შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინუჟდენში დაქორწინებულები 8


28-04-2018, 20:47
ავტორი ubraloooo tipi
ნანახია 4 591

დამხვდა. გამიკვირდა, მეგონა შინ დაბრუნებამდე დამელოდებოდა. მაშინვე სარკეს მივაშურე. დიდხანს ვათვალიერებდი ჩემს სახეს, თუმცა ვერანაირი მუწუკი ვერ ვიპოვე.
-,,ჩემს მუწუკს უყურებდი არა ალექს?!''
გამეღიმა.
დაღლილმა ოთახში შესვლისთანავე გავიხადე ტანსაცმელი და ჩემს რბილ საწოლში ჩავიძირე.
მეორე დღეს დედამ მხოლოდ ის მკითხა როგორ გაერთეო. მიკვირდა მისი ასეთი გულგრილობა, ადრე ხომ მთლიანად მაკონტროლებდა. თუმცა ადრე მეც ვაძლევდი იმის უფლებას, რომ თავის ჭკუაზე ვემამთე(კრისის სამეგობროსთანაც ხომ მაგის გამო დავმეგობრდი), ახლა კი, უკვე მე გავნკარგავდი ჩემს ცხოვრებას. დედას უფლებას აღარ ვაძლევდი, თეატრის თოჯინასავით ვემართე.
რამდენიმე დღე ისე გავიდა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ერთ დღესაც ბატონმა გეგამ დარეკა და მთხოვა მასთან სახლში მივსულიყავი, ქორწილზე რაღაც დეტალების გადასამოწმებლად და შესათანხმებლად. დავპირდი, რომ მეორე დღესვე ვესტუმრებოდი.
მართლაც მეორე დღესვე გამოვეწყვე უბრალო ჯინსებში და წავედი გეგას მიერ მითითებულ მისამართზე. ძებნა არც დამჭირვებია, ისედაც ერთადერთ შენობას წარმოადგენდა იმ მიდამოებში. უზარმაზარ ჭიშკართან გავაჩერე მანქანა. დაცვის წევრებმა ჩემი ვინაობა გადაამოწმეს და ჭიშკარი გამიღეს.
ეზო კი არა, ტყე ჰქონდათ! იდეალურად დაგებულ გზაზე, დაახლოებით ერთი წუთი მომიწია სიარული. გარშემო ულამაზესი ნაძვნარი დამყურებდა. გეგას მართლაც მთელი ტყე ეკუთვნოდა! ვიცოდი, რომ ის ჩვენზე გაცილებით მდიდარი იყო, მაგრამ ისეთიც არ მეგონა, რომ მთელი ტყე ეყიდა.
მალე დასრულდა ნაძვნარი და ტყეში გამოჩნდა უზარმაზარი შენობა, მთელი თავისი სიდიადით. ამას სახლი კი არა, სასახლე უფრო ეთქმოდა. თანამედროვე, ოცდამეერთე საუკუნის სასახლე. შენობა ნახევრად თეთრი აგურით იყო ნაშენი, ერთი კედელი კი მთლიანად შუშას წარმოადგენდა. საოცრად დახვეწილი არქიტექტურით გამოირჩეოდა. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომიც ექნებოდა. იმხელა შენობა იყო, ასამდე ოჯახი თავისუფლად შესახლდებოდა. სახლის წინ ათობით სხვადასხვა ჯიშის, ფერად-ფერადი მცენარეები დაერგათ. გარშემო, ტყეში შემავალ ბილიკებსაც ვხედავდი. ზოგიერთ ხესთან, მომრგვალებული ფორმის გრძელი სკამებიც იდგა, რომელთა ნაწილისთვის ზევიდან სახურავი დაეფარებინათ, წვიმისა და მზისაგან დასაცავად.
გაოცებული ვუცქერდი ტყეში აღმართულ შედევრს და ძლივს მოვიფიქრე მანქანა ავტოსადგომში შემეყვანა.
ავტოსადგომშიც დამხვდა რამდენიმე სიურპრიზი. ფერარსა და ლამბორჯინს შორის ჩავაყენე ჩემი თეთრი ტოიოტა. აქვე იყო ბუგატი და კიდევ რამდენიმე ჩემთვის უცნობი მარკის ავტომობილი. იქიდან გამოსვლისას ალექსის ლურჯ ზოლებიან მოტოციკლეტსაც მოვკარი თვალი. გავიფიქრე, საინტერესოა ისიც სახლშია თუ არა-მეთქი.
მამასაც ჰყავდა რამდენიმე ძვირად ღირებული მანქანა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, როცა კომპანიამ გაკოტრება დაიწყო, დედას გაუყიდია. მამას თავისუფლად შეეძლო ასეთი მანქანა ეყიდა ჩემთვის, მაგრამ მშვენივრად იცოდა, ძვირადღირებული ნივთები როგორ მაღიზიანებდა. იმდენად კარგად მიცნობდა, რომ იცოდა, მერჩივნა უბრალო ტოიოტათი მეარა, ვიდრე ასობით ათასობით დოლარიანი ფერარით.
ნელა გავუყევი სახლისკენ მიმავალ ბილიკს, თან გარემოს ვათვალიერებდი. გარშემო რამდენიმე დაცვის წევრი თუ მოძრაობდა. მთავარი შესასვლელი ჩემზე ორჯერ მაღალ კარს წარმოადგენდა. ოდნავ გადავიხარე მარცხნივ და ღილაკს მივაჭირე. რამდენიმე წამში კარი გაიღო. შავ-თეთრ სამოსში გამოწყობილი, ახალგაზრდა მოსამსახურე მთელი პირით მიღიმოდა.
-მორძანდით ქალბატონო ანა.-მითხრა ზრდილობიანად და სახლში შემიძღვა.
ქალბატონო ანა? ჩემზე სულ რამდენიმე წლით დიდი იქნებოდა. ჩემს მოსამსახურეებს მუდამ ვაბრთხილებდი ქალბატონოთი არ მოემართათ, მითუმეტეს, დედაჩემი იმ ასაკის მოსამსახურეებს იყვანდა, აქეთ უნდა მიმემართა ქალბატონოთი. თუმცა დედაჩემი ამის წინააღმდეგი იყო. მეუბნებოდა, შენ - შენი ადგილი უნდა იცოდე და მათ - მათიო. ამის გამო შეკამათებაც მოგვსვლია, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ვიღლებოდი კამათით და ვუთმობდი.
მისაღები ნამდვილ ზღაპარს ჰგავდა. ინტერიერში დომინანტი, თეთრი ფერი იყო. სადა კედლებზე, მხოლოდ უზარმაზარი ზომის ორიგინალური ნახატები ეკიდა. მაღლიდან ტრიუმფალური შუშის ჭაღი დამცქეროდა. იქვე იდგა დიდი ზომის დივანი და ჟურნალების ორიგინალური მაგიდა. ერთი კედელი მთლიანად შუშის იყო. აქედან კარგად მოჩანდა ბაღი და ტყე, რაც ულამაზეს სანახაობას წარმოადგენდა. ერთ-ერთ კედელზე ხისა და შუშის ნაზავით მიშენებული კიბე იწონებდა თავს. ჩემი ყველაზე დიდი ყურადღება, კუთხეში მდგარმა თეთრმა როიალმა მიიქცია. მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ბზინავდა. ვუყურებდი და მახსენდებოდა... როგორ უკრავდა მამა.
-ბატონი გეგა გელოდებათ - ფიქრებიდან გამომაფხიზლა მოსამსახურემ.
თავი დავუქნიე და უკან მივყევი. ნახევრად შუშის კიბე ავიარეთ. გავიარეთ ვრცელი, ნათელი, ლამაზი ყვავილებითა და ნახატებით გაფორმებული დერეფანი და ათობით კარს შორის, ერთ-ერთთან შევჩერდით. კარის მარჯვნივ მიმაგრებული მინი კლავიატურაზე გოგონამ უცებ აკრიფა კოდი და კარიც გაიღო.
შევედი თუ არა, მივხვდი, რომ ჩემს სამოთხეში მოვხვდი. ყველაზე ცოტა, ექვსი მეტრის სიმაღლის ოთახი მაინც იყო. თითოეული კედელი წიგნების თაროებით იყო დაფარული. თაროებზე ხის კიბეები მიედგათ. ათასობით წიგნს შეხვდებოდით აქ: ახალსა და ძველს, დიდს და პატარას, მხატვრულ ლიტერატურას და საენციკლოპედიოს. აქ ყველანაირი კომფორტი იყო შექმნილი. ოთახის შუაგულში ფუმფულა ნოხი ეგო. სხვადასხვა ზომის, ფერადი სანათები, განსხვავავებული სტილის მაგიდები, მოხერხებული სკამები და ფუმფულა პუფები.
ბიბლიოთეკას ერთადერთი, მოზრდილი ზომის მრგვალი ფანჯარა ამშვენებდა. იქვე იყო პატარა, მრგვალი ხის კიბე, რომელიც ოთახის შიდა აივანზე ადიოდა. დაბლიდად ვერაფერს ვერ ვხედავდი, გარდა იმისა, რომ კედელი იქაც წიგნებით იყო დაფარული.
სანამ აღფრთოვანებული ვათვალიერებდი ბიბლიოთეკას, ძლივს შევნიშნე ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომი გეგა.
-მოგწონს?-მკითხა ღიმილით. ჩვეულებრივ, კლასიკურად ეცვა, კისერზე კი მუქი წითელი ფერის ჰალსტუხი ეკეთა.
-ძალიან...-ვუთხარი აღფრთოვანებულმა.
უფრო ფართოდ გამიღიმა და მაგიდის მეორე მხარეს მდგარი სკამისკენ მანიშნა. ისე ჩამოვჯექი, ბიბლიოთეკის თვალიერება არ შემიწყვეტია. ძლივს მოვწყვიტე აუარებელი წიგნების თაროებს თვალი და გეგას შევხედე. იდეალურად გადავარცხნილმა თმამ ერთ წამს თვალი მომჭრა. ერთი ღერი ჭაღარაც კი არ ერია. მერე კი ისევ მის თაფლისფერ თვალებს მივაშტერდი.
-ალექსის საყვარელი ადგილია. თითქმის სულ აქ გაატარა მთელი ბავშვობა.-გეგამაც თვალი მოავლო იქაურობას.
ცოტა გამიკვირდა. ალექსის საყვარელი ადგილი რომელიმე კლუბი ან ბარი უფრო წარმომედგინა, ვიდრე ბიბლიოთეკა.
-აქ რატომ დამიბარეთ?-ვკითხე ზრდილობიანად.
-ქორწილის საკითხების შესათანხმებლად.-მიპასუხა ღიმილით.
მინდოდა მეთქვა, რომ ბიბლიოთეკაში დაბარება ვიგულისხმე, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე.
-ქორწილი როდის იქნება?-ვკითხე ინტერესით.
-ორ კვირაში-მიპასუხა და არ შეიმჩნია ჩემი შეკრთობა.
-ასე მალე?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-უკვე დიდი ხანია მზადება დავიწყე.-მიპასუხა და რაღაც დოკუმენტები გამომიწოდა.-აქ ყველაფერია, ხელი უნდა მოაწერო
ფურცლები გამოვართვი და ყურადღებით დავიწყე კითხვა. აქ, ჩვენი დროებითი ქორწინების დეტალები ეწერა. დაზუსტებით იყო მოცემული, როდის და როგორ განვქორწინდებოდით და რომ განქორწინებისთანავე გადმომეცა კომპანია.
ბოლომდე ჩავიკითხე. ყველაფერი წესრიგში იყო. ყველაფერზე თანახმა ვიყავი.
გეგას კალამი გამოვართვი და ხელი მოვაწერე.
-სულ ეს იყო?-ვკითხე.
-არა. კიდევ იმ ადამიანების სია მჭირდება, რომლებიც გინდა, რომ ქორწილში დაპატიჟო.
-კარგი-მაშინვე დავუქნიე თავი.
-ასევე მაინტერესებს, მიიღებ თუ არა ქორწილის დაგეგმვაში მონაწილეობას.
-არა,-ნამდვილად არ მინდოდა ჩემი ყალბი ქორწილის ორგანიზება მეკისრა-თქვენ გენდობით.
-საქორწინო კაბას რაც შეეხება...
-მაქსიმალურად სადა-შევაწყვეტინე მაშინვე-ზომებს ელექტრონული ფოსტით გამოგიგზავნით.
გეგა ერთ წამს დაკვირვებით მიყურებდა.
-თაბლობის თვე?-მკითხა შეპარვით.
-თაბლობის თვე?-ოდნავ წამოვიკივლე-თაფლობის თვეც გვექნება?
-რა თქმა უნდა. ეს ხომ ქორწინების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია.
-ნამდვილი ქორწინების და არა ფიქტიურის-ვუთხარი მშვიდად.
-თუ არ გვინდა, რომ ხალხს კითხვები გაუჩნდეს, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.-დინჯად მიპასუხა.
-კარგი, ეგ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. კიდევ არის რამე?
-მეჯვარეები-მიპასუხა.
-ალექსის მეჯვარე ლუკაა?-ვკითხე უემოციოდ.
-ლუკას იცნობ?-გაიკვირვა გეგამ.
მხოლოდ თავის დაქნევით შემოვიფარგლე. გეგას ტუჩის კუთხე ჩაუტყდა.
-ჭ, ლუკა არაა. ალექსს არ უნდა.
-რატომ?-გამიკვირდა.
-ეს ჩემი ნამდვილი ქორწილი არაა და წინააღმდეგი ვარ ჩემი საუკეთესო მეგობარი ამ მასკარადისთვს მოვაცდინოო.
მისი ძალიან კარგად მესმოდა.
-მაშინ მეც თქვენ მოგანდობთ ამ საქმეს.-ზრდილობისთვის გავუღიმე.
-კარგი... შეეცადე სტუმრების სია დღესვე გამომიგზავნო-მითხრა და ფურცელი მომაწოდა, სადაც მისი ემაილის მისამართი ეწერა.
-შევეცდები.
-ანუ ყველაფერზე შევთანხმდით?-წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
-შევთანხმდით!-მეც წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი.
-მეგი-მიმართა მოსამსახურეს, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე, ჩუმად იდგა კედელთან.- ანა ალექსთან წაიყვანე.-შემდეგ მე მომიბრუნდა- ალბათ მასთანაც გჭირდება რაღაც დეტალების შეთანხმება.
უარყოფისთვის პირი გავაღე (ახლა ნამდვილად არ მქონდა ალექსთან კინკლაობის თავი), მაგრამ არ დამცალდა. გეგას მობილური აწკრიალდა. მანაც უცებ უპასუხა და ბიზნეს თემებზე დაიწყო ლაპარაკი.
მეგი მოთმინებით მელოდა. მივხვდი გეგა კიდევ დიდხანს გააგრძელებდა საუბარს, ამიტომ მეგის მივყევი. ახლა ალექსის ნახვა ნამდვილად არ მინდოდა. თან გული მიგრძნობდა, ეს შეხვედრა წინებზე უარესი უნდა ყოფილიყო.
ჩემს წინ მიმავალი მეგის იდეალურად დაუთოვებული ტანსაცმლისთვის თვალი არ მომიცილებია, ისე ჩავედით უკან მისაღებში. ამჯერად მთავარი შესასვლელით აღარ გვისარგებლია, სახლის უკანა მხარეს გავედით.
სახლის უკანა მხარე წინას არ ჩამოუვარდებოდა. მცენარეებისგან განსხვავებით, აქ უზარმაზარი ოვალური ფორმის აუზი დამხვდა. მის მეორე მხარეს, დაახლოებით 30 მეტრის დაშორებით, პატარა, ნახევრად შუშისგან შექმნილი სახლი იდგა.
,,ნუთუ ალექსი იქ ცხოვრობს?!''-გავიფიქრე დაინტერესებულმა, თუმცა მალე შევამჩნიე ნახევრად შიშველი ფიგურები აუზთან. მეგი ოდნავ აწითლდა, თუმცა მაინც მათკენ წამიყვანა.
ჩემი ძვირფასი საქმრო შეზლონგზე იწვა ნახევრად შიშველი და მზეს თვალდახუჭული ეფიცხებოდა. ძალიან გამხდარი იყო, მაგრამ დაკუნთული სხეული ჰქონდა.
მზის სათვალე ეკეთა, ამიტომ მის თვალებს ვერ ვხედავდი, მაგრამ როგორც ჩანს დახუჭული ჰქონდა. ყველანაირად ვცდილობდი, მისი დაკუნთული სხეულისკენ არ გამპარვოდა მზერა.
მარტო არ იყო.
გვერდითა შეზლონგებში ორი ბიკინებიანი, ქერა და შავგრემანი გოგო ეჯდა. ორივეს ულამაზესი ფორმები ჰქონდათ. ერთ-ერთის დიდ მკერდზე, წამით თვალიც კი გამიჩერდა.
ქერამ აგდებულად შემათვალიერა, ტუჩები აბუზა და თვალები გადაატრიალა.
-ალექს-მიმართა ბიჭს-მგონი შენს მოსამსახურეს რაღაც უნდა...
რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მოსამსახურე მე მიწოდა და არა მერის, რომელიც უკვე გამქრალიყო იქიდან.
-რა ხდება მერი?-მკითხა ალექსმა, ისე რომ თვალები არ გაუხელია. მის ტონში მეგობრულობა იგრძნობოდა, ქერა გოგოს ქედმაღლური ტონისგან განსხვავებით.
ვერ ვხვდებოდი, რატომ ვეგონე მოსამსახურე. ჩემი ტანსაცმელი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერის შეკერილი იყო.
თუმცა, ისინი ყველაზე ცოტა, ექვსი თვის წინ მიყიდა დედაჩემმა.
-ყველაფერთან ერთად ყრუცაა?-არ ცხრებოდა ქერა.
-ვანესა გეყოფა!-უკვე გაღიზიანება გაისმა ბიჭის ტონში.
-ვანესა კი არა, ვერონიკა მქვია!-აღშფოთდა ქერა ამხელა შეურაწყოფით.
-ხო, ხო! რა მნიშვნელობა აქვს?!- ალექსი თვალების გახელითაც კი არ იწუხებდა თავს.
მის სიტყვებზე თავი ვერ შევიკავე და ჩავიფხუკუნე. როგორც კი ჩემი ფხუკუნი ალექსის ყურს მისწვდა, წამოიწია, სათვალე ცხვირზე ჩამოიცურა და ცისფერი თვალები შემომანათა. ყურადღებას არ აქცევდა ქერას ბრაზისგან გაწითლებულ სახეს.
ცალმხრივად მიღიმოდა.
-ჩემი საცოლე მოსულა-საზეიმოდ გამოაცხადა.
სიტყვა საცოლეზე ქერა შეკრთა.
-შენი საცოლე?-ამჯერად გაკვირვებული შავგრემანი ჩაერია საუბარში.
-ხო, ჩემი საცოლე!-უფრო ფართოდ გაიღიმა ბიჭმა და მივხვდი, აქ რაღაც ცუდი მოხდებოდა.
შეურაცხყოფილი ქერა წამოხტა და დუნდულების ქნევით გაეცალა იქაურობას. დარწმუნებული ვარ, ეგონა, რომ ალექსი უკან გაყვებოდა, მაგრამ ბიჭი არ შერხეულა. ისევ ცალმხრივი ღიმილით შემომყურებდა. შავგრემანმა ერთი უკმაყოფილო მზერა შეგვავლო და ქერას მიჰყვა.
-მოგენატრე არა?-ისე მკითხა, თითქოს დარწმუნებული იყო დადებით პასუხში.
-აქ გეგასთან რაღაც დეტალების შესათანხმებლად მოვედი და არა შენ გამო!-ვუპასუხე ნერვებმოშლილმა.
-კარგი მიზეზი მოგიფიქრებია ჩემს სანახავად-კმაყოფილი ჩანდა ბიჭი.
როგორც ყოველთვის, მოახერხა და წყობიდან გამომიყვანა. გაბრაზებულმა გარემო მოვათვალიერე. რამე ისეთს ვეძებდი მისთვის რომ მესროლა.
-,,ბინგო''-გავიფიქრე ბოროტი სიხარულით, როცა ერთ-ერთ შეზლონგზე, უზარმაზარი წყლის თოფი დავინახე. ჩემდა საბედნიეროდ, მთლიანად სავსე იყო.
ალექსის თვალებში გაკვირვება გაკრთა, როცა სწრაფად მივუახლოვდი შეზლონგს, მაგრამ შემდეგ წყლის თოფი დაინახა და ყველაფერს მიხვდა. თვალები ოდნავ გაუფართოვდა. წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ მოასწრო, იმდენად სწრაფად დავტაცე ხელი იარაღს, პირდაპირ სახეში დავუმიზნე და დაუფიქრებლად გამოვკარი თითი სასხლეტს. ბიჭმა ორივე ხელი სახეზე აიფარა. თავის დაცვას ცდილობდა, მაგრამ ამის არანაირი შანსი არ ჰქონდა. თავიდან ფეხებამდე გავწუწე. მზის სათვალე ცხვირიდან ჩამოუცურდა და ძირს დავარდა. იქამდე არ გავჩერებულვარ, სანამ წყალი არ გამოილია.
როცა საბოლოოდ მოვრჩი მის გაწუწვას და მისი სახე დავინახე, თვითკმაყოფილი ღიმილი სახეზე შემახმა. თვალები ბრაზით უგიზგიზებდა. მივხვდი, რომ აქ კარგი არაფერი მოხდებოდა და შიშის ტალღამ დამიარა.
მართლაც, თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი, იმდენად სწრაფად წამოდგა და ცხვირწინ ამესვეტა. ერთი შეკივლება მოვასწარი მხოლოდ, როცა მთელი ტანით მეცა და ინერციით უკან გადავვარდი და ალექსიც თან ჩავიყოლე.
წყლის ქვეშ რამდენიმე წამი დავყავი. საბედნიეროდ სუნთქვის შეკავება მოვასწარი. როგორც კი თავი ამოვყავი, ალექს მკვლელი სახით შევხედე. ამ წამს ისეთი გაბრაზებული ვიყავი, შემეძლო იქვე მომეკლა. სველი, კუპრივით შავი თმა სახეზე ჩამოყროდა და წვეთ-წვეთად ჩამოდიოდა წყალი სახეზე. ახლა უკვე ბედნიერი მიღიმოდა. აშკარად კმაყოფილი იყო თავისი ნამოქმედარით. ცისფერი თვალები, ამჯერად გამარჯვების სიხარულით უგიზგიზებდა.
-ამას ინანებ ალექს! - გამოვცერი კბილებში.
მხოლოდ გაიცინა.
მისი ლანძღვით ამოვედი აუზიდან. ისიც უკან მომყვებოდა დამცინავი ღიმილით.
წყალი წურწურით ჩამოდიოდა ჩემ სხეულზე.
-კარგი ტანი გქონია- მითხრა ირონიით.
ჩემს სხეულზე დავიხედე. ტანსაცმელი მთლიანად მიმკვროდა გამხდარ სხეულზე და მის თითოეულ ნაწილს მკაფიოდ წარმოაჩენდა. სირცხვილისგან გავწითლდი. ალექსს ამჯერად უფრო გულიანად გაეცინა.
-წამოდი პატარავ, ჩემს ტანსაცმელს მოგცემ- მითხრა მან.
-შენი ტანსაცმელი არ მჭირდება- უთხარი უხეშად.
-ანუ ასეთ ფორმაში აპირებ სიარულს?- მკითხა და ხარბად შემათვალიერა.
უფრო გავწითლდი.
-კარგი...

ავტორის შენიშვნა: ვიცი დავაგვიანე, ვიცი პატარაა, მაგრამ შევეცდები შემდეგი უფრო დიდი იყოს ❤️ ამ თავის დაწერა რატომღაც უფრო გამიჭირდა :/ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს ჩემთვის თქვენი თბილი კომენტარები ❤️



№1 სტუმარი Nini

Kargia male dade tavebi gazarde da male daatbee esenii warmatebebi

 


№2  offline წევრი ubraloooo tipi

Nini
Kargia male dade tavebi gazarde da male daatbee esenii warmatebebi

მადლობა ❤️ შევეცდები მალე დავდო ❤️

 


№3  offline წევრი naniko mindia

Kargia dzalian momwons warmatebebi veli shemdegs ❤️❤️tavebi martla gazarde
--------------------
lomidze

 


№4  offline წევრი ubraloooo tipi

naniko mindia
Kargia dzalian momwons warmatebebi veli shemdegs ❤️❤️tavebi martla gazarde

მადლობა უღრმესი ❤️ გავზრდი ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ana

ძაან ძააან კაია❣️❣️❣️❣️ მალე დადე შემდეგიც ????????

 


№6 სტუმარი nia

აუუუ ალექსი ცოტა დაასერიოზულე ანას მისამართით, სულ ცოტა ემოცია მაინც გამოაჩინონ საკუთარ თავთან მაინც რათა მივხვდეთ ერთმანეთისადმი რას გრძნობენ, ეგრევე სიყვარულზე არც ვამბობ, უბრალოდ სულ მცირე სითბო მინდა ვნახო. ისტორიის კითხვა მღლის ხოლმე თუ წყვილის სამომავლო პერსპექტივას ვერ ვხედავ, ხელმოსაჭიდი მინდა და იმედია ცუდად არ გაიგებ და მიხვდები რასაც ვგუისხმობ. სხვა ყველაფერი მომწონს და მალე გააგრძელე

 


№7  offline წევრი ubraloooo tipi

ana
ძაან ძააან კაია❣️❣️❣️❣️ მალე დადე შემდეგიც ????????

მადლობა ძალიან დიდი ❤️ შევეცდები ❤️

nia
აუუუ ალექსი ცოტა დაასერიოზულე ანას მისამართით, სულ ცოტა ემოცია მაინც გამოაჩინონ საკუთარ თავთან მაინც რათა მივხვდეთ ერთმანეთისადმი რას გრძნობენ, ეგრევე სიყვარულზე არც ვამბობ, უბრალოდ სულ მცირე სითბო მინდა ვნახო. ისტორიის კითხვა მღლის ხოლმე თუ წყვილის სამომავლო პერსპექტივას ვერ ვხედავ, ხელმოსაჭიდი მინდა და იმედია ცუდად არ გაიგებ და მიხვდები რასაც ვგუისხმობ. სხვა ყველაფერი მომწონს და მალე გააგრძელე

შემდეგ თავში ვნახოთ რა იქნება... შესაძლოა დათბნენ კიდეც ❤️????

 


№8 სტუმარი სტუმარი Lika

არაა არ დაასერიოზულო რაა ცოტა უხეშობა მომწონს და საყვარლად გამოდის თან არგინდა ჯერ სიყვარულობა ნუ ცოტააა ძაან ცოტააა გამოხატე მაგრამ ქორწილამდე არ შეაყვაროოო ალექსს ძალიაან ანა .......!!ქორწიკის დრო რო მიიწურრება და განქორწინების დრო დადგება მაშინ მოახდინე სასწაულიი ნუ რატო გეუბნები იცცი ყველამ ვიცით რაღაც მხრივ ამ ისტორიის დასასრული “სიყვარულო ყოველთვის იმარჯვებს„ხოდა შენ რაღაც შეცვალე იყოს კამათი უხეშობა მაგრამ ზომის ფარგლებში.....ძალიან მომწონს უბრალოდ არ მომწონს რო დიდ თავებს არ დებ დადე დიდი თავები

 


№9  offline წევრი ubraloooo tipi

სტუმარი Lika
არაა არ დაასერიოზულო რაა ცოტა უხეშობა მომწონს და საყვარლად გამოდის თან არგინდა ჯერ სიყვარულობა ნუ ცოტააა ძაან ცოტააა გამოხატე მაგრამ ქორწილამდე არ შეაყვაროოო ალექსს ძალიაან ანა .......!!ქორწიკის დრო რო მიიწურრება და განქორწინების დრო დადგება მაშინ მოახდინე სასწაულიი ნუ რატო გეუბნები იცცი ყველამ ვიცით რაღაც მხრივ ამ ისტორიის დასასრული “სიყვარულო ყოველთვის იმარჯვებს„ხოდა შენ რაღაც შეცვალე იყოს კამათი უხეშობა მაგრამ ზომის ფარგლებში.....ძალიან მომწონს უბრალოდ არ მომწონს რო დიდ თავებს არ დებ დადე დიდი თავები

ვნახოთ რა იქნება ❤️ მიხარია რომ მოგწონთ ❤️ თავებს გავზრდი ❤️

 


№10 სტუმარი Ani

Es motxroba Ratomgac pozitiur ganwyobaze mayenebs dzalian gtxov male Dade qorwilshi ki ra da Rogor iqneba shenzea magram gtxov ert mtlian tavshi dagvanaxe qorwili warmatebebi

 


№11  offline წევრი ubraloooo tipi

Ani
Es motxroba Ratomgac pozitiur ganwyobaze mayenebs dzalian gtxov male Dade qorwilshi ki ra da Rogor iqneba shenzea magram gtxov ert mtlian tavshi dagvanaxe qorwili warmatebebi

უღრმესი მადლობა ❤️ ქორწილის გაყოფას არ ვაპირებ, ერთ თავში მოვაქცევ❤️

 


№12  offline წევრი ტატულიკა

ცოტა გრამატიკული შეცდომები გაქვს, ასოები გიწერია არასწორად. ისე კარგი საკითხავია

და კიდევ ეს სათაური ძაან უაზროა, "ვინუჟდენი" რა ქართულია

 


№13  offline წევრი ubraloooo tipi

a.bochorishvili
მე ძააააალიან მომწონს, ვფიქრობ უხდება ალექსს სიუხეშე, და ქორწილში დაპატიჟებული ვაარ?

მადლობა ❤️ დაპატიჟებული ხარ რა თქმა უნდა ❤️:DDD

ტატულიკა
ცოტა გრამატიკული შეცდომები გაქვს, ასოები გიწერია არასწორად. ისე კარგი საკითხავია

და კიდევ ეს სათაური ძაან უაზროა, "ვინუჟდენი" რა ქართულია

ეს სათაური ხუმრობით დავარქვი :DD არ მეგონა ასეთ ყურადღებას თუ მოიქცევა :DD საერთოდ გაგრძელებასაც არ ვაპირებდი:DD რეალურად მისთვის სახელი არ დამირქმევია.
რაც შეეხება გრამატიკულ შეცდომებს, ეს ჩემი პირველი ისტორიაა და ნელ-ნელა გამოვასწორებ აუცილებლად ❤️

 


№14  offline წევრი babi3001

ამ მოთხრობამ თავი შემაყვარა <3 მისი თითოეული პერსონაჟის თვისება მომწონს ძალიან მაგარი მოთხრობა ველი შემდეგ თავს <3 <3

 


№15  offline წევრი ubraloooo tipi

babi3001
ამ მოთხრობამ თავი შემაყვარა <3 მისი თითოეული პერსონაჟის თვისება მომწონს ძალიან მაგარი მოთხრობა ველი შემდეგ თავს <3 <3

უღრმესი მადლობა ❤️

 


№16 სტუმარი ana

როდის დადებ შემდეგს?

 


№17  offline წევრი ubraloooo tipi

ana
როდის დადებ შემდეგს?

ალბათ ოთხშაბათს ❤️

 


№18  offline წევრი Avrora-Gallagher

არა რაც კარგია კარგია❤️❤️ველი მომდევნოს❤️❤️დღეს არ დადებ??

 


№19  offline წევრი ubraloooo tipi

Avrora-Gallagher
არა რაც კარგია კარგია❤️❤️ველი მომდევნოს❤️❤️დღეს არ დადებ??

Madloba ugrmesi❤️ara dges vera :(

 


№20 სტუმარი სტუმარი Lika

ოთხშაბათამდე რა მოიცდი აუუ

 


№21  offline წევრი NniNna

ეუფფ..ეხლა გაგრძელება რომმაინტერესებს რაღა ვქნა))))) რა მომენტი იყოო

 


№22 სტუმარი ????????????

dzaan magariaamale dadeshemdegicc veliii

 


№23 სტუმარი ana

როდის დადებ შემდეგს?

 


№24  offline წევრი ubraloooo tipi

ana
როდის დადებ შემდეგს?

Dges vapirebdi, magram redaqtirebas ver vaswreb da xval davdeb :( ❤️

 


№25  offline წევრი ubraloooo tipi

a.bochorishvili
როდის დადებ შემდეეეგს??

Dges ❤️

 


№26 სტუმარი ana

აუ როდის დადებ?

 


№27  offline წევრი teengirllove

magaria ,meti raga vtqva siryvebi ar myofnis :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent