრიალებულ ცრემლებს ადგილზევე აშრობდა.
"რა გამიკეთე მამა, ეს რა გააკეთე."
უახლოეს ტელეფონთან მიირბინა.
აკანკალებული ხელით აკრიფა ნომერი და მისი ხმის გაგონებას დაელოდა.
-ჰო! ტასი, სად ხარ ამდენ ხანს! კარგად ხარ? პატარავ!
ანასტასიამ ღრმად ამოისუნთქა.
-ნიკუშ...
-რა... რა ხდება ტასი?
-ვიცლები. დავიღალე. აღარ მინდა სიცოცხლე. დედასთან მინდა, ნიკუშ... ლუკასთან, ანანოსთან, ნიკუშ... დედასთან მინდა.
ჩუმად ამოისლუკუნა.
ნიკუშა ყურმილთან გახევდა.
-პატარავ, რამე სისულელე არ გააკეთო, გესმის ჩემო ციმციმა? ხომ დამპირდი. დამელოდე, ხვალ ჩამოვალ. სასტუმრო "რაფაელში" დარჩი დღეს. ფული ხომ გაქვს? იქედან არ გამოხვიდე. ფრთხილად იყავი. მე 1დღეზე ნაკლებ დროში მნახავ. მერე დაგახრჩობ კოცნაში. ძალიან მენატრები.
-ნიკუშ...
ანასტასიას ძალაგამოცლილი ხმის გაგონებისას, ისევ შეშფოთებამ შეიპყრო.
-მამა დათანხმდა. ჩემს გათხოვებას. როგორც კი 18 წლის გავხდებოდი, გეგეს ცოლი უნდა გავმხდარიყავი... მამამ გადაწყვიტა. არავინ შეეწინააღმდეგა გეგეს გარდა... ჩოლოყაშვილებს მხოლოდ ფული უნდოდათ, მე არ ვადარდებდი... მხოლოდ გეგე დარდობდა ჩემზე... გეგემ თქვა უარი...
-ტასი, პატარა. ნუ ტირი. ნუ მაშინებ, ხო? ახლა დაალაგე აზრები და სწორად მომიყევი ყველაფერი.
სწრაფად უამბო ყველაფერი, რაც წერილებიდან გაიგო. მომენტებში ატირდებოდა, ყურმილის მეორე მხრიდან ნიკუშა აწყნარებდა, თითქოს იქ იყო და მისი ჩახუტებაც შეეძლო.
-ნიკუშ, დედასთან მინდა.
-არა, არა, არა, ტასი! დედასთან არ შეიძლება. ჯერ არა! სასტუმროში წადი ტასი და არ გამოხვიდე გარეთ. მე იქ მოვალ პირდაპირ. დამელოდე. მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ. არ იტირო, ყველაფერი კარგად იქნება.

იქ წავიდა, სადაც ყველაფერი დაიწყო.


***
-როდის შევხვდეთ გეგეს?
-რა დროს გეგეა, ანასტასიამ დაგირეკა?
-ჰო. დამირეკა.
-რაო მერე?
***

ოფისში გიჟივით შეაჭრა. ხელი ჩანთაში ჰქონდა ჩაყოფილი და იარაღისთვის თითები ჩაბღუჯული. არ მოუსმინა ადმინისტრატორის მოთხოვნას, რომ გარეთ მოეცადა.
არც დაცვის ბრძანებას, რომ გაჩერებულიყო.
არც ჩარაზულ მინის კარს დაუყოვნებია, უახლოეს მაგიდაზე მდგარი ლარნაკი მთელი ძალით შეანარცხა კარს. იმ ადგილში, სადაც წამის წინ კარი იყო, თავისუფლად ჩაიარა და კაბინეტში შევარდა.
როგორც იქნა, ამოიღო იარაღი და ის ნანატრი ტკაცუნის ხმაც გაიგონა, ორი წამის შემდეგ ვიღაცის სიკვდილს რომ გულისხმობს.
არანაირი შეშფოთება არ დაუნახავს მის სახეზე. არც ერთი ნაკვთი უკრთოდა.
ოთახში სიმაღლის მიხედვით შემოლაგდნენ დაცვის წევრები და თანამშრომლები.
იარაღმომარჯვებული მათკენ მიტრიალდა და იმავე თანმიმდევრობით გავიდა ყველა ზემოთხსენებული კაბინეტიდან.

ეს იყო მომენტი, როცა მარგიანის ფული აღარ ახსოვდათ.

გეგემ ხელი ნელა ასწია და ანამარიას სახეზე შეეხო.
ანამარია გაიწია და სახე ზიზღით დამანჭა.
-რაო, ანამარია. მოგენატრე?
-მკვლელო.
-არც უარვყოფ.
-ეს კარგია. უფრო მეტი მიზეზი მაქვს შენს მოსაკლავად, ნაბი*ვარო.
-მაშინ, რატომ არ მკლავ?!
იღრიალა გეგემ და ანამარიას ამ ხმის გაგონებაზე მთელ სხეულში დაუარა სიცივემ.
-რატომ არ მკლავ, ამის დედაც?!
არაფერს პასუხობდა. იარაღს ისევ მისი მიმართულებით იშვერდა.
-იცი, რატომ?! იმიტომ, რომ მე ისედაც მკვდარი ვარ! ყოველ დაწყევლილ დღეს თავიდან ვკვდები, ანამარია! და შენ, როგორ მომკლავ, როცა სიკვდილის გარეშეც მკვდარი ვარ?!
-იმსახურებ... იმსახურებ ასეთ სიკვდილს... შენივე შექმნილ სიბინძურეში სიკვდილს.
გეგე თავს ნელა აქნევდა.
-არც ამას უავყოფ, ანამარია! თეზის სიკვდილი ჩემს ნამუსზეა! ვაფრთხილებდი, რომ შეეწყვიტა ეს... რებუსები, ჩანაწერები თუ რაცაა! მაგრამ ის რას აკეთებდა?! ჩემ დასანახად ჩაივლიდა კომპანიის წინ თავისი ჩანთით, რომლიდანაც ვითომ შემთხვევით, მიკროფონი ჩანდა!
-ჯაფარიძეებზე რას იტყვი, გეგე?! ანასტასიას თვალებში როგორ ჩახედავ?! როგორ გაბედავ მის სიახლოვეს ყოფნას იმის მერე, რაც გააკეთე?!
ანასტასიას ხსენებაზე გეგეს მთელი შიგნეულობა ამოუტრიალდა.
-ანასტასია... აქ არის?
-მოდიან, გეგე. ანასტასია და ნიკო. შენთან მოდიან. ანასტასიას კი უამრავი კითხვა აქვს.
-შენ უთხარი?!
ანამარიასკენ გაიწია შემართული ხელით, მაგრამ გოგონამ მარტივი მოძრაობით აგრძნობინა, რომ იარაღი მის ხელში იყო.
გასროლის ხმაზე გარეთ მყოფმა ხალხმა კივილი ატეხა.
გეგე ხელებაწეული დაუბრუნდა თავდაპირველ მდგომარეობას.
-როგორ შეგეძლო...
-მე არ ვკლავ იმათ, ვინც ჩემი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს, ანამარია. ასე რომ იყოს, შენ დიდი ხნის ჩაძაღლებული იქნებოდი. იცი, რატომ ხარ ცოცხალი?! იმიტომ, რომ დღემდე მახსოვს, რა გააკეთე, როცა თეზიმ ჩემი მოწამვლა სცადა! როგორ წაიბორძიკე ვითომ შემთხვევით და როგორ გატეხე ის ჭიქა, რომელშიც მოწამლული სასმელი ესხა.
ანამარიამ წარბშეუხრელად მიუგო:
-არ მინდოდა, რომ მამაჩემი მკვლელი გამხდარიყო შენს გამო!
-სასაცილოა, როგორ უწოდებ მამას, როცა მას შენთვის შვილი არასოდეს დაუძახია.
-შენ უნდა იცოდე, რა ფასი აქვს სიტყვას ქმედებასთან შედარებით, გეგე მარგიანო. ასე, რომ იყოს ახლა ანასტასია შენთან იქნებოდა.
ბოხი ხმა გაისმა კართან და კაბინეტში ნიკო და ალექსანდრე შემოვიდნენ.


***
გეგე მარგიანი ამაყად მიემართებოდა რესტორნის კუპეში, სადაც თეზი ჩაკვეტაძესთან საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.
კუპეს მიუახლოვდა და არე-მარე მოათვალიერა. ირგვლივ არავინ იყო.
კარი შეაღო და უკვე იქმყოფ თეზის თავი დაუკრა. გვერდით მჯდომ გოგონას არ იცნობდა.
-ეს ანამარიაა.
ანამარიამ გაუღიმა.
-სასიამოვნოა.
გეგემ პასუხად ცივი მზერა დაუბრუნა.
-მე გეგე მარგიანი ვარ.
ანამარია მისი ცივი ხმის გაგონებაზე მოიბუზა.
თეზი მკაცრად უყურებდა გეგეს:
-ვხვდები, რასაც აპირებ, გეგე. და ვთვლი, რომ ეს არასწორია. მეტიც, კატასტროფა. იცი, რომ მე შენთვის ცუდი არ მინდა. შარში გაყოფ თავს და უდანაშაულო ოჯახის ცოდვას დაიდებ მხრებზე.
გეგემ ნიშნისმოგებით გაუღიმა:
-არ ვიცი, რაზე მელაპარაკები.
ანამარიამ უხერხულად ჩაახველა.
-ეს შენი შვილია?
თეზიმ უხერხულად გაიღიმა.
-ჯანო ყაზბეგის შვილია. ჯანო ხომ გახსოვს, ომში რომ დაიღუპა.
-მამას ემახსოვრება.
-გეგე, ცხოვრებაში ყველას ერთხელ უყვარდება ვიღაც. თუმცა, მათ გამო ყველაფერზე მაინც არ მიდიან. შენ... უდიდეს შეცდომას უშვებ. ძალიან დიდ ცოდვაში დგამ ფეხს და ისეთ ანგელოზს, როგორიც ჯაფარიძეა, იცი, რომ ეს არ მოეწონება.
-ანასტასიასთვის ვაკეთებ ყველაფერს.
ჩაისისინა გეგემ და თეზის თვალი თვალში გაუყარა.
ანამარიამ თავი ჩახარა.
-მე... გავალ.
ანამარია გასვლას აპირებდა, როცა მიმტანმა ჭიქით სასმელები შემოიტანა.
ერთი შეხედვით გეგონებოდა, რომ შემთხვევით მოუვიდა, მაგრამ გეგეს მახვილ თვალს ანამარია ვერ გამოაპარებდა იმას, რომ მან რაღაც იცოდა და სასოწარკვეთილი ცდილობდა ამის შეჩერებას.
უკვე კარში გამავალი ანამარია მთელი ძალით შეასკდა მიმტანს და სასმელი დააგდებინა. ჭიქები გატყდა და ნამსხვრევები აქეთ-იქით მიმოიფანტა.
ანამარია ბრინჯივით დაიბნა:
-ვაიმე... უკაცრავად... ეს რა დამემართა. ყველაფერს გამოვასწორებ... ავანაზღაურებ, დიდი ბოდიში...
თეზი უკმაყოფილებას ვერ მალავდა:
-ანამარია, რა გჭირს, რა დაბნეული დადიხარ!
-მაპატიეთ...
ანამარიას ცრემლები წასკდა და გარეთ გავარდა.
გეგემ გაკვირვებით გახედა თეზის:
-რა იყო, რატომ ეჩხუბე, ყველას შეიძლება მოსვლოდა...

ეს იყო იმ წელს, როცა ჯაფარიძეები გამოასალმეს სიცოცხლეს.

***
კომპანიის ადმინისტრატორმა ანამარიას სახელზე რაღაც ფურცლები და დოკუმენტები შემოიტანა.
მაგიდა დამლაგებელს უკვე აელაგებინა. თუმცა ფირი, რომელიც გაუხსნელი იდო მაგიდაზე წარწერით "urgent"(სასწრაფო), ანამარიას გაუხსნელად დაუტოვებია.
ადმინისტრატორმა იფიქრა, რომ ეს ფირი შვებულებაში გასვლის შემდეგ მოუტანეს და ფირი სამსახურის საქმედ ჩათვალა. ფირი არქივში ჩაიტანა და ჩართო.
ქართული სიტყვებიდან ვერაფერი გაარჩია, მაგრამ მაინც უსმენდა.

***
"ანამარია,
სიკვდილი ძალიან ახლოსაა. სანამ მოვკვდები, მინდა ყველაფერ იმაზე გესაუბრო, რაზე საუბარიც სიცოცხლეში შენთვის ვერ მოვასწარი.
როცა შარშანწინ სამი დღით ჩამოხვედი, მაშინ უნდა მომეყოლა შენთვის ყველაფერი, მაგრამ არ მინდოდა შენი ამ საქმეებში გარევა.
მითუმეტეს, როცა ისეთ გარეწარ ადამიანს ეხება საქმე, როგორიც გეგეა. მაგრამ როცა აღმოვაჩინე, რომ მარგიანი მოსაკლავად დამდევდა, ვერ მოვითმინე და წერილების წერა დავიწყე.
ანამარია, ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე და ვინმემ გონებით უნდა ატაროს. შენზე ახლობელი არავინ მყავდა და მყავს. ამიტომ გენდე და გაგანდე ყველაფერი, რაც ვიცოდი და რასაც ვვარაუდობდი. გიყვებოდი ყველაფერს და არასოდეს ვახსენებდი ერთს.
ჰო, ვერასდროს დაგიმტკიცე ჩემი სიყვარული. არ დამაცადეს. ყოველთვის საქმეზე მიწევდა შენთვის ლაპარაკი და არც ერთხელ მომეცა საშუალება რომ მეთქვა, როგორ მიყვარხარ. შენ ბევრად მეტს იმსახურებდი, ბევრად მეტს, ვიდრე იმ ადამიანს ვისაც შენთვის ერთხელაც კი არ უწოდებია შვილი. გაგტეხე, ანამარია. გაგტეხე სულიერად. არ მინდოდა ჯანოსთვის იმედები გამეცრუებინა, მაგრამ მაინც ასე მოხდა... ახლა ის მაინც გეცოდინება, რომ ვნანობ... და ვინანებ ცხოვრების ბოლომდე იმას, რომ ისეთი მამობა ვერ გაგიწიე, როგორსაც სიკვდილის წინ ჯანოს დავპირდი, რომ გაგიწევდი... "

დუმილის შემდეგ დაამატა:
"და მაინც, ანამარია... მექნებოდა შანსი შენთან ყოფნის, იმ დღეს მარგიანს ის სასმელი რომ დაელია..."

***
ანამარიამ აღარ იცოდა, იარაღი სად წაეღო.
-ეს ფალავანდიშვილია?
გეგემ წარბაწეულმა ჰკითხა ანამარიას.
ანამარიამ უსიტყვოდ დაუქნია თავი.
ნიკო თავს ძლივს აკონტროლებდა.
იქვე წაქცეულ სკამს წვდა და წამოაყენა. დაჯდა და ცნობისმოყვარე თვალები მიაპყრო ანამარიას.
-ესეიგი, შენ ხარ ანამარია. თეზის შვილი.
გეგემ ჩაიცინა. ანამარიამ გეგეს მრისხანე მზერით გახედა და ნიკოს თავი დაუქნია.
-მამაშენი კარგი კაცი ყოფილა. ესეიგი, შენ ჩვენზე ყველაფერი იცი.
ანამარიამ თავი ამაყად დაუქნია.
-მამას სურდა, ვინმეს დარჩენოდა ის ცოდნა, რის წართმევასაც ეს ნაბი*ვარი ცდილობდა მისგან. ისეთი ჭკვიანიც ვერ აღმოჩნდი, როგორიც ყველას ეგონე.
გეგეს გაეღიმა.
-არც ისეთი მზრუნველი, როგორიც ყველას ეგონე. მათ შორის, ანასტასიასაც. შენ რომ გულწრფელად გეზრუნა მასზე, სანაპიროსთან სროლისას ის გაიძვერა ჩოლოყაშვილი ანასტასიას ვერაფერს დაუშავებდა და გოგო 1 თვე კომაში ვერ იქნებოდა. შენი ბრალია! შენ ამოწყვიტე ყველა მისიანი დაბოლოს მასზეც გადახვედი!
ნიკო გააფთრებული წამოვარდა სკამიდან.
გეგე შეუჩერებელი ნაბიჯებით გაემართა ანამარიასკენ. ყველა ძარღვი დასჭიმვოდა.
-როგორ ბედავ მისი სახელის ხსენებას... როგორ ბედავ რამის თქმას, როცა მამაშენი ხის უკან იმალებოდა და არაფერს აკეთებდა მის გადასარჩენად?! მამაშენი ლაჩარი იყო, ანამარია! შეიგნე! მარტო ლაპარაკი შეეძლო და იმიტომაც გაასხა ტვინი ყველაზე ადრე!
ანამარიამ არაადამიანურად იღრიალა და ისროლა.
-არა! -ფალავანდიშვილმა ბოლო წამს ჰკრა ხელი გეგეს და მეორე მხარეს გადააგდო. ტყვია მოპირდაპირე მხარეს მდგარ კარადას მოხვდა.
-ვინ გვახსენებდა?
მორიგი ბოხი ხმა გაისმა კართან და ჩოლოყაშვილები იარაღმომარჯვებულები შემოვიდნენ ოთახში.
-აბა, პრინცესა. შენით მიხვდი, რა უნდა გააკეთო. გამეორება არ გვიყვარს.
ტყუპებიდან ერთ-ერთს სიარული უჭირდა.
"ეს ალბათ გიგაა." -დაასკვნა ანამარიამ და იარაღი აკანკალებული ხელით დადო იატაკზე.
მანამდე უმოქმედოდ მყოფმა ალექსანდრემ ოდნავ მოქაჩა მკლავზე და თავისკენ გასწია. ოდნავ ამოეფარა.
გეგე გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და დანანებით ჩაილაპარაკა:
-იმ დღის დედა ვატირე, ჯუბას ამ კაბინეტში მინის კარი რომ ჩავასმევინე.
ჩოლოყაშვილებმა ცნობისმოყვარე მზერა მოავლეს ოთახს.
-ანასტასია სადაა?
გეგემ მხრები აიჩეჩა.
ნიკომ ცარიელი მზერა ესროლა კარში მდგომ ორს:
-რა თქვენი საქმეა?
-არა უბრალოდ...
საზიზღრად გაიღიმა გაგიმ და მხრები აიჩეჩა.
ნიკო ნელი ნაბიჯით გაემართა ტყუპებისკენ, როცა გეგემ ჩაავლო მხარში ხელი და ადგილზე გააკავა. სანაცვლოდ, თვითონ წავიდა წინ და ტყუპებს გაუცინა:
-როგორ ამბობენ დღეს? თქვენ ვისთან ხართ ჩაწერილები?
გიგამ ხვნეშით მიუგო:
-აი, ამ ვაჟბატონებთან. - ალექსანდრესა და ნიკოსკენ გაიშვირა ხელი, -ლამის ყოველღამე ვიზიტი რომ აქვთ გამოწერილი მამაჩვენის არქივში. სად დაძვრები, ამირეჯიბო?
ალექსანდრემ წყნარად უთხრა:
-მაინტერესებდა ამ მარგიანს ბოლომდე შეუძვრებოდით თუ არა და ხვრელში ვიყურებოდი.
გაგი მხნედ გაემართა მისკენ.
-შენი დედა...
ანამარია წინ გადაუდგა ალექსანდრეს.
-აბა, სცადე! დავივიწყებ, რომ გოგო ვარ.
-შენ გაიწიე, სანამ მეც დავივიწყე, რომ გოგო ხარ.
ანამარიას მხრებში სტაცა ხელი და გვერდით გადააგდო.
ამირეჯიბთან დადგა და თვალი თვალში გაუყარა.
ანამარია დამტვრეულ მინებზე დაეცა.
ოდნავ, სულ ოდნავ წამოიკვნესა ტკივილისგან და ისევ ფეხზე წამოხტა.
მთელი ძალით ეცა ჩოლოყაშვილს და მუშტი გამეტებით მოუქნია.
ალექსანდრემ ნელა მოხვია ხელი და წამოაყენა გოგონა.
გაგის ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
-გოგო ხარ თუ ქაჯი?
ანამარიას გაეცინა.
-კიდევ ბევრს თუ ილაპარაკებ, როგორი ქაჯი ვარ, მაგის ნახვასაც მოასწრებ.
ალესანდრე შეშფოთებული უყურებდა ანამარიას მხარს.
გეგემ მოულოდნელად იყვირა:
-ეხლავე დასხედით სუყველა! რაღაც ქაოსში ამოვყავი თავი! დროზე!
ამ დროს შემოვარდა კარში ბუბა.
-ბუბა მოდი...
-გეგე ეს...
-ჩვენი ძველი ნაცნობები... ან ახლები. სულერთია. გაიცანი: ნიკოლოზ ფალავანდიშვილი და მისი გამომძიებელი მეგობარი, ბუბა, ხომ გახსოვს? ალექსანდრე ამირეჯიბი. ესენი ტყუპები არიან, კოსტავაზე რომ ისროლეს, გახსოვს? ეს გიგაა, სანაპიროს სროლის მერე კინაღამ რომ დაინვალიდდა, ეს გაგია, ანასტასიასთან რაღაცას რომ ცოდვილობდა... და ეს ქალბატონი... ანამარია ყაზბეგია.
-ჩაკვეტაძე ვარ მე...
კბილებს შორის გამოსცრა ანამარიამ და გეგეს მრისხანე მზერით ახედა.
ბუბას გულწრფელად გაუკვირდა:
-"კოხტას" შვილია? მე მეგონა, პარიზში იყო.
-მე ზედმეტად ბევრ "მეგონაში" ხომ ხედავ რა დამემართა. ხუთი შეიარაღებული ნაგიჟარი დამადგა თავზე. ნაგიჟრებო, გაიცანით. ეს ბუბაა, ჩემი მრჩეველი და ერთგული მეგობარი.
მზერა გეგესთვის არცერთს მოუშორებია.
უზარმაზარი კაბინეტის კუთხეებში მოთავსებული "სტუმრები" რაღაცას ელოდნენ.
ერთ კუთხეში ნიკო და ალექსი ისხდნენ, მეორეში ჩოლოყაშვილები, მესამესთან ანამარია და კაბინეტის შუაგულში მდგარ მაგიდასთან გეგე.
ნიკომ დანანებით ჩაილაპარაკა:
-ამ კაბინეტში გადაწყვიტეთ 8 წლის ბავშვის გათხოვება რაღაც კაპიკებში?
გეგე 180 გრადუსით მიტრიალდა მისკენ.
-მე არაფერი დამიგეგმავს!
ნიკომ თავი დაუქნია და სკამზე ოდნავ გასწორდა ისე, რომ მისთვის მზერა არ მოუშორებია.
-გულწრფელად მითხარი, გეგე... ანასტასია გიყვარს?
გეგე შედრკა.
მის ხსენებაზე სულ ასე ემართებოდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ.
-კი, ნიკო. მიყვარს. იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ნებისმიერ სულიერს შეუძლია მეორე უყვარდეს. დამიჯერე, შენზე მეტადაც მიყვარს. გარწმუნებ, ის რომ მართლა ჩემი ცოლი გამხდარიყო...
ნიკომ ყბები გააღჭრიალა.
გიგა ჩოლოყაშვილმა ჩუმად დაიღრინა.
-შენ! - გეგე ჩოლოყაშვილებისკენ მიტრიალდა და გიგას გამაფრთხილებლად აუქნია თითი - შენ... შენ ხმა არ გაქვს არაფერზე ამოსაღები. შენი სამარე შენივე ხელით გაითხარე! შენც და შენიანებმაც! დღემდე ვერ გავარკვიე, როგორ გეყო იმის გამბედაობა, რომ ჩემ წინ ანასტასია ასეთ დღეში ჩააგდე! ან საერთოდ ის სიმამაცე საიდან მოიტანე, რომ მასთან ახლოს გამოჩენილიყავი!
გეგე განრისხებული ლაპარაკობდა. ნიკო ხვდებოდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გეგე ანასტასიას ცხოვრებიდან არ გამქრალა.
გეგე მშვიდად მოუტრიალდა ნიკოს:
-ნიკო... მე... მარტო მისი ბედნიერება მინდოდა... მინდოდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო ჩემთან. უნდა იცოდე ყველაფერი... მე...
-ნიკუშ!
ოთახში გიჟივით შემოვარდა ის ერთადერთი, რომელსაც ფალავანდიშვილისთვის ამ სახელის დაძახების უფლება ჰქონდა.

***

იქ მყოფნი გამოშტერდნენ.
პირველი ანამარია გამოერკვა და ანასტასიასკენ გაიქცა.
ახლო მეგობარივით მხრებზე მოეხვია და მთელი სხეულით გადაეფარა, თითქოს ტყვიისგან იცავსო.
აქოშინებულ ანასტასიას გაუკვირდა.
-შენ... ანამარია?
-ჰო. ერთი წუთით, არაფერი თქვა. მიდი, გეგე! მოყევი ბოლომდე, რასაც ყვებოდი!
ანამარია ანასტასიას ეფარებოდა და მონუსხულ გეგეს მისი დანახვის საშუალებას არ აძლევდა.
გეგე დაჰიპნოზებულივით წამოვიდა ანასტასიასკენ და ანამარიასგან მოშორებით დადგა.
-არ მიგაკარებ, სანამ ყველას გასაგონად სიმართლეს არ მოყვები!
ანასტასიამ თავისზე გადაფარებული სხეული ოდნავ გასწია გვერდზე და გეგეს მიაშტერდა.
გეგეს თვალები ცრემლით ევსებოდა:
-ოდნავაც არ შეცვლილხარ, ანასტასია. ზუსტად ისეთი ხარ, ბოლოს სვანეთში რომ გნახე... გახსოვს?
ანასტასიამ ცრემლიანი თვალები დახუჭა და თავი ოდნავ დაუქნია.
გეგემ ოდნავ ასწია ხელი, მისკენ გაშვერა დააპირა...
სურდა შეხებოდა, მისი ყველა ნაკვთი სათითაოდ ეგრძნო, მოფერებოდა და რბილი და ტკბილი ლოყები დაეკოცნა მისთვის.
აწეული ხელი უკან გამოსწია და უმოქმედობისგან მთელი სხეულით აკანკალდა.
ანასტასიამ მერე შეამჩნია კუთხეში დამჯდარი ნიკუშა.
მისი მზერა რომ დაიჭირა, ნიკუშა ფეხზე წამოდგა.
გოგონა მისკენ გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია მონატრებულ თბილ სხეულს.
-აღარ დამტოვო... მარტო აღარ დამტოვო...
ნიკუშა მთელი ენერგიით ისუნთქავდა ანასტასიას მონატრებულ სურნელს:
-ჩემი პატარა... როგორ მოენატრე ნიკუშას, ტასო...
სიყვარულით სავსე თვალებით ჩახედა ანასტასიას ცრემლიან თვალებში და ისევ ნაზად მიიხუტა სხეულზე.
ჩოლოყაშვილებმა ჯიბისკენ წაიღეს ხელი, მაგრამ ვერაფერი მოასწრეს, რადგან ანამარია აღრიალდა:
-გეგე, ამოღერღე სიმართლე!
გეგე...
ტიროდა.
-ანასტასია, ბოდიში...
ანამარია ცოფებს ყრიდა:
-თქვი!
ანასტასია გაოგნებული იყურებოდა აქეთ-იქით.
უცებ გაიაზრა ყველაფერი და ანამარიას იატაკზე დადებულ იარაღს დასწვდა...
ნიკუშას კვნესა აღმოხდა პირიდან. შოკში მყოფმა სხვა ვერაფერი მოასწრო.
ანასტასიამ იარაღის ლულა შუბლზე მიიდო.
ნიკუშა გიჟივით ალაპარაკდა:
-ტასო... ტასო, ჩემო პატარა... ეგ დადე, კარგი? სისულელე არ გააკეთო. მაგას ნუ გამიკეთებ, ტასო... დადე. უბრალოდ დადე და წავიდეთ. წავიდეთ, გესმის?
ანასტასიას ცრემლები მოსდიოდა.
ნიკუშა ფრთხილი ნაბიჯებით უახლოვდებოდა. ანასტასიამ გამაფრთხილებლად ჩაისისინა:
-ნიკუშ... გაიწიე, გთხოვ... დავიღალე, მე არავინ არაფერს მიყვება... შენ სულ სადღაც გარბიხარ, ალექსანდრე არაფერს მპასუხობს... გეგე, გელოდები.
გეგე თავზარდაცემული იდგა ერთ ადგილას.
-ანასტასია... შენ ასე არ მოექცევი ნიკოს... ბევრი იწვალა იმისთვის, რომ შენ კარგად იყო... მე მარტო შენი ბედნიერება მინდა...
ანასტასიამ იარაღი გადატენა და ისედაც აკანკალებული ნიკუშა ციებიანივით აცახცახდა.
-ანასტასია, შენ მაგას არ გამიკეთებ! გთხოვ... მე... შემიცოდე, გთხოვ... ტასო, შენს გარდა არავინ არ მყავს. გეხვეწები, დადე ეგ...
ანამარია ღრიალებდა:
-გეგე!
გეგემ თვალები დახუჭა და ცრემლები თვალებიდან ლოყებზე ჩამოუსრიალდა.
ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და საბედისწერო სიტყვები ამოიყვირა:
-მე მოვაკვლევინე შენი მშობლები!
ყველა ადგილზე გახევდა, მათ შორის ჩოლოყაშვილებიც.
ანასტასიას მოულოდნელობისგან იარაღი გაუვარდა. ფალავანდიშვილი იმდენად გახევებული იდგა, იატაკზე დაგდებულ იარაღსაც კი ვერ დასწვდა.
ანასტასიას დაჰიპნოზებულივით გაშტერებოდა თვალები.
გეგე აგრძელებდა:
-მე... მეგონა, რომ არავინ გიყვარდა... იმ დღეს ჩავიარე სკოლის წინ, ნიკომ ყველას თვალწინ რომ გაკოცა... დავბრმავდი, დავყრუვდი, გავბოროტდი, ანასტასია... ზაალს იმ ღამესვე მივწერე, რომ მთელ ოჯახს ამოვუხოცავდი, თუ თქვენს ერთად ყოფნას ხელს არ შეუშლიდა...
ჩოლოყაშვილებს ყბები ჩამოვარდნოდათ. იდენტური ფერის თვალებში ორივეს გაოცება აღიბეჭდვოდათ.
პირველი გაგი გამოერკვა, ხელები პროტესტის ნიშნად გაშალა:
-და შენ რამეში მდებ ბრალს?!
ანამარია გიჟივით დასწვდა იარაღს და გეგეს დაუმიზნა:
-გააგრძელე გეგე!
-მე არავისი მოკვლა არ მიბრძანებია. ზაალს ვუთხარი, ანასტასიას თავი დაანებოს შენმა შვილმა და ამისთვის ყველაფერი იღონე, თორემ მთელ ოჯახს ამოგიხოცავთქო.
ნიკომ სახე ხელებში ჩარგო.
-ანასტასია... მე არ მეკუთვნის არცერთი სიტყვა, რომ რამე გითხრა და დანაშაულია, რომ ბოდიშთან ახლოს მოსულიც კი, რაღაც სისულელე რამდენიმე მარცვალი გაკადრო... თითქოს მთელი ეს დრო ბრმა და ყრუ ვიყავი... ყური და თვალი რომ ამეხილა, გაუაზრებლად უკვე შენს კართან ვიყავი... და შენი გულამოსკვნილი ქვითინის ხმა გავიგე... მოვკვდი ანასტასია, და იმ დღის მერე ყოველდღე თავიდან ვკვდები... არ მაქვს უფლება ვიცოცხლო, მაგრამ უნდა იცოდე... მე მკვლელი არ ვყოფილვარ... არავინ მომიკლავს, მაგრამ ჩემი მიზეზით წაგართვეს მშობლები ანასტასია და ეს... ეს მე მანადგურებს.
ანასტასია შუშის თვალებით იყურებოდა.
-მე მაშინაც მთელი გულით შენთან ვიყავი... ვკვდები, ანასტასია... ვკვდები. სანამ მოვკვდები, უნდა მოვასწრო თქმა: მიყვარხარ. მე ყველაზე მეტად მიყვარხარ. შეიძლება ნიკომ ცოლი და ნიკოს შვილმა დედა დაგიძახოს მაგრამ... მე ყოველთვის ყველაზე მეტად მეყვარები... შენთვის ცუდი არასოდეს მდომებია... მე მარტო შენი ბედნიერება მინდა. შენი ბედნიერებისთვის ვიცოცხლებ მხოლოდ. თუნდაც ეს ბედნიერება შენს სხვასთან ყოფნას გულისხმობდეს. თანახმა ვარ, ანასტასია. ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ შენ იყავი ბედნიერი. ანასტასია...
ეს უკვე შეშფოთების ბგერები იყო.
ანამარია ინერციით დაეშვა აკანკალებული ანასტასიას გვერდით:
-ანასტასია, ისუნთქე. მე მიყურე, არ გაბედო წასვლა! აქ დარჩი! მიყურე! თვალები არ დახუჭო! მე აქ ვარ.
ნიკომ უღონოდ აიქნია ხელი და ანასტასიასთან მიახლოვება სცადა, მაგრამ ანამარიამ ინერციით გადააგდო უკან:
-არ მიეკარო!
ალექსანდრემ მარდად მიირბინა მეგობართან და მისი შეკავება სცადა.
ნიკომ არ იცოდა რა ექნა. სურვილი კლავდა, გეგეს ცემაში მოკვლისა, მაგრამ უგონოდ მყოფი ანასტასიას წინ ამას ვერ იზამდა.
-ტასო! ტასო!
უღონოდ ყვიროდა.
არავის ესმოდა.
-ალექს, კვდება? არა, რა. ტასო!



ჩოლოყაშვილებმა ბოთლით წყალი იშოვეს მაგიდის გვერდით.
გიგა შეშფოთებული უყურებდა გეგეს, რომელიც ადგილზე საეჭვოდ ქანაობდა.
-ბუბა... ტა...ტაბლეტი...
ბუბა სასწრაფოდ დაფაცურდა და აბი დაალევინა მარგიანს.
-ბუბა, ვკვდები...
ჯიბიდან დანა ამოიღო და ბუბას ხელში ჩაუდო.
-მეტი აღარ შემიძლია, ძმაო. დაამთავრე ეს ყველაფერი, გთხოვ.
ბუბას თვალები გაუფართოვდა.



ანასტასიამ ოდნავ შეარხია თვალები.
ანამარიამ წყლით დასველებული თითები შუბლზე მიადო. მისი თავი კალთაში ედო და საკუთარი დასავით დასტიროდა ჯერ კიდევ უგონოდ მყოფს:
-მე მიყურე, გთხოვ...
ანასტასიას ოდნავ გაეღიმა:
-სამოთხეში ვარ? რა გატირებს?
ანამარიას გაეცინა.
ნიკომ ისევ უღონოდ გაიბრძოლა ანასტასიასთან მისასვლელად:
-ტასო!
ანასტასიამ ძალაგამოცლილმა იკითხა:
-ამ ოთახში არის ვინმე, ვისაც არ გამოვუყენებივარ და ჩემზე გულწრფელად ზრუნავს? ან ამ სამყაროში დარჩა ვინმე ისეთი, ვინც მხოლოდ მე მხედავს და არა უსულო საგანს?
ნიკო ამაოდ ეწინააღმდეგებოდა ალექსანდრეს. ბოლოს მაგრად ჩაეჭიდა მხრებში, რომ წონასწორობადაკარგული იატაკზე არ ჩაკეცილიყო.
ალექსანდრემ მეგობარს ხელები მოხვია:
-მომისმინე, ნიკო! მომისმინე... დააცადე გააზრება... თავს ნუ მოეხვევი. დააცადე ცოტა ხანს...

***
-გეგე, ხვდები მაინც, რა ჯანდაბას მეუბნები?!
-ბუბა, დავიღალე.
ბუბამ მარგიანი უახლოეს სკამზე ჩამოსვა. ბიჭს მზერა ერთ წერტილზე გაშტერებოდა.
ბუბა ამაოდ ულაწუნებდა სახეში.
-გეგე! დამელაპარაკე, გეგე! შემომხედე! მაგრად გცემ, იცოდე! მიყურე! გეგე!
ბუბა ამაოდ ცდილობდა აცახცახებული მეგობრის გონზე მოყვანას.

***
უწყვეტი სიჩქარით მიქროდა. ქვემოთ არ უნდოდა. ცდილობდა, შეწინააღმდეგებოდა იმ ძალას, რომელიც ქვემოთ მიათრევდა. უმწეოდ იქნევდა ხელებს. იკლაკნებოდა. ვერა, ვერ ახერხებდა უკან დაბრუნებას. ირგვლივ ყველაფერს ჩრდილები მოდებოდნენ. შავს ჰქონდა მოცული იქაურობა. მოულოდნელად, წამით მოჰკრა იმ არსებას თვალი, ქვემოთ რომ მიათრევდა და ფართხალი შეწყვიტა.
უცებ გაჩერდნენ.
სივრცეში მარტო დარჩენილი მხოლოდ სილუეტსა და სიბნელეს ხედავდა.
სილუეტი თეთრი იყო.
სიბნელე შთანთქავდა ნელ-ნელა სილუეტს. თითქმის განაცრისფრებულიყო.
ხელი უმწეოდ გაიწვდინა მისკენ.
სილუეტი მხიარულად დაფარფატებდა აჩრდილთა შორის.
თითქოს ჩუმად ღიღინებდა კიდეც.
ზემოთ აიხედა, იმ იმედით რომ გასასვლელს დაინახავდა.
არა ხსნა არ იყო.
უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იყო.


***
ანასტასია ირხეოდა.
ანამარიას მთელი ძალით ჰყავდა სხეულზე მიკრული.
ტასო რაღაცას გრძნობდა. ანანოს მსგავსს. ლუკას მსგავსს.
აკანკალებული თითებით ჩააფრინდა მკლავზე და უფრო მაგრად მოიხვია ირგვლივ.
-მე შენთან ვარ.
სიმტკიცე აკლდა ამ სიტყვებს.
და ხმას.
მაგრამ დაიჯერა.

***
უაზროდ დახტოდა სილუეტი. თითქოს უფრთხოდა ჩრდილებს. და ჰაერში გამოკიდებულთან მიახლოების სურვილიც არ ჰქონდა.
უცებ განათდა და აბრდღვიალდა ყველაფერი.
მზერა მოსჭრა სინათლემ. თვალთ დაუბნელდა. თვალები დახუჭა და დაელოდა, სინათლე როდის აისროდა ზემოთ.
ადგილიდან არ იძვროდა.
იგრძნო, ისევ დაბნელდა.
თვალები ნელა გაახილა და სილუეტის ნაცვლად თეთრი ანგელოზი დაინახა. გრძელი ფრთები ჰქონდა. ძალიან გრძელი. აქეთ-იქით დაფრინავდა ჩრდილებს ნათელში ხვევდა.
სიბნელეს ჯერ ვერშეუჩვეველმა თავბრუ დაახვია.
გრძნობდა, ტრიალებდა.
და ანგელოზი გაფაციცებით უყურებდა. მის ოქროსფერ თვალებს გრძნობდა. თვალებს ვერ უსწორებდა.
გულმა უკარნახა, ზემოთ აეხედა.
ზემოთ აიხედა და სინათლე დაინახა.
ანგელოზი იღიმოდა.
სინათლის დანახვაზე გრძელი, თეთრი ფრთები ააშრიალა და დატრიალდა.
თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, რომ რაიმე გაეგო ან დაენახა.
ანგელოზი ატირდა.
სურდა, მასთან მისულიყო, დაემშვიდებინა, მაგრამ თვითონაც ატირდა.
სინათლიდან შავი წვეთები გადმოესხათ თავზე.
ანგელოზმა თავზე ხელები აიფარა და საწყალობლად დაიკივლა.
თვითონ ვერაფერს გრძნობდა. ანგელოზს ვეღარ ხედავდა. მხოლოდ მისი კივილის ხმა ესმოდა.
არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
სივრცეში გამოკიდებულს მხოლოდ თვალების დახუჭვა შეეძლო.
გულისგანმგმირავმა კივილმა სივრცე გააპო და ანგელოზის ხმა შეწყდა.

არამარტო ხმა.

თვალები დაახუჭა და აღარ გაუხელია.

***
მთელი ეს დრო თურმე არ სუნთქავდა.

ჩუმად გადაულაპარაკა ალექსანდრეს:
-გთხოვ, აქედან წაიყვანე. მე დავრჩები ანასტასიასთან. სასწრაფოში დარეკეთ, თქვენ -ჩოლოყაშვილებისკენ გაიშვირა ხელი - შენ, -ახლა ბუბას მიმართა, ზურგით დააწვინე და გულის მასაჟები გაუკეთე. ჯერ არაფერია გვიანი.
ანამარია ბარბაცით წამოდგა ფეხზე და გარეთ მოკანკალე ხალხს ცარიელი მზერა სტყორცნა:
-წადით აქედან.
გოგოს ცივი ტონით დაფეთებულებმა, საჩქაროდ ჩაალაგეს ნივთები და ოფისიდან აორთქლდნენ.
ანამარია კაბინეტში შებრუნდა.
აკანკალებული ანასტასია შეშფოთებული დაჰყურებდა გეგეს უსიცოცხლო სხეულს.
შორიახლოს მიხოხდა მისკენ და დაბალ ხმაზე იკითხა:
-გეგე... წა...წახვედი? სულ წახვედი?
ბუბა ამაოდ ცდილობდა გეგეს გონზე მოყვანას. თან პულსს უსინჯავდა.
-მიდი, გეგე! სუსტი ხომ არ ხარ! გეგე!
ანამარიამ ანასტასიასთან მიირბინა. მასთან ჩაჯდა და მისი სახე ხელებში მოიქცია:
-თავბრუ ხომ არ გეხვევა, თავი ხომ არ გტკივა? გული? გული ხომ არ გერევა?
ანასტასიამ თავი უღონოდ გააქნია.
თვალებში ცრემლები ისე ჰქონდა ჩაგუბებული, რომ ხედვა უჭირდა.
-სულ წავიდა?
წამდაუწუმ იმეორებდა.

ჩოლოყაშვილები თვალებგაფართოებულები შეჰყურებდნენ ერთმანეთს.
გაგი გიგას მზერით ეკითხებოდა, რა ვქნათო.
გიგამ მხრები აწურა და გეგეს სხეულს დახედა.
ბუბა მეგობარს არ ეშვებოდა.
გაგი ნელა მივიდა ბუბასთან და დაბალ ხმაზე უთხრა:
-ნუ აწვალებ. ამდენ ხანს ვერ გაძლებდა. შეეშვი.
ბუბამ დაიღრინა და კიდევ ერთხელ დააწვა გულზე.

სასწრაფოს სირენამ გააყრუა არეალი.
კაბინეტიდან გეგეს ჯერ კიდევ უგონო სხეული გაიტანეს.

ვინ წარმოიდგენდა?

საავადმყოფოს მოსაცდელში ერთად იცდიდნენ ჩოლოყაშვილები, ფალავანდიშვილი, ჯაფარიძე, ჩაკვეტაძე და ამირეჯიბი.

ბუბა აქეთ-იქით დარბოდა. ბოლოს ალექსანდრემ ხელი დაავლო და საპირფარეშოში გაიყვანა.

შოკირებულ მდგომარეობაში მყოფ ანასტასიასა და ანამარიას ჩოლოყაშვილებმა წყალი მოუტანეს.
ნიკო უღონოდ იჯდა მოსაცდელის სკამზე და ალექსანდრეს ებუტბუტებოდა ხელებში თავჩარგული:
-არ უნდა წამოვსულიყავი... ანასტასიასთან უნდა დავრჩენილიყავი... არ უნდა შემყვარებოდა... იმას უფრო უყვარდა...
ალექსანდრე ამაოდ ცდილობდა მის დაწყნარებას.
-ნიკო, დაწყნარდი... ნახე, ტასო როგორ გიყურებს. ეშინია, ისედაც იმდენი ინერვიულა, შენ ცალკე ნუ ანერვიულებ.
მისი სახელის ხსენებაზე თავი ამოწია და ანასტასიას შეშფოთებულ მზერას წააწყდა.

ვერა. ვერ მოითმინა და მასთან მიირბინა.
სკამიდან წამოაყენა.
მისი სახე ხელებში მოიქცია და ყველა ნაკვთი დაუკოცნა.
-შეგეშინდა?
ჩუმად ჰკითხა და მთელი ძალით მიიხუტა გულზე.
ანასტასიამ პირველად ჩაისუნთქა თავისუფლად.
-სულ წავიდა... გეგე სულ წავიდა...
-ნუ ტირი. არ წავა. ძლიერია. ასე უბრალოდ არ წავა.
-გეგეს ხომ არ მოუკლავს ჩემი მშობლები?
ნიკომ თავი ჩახარა.
ანასტასიამ ნიკუშას სახე აკანკალებულ, შიშისგან გაყინულ ხელებში მოიქცია.
-ნუ მოიწყინე, ნიკუშ...
ნიკომ მის სახეზე მოალერსე ათრთოლებულ თითებს თავისები მოხვია და სათითაოდ დაუკოცნა.
-არ იტირო, რა.
და თვითონ ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები თვალებიდან.

ოფლში გაწურული ექიმი რეანიმაციიდან რომ გამოვიდა, თავი გააქნია და უხმოდ გაეცალა გარეთ მყოფთ.

სამი დღე.
სამი დღე გავიდა გეგეს გარდაცვალებიდან.
ანასტასია ისევ უხმოდ, აცრემლებული იწვა საძინებელში და ოხრავდა.
ანამარია გვერდიდან არ შორდებოდა.
ვერ აჭმევდა. წყალს ძალით ასმევდა.
არ უნდოდა. სურვილს არ განიცდიდა.
ნიკუშა ერთხელაც არ მისულა მასთან.
ჩემი ნახვა არ უნდა ალბათო, იმეორებდა.
ალექსანდრე ამ ფრაზის გაგონებაზე საცოდავად ამოიოხრებდა.
-ნიკო, შენს გარდა არავინ ჰყავს, რატომ არ გესმის? ანამარია მისთვის უცხოა! არ იცნობს და ვერ დაამშვიდებს ისე, როგორც ეს შენ შეგიძლია! რა გჭირს, გსიამოვნებს ყოველ საღამოს ანამარიასგან რასაც ისმენ?
ვერ გაუძლო გულმა ერთ ღამესაც და მივიდა ანასტასიასთან.
აცრემლებული იწვა საწოლზე და ხმას არ იღებდა. არ ეძინა. მთვარეს უყურებდა. ვარსკვლავებსაც.
ფრთხილად მიუწვა გვერდით ნიკუშა.
მკლავზე ხელი სულ ოდნავ დაადო და მისი გაყინული კანი იგრძნო:
-ტასი... გცივა? რამე ხომ არ გტკივა? რამე ხომ არ გინდა? ყველაფერს გაგიჩენ.
ანასტასია დუმდა.
ხმამაღლა ამოიოხრა.
გული მოუკვდა მის ღრმა სუნთქვაზე ნიკუშას.
-პატარავ... როგორ იქნება ახლა რამე... როგორ დავიწყებთ ყველაფერს თავიდან, ანასტასია...
ანასტასია დუმდა. არაფერს/ვერაფერს ამბობდა. ნიკო ხელის ზურგზე დროგამოშვებით ახებდა ტუჩებს, თითქოს ახსენებდა, რომ იქ იყო.
ანასტასია იწვა ჩუმად, სულგანაბული და უმზერდა მანათობელ ვარსკვლავთა თამაშს ცაზე. ვერცხლისფრად აკიაფებული მთვარეც იქ იყო, მათთან. ანასტასიას უღიმოდა. მერე ვარსკვლავებს გახედა სევდიანი ღიმილით.
გოგონამ თვალები დახუჭა, რომ წამწამებზე წვეთებად დაკიდებულ ცრემლებს თავისავე ღაწვებზე ეპოვათ ბინა. მოუსვენარმა სითხემ თმაში გაიკვალა გზა და საფეთქლებს მიღმა გაუჩინარდა.

ანამარიას გამოუძინებელი სახე არ გამორჩენია ალექსანდრეს.
-არ გეძინა?
თავი გააქნია.
თვალები დახუჭა და ცივ, მარმარილოს მაგიდაზე დადო თავი.
ალექსანდრე სასწრაფოდ მისკენ გადაჯდა და მისი თავი კალთაში გადაიდო.
დაქანცულ გოგონას უკვე ჩასძინებოდა.

მორჩილად უსმევდა თმაზე ხელს.
-შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ, ტასო. ყველაზე ძლიერი, გესმის?
ანასტასიამ ამოიოხრა.
ნიკოს გული მოეწურა.
ოდნავ გადაუწია სახიდან თმები და ლოყა ლოყაზე დაადო.
-რას უყურებ ტასი...
ანასტასიამ ჩახლეჩილი ხმით ამოისლუკუნა:
-მთვარეს.
-გელაპარაკება, პატარავ?
გოგონამ ოდნავ დაუქნია თავი.
-რაო, მერე. რას ამბობს.
ტუჩები ოდნავ შეახო ტასოს ცრემლებით დანამულ ლოყას.
-არ ვიცი. არ მე...მესმის.
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს ლაპარაკობდა.
ისევ ღრმად სუნთქვდა.
ოხრავდა.
ნიკუშას თითქოს გული ნაწილებად ეშლებოდა ტასოს თითოეულ ღრმა ამოსუნთქვაზე.
თუმცა, რაღა თითქოს...
ანასტასიამ უყურა მთვარეს, უყურა...
მისი ენა ვერ გაიგო და ბოლოს მნათობის ტიტინიდან ვერაფერი რომ ვერ გაარჩია, ზურგი აქცია.
ნიკუშასკენ გადმოტრიალდა.
გაუკვირდა ბიჭს. მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
ტასოს მხრებზე ხელი მოხვია და თავი გულზე მიადებინა. მთელი სხეულით მიიკრა. სურდა, მთელი ცხოვრება ტასოსთან ჩახუტებულს გაეტარებინა.
მთელი სიცოცხლე.
ნიკო ვერ ხვდებოდა, ახლა რამე როგორ იქნებოდა.
მხოლოდ ერთ დასკვნამდე მიდიოდა, აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. ვეღარ ხვდებოდა, ისევ ამერიკაში უნდა წასულიყვნენ, თუ დარჩენილიყვნენ.
მაგრამ ანასტასია...
არა, არაფერს დააძალებდა. თუ დარჩენა ენდომებოდა, დატოვებდა.
თუ მარტო წასვლა ენდომებოდა, გაუშვებდა (უცხო ქვეყანაში თვალს მაინც არ მოაშორებდა).
ანასტასია ტიროდა.
-არა, ტასო... არა, რა. გთხოვ, არ იტირო. როგორ დამეტანჯე, როგორ დამეღალე... ჩშ... დაიძინე ტასი. არ გინდა? სამი ღამეა არ გძინებია, პატარავ. თვალები ნახე რას გიგავს.
ანასტასია შიშით ვერ იძინებდა.
ეშინოდა, რომ გეგეს სიკვდილს ხელმეორედ ნახავდა.
ეშინოდა, რომ გეგე სიკვდილში მას დაადანაშაულებდა.
ეშინოდა, რომ ხელახლა მოუწევდა იმ ტკივილის გავლა, რომელიც ჯერაც ვერ გაევლო.
დაძინების ეშინოდა.
ნიკუშა თავთან ეჯდა და ჩუმად ეჩურჩულებოდა:
-ნახე, მე აქ ვარ. ვერავინ ვერ შეგაშინებს. ჩამეხუტე ტასო და დავიძინოთ, ჰო?
ანასტასიას ბიჭის ხელი ჩაებღუჯა თავისი ხელებით და მთელი ძალით იხუტებდა გულში:
-ნიკუშ, რომ გავიღვიძებ... ხომ აქ იქნები?
ნიკოს მისი ხმის გაგონება გაუკვირდა და თან უსიცოცხლო ბგერების გაგონებისას თითქოს მეხი დაეცა.
-კი...ი. კი, კი, კი. ჩემო სიყვარულო, აქ ვიქნები, აბა სად წავალ. შენგან როგორ უნდა წავიდე. ტასო, დაიძინე. არაფრის არ შეგეშინდეს. მე აქ ვარ. ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით.

ფალავანდიშვილის სიტყვებიდან ისეთი უიმედობა გამოსჭვიოდა, უსულო არსება არ დაიჯერებდა...
ანასტასია ხომ მითუმეტეს.

თუმცა ხანდახან ხდება ისეც, რომ უიმედობის და დანებების გარდა სხვა გზა არ არის დარჩენილი. და მაინც უიმედობა უნდა აირჩიო.


ანამარიას ალექსანდრეს კალთაში გაეღვიძა. თავი ოდნავ გაამოძრავა და მაშინვე იგრძნო ამირეჯიბის ტკბილი სურნელი.
მოსწონდა ალექსანდრე.
რატომ არ უნდა მოწონებოდა, ვითომ.
იმდენი იწრიალა ადგილზე, რომ ბიჭსაც გაეღვიძა და უკმაყოფილოდ შეიშმუშნა.
-მოისვენე, რა.
ხელები წელზე მჭიდროდ მოხვია და განძრევის საშუალება არ მისცა.
აკრუსუნდა ანამარია.
-გამიშვი, შე პირუტყვო! stupide, idiot garçon! (სულელო, იდიოტო ბიჭი!)
ალექსანდრეს გაეცინა.
-როგორ მიყვარს ფრანგულად რომ იწყევლები.
ანამარიამ გესლიანად ჩაისისინა:
-ნეტავ ქართულადაც ვიცოდე, ყურს გაუხარდებოდა.
-რამე მითხარი აბა.
-va te faire foutre! (შენი დედაც!)
ალექსანდრეს გაეცინა.
-რა საყვარელი ხარ, ანამარია... და ისეთი ლამაზი...
ანამარია კომპლიმენტებით კმაყოფილი გაიყურსა.
-ანა...
-ჰმ...
ამოიზმუვლა ჩუმად.
-მე შენ მიყვარხარ ფრანგულად როგორაა?
იგრძნო გოგონას გულისცემის აჩქარება.
-რაში გაინტერესებს?
-ერთი გოგო მომწონს და ფრანგულად ვეტყვი. უფრო ორიგინალური იქნება. რომ ვერ მიხვდება. ხომ ხვდები...
ვერ მიხვდა, რატომ ეწყინა.
რატომ მოუნდა ტირილი.
-ჰმ? არ მეტყვი?
ანამარიამ მისი მკერდიდან თავი ამოყო და ოდნავ აწყლიანებული თვალები მიანათა ალექსანდრეს:
-je t'aime. Je t'aime beaucoup. (მე შენ მიყვარხარ. მე შენ ძალიან მიყვარხარ.)
ალექსანდრეს გაეღიმა. გულმა თითქოს რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. ანამარიას მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები იმდენად მიმზიდველად ჟღერდა...
ანამარია უფრო მეტად დაღონდა.
ნელა წამოდგა და ჩუმად ჩაილაპარაკა:
-ავალ, იმათ დავხედავ.

არაფერი პირადული.
ანამარიას უჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ ალექსანდრეს, მისი გაცნობის მიუხედავად, სხვა შეიძლებოდა მოსწონებოდა.

თუმცა, ბოლომდე ხომ არაფერი იცოდა.

ანასტასიას რომ გაეღვიძა, ნიკუშას ისევ ეძინა.
ოდნავ შეიშმუშნა და ბიჭის მკლავებში უფრო მოხერხებულად მოთავსდა. ამდენი ტირილისგან დასიებული თვალები შეშუპებოდა და ძლივს ახამხამებდა.
ნიკუშას მალევე გაეღვიძა და მის მკლავებში მოკალათებული ანასტასიას დანახვაზე გაეღიმა.
ოდნავ დაიხარა და თმა სახიდან ნაზად გადაუწია.
ლოყაზე ეფერებოდა და კოცნიდა.
-ჩემი პატარა. სულ მენატრები, სულ მიყვარხარ.
ანასტასიამ თვალები დახუჭა და ოდნავ გაეღიმა.
-მეც მიყვარხარ... და როგორ გაწვალებ სულ...
ნიკუშას გაეცინა.
-სულ მინდა, რომ მაწვალებდე. როგორ ამბობენ? მაზოხისტი. ჰო, მაზოხისტი ვარ. რაც უფრო მეტ რამეს ვიტანთ, მით უფრო მიყვარხარ.
ანასტასიამ ლავიწის ძვლებს შორის ჩაღრმავებაზე მიაკრო ტუჩები.
ნიკუშამ ღრმად ამოისუნთქა:
-შენ რომ მეხები, ასე მგონია გული ზედმეტი დარტყმებისგან გასკდება.
ანასტასიას სევდიანად გაეღიმა.
ნიკუშას გული უკვდებოდა დასევდიანებული ანასტასიას დანახვაზე.
-ნუ ფიქრობ, რა. ჩემთან იყავი. ნუ ხარ სხვაგან.

ანამარიამ ჩუმად შეაღო კარი და ჩახუტებული წყვილის დანახვაზე ჩაეცინა.
ნებართვის გარეშე შეაჭრა ოთახში და თავზე დაადგა ერთმანეთზე მოხვეულებს.
-ტასო... ხომ არ გშია?
ანასტასია თავის გაქნევას აპირებდა, როცა მის ნაცვლად ნიკუშა ალაპარაკდა:
-კი, ყველაფერს შეჭამს.
-არ მშია, ნიკუშ...
-როგორ არა. შეჭამს, შეჭამს.
ანასტასია ხმამაღლა ატირდა:
-არ მშია, არა, ნუ მაძალებთ, გეხვეწებით... ნიკო, არაფერი არ მინდაა...
სახეზე ხელები აიფარა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.
ხმამაღლა ქვითინებდა.
ნიკუშა დამბლადაცემულივით იჯდა.
გახევებული.
ანამარიამ მზერით დაამშვიდა.
-ზედმეტი ემოციების ბრალია. არ ინერვიულო, შენ არაფერ შუაში ხარ.
მაგრამ, ფალავანდიშვილმა ვერ აიტანა ის ფაქტი, რომ ანასტასიამ ნიკო დაუძახა.
ეს... რაღაც ცუდს ნიშნავდა.
ერთადერთხელ დაუძახა ასე... მაშინ, როცა კინაღამ სამუდამოდ დაკარგა.
ახლა... ჩუმად იჯდა, კალთაში ხელები ჩაელაგებინა და მათ დაჰყურებდა.
ანამარია ანასტასიასთან მივიდა და შეანჯღრია.
მკაცრი ხმით გააფრთხილა:
-ამ ბიჭს უყურებ?! 3 ღამე გაათენა შენზე შიშში! კეთილი ინებე და დააფასე. ახლა შენთანაა და ისწავლე იმ დროის ფასი, რომელიც საყვარელ ადამიანთან ერთად შეგიძლია რომ გაატარო. თორემ ერთ წუთში შეიძლება გვიანი იყოს.
ანასტასიამ სლუკუნი შეწყვიტა.
ანამარიამ ნიკუშას თვალი ჩაუკრა. ნიკუშა საწოლიდან წამოდგა და ქვემოთ ჩამოვიდა.
ალექსანდრე იქ იყო.
-ნიკო, რას შვება. ცუდად არის?
-ჰო... ემოციურია.
-აბა, რა იქნება, იმდენი რაღაც გადაიტანა.
-შენ რა ქენი?
ალექსანდრეს გაეცინა.
-რა დროს ეგაა.
ნიკუშას გაეღიმა.
-იქნებ, სწორედ ახლაა დრო. -მეგობარს თვალი ჩაუკრა - იქნებ მერე ამის დრო აღარ იყოს.
ალექსანდრეს სევდიანად გაეღიმა.
-სულელი ვარ. კარგად ვიყავით და ვუთხარი ვიღაც გოგო მომწონსთქო.
ნიკუშა სკამზე ჩამოჯდა:
-მისმინე, მეგობარო. შეიძლება მე ის არ ვარ, ვისაც სიყვარულზე და ეგეთ რაღაცებზე ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ... რა აზრი აქვს მის მოტყუებას? მის თვალებში ვერაფერი დაინახე?
ალექსანდრემ მწარედ ამოიოხრა.
-აუცრემლიანდა თვალები.
-და ზუსტად... მაშინ უნდა მოგეზიდა შენკენ და მთელი გრძნობით უნდა ჩაგეკრა გულში. ზუსტად მაშინ, როცა შენ გამო ერთი ცრემლის დახარჯვას აპირებდა, როცა თავისი გონების რომელიღაც გულუბრყვილო ნაწილმა შთააგონა, რომ ის გოგო ვიღაც სხვა იყო. გესმის? აღარ მოატყუო. მისი გრძნობებით ნუ ითამაშებ. არ ატკინო. არ იმსახურებს.
ალექსანდრემ დანანებით გააქნია თავი.
-სულელი ვარ.
-არაუშავს, ალექს. უნდა შეგეშალოს, რომ მიხვდე, რაც დააშავე და იმ შედეგის შიშით აღარ გაიმეორო. აღარასდროს.
ალექსანდრე ამაყი იყო. საშინლად ამაყი საიმისოდ, რომ თავისი შეცდომა უფრო ხმამაღლა ეღიარებინა.

***
-მამა, რა საშინელებები მოხდა, რომ იცოდე.
-ვიცი, ჰო. გავიგე. ჩვენთან მოიტანეს ბიჭებმა ამბავი.
-ხომ იცი... ჩვენ ხელი არ...
-ვიცი, ვიცი. ნუ ღელავთ. ყველაფერს მოვაგვარებთ. ფალავანდიშვილს და ამირეჯიბს ციხე არ ასცდებათ.
-არა! უაზროდ წამოიყვირა ორივემ ერთად.

***
კიბეზე დაქანცული ანამარია ჩამოვიდა. ორ ნაბიჯში ჩამოყვა ანასტასიაც.
ნიკუშამ ყურადღება არ მიაქცია. აინტერესებდა, რას იზამდა.
ანასტასია მორჩილად დაჯდა მაგიდასთან. ანამარიამ მთელი მაცივარი გადმოუღო თეფშზე. ასევე მორჩილად შეუდგა საჭმლის ჭამას, თან ნიკუშასკენ აპარებდა მზერას, ხომ მხედავს რომ ვჭამო, თხოვნას რომ ვუსრულებო.
ნიკუშამ წამით ამოსწია თავი და ანასტასიას თვალეებს შეეჩეხა. პირველად დააკვირდა წესიერად სახეზე.

ადამიანს აღარ ჰგავდა.
ეს ყველაზე უხეშად.
არ მაქვს სამაგისო სიტყვის მარაგი, რომ აღვწერო რა ქაოსი გამეფებულიყო მის თვალებსა და მზერაში.

ალექსანდრე სიბრალულით სავსე თვალებით მისჩერებოდა ანასტასიას, მის უსიცოცხლო ხელებსა და თითებს, რომელიც ჩანგლისთვის გაჭირვებით ჩაეჭიდებინა.
ალექსანდრემ ნიკუშას გახედა და ანასტასიასკენ თავით ანიშნა.
ნიკუშა ნელა წამოდგა და ანასტასიას გვერდით ფრთხილად დაჯდა, თითქოს მისი რეაქციის ეშინოდა.
ანასტასიამ ჩანგალი უხმოდ დადო და თავი ჩახარა.
ხელები კალთაში ჩაიწყო.
სირცხვილისგან არ იცოდა სად წასულიყო.
სრცხვენოდა თავისი საქციელის.
თავჩახრილს თმა სახეზე ჩამოეფხატა.
ნიკუშამ ნელა გადაუწია აბეზარი თმის ღერები თვალებიდან და ოდნავ დაიხარა მის ლოყაზე საკოცნელად.
მერე კალთაში ჩალაგებულ მის ხელებს შეხედა და დარცხვენილ ანასტასიაზე გაეღიმა. მისი ორივე ხელი თავისაში მოიქცია და ნელა აკოცა.
ჩანგალს ხელი ნელა მოკიდა და დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა:
-მე... ხო?
ანასტასიამ ნელა დაუქნია თავი.
როგორც კი ჩანგალი ახლოს მიუტანა, მაშინვე გააღო პირი.
ლამის ყოველი ლუკმის გადაყლაპვისას კოცნიდა და ეფერებოდა.
ბოლომდე რომ აჭამა, ნელა წამოაყენა ფეხზე და ნაზად მიიკრა გულზე.
-გინდა, გარეთ გავიდეთ?
ნელა დაუქნია თავი.

ალექსანდრეს თვალები დაეხუჭა და სავარძელზე მისვენებულიყო.
აქამდე სამზარეულოში შეყუჟულმა ანამარიამ კარი ნელა გამოაღო და მოპირდაპირე მხარეს მდგარ პლედს დასწვდა.
ალექსანდრეს ნელა გადააფარა.
ის იყო უნდა გამოცლოდა, წელზე ხელების მოხვევა რომ იგრძნო. ეს და მისი კივილი ერთი იყო. ალექსანდრემ ნელა მიიწვინა გვერდზე.
-რას აკეთებ...
-გახსოვს, რომ გითხარი, გოგო მომწონსთქო?
-მერე მე რა შუაში ვარ?! -გააფრებულმა ანამარიამ გაიბრძოლა მისი მკლავებიდან თავის დასაღწევად.
ალექსანდრე წამოიწია.
-მართლა ვერაფერს ხვდები?
ანამარიამ მხრები აიჩეჩა.
ალექსანდრე ოდნავ მიეალერსა ლოყაზე.
-სულ ვერაფერს ვერ გაგრძნობინებ?
ანამარიას სუნთქვა ოდნავ გახშირებოდა.
ალექსს გაეღიმა.
-რა იგრძენი, სხვა გოგოზე რომ გითხარი?
გოგონას თვალები დაეხუჭა. ალექსანდრეს სახე მის სურნელოვან კანთან საოცრად ახლოს მიეტანა.
ბიჭის ცხელი სუნთქვა ნაზად ელამუნებოდა კანზე და ღრმად სუნთქავდა.
-ვერაფერი იგრძენი? სულ ვერაფერი?
ანამარიას თვალები ისევ აწყლიანებოდა.
-ვიგრძენი... ვიგრძენი. საშინელი იმედგაცრუება, terrible, je jure devant dieu! (საშინელი, ღმერთს გეფიცები!) იცი რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრებაში მეორედ ვიყავი ვიღაცისთვის არასაკმარისი. დამცინე, რამდენიც გინდა... მაგრამ თეზის შემდეგ არავის უგრძნობინებია ჩემთვის თავი არასაკმარისად შენამდე. გავშიშვლდი შენს წინაშე, ახლა რამდენიც გინდა დამცინე. მე არ მეუხერხულება ჩემს გრძნობებზე ლაპარაკი.
დამუნჯებულ ალექსანდრეს მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა თავში: ,,რა ლამაზია!"
მთელი ძალით მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა.
-je... je... აუ, როგორ იყო?
ანამარიამ გაკვირვებულმა წამოყო თავი.
-რა?
-აი, რაც მასწავლე... როგორ იყო?
-რა გასწავლე?
-აი... ,,ჟე" რაღაც რომ... მოიცა, რა დროს ფრანგულია, როცა აქ ხარ, ჩემთან. თბილისში. და ვერ მივხვდი, როგორ შემიყვარდი.
ანამარიას თვალები საოცრად უკაშკაშებდა.
-რას ამბობ...
-ხო... შემიყვარდი, ანამარია. შენს გარდა ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ. დედას ვფიცავარ, ასე არავისთან არ ვყოფილვარ. რა დამმართე?
ანამარიას გაეცინა.
დაიხარა და ოდნავ აკოცა ლოყაზე.
-Je t'aime aussi (მეც მიყვარხარ).
ალექსანდრეს გაეცინა.
-შენც, ხო?
ანამარიამ მხრები აიჩეჩა.

***
-რას ქვია, არა!
-ფალავანდიშვილის და ამირეჯიბის ბრალი არ არის არაფერი! იქ ვიყავით, არაფერი დაუშავებიათ. არც შეხებიან.
-აბა, რა დაემართა?
-გულმა უმტყუნა. მგონი რაღაც სჭირდა კიდეც გულზე. ერთი ვიცი, ანასტასიას წინ ფალავანდიშვილი არავის მოკლავდა. არც ამირეჯიბი. იმ ჩაკვეტაძის შვილობილს რაღაცნაირად უყურებდა. მაგარი მწარე ხელი ქონია, ხომ იცი!
გაგის გაეცინა.
დემნამ შვილს დასცინა:
-გოგომ დაგარტყა, ბიჭო?!
გაგიმ მხრები სიცილით აიჩეჩა:
-გოგო იყო. ხელს ხომ არ შევუბრუნებდი!
დემნა დასერიოზულდა.
-ბიჭებო, რაზე ლაპარაკობდნენ?
-ანასტასიამ გაიგო, როგორც მოკლეს მისი მშობლები. ის ჩაკვეტაძის გოგო იარაღით ემუქრებოდა მარგიანს. აშკარაა, თვითონ ყველაფერი კარგად იცოდა. თვითონ გეგემ აღიარა ყველაფერი. ანასტასიას გული წაუვიდა და იმას გულმა ვერ გაუძლო... ჩაკვეტაძის გოგომ ფალავანდიშვილი ახლოს არ მიაკარა. გეგეს გულის მასაჟებს ის ბიჭი, ბუბა უკეთებდა.
გიგა მოულოდნელად ჩაერთო საუბარში:
-ბუბა კარგი ბიჭია.
გაგიმ თავი დაუქნია.
-რაღაცნაირად შემეცოდა ფალავანდიშვილი.
დემნამ ლამის თვალები გადმოკარკლა:
-რას ამბობ, ხვდები?!
-რა გინდა, რომ ვთქვა! მამამისმა რაღაც საზიზღრობა გააკეთა. ის ბიჭი მაგასთან რა შუაშია! მაგას მარტო ჯაფარიძესთან ყოფნა უნდოდა. ზაალმა დაუშვა შეცდომა, იმან კი არა!
-გაგი, მომისმინე. კარგად მომისმინე. ამას მეორედ აღარ გაგიმეორებ. მე დავბეჭდე იმ წყეულ გაზეთში, რომ ზაალმა ეს ჩაიდინა! ვერ დავუშვებ, რომ წინ და უკან ირბინოთ და ფალავანდიშვილის უდანაშაულობაზე ყვიროდეთ!
გიგა სკამიდან წამოფრინდა:
-მაგას არ ვამბობთ, მამა! მე მაგისი შვილი მეცოდება! მართალია, კინაღამ ხეიბრად დამტოვა, მაგრამ როგორც გაირკვა, სამაგისო მიზეზი ჰქონია! არავის დაცვას არ ვაპირებთ. მაგრამ არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ უდანაშაულო ადამიანს რამე დანაშაული მიაკრათ.
დემნამ სახე ხელებში მოიქცია და თავი ჩახარა:
-ღმერთო მაღალო, გადმოიხედე...
ტყუპებმა თვალები ერთად გადაატრიალეს.


***
ბუბა უაზროდ დაბოდიალობდა ოთახიდან ოთახში.
კაბინეტის მაგიდაზე გეგეს დღიური იდო.
ხელი უკანკალებდა, ისე უნდოდა მისი მეგობრისა და ძმადნაფიცის აზრებისა და ფიქრების წაკითხვა, მაგრამ წიგნაკის გასახსნელი რაღაც გადაულახავ ბარიერად ეჩვენებოდა.
ღრმად ჩაისუნთქა, სკამზე ჩამოჯდა და დღიური სწრაფი მოძრაობით გადაშალა.
ბუბა გახევებული ფურცლავდა დღიურს.

"დღეს მინდოდა, გამეხარებინა. მის სკოლასთან მივედი. ვიფიქრე, ყვავილებს ვაჩუქებდი, სახლამდე მივაცილებდი, იქნებ მანამდე მისთვის ხელიც ჩამეკიდა. სასაცილოა ჩემი ლაპარაკი. რადგან, როცა მე საცოდავ ოცნებებში მასზე ხელი მაქვს ჩაჭიდებული, ამ დროს მის თავს დაუფარავად მართმევენ. დავინახე.
ჩემი თვალებით დავინახე, როგორ კოცნიდა იმ არამზადას. მეზიზღება ორივე ამისთვის. ის უფრო.
ხომ იცის, რომ მიყვარს...
დედა მოვ**ან ამ ცხოვრების.
არ არსებობს სამართალი სამყაროში, სანამ მას ჩემით არ შევქმნი.
ასეც ვიზამ. და წინ ვერავინ გადამეღობება. "

აცაბაცა ნაწერს ეტყობოდა, როგორ უმძიმდა დამწერს ამის წერა. ასჯერ გადახაზული სიტყვები, ჩაზნექილი ფურცლები, რამდენიმე ადგილზე მელნის წვეთებიც იპოვა.
გამწარებულს რამდენიმე კალამი შემოტყდომოდა.

***
ანასტასია თავჩახრილი მიყვებოდა ნიკუშას ქუჩაში.
ნიკუშა ნელა მოტრიალდა მისკენ და ანასტასიამაც დარცხვენილმა ჩახარა თავი და საპირისპირო მხარეს გაატრიალა.
ნიკუშა სწრაფი ნაბიჯით დაიძრა... და ანასტასიას გაშორდა.
სწრაფი ნაბიჯებით მიაპობდა ქუჩებს და გრძნობდა, როგორ უცრემლდებოდა თვალები. მაშინვე ინანა, მაგრამ ეს საჭირო იყო.
საიდანღაც უნდა დაეწყოთ ცვლილება.
ნაბიჯს შეუნელა და ნელა გაიხედა იმ ადგილზე სადაც ანასტასია დატოვა.
ისევ იქ იდგა.
იმ განსხვავებით, რომ ადგილზე ჩაკეცილიყო და მკლავები მუხლებზე შემოეხვია.

***

"დღეს ჩაკვეტაძესთან ვიყავი. აზრზე არ ვარ საიდან გაიგო ჩემი გეგმების შესახებ. ბუბას არ იცნობს. ვითომ დამინახა სკოლის წინ იმ დღეს? ვარიანტი არაა, ბუბა არაფერს ეტყოდა. ბუბას გარდა ჩემს გეგმებს არავის ვუყვები. მე რა ვიცი ვინ როდის გამყიდის. ბუბა ერთგულია.
ჩემი მოწამვლა უნდოდა. და იმ გოგომ გადამარჩინა. ყაზბეგის გოგომ. თეზი თავის შვილობას რო აბრალებს. ჭიქები გადააყრევინა მიმტანს. ამ ამბავს არ დავივიწყებ. არც ერთს და არც მეორეს. "

***
ნიკო ანამარიასთან მივიდა. ტიროდა.
ანამარია გამოშტერდა.
-ნიკ...
-დედა მოვ**ან ამ ცხოვრების!
ანამარია გადაირია.
-სად დაეთრევი?! ანასტასია სად არის?! შენთან ერთად არ იყო?!
ნიკომ თავზე ხელები აიფარა.
-გთხოვ... ანა, ნუ ყვირი, გთხოვ...
ალექსანდრე ზღურბლზე გამოჩნდა.
-ნიკო... მთვრალი ხარ? ანასტასია სადაა.
ნიკომ ამოიღრიალა.
-აღარ ვართ მე და ანასტასია!
ალექსანდრემ შუბლზე ხელი მიირტყა. ანამარიას მიუბრუნდა.
-მიდი რა, მიხედე ამას. მე ანასტასიას მოვძებნი. სად დატოვე ეგ მაინც გახსოვს?
ნიკომ ბურტყუნით გამოსძახა რაღაც.
ვერაფერი გაარჩია. ერთი გასძახა "შენ მოგი**ანო" და კარი გამოიჯახუნა.


მაგრამ, ვერსად წასვლა ვერ მოასწრო.
კარი ჩოლოყაშვილებმა შემოაღეს. გაგის გონდაკარგული ანასტასია გულზე ჰყავდა მიკრული და შემოსასვლელში გახევებული იდგა.
ანამარიამ გაოცებისგან სამედიცინო ჩანთა იატაკზე დააგდო.
გაუაზრებლად აკივლდა:
-რა უქენით! მომიყვანე აქ! რა გაუკეთეთ!
გიგამ ხელი აიქნია:
-შენ გოგო იდიოტები ხომ არ გგონივართ?! რამე რომ დაგვეშავებინა, აქ რატომ მოვიყვანდით? გულწასული ვიპოვეთ ქუჩაში და წამოვიყვანეთ. სადაა ნიკო. ამის სახელს ბურტყუნებდა მთელი გზა.
ნიკო დაბნეული იყურებოდა.
-თქვენ იპოვეთ?
გიგამ თავი დაუქნია.
გაგიმ ანასტასია უახლოეს სავარძელში ჩააწვინა.
უკმაყოფილოდ აღნიშნა:
-ეს არის მიყვარსო? სიცხე აქვს. მიხედე წესიერად, ასე ხომ შეიძლება ხელში ჩაგაკვდეს.
ნიკომ ჩუმად ამოილუღლუღა:
-მადლობა.
ალექსანდრემ გიგას მხარზე ხელი დაარტყა და ჩუმად გადაუხადა მადლობა:
-ახლა ვაპირებდი მოსაძებნად წასვლას. ამათმა იჩხუბეს ალბათ. ეს გათიშული მოვიდა 5 წუთია.
გაგიმ თავი დაუქნია.
ალექსანდრემ ბიჭები გააცილა და ნიკოს მოუტრიალდა.
-ს*რი ხარ, ნიკო! რაებს აკეთებ უკვირდები?! რამ დაგატოვებინა ისედაც დასუსტებული გოგო ქუჩაში! ავადმყოფი ხარ, რა!
ანამარიამ გავარვარებული გოგონა ზევით აიყვანა. ტანსაცმელი გამოუცვალა და საწოლში ჩააწვინა.
მთელი ღამე თავთან ეჯდა.
არაფრით მიაკარა ნიკუშა.

ალექსანდრე მძიმედ ჩამოჯდა სკამზე. ბევრი ფიქრის შემდეგ, მიხვდა მიზეზს.
-ვიცი, ეს რატომაც გააკეთე, ნიკო. მესმის შენი. მაგრამ, ცოდოა. სხვა გზაც შეიძლებოდა, გამოგენახა ან გამოგენახათ.
-არა, ალექს. არ მინდა. არ მინდა, რომ ჩემს დანახვაზე თავს ხრიდეს. რაღაცის სრცხვენია. მირჩევნია, მე ვუხადო ბოდიშები. მისი აცრემლებული თვალების დანახვა გულს მიკლავს, ალექს. გეფიცები. მირჩევნია, გამიბრაზდეს, გამარტყას, მეჩხუბოს... ვიდრე ასეთი თვალებით მიყუროს.
თან არც მიყურებს! თვალებში ვერაფრით ჩავხედე, ალექს...
ალექსანდრე სკამზე გასწორდა.
-მისმინე, მეგობარო. ადი ახლა, ანამარიას მე მივხედავ. დაილაპარაკეთ. თუ უყვარხარ, თუ გიყვარს, აღარ დარჩა დასაშორებელი მიზეზი თქვენივე თავების გარდა. გაერკვიეთ, თორემ ამ გაურკვევლობაში ჩაგაკვდება ეს გოგო ხელში ან ვიღაც სხვა დაიკავებს შენ ადგილს. შენს გარდა არავინ არ ჰყავს და მიხედე, რა.
ალექსანდრე ნელა დაიძრა ოთახისკენ და ნიკოს ანიშნა ყველაფერი კარგადააო. ჩაძინებული ანამარია ხელში აყვანილი გამოიყვანა იქედან და თავით ანიშნა, შედიო.
ნიკო ნელა წამოდგა სკამიდან. ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით გაემართა კიბისკენ. ყოველი კიბის ავლისას თავდაჯერებულობა აკლდებოდა და კართან გაჩერდა.

გაახსენდა, როგორ წარმოიქმნა მათ შორის ერთგვარი ბარიკადი საავადმყოფოშიც და როგორ ეშინოდა შიგნით შესვლა.

ნელა გააღო კარი და შიგნით შევიდა.
მძინარე ანასტასიას თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
"რაღაც აწუხებს."
სწრაფად გაემართა მისკენ და მისი ხელი თავისაში ნაზად მოიქცია. ოდნავ დაიხარა და თბილი კოცნები დაუტოვა ხელის მთელ ზედაპირზე.
-არ იტირო... არა... მე აქ ვარ.
ანასტასია ჩუმად სლუკუნებდა ძილში.
ამაზე უარესი მხოლოდ სიკვდილი არსებობდა ნიკუშასთვის. იქნებ, ეს მისთვის სიკვდილზე უარესიც კი იყო...
-ნუ ტირი, გემუდარები... გთხოვ.
ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი მოუსვა და თმაზე მიეფერა. გათვლილი ჰქონდა თითქოს ყველა მოძრაობა, ყველა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა.
ანასტასია თითქოს დამშვიდდა. სლუკუნი შეწყვიტა.
ნიკუშა აუჩქარებლად აშორებდა თვალებიდან დადენილ ცრემლებს.
დიდხანს ეფერა ძილში. ძალიან დიდხანს. მანამდე, სანამ გათენება არ დაიწყო ღამემ.
მერე ჩაეძინა.
ანასტასიას, ცხადია მასზე ადრე გაეღვიძა.
მის საწოლთან მოკუნტული ნიკუშას დანახვაზე გული მოეკუმშა. დიდხანს უყურა მის გამოუძინებელ სახეს.
როგორ უყვარდა.
სიგიჟემდე.
ალბათ გოგონას დაჟინებული მზერა იგრძნო და თვალები ნიკუშამაც გაახილა.
ვერაფერს ეუბნებოდა.
ისხდნენ და ერთმანეთს მისჩერებოდნენ.
ვერცერთი ბედავდა სიტყვის თქმას.
ბოლოს ანასტასიას სიცხემ შეახსენა თავი და თავბრუს ხვევამ აიძულა მოცელილივით დავარდნილიყო ბალიშზე. ოდნავ დაიწკმუტუნა.
ნიკუშა შეშფოთდა:
-ტასო, რამე ხომ არ...
-არაფერი არ მინდა.
ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოიხრიალა ანასტასიამ და გვერდი იცვალა.

***
ბუბამ დღიურის კითხვა დაასრულა.
უფრო სწორად, ორი გვერდიღა რჩებოდა.
და წააწყდა იმას, რამაც გაოცების ყვირილი გამოიწვია.

გეგეს ანდერძი.
მარგიანი თითქმის ყველაფერს ბუბას უტოვებდა. აქციებით დაწყებული, სახლებით დამთავრებული.
კონვერტში ჩადებულ ანდერძს მისი ხელმოწერაც ახლდა თან.
ბუბა გეგეს ქონების 80%-ის მფლობელი ხდებოდა.
დანარჩენი 20%...
ანასტასიასი იყო.
ყველა უფლებითა და ვალდებულებით.

წერილის ბოლოს გაკრული ხელით მიეწერა ფანქრით:
"ყველა იმ საშინელებისთვის, რაც ჩემ გამო მოხდა."

ფაქტია, გეგემ იცოდა.
იცოდა, როდის მოკვდებოდა.

ანასტასია კი...
ორი სიტყვით,
მილიონერი ხდებოდა.
***
მძიმე ნაბიჯებით მიემართებოდა ბუბა კარიაული ანამარიას სახლისკენ.
დააკაკუნა და კარის გაღებას არ დაელოდა, კონვერტი ზღურბლთან დააგდო.

წასვლა ვერ მოასწრო. ანამარიამ კარი გააღო.
-ბუბა?
ბუბამ ნელა ახედა კარში გახევებულ ანამარიას და თავი დაუკრა.
-რაღაცის დატოვებას ვაპირებდი, მაგრამ ვატყობ, ანასტასიასთვის ამის გადაცემა პირადად მომიწევს.
ანამარიას წარბი არ შეხრია.
-ანასტასია არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ შენი ნახვა შეძლოს.
-ისევ ცუდადაა? ანა, ჩემზე ცუდად ვერ იქნება. გთხოვ, მასთან დალაპარაკების საშუალება მომეცი.
ანამარია ნელა გაიწია კარიდან, თან ეჭვის თვალით უყურებდა მოულოდნელ სტუმარს.
სასტუმრო ოთახში მჯდარი ნიკუშა და ალექსანდრე ფეხზე წამოვარდნენ.
-ბუბა...
ჩუმად ჩაილაპარაკეს და ხელი ჩამოართვეს.

იყო ბუბაში რაღაც ისეთი, რაც გაიძულებდა მისთვის პატივი გეცა, თუნდაც არ გცოდნოდა ვინ იყო, თუნდაც მისი სახელიც არ გცოდნოდა. თითქოს სახეზე ეწერა ყველა ის გაჭირვება და ტანჯვა, რაც გეგესთან ერთად გამოიარა.

ბუბა მძიმედ დაეშვა სავარძელზე.
კონვერტი ნელა დადო მაგიდაზე და უკან გადაიწია.
ალექსანდრე ეჭვის თვალით უყურებდა ბუბასაც და კონვერტსაც.
ნიკუშამ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გახსნა კონვერტი და დოკუმენტი წაიკითხა.
-ეს... როდის...
ბუბამ თავი გააქნია.
-ფაქტი ფაქტია, ნიკოლოზ. ფაქტია, რომ მან იცოდა მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ. გეგე არ იყო ჯანმრთელად. ხშირად კრუნჩხვებში ვარდებოდა, გულის უკმარისობა ჰქონდა. წამლებს სვამდა, მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა. ამ ამბებმა გადაიყოლეს. ექიმები რაღაც უაზრო ტერმინებით გველაპარაკებოდნენ. ნახევარი მათი ნალაპარაკევიდან არ მესმოდა. გეგე ყველაფერს მშვიდად ხვდებოდა. იცოდა, რაც სჭირდა და ყველა შედეგისთვის მზად იყო.
პირველად შეტევა იმ წყეულ დღეს დაემართა. სკოლის წინ რომ მოვიდა.
ჩემი შეცდომა იყო, უნდა გამოვყოლოდი, საღ აზრზე უნდა მომეყვანა.
სახლში რომ მოვიდა, ცხვირიდან სისხლი სდიოდა. მეგონა, ვინმე თავს დაესხა, მაგრამ დაუდევრად მომიშორა და ოთახში შევარდა. დღიურს წერდა, ნიკოლოზ. ყველა განცდა აქვს აღწერილი. ყველა ის ქმედება, რასაც სჩადიოდა და რისი გაკეთებაც სურდა.
იმ ღამით, როცა ჯაფარიძეების სიკვდილის შემდეგ ანასტასიას ბინასთან გაათენა, საავადმყოფოში დავაწვინეთ. მზად ვიყავი, ანასტასია მომეტაცებინა და მასთან მიმეყვანა. თვითონ გამაჩერა, ნიკოლოზ. ხომ იცი, რომ გამომივიდოდა. საბოლოოდ ჩამოგაშორებდი მისი ცხოვრებიდან, გეგეს ჩემთვის უფლება რომ მოეცა. არასდროს შემშლია ხელი. მაგრამ ღრიალი დაიწყო, მე გავაუბედურე, ამას საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებო. ვერც აპატია ბოლო წამამდე.
აქ... 20%-ია მისი ქონების. ეს... დიდი თანხაა. შეუძლია ნებისმიერ რამეში გამოიყენოს. გეგეს სურდა, ბედნიერი ყოფილიყო. ღვთის წყალობით, ალბათ იქნება კიდეც.
ოთახში სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ვერავინ ვერაფერს ამბობდა. ანასტასიას ნაცვლად ვერავინ ილაპარაკებდა. ალექსანდრე დაეჭვებული შეჰყურებდა ნიკოს. კარში გახევებული ანამარია პირდაღებული მიჩერებოდა დანარჩენ სამს.
-გეგეს ფული არაფერში მჭირდება.
მკაცრი ხმა გაისმა კიბის თავიდან და სასტუმრო ოთახში მყოფნი გაოგნებულები მიაჩერდნენ ანასტასიას. სახე ასწითლებოდა. ოდნავადაც კი არ აწყლიანებია თვალები.
-შეურაცხყოფას ნუ მომაყენებ, ბუბა. მოკიდე ამ ფულს ხელი და ქველმოქმედებას შეწირე, გადაყარე, რაც გინდა ის უქენი. გეგესი არაფერი მჭირდება. არ მინდა, რამემ მისი თავი გამახსენოს. გთხოვ.
ბუბა გაშტერებული შეჰყურებდა მთასავით მყარად მდგარ ანასტასიას.
-ანასტასია, ეს მე... ჩემს ძალებს აღემატება. მას სურდა, რომ ეს ნაწილი შენი ყოფილიყო. სრული უფლება გაქვს ამ ქონებაზე და რაც გინდა ის უქენი. მე აქ უძლური ვარ. მხოლოდ იმის სათქმელად მოვედი, რაც ვთქვი. გამოჯანმრთელებას გისურვებ. ნახვამდის.
ბიჭებს მისთვის ხელი აღარ ჩამოურთმევიათ. მის გასაცილებლად გაყოლილ ანამარიას მოუტრიალდა და ჩუმად უთხრა:
-ბოლო წამამდე მადლიერი იყო იმის, რაც გააკეთე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იმსახურებდა.
ოდნავ გაუღიმა და ხელზე ხელით ნაზად შეეხო:
-ნახვამდის, ანა.
გაშტერებული ანამარია კარს მიღმა დარჩა.

***
ანასტასია ნელი ნაბიჯებით ჩამოვიდა კიბეზე და გაიღიმა.
მაგიდაზე დადებულ კონვერტს დასწვდა და მარტივი მოძრაობით გადახია შუაზე.
-დედას არ მოეწონებოდა, ეს რომ ამეღო.
ნიკუშას გვერდით მიუჯდა და ლოყაზე ნაზად აკოცა.
გაოცებულ ნიკუშას რაღაც ბგერები აღმოხდა. მასზე მოხვეულ ანასტასიას მთელი ძალით ჩაეხუტა და პირველად გაეცინა მთელი ამ დროის მანძილზე.
ანასტასიაც იცინოდა.
ნიკუშა მთელ სახეს უკოცნიდა და თან იცინოდა, თან აბეზარი ცრემლები უსველებდნენ სახეს.
ბოლოს მოახერხა რამდენიმე სიტყვის ამოთქმა:
-ტასო... სიცხე გაქვს. სად გამოვარდი, დაწექი...
ანასტასია აკაშკაშებული თვალებით მისჩერებოდა ნიკუშას. ისე, როგორც ადრე.
გაეღიმა ნიკუშას.
ღრმად ამოისუნთქა და ისევ გულზე მიიხუტა ანასტასია.
როგორც კი ოდნავ მოდუნდა გოგონა, მიხვდა რომ ჩაეძინა.
ნელა აიყვანა ხელში და მისი ფეხები წელზე შემოიხვია.
ოთახში შეიყვანა, ნაზად დააწვინა და საბანი გაუსწორა.
-ჩემი ფერია... ჩემი ციმციმა... პატარა ანგელოზი.

***
-მოდი ჩემთან.
ანამარიამ თვალები გადაატრიალა და ალექსანდრესთან მისვლის ნაცვლად, სამზარეულოში გავიდა.
ნაბიჯების ხმაც გაიგონა და ორ წამში წელზე ხელების მოხვევაც იგრძნო.
-შენზე ჯიუტი არსებობს ვინმე?
ანამარიას გაეცინა.
ალექსანდრესაც და თავისი ცხელი სუნთქვა მოაფრქვია გოგონას კისერზე.
ანამარია უხერხულად შეიშმუშნა.
-რაო... ასე არავის უქნია შენთან? მითხარი, ანამარია. ფრანგებს ასე შეუძლიათ?
ალექსანდრემ აბეზარი ტუჩები ლავიწებთან შეახო და ჩაეხუტა.
ანამარიას გაეცინა.
-ფრანგებს? ოჰ, ფრანგებს ყველაფერი შეუძლიათ.
ალექსანდრეს ჩაეცინა.
-დარწმუნებული ხარ?
ვამპირივით დაასო კბილები გოგონას ყელს და ანამარიამ ტკივილისგან წამოიკივლა.
ალექსანდრე ოდნავ მოშორდა აკანკალებულ სხეულს და ანამარიას აცრემლებული თვალების დანახვაზე გაეღიმა.
ანამარია სულ მთლად ახურდა სახეზე და ხელები მომუშტა.
ალექსანდრემ ნაზად მოხვია ხელი მხრებზე და ჩაეხუტა. ანამარიამ წვრილი, მაგრამ ნავარჯიშევი მკლავები მოხვია ბიჭს და გაიტრუნა.
ალექსანდრე რიტმულად უსმევდა ზურგზე ხელს და მეორე ხელით ლოყაზე ეფერებოდა.
-ანა, არ გინდა, სადმე წავიდეთ?
-მე... აქ არაფერი არ ვიცი. აქ დიდხანს დარჩენასაც არ ვაპირებ...
ალექსანდრე გახევდა.
-რა... რა თქვი?
-მე... საფრანგეთში ვცხოვრობ, ალექსანდრე. ეს ჩემი სახლი არ არის, აქ ჩემი არაფერია.
-რას ამბობ...
-მე უკვე იქ ვმუშაობ. პარიზში ყველაზე წარმატებული კომპანიის მთავარი მენეჯერი ვარ! მე აქ ვერ ვიცხოვრებ... ალბათ მალევე წავალ.
ალექსანდრე ზიზღით სავსე მზერით მოშორდა გოგონას.
-როგორ შეგიძლია... ასე მშვიდად ლაპარაკობდე შენს სამუდამოდ წასვლაზე, როცა იცი... როცა იცი...
უაზროდ ბლუკუნებდა და გოგონას პასუხს ელოდა.
-ალექსანდრე... მე ამისთვის ბევრი ვიწვალე.
-რისთვის?!
ანამარიას უცებ გაუნათდა სახე.
-ჩემთან ერთად წამოდი! წავიდეთ და ერთად ვიცხოვროთ!
ალექსანდრეს ირონიულად გაეცინა.
-ჰო?! კიდევ რა გინდა? შენს თანაშემწედაც ხომ არ დამაწყებინებდი მუშაობას?
ანამარია ისევ დაღონდა.
-არ ვიცი, რა გინდა რომ ვქნა.
ალექსანდრე ცეცხლს აფრქვევდა.
-იცხოვრე თბილისში, ქართველი არ ხარ?!
ანამარიამ თავი ჩახარა.
-ეს იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე შენ გგონია. მე ამ თანამდებობისთვის 1 წელი ვიბრძოდი. არავის ახსოვს, 20 წლის გოგო ამხელა კომპანიაში დასაქმებულიყოს. თან მოქალაქეობა დამიმტკიცეს. მე აქ ტურისტი ვარ, ალექსანდრე. აქ დარჩენის უფლება აღარ მაქვს. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე. მეტს ვერაფერს ვიზამ.
ალექსანდრემ უმწეოდ ჩაილაპარაკა:
-მე რომ მიყვარხარ? არ წახვიდე, რა.
ანამარიამ თავი სიმწრით გააქნია.
-წამოდი... ჩემთან ერთად. ერთად წავიდეთ.
ალექსანდრეს ძლივს გაეღიმა.
-მე ქართველი ვარ, ანამარია. არსად წავალ.
ანამარიამ თვალები დააკვესა:
-მაშინ მომავალ წელს გნახავ, ორი კვირით რომ ჩამოვალ!
ან შეიძლება არც ჩამოვიდე. ან არც გნახო. stupide(დებილი).
რამდენიმე ტკბილი სიტყვა ჩაიბურტყუნა ფრანგულად ალექსანდრეს მისამართით და სასტუმრო ოთახში გავიდა.

***
აეროპორტის შესასვლელთან იდგნენ.
ანამარია ანასტასიას და ნიკუშას გადაეხვია.
-წავედი და აბა თქვენ იცით, არ დახოცოთ ერთმანეთი ისევ.
ნიკუშამ ოდნავ მოხვია ანასტასიას ხელი წელზე.
ხმამაღლა იკითხა:
-ტასო, რაზე ლაპარაკობს ეს გოგო?
ანასტასიამ ეშმაკურად გაუცინა.
-არ ვიცი... რამე გაიგონე საერთოდ?
ანამარიამ თავი გააქნია.
-mon dieur(ღმერთო ჩემო)... თქვენი საშველი არ იქნება.

თვალებით ეძებდა ალექსანდრეს. მაგრამ არ ჩანდა.
იმედგაცრუებულმა აქეთ-იქით ყურება შეწყვიტა და თვალზე მომდგარი ცრემლი ხელის მოძრაობით მოიშორა.
ანასტასიამ გაუღიმა:
-მოვა.
ანამარიას გაეცინა.
-რაც უნდა ის ქნას, მე რაში მაინტერესებს.
მხრები აიჩეჩა.
არადა, საკუთარ თავსაც ძლივს გამოუტყდა ამაში, ბევრად ერჩივნა ანასტასიასა და ნიკუშას ნაცვლად ალექსანდრეს გაეცილებინა.
და აი...
ისიც გამოჩნდა.
ანამარიამ პირი დააღო:
-ეს... რა არის...
ანასტასიამ მოულოდნელობისგან წამოიკივლა.
ნიკუშას გაეცინა:
-მეჩვენება თუ მართლა ჩემოდანი მოაქვს?!

***

-წერილია თქვენს სახელზე, mademoiselle(ქალბატონო).
-რამდენჯერ გითხარი სოფი, მადმუაზელს ნუ მეძახითქო. მადამ ვარ მე უკვე.
-თითქმის! ჯერ არაფერიც არ ხარ!
სიცილით მიუგო გოგონამ.
წერილი გაღიმებულმა გახსნა.
ადრესანტს რომ დააკვირდა, გიჟივით გასწორდა სკამზე.
-როგორ...
წერილი სამჯერ მაინც წაიკითხა. სიტყვები ადგილს არ იცვლიდნენ.
"ძვირფასო ანამარია,

იქნებ გვიანია ამის გამოგზავნა. მაგრამ შემთხვევით წავაწყდი იმ დოკუმენტებში, რომლებიც გეგეს იმ იდიოტებმა თეზის სახლიდან წამოუღეს.

100-ივე პროცენტი შენია, ანამარია.

ბუბა."

თეზიმაც იცოდა, როდის მოვიდოდა დასასრული.

***
-ტასი, რას შვრები ამდენ ხანს!
-ვიცმევ, მოიცა!
ანასტასია გიჟივით გამოვარდა ოთახიდან.
ნიკუშას გაეღიმა.
-რა ლამაზი ხარ... დაგტოვებ უნივერსიტეტში და გავიქცევი, რაღაც საქმე მაქ.
ანასტასიამ თავი დაუქნია.

***
ანასტასია უნივერსიტეტში შედიოდა, ნიკუშას დედა, ნანა რომ დაინახა.
ნანამ ანიშნა, მისულიყო.
დაბნეული ანასტასია მართლაც მიუახლოვდა ქალს.
ნანა ნელა გადაეხვია სარძლოს და ლოყაზე მოეფერა.
-როგორ ხარ, ჩემო ლამაზო...
ანასტასიამ გულწრფელად გაუღიმა.
-კარგად, მადლობა. თქვენ როგორ ხართ?
-როგორ ვიქნები, ტასო დედი.
ანასტასიამ თავი დაუქნია.
ნანამ ჩუმად დაიწყო ლაპარაკი:
-ტასო, ნიკოს ჩემთან ლაპარაკი არ უნდა. ბოლო ერთი თვეა გამუდმებით ვურეკავ და არ მპასუხობს. იქნებ დაელაპარაკო. დაელაპარაკოს მამამისს, მე დამელაპარაკოს. დაგვანახოს, რომ არსებობს, ცოცხლობს. ხომ გესმის, არა?
ანასტასია გაკვირვებული იდგა და ვერაფერს ამბობდა.
მხოლოდ თავი დაუქნია.
-ზაალს შენთანაც უნდა ლაპარაკი, ანასტასია.
ანასტასიას გაეღიმა.
-მაგრამ მე არ მინდა მასთან ლაპარაკი, ქალბატონო ნანა. იმედია, გამიგებთ.
ნანამ დარცხვენილმა დახარა თავი.
ანასტასიამ ჩუმად ჩაილაპარაკა:
-მაპატიეთ, ამდენი დრო არ მაქვს. ლექცია მეწყება. გამიხარდა თქვენი ნახვა. ნიკუშას აუცილებლად დაველაპარაკები.
ნათელი ღიმილით შეაბიჯა უნივერსიტეტში. ახალ გარემოში, რომელიც ახალ თავგადასავლებსა და განსაცდელს უმზადებდა...
მაგრამ იღიმოდა.
ასეც უნდა ექნა.
ღიმილით უნდა დახვედროდა ყველა დაბრკოლებას და ღიმილითვე გადაელახა ყოველი მათგანი.
იღიმოდა და არემარეს სინათლეს ჰფენდა.
მისი თვალები ისე კაშკაშებდნენ, როგორც არასდროს.
ჰყავდა ნიკუშა, მეგობრები და უამრავი ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავდა.

***
ძალიან დაღლილი მივიდა სახლში.
ნიკუშა უკვე მისულიყო და მას ელოდა.
-ტასი...
-ნიკუშ, როგორ მეძინებაა...
დაქანცული ჩაესვენა სავარძელში და ნიკუშას გვერდით მიუწვა.
ბიჭმაც არ დააყოვნა, ღიმილით მოხვია ორივე ხელი და მთელი სხეულით მიიხუტა თავის თბილ გულზე.
-ნიკუშ, როგორი თბილი ხარ... როგორი კარგი...
ნიკუშას გაეღიმა.
-მიყვარხარ. მინდა, სულ ასე ვიყოთ.
ანასტასიამ მხნედ გაუღიმა.
-ასეც იქნება.

და ასეც იყო.


მომინდა, თავიდან დამედო.
მიუხედავად იმისა, რომ 98-ზე საშინელი დასასრული აქვს.
მაინც მომინდა.



№1 სტუმარი Wero

აურამდენი ვიტირეეეეე(( მეგონა გეგე გადარჩებოდა,მაგრამ არააა((( მინდოდა კიდევაც ანასტასია მასთან დარჩენილიყო ((

 


№2  offline წევრი Kalina

Wero
აურამდენი ვიტირეეეეე(( მეგონა გეგე გადარჩებოდა,მაგრამ არააა((( მინდოდა კიდევაც ანასტასია მასთან დარჩენილიყო ((

მერე, შენი აზრით სწორი იქნებოდა? შენი აზრით, იმის მერე რაც თვითონვე მოუყვა ანასტასიას, თავს უფლებას მისცემდა, რომ ანასტასიასთვის თავისთან ყოფნა ეთხოვა?
არამგონია.
ძალიან მიხარია, რომ წაიკითხე!
ძალიან დიდი მადლობა ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3 სტუმარი სტუმარი თამარი

არ მიტირია.... მინდოდა ალბათ მაგრამ ვერ ვიტირე. და მგონი ახლა ვიტურებ თვალებზრ მადგია ცრემლი :დდდ გული დამეყფა "ნიკო"-ზე... ტასომ რომ დაუძახა... იმ მომენტზე რაღაც დოზით რიმ დაინგრდა ნიკუშა და ანასტასია. და ნიკუშას სიტყვებზე აღარ ვართი. ჰული დამწყდა გეგეზე.... რომ ასე დაიღუპა. მაგრამ მაინც მჯეროდა რომ ტასო უყვარდა. ძალიან უყვარდა. ალექსანდრე რომ წავიდოდა ზუსტად ვიცოდი :დ რიმ გაყვებოდა ანამარუას. პირველად შეუყვარდა და ასე უბრალოდ არ დათმობდა ამ ჯიუტ გოგოს. ზუსტად ვიცოდი... და ვგიჟდები ანასტასიაზე და ნიკუშაზე.. მათ ურთიერთობაზე. ციცქნა და ძლიერ ანასტასიაზე რომელსაც ნიკუშა აძლიერებს. ვერ გამოვტოვებ ტყუპებს და ვერ დავტოვებ ისე რომ არ ვახსენო. სწორად მოუქცნენ...მთავარია სიმართლრ გაირკვა და საღი აზროვნების უნარი ყველას შერჩა. ისე გამოდის რომ ანამარიას ჩამოსვლამ გადაწყვიტა ყველაფერი. და რამხელა როლი აქვს ამ გოგოს მათ ცხოვრებაში. და ბოლოს... ბუბა... დავისაკუთრებ და ჩემი ბუბა... მეც კი ვცემ უკვე პატივს ამ პერსონაჟს... ერთადერთი საუკეთესო მეგობარი დაეღუპა, ვისთანაც მთელი ცხოვრება გაატარა.. ბავშვობიდან ამ დღემდე. და მართლაც მასზე ცუდად ვერავინ იქნრბოდა. მხოლოდ მან იცოდა გეგე-ზე და მხოლოდ ის იცნობდა რეალურად როგორი იყო გეგე... მაფლობა რომ ამის წაკითხვის საშუალება მომეცი სრულად. მახსოვს რომ რაღაც ნაწყვეტი მქონდა წაკითხული ამისი... წარმატებები შენ მარიკუნა❤

 


№4  offline წევრი Kalina

სტუმარი თამარი
არ მიტირია.... მინდოდა ალბათ მაგრამ ვერ ვიტირე. და მგონი ახლა ვიტურებ თვალებზრ მადგია ცრემლი :დდდ გული დამეყფა "ნიკო"-ზე... ტასომ რომ დაუძახა... იმ მომენტზე რაღაც დოზით რიმ დაინგრდა ნიკუშა და ანასტასია. და ნიკუშას სიტყვებზე აღარ ვართი. ჰული დამწყდა გეგეზე.... რომ ასე დაიღუპა. მაგრამ მაინც მჯეროდა რომ ტასო უყვარდა. ძალიან უყვარდა. ალექსანდრე რომ წავიდოდა ზუსტად ვიცოდი :დ რიმ გაყვებოდა ანამარუას. პირველად შეუყვარდა და ასე უბრალოდ არ დათმობდა ამ ჯიუტ გოგოს. ზუსტად ვიცოდი... და ვგიჟდები ანასტასიაზე და ნიკუშაზე.. მათ ურთიერთობაზე. ციცქნა და ძლიერ ანასტასიაზე რომელსაც ნიკუშა აძლიერებს. ვერ გამოვტოვებ ტყუპებს და ვერ დავტოვებ ისე რომ არ ვახსენო. სწორად მოუქცნენ...მთავარია სიმართლრ გაირკვა და საღი აზროვნების უნარი ყველას შერჩა. ისე გამოდის რომ ანამარიას ჩამოსვლამ გადაწყვიტა ყველაფერი. და რამხელა როლი აქვს ამ გოგოს მათ ცხოვრებაში. და ბოლოს... ბუბა... დავისაკუთრებ და ჩემი ბუბა... მეც კი ვცემ უკვე პატივს ამ პერსონაჟს... ერთადერთი საუკეთესო მეგობარი დაეღუპა, ვისთანაც მთელი ცხოვრება გაატარა.. ბავშვობიდან ამ დღემდე. და მართლაც მასზე ცუდად ვერავინ იქნრბოდა. მხოლოდ მან იცოდა გეგე-ზე და მხოლოდ ის იცნობდა რეალურად როგორი იყო გეგე... მაფლობა რომ ამის წაკითხვის საშუალება მომეცი სრულად. მახსოვს რომ რაღაც ნაწყვეტი მქონდა წაკითხული ამისი... წარმატებები შენ მარიკუნა❤

დიდი, უღრმესი მადლობა თამარ!
ძალიან მიხარია რომ წაიკითხე და ამხელა კომენტარის ღირსად ჩათვალე, მართლა მიხარია!
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5 სტუმარი სტუმარი თამარი

მარიკუნაა♥️
სტუმარი თამარი
არ მიტირია.... მინდოდა ალბათ მაგრამ ვერ ვიტირე. და მგონი ახლა ვიტურებ თვალებზრ მადგია ცრემლი :დდდ გული დამეყფა "ნიკო"-ზე... ტასომ რომ დაუძახა... იმ მომენტზე რაღაც დოზით რიმ დაინგრდა ნიკუშა და ანასტასია. და ნიკუშას სიტყვებზე აღარ ვართი. ჰული დამწყდა გეგეზე.... რომ ასე დაიღუპა. მაგრამ მაინც მჯეროდა რომ ტასო უყვარდა. ძალიან უყვარდა. ალექსანდრე რომ წავიდოდა ზუსტად ვიცოდი :დ რიმ გაყვებოდა ანამარუას. პირველად შეუყვარდა და ასე უბრალოდ არ დათმობდა ამ ჯიუტ გოგოს. ზუსტად ვიცოდი... და ვგიჟდები ანასტასიაზე და ნიკუშაზე.. მათ ურთიერთობაზე. ციცქნა და ძლიერ ანასტასიაზე რომელსაც ნიკუშა აძლიერებს. ვერ გამოვტოვებ ტყუპებს და ვერ დავტოვებ ისე რომ არ ვახსენო. სწორად მოუქცნენ...მთავარია სიმართლრ გაირკვა და საღი აზროვნების უნარი ყველას შერჩა. ისე გამოდის რომ ანამარიას ჩამოსვლამ გადაწყვიტა ყველაფერი. და რამხელა როლი აქვს ამ გოგოს მათ ცხოვრებაში. და ბოლოს... ბუბა... დავისაკუთრებ და ჩემი ბუბა... მეც კი ვცემ უკვე პატივს ამ პერსონაჟს... ერთადერთი საუკეთესო მეგობარი დაეღუპა, ვისთანაც მთელი ცხოვრება გაატარა.. ბავშვობიდან ამ დღემდე. და მართლაც მასზე ცუდად ვერავინ იქნრბოდა. მხოლოდ მან იცოდა გეგე-ზე და მხოლოდ ის იცნობდა რეალურად როგორი იყო გეგე... მაფლობა რომ ამის წაკითხვის საშუალება მომეცი სრულად. მახსოვს რომ რაღაც ნაწყვეტი მქონდა წაკითხული ამისი... წარმატებები შენ მარიკუნა❤

დიდი, უღრმესი მადლობა თამარ!
ძალიან მიხარია რომ წაიკითხე და ამხელა კომენტარის ღირსად ჩათვალე, მართლა მიხარია!
♥️

რას ამბობ❤❤

 


№6  offline წევრი Mtirala

სასწაული იყო,
ყველა ძალიან მომეწონა.
ნიკო, ანასტასია, ანამარია, ალექსანდერე, ბუბა, ტყუპები, გეგეც კი.
მშობლების გამო შვილები არ უნდა ისჯებოდნენ!
უსამართლობაა!
ძალიან ნიჭიერი ხარ,
გაოცებული ვარ მართლა!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№7  offline წევრი Kalina

Mtirala
სასწაული იყო,
ყველა ძალიან მომეწონა.
ნიკო, ანასტასია, ანამარია, ალექსანდერე, ბუბა, ტყუპები, გეგეც კი.
მშობლების გამო შვილები არ უნდა ისჯებოდნენ!
უსამართლობაა!
ძალიან ნიჭიერი ხარ,
გაოცებული ვარ მართლა!

უღრმესი მადლობა, მართლა! ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent