შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის აჩრდილი (5თავი)


29-04-2018, 21:01
ავტორი Mathew
ნანახია 1 668

ჯერ ერთი თვალი გავახილე,შემდეგ კი მეორე.ნელა წამოვჯექი და მოკაშკაშე სხივებისკენ გავაპარე თვალი რომლებიც ოთახში შემოსვლას ცდილობდნენ,მაგრამ ღია ვარდისფერი ფარდები მას ხელს უშლიდნენ ამაში.ჩამეღიმა და საათს გავხედე,შემდეგ ავდექი და როგორც მჩვეოდა მომზადებას შევუდექი.
-*-*-*-
-ვინ ჯანდაბაა ის გოგო?-წიგნებით სავსე ოთახში ქალის კივილი ისმოდა.მაგიდაზე დადებული სანათები მის სახეს ანათებდა და კარგად ჩანდა მისი გაცოფებული სახე და თვალები რომელშიც ზიზღი იკითხებოდა,ნაპერწკლებს ყრიდა და გაბრაზებულს თაფლისფერი თვალები ცეცხლიფრად ქცეოდა.
-არ ვიცით ქალბატონო ლინდა-ჩაიდუდღუნა შავებში გამოწყობილმა კაცმა.
-არ იცით არა?-ირონიულად ჩაიცინა ქალმა და ფეხზე წამოდგა-ახლავე წადით და დღესვე ყველაფერი აქ მქონდეს!-ისევ დაიგრგვინა მისმა ხმამ დიდ ოთახში.
-დიახ-შავებში გამოწყობილმა მამაკაცმა თავი დახარა,შემდეგ მის გვერდით მყოფს რაღაც ანიშნა და ორივემ ფრთხილად დატოვა ოთახი.ახალგაზრდა “ქალი“კი ისევ ჩაესვენა ტყავის სავარძელში,თითები მაგიდაზე აათამაშა და ხმამაღლა დაიწყო ფიქრი.
-საიდან გამოჩდა?რა ესაქმება მას ერეკლესთან?ვერავინ წამართმევს მას,მითუმეტეს ეს გომბიო.ჯანდაბა,რაღაც უნდა მოვიფიქრო-თვალები აატრიალა და თვითონაც დატოვა კაბინეტი
-*-*-*-
“ჯანდაბა მაგვიანდება“გავიფიქრე და უფრო ავუჩქარე ტემპს.აქოშინებული შევაბიჯე ოფისში და ნათიას მივესალმე.შემდეგ კიბეები ავირბინე და ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე.იქვე დაწყობილ საბუთებს გადავავლე თვალი და სამუშაოს შევუდექი. “იმედია ერეკლემ ვერ შეამჩნია,რომ დავაგვიანე“ აჩქარებული გულის დაწყნარება ვცადე,არაფერი გამომივიდა ამიტომ წყალის დასალევად წავედი.კიბეებს მივუყვებოდი როცა ვიღაცამ მხარზე ხელი გამკრა,ჩუმად მოვიხადე ბოდიში და გზა განვაგრძე.
ცივმა წყალმა გამომაფხიზლა და დამაწყნარა,შემდეგ ისევ ავუყევი კიბეებს და სამუშაო მაგიდას მივუჯექი.ფურცლებს დავავლე ხელი და მუშაობა დავიწყე.უცებ მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგე რომელსაც თან მაღალქუსლიანის კაკუნიც დაერთო და წამში გამოჩნდა ერეკლე,უკან კი ახალგაზრდა ქალი მოყვებოდა დაახლოებით ჩემი ასაკის ან ოდნავ დიდი.
ყურადღება არ მიმიქცევიაისევ განვაგრძე ჩემი საქმე,მაგრამ ბრაზი საშინლად მომაწვა.თავი გავაქნიე და შუბლზე ხელი მოვისვი,უცებ კი ჩემი სახელი გავიგე.
-ქეთევან-თავი ავწიე და ერეკლეს შევხედე,რომელიც იქვე კუთხეში იდგა.
-გისმენთ.
-შემდეგში შეეცადე აღარ დააგვიანო-თვალი ჩამიკრა და წავიდა.ოდნავ ავწითლდი მაგრამ უფრო გავბრაზდი.მისამა ირონიულმა ტონმა გამაღიზიანა და იმ გრძელფეხებამ.
ისევ გავაქნიე თავი და განვაგრძე საქმე.
დრო საშინლად გაიწელა,იმაზე ვფიქრობდი თუ როდის მოვიდოდა ერეკლე,რათა წამით მაინც მომეკრა მისი მისტიური სფეროებისთვის თვალი.
ისევ ჩავიძირო მათში და გავცდე დედამიწის ფარგლებს.
მაგრამ ეს ყველაფერი ფიქრებად დარჩა.ნათიასთან ერთად ვიყავი შესვენებაზე და ამან უფრო ამიშალა ნერვები,რადგან მთელი დღე იმ ქალზე ლაპარაკობდა რომელიც ერეკლესთან ერთად იყო.თურმე ადრე ხვდებოდნენ და ყველაზე ცნობილი წყვილი იყვნენ,მანგარმ შემდეგ რაღაც მოხდა რაც არავინ იცის ამ ორის გარდა და ისინი დაშორდნენ.საშინლად მომეშალა ნერვები იმის წარმოდგენაზე,რომ ახლა ერეკლე მის ყოფილთან ერთად იყო.ტანში უსიამოვნოდ გამცრა,წამში კი ჩვენი გუშინდელი ესემესები ამომიტივტივდა.ნუთუ გაბრაფდა?ნუთუ ეწყინა ჩემი ნათქვამი?დავიჯერო გააბრაზა იმან,რომ ვუთხარი ჯერ ქორწილზე საუბარი ადრე იყო? არ ვიცი,მაგრამ ახლა მე უფრო ვარ ნაწყენი,დამცირებული და გაბრაზებული ვიდრე ის.
შესვენებიდან ისევ სამუშაო მაგიდას დავუბრუნდი და მუშაობა განვაგრძე,მაგრამ ფიქრებში მაინც სხვაგან ვიყავი.ყველაფერი როცა დავასრულე ფურცლები იქვე დავაწყვე,ჩემ ნივთებს ხელი დავავლე და ნელი ნაბიჯებით დავუყევი კიბეებს.
-ნათი,წავედი მე-გოგონას წინ დავუდექი.
-დამიცადე და მეც გამოვალ.
-კარგი,აქვე დავჯდები-თითით იქვე ჩამწკრივებულ სკამებზე მივანიშნე და მანაც თავი დამიქნია.რამდენიმე წუთი ვიჯექი,შემდეგ კი წინ ამესვეტა და გამიღიმა.
-წავედით?
-წავედით-მეც გავუცინე და ფეხზე ავდექი.
-მოდი სადმე გავიდეთ,ჯერ ადრეა და დროც საკმაოდ გვაქვს.-მისი იდეა მომეწონა ამიტომ დავთანხმდი.
-*-*-*-
მისაღებში იჯდა და ტელევიზორის ჩამქრალ ეკრანს შესცქეროდა,თითქოს იქ რამე საინტერესოს ხედავდა.ამ დროს კი ფიქრებში დაცურავდა და დევანდელ დღეს ღიმილით იხსენებდა.
-ქალბატონო ლინდა-მისაღებში ბოხი და ხრიწიანი ხმა გაისმა.
-ოჰ,ბატონო მიხეილ,აბა რა ქენი?!-უცებ გამოერკვა და ფეხზე წამოდგა.
-ყველაფერი აქაა-საქაღალდე გადასცა.
-თავისუფალი ხარ-მკაცრად განუცხადა და ისევ დაიკავა ძველი ადგილი.საქაღალდე გახსნა და ყველაფერი მაგიდაზე დაყარა.
-ჰმმ,დავიწყეთ-ირონიულად ჩაიცინა და მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს დაავლო ხელი.ინტერესით დაიწყო კითხვა.
-ქეთი გაფრინდაშვილი,დაბადებული ქალაქ თბილისში,23 აპრილს,24 წლის ფილოლოგი.მუშაობს ერეკლე გამყრელიძის კომპანიაში.
ოჯახი- მამა-ლევან გაფრინდაშვილი,ადვოკატი.დედა-ნელი ნინუა,დიასახლისი. დედმამიშვილი-ძმა-გიგი გაფრინდაშვილი,გამომძიებელი.
სიმაღლე-1,74-ქალმა თვალები აატრიალა-მომბეზრდა,საშინლად მოსაწყენი ცხოვრება აქვს,მაგრამ მაინც ჩამოვაშორებ ერეკლეს-ისევ ჩაიცინა და იქვე მიაგდო ფურცლები,შემდეგ კი გადაეშვა ფიქრებში.
-*-*-*-
სახლის კარები დაღლილმა შევაღე,საშინლად მშიოდა ამიტომ პირდაპირ სამზარეულოში შევედი.შუქი ავანთე და მაცივრის კარები გამოვაღე.საჭირო პროდუქტები გამოვალაგე და საჭმლის მზადებას შევუდექი,შიმშილი კი ყოველ ხუთ წუთში მახსენებდა თავს.ბოლოს როგორც იქნა გამზადებულ საჭმელს მივუჯექი და გემრიელად შევექეცი.
ჭამა დავასრულე,ჭურჭელი გავრეცხე და თავ-თავისი ადგილი მივუჩინე,შემდეგ კი მისაღებში გავედი.საათს შევხედე,ჯერ ადრე იყო დაძინებისთვის,ამიტომ ფილმის ყურება გადავწყვიტე.ტელევიზორს მუვუჯექი და ბევრი ბოდიალის შემდეგ ვიპოვე საინტერესო არხი.ასე იქამდე ვიყავი,სანამ ტელეფონმა თავი არ შემახსენა.ამოვიგმინე და ყურმილი ყურთან მივიდე.
-გისმენთ.
-ქეთო,როგორ ხარ?-ერეკლეს ხმა როცა ვიცანი ისევ მომაწვა სიბრაზე.
-გაგახსენდი?ვიფიქრე აორთქლდი და მართლა აჩრდილი იყავი.
-კარგი რა,ნუ მიბრაზდები.
-და ვინ გითხრა,რომ ვბრაზობ?-გავიკვირვე,თითქოს მართლაც ასე არ ყოფილიყო.
-შენი ირონიული ტონი მიმითითებს ამაზე.
-ოჰ,ირონიული ტონი თურმე-ჩამეცინა.
-კარი გამიღე რა.
-რა?შენ ჩემთან ხარ?-გაოცება ვერ დავმალე,მაგრამ ჩემში დაგუბებულმა წყენამ გაოცებას და ბედნიერებას აჯობა,ამიტომ დამავიწყდა ყველაფერი.
-ხო,აქ ვარ.გამიღებ?
-არ ვარ სახლში-მაშინვე რაღაც სისულელე მივიგონე.
-მაშინ შუქი რატომაა ანთებული?
-შუქი?აა…ისა,ჩენთან თაკო იყო და ალბათ ანთებული დარჩა-ისევ სისულელე წამოვროშე.
-არ გამოგდის ტყუილები.
-ერეკლე,რა გინდა?
-ის,რომ მაპატიო და შემომიშვა.
-შემოგიშვებ.
-და პატიება?
-როცა ყველაფერს მოვისმენ,შემდეგ გადავწყვეტ.
-კარგი-ეტყობა,რომ იღიმის.მეც სასწრაფოდ მივედი კარებთან და ჩაკეტილი კარები გავაღე.შიგნით შემოვუშვი და მისაღებში დავჯექით.
-აბა.
-როგირც ჩანს უკვე იცი ვინაა ლინდა.-თავი დავუქნიე-მე ის არ მიყვარს,უბრალოდ საქმე გვქონდა მოსაგვარებელი.ჩევნი კომპანიები ერთმანეთთანაა დაკავშირებული,ამიტომ მას დახმარება ჭირდებოდა,მე კი უბრალოდ დავეხმარე.პატარა პრობლემა იყო.
-პატარა პრობლემა რომელმაც მთელი სამუშაო დღე წაგართვა?-თვალები მოვჭუტე.
-ქეთო.
-რა?
-ეჭვიანობ?-გაღიმებულმა გამომხედა,მე კი ავწითლდი და მაშინვე სიცილი დავიწყე.ვცადე მაინც,რომ ბუნებრივი გამოსულიყო.
-კარგი რა,რატომ უნდა ვიეჭვიანო?ამის უფლებაც არ მაქვს.-მტკიცედ განვაცხადებ.
-რატომ გგონია,რომ არ გაქვს?
-მე შენი საცოლე ვარ?
-არა,მაგრამ მალე იქნები.
-არც შეყვა…მოიცა რა?
-კარგი რა,თითქოს არ იცდე-მის ნათქვამს,რომ ვუკვირდები ნაწილობრივ მართალიცაა.ბავშვივით ვიქცევი,პატარა თინეიჯერი გოგოს მსგავსად.
-ბოდიში,უბრალოდ არ ვიცი რა დამემართა.
-სულელი,პატარა ბავშვი ხარ-გამიცინა და ხელი მომხვია.
-სულელი?არ ვარ მე სულელი-მკაცრად განვუცხადებ.
-კარგი,ახლა კი უნდა წავიდე.
-აუ,ცოტახანი დარჩი რა-მუდარით ვეუბნები და ისიც ისევ უბრუნდება თავი ადგილს.მე კომფორტულად ვთვასდები მის მკლავებში და ვინაბები,ასე კი მეძინება.

დილით რიცა გავიღვიძე ჩემ ოთახში ვიყავი.მაშინვე ამომიტივტივდა გუშინდელი დღე და გამეღიმა,შემდეგ დროს გავხედე იმის შიშით,რომ არ დამგვიანებოდა,მაგრამ გამახსენდა,რომ დასვენების დღე მქონდა.
ამიტომ მაშინვე სხვა გეგმებს გადავხედე,შემდეგ კი სახლის ერთ-ერთ ოთახში გავედი.
ფურცელზე გამოსახულ ლაღ და მხიარულ ბავშვებს ვუცქრედი,სახეზე კი ღიმილი მივლიდა.ნაღვლიანი,მაგრამ სიყვარულით სავსე ღიმილი.მაშინვე დავალე ნახატს ხელი,ფურცელი გავკეცე და ოთახში დავბრუნდი.გამოვიცვალე და მშობლების სახლისკენ მიმავალ გზას დავუყევი.
ისევ ამომიტივტივდა თავში მოგონებები.
20 წლის როცა გავხდი “წვეულება“ მოვაწყვე სადაც ჩემი მეგობრები და ნაცნობები დავპატიჟე,მათ სიაში კი ის ბიჭიც შედიოდა,რომელიც მომწინდა.
მიხაროდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი,ეს სიხარული კი გაორმაგდა,როცა ჩემი ძმა დავინახე.ვიფიქრე მომილოცავს-თქო,მაგრამ შენც არ მომიკვდე.საშინლად მთვრალი იყო,ოთახის ცენტრში დადგა და ყველას ყურადღება ითხივა.შემდეგ კი ბოლო ხმაზე დაიწყო სისულელების ლაპარაკი.მაშინ მუვხვდი ჩემი საქმე ცუდათ იყო,როცა მის ხელში ჩემი დღიური შევნიშნე.იქ ყველაფერი მეწერა იმ ბიჭზე რომელიც მაშინ მომწონდა.ხმამაღლა დაიწყო კითხვა და ყველას უმხელდა ჩენ თითოეულ საიდუმლოს და სირცხვილს.ეს დღე ტირილით გადავიტანე,დიდი ხანი გარეთაც აღარ გავდიოდი,როცა ვკითხე ეს რატომ გააკეთე-მეთქი,ასე მითხრა ღირსი იყავი,შენ მე არასდროს გყვარებივარო.ამან უარესად მატკინა და მაშინ მივხვდი,რომ ჩემი ძმა დავკარგე,მაგრამ მიზეზი გაუგებარი იყო.
ფიქრები გავფანტე და კარზე დავავკაკუნე.დედას მოვეხვიე და მაშინვე ვკითხე სად იყო ჩემი ძმა.იმანაც ოთახისკენ მიმითითა და მეც იქითკენ ავიღე გეზი.კარებზე დავავაკაკუნე და შესვლის ნება როცა მუვიღე ნელა შევაღე ის.
-რა ხდება ნელი?!რამ შეგაწუხა?
-არ ვარ ნელი-ჩემი ხმა ვერ ვიცანი.
-შენ?რა გინდა აქ?
-სალაპარაკო გვაქვს.
-არაფერი-მკავხედ მითხრა.
-უბრალოდ მომისმინე,არაფრის ახსნას გთხოვ.არ შემაწყვეტინო.
-დაიწყე.
-როცა დაბაბდების დღეზე ის ყველაფერი თქვი და დამამცირე მეტკინა,მართლა ძალიან მეტკინა,მაგრამ ყველაზე მეტად გული იმ სიტყვებმა დამიშალა რომელიც მეორე დღეს მითხარი!კარგად გახსოვს არა?! თურმე არ მყვარებიხარ-გამეცინა და თვალები დავხუჭე-არადა ყველას და ყველაფერს მერჩივნე და ახლაც ასეა.იმის მიუხედავად რაც გამიკეთე დღემდე მიყვარხარ.მაგრამ ის იცი მე რას მივტიროდი?შენ მიგტირიდი…დაკარგულ ძმას მივტიროდი,რომელიც აღარ იყო ისეთი როგრც ადრე.თითქოს შემიძულე და აი ეს მატირებდა,ხალხი კი სულ ფეხებზე მეკიდა.არ ვიცი რატომ მითხრაი,რომ მე ამის ღირსი ვიყავი.ინტერესი მკლავს,მაგრამ არ გეკითხები.თუმცა იმას გეტყვი,რომ შეიძლება აქედან წასული ვეღარასდროს მნახო.რა იცი ცხოვრება რას გვიმზადებს?შეიძლება დღესვე მოვკვდე-გამეცინა-მინდა,რომ ეს მიგცე,უბრალოდ შეინახე.შეიძლება არ მოგეწონოს,მაგრამ რაც არ უნდა იყოს,არ გადააგდო და შეინახე.შეიძლება ახლა მე უნდა გთხოვდე პატიებას,არ ვიცი…მართლა არ ვიცი,მაგრამ… იცოდე,რომ რაც არ უნდა მოხდეს შენ ვერასდროს დადაბლდები ჩემ თვალში-საუბარი როგორც კი დავასრულე თვალები გავხილე,მას ნახატი მივეცი და ატირებულმა დავტოვე სახლი.ნახატი სადაც მე და ის ვიყავით გამოსახულები.ჩვენი პატარაობის ერთ-ერთი ფოტო სადაც ჩახუტებულები,სულელებივით ვიღიმით.



№1 სტუმარი Wero

ოიი რაღაც სასწაული თავი იყოო. ლინააა ნერვებს მიშლია უკვეე-_- ( ქეთო და ერეკლე როგორი კარგები არიან^_^ ) შენკიდევ სასწაული ხარ <3 მალე დადე გთხოოოოვვვვვ შემდეგი თავიიიი ძაააანნნნმაინტერესებსსს რამოხდებააა!!

 


№2  offline მოდერი Mathew

Wero
ოიი რაღაც სასწაული თავი იყოო. ლინააა ნერვებს მიშლია უკვეე-_- ( ქეთო და ერეკლე როგორი კარგები არიან^_^ ) შენკიდევ სასწაული ხარ <3 მალე დადე გთხოოოოვვვვვ შემდეგი თავიიიი ძაააანნნნმაინტერესებსსს რამოხდებააა!!

ძაალიან დიდი მადლობაა ^^
ლინდას რაც შეეხება,ცოტახნით ატანა მოგიწევს^^
მიხარია,რომ დაგაინტერესე ^^ :)

 


№3 სტუმარი Ani gafrindashvili

Chemi gogo Rogor ganicdis dzmastan konfliqts ar vici Rogor agigwero ra memateba am motxrobis kitxvisas titqos dzalian axlo adamianebis istorias vismen da es ratqmaunda sheni damsaxurebaa imdenad axlos migaq mkitxvelamde satqmeli piradad Chemtan ise martivad dawerili da amavdroulad didi azris matarebeli sityvebi dzalian axlos modis yochag dgitidge ixvewebi amas vamchnev radgan arasodes Wer ugulod madloba rom aseti kargi xar warmatebebi

 


№4  offline მოდერი Mathew

mirandaa31
es linda mervebs mishlis da ro gavchecho gewyineba? ar sheacdinos chveni bichi rac mtavaria vicnob me eget qalebs.. tkbilebi da sayvarlebi arian qeto da erekle da sul ese unda darches <3 dzmastan konfliqts rogor ganicdis chveni gogo.. male movides gigi azrze nu minerviulebs gogos <3 kargi iyo veli shemdeg tavs tkbilo <3

ვუჰჰ ^^როგორ მახარებთ.ლინდას გაანებეთ ცოტა ხნით თავი რადგან ახლა ეგ მთავარ გასაღებს წარმოადგენს ჩემთვის და ჯერ-ჯერობით ვერ გავაგდებ ^^სხვა დანარჩენს რაც შეეხება დრო გვიჩვენებ ^^ძალიან დიდი მადლობა ^^მიხარია,რომ მოგწონთ და კითხულობთ ^^ <3 გიგისაც მოვუხერხებ რამეს ))

 


№5  offline მოდერი N1penguin

ვაიმეეე, გიგის და ქეთოს მონაკვეთიი <3 რა საყვარლობა იყოო <3 რა მოხდა ნეტავ ამისთანა, რომ დას ასე მოექცა? ერეკლე რა საყვარელია heart_eyes ლინდა ისეთი პერსონაჟია, რომ ვერ უნდა იტანდე, მაგრამ ბოლოს ისეთს გააკეთებს, რომ ისევ თავად უბიძგებს წყვილს ერთად ყოფნისკენ. არა, კი ვიცი, რომ ნერვებს დამაწიწკნის, ბათ... joy რატომ მგონია, რომ ლინდა გიგის გამოყენებას აპირებს? რაღაც ძაან უნდა ჩააგველოს, ზუსტად ვიცი...

 


№6  offline მოდერი Mathew

N1penguin
ვაიმეეე, გიგის და ქეთოს მონაკვეთიი <3 რა საყვარლობა იყოო <3 რა მოხდა ნეტავ ამისთანა, რომ დას ასე მოექცა? ერეკლე რა საყვარელია heart_eyes ლინდა ისეთი პერსონაჟია, რომ ვერ უნდა იტანდე, მაგრამ ბოლოს ისეთს გააკეთებს, რომ ისევ თავად უბიძგებს წყვილს ერთად ყოფნისკენ. არა, კი ვიცი, რომ ნერვებს დამაწიწკნის, ბათ... joy რატომ მგონია, რომ ლინდა გიგის გამოყენებას აპირებს? რაღაც ძაან უნდა ჩააგველოს, ზუსტად ვიცი...

შემთხვევით ეჯსტრასენსი ხო არ ხარ? :დდ ჩამიშალა გეგმები !
კარგი ამს მოვრჩი.ლინდას პერსონაჟი ახლა მთავარი გასაღებია,უკვე ვიცი რა და როგორ ამიტომ არაფრის შეცვლას ვაპირებ ! :))
გიგის და ქეთუსას რაც შეეხება მანდაც მაქ რაღაც ჩახლაეთული და მოკლედ,ბევრი რამაა რასაც მალე გაიგებთ )) მადლობა,რომ კითხულობ ))

 


№7  offline წევრი teengirllove

vaime ,rakargi tavi iyoo, au qetusa shemecoda bolos,misi dzma cudad moiqca ,imedi maqvs inanebs ..rogorc iqna gavige ratom ichxubes..male dade shemdegi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent