შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმები (თავი მეშვიდე)


29-04-2018, 18:04
ავტორი ბიბი
ნანახია 2 033

ცრემლები წასკდა თამთას ცადა თავი შეეკავებინა მაგრამ გრძნობები ვერ მოთოკა, ლუკას საცეზე ეფერებოდა და არაფერს ამბობდა ეს ის ცხოვრების მომენტი იყო როცა სიტყვებზე მეტს მისი ემოცია ამბობდა.
-ახლა, რომ შემეძლოს ფეხზე ადგომა და ხელის მოხვევა მაგრად ჩაგიკრავდი გულში ჩემო მშვენიერო გოგოვ.-გაჭირვებით ამოილუღლუღა ლუკამ, სიტყვებს შორის დიდ პაუზებს აკეთებდა და თავადაც ცრემლმორეული უცქერდა სასთუმალთან ღამეებნათენებ თამთას.-მაპატიე რომ გიწევს იმის ნახვა თუ როგორ ცუდად ვარ.
-არა, გაჩუმდი, ნუ ლაპარაკობ, არ დაიღალო ვიცი ყველაფერი ვიცი, თითოეული სიტყვა ვიცი რაც უნდა მითხრა, ვიცი როგორც გიყვარვარ და არ არის ამის მტკიცება სიტყვებით საჭირო. ერთადერთი რაზეც ახლა უნდა იფიქრო საკუთარი თავია, გთხოვ იპოვე ძალა, რომ ფეხზე დადგე და დამიბრუნდი როგორც ჩემი ძმა. მე აქ ვარ, გესმსი ? მე მზად ვარ გვერდით დაგიდგე, შეგიძლია დამეყრდნო მაშინ როცა დაიღლები.-თამთა და ლუკა კიდევ დიდხანს ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს. თამთა პალატიდან გამოვიდა და ყელში მომდგარი დიდი ბურთი ცრემლებად დაღვარა, ტელეფონი აიღო და ლევანს დაურეკა, ვერც გააცნობიერა რომ უკვე დილის ხუთი საათი დაწყებულიყო.
-გისმენ, ჰო მშვიდობაა?-ნამძინარევი ხმით უპასუხა ლევანმა.
-მადლობა, გესმის? მადლობა, გონს მოვიდა, ის... ის... გონს მოვიდა და თავს სუსტად გრძნობს მაგრამ გონდა, მადლობა, რომ ძმა გადამირჩინე.-კვლავ ცრემლები წასკდა თამთას და არც გაუგია რა უპასუხა ლევანმა.
-ჰეი, აქ ხარ?-უკვე ყვიროდა ლევანი-თამთა! დამშვიდდი, ხმა გამეცი!
-ჰო, აქ ვარ...-სუსტი ხმით ძლივს ამოთქვა სიტყვები.
-გინდა მოვიდე?
-არა, არ არის საჭირო, დილით მოდი, ახლა ისვენებს, სუსტად არის მაგრამ ცოცხალი-გაუაზრებლად იმეორებდა.
თამთა საავადმყოფოს ფოიეში ჩავიდა. სადაც ლუკას მეგობრები იყვნენ, მის დანახვაზე ერთიანად წამოიშალნენ სკამებიდან, ეგონათ ცუდი ამბავი მოჰონდა მისთვის თამთას, მისი შეურაცხადი სახის გამო. როგორც იქნა ამოთქვა "გონს მოვიდა". ირაკლიმ, გაგამ და გიორგიმ ერთხმად ამოისუნთქეს და თითქოს დიდი ლოდი მოეხსნათ მხრებიდან. სხვას უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა იმედის ნაპერწკალი გაჩნდა და გაღვივებას ელოდა. საუკუნედ გაიწელა რამდენიმე საათი, თითქოს ეს ღამე გათენებას აღარც გეგმავდა. პირველი ემოციები როცა ჩაცხრა თამთამ მხოლოდ შემდეგ იგრძნო, რამდენი ღამის განმავლობაში არ უძინია. ლუკას პალატასთან ცაეძინა გაყინულ სკამზე. დილით ლევანიც მოვიდა დიდხანს უყურა მძინარე თამთას, არ უნდოდა მისი გაღვიძება. მაგრამ არც ის უნდოდა სხვას გაეღვიძებინა, გადაწყვიტა ჯერ ლუკასთან შესულიყო.
-გამარჯობა ლუკა, როგორც ვხედავ დაგვიბრუნდი, მე შენი ექიმი ვარ, ლევანი, გახსოვს რა მოხდა?
-ისევ აქ არის?
-ვინ?
-თამთა ისევ აქ არის? გუშინ ძალიან დაღლილი ჩანდა დაისვენოს.
-მე მასზე ვიზრუნებ, ახლა კი მითხარი გახსოვს რამე?
-კი აივანზე ვიდექი ზურგით ვეყრდნობოდი მოაჯირს როდესაც ადგილიდან მოწყდა და მეც თან წამიყოლა, მას შემდეგ მხოლოდ ბუნდოვნად მახსოვს ხმები და მერე თეთრი შუქი, და თამთას ხმა. გამიმართლა არა ექიმო? გადავრჩი და თან თამთას ხელში მოვხვდი.
-ნამდვილად გაგიმართლა-გაიღიმა ლევანმა და მისი გასინჯვა განაგრძო. პალატიდან გამოვიდა, თამთას შუბლზე ჩამოშლილი თმა გაუსწორა არ უნდოდა შეეშინებინა და ნაზად დაუძახა, გოგონა შეიშმუშნა თვალები ჯერ მოხუჭა და მერე გაახილა.
-ჰო, მღვიძავს, რა მოხდა. ღმერთო ჩემო აქ როგორ ჩამეძინა.-თვალი მოეავლო დერეფანს და მხოლოდ შემდეგ შენიშნა ლევანი. ფეხზე წამოხტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა წელზე მოეხვია. მის გამხდარ ხელებს ისე უჭერდა ლევანმა იფიქრა სადაცაა წელში გადამტეხავსო მაგრამ მოშორება არც კი უფიქრია ეს პატარა ფანა გოგო იმდენ სიტყვას ატევდა თავის ერთ მოქმედებაში რომ შეუძლებელი იყო შეწინააღმდეგებოდი. ლევანი იდგა და იღიმოდა თუმცა თავადაც არ იცოდა ეს მოუშორებელი ღიმილი მისმა ქალურმა თავბუდამხვევმა სურნელმა მოჰგვარა თუ მისმა ბავშურობამ. გული გამალებით უცემდა ეგონა სადაცაა გასკდებაო. მაგრამ გაუძლო ამ ერთიანად თავდატეხილ ემოციას. თამთა თავს საიმედო ხელში გრძნობდა ისიც კი დაივიწყა რომ საავადმყოფოს დერეფანში ასე ურცხვად გამოხატავდა გრძნობებს. თავი ძლივს მოთოკა და ლევანს ხელები მოაშორა.
-გაიღვიძა? შეიძლება შევიდე?
-კი შედი მაგრამ არ გადაღალო და შენც დაისვენე, სახლში წადი და კარგად გამოიძინე.-თავბრუდამხვევ ემოციას თავს ვერ ართმევდა ლევანი და გაღიმებული უყურებდა თამთას.
-გამარჯობა-მორცხვად თქვა პალატაში შესულმა თამთამ და თვალს ვერ უსწორებდა ლუკას, არ უნდოდა მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა.
-გამარჯობა, რა მხურვალედ ეხვეოდი ჩემს ექიმს.- სიცილით თქვა ლუკამ.
-მისი წყალობით ვსაუბრობთ ახლა, მადლობის ჟესტი იყო ეს მხურვალე ხვევნა მხოლოდ.-სიცილითვე უპასუხა თამთამ და თავის ადგილზე ლუკას თავთან დაჯდა.-ძალიან მენატრებოდი ჩემო ძვირფასო
-მეც ძალიან მენატრებოდი თამთა, შენთან მოსვლას ვერ ვბედავდი, არ მინდოდა შენი სევდიანი სახის ხილვა იმ ამბის მერე...
-მან დაგვტოვა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. დარწმუნებული ვარ არ მოეწონებოდა ჩვენს სორის აღმართული კედელი რომლის დანგრევაც ვერცერთმა გავბედეთ.-ამ საუბარში იყვნენ გართული როცა პალატაში ხმაურით სემოვიდნენ ლუკას მეგობრები.
-ძმაო გადარჩენას გილოცავ, არ ვიცი ეს გოგო შენი ვინ არის მაგრამ ჩვენზე მეტად განიცადა შენი ამბავი.-თამთაზე მიუთითა ირაკლიმ.
-ბიჭებო, ცოტა ჩუმად. ეს გოგო აქამდე უნდა გამეცნო თქვენთვის მაგრამ მეც დიდი ხანია არ მინახავს, თამთა თორნიკეს დაა.-პალატაში სიჩუმე ჩამოწვა ვერავის გაებედა სიტყვის თქმა თამთას გერმანიაში ყოფნისას დამეგობრდნენ თორნიკე და ლუკა ამ ბიჭებთან და თამთას შესახებაც მხოლოდ ის იცოდნენ რომ ამ ორ ერთმანეთში შეზრდილ ძმებს ძალიან ენატრებოდათ.
-სასიამოვნოა-დიდიხნის დუმილის შემდეგ თქვა გიორგიმ-თორნიკე ძალიან გვიყვარდა და გვაკლია. ის ნამდვილად კარგი პიროვნება და ერთგული მეგობარი იყო.
-თოკო ყველას უყვარდა ვისაც კი იცნობდა.-სიამაყით თქვა თამთამ და ბიჭებს გაუღიმა.- მე დაგტოვებთ, ეცადე არ დაიღალო ლუკა დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ ჯერ-ჯერობით. ბიჭებო ბევრს ნუ ალაპარაკებთ.-თამთამ ოლიმპიური სიმშვიდით გაიარა გზა სამორიგეომდე, შესვლისთანავე კედელს მიეყრდნო ძირს დაჯდა და მოზღვავებული ემოვიებისგან დაიცალა თორნიკეს გახსენებაც და მისი მეგობრების გაცნობაც ამაღელვებელი და დამთრგუნველი იყო, როცა ტირილით გული იჯერა ორდღიანი შვებულება აიღო და სახლში წავიდა. პირველრიგში შხაპი და გამოძინება სჭირდებოდა, დასვენება და მომხდარის გადახარშვა. რა იცოდა თუ მოჭიმული მშვილდივით დაძაბულები ელოდნენ მშობლები. სახლში შესვლის თანავე ტირილით თვალებჩაწითლებული დედა შეეგება.
-თამთა შვილო, მოხვედი? რა ხდება? მითხარი რომ ყველაფერი რიგზეა.
-დამშვიდდი დედა. ყველაფერი კარგად არის ლუკა გონს მოვიდა და გამოჯანმრთელდება
-მადლობა ღმერთს, რამე რომ მოსვლოდა, წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა.
--მადლობა ლევანს, რომ გადარჩა, მე უნდა დავისვენო, ძალიან დაღლილი ვარ.-ემოციებისგან დაცლილი თამთას არაფრის თქმა და გაკეთება აღარ შეეძლო ერთი სული ქონდა როდის ჩაწვებოდა ლოგინში და სიზმრის სამყაროში გადაინაცვლებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent