შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 9


29-04-2018, 20:56
ნანახია 2 181

-იცოდე არც გაბედო, თითი არ დამაკარო , ნუ მოდიხარ ჩემსკენ .
როსტოვსკი ნელ-ნელა მიიწევდა კატოსკენ და ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა როგორც არასდროს.
-ნუ მოდიხარ მანდ გაჩერდი. კატო მაინც არ ნებდებოდა .
- სიკვდილის არ გეშინია და ჩემი მოახლოვება გაშინებს? მის სახესთან ახლოს დაიჩურჩულა .- რას მიპირებ . რას რა ჯანდაბა გინდა. ამოიტირა კატომ და ცრემლები წამოსცვივდა.
სახე ააწევინა და თვალებში ჩახედა. ცრემლს დაეფარა კატოს ლამაზი შავი თვალები და კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენა ვიდრე აქამდე. უყურებდა , თითქოს უნდოდა დაენახა რაღაც რაც ისევ საკუთარ თავს დაუბრუნებდა ან პირიქით , მასში ადამიანს გააღვიძებდა და მიახვედრებდა რა ემართებოდა. შეიძლება გულის სიღრმეში ზუსტად იცოდა კიდეც , მაგრამ დასაჯერებლად მისთვისაც კი რთული იყო , არათუ ჩვენთვის . წარმოიდგინეთ რომ რეციდივისტ , მკვლელ , ბოროტ ადამიანსაც შეუძლია ვიღაც უყვარდეს და იმ ვიღაცისთვის შეცვლაც შეძლოს. როგორი დასაჯერებელია რომ ადამიანები ასე რადიკალურად იცვლებიან ? წარმოუდგენელია , არათუ დაუჯერებელი.
- შენმა ძმამ და შეყვარებულმა თითქმის მოგვაგნეს . მივდივართ. შეუშვა ხელები და გამოტრიალდა ცდილობდა აერიდებინა თვალები და არ შეეხედა.
-არ მინდა წამოსვლა.
-არავინ გეკითხება რა გინდა , გამოადგი ფეხები.
-არა !
-კატო , ბოლოს რო გამაგიჟე გონება დაკარგე . კიდ ეგინდა?
- რომ გამიშვა ? დამტოვე აქ და შენ წადი გპირდები ყველაფერს გავაკეთებ რომ არ მოგძებნონ და თავი დაგანებონ, უბრალოდ დაფიქრდი რას აკეთებ , მე ხო არაფერი დამიშავებია, არც ისეთი საშინელი ხარ როგორიც ჩანხარ.
-ტყუილად ლაპარაკობ მაგდენს, იმაზე უფრო საშინელი ვარ ვიდრე ჩანს , ეგ დაიმახსოვრე .
-ჯანდაბა ! სახლში მინდა , სკოლაში მინდა , ნინისთან მინდა , მშვიდად ცხოვრება მინდა , რა დავაშავე ასეთ რააა , ადამიანო რატომ მიმეტებ ესე.
- პანიკებს მორჩი და დროზე გამოადგი ფეხები.!
-არამეთქი.!
აღარც უთქვამს არაფერი ისე მოიგდო ზურგზე და ჩასვა მანქანაში. რაღაც ანიშნა უკან მანქანაში მჯდომ ბიჭებს და წავიდა.
ის ის იყო მთავარ გზაზე გავიდა რომ დუდუს და დანარჩენების მანქანას წააწყდა . გაჩერებას და კატოს დათმობას არ აპირებდა და გაიქცა. სიჩქარეს უმატა და მოსწყდა კიდეც ადგილს. ისინიც გაეკიდნენ.
-დუდუა არა ? ის არის ? მიპოვნეს?
-გაჩუმდი და დამაცადე .
-გააჩერე მანქანა. არ მინდა შენთან გააჩერე დუდუსთან მინდა. აკივლდა კატო და მანქანის კარს დაუწყო ჯაჯგური , ხედავდა რო ჩაკეტილი იყო , მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა.
-დაეგდე ერთ ადგილას .
ამ დროს წარმოუდგენელი ხდებოდა პაპასკირთან და ბაბუცასთან. დუდუ ჭკუიდან შეიშალა როსტოვსკის გვერდით კატო რომ დაინახა შეშინებული და ატირებული, ხედავდა როგორ ურტყამდა მანქანის მინას ხელებს და იმ წამს მზად იყო საკუთარი ხელით მოეკლა როსტოვსკი.
ბაბუცამ ადამიანური სახე მას შემდეგ დაკარგა რაც გაოგო კატო როსტოვსკის ჰყავდა, ზუსტად იცოდა რომ იპოვიდა ცოცხალს არ გაუშვებდა და ასეც იზამდა, გიორგი ბაბუციძე პაპასკირზე უფრო დაუნდობელი იყო . ბავშვობიდან ასეთი იყო , არასდროს არავის არაფერს შეარჩენდა მითუმეტეს თავისას. სხვისას არც თვითონ შეეხებოდა არაფერს . ბუნება ჰქონდა ასეთი . ერთი ოჯახი ცხოვრობდა მათ მეზობლად , მათი სახლის გვერდით 8 სართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე ცხოვრობდნენ, ძალიან უჭირდათ , იმდენად რომ საჭმელსაც კი ვერ ჭამდნენ, რომელ ჩაცმა-დახურვაზე იყო ლაპარაკი. ბაბუცამ შემთხვევით გაიცნო ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ლეო, მაშინ ლეო 5 წლის იქნებოდა, ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. რომ შეხედავდით მაშინვე მიხვდებოდით მის ოჯახურ მდგომარეობას დახეული ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით თამაშობდა ეზოში, გაცრეცილი ტუჩებო ჰქონდა ულუკმაპურობისგან. მას შემდეგ რაც გიორგიმ მისი ოჯახის ამბავი გაიგო , ყოველი თვის დასაწაყისში პროდუქტებით დატვირთული ადიოდა , ლეოს ტანსაცმელს ყიდულობდა და ყველანაირად ცდილობდა რომ ბებია-ბაბუის იმედად დარჩენილი პატარა ობოლი ბიჭისთვის ეპატრონა. ლეოსაც ძალიან უყვარდა , მას შემდეგ წლები გავიდა , ლეო გაიზარდა და მისი ურთიერთობა გიორგი ბაბუციძესთან უფრო მჭიდრო გახდა . დღეს მათ ერთმანეთის გარეშე ვერ ნახავთ , გაგიკვირდებათ ისე უყვართ ერთმანეთი. ლეოს ბებია გამუდმებით გიორგიზე საუბრობს , აღფრთოვანებული და უზომოდ მადლობელია, შენს ამაგს ვერაფრით დაგიფასებთ ,შენ რომ არა რა ეშველებოდა ჩემს ლეოსო , გამუდმებით ამისი მთქმელი ოყო. გიორგის სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა არათუ მადლობის. კეთილი გული ჰქონდა , მაგრამ ცუდს არავის არაფერს აპატიებდა.
გარბოდა როსტოვსკი და უკან მთელი ამალა მიყვებოდა.
-რატომ აკეთებ აამას ხო იცი რომ არ გაჩერდებიან როდამდე უნდა ვიაროთ ესე, საწვავი მაინც ხო გაგითავდება.
-ენას აღარ გააჩუმებ? ვეღარ ვფიქრობ გაჩუმდი.
-არ გავჩუდმები , ახლავე რომ ამოვტრიალდეთ ამ დაწყევლილი მანქანით მაგაზეც თანახმა ვარ , არ მიდნა შენთან ერთად გაიგეეე ! ყვიროდა კატო და გაგიჟებულს კიდე უფრო აგიჟებდა.
-რითი მჯობია ის ნაბ############# რითი? რა გგონია ჩემზე უკეთესია?
-არც შეედარო, შენნაირი საზიზღარი ადამიანი მეორე არ არსებობს. იცოდე ფანჯარას ჩავამსხვრევ და გადავხტები.
-ნუ სულელობ , დაჯექი წყნარად .
უკვე ბათუმს გასცდნენ და ქობულეთში შევიდნენ, პაპასკირის და დანარჩენების მანქანები აღარ ჩანდა. კიდევ ბევრი იარეს და ბოლოს ერთ-ერთი სოფლისჯენ გადაუხვიეს. დიდი გალავნის წინ გაჩერდნენ და ისევ ისე მხარზე მოგდებული შეიყვანა კატო სახლში , როგორც გამოიყვანა.
-შედი შიგნით.
-სად მოვედით აქ რა გვინდა.
-ცოტახანს აქ ვიქნებით, მერე მოვიფიქრებ რამეს , სემოდი.
-ისე ნუ მელაპარაკები გეგონება ჩემი ნებით ვიყო აქ .
- სენი ენბით რომ იყო ბევრა უფრო ამრტივი იქნებოდა ყველაფერი. ნუღაერ მალაპარაკებ ამდენს შემოდი.
-არა შენ ნამდვილად არ ხარ ნორმალური, გეფიცები სამკურნალო ხარ .
-ბევრს ნუ ტლიკინებ მანდ დაჯექი მე უნდა დავრეკო.
ტელეფონზე რუსულად ლაპარაკობდა , კატოს სიტყვები აქა-იქ ესმოდა , შეორს იდგა საკმაოდ, აზრი ვერ გამოტანა. მერე შებრუნდა და დივანზე კატოს პირდაპირ დაჯდა.
-რუსულ;ად კარგად ლაპარაკობ , იქ ცხოვრობ?
-რატო მეკითხები .
-უკვე მესამე დღეა შენთან ერთად ვარ და სახელიც არ ვიცი , ვინ ხარ საერთოდ , ან რატომ გადაწყვიტე გიოს და დუდუს გამწარება. მომიყევი , მაინც მოკვლას მიპირებ და არამგონია საფლავიდან წამოვდგე და ვინმეს მოვუყვე.
ცოტახანს უყურა მერე როგორც იქნა ამოიღო ხმა.
-დათო როსტომაშვილი ვარ , როსტოვსკის მეძახიან. რუსეთში ვცხოვრობ მაგრამ ქართველი ვარ .
- დათო როსტომაშვილი, არ გამიგია .
-საიდან გაიგებდი , აი შენი ძმა კარგად მიცნობს პაპასკირიც.
-რა დაგიშავეს ასეთი?
-ბევრ შეკითხვას მისვამ.
- არ უნდა ვიცოდე აქ რატომ ვარ ?
-არა !
-რატომ არ მკლავ ხო მაგიტომ წამომიყვანე.
-არ ვიცი.
-რა ?
-არ ვიცი.
- გიჟი ხარ ?
- არა
-აბა როგორ არ იცი.
-ხო აი ეგრე აქამდეც უნდა მომეკალი . არც ვიცი რატო არ დაგახალე ტყვია აქამდე.
-წყალი მინდა.
-რა იყო გახრჩობს უწყლოობა?
-სამი დღეა არაფერი მიმიღია , ცუდად გავხდები და მერე ალაბთ სინდისის ქენჯნაც შეგაწუხებს. რანაირი მკვლელი ხარ ერთი გოგოსთვის ვერ გაგიხვრეტია შუბლი.
-აიღე დალიე და ბევრს ნუ ლაპარაკობ.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ , ბევრს ნუ ლაპარაკობ , გააჯავრა კატომ მეტი არაფერი იცი? ყოველ მეორე წინადადებაში რომ მიმეორებ?
-კატო.!
-რა იყო.
-აღარ გეზიზღები ? თუ აგადწყვიტე დამიმეგობრდე?
-მეზიზღები ! კატომ შეამჩნია რომ სხვანაირად უყურებდა , მის თვალებში ისეთ უკუნით სიბნელეს აღარ ხედავდა როგორც თავდაპირველად. ისიც შეამჩნია რომ ეს მხოლოდ მაშინ იყო როცა მას უყურებდა ან ელაპარაკებოდა. გადაწყვიტა გამოეყენებინა დათოს ადამიანური მხარე და პანიკის გარეშე დაიწყო მასთან საუბარი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent