შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუცნობი ზარი (18 დასასრული)


29-04-2018, 20:53
ავტორი jina
ნანახია 2 050

ოთახში შემოჭრილი მთვარის შუქზე კარგად ჩანდა მამაკაცის მოელვარე თვალები...
ნიტამ ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში და გაჭირვებით წარმოთქვა
–გელოდებოდი!
–დარწმუნებული ვარ ღამეები არ გეძინა ჩემს ლოდინში!
მამაკაცმა მსუბუქად კიდევ ერთხელ მიანარცხა კარადას, ისე რომ გოგონას ყელს არ მოშორებია
–თავს ძლივს ვიკავებ რომ კისერი არ მოგტეხო! კბილებში გამოსცრა, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა, ეჭვი არავის შეეპარებოდა რომ მართლაც იყო ამის გამკეთებელი
გოგონამ ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და თვალებში ვნება აუკიაფდა
–ასე აღმაგზნებ!
–ჯანდაბა! დაიღრიალა მამაკაცმა და უხეშად შეუშვა ხელი ამირეჯიბს, შეტრიალდა და იქვე დადებულ მაგიდას წიხლი ჰკრა, სამზარეულოს კარადას მუშტი მთელი ძალით დასცხო, ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ისევ გოგონას მიუბრუნდა რომელიც ამ დროის მანძილზე ურეაქციოდ აკვირდებოდა მის საქციელს
–რის მიღწევა გინდა?! რის გაკეთება გინდა ამით?! შენი საქციელით რას ამტკიცებ?! არ ცხრებოდა მამაკაცი
–დამშვიდდი! სახე დაუსერიოზულდა ნიტას და ხმაზეც შეეტყო თუ რაოდენ სერიოზულად აპირებდა საუბარს, ხელში მოქცეული დანა იქვე მიაგდო და საძინებელი ოთახისკენ დაიძრა, რამდენიმე წამის შემდეგ ორივე ოთახში იჯდა და ერთმანეთის სუნთქვას უსმენდნენ, საუბრის დაწყება ნიტამ აიღო საკუთარ თავზე
–მაპატიე... დუმილის შემდეგ დაღონებულმა თქვა–შენ ამას არ იმსახურებდი... გაჩუმდა, რასაც ბიჭისგან ირონიული ჩაცინება მოჰყვა
–მხოლოდ მაპატიე? სარკასტულად გამოუვიდა–არ ვიმსახურებდი არა?! თვალებში სიბრაზე ეხატებოდა
–დემეტრე... ამოილუღლუღა და თვალებში შეხედა–ყველაფერი აირია, ასე არ უნდა გამოსულიყო, საერთოდ არ უნდა შემხვედროდი, არ უნდა ყოფილიყო არც ის ავარია, არც ბარი, არც ის ღამე, არც ბავშვი, არც ქორწილი, არც შენ, არც მე, არც ჩვენ!
–არ გაბედო! (დემეტრე წამოენთო)–არ გაბედო და არ ინანო!
–არ უნდა მომხდარიყო! დროს უკან ვერ დავაბრუნებთ მაგრამ შეგვიძლია დავასრულოთ ყველაფერი!
–რა უნდა დაასრულო?! ჩაეცინა არღვლიანს
–დემეტრე არ მინდა სენტიმენტალური დიალოგი! როცა მიხვდა ამირეჯიბი რომ გრძნობები სძლევდა, მაშინვე მოკლედ მოუჭრა, წამოდგა, პატარა ტუმბოსთან მივიდა, უჯრა გამოაღო, პატარა ყუთი ამოიღო და დემეტრეს გაუწოდა
–ეს რა არის?
–ერთადერთი რამ რაც გვაკავშირებდა! ეცადა მტკიცედ გამოსვლოდა.
არღვლიანმა ყუთი გახსნა და იქიდან ნიშნობის ბეჭედი ამოიღო.
მწარედ ჩაეცინა,
–ნიტა შენს გაშვებას არ ვაპირებ! ქვემოდან ახედა გოგონას
–მე შენგან არც მივდივარ, რადგან არც არასდროს ვყოფილვარ შენთან!
–მიყვარხარ გესმის! მიყვარხარ! შემიყვარდი! ამის დედაც! (თავზე ხელი გადაისვა) შენ გგონია ამას ყველას ვეუბნები?! ან ყველას ვთხოვ ცოლობას?! ყველას შენსავით ვეკიდები და დავდევ?! მითხარი! ერთი სიტყვა მაინც მითხარი ამის დედა შე*ცი! იღრიალა გამწარებულმა, ცხოვრელს ჰგავდა, გამძვინვარებულ ცხოველს...
ამირეჯიბი ძლივს იკავებდა ცრემლებს, უნდოდა ბოლო ხმაზე ეკივლა, გრძნობები გამოეხატა, ეთქვა რომ მასაც აქვს გრძნობები, თუმცა ამის მაგივრად იდგა და უემოციოდ მისჩერებოდა გაგიჟებულ მამაკაცს.
–სუსტი ხარ! მხოლოდ ეს ორი სიტყვა თქვა, დემეტრე ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა
–ერთად ვიძიოთ შური თუ ასე გინდა! თუ ამის გარეშე ვერ ძლებ, დაგეხმარები! თითქოს უკანასკნელ იმედს ჩაებღაუჭა არღვლიანი
–ეს უკვე შენი საქმე არაა! გაიმკაცრა ტონი, უბრალოდ აიღე ბეჭედი და გაქრი!
დემეტრე ერთხანს უყურებდა ნიტას, აღარ იცოდა როგორ შეენარჩუნებინა, ფიზიკურად ვერ იძალადებდა თორემ სახლშ წაიყვანდა ან სადმე სხვაგან გადამალავდა, თუნდაც მისი დაბმა დასჭირვებოდა, მაგრამ ამირეჯიბის შუშისებრი თვალები არაფერს ეუბნებოდნენ, ერთი პროცენტიც კიარ გამოხატავდა რაიმე ემოციას, მხოლოდ სიცარიელე იყო...
დანებდა! დემეტრე არღვლიანი ქალთან დანებდა! ცხოვრების სიყვარულს დანებდა! საყვარელი ქალისგან ვერაფერი იგრძნო საპასუხოდ და დანებდა! თავადაც დაცარიელდა...
–კარგი! თავის ასწია ბიჭმა და წელში გაიმართა,–ერთი კითხვა და წავალ (მკაცრად დაიწყო)–მუცელი მართლა მოგეშალა? პასუხის მოლოდინში გაირინდა მაგრამ მკაცრი გამომეტყველება არ მოშორებია... გოგონამ თვალებში შეხედა
–არა! გაიჟღერა მისმა ხმამ და დემეტრეს თვალებში სხივი გაკრთა–ორსულად არც ვყოფილვარ! მოგატყუე! მამაკაცი წამოენთო მაგრამ სანამ რამეს იტყოდა ნიტას ტელეფონი აწკრიალდა, განათებულ ეკრანს გახედა ორივემ, თუმცა ნომერი არ ეწერა... წამსვე დაებერა დემეტრეს ძარღვები, სხეული დაეჭიმა...
–შენ რა ისევ აგრძელებ?!
–მოკავშირეები ყველას გვჭირდება! წარბი აზიდა ნიტამ ამის თქმისას...
ზარი გათიშა, იარაღი აიღო, დანა ფეხზე მიიმაგრა და დემეტრესკენ შებრუნდა
–რომ გითხრა სასიამოვნო იყო შენი გაცნობა მეთქი მოგატყუებ, თუმცა არც უსიამოვნო ყოფილა, მაგრამ სასიამოვნო იყო შენთან სე*სი... მკრთალად გაუღიმა და იქაურობას გაეცალა.
***
ქალაქგარეთ, ერთ პატარა დასახლებაში, ნანგრევებად ქცეულ შენობაში ორი სილუეტი იდგა გვერდიგვერდ, ერთმანეთს არ უყურებდნენ, სივრცეს გაჰყურებდნენ შენობის მეოთხე სართულიდან
–სასიამოვნოა თანამშრომლობის განახლება! კმაყოფილება შეინიშნებოდა მამაკაცის ტონში
–...... (საპასუხოდ მხოლოდ დუმილი მიიღო)
–შენი ერთ–ერთი საქმის ნარჩენის გამო დაიღუპნენ... (მძმედ წარმოთქვა კაცმა)
გოგონამ მძიმედ ამოისუნთქა მშობლების ამბის გახსენებაზე, თვალები დახუჭა და სახე ნიავს მიუშვირა
–რას აპირებ?
–შენც კარგად იცი ჯეკ! ხმა ამოიღო ნიტამ...
ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა მოსაუბრეს, სათვალე შეისწორა, ჯიბიდან პატარა კონვერტი ამოაძვრინა და გოგონას მიაწოდა ისე რომ ერთმანეთისთვის არ შეუხედავთ, შემდეგ კი იქაურობას გაეცალა…
დაახლოებით ნახევარი საათი დაჰყო ნიტამ იმ ადგილას, ზრები დაალაგა, ღრმად ამოისუნთქა და მანქანისკენ დაიძრა...
ჩაჯდა თუარა მაშინვე კონვერტი გახსნა, ერთადერთი ფოტო იდო, ამოიღო და სურათზე გამოსახულ პიროვნებას თვალებგაფართოებული მიაშტერდა, ტანში გასცრა, ყურები დაუგუბდა და ყელი ჩაეწვა, ძველმა მოგონებებმა ერთიანად ჩაურბინა თვალწინ, გახელილი თვალებიდან უმალვე გადმოუგორდა ცრემლი, ტუჩები მომუწა რომ ხმა არ დასცდენოდა, ღმუილის მაგვარი ბგერები ამოუშვა მოკუმული პირიდან, საჭეს მოუჭირა ერთი ხელი, მეორეთი კი ფოტო დაჭმუჭნა, მუჭში ისე მოიქცია თითქოს ცოცხლად ჰყავდა ის ადამიანი და ხელით მას ახრჩობდა... კოვერტს კიდევ ერთხელ დახედა. ზედ დაწერილი მისამართი დაიმახსოვრა. შემდეგ კი ფოტოსთან ერთად ცეცხლი მოუკიდა და მანქანის ფანჯრიდან ისროლა...
ქალაქში შევიდა, მანქანას სწრაფად მართავდა, გზაში ხელახლა დაიწყო ფიქრი რა და როგორ გაეკეთებინა, საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა, ერთი მისი მხარე შურისძიების სურვილით შეპყრობილიყო, მეორე კი გრძნობებს მოეცვა...
მოცემულ მისამართზე მივიდა თუარა, მაშინვე გადავიდა მანქანიდან, იარაღი წელთან ჰქონდა დამაგრებული, ტყავის ქურთუკი გადაიცვა, წელში გაიმართა და ამაყი ნაბიჯებით გაემართა ორსართულიანი სახლისკენ...
ჭიშკართან დაცვის სამი ბიჭი იდგა, ამიტომ გადაწყვიტა ბაღიდან შეპარულიყო.
ღობეზე სწრაფად აძვრა და ბაღში გადახტა, იქვე მწვანედ ახასხასებული ბუჩქებიდან ერთ–ერთს ამოეფარა, იარაღი ამოიღო, მაყიჩი გაუკეთა და ბაღთან მოსიარულე დაცვას ასროლა, წამსვე გავარდა მეორე ტყვიაც რომელიც ამჯერად მეორე დაცვას მოხვდა, შენობისკენ დაიძრა, თან სიტუაციას ზვერავდა რომ არავინ გამოჰპარვოდა,
სახლის უკანა კარი შეაღო და მაშინვე ეცა ახოვანი შავებში ჩაცმული მცველი, რომელმაც კედელს მიანარცხა და იარაღზე დაეჯაჯგურა, ნიტამ ფეხის ტერფზე თავისი ფეხი მძლავრად დაჰკრა, თავი თავში ჩაარტყა და მოიშორა, იარაღი დაიბრუნდა და პირდაპირ გულ–მკერდში ესროლა...
გზა განაგრძო და ამჯერად სამზარეულოში აღმოჩნდა სადაც მოსამსახურე ქალი სადილს ამზადებდა, იარაღი თავთან მიადო და შეშინებულ ქალს ტუჩებთან თითის მიტანით ანიშნა გაჩუმებულიყო, ქალმა კი წამსვე ცრემლები გადმოღვარა და გაფითრებულმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, უკრაში ნაპოვნი წებოვანი ლენტით ხელები შეუკრა და პირზეც მიაწება [ატარა ნაგლეჯი
–მაპატიე... ყურთან დაუჩურჩულა და სამზარეულო დატოვა...
გრძელი დერეფანი გაიარა და მისაღებ ოთახში შევიდა, ცარიელი დახვდა იქაურობა, მხოლოდ ტელევიზორის დიდი ეკრანი განათებულიყო და საინფორმაციო დაბალ ხმაზე აშუქებდა ახალ ამბებს, ნიტამ თვალი მოავლო ოთახს და ფანჯრიდან დაინახა აუზი, შეზლონგზე კი სილუეტი შენიშნა რომელსაც თავზე ოთხი დაცვა ედგა, ზუსტად იქითკენ აიღო გეზი
აუზთან ზედიზედ ერთმანეთის მიყოლებით წაიქცა დაცვის სამი წევრი, მეოთხემ როგორც ჩანს რეაგირება მოასწრო და იარაღი ამოიღო, თუმცა წამსვე მოხვდა ამირეჯიბის მიერ გასროლილი დანა და უგონოდ დაეცა მიწაზე...
შეზლონგზე წამოწოლილი სილუეტი სანამ წამოდგებოდა მანამ იგრძნო იარაღის ცივი ლულა კეფაზე და ბოროტულად ჩაეღიმა, არც შებრუნებულა ნიტასკენ
–და აი ეს დღეც დადგა! ღვარძლიანად წარმოთქვა
–ადექი! საშინლად ცივი ხმით უთხრა ქალმა. მამაკაცი ნელა წამოდგა, წვენი რომელიც ხელში ეჭირა იქვე მაგიდაზე დადო და გოგონას თვალებში შეხედა
ნიტამ რომ შეხედა ხელახლა გაეხსნა ყველა ის ჭრილობა, რომელსაც ამდენი ხანი საგულდაგულოდ მალავდა, რომელსაც ამდენი ხანი გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდა, გული ბოღმით აევსო, იარაღს თითები უფრო მეტად მოუჭირა, მთელი სხეული დაეჭიმა
–როგორ დაქალებულხარ... თვალი აატარ–ჩამოატარა ბიჭმა და ნერწყვი მძიმედ გადააგორა, ეშმაკური თვალები ურცხვად ათვალიერებდნენ ამირეჯიბის სხეულის თითოეულ წერტილს, გოგონა მთელ თავის მოთმინებას იკრებდა თავის შესაკავებლად, ჯერ ლაპარაკი სურდა
–როგორ გადარჩი? ეს ორი სიტყვა წარმოთქვა გამშრალი პირიდან, მამაკაცმა ჩაიცინა
–რა გულუბრყვილო ხარ
–მე შენ მომაკვდავი დაგტოვე! იყვირა ნიტამ
–სწორედ ამაშია საქმე–გაღიმებულმა ლაღად უპასუხა–მომაკვდავი და არა მკვდარი!
მწარედ ჩაეცინა ამირეჯიბს
–მაშინ იმავე შეცდომას მეორედ აღარ დავუშვებ! ზიზღით წარმოთქვა და ის ის იყო სასხლეტისთვის უნდა გამოეკრა რომ უკნიდან ხმა მოესმა
–ნიტა არ გინდა!
ამირეჯიბი არ შებრუნებულა, მხოლოდ თვალები დახუჭა და ცრემლი გადმოაგდო, სწორედ ამ ხმის გაგონება არ უნდოდა ახლა...
–დემეტრე! ხმადაბლა თქვა აკანკალებული ხმით
–ნიტა მომისმინე... არ გინდა... უბრალოდ არ გინდა... გადაღლილი და მავედრებელი ხმა ჰქონდა ბიჭს, რომელიც ნელნელა უახლოვდებოდა
–იცოდი არა?! იმედგაცრუებულმა გოგონამ დემეტრეს შეხედა–ყველაფერი იცოდი მაგრამ გაჩუმებული იყავი, იცოდი რომ ეს შენმა ძმამ ჩაიდინა ხომ ასეა!– იღრიალა ბოლო ხმაზე, თავიდანვე იცოდი! ცრემლები უკვე თავისდაუნებურად სდიოდა, იარაღი დემეტრესკენ მიმართა, უკვე აზრი აღარ ჰქონდა რომელს ესროდა, ორივემ ატკინა, ორივე ძმამ სული ამოგლიჯა,მაგრამ რომლის უფრო სტკიოდა?! რათქმაუნდა იმის ვინც უყვარდა, დემეტრე არღვლიანის სტკიოდა
–ვიცი რომ გული გტკივა! გაისმა ბოხი ხმა, დემეტრეს ხმა იყო–რაც არ უნდა იყოს ჩემი ძმაა! არ მოგცემ მისი მოკვლის უფლებას, მე მოვკლავ ჩემი ხელით მაგრამ შენ ამის უფლებას არმოგცემ! კატეგორიული იყო, ისე მიუახლოვდა ნიტას ვერც გაიაზრეს, ისე აღმოჩნდა იარაღზე მიბჯენილი რომ ამირეჯიბისთვის თვალი არ მოუშორებია
–როგორი სიყვარული ისტორიაა! დამცინავი ტონით ჩაერთო დემეტრეს ძმა
არცერთი აქცევდა ყურადღებას მის ხმას, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, ბიჭის მავედრებელი მზერა და უკანასკნელად წარმოთქმული „მიყვარხარ“, ქალის ცრემლიანი სახე და დაბინდული მზერა, გრძნობების გარეშე შესრულებული რამდენიმე ნაბიჯი და გასროლა რომელმაც თითოეული მათგანის ცხოვრება შეცვალა
სასხლეტზე გამოკრული თითები დემეტრესი იყო, ნიტას ხელზე შემოხვეული მისი ხელიდან გასროლილი ტყვია რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა...
პოლიციის სირენების ხმა და დაკავებული ნიკოლოზ არღვლიანი (დემეტრეს ძმა), რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა...
ნიტას ხმამაღალი სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა და ცხედართან ჩაკეცილი სხეული, რომელიც დემეტრეს ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, მისი ხავილი რომელიც სულისშემძვრელად საშინელი იყო...~დემეტრე არღვლიანის საფლავზე წარმოთქმული სიტყვები
„სუსტი ვარ დემეტრე არღვლიანო, რადგან თავდავიწყებით მიყვარხარ“
***
1 წლის შემდეგ

ზღვის ქვიშიან სანაპიროზე ჩამომჯდარიყო ლამაზი ქალის სხეული, თავზე შლიაპა ეხურა, მზის ჩასვლისას ხელში მოთავსებულ წერილს უყურებდა და გაღიმებული სახიდან ცრემლების ნაკადი სდიოდა
„ ვინ იცის ამ წერილს როდის წაიკითხავ...
არ ვნანობ, რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში არცერთ წამს ვნანობ, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს იგივეს გავაკეთებდი...
გვიან გავაცნობიერე რომ მთელი ჩემი ცხოვრება ხარ, ჩემი სულის ნაწილი, რომელიც დედამიწაზე დავტოვე...ჩემი გული დავტოვე... შენთან, შენში დავტოვე...
რაც გავაკეთე დამიჯერე საჭირო იყო, ალბათ როდესმე შეძლებ ჩემს პატიებას,
მაპატიებ რომ მარტოობისთვის გაგიმეტეთ
გგონია არ ვიცოდი რომ ორსულად იყავი?!
მე ხომ დემეტრე არღვლიანი ვარ, როგორ იფიქრე რომ ამას დავიჯერებდი.
რას არ მივცემდი ახლა თქვენს გვერდით რომ ვყოფილიყავი...
შენი და ჩემი სიყვარულის ნაყოფის გულში ჩასაკრავად...
თავს ვიდანაშაულებ რადგან გვიან მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის...
რამდენად საჭირო, რამდენად ძვირფასი...
თუ ჩემი მონატრება შეგაწუხებს უბრალოდ წერილი წაიკითხე და იგრძენი თითქოს ამ ყველაფერს შენს გვერდით მჯდომი გესაუბრები...
მინდა ჩემზე კარგი მოგონებები გქონდეს... როცა ჩვენი პატარა მამას მოიკითხავს უთხარი რომ ზემოდან გიყურებთ და მუდამ თქვენთან ვარ...
არ შეგეშინდეს, არასდროს არაფრის შეგეშინდეს, მარტოობის არ შეგეშინდეს
ყველაზე ძლიერი ქალი ხარ ვისაც კი ვიცნობ, ერთადერთი და ისიც ჩემი!
სუსტი ვარ ნიტა,სუსტი ვარ რადგან უსაზღვროდ შემიყვარდით...“
გოგონა ქვითინებდა და წერილს თითებს ნაზად უსვმდა, თითქოს მის ავტორს ეხებოდა, სევდიანად იღიმოდა, ბოლოს ფურცელი სახესთან ახლოს მიიტანა, თვალები დახუჭა და ნაზად აკოცა...
გვერძე დადებულ ჩანთაში ჩამალა წერილი... წამოდგა და სარაფანი გაისწორა, მობილურის ზუზუნი რომ გაიგო ფიქრებიდან გამოერკვა, ეკრანს დახედა,
ნომერი რომელიც შებოჭვის, დაძაბვის მიზეზი ხდებოდა, ზარი რომელიც ცხოვრებას მეორე, უფერული მხრიდან აცქერინებდა... ტელეფონს დასწვდა და რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ ტალღებისკენ ძლიერად მოისროლა, მაქსიმალურად შორს...
ღრმად შეისუნთქა ჰაერი და გაღიმებულმა ახედა ცას, ისე ვითომ იქ იყო დემეტრე...
ჩანთა აიღო, შემდეგ კალათასაც დააავლო ხელი, რომელშიც სამი თვის მოღუღუნე დემეტრე დაჭყეტილი თვალებით გაღიმებული შეჰყურებდა დედას...


ესეც ასე დავასრულე ბავშვებო... თქვენთვის მომინდვია შეფასება, რომელსაც ველი თითოეული თქვენგანისგან <3
მადლობა თქვენ რო მელოდით და მახარებდით <3
პ.ს. სურათზე ნიტა და პატარა დემეტრე <3
პ.ს.ს ახალი ისტორიის იდეები მჭამს ორი დღეა



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ნამდვილად იყო ემოციური დასარული. ცოტათი ეტყობოდასავით სიჩქარე მაგრამ საბოლოო ჯამში მშვენიერი დასარული იყო. მოთხრობისთვის.
მოკლედ რომ გითხრა მოუთბენლად ველოდები ახალს და იმედი მაქვს უკეთესი გრაფიკი გექნება მეგობარო:)))

 


№2  offline წევრი jina

nawkas12345
ნამდვილად იყო ემოციური დასარული. ცოტათი ეტყობოდასავით სიჩქარე მაგრამ საბოლოო ჯამში მშვენიერი დასარული იყო. მოთხრობისთვის.
მოკლედ რომ გითხრა მოუთბენლად ველოდები ახალს და იმედი მაქვს უკეთესი გრაფიკი გექნება მეგობარო:)))

გაწელვა არ მინდოდა და ამიტომ რაღაცეები აღარ დავწერე, თუმცა გეთანხმები ოდნავ ვიჩქარე წერისას ბოლოს...
ახალ ისტორიაში სამი პერსონაჟი მეყოლება სხვადასხვა ცხოვრებით... იმედია იმასაც ასე ერთგულად დაელოდები ხოლმე

 


№3  offline წევრი babi3001

საოცრება იყო არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის ემოციებს ვერ ვმალავ <3 უბრალოდ ის მეწყინა რომ დემეტრე მოკვდა :((...მთლიანობაში მაგარი გამოვიდა უღრმეს მადლობას გიხდი ამ ისტორიისთვის <3 <3 <3 <3

 


№4  offline წევრი jina

babi3001
საოცრება იყო არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის ემოციებს ვერ ვმალავ <3 უბრალოდ ის მეწყინა რომ დემეტრე მოკვდა :((...მთლიანობაში მაგარი გამოვიდა უღრმეს მადლობას გიხდი ამ ისტორიისთვის <3 <3 <3 <3

მეც გულის დამწყდა დემეტრეს გამო, თუმცა სხვაგვარად ვერ დავასრულებდი, შემ ურრმესი მადლობა რომ კითხულობდი <3

 


№5  offline წევრი Tskrialashvili Mariami

როცა შენი ისტორიების კითხვა დავიწყე, თავიდანვე პირველი რამდენიმე თავის კითხვისას ვიცოდი უკვე რომ ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი იქნებოდი ამ საიტზე და მართლაც რომ ეგრეა! ♡
ძალიან მაგარი გოგო ხარ და მინდა რომ, წერა არასდროს არ შეწყვიტო, რადგან ამით არამარტო შენ იქნები კმაყოფილი საკუთარი თავით, არამედ ისენი ვისაც სურვილი აქვს უამრავი შენი ნაშრომი წაიკითხოს! (თავიდანვე ხო გითხარი ჩემი კუმირიხართქო?! ახლაც ეგრეეაა ♡♡)


მე მაინც ჰეფი ენდების მომხრე ვარ და რაგავაკეთო :დ
სინამდვილეშიც საკმარისია ეს არაჰეფიენდები :დდ

იმდენი რამე გააუკეთეს ერთმანეთს და ამასთანავე
მათ ცხოვრებაში მესამე პირი ისეთი ვიღაც იყო რომ ალბათ სხვანაირად რომ დამთავრებულიყო არ შეიძლებოდა.

შემეცოდა დემეტრე, მაგრამ
რას ვიზავთ ასეთი უსამართლობები
არა მარტო აქ ხდება , არამედ
სინამდვილეშიიც.

ხო კაი წავედი აღარ მოგაწყენ თავს :დდ
წარმატებები ♡
პ.ს ველოდები ახალ ისტორიას რაც შეიძლება მალეეეე :დდ :*
პ.ს.ს #გყვაროობმეეშეეენ<3

 


№6  offline წევრი jina

Tskrialashvili Mariami
როცა შენი ისტორიების კითხვა დავიწყე, თავიდანვე პირველი რამდენიმე თავის კითხვისას ვიცოდი უკვე რომ ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი იქნებოდი ამ საიტზე და მართლაც რომ ეგრეა! ♡
ძალიან მაგარი გოგო ხარ და მინდა რომ, წერა არასდროს არ შეწყვიტო, რადგან ამით არამარტო შენ იქნები კმაყოფილი საკუთარი თავით, არამედ ისენი ვისაც სურვილი აქვს უამრავი შენი ნაშრომი წაიკითხოს! (თავიდანვე ხო გითხარი ჩემი კუმირიხართქო?! ახლაც ეგრეეაა ♡♡)


მე მაინც ჰეფი ენდების მომხრე ვარ და რაგავაკეთო :დ
სინამდვილეშიც საკმარისია ეს არაჰეფიენდები :დდ

იმდენი რამე გააუკეთეს ერთმანეთს და ამასთანავე
მათ ცხოვრებაში მესამე პირი ისეთი ვიღაც იყო რომ ალბათ სხვანაირად რომ დამთავრებულიყო არ შეიძლებოდა.

შემეცოდა დემეტრე, მაგრამ
რას ვიზავთ ასეთი უსამართლობები
არა მარტო აქ ხდება , არამედ
სინამდვილეშიიც.

ხო კაი წავედი აღარ მოგაწყენ თავს :დდ
წარმატებები ♡
პ.ს ველოდები ახალ ისტორიას რაც შეიძლება მალეეეე :დდ :*
პ.ს.ს #გყვაროობმეეშეეენ<3

Chemo mariamoo<3 chemo gamsalutrebulo <3 ubralod getyvi rom dzalian madlobeli var sheni<3 maxaren titoeuli sityvit <3
Gvyvarob me shen <3 :*

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

რატო მოკალი დემეტრეე ???? მთელი გულიი წაირო, ახლა ისე. ვტირიი... ერთად უნდა დარჩენილიყვნენნ ვერ ვიტან ისტორია ასე რომ მთავრდება ???????????? მაგრამმ საბოოლოოდ მართლა კარგი იყო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent