შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებში დაკარგული (1)


30-04-2018, 04:05
ავტორი sweetgirl
ნანახია 1 276

ღამის 2საათი.
დაღლილი ელენე სამუშაოდან ბრუნდება.ერთი კვირით შვებულება აიღო და დიდი იმედი ჰქონდა,რომ მშვიდად გაატარებდა ამ შვიდ დღეს.რა იცოდა,რომ ბედი მის პირველ სიყვარულთან ახვედრებდა და ალბათ,ვინმეს რომ ეთქვა,მალე შენს ერთადერთ და განუმეორებელ ბიჭს შეხვდებიო,სიცილით მოკვდებოდა...

დილის 7საათი.
კარებზე კაკუნია.ელენე ცდილობს ძილი გააგრძელოს და არ აქცევს ხმაურს ყურადღებას.მაგრამ კაკუნი არ წყდება.გაბრაზებული დგება,რომ გამოლანძღოს ადამიანი,რომელმაც ასე მონატრებული დილის ძილი დაუფრთხო.
-რა ხდება,საათი არ გაქვთ სახლში?როგორ შეიძლება დილის 7საათზე კარების ჩამოღ....
ელენემ სიტყვა ვერ დაამთავრა,როცა მის წინ მდგარი სიმპატიური და მომხიბვლელი ბიჭი დაინახა.
-დამნაშავე ვარ,საათისთვის არ დამიხედავს.რაც შეეხება სახლს,დღეს გადმოვედი თქვენს მეზობლად და გასაღები ჯერ არ მოუციათ.სწორედ ამიტომ შეგაწუხეთ,ცოტახანი თქვენთან რომ შევინახო ნივთები,პრობლემა იქნება? - ჰკითხა ბიჭმა და გაუღიმა.
-ჰმ,იცით....რა თქმა უნდა,არა. - უპასუხა დაბნეულმა ელიმ.
-გეგი ბერიძე,სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ელენე გიგაური.შემოდი და შემოიტანე ნივთები.ყავაც დავლიოთ და ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.
-ჰო,კარგი იქნება,მაგრამ იქნებ სხვა რამე ჩაიცვათ,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! - თქვა და ტუჯზე იკბინა გეგიმ,როცა მოკლე შორტებიანი მიმზიდველი ელი დაათვალიერა.
-გაუზრდელი!!! გაიფიქრა გოგომ და ოთახში შევიდა თავის მოწასესრიგებლად.თუმცა,მასაც გაეღიმა,როცა გაიფიქრა,რომ ასეთი სექსუალური და ცეცხლოვანი მეზობელი ეყოლებოდა.საღამოს 7საათი...
-ელი,სად ხარ?ტასომ მომწერა ჩემთან ამოდითო და ავიდეთ რა.
-ანნ ამოდი და გავემზადები მანამდე
-კარგი სიხარულო მოვქრივარ.

ერთი საათის შემდეგ...
-აუ ანი რამე ავუყოლოთ რა.აქვე ახლოს მაღაზიაა და შევიდეთ.
-ხო მასე ვქნათ.მალე ოღონდ გველოდება,ტასო მოგვკლავს.
-კაი ხო.აი ეს ვუყიდოთ.
-ელი,ელი,ნახე რა სიმპატიური ბიჭია - ხელს ურტყავს ანი ელენეს.
ელიმ იცნო ახალი ნაცნობი.გეგი ახლა უფრო კარგად გამოიყურებოდა და გოგო უფრო დააბნია,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.
-ასეთი ქარიზმატული ბიჭი ცხოვრებაში არ მინახავს - განაგრძობდა გეგით აღფრთოვანებული ანი. - გოგო რა ჩუმად ხარ,თქვი რამე.დავიჯერო მარტო მე ვხედავ ამ სრულყოფილებას? - არ ჩუმდებოდა ანუკა და ელენესაც მოთმინების ფიალა ევსებოდა.ცდილობდა არ დაენახა გეგის,მაგრამ მან მაინც შეამჩნია.გაეღიმა ელენეს დანახვაზე და მისკენ წავიდა.
-დღეს უკვე მეორედ გნახულობ,ამაზე დიდი ბედნიერება რაღა ვინატრო.- უთხრა ელის და ეშმაკურად ჩაიცინა.ელენეს აგიჟებდა ეს ღიმილი,ამას ნელ-ნელა ხვდებოდა.ანი კი გაოცებული უყურებდა ხან დაქალს,ხან კი გეგის.
-ჰმ,ნამდვილად,იმისს მერე,რაც დილის იდილია დამირღვიე,დღეს აღარ ველოდი შენს ნახვას - აუღელვებლად არ დააყოვმა პასუხი ელენემ.
- აი,ჩემთვის კი მაშინ გათენდა,როცა შენ დაგინახე.-თქვა დაუფიქრებლად ბიჭმა,ელის თმას შეეხო და თვალებში ჩახედა.
ელიც გეგის გარდა ვერავის ამჩნევდა.ასეთი გრძნობა არავის მიმართ არ ჰქონია აქამდე.სიჩუმე ჩამოწვა,თითქოს თვალებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.ეს სიჩუმე ანუკამ დაარღვია,რომელმაც ვერაფერი გაიგო:
-ელ,მგონი გვეჩქარება.
-ჰო,სულ დამავიწყდა(გეგის ჩაეცინა).შეხვედრამდე,გეგი.
გეგიმ გაუღიმა და წავიდა.
-აქ რა მოხდა?ვინ იყო ეს ბიჭი ან საიდან გაიცანი?ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები...
-ამომასუნთქე ანი,მოგიყვები,მივიდეთ მალე ტასოსთან ჯერ,თორემ ტელე ამიფეთქა.
-მიკვირს,ეგეც რომ იგრძენი,ისე იყავი გართული ბიჭის ყურებით.წავიდეთ ხო...



P.S ეს არის ჩემი პირველი ისტორია,ამიტომ მკაცრად ნუ შემაფასებთველი თქვენ კომენტარებს,თუ მოგეწონათ, გავაგრძელებ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent