შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარი (თავი მეოთხე)


29-04-2018, 21:42
ავტორი Dead girl
ნანახია 1 248

თითქოს დაჩის ნაბიჯები ნელდება.ხალხის აღარ მესმის,რომლებიც ჩემ გარშემო ბუზებივით ბზუიან.ვეღარც საბას თვალებს ვამჩნევ,უბრალოდ ვხვდები,რომ ნერვიულობა ისტერიკაში გადამდის და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო.
როგორც იქნა დაჩი ჩვენამდე აღწევს.საბას გულგრილად,ცივი ხელისჩამორთმევით ესალმება და მე მიბრუნდება.
- ნეინა,არ მოდიხარ? - ისე მეკითხება,ვიცი პასუხი უკვე იცის და მხოლოდ თავის გაქნევით ვპასუხობ
- მომაკითხეს - თითქოს ახლა დავიწყე ლაპარაკი ისე გამიჭირდა ამ ერთი სიტყვის წარმოთქმა.
გელოვანს სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა.დაჩის ბოდიშის მოხდით გავეცალე და წითელ პორშეში კუთვნილი ადგილი დავიკავე.არ მინდოდა გვესაუბრა,საერთოდ არ მინდოდა შეემჩნია,რომ გვერდით ვეჯექი,მაგრამ ალბათ უკვე შეამჩნევდით იმას,რომ ღმერთი დიდად არასდროს მწყალობს.
- კარგი გოგო ხარ - თავდაჯერებულად ჩაილაპარაკა ჩემმა გვერდითმჯდომმა
- უკაცრავად? - გაურკვევლობაში ვიყავი,ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ან რას ითხოვდა ჩემგან
- ნეი,ჭკვიანი გოგო ხარ და მგონი უნდა ხვდებოდე ვისთან ღირს მეგობრობა და ვისთან არა
- დაჩი კარგი ბიჭია - ჩავიდუდუნე ჩუმად და თავი დავხარე.
საუბარი ამით დავასრულეთ.მივხვდი,რონ რაღაცის თქმა კიდევ სურდა,მაგრამ არ იცოდა როგორ ეთქვა.
- ნეი,მოდი ვიმეგობროთ რა - სანამ მანქანიდან გადავხტებოდი სწრაფად მითხრა.გავიბადრე,საბასგან ამას ნამდვილად არ ველოდი.იმდენად უცხო იყო ეს სიტყვა ჩემთვის,რომ ამ ერთ,სხვებისთვის უმნიშვნელო სიტყვას შეეძლო დღის კი არა,მთელი კვირის განწყობა შეექმნა ჩემთვის
თავი დავუქნია.
გამიღიმა.
მომეჩვენა,რომ ეს ჩვენი თავის დაქნევა და ღიმილი მხოლოდ მეგობრობაზე თანხმობა არ იყო.გული მიგრძნობდა,რომ ამის უკან რაღაც უფრო დიდი იდგებოდა,რომელსაც ჯერ ვერ ჩავწვდი,მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი მივმხვდარიყავი.
სახლში გახარებულმა შევაბიჯე. რა თქმა უნდა არავის გამორჩენია ჩემი შეცვლილი მიმიკა და განწყობა.ანინეს ვაკოცე,თორნიკეს ჩავეხუტე და ღიღინით შევაბიჯე ჩემს ოთახში.ნერვები მომეშალა იმაზე,რომ ისევ ისე დამხვდა ყველაფერი,როგორც დავტოვე.მინდოდა რაღაც შემეცვალა,ამიტომაც უმალ გამინათდა თვალები და მომინდა ახალი იდეა მალევე განმეხორციელებინა.

ორ საათში ჩემი ოთახის ვარდისფერი კედლები ნახატებით გახლდათ აჭრელებული.
ერთ კედელზე კი გარკვევით,დიდი,წითელი ასოებით ეწერა : ,,ეს მხოლოდ დასაწყისია.’’
გახარებული ვიყავი,მომწონდა,რომ ცოტახნით მაინც დავივიწყე რეალური ‘’მე’’,დავივიწყე რეალური ნაინა და გავხდი ისეთი,როგორებიც სხვები არიან .
ლაირას სიტყვები გამახსენდა:
- ნაინა,იცი?განსაკუთრებული ხარ შენ! - ერთხელ,სრულიად მოულოდნელად შემომიტრიალდა და მითხრა.ასეთი ქცევები ახასიათაბდა.ვერასდროს მიხვდებოდი როდის რაზე დაგიწყებდა საუბარს
- რითი? - გამეცინა
- განსხვავებული ხარ ყველასგან,გთხოვ არასდროს გახდე ნორმალური,რა! - ციმციმა თვალები შემომანათა და ამით დავამთავრეთ საუბარი.

ჩემი ფსიქოლოგის სიტყვები მახსენდება ხოლმე
- ნეინა,იცი?ხანდახან დრო ისე გარბის,რომ უკან შემობრუნებულს აღარაფერი გხვდება,მნიშვნელოვანი მოგონებებიც კი.
ერთი თვე,ისე გავიდა,რომ უკან მოხედვა კი არა,უბრალოდ დღეებისთვის თვალის გადავლებაც ვერ მოვასწარი. ისიც კი აღარ მამხიარულებს უკვე,რომ ერთადერთი მეგობარი,რომელიც მყავს - საბაა. მგონია,რომ ისეთი მარტოსული ვარ,ვინმემ რომ ოდნავადაც გამიღიმოს მაშინვე შემიყვარდება და მგონი - მე ,ნეინა არდოთელს საბა გელოვანი მიყვარს.

დაჩის დაბადების დღეა,აი იმ დაჩის,ვითომ,რომ კარგად გავიცანი და იმდენად დამიახლოვდა,რომ ჩემი დაპატიჟებაც კი მოუნდა.ვფიქრობ,ეს ფარსია.უბრალოდ უნდა მაჩვენოს,რომ მე მენდობა,ჩემთან კარგად გრძნობს თავს, ან უბრალოდ უნდა მომეჩვენოს,რომ ჩემი ბრალია.

თავს ცუდად ვგრძნობ,მგონია,რომ ისევ ფსიქიატრიულში უნდა მიკრან თავი.
ავად ვარ.
სუნთქვა მეკვრის.
არასრულფასოვნების შეგრძნება დღითიდღე უფრო ღვივდება ჩემში.
ვგრძნობ,დახმარება მჭირდება,მაგრამ არავინ მყავს ისეთი,ვინც რეალურად დამეხმარება.
არ კი არა,უბრალოდ ვერ დამეხმარება,რადგან ცხოვრებაში,რეალურად არავის ადარდებს შენი პრობლემები შენგარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent