შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 8


28-04-2018, 19:26
ნანახია 2 274

დუდუმ თავიდან ვერ გაიაზრა რა ხდებოდა. არა მხოლოდ დუდუმ , სულ რაღაც 2 საათი იყო რაც ბაბუციძე არ ჩანდა და ვერ ხვდებოდბნენ რომ შეიძლებოდა რამე დამართნოდა , აი კიდევ 2 საათი რომ გავიდა და ნელ-ნელა გააზრება დაიწყეს რა ხდებოდა , მერე დაიწყო ყველასთვის ჯოჯოხეთი. მთელი თბილისი დაეძებდა . ბაბუცა უკვე გიჟს გავდა , კატო მისთვის ყველაფერი იყო, საკუთარი თავის ფასად დაიცავდა თუ დასჭირდებოდა . სანამ ისინი დაეძებდნენ კატო სარფში , ერთ -ერთი სახლის სარდაფში მოვიდა გონს.თავი საშინლად სტკიოდა და შეკრული ხელები ეწვოდა. ნესტის სუნით იყო გაჟღენთილი ჰაერი.
-რა ჯანდაბა ხდება სად ვარ ? ხმას არავინ იღებდა თუმცა გრძნობდა რომ მარტო არ იყო.
-ვინ ხარ ან რატომ ვარ გაკოჭილი რა ხდება? ვიცი რომ მარტო არ ვარ ამოიღე ხმა! .
- ნუ წიკვინებ .
-რა გინდათ ჩემგან ? ამოიკნავლა საცოდავი ხმით და ხელების განთავისუფლებას შეუდგა. სულ ტყუილად მართალია მაგრამ ცდა ნამდვილად არ დაუკლია.
- შენგან არაფერი .შენით ვაპირებ ორი კურდღლის დაჭერას , მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს .
-რას ბოდავ გამიშვი ახლავე.ან ვინ ჯანდაბა ხარ . მეხუმრებით?
- როგორც შენ იტყვი. საშინელი, ამაზრზენი ეჩვენა კატოს იმ კაცის ხმა. ასეც იყო, როსტოვსკის დასაკარგი არაფერი ჰქონდა. არც არაფერი გააჩნდა პრინციპში თავისი მილიონების გარდა , იმ მილიონების რომლის დაკარგვასაც პაპასკირს აბრალებდა.
- კარგი გემოვნება ჰქონია პაპასკირს . მეორე კურდღელს რაც შეეხება , არ ვიცოდი სახლში ბრილიანტი თუ ჰყავდა.
- არ მომეკარო , იცოდე არ მომეკარო. მაშინვე შეკრთა კატო როგორც კი ხელი იგრძნო მის სიახლოვეს. რა ბრილიანტი რა კლურდღელი გამიშვი ახლავე .
- მაგას ვერ შეგპირდები მაგრამ თუ გინდა გაგეცნობი.
ნუ გეშინია თვალებიდან მოგხსნი , ხო გაინტყერესებს ვინ ვარ.
-ხელებიც გამიხსენი, მტკივა ცხოველო.!
-კარგად მოიქცევი ? მპირდები?
- ხელები საშინლად მეწვის გამიხსენიმეთქი სადისტო.
- კარგი ხო ოღონდ გაფრთხილებ არ მიყვარს პანიკიორი ქალები , თუ ზედმეტად დაიწყებ წიკვინს და ხელების ქნევას გპირდები დაისჯები. დაასრულა თუ არა წინადადება მაშინვე შეუხსნა ხელები და თვალებიდან სახვევი .
ძლივს ახელდა კატო თვალებს , ხელებიც დალურჯებოდა უკვე და ძლივს ამოძრავებდა.
-შენ წარმოდგენა თუ გაქვს დუდუ ან ბაბუცა რომ გაიგებენ დავიკარგე და მიპოვნიან რა მოგივა?
-შენ თუ გაქვს წარმოდგენა ვის ელაპარაკები?
- პირუტყვს რომელმაც მოახერხა და მომერია. !
- კარგი რააა , იცი რას გეტყვი ? მომეწონე და შეგიძლია მაგით ისარგებლო, შენ თუ იცი რას ნიშნავს როცა როსტოვსკის ქალი მოსწონს? არ იცი! შეგიძია პრივილეგიებით ისარგებლო. !
- უკან გაიკეთე ეგ შენი პრივილეგიები ,!
-სიტყვები ლაამაზო სიტყვები! ახლახანს სიცოცხლეზე თქვი უარი . რა გემართება / მე შენ ჭკვიანი გოგო მეგონე.
-რომც მოვკვდე მაინც ვერ ეღირსები ვერაფერს ჩემგან .
- კარგი რადან ეგრე ა. ისე დანანებით თქვა ბოლო წინადადება , ნამდვილად დაიჯერებდით იმას რომ ამ რეციდივისტს კატო მოეწონა. თუმცა რა დაჯერება მაგას უნდოდა , ან რატომ არ მოეწონებოდა?
-გაიღვიძა? მართალია შორიდან მაგრამ მაინც ესმოდა კატოს გარედან შემოსული ლაპარაკი. აი სად გამოადგა რუსულის გაკვეთილები .
-ხო და ბევრს ლაპარაკობს., საჭმელი შეუტანეთ და იცოდეთ ხელი რომ დააკარაოთ რომელიმემ ,
-უფროსო ბავშვები არ გვიზიდავს ხო იცი .
-წესიერად იცოდე, ბოლოს კიდევ დაუქნია თითი უფროსმა და ყველაფერზე წამსვლელი გამოხედვით დააჯილდოვა , თავისი გულისამრევი ხელქვეითები.
თვითონ შენობა დატოვა , მერე პაპასკირს დაურეკა.
- აბა პაპასკირი ხო არაფერი დაკარგე?
-ვიცოდი რო შენი ხელი ერია შე ნაბ####################. იცოდე რამე რო დაუშავო, ერთი თმის ღერიც რო ჩამოუვარდეს , ღორივით დაგკლავ .
-ეეეეე მე კიდე მეგონა ერთმანეთს თბილად მოვიკითავდით როგორც ძველი მეგობრები. ისე რო იცოდე მომეწონა , კარგი გემოვნება გაქვს.
-არ გაბედო , იცოდე თითიც არ დააკარო.
-კარგი კარგი დამშვიდდი, უკვე შევთავაზე და უარი მითხრა , მგონი მართლა უყვარხარ !
-რა გინდა მითხარი .
-შენი ბრალია მაშინ რომ არ გადარჩენილიყავი , ვიფიქრებდი რომ უკვე გაგისწორდი და შენი გოგოც ეხლა სახლში იქნებოდა.
-გიპოვი ბო########## ვიყო და ყელს გამოგჭრი.
-კარგი კარგი ეხლა ბაბუცას დავურეკავ , იმ სი######### ის ხმითაც დავტკბები, მერ ე კიდე შეგეხმიანები.
პაპასკირის პულსი უკვე ნორმას გასცდენოდა და ლამის გული ამოვარდნოდა . რომ ფიქრობდა ახლა კატო როსტოვსკის ხელში იყო და რომ წარმოიდგენდა რაზე იყო წამსვლელი, რომ რამენაირად გაემწარებიდა გონება ებინდებოდა და გრძნობდა რომ კვდებოდა. კატოს გარეშე არსებობაც ვერ წარმოედგინა და ახლა რომ ფიქრობდა იქ მის გამო იყო უარეს დღეში ვარდებოდა .
- როსტოვსკის ყავს? მაშინვე მიხვდა კვარაცხელია , როგორც კი გათიშა ტელეფონი დუდუმ.
-რამე რო დაუშავოს , თითიც რო დააკაროს,
-კარგი კარგი დაწყნარდიი , ეხლა ის მაინც ვიცით ვის ყავს ვიპოვნით. ნიკა დუდუს ამშვიდებდა მაგრამ სინამდვილეში არც თვითონ იყო კარგად .
-ბაბუცაც ახსენა , ნომერი მინდა ბაბუცასი , ნომერი მომეცით , იმასაც დაურეკავდა.
ის ის იყო ნომერი აკრიფა რო წყნეთის სახლის ეზოში სამი მანქანა გაჩერდა. გიორგი ბაბუციძე თავისი ბიჭებით მივარდა დუდუსთან .
-კატოს თ უ ეძებ აქ არ არის. გაბელაიამ თქმაც არ აცადა მაშინვე აჯახა ის რაც ბაბუცამაც მშვენივრად იცოდა.
-ვიცი რო არ არის პაპასკირი საქმე მაქვს შენთან.
- ვეძებთ უკვე შენთან სალაპარაკოდ არ მცხელა ბაბუციძე.
-ჩემ დას ეძებ მერეე ხო არ გავიწყდება. როსტოვსკიმ დამირეკა.
-მეც დამირეკა. ეხლა რო ერთმანეთთან ჩხუბის დრო არ არის შენც ხვდები , რომ ვიპოვით მერე უნდა დავილაპარაკოთ.!
-რომ ვიპოვით მერე მოვიფიქრებ გელაპარაკო თუ შუბლი გაგიხვრიტო.
-ეეე ეეე მორჩით ეხლა რა ნუ იყეფებით, ვიპოვოთ ის ბავშვი ცოდოა როსტოვსკის ხელში. ზუსტად საჭირო დროს ჩაერია ქებურია.
უკვე ერთი დღე გავიდა რაც კატოს ეძებდნენ. ნიკამ თავისი ნაცნობები თუ უცნობები , ყველა ჩარია ვისაც კი მისწვდა და კვალს დაადგნენ. გარკვიეს მანქანის ნომრები და კვალმა ბათუმამდე მიიყვანა. ახლა უკვე ბათუმში ეძებდნენ.

კატო ისევ იმ სარდაფში ჰყავდათ. თავდაპირელად ზუსტად იცოდა როსტოვსკიმ რაც უნდა გაეკეთებინა , მის გაშვებას და მითუმეტეს ცოცხლად არ გეგმავდა.
ფიქრობდა რომ გაუმართლა და კატოს მეშვეობით პაპასკირსაც და ბაბუცასაც სამაგიეროს გადაუხდიდა , გაამწარებდა , თვითონ კი დატკბებოდა მათი საცოდაობით . მაგრამ კატოს დანახვისთანავე რაღაც შეიცვალა.
ვერ იმეტებდა ტანჯვისთვის, სხვა დროს ალბათ უკანასკნელი ნაძირალასავით მოქცეოდა, იძალადებდა , გაერთობოდა ბოლოს კი თავიდან მოიშორებდა . ასეც აპირებდა , მაგრამ მერე რატომღაც თავს იკავებდა.
-არც ჭამ არც წყალს სვამ გაუწყლოება დაგემართება და მერე ვეღარ გავერთობი, აიღე და დალიე ან ჭამე.
-არ მინდა.
-რომ გეუბნები ჭამე ნერვებს ნუ მიშლი.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს მაინც ხო უნდა მომკლა .
-ჩემთვის რას აქვს მნიშვნელობა ეგ მე ვიცი, რომ გეუბნები ჭამე .
- ნუ მიყვირი. დაუყვირა კატომ , თვითონაც გაუკვირდა საიდან ამოსდიოდა ამხელა ხმა.,
-გოგო შენ ხო არე გგონია გეხუმრები. ! თუ აქამდე რომ ცოცხალი ხარ დიდ გულზე მოხვედი ! არც როსტოვსკიმ დააკლო ყვირილი. ჭამე ეს და მოკეტე.
-არ შევჭამ მეთქი, ერთი ხელის მოსმით მოისროლა საჭმლიანი თეფში და ჭიქა მაგიდიდან და სიძველისგან მორყეულ დივანზე ორად მოიკეცა.
როსტოვსკი გაცოფებული იდგა მაგიდასთან და ცდილობდა მდგომარეობიდან არ გამოსულიყო. მაგრამ არ გამოსდიოდა, გრძნობდა სისხლი როგორ უდუღდა , როგორ აწყდებოდა ძარღვებს, მერე ტვინს და ხვდებოდა რომ უკვე გონებაც ებინდებოდა. მივარდა ხელი მკლავში მოკიდა , წამოაგდო და თვალებში ჩახედა.
აქამდე თუ არა ახლა ნამდვიალდ მიხვდა კატო ვის ხელშიც ჩავარდა. საშინელ სიბნელეს ხედავდა მის თვალებში, ხვდბეოდა რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი და ახლა ნამდვილად უკვირდა ის რომ აქამდე ცოცხალი იყო .
-მეტკინა.
-ხმა ჩაიგდე, აქამდეც უნდა მომეკალი, მაგრამ ცოცხალი ხარ , ვერ მოგკალი. შენმა ძმამ და შეყვარებულმა ცხოვრება წამართვეს, მთელი ჩემი ქონება და რაც მთავარია სახელი და ავტორიტეტი დამაკარგვინეს , საერთოდ აღარაფერი დამიტოვეს , თვითონ ბედნიერად ცხოვრობდნენ , თითქოს არც აარფერიო, არადა ორივეს შეეძლოთ ჩემთან ერთად დიდი ამბები დაეტრიალებინათ. მარა პირიქით , სი######### რომ არიან ჩამიშვეს, იცი რამდენი ხანია ძებნაში ვარ ? მარტო აქ კი არა ევროპის ყველა ქვეყანაში მეძებენ, რუსეთშიც კი გამიფუჭეს საქმე . ხო და ეხლა თუ გინდა კიდე რამდენიმე დღე იცოცხლო რასაც გეტყვი გააკეთე.
ხელი გაუშვა და გატრიალდა.
-არაკაცი ხარ , ნამდვილი არაკაცი.
ვეღარ შეიკავა როსტოვსკიმ თავი და ისე ძლიერად გაარტყა ხელი რომ კატომ გონება დაკარგა.
იმ წუთას მზად იყო მოეკლა , ალბათ მოკლავდა კიდეც მაგრამ ისევ რაღაცამ გააჩერა.
ალბათ იმ დროს ყველაზე ნაკლებად იმას იფიქრებდა დათო როსტომაშვილი რომ ცხოვრება ამჯერადაც უსამართლოდ მოექცა და ის გოგო შეუყვარდა ვის მოკვლას და გამწარებასაც აპირებდა , შეიძლება არც შეყვარებია და უბრალოდ იზიდავდა , წარმოუდგენელი იყო რომ შეიძლებოდა იმ ცხოველში ადამიანს გაღვიძებოდა და აიძულებდა ადამიანურად მოქცეულიყო.
დაყურებდა გონება დაკარგულ კატოს და საშინელი გრძნობა ეუფლებოდა.
მერე ცივი წყალი მოუსვა სახეზე და გამოაფხიზლა.
ამ დროს ბიჭები მთელ ბათუმში ეძებდნენ. ყველა ადგილი მოიარეს სადაც შეიძლებოდა რომ წაეყვანა , მერე უცბად ბაბუცას რაღაც გაახსენდა.
რუსეთში ყოფნის დროს როსტოვსკის დეიდაშვილს ხვდებოდა , მთელი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს , ფაქტიურად ერთად ცხოვრობდნენ , მერე ბაბუცას საქართველოში დაბრუნება მოუწია და დაშორდნენ . ხშირად უყვებოდა ხოლმე ქრისტინა ბავშვობაში როგორ ისვენებდა ოჯახთან ერთად სარფში , როგორ უყვარდა ბაბუამისის აშენებული ძველი ხის სახლი დიდი ეზოთი და ბევრი მანდარინის ხეებით.
-სარფში იქნებიან. მაშინვე ბიჭებს მიბრუნდა.
-საიდან იცი .
-ვიცი რომ სახლი ჰქონდა იმ ნა######## . ზუსტად არ ვიცი სად მაგრამ მთელი სარფის მოვლა რომ მომიწიოს მაინც უნდა შევამოწმო.
-ხოდა წავედით. გიჟებივით გავარდნენ და ქრისტინას აღწერილი სახლის ძებნდა დაიწყეს.
მიაგნეს კიდეც მაგრამ ამასობაში როსტოვსკიმდეც მივიდა ხმა რომ უკვე სარფში ეძებდნენ და ადგილს თუ არ შეიცლიდა იპოვიდნენ..
- არ მინდოდა დამერტყა მარა მაიძულე.
-რას ლაპარაკობ არც ჩემი მოკვლა გინდოდა ალბათ.
- მომწონხარ , კაი ტიპი ხარ , ლამაზი და ძლიერი , მეცოდები მარა სხვა გზა არ ამქვს რაა.
-სახე რიომ არ მტკიოდეს გავიცინებდი. ღადაობ ხო? ხო არ შეგიყვარდი? ამის მომსენა და როსტოვსკის სახის შეცვლა ერთი იყო .
-ეტყობა ძაან არ მოგხვედრია ამდენს რო ლაპარაკობ მაინც. სიყვარული რო შემძლებოდა 30 წლის ასაკში ცოლ-შვილი მეყოლებოდა .
-აბა მაშინ რა ჯანდაბას აკეთებ , ჯერ მომიტაცე ეხლა გულწრფელად მელაპარაკები , ეგრე ვერ გაამწარებ პაპასკირს და ჩემ ძმას.
-სიკვდილი ეგრე ძაან გინდა?
-არა მეშენთან ერთად ერთი წუთის გატარებაც კი არ მინდა.!
-რატო ეგეთი საზიზღარეი ხარ ?
-შენ მართლა მეღადავები მემგონი, მომიტაცე , დამაბი , ხელი დამარტყვი , მეუბნები რომკ მოკვლას მიპირებ და გიკვირს კიდე რამე?
- ესე რომ არ ყოფილიყო და სხვაგან შევხვედროდით ერთმანეთს ?
- არა შენ მართლა მაგარი ავადმყოფი ვინმე ხარ . კატოს უკვე სიმწრისგან ეცინებოდა.
- ეს ჩაიცვი და წამოდი.
-არსადაც არ წამოვალ.
-კიდე მეწინააღმდეგები?
-ხო დარას მიზამ მცემ? მიდი მერე ვინ გიშლის
-ნუ მიწვევ.
-სულ ფეხებზე რას მიზამ შენთან ერთად ყოფნას მირჩევნია ცემაში მომკლა.
- მოკვლის არა მარა ესე რო იქცევი სხვა რამის სურვილი მიჩნდება. ზედმეტად მშვიდი ხმით უთხრა და მისკენ წავიდა.



№1 სტუმარი salio

vaime es ra iyo ..male dade shemdegi

 


salio
vaime es ra iyo ..male dade shemdegi

აუცილებლად <3

 


№3  offline წევრი marikuna18

ველოდები შემდეგ თავს მალე დადეე და ცოტა გაზარდე თავები

 


№4 სტუმარი nia

იმედია ის მხეცი არაფერს დაუშავებს ამ გოგოს, თორემ მართლა ვერ შევძლებ კითხვის გაგრძელებას. მალე დადე შემდეგი

 


მიხარია რომ მოგწონთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent