შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გემრიელი ტაკო 3-4


28-04-2018, 22:52
ავტორი Tasska
ნანახია 1 713

თავი 3
იქაურობას ელვის სისწრაფით გავეცალე და ტასოს ძებნა დავიწყე. ვიღაცასთან ერთად ცეკვავდა და კოქტეილს წრუპავდა. ხელი დავავლე და შედარებით წყნარ ადგილას გამოვიყვანე.
-ტასო ვერ დაიჯერებ რა დამემართა!
-რა იყო გოგო, შენი ბიჭი დაგხვდა კუთხეში თავისი თეთრი რაშით?
-ჰა ჰა, ჩავკვდი.
ვიღაცა გაგლეჯილი ბარბაროსი მომვარდა და თავის ენაზე რაღაცების ლაყბობა დამიწყო. ჩემი საფირმო ილეთის გაკეთება დავაპირე, მაგრამ კვლავ ვიღაც ბიჭი მოვარდა მომაშორა ის ტიპი და ყურთან უძალიან მაგრესი ხმით ჩამჩურჩუდა უკვე მეორედ გადაგარჩინეო.
-უეჭველი შეეშალე. თავიდან მეც ეგ ვიფიქრე, მაგრამ ქართულად მითხრა.
-ხოდა შეეშალე რა..
-აუ ყველაფერში როგორ უნდა ჩააკუკო რაა-სიცილით ვუთხარი და გასასვლელისკენ წავიყვანე.
-უკვე წავიდეთ?
-ხო, კარგად ხარ შენ უკვე.
სასტუმროში მივედით, ტასო იმდენად გათიშული იყო პირდაპირ საწოლზე დაეხეთქა, მე აბაზანაში შევედი და წყლის ჭავლს შევუშვირე სახე.
————
-აუ თავი სკდებაა. -ვიღვიძებ თუ არა, ჩემი დაბოხებული ხმიდან გამომდინარე ბოლო ხმაზე ვბღავი და თან ანანოსაც ვაღვიძებ.
-შენ თუ დაქალი გქვია რაა, არ მაცდი ძილს უნამუსო!
-აბა შენ გეძინოს და მე მარტო ვიყიალო ამხელა ნომერში? თან ნაბახუსევი ვარ ხო იცი, ნაბეღლავიც კი არ დაგიტოვებია ტუმბოსთან. უნამუსო დაქალი მე კი არა შენ ხარ!
-მაცივარშია, მადლობა თქვი მინერალური წინასწარ რომ შეგიძინე, მაგრამ სამწუხაროდ აქ ნაბეღლავის დონეს ვერ წვდებიან, ადგილიბრივი მინერალურით უნდა დაკმაყოფილდე, ახლა კი ნება მიბოძე და დამაძინე!
-ჩვეულად, განრისხებულ-ირონიული ანანო მოგვევლინა! ყოველთვის ასე ხდება როცა ვაღვიძებ.
მე წამოვდექი მინერალური გავსინჯე, სულ არაფერს ჯობია, ამიტომ მთელი ჭიქა ჩავცალე, შემდგომ კი აბაზანაში შევედი.
ცოტა გამოფხიზლების შემდეგ კვლავ ანანო გავაღვიძე.
-ჰე ადექი ახლა! ნაბახუსევიდან ვერ გამოვედი, ამიტომ მხოლოდ ზღვა და გარუჯვა მიშველის.
-მერე წადი, ვინ გიშლის?
-აუ, კაი რა ადექი, თან შენ უცნობზე მომიყევი წინა ღამის გმირზე. -ვუთხარი თუ არა, ანანოს სახე გაებადრა, გადასაფარებელი გადაიძრო და ზღვაზე გასასვლელად დაიწყო მზადება.
ზღვაზე მივედით თუ არა, პირდაპირ შეზლონგებზე გავიშხლართეთ.
-აუ, საათზე დამეხედა, ჩემი ბრალია შენნაირ დარტყმულს რომ ენდობა კაცი, ორის ნახევარზე მომაპორწიალა ზღვაზე.
-არაუშავს შენ ისეთი ძერსკი ხარ, გაუძლებს მზის დაკვრას შენი თავი, ახლა კი იმ უცნობზე მომიყევი.
-გუშინ ხო გითხარი?
-გუშინ ისე გავილეშე, მომავალი საქმრო რომ მენახა იმასაც ვერ ვიცნობდი.
-იმას ახლაც ვერ იცნობ ჭკვიანო.
-ხო გეუბნები დავშტერდი. მიდი, მიდი ამოღერღე ახლა.
ანანომ თხრობა დაიწყო.
-ხოდა მერე მოვარდა ვიღაც სხვა ბიჭი..
-ამას აქ რა უნდა?
-ხო მეც ეგ გავიფიქრე.. მოიცა მისმენ?
-ფუ თან ტუტუც შვილთან ერთადაა, უნამუსო.
-ვისზე ლაპარაკობ?-გაკვირვებული თვალები მომანათა და ჩემ განრისხებულ სახეს დააკვირდა.
-მელანდება ალბათ, მაგრამ ახლახანს ის გაზულუქებული ბავშვი დავინახე თავის ახმახ მამიკოსთან ერთად მატარებელში რომ შემხვდა.
-მოიცა იის?
-ხოო.
-ანუ ეგ თუ აქ არის მისი იდიოტი პარტნიორი თუ ძმაკაციც აქ იქნება, რომლის გამოც ორ მეტრიანი შრამი მაქვს ახლა. -გაცხარდა ანანო.
-ახლავე უნდა მივიდე და გამოვლანძღო.
-გაჩერდი გოგო, ხომ არ გარეკე?
დაიკიდე, დარწმუნებული ვარ არც ვემახსოვრებით.
-აჰა, ანუ პლიუს არ ვემახსოვრები ხო?
-აუ გაჩე რა, უბრალოდ დააიგნორე. წამო ზღვაში ჩავიდეთ.
-ხო ახლა ჯერშკულად ჩავცუნცულდეთ, ჩვენ რომ ვიცით.
-ოოო, ანანო ცუღლუტის ხასიათზეა. ისე შენ რაღაცა გჭირს ამ ბოლო დროს. ბათუმში რომ ჩავალთ ჩვენ ნაზიბროლასთან წავიდეთ მომავალს თვალი გადავავლოთ.
-აუ, შენ კიდე მაგასთან ყრი გოგო ფულს? ხო იცი ტაროს კარტები მაქ ნაყიდი და რომ ჩავალთ მე გიმარჩიელებ თუ გინდა.
-ვიცი მე შენი მარჩიელობა რანაირიცაა, ჩემ ნაზოს არავინ ჯობია, მეუბნებოდა ქალი თავგადასავლები გელისო და რა გინდა თვით შერლოკი შემხვდა მატარებელში.
-ვაიმეე!
-რა გაყვირებს გოგო.
-მედუზა ანასტასია!
-რაა? ხუმრობ ხო?
-ნუ ნერვიულობ, არაფერს დაგიშავებს, უბრალოდ წყნარად იცურე, ნაპირანდე მივიდეთ.
-ააა! მეც შემეხოო. ანანო დამსუსხა მენგონი. მიშველეე-ყველაფრის მეშინია! პანიკიორი ვარ კვადრატში!
-ანანო ორი ჩემხელა შხამიანი მედუზაა გამიყვანე აქდაააან-ტირილის პირას ვიყავი მისული და ხელებს და ფეხებს უმისამართოდ ვიქნევდი. ფართხალში ცურვას ვეღარ ვახერხებდი და შიგადაშიგ ვიძირებოდი. ალბათ ნახევარი ლიტრი წყალი გადავყლაპე.
-ტასო, რას აკეთებ დაწყნარდი ეგრე ჩაიძირები!-ანანო თან მამშვიდებდა და თან ჩემ ნაპირზე გაყვანას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. მედუზა მეორედ შემეხო, რაზეც უფრო ვიკივლე და ჩავიძირე. ანანო კვლავ ჩემ გადარჩენას ცდილობდა. ეს დაწყევლილი მედუზაც არ მშორდებოდა.
ბოლოს გადავწყვიტე თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავსულიყავი და მედუზის მიმართ ხელების ქნევა დავიწყე. უცნაურია, მაგრამ მედუზის სლიპინა ზედაპირის მაგივრად რაღაცა მყარს ვერტყამდი გვარიანად ხელებს. შემდგომ წელზე ძლიერი შეხებაც ვიგრძენი და წყლის ზემოთაც აღმოვჩნდი. გაგახაროთ მაშველები!
ჟანგბადით რომ გავამდიდრე ორგანიზმი თვალები გავახილე და მადლიერი სახით მივუბრუნდი ჩემ გადამრჩენელს, რომელიც კვლავ ძლივს მიათრევდა საკუთარ და ჩემ სხეულს.
მადლიერი სახე უმალ განრისხებული სახით შევცვალე, რადგან დღის გმირი არა მაშველი, არამედ არც მეტი არც ნაკლები ჩემი ახმახი იყო.
-შენ, შენ აქ რა გინდა, მომაშორე შენი ტორები ახმახო! -ვუთხარი და მისი მარწუხებისგან განვთავისუფლდი. მაგრამ, რა გინდა, რას იქნევ ამ ხელებს, კიდე მომვარდა ეს მედუზა და კვლავ დამსუსხა. მეც მივაყოლე კივილი და მედუზის მოშორებას შევუდექი.
წელზე ხელების ფათურით მომმართა ახმახმა.
-ორი წლის ბავშვივით ნუ იქცევი, არც მე მსიამოვნებს ას კილოიანი სხეულის თრევა ამხელა ზღვაში, ამიტომ დაშოშმინდი. კეკლუცობის დრო არ არის. -მოიცა, ამ ორმეტრიანმა მსუქანი მიწოდა? გავსუქდი და მე ვერ ვამჩნევ თუ რა ჯანდაბა ხდება? ჯერ ანანომ ქონიანოო და ახლა ამან ასკილოიანოო.
-რამდენიო? ასკილოიანის რა შემატყე?
-ეგ წყალში ხარ მაგდენი, თორე ხმელეთზე წარმომიდგენია რამდენი იქნები. -ირონიულად მითხრა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-ეტყობა კაი ჯიშიანი ხარ, შვილსაც ამაზრზენი გენები გადააყოლე.
-არ ვიცი, თუ გინდა გამოცადე. -კვლავ ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალი ჩამიკრა.
-თავხედი და უზრდელი ხარ!
-ისე, მგონი შეგიძლია ცურვა. -მითხრა და ხელები გამიშვა. იმწამსვე დავლანდე ის დაწყევლილი მედუზა, წარმოვიდგინე როგორ მსუსხავს, ამიტომ გაუაზრებლად უმალ შემოვხვიე ხელები ახმახის ძლიერ ბეჭებს. მერე უნებურად მის პრესს შევეხე და მივხვდი, თუ რა იყო ის მყარი ზედაპირი რასაც რამდენიმე წუთის წინ ვუტყაპუნებდი ხელებს.
-მენგონი თანახმა ხარ ხო?
-რაზე ვარ თანახმა?
-გამოცდაზე. -მე მცირედ ჩავიცინე და წყნარად დაველოდე სანამ ნაპირზე გამიყვანდა. ამასობაში ანანო გამახსენდა.
-მოიცა, ანანო სად არის?
-შენი დაქალი ნაპირზეა.
-უნამუსო ეგ დამტოვა ამხელა ზღვაში.
-ნაპირზეა და დაჟეჟილობებს იშუშებს.
-რა?
-აბა რა გეგონა მაგხელა ძალით რომ იქნევდი ხელებს. მეც კი ძლივს მოგიგერიე.
-ააჰ, ეტყობა პირდაპირ სახეში გირტყი ხო? შრამი გეტყობა უკვე, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე დაგრჩება.
-ისე არ დაგავიწყდეს, ამჟამად შენი სიცოცხლე ჩემზეა დამოკიდებული, ამიტომ ჭკვიანად იყავი. -გაღიზიანებულმა მითხრა და გიშრისფერი თვალები დამიბრიალა.
-ნაპირზე ვართ უკვე გენიოსო. -ვუთხარი ხელები გავაშვებინე და ნაპირზე ავვარდი.
ჩემ შეზლონგთან მივედი, მაგრამ ანანო ვერ ვიპოვე. შემდეგ გვერდით გავიხედე და ნაცნობ ბიჭთან ერთად მჯდომი დავინახე. მათთან მივედი, ბიჭი ჩემ მიერ მხარზე მიყენებულ ჭრილობებს უწმენდაა ანანოს.
აი ასე უნდა, ყველანაირი მომენტი უნდა გამოიყენო, არასდროსაა ზედმეტი ბიჭის შებმა. იმ შემთხვევაშიც კი თუ დაქალი გეხრჩობა. ამას არ დაგივიწყებ ქალბატონო. გავიფიქრე და მივუახლოვდი.
ანანომ დამინახა თუ არა პირდაპირ ჩემკენ გამოქანდა.
-ტასო, როგორ შემაშინე! როგორ ხარ?
-მე კარგად ვარ, ისე შენ არასდროს კარგავ დროს!-სიცილით ჩავჩურჩულე და იქვე შეზლონგზე მივწექი დაღლილმა.
-გამარჯობა, მომესმა ბოხი ბარიტონი.
-გამარჯობა.
-თორნიკე შარვაშიძე. -კვლავ მომანათა ცისფერი თვალები მამაკაცმა.
-ანასტასია მიქელაძე.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც.
-კარგად ხარ? ცუდად ხომ არ გახდი წყალში?
-არა მაგრამ ლიტრი წყალი გადავყლაპე და..
-ერთი სიტყვით მე რომ არა რა გეშველებოდა. -საიდანღაც მომესმა სასიამოვნო და ამავე დროს საშინლად გამაღიზიანებიელი ხმა.
-ჩემითაც გამოვდიოდი, უბრალოდ ვიღაც ახმახმა შემიშალა ხელი.
-იცი ახლა სწორედ იმ ახმახის შეზლონგზე წევხარ.
-ჰოო, მეც არ გამიკვირდა ამ სიგრძე რატოა მეთქი?
-ფრთხილად იყავი არ ჩატეხო.-ამაზე გავცხარდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. წამოვდექი და ანანოს მივმართე.
-ანანო, რაღაც გაჭუჭყიანდა აქაურობა და წავიდეთ უკვე სანამ თავდასხმაზე გადმოვიდნენ ეს ქვეწარმავლები. ახმახი მკვლელი მზერით დავაჯილდოვე და ანანოს დავავლე ხელი.

თავი 4
-ანანო, ახლა რაღაცას გკითხავ ოღონდ გულწრფელად მიპასუხე.
-რა იყო? რამე მოხდა?
-იცოდე არაფერი დამიმალო, არ მეწყინება.
-ჰო რა გჭირს მითხარი.-უკვე აფორიაქება ეტყობოდა ანანოს.
-გავსუქდი?-ვუთხარი თუ არა, ჯერ გაშტერებული თვალებით შემომხედა, მერე კი ბოლო ხმაზე წასკდა სიცილი.
-ეგ საიდან მოიტანე?
-ოო, შენ მითხარი მართლა გავსუქდი თუ არა.
-არა, ნუ სულელობ. და მითხარი საიდან მოიტანე ეგ.
-რა ვიცი, ჯერ შენ მითხარი ქონიანოო და მერე იმ ახმახმა ას კილოიანი ხაროოო.
-ანასტასია, ვერ ხარ!
-რატო?
-იმიტო! ახლა მითხარი რას შვრებოდით შენ და ახმახი.
-ვცურავდით ანანო.
-ეგ ვიცი, კიდევ რა ქენით?-ეშმაკური სახით შემომხედა ანანომ.
-კიდევ ბეჭდები შევიძინეთ და ხელი მოვაწერეთ. რა უნდა გვექნა მეტი გოგო?
-ოო რა ვიცი, არაფერში არ გამოდგები მოკლედ რააა.
-რა გინდა?
-კაი არაფერი, ცუდად ხო არ ხარ?
-არა, მაგრამ ძალიან ბევრი წყალი გადავყლაპე და მეშინია არ მაწყინოს.
-მინერალური დალიე.
-ფუ, გაჩერდი. დღეს დილით დავლიე ერთი ჭიქა და მგონი ზღვის წყალზე მეტად ის მაწყენს. რაღაცნაირი გემო აქვს.
-აბა ჩემო კარგო, ბორჯომი, ნაბეღლავი, ლიკანი სამშობლოში რომ ჩახვალ იქ ყლურწე. -მითხრა ანანომ.
ამასობაში კი ანანომ აბაზანაში შესვლაც დამასწრო.
————
გამოვედი თუ არა აბაზანიდან, პირდაპირ ტასოს მივმართე.
-აუ მშია და რესტორანში ჩადი და რამე შეუკვეთე თორემ მოვკვდები!
-იმდენი ხანი ბანაობდი რომ გასაკვირია კვლავ ცოცხალი როგორ ხარ!
-რა ოთხმოცდაათი წლის “ხაზეიკასავით” მელაპარაკები გოგო. -სიცილით ვუთხარი ტასოს.
-აბა მოვიწყინე აქ მარტო ჯდომით.
-კაი მიდი შენ ჩადი, მანამდე მე მოვწესრიგდები და მერე რამეს ვუყუროთ.
-ოკეეი. -მომაძახა ტასომ, რასაც კარის გახურვის ხმაც მოყვა.
ოთახში არ ვიყავი შესული, რომ კარზე კაკუნის ხმა გავიგე.
ჯერ გამიკვირდა, როდის მერეა ტასო კარზე აკაკუნებს მეთქი, მაგრამ მერე მაინც ჩავთვალე რომ ის იქნებოდა, ამიტომ ჩვეულებრივად, პირსახოცშემოხვეულმა კარი გავაღე.
ზღურბლზე ტასოს მაგივრად თორნიკე შემხვდა, რომელსაც ხელში ერთი ბოთლი ნაბეღლავი ეჭირა.
მის დანახვაზე სახეზე წამოვხურდი და პირსახოცი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე.
-უი მაპატიე ასეთ დროს რომ მოვედი..-შეწუხებული ტონით მომმართა ბიჭმა.
-არაუშავს, საიდან უნდა გცოდნოდა. -ღიმილი ავიკარი პირზე და ისე ვუპასუხე.-რამ შეგაწუხა?
-იცი, ამ წამს დემეტრე იძახდა იმდენი წყალი გადავყლაპე მშობლიური ნაბეღლავის მეტი ვერაფერი მიშველისო და ჩავთვალე, რომ ანასტასიაც იგივე მდგომარეობაში იქნებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ აქ ძალიან ცუდი მინერალურებია, გადავწყვიტე მისთვისაც მომეტანა.
-უი, არ ვიცოდი აქ თუ იყიდებოდა. მადლობა რომ შეწუხდი, იქნებ მითხრა სად იყიდე?
-არა, აქ არ იყიდება სამწუხაროდ. ეს დემეტრეს დააქვს ყველგან შეკვრებით. ნაბეღლავის მეტს ვერაფერს სვამს.
-მაშინ მადლობა დემეტრეს და შენ. ტასოს მრისხანებისგან გადამარჩინე.-სიცილით ვუთხარი და ბოთლი გამოვართვი.
-მაშინ უკვე მესამედ გადაგარჩინე. -ტუჩის კუთხის ჩატეხვით მითხრა თორნიკემ და წავიდა.
სწორედ იმ წამს გავიაზრე, რომ ის იყო კლუბშიც.
უკვე ტასოს ფეხის ტოპტოპიც გავიგე და მის მიერ კარის შემოგლეჯვაც.
-უფ ისეთი გემრიელობები შევუკვეთე მოკვდები.-გახარებული მეუბნება.
-ხოდა მადლობა!-ვეუბნები და ნაბეღლავის ბოთლს ვუწოდებ.
-ეე, ეგ საიდან?-გახარებული მგლეჯს ხელიდან, ჯერ ცელოფანს შემდეგ თავსახურს აძრობს, ჭიქაში ისხამს და მადიანად სვამს.
-თორნიკემ მომიტანა, დემეტრეს პირადი მარაგიდან.
-ეგ ვინაა?-მომმართა სავსე პირით.
-აი ის ახმახი შენ რო..
-რაა?-სიტყვა შუაზე გამაწყვეტინა და ხველებით მომმართა.
-დარწმუნებული ვარ მოწამლულია!
-კაი, რა გჭირს გოგო, თოკომ მოიტანა, უცხომ ხომ არა.
-ვაა, უკვე თოკომ?
-ო რა ვიცი დიდი სახელი აქვს და შემეზარა თქმა. -უცებ მოვაბოდიალე ტყუილი.
-ოხ ანანო, იცოდე რამე რომ დაგიმალო სახეს აგათლი!-მისი ჭკუით დამემუქრა ტასო.
-კაი, ეგ არის ის დღის გმირი.
-რაა? მოიცა ის თორნიკე რომელმაც გადაგარჩინა მატარებელში არის ის, ვინც გადაგარჩინა კლუბში?
-და კიდევ ის ვინც რამდენიმე წუთის წინ გადამარჩინა შენი მრისხანებისგან. -სიცილით ვუთხარი ტასოს და მის გაკვირვებულ მზერას კვლავ დავაკვირდი.
-მოიცა, ეს დამთხვევაა თუ..
-თუ! ტასო, არ თქვა მეტი თორე თვალი მეცემა და ჩამეფუშება ყველაფერი!
-კაი ჩუმად ვარ. -მითხრა გამხიარულებულმა.
————
-ანანოო!
-რა გაყვირებს?
-ნახე რა ეშმაკია შენი თოკო. -სიცილით ვუწოდებ პატარა ფურცელს.
-ეს რა არის?
-წაიკითხე და ნახავ.
ანანომ წაიკითხა ფურცელი, მერე კი მე შემომხედა გაცოფებული თვალებით.
-ანასტასია, ეს არ არის სასაცილო!
-რა?
-აბა გამაღადავე შენი ჭკუით?
-არა, სერიოზულად თორნიკეს დაწერილია.
-და შენ საიდან გაქვს?
-ნაბეღლავის ბოთლზე იყო დაწებებული.
-და რა ვქნათ ანუ?
-წავიდეთ გოგო!
თორნიკემ ბარათში დაგვიწერა, რომ როგორმე უნდა აღგვენიშნა ჩვენი გაცნობა, ჩემი გადარჩენა და ამიტომ, დღეს რესტორანში გვეპატიჟებოდა. ნუ, რა თქმა უნდა, მედალიონს ორი მხარე აქვს. რადგანაც ის ახმახი მამრიც მობრძანდება.
-ტასსს, მე ვერ წამოვაალ.
-რატო?!
-არ ვიცი რა ჩავიცვაა.
-მერე აქ არ გყავარ კეთილი ფერია?
-მოიცა ანუ მე კონკია ვარ?
-ხოო.
-კაი მიდი შენ შემარჩევინე რა ჩავიცვა და მე შენი კონკია ვიქნები.
დიდი ხანი ვარჩიეთ, არც განსაკუთრებული, არც ჩვეულებრივი და არც გამომწვევი, არც უბრალო, მაგრამ ბოლოს შევარჩიეთ.
უკვე ნომრიდან გავდიოდით, როცა ანანოს ვუთხარი.
-ისე, ხვალ ნომერს შენ ალაგებ კონკიავ. -ენა გამოვუყავი და გავასწარი მის მრისხანე კლანჭებს.
მივედით რესტორანში და მაგიდასთან დაგვხვდა თორნიკე და დემეტრე. ჩვენც შევუერთდით მათ.
-საღამო მშვიდიბის. -თავაზიანად მიმართა ანანომ ბიჭებს. მე კი ღიმილით შემოვიფარგლე.
-მემგონი ოფიციალურად არ ვიცნობთ ერთმანეთს. -წამოიწყო დემეტრე ახმახმა.
-დემეტრე მაჩაბელი.
-ანანო გოგიტიძე.
-ანასტასია მიქელაძე.
ვთქვი თუ არა მაჩაბელმა სიცილი მორთო.
-უკაცრავად? რამე სასაცილოა და ვერ მივხვდით?-ბრაზიანმა მივმართე.
-არა, უბრალოდ ამდენ თავადთან ერთად ზიხარ, ეს ხომ დიდი პატივია შენთვის.
-ვერ გავიგე?-იმ წამს ნამდვილად არ ვიცოდი თუ რას ლაყბობდა ეს ზორბა.
-გოგიტიძე, შარვაშიძე, მაჩაბელი თავადური გვარებია, მიქელაძე კი აზნაურული, გაგიმართლა ჩვენ გარემოცვაში ყოფნა.
-აჰჰ, ხო მართალი ხარ, თანაც გეტყობა შენ კიდევ შუა საუკუნეებში ხარ ეტყობა, ანტიკური ხუმრობებით რომ მოძრაობ. -ეს ვუთხარი თუ არა ღიმილიანი სახე უმალ მომუწა, ირონიული სახით შემომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-კარგი, მოდი ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. -სიტუაციის განმუხტვა სცადა თორნიკემ. -მე მაგალითად იურისტი და გამომძიებელი ვარ. აი, მაშინ მატარებელში ფარულ მისიას ვასრულებდით.
-თავიდან იყო ფარული, მერე კი შენ შეგვიშალე ხელი. -სახე მომანათა მაჩაბელმა.
-იმის შემდეგ რაც შენ ტუალეტის კაბინაში შემაგდე და ამოაფრქვიე ყველაფერი. -მეც არ შევეპუე ახმახს.
-მოიცა რა?
-ეგ მე არ ვიცოდი. -ანანომ და თორნიკემ ერთნაირად გაიკვირვეს.
-კარგი, აღარ გვინდა წარსულზე საუბარი. -თემის დახურვას შეეცადა დემეტრე.
-კარგი, გავაგრძელოთ მაშინ ერთმანეთის გაცნობა. მე სოციოლოგიის ტასო კი ბიზნესის მეოთხე კურსზე ვართ.
-შენ და ბიზნესი? რაღაცა არ წარმომიდგენია.
-შენ დარწმუნებული ვარ ცირკში მუშაობ, საშინელი ხუმრობებისა და ირონიული სახეების საუკეთესოდ მიღების თანამდებობაზე. -უკვე მეტყობოდა გაბრაზება. რაზეც ანანომ მუჯლუგუნი მკრა და თვალები დამიბრიალა.
-ისე, წარმოგიდგენია რომ შენი ბიზნესის კარიერა შესაძლოა აქვე ჩაიფუშოს?
-ამაზე პასუხი არ გამიცია და მომთხოვნი მზერით შევხედე.
-აჰჰ, ალბათ არ იცი, რომ ახლა საქართველოს უმსხვილეს ბიზნესმენს ესაუბრები. -ამან ცოტათი შემაცბუნა, მაგრამ არ შევიმჩნიე. იქნება და მართლა მინგრევს მომავალს?! მაგრამ არაუშავს, მისი გამწარება ამად ღირს!
-შენ ის არ იცი ალბათ რომ ადამიანს ყველაფეის წარმოდგენა შეუძლია. -მრავლისმეტყველი მზერით დავაჯილდოვე, მოვიბოდიშე და საპირფარეშოში გავედი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent