გემრიელი ტაკო-2
თავი 2 -ახლა ხელს გაგიშვებ და ყვირილი არ დაიწყო. ხმას ვერ ვიღებდი, ამიტომ პასუხის ნიშნად თავი რამდენჯერმე დავუქნიე. -კარგი, ერთი.. ორი.. აააააა მომაშორა ხელი თუ არა პირდაპირ დავიყვირე, მაგრამ ეტყობა მოელოდა ამას და ხელიც კვლავ, უცებ დააბრუნა თავის ადგილას. -კარგი, ანუ შენი ნდობა არ შეიძლება... მაგრამ მაინც დაგისვამ კითხვებს შენ კი წყნარად მიპასუხებ. საიდან იცნობ იმ მოხუცს და ვინ არის ის შენთვის? მე იმდენად გამიკვირდა, რომ მისი სერიოზული სახის დანახვისას სიცილი ამიტყდა. ახმახმა ხელი მომაშორა და ჩემ დაწყნარებას და პასუხს დაელოდა. -არ ვიცნობ და ჩემთვის არავინ არის. -ნუ იტყუები ძალიან გთხოვ, სანამ სიმართლეს არ მეტყვი არ გაგიშვებ აქედან. -არ ვიცნობ მეთქი! -აბა მასთან ერთად რატომ ზიხარ? -შენ ნორმალური ხარ? ამ მატარებელში ნახევარზე მეტი მგზავრი უცნობთან ერთად ზის. -კი მაგრამ ეს სხვა ამბავია. ის უცნობთან არ დაჯდებოდა. -ვაიმე არც მე მინდოდა ვიღაც პირ ცმაცუნა პროთეზიან მოხუცთან ერთად დაჯდომა მაგრამ რა გაეწყობა, მომიწია! თანაც მე ჩემ დაქალთან ვაპირებდი მთელი ექვსი საათის გატარებას. -მერე რამ შეგიშალა ხელი? -რამ და ჩემი დაქალის იღბალმა. უკვე დამსხდრები ვიყავით როცა გამცილებელი მომადგა და ადგილიდან წამომაგდო. თურმე მას შეშლია და ტყუილად დამსვა სხვა ვაგონში. ახლა ანანოს მომავალი საქმრო უმშვენებს გვერდს.. -რას ბოდავ? -კითხვაზე გცემ პასუხს. -შეშლილი ხარ! -მადლობა. გამიშვი ახლა. -მოიცა, რა თქვი როგორი მოხუციაო? -პირ ცმაცუნა პროთეზიანი. -შენ საიდან იცი? -წამლის დალევა უნდოდა და თავისი უცნაური ფორმის პროთეზი დამაჭერინა. -რაა?! ხელში გეჭირა? -ხოო, ვიცი გულის ამრევია, მაგრამ მაშინ ვერ განვსაზღვრე რა იყო.. -არა ეგ არ მიგულისხმია, როგორი იყო? -რა ვიცი.. ისეთი როგორიც პროთეზია. -მართლა?-დებილის გამომეტყველება მიიღო. რამე უცნაური არ ჰქონდა? -ისე, მეტალის იყო, მძიმე და ყბას თითქმის არ ჰგავდა. -ფუ შენი.. -რა მოხდა? ვერ ხარ? -წამოდი! -სად წამოვიდე შე არანორმალურო. გამიშვი ახლავე! -წამოდი მეთქი! მითხრა და ხელზე ხელი დამავლო. მე მისთვის გაყოლა ნამდვილად არ მინდოდა, ამიტომ, როგორმე თავი უნდა დამეღწია მისგან. მუხლი მოვამზადე და ფეხებს შორის ამოვარტყი. კაბინის ზომიდან გამომდინარე კიდე კარგად მოვიფიქრე. სანამ მოსულიერდა გამოვვარდი იქედან და ანანოსთან მისვლა გადავწყვიტე. მაგრამ არ დამცალდა. კარი გამოგლიჯა და დამიჭირა. -ვერსად გამექცევი პატარა. თქვა თუ არა ისევ კაბინას შეუძახა ჩემი თავი. -აბა კიდევ ერთხელ მითხარი როგორ აღმოჩნდი იმ ს გვერდით? -ვის გვერდით?-უცებ გამიკვიდა. -იცი ვის გვერდითაც. -დავიჯერო შენ თავზე მესამე პირში ლაპარაკობ? -ახლა არ გამაცოფო. იმ მოხუცის გვერდით გოგო. -როგორ და გამცილებელს მოუვიდა შეცდომა. -და ახლა შენი მეგობრის გვერდით ახალგაზრდა ბიჭი ზის? -კი. -რაო როგორიაო? -არ ვიცი. არ მყავს ნანახი. -კარგი მომისმინე, ახლა მშვიდად გახვალ შენი მეგობრის გვერდით და ეტყვი, რომ სერიული მკვლელის პარტნიორი უმშვენებს გვერდს. -ეგ რატომ.. რაააა? -რა და -ეგ გავიგე. ანუ, გამოდის რომ ის მოხუცი სერიული მკვლელია და მე მისი პროთეზი მეჭირა? ფუუ გულის ამრევიაა! -მართალი ხარ, ნამდვილად გულის ამრევია, მაგრამ ეგ პროთეზი არ იყო, ჩიპი იყო, რომელზეც საიდუმლო მასალები ინახება და რომელიც არ უნდა გავიდეს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეთ. ახლა კი, ყველა რომ გადაარჩინო წყნარად გახვალ და შენ დაქალს აუხსნი ყველაფერს. -მე.. მე წავალ. დაბნეული გამოვედი კაბინიდან და ანანოს ადგილისკენ წავედი. უცებ მივუახლოვდი და ჩავჩურჩულე რომ სერიული მკვლელის პარტნიორის გვერდით იჯდა და ჩუმად ამდგარიყო, მაგრამ სანამ ჩავამთავრე წინადადება მანამდე აწიოკდა ანანო. უცნობი მამაკაცი გამოფხიზლდა, ანანოს ხელი დაავლო, განზე დადგა და ჯიბის დანა ამოაძვრინა რომელიც ანანოს საძილე არტერიას მიაბჯინა. -არავინ გაინძრეს! რომელიმე მძღოლთან მივიდეს, მატარებელი უნდა გაჩერდეს! მალევე მატარებელი გაჩერდა, მოულოდნელად ახმახი მომიახლოვდა და სავარძლების უკან დამმალა. უკვე ის მოხუციც მოსულიყო და ახალგაზრდასთან ერთად გაქცევის გეგმას ადგენდა. მე პანიკაში ვიყავი, ანანოს რამე რომ მოსვლოდა გავგიჟდებოდი! -დაწყნარდი, შენი სახელი მითხარი. -ანასტასია. -ანასტასია, შენი მეგობარი მალე კარგად იქნება, არაფერი მოუვა. -შენი შვილი მარტო დატოვე?-გაიკვირვა, მაგრამ კითხვა უპასუხოდ დამიტოვა და გააგრძელა. -უკანა ვაგონებს ხალხისგან ათავისუფლებენ, სამართალდამცავები არიან მოსულები, ამიტომ ყველაფერი კარგად დასრულდება. მითხრა და წავიდა. ანანოზე საშინლად ვნერვიულობდი, მაგრამ ვცდილობდი იმ მოხუცს არ დავენახე. ხალხი მძევლებად ჰყავდათ აყვანილი.. ანანოს უკვე კისერი გასერილი ჰქონდა, საიდანაც ეულად სისხლი ჟონავდა. ამაზე საერთოდ შევიშალე! წამოვდექი და იმ კაცს მივვარდი. -უკაცრავად ჩემი მეგობარი გაუშვით და მე დამიჭირეთ, უკვე ძალიან ცუდადაა...-გიჟის ნაბოდიალევს გავდა ჩემი ნათქვამი. მამაკაცმა გაკვირვებით შემომხედა, წამით ყურადღება შეამცირა.. უცებ უკნიდან რაღაც თავში მძიმედ ჩაარტყეს. პოლიციელები შემოვარდნენ ვაგონში და დამნაშავეები დააკავეს. ანანოს აღარაფერი ემუქრებოდა, ამოვისუნთქე. შოკიდან გამომდინარე ანანომ თავი ვეღარ შეიკავა და გული წაუვიდა. უკნიდან იმ ბიჭმა დაიჭირა, ვინც დამნაშავეს თავში რაღაც დაარტყა. შემდეგ ვიღაცამ მეც გამიყვანა.. საავადმყოფოში წავედით. ანანოს არაფერი ჭირდა, მეც გამსინჯეს, ყველაფერი რიგზე იყო. ბათუმში ჩასვლა ვერ მოვასწარით ამიტომ ქუთაისში გავჩერდით რამდენიმე დღე. მალე განყოფილებაში უნდა წავსულიყავით ჩვენების მისაცემად. ორივეზე გამოცდილმა საშინლად იმოქმედა.. მისგან თავის დასაღწევად საზღვარგარეთ გადავწყვიტეთ წასვლა. ———— -აუ ბოლო ერთი კვირა რჩება და გარუჯვას ვერ ვასწრებ, ბედი არ მაქვს რააა.-ამოვიტირე მე. -კაი რა ტას, კიდე შენ ამბობ ბედი არ მაქვსო? იმ ამბის მერე ჩემხელა შრამი დამრჩა კისერში. ჯერ მარტო მაგის გამო ვიპოვი იმ მკვლელს და ისეთ რაღაცას დავმართებ მე გავხდები სერიული მკვლელი კვადრატში.-სიცილით მიპასუხა ანანომ. -ისე რა გინდა, ამ ორმა კვირამ გამოგიყვანა დეპრესიიდან. -რის დეპრესია გოგო, მარტო იმით გამოვედი, რომ ჩემი პრინცი ის წყალწაღებული არ აღმოჩნდა და ნამდვილი საქმრო სადღაც კუთხეში მელოდება თავისი რაშით. -კაი, მაშინ დასწრობანა ვითამაშოთ. -კაი სიხარულო. -ისე თუ ვერ გაირუჯე დავრჩეთ კიდე თუ გინდა. -არა, ლილინოს დაბადების დღე მოდის მალე და ბათუმში უნდა ვიყოთ უკვე წესით, მაგრამ არაუშავს. -სიცილით მივუგე ანანოს. ცოტა ხანი აუზთან ვიყავით, მერე კი ნომერში ავედით. -აუ გოგო, ისე ამდენი ხანია აქ ვართ და ღამე ერთი კარგად არ გაგვიგულიავია. -სიცილით ვეუბნები ანანოს. -აუ ტუს, ახლა ძაან მეძინება და კლუბში ვერ წამოვალ. -აუ კაი რაა, ისედაც მალე უნდა წავიდეთ. ძმურად რაა. -ძმურად არა და დურად წავიდეთ. ბოლოს ანანოც შევახუჭუჭე და კლუბში წასასვლელად დავიწყეთ მზადება. ანანომ ტანზე მომდგარი ღია ყვითელი კაბა, მე კი თეთრი ამავე სტილის ოდნავ გახსნილით შევიმოსე. -აუ ახლა ამ უცხოელების დაშტერებულ სახეებს რა გაუძლებს..-მომაბეზრებლად მეუბნება ანანო. -ასეთ გოგოებს რო დაგვინახავენ ხო? -არა კაცო, ხო იცი აქ სულ წამალზე არიან.. თან თბილისში უფრო უსაფრთხოა მგონი, წამალზე თითქმის არავინ არის. -ეგ იმიტომ რომ მაგდენს ვერ წვდებიან. მაქსიმუმ ერთი ‘პოლიტრა’ გაქაჩონ. -ვეუბნები ანანოს სიცილით და კლუბში შევდივარ. ალკოჰოლის, თამბაქოს, ერთმანეთში არეული სუნამოს სპეციფიური სუნი ორივეს გვიწვავს ყნოსვას. ბართან მივდივართ, თითო ჭიქა ტეკილას ვსვამთ და ხალხის ნაკადში ვიჭრებით. აქ შედარებით უკეთესი სიტუაციაა, ნორმალური გარემოა, მაგრამ რაც მთავარია ჭ....ტვა არ არის! მუსიკა ორივეს ძალიან მოგვწონდა, ამიტომ ცეკვას არ ვწყვეტდით. შიგადაშიგ სასმელსაც ვამატებდით. -აუ გოგო ბევრი მომივიდა ეტყობა, სადაცაა შარდის ბუშტი გასკდება. -სიცილით მეუბნება ანანო. -კაი მიდი, არ შემარცხვინო აქ. ———— ამდენი ხალხის ნაკადში საპირფარეშოს გზა ძლივს გავიკვლიე. მივუახლოვდი თუ არა მამაკაცების საპირფარეშოდან ვიღაც გახეული მთვარი გამოვარდა და პირდაპირ მე შემეჯახა. თავიდან რაღაცას მეუბნება გაუგებარ ენაზე, მე კი ინგლისურად ვუთხარი რომ მისი ვერ გავიგე და გავეცალე, მაგრამ მაჯაში ჩამავლო ხელი, მიმიზიდა და კვლავ იგივე გამიმეორა. უკვე პანიკაში ვვარდებოდი, მაგრამ საფირმო ილეთის გამოყენებას ვაპირებდი გვერდიდან უცნობი სილუეტი რომ გამოვარდა, ეს არსება მომაშორა, კედელს მიაჯახა და მითხრა. -უკვე მეორედ გადაგარჩინე პატარა. —————— ესეც მეორე თავი, იმედია მოგეწონათ! გთხოვთ კომენტარებში დამიწეროთ როგორ მოგეწონათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.