შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუცნობი ზარი (17)


28-04-2018, 17:38
ავტორი jina
ნანახია 1 679

„ერთი თვის შემდეგ“
ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თითქოს არაფერი შეცვლილა...
სიტუაცია ჩაწყნარდა...
გიორგი თავის საქმიანობას დაუბრუნდა, მთელ დღეს კლინიკაში პაციენტებთან ატარებდა, საღამოს კი სახლამდე ფეხით მისეირნობდა, იშვიათად ხვდებოდა გვანცას...
ეს უკანასკნელიც დიდად აღარ ეკონტაქტებოდა, დღის განმავლობაში სამსახურში დადიოდა, რომელიც ერთი კვირის დაწყებული ჰქონდა დემეტრეს კომპანიაში.
საღამოობით კი თანამშრომლებთან ან მეგობრებთან ერთად კლუბში ერთობოდა...
გაცივდა ურთიერთობები, ყველა ერთმანეთს არიდებდა თავს...
თავად დემეტრე არღვლიანი ჩაიკეტა, საკუთარ თავში შესახლდა და გარეთ ყველა დაივიწყა... ყველას აიგნორებდა, არც მშობლებს უწევდა ანგარიშს, არც გვანცას, არც ახლობლებს...
საშინელ ტკივილს გრძნობდა, რომ გეკითხათ რისგან იყო ეს ტკივილი ვერ გიპასუხებდათ, რადგან თავადაც ვერ იგებდა რა სტკენდა ყველაზე მეტად– ჯერ არ დაბადებული შვილის დაკარგვა თუ ღალატი საყვარელი ქალისგან...
დიახ! საყვარელი ქალისგან... როდის გააცნობიერა რომ ნიტა ამირეჯიბზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული? იქნებ მაშინ როცა პირველად ნახა? არა! ერთი ნახვით შეყვარების არ სჯეროდა! იქნებ მაშინ როდესაც პირველად შეეხო და მისი ტუჩების გემო გაიგო? არამგონია რადგან სხეულზე დახამებული კაცი არასდროს ყოფილა! ნუთუ მაშინ როდესაც ნიტას ორსულობის ამბავი გაიგო?! ან მაშინ როდესაც უსუსური ნიტა დაინახა სასაფლაოზე დამხობილი და სურვილი გაუჩნდა მისთვის საყრდენი და დამცავი ფარი გამხდარიყო?! სავარაუდოდ ყველაფერმა იმოქმედა და საბოლოო ჯამში შეუყვარდა!
სძულდა საკუთარი თავი! სძულდა რადგან მახეში გაება! სიყვარულის მახეში! ძმის მკვლელის მახეში! სძულდა თავი მისი შეყვარებისა და გაშვების გამო!
მთელ დღეს ქალაქის გარეუბანში მის საკუთრებაში მყოფ სახლში ატარებდა, დილით ტყეში დარბოდა, იხარჯებოდა, მაგრამ მაინც მოზღვავებულ ძალას გრძნობდა.. სახლში დაბრუნებული ტრენაჟორების ოთახში ადიოდა, ყველაფერს აკეთებდა ფიზიკური ენერგიისგან გასათავისუფლებლად, ბოლოს კი ოთახიდან ღრიალისა და ნივთების ლეწვის ხმა გამოდიოდა...
სამსახურშიც აღარ დადიოდა, საღამოობით ბარში მიდიოდა და სასმლისგან გაბრუებული სხვადასხვა ლამაზმანებთან ერთად ტოვებდა იქაურობას...

***
მიტოვებული სახლის სარდაფის შუაგულში სკამზე მიბმული სხეულიდან სისხლი წვეთ–წვეთად ჟონავდა... ყოველი შერხევისას სხეული ღმუოდა, მის წინ მოსიარულე ქალი კი კმაყოფილებისგან იღიმოდა
–გეხვეწებით... გთხოვთ... უბრალოდ მომკალით... მამაკაცის სასოწარკვეთილი ხმა ისმოდა
–ჯერ სახელები! სახელები მითხარი! ქალი მისი სახისკენ დაიხარა და თვალებში ჩახედა
–ძალიან გთხოვთ... კაცი ქვითინებდა და ემუდარებოდა... გოგონა წელში გასწორდა, მამაკაცისგან ზურგით დადგა, სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგეები, ამოისუნთქა და შებრუნებისას გაშლილი სილა გააწნა სკამზე მჯდომს
–სახელები!!! დაიღრიალა ბოლო ხმაზე და სახე შემზარავი გაუხდა
კაცს ტუჩიდან სისხლის ნაკადი წამოუვიდა, სკამიანად გვერძე გადავარდა და ძლივძლივობით ამოთქვა
–გეფიცები სახელები არ ვიცი... გეფიცები უბრალოდ რაც მიბრძანეს ის გავაკეთე... გეხვეწებით მომკალით... უკვე ხმამაღლა ტიროდა–რაც ვიცოდი გითხარით
–კარგი! მაშინ დედაშენს მოვინახულებ! ქალბატონ ქეთევანს მოვუყვები როგორ მოკვდა მისი შვილი! ბოროტულად გაუღიმა ბიჭს
–რაა?! სწრაფად წამოსწია თავი მამაკაცმა, მაგრამ სახე ისე სტკიოდა რომ მეტად განძრევა ვეღარ შეძლო–არა, ის არაფერ შუაშია... ის... მეე.. მისმინეთ...
ნიტამ ისე შეხედა მამაკაცს, როგორც ერთ საცოდავ არსებას, თან კმაყოფილებით სავსემ...
–ძალიან კარგი! ეშმაკურად გაუღიმა, ესეიგი გავუგებთ ერთმანეთს!
–გემუდარებით დედაჩემს არაფერი დაუშავოთ... გეხვეწებით... (ქვითინებდა მამაკაცი) დავალება ტელეფონით მომცეს... უბრალოდ თქვენი სახელი და გვარი მითხრეს და ის რომ მშობლები უნდა გამექრო... მეტი არაფერი ვიცი... თანხა ერთ–ერთ ქუჩაზე მდგომ სანაგვე ყუთში ჩააგდეს და იქ ვიპოვე.. ასე შემითანხმდნენ... თვალით არავინ მინახავს.. გევედრებით დამიჯერეთ!
ხაოდა ისე ევედრებოდა ნიტას, რომელიც გაუნძრევლად უემოციო სახით უყურებდა, შემდეგ ოდნავ შესამჩნევად თავი გააქნია, ეს უფრო უიმედობის ნიშანი იყო, იმ უიმედობის რომლითაც მამაკაცს ვერგადარჩენას აუწყებდა...
***
დილით თვალი გაახილა თუარა გვერდით მწოლიარე სხეული დაინახა, მის ხელს ქალის ხელი ჰქონდა შემოხვეული და ნახევარი ტანითაც ზედ ეკვროდა...
დემეტრეს წამით გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა როცა გაიაზრა რომ ნიტას ჩანაცვლებას სხვა ქალით ცდილობდა...
მობილურის ზუზუნის გაგებისას წამსვე ფეხზე წამოვარდა და უპასუხა
–რა გაარკვიე?! პასუხის მოლოდინში გული კინაღამ ამოუვარდა საგულედან–გასაგებია! კმაყოფილმა ჩატეხა ტუჩის კუთხე და სწრაფად შევიდა სააბაზანოში...
შხაპის ქვეშ იდგა, ფიქრებით უკვე მიზანთან ახლოს იყო და სწორედ ამ დროს იგრძნო როგორ შემოეხვივნენ ქალის სუსტი ხელები მხრებზე, არღვლიანი მაშინვე შებრუნდა, ქალს ხელები გაუკავა თავთან და სველ კაბინას ააკრა... გოგონამ ოდნავ ამოიკვნესა და მამაკაცს თვალებში გამომწვევად ჩააშტერდა, მის თვალებში აშკარა ვნება იკითხებოდა, ნელნელა დემეტრესკენ იხრებოდა და თვალები დახუჭა კოცნის მოლოდინში, მაგრამ რამდენიმე წამში იგრძნო როგორ მოშორდა მამაკაცის სხეული, როცა თვალები გაახილა კაბინაში მარტო იდგა და წამით სიბრაზემ მოიცვა, შხაპი მიიღო, ოთახში რომ დაბრუნდა იქ აღარავინ დახვდა, ჩაიცვა და იქაურობას გაეცალა...
***
ქალბატონმა გვანცამ არც იმ საღამოს უღალატა წეს–ჩვეულებას და სამსახურიდან პირდაპირ ბარში წავიდა, კარი შეაღო თუარა მოეხსნა ყველანაირი დაძაბულობა და სიამოვნებისგან გაეღიმა, ბართან მისულმა მარტინა შეუკვეთა და სკამზე დაჯდა...
–გვანცუც მოხვედი? უკნიდან მოესმა ლუკას ხმა
–არა ჩემო ძვირფასო გზაში ვარ ისევ... ირონიულად უთხრა და მარტინი მოწრუპა
–ჩემო ძვირფასოს გამო გაპატიებ მაგ ირონიას...
–კიდევ კარგი თორემ დარდი მომკლავდა...
–გაღიზიანებული ხარ?
–მარტო მინდა ყოფნა! კატეგორიულად გამოუვიდა
–მეწყინა... სარკაზმი არ დააკლო ლუკამ, ბარმენს ვისკი შეუკვეთა და გვანცასკენ უფრო ახლოს მივიდა– შენ გაგიმარჯოს! თვალი ჩაუკრა და ვისკი გადაჰკრა... გვანცამ უბრალოდ დააიგნორა და ბარს მოავლო თვალი, მეორე მარტინიც შეუკვეთა და უხმოდ გამოცალა...
ოდნავ გაბრუვდა, მუსიკა მის სხეულში იჭრებოდა და ვერც კი გაიაზრა ისე აღმოჩნდა ბარის შუაგულში, თვალდახუჭული ცეკვავდა, მის წარმოსახვაში გიორგისთან ერთად ცეკვავდა, იღიმოდა სიამოვნებისგან...
სახე მაშინ შეეცვალა როცა მუცელზე ხელების შემოხვევა იგრძნო, თვალები გაახილა
–მომაშორე ხელები! სწრაფად შებრუნდა ლუკასკენ
–ადრე ასეთი უკარება არ იყავი! შემთვრალი ხმით უთხრა და უფრო მეტად მოუჭირა ხელები...
–ლუკა! სანანებელს ნუ გაიხდი! მკაცრი გაუხდა ტონი
–პატარავ! ვნებამორეულმა უთხრა და ტუჩები გოგონას ყელისკენ წაიოღო როცა ვიღაცამ მთელი ძალით მოქაჩა, შემდეგ კი ცხვირში იგრძნო მძიმე დარტყმა და ყველაფერი დაბნელდა...
ბარში ქაოსი ატყდა, გვანცას ხელზე ვიღაც იყო ჩაფრენილი და მთელი ძალით ექაჩებოდა, გარბოდნენ, არ იცოდნენ სად მაგრამ შუა ქალაქში კოკისპირულ წვიმაში გარბოდნენ, გუბეებში აბიჯებდნენ და ამაზე არცერთი დარდობდა...
გული ორივეს გამალებით უცემდა
–ჯანდაბა! გაჩერდი ერთი წამი! მოთმინება დაკარგულმა წამოიყვირა გოგონამ და მაშინვე იგრძნო სველი ტუჩების შეხება, ნაცნობი სურნელი, ნაცნობი ტუჩები,
–ღმერთო ჩემო... უფრო გაოგნებულმა და აღტაცებულმა ამოიბუტბუტა, სახეზე შეხედა ნაცნობ, მონატრებულ სილუეტს და თავად აკოცა..
–ვეღარ გავძელი! კოცნიდა ავალიანი და თან ებუტბუტებოდა–არ დაგთმობ! არასდროს! ჩემი ხარ! მხოლოდ ჩემი! წელზე უფრო შემოხვია ხელები და ზედ აიკრა
–არ დამთმო! ხავერდოვანი ხმით უჩურჩულა და ძლიერად ჩაეხუტა მამაკაცს...
მხოლოდ სიგნალების ხმამ გამოარკვია და გამოაფხიზლა წყვილი. შუა გზაში დიდი საცობის მიზეზი გამხდარიყვნენ, თავსხმა წვიმაში იდგნენ და გზა გადაეკეტათ...
ერთმანეთს სიცილით შეხედეს და გზიდან გადავიდნენ, მოუბოდიშეს შექმნილი ვითარების გამო მძღოლებს და ხელჩაკიდულნი გაუდგნენ გზას.
***
დაახლოებით ღამის 12 საათი იყო ამირეჯიბმა რომ შეაღო სახლის კარი, ღია დახვდა და უსიამოვნოდ გასცრა ტანში, შიშის გამო არა, მოსალოდნელი სტუმრის გამო...
შესასვლელში ჩუმად შეიპარა, ბინა ჩაბნელებულიყო, სპეციალურად ფეხზე შემორჭერილი ჩასადებიდან იარაღი ამოიღო და თავდაცვით პოზიციაში განაგრძო მოძრაობა...
მისაღები მშვიდად გაიარა, საძინებელი ოთახისკენ აიღო გეზი, კარს მიუახლოვდა და სწრაფად შევარდა, იარაღით დაზვერა იქაურობა, თუმცა არავინ დახვდა, ამჯერად აბაზანისკენ წავიდა მაგრამ არც იქ დახვედრია ვინმე..უცნაურად მოეჩვენა, სამზარეულოში გავიდა ოდნავ უფრო სწრაფი ნაბიჯით, შევიდა დასწორედ ამ დროს მკლავში იგრძნო დარტყმა და იარაღი ხელიდან გაუვარდა, გონს სწრაფად მოეგო, მოწინააღმდეგის მიმართულებით მუშტი გაიქნია თუმცა ხელი გაუკავეს და კედელს მთელი ძალით მიანარცხეს, ძალიან ბნელოდა, რთული იყო რამის გარჩევა, იქვე დადებული ვაზა აიღო და სილუეტის მიმართულებით გაისროლა, შემდეგ მივარდა და ფეხი ძლიერად ჩაარტყა მუხლში, ორივე ხელი ერთმანეთს ჩასჭიდა და წაქცეულ მოწინააღმდეგის სახის მიმართულებით მოიქნია. სინათლის ასანთებად გაიზცა თუმცა სწრაფადვე აღმოჩნდა ჰაერში, შემდეგ კი იქვე მდგარ მაგიდაზე დაენარცხა (მამაკაცმა წელზე შემოჰხვია ხელები, ჰაერში ასწია და მაგიდაზე დააგდო), ნიტას ტკივილისგან სახე დაემანჭა, გაჭირვებით წამოდგა, სამზარეულოს მაგიდიდან დანა აიღო, სილუეტისკენ შებრუნდა, როცა იგრძნო ყელზე ძლიერი ხელების მოჭერა და წამსვე კარადაზე აკრული აღმოჩნდა...
ოთახში შემოჭრილი მთვარის შუქზე კარგად ჩანდა მამაკაცის მოელვარე თვალები...
ნიტამ ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში და გაჭირვებით წარმოთქვა
–გელოდებოდი!


გამოვჩნდი ხალხოო <3
მარიამ წკრიალაშვილის დამსახურებაა თორემ დიდი ხანი არ დავდებდი კიდევ ამ თავს...
შემდეგ თავში დასრულდება <3 მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <3
პ.ს. სურათზე ნიტა



№1  offline წევრი ეირინ

ისტორიის სახელი რომ დავინახე 3-ჯერ გადავხედე ხო არ მეჩვენებათქო ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი და იმედი მაქვს დასასრულს მალე დადებ

 


№2  offline წევრი jina

ეირინ
ისტორიის სახელი რომ დავინახე 3-ჯერ გადავხედე ხო არ მეჩვენებათქო ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი და იმედი მაქვს დასასრულს მალე დადებ

მეც მიხარია რომ კითხულობ <3 იმედი მაქვს მალე დავდებ

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

არ მჯერა რომ გამოჩნდი...
მტავარია რომ დაბრუნდი და იმედია დიდხანს იქნები აქტიური საიტზე და გაგვახარებ...

 


№4  offline წევრი jina

nawkas12345
არ მჯერა რომ გამოჩნდი...
მტავარია რომ დაბრუნდი და იმედია დიდხანს იქნები აქტიური საიტზე და გაგვახარებ...

Rogor gamexarda isev rom kitxulob <3 axali istoriis dawyebas vapireb da am istorias shendeg tavshi davamtavreb

 


№5 სტუმარი

სააწაულიიიიიიიიიი

 


№6  offline წევრი Tskrialashvili Mariami

შენ გამოჩენას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს :დ
სადხარ აქამდე გოგო (არა კი ვიცი , მაგრამ მაინც გეკითხები :დ )
ეგრე უნდა დავიწყება და გაქრობა ??
ნუ ამის შემდეგ მსგავსი შემთხვევის განმეორებას არ ქონდეს მცდელობაც კი, თორე გიჩივლეეეებ :დ ♡
აღარ დავიწყებ იმას თუ როგორ ძალიან მიყვარს და ველოდები შენ ისტორიებს:*
სახიდან რო არ მცილდება კმაყოფილების ღიმილი.
როდესაც ვკითხულობ შენ ისტორიას, დაძაბულ მომენტებსაც კი.

გოგო რეფერხარ ასეთი კარგიიი ნუუ, სიტყვებც არ მყოფნის ♡♡
ნუ იკარგები თორე ხოიციიი გიპოვიიიი და მერე ვერ გადმირჩებიიიი :D

დალშე ვნახოთ აბა რატო ელოდებოდა ნიტა ჩვენ ბიჭს.
დატოვე როგორც ყოველთვის ინტრიგა ????????
შე ინტრიგანოო გოგოო :D :P
აბა შენ იცი წარმატებებიი :**

 


№7  offline წევრი jina

Tskrialashvili Mariami
შენ გამოჩენას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს :დ
სადხარ აქამდე გოგო (არა კი ვიცი , მაგრამ მაინც გეკითხები :დ )
ეგრე უნდა დავიწყება და გაქრობა ??
ნუ ამის შემდეგ მსგავსი შემთხვევის განმეორებას არ ქონდეს მცდელობაც კი, თორე გიჩივლეეეებ :დ ♡
აღარ დავიწყებ იმას თუ როგორ ძალიან მიყვარს და ველოდები შენ ისტორიებს:*
სახიდან რო არ მცილდება კმაყოფილების ღიმილი.
როდესაც ვკითხულობ შენ ისტორიას, დაძაბულ მომენტებსაც კი.

გოგო რეფერხარ ასეთი კარგიიი ნუუ, სიტყვებც არ მყოფნის ♡♡
ნუ იკარგები თორე ხოიციიი გიპოვიიიი და მერე ვერ გადმირჩებიიიი :D

დალშე ვნახოთ აბა რატო ელოდებოდა ნიტა ჩვენ ბიჭს.
დატოვე როგორც ყოველთვის ინტრიგა ????????
შე ინტრიგანოო გოგოო :D :P
აბა შენ იცი წარმატებებიი :**

Raunda gitxraa garda imisa ro miyvars sheni komentarebii <3 love u chemo mariamoo <3
P.s. bolo tavi davwere ukve <3

 


№8  offline წევრი Tskrialashvili Mariami

jina
Tskrialashvili Mariami
შენ გამოჩენას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს :დ
სადხარ აქამდე გოგო (არა კი ვიცი , მაგრამ მაინც გეკითხები :დ )
ეგრე უნდა დავიწყება და გაქრობა ??
ნუ ამის შემდეგ მსგავსი შემთხვევის განმეორებას არ ქონდეს მცდელობაც კი, თორე გიჩივლეეეებ :დ ♡
აღარ დავიწყებ იმას თუ როგორ ძალიან მიყვარს და ველოდები შენ ისტორიებს:*
სახიდან რო არ მცილდება კმაყოფილების ღიმილი.
როდესაც ვკითხულობ შენ ისტორიას, დაძაბულ მომენტებსაც კი.

გოგო რეფერხარ ასეთი კარგიიი ნუუ, სიტყვებც არ მყოფნის ♡♡
ნუ იკარგები თორე ხოიციიი გიპოვიიიი და მერე ვერ გადმირჩებიიიი :D

დალშე ვნახოთ აბა რატო ელოდებოდა ნიტა ჩვენ ბიჭს.
დატოვე როგორც ყოველთვის ინტრიგა ????????
შე ინტრიგანოო გოგოო :D :P
აბა შენ იცი წარმატებებიი :**

Raunda gitxraa garda imisa ro miyvars sheni komentarebii <3 love u chemo mariamoo <3
P.s. bolo tavi davwere ukve <3


ცეცხლი ხარ ცეცხლიი :დ
#გხარობდაგყვარობ მე შენ ♡♡

 


№9  offline წევრი blondeangel631

შემდეგს ველოდები ძალიან მომეწონა მალე დადე ♡♡♡

 


№10  offline წევრი jina

blondeangel631
შემდეგს ველოდები ძალიან მომეწონა მალე დადე ♡♡♡

Mixaria rom mogewona <3 male davdeb <3

 


№11  offline წევრი bobga

ეირინ
ისტორიის სახელი რომ დავინახე 3-ჯერ გადავხედე ხო არ მეჩვენებათქო ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი და იმედი მაქვს დასასრულს მალე დადებ

მეც იგივე დამემართა... რამდენჯერმე დავაკვირდი სათაურს :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent