ანგელოზო V თავი
საავადმყოფოში გამომეღვიძა. თავს სუსტად ვგრძნობდი. წამოვიწიე მაგრამ დედა მოვიდა და ისევ დამაწვინა. -როგორ ხარ ანი?-მკითხა შეშინებული ხმით. -რა მოხდა? -ფილტვებში ისევ წყალი დაგროვდა ანი, ცუდად გახდი და გეგამ აქ მოგიყვანა, სითხე უკვე ამოიღეს, საშიში უკვე არაფერია და რამოდენიმე დღეში გაგწერენ კიდეც.-ამ სიტყვებით ის თავის თავს უფრო ამშვიდებდა ვიდრე მე. მისი მესმის ერთადერთი შვილი ვარ რომელიც შეიძლება უბრალოდ იმის გამო მოკვდეს რომ დედამიწაზე მისთვის საკმარისი ჟანგბადი არ იყოს. 15 წლიდან ესე ვარ, და არ ვიცი ოდესმე თუ ვიქნები კარგად და თუ მოვიშორებ ამ ჟანგბადის ბალონს. მამაჩემიც ძალიან დარდობს ჩემზე მაგრამ ჩემთან ყოველთვის მხიარულია, თავს მაჩვენებს თითქოს ჩემი ავადმყოფობა უბრალო გაციებაა. პალატაში მიმოვიხედე, აქ დედაჩემის გარდა არავინ იყო. -გეგა სად არის?-მასზე ვნერვიულობდი, ალბათ ძალიან შეეშინდა როცა ცუდად გავხდი. დედას გაეღიმა-გარეთაა, ვუთხარი, რომ მისი აქ გაჩერება არ იყო აუცილებელი მაგრამ, წასვლა არ მოინდომა.-დედამ გაიღიმა და თვალი ჩამიკრა. მსიამოვნებდა გეგა აქ რომ იყო. ის დარდობდა ჩემზე და ზრუნავდა. დედამ მითხრა რომ ნინისთვის და გიორგისთვის არაფერი უთქვამ რადგან აქით გამოიქცეოდნენ და ქორწილს ჩაშლიდნენ. გამიხარდა დედა ასე რომ მოიქცა. გეგას ნახვა და მასთან ლაპარაკი მინდოდა მაგრამ მერიდებოდა დედასთვის ამის თქმა. ცოტა ხნის შემდეგ დედამ გეგაზე ლაპარაკი წამოიწყო. -ანი, გეგას საიდან იცნობ? -ჩემი კლასელია ეხლახან გადმოვიდა თან გიოს ძმაკაცია. -ხო, მაგრამ თქვენ ხომ დამამთავრებელ კლასში ხართ, ეხლა რატომ გადმოვიდა?-მართლა გაუკვირდა დედს. -კარგი რა დე, მე საიდან უნდა ვიცოდე. - ნუ ხო.-თავი დამიქნია დედამ.-იცი რომ გეგა ლევანის შვილია. -კი მითხრა. -არ გინდა სახლში დავპატიჟოთ?-დედამ ეშმაკურად გამიღიმა. -კარგი რა დედა, გეყოფა. დედამ გაიცინა და გავიდა. გეგაზე ვფიქრობდი. ნეტა ისევ აქ თუ იყო. ცუდად რომ გავხდი და რომ გავითიშე რა ქნა? შეეშინდა? ექთანი შემოვიდა და გამსინჯა მკითხა თავს როგორ ვგრძნობდი, რამე ხომ არ მინდოდა. -უკაცრავად, გარეთ მაღალი შავგრემანი ბიჭი თეთრი პერანგით ხომ არ დგას? - იმ ბიჭზე ამბობ სიგიჟემდე სიმპატიურო რომ არის. გამეცინა. -ხო მაგაზე. - ფეხი არ მოუცვლია აქიდან. შემოსვლა უნდა მაგრამ ოჯახის წევრების გარდა სხვას შემოსვლის უფლება აქ აქვს. -ძალიან გთხოთ შემოუშვით რა. გემუდარებით. ეხლა ყველაზე მეტად გეგას ნახვა მინდოდა. ექთანი თავდან უარზე იყო მაგრამ მერე მაინც დამთანხმდა. აბა ვინ არ შეუსრულებს სურვილს მომაკვდავ გოგონას. გეგა შემოვიდა თუ არა მაშინვე მომვარდა ჩემი ხელი დაიჭირა და დამიკოცნა. -ანგელოზო ძალიან შემაშინე.-მისაყვედურა მან. -ბოდიში რა-ნაღვლიანად ვუთხარი-შენ ხომ კარგად ხარ? -ღადაოობ? მე რა მიჭირს-გამეცინა-დედაშენმა სადილზე დამპატიჟა. -მართლაა?-გავბრაზდი დედაჩემზე. ეს რა გამიკეთა. -ხო, რაიყო წინააღმდეგი ხომ არ ხარ?-გეგას ხმა შეეცვალა.მოიღუშა. -არა, რას ამბობ. რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი. ამ დროს ექთანი შემოვიდა. -ბავშვებო მაპატიეთ, მაგრამ ეს სიმპატიური ბიჭი უნდა გავიდეს. დასვენება ჭიდება პაცინეტს. გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა რადგან ექთანი მართალი იყო. ისედაც ბევრი გაგვიკეთა გეგა აქ რომ შემოუშვა. -კარგი ანგელოზო, ჭკუით იყავი და მალე გამოჯანმთელდი, იცოდე ერთი გასეირნება გაქ ვალად. თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა. ბავშვებო ძალიან ვწუხვარ რომ ასე დამიგვიანდა შემდეგი თავის დადება :( ძალიან გთხოვთ მაპატიეთ ვეცდები ასეთი რამ აღარ განმეორდეს. მიყვარხართ ყველანი და იმედია მოგეწონებათ ეს თავი და ძალიან გთხოვთ კომენტარებში დამიწერეთ ღირს თუ არა ამ თავის გაგრძელება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.