შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთჯერადი სტუმარი 18+ (დასასრული)


30-04-2018, 14:38
ავტორი naattii
ნანახია 3 869

არ ახსოვს ალექსანდრეს მანქანამდე როგორ მივიდა, საჭესთან არავინ დასვამდა, ამიტომ გვერდითა სკამს მიაკითხა გიორგისთან. დემეტრე ნანოსთან რჩებოდა, ასე ალექსანდრე უფრო მშვიდად იყო, დემეტრე და დამიანე დაიცავდნენ. ისეთი სიჩქარით იარეს დასავლეთს 3 საათში მიადგნენ. მალევე იპოვეს სახლი სად იყო და არავისთვის დაუცდია ალექსანდრეს შიგნით ისე შევარდა. მთავარი იყო ნინელი ცოცხალი ეპოვა. მთელი სახლი გადაჩხრიკეს მაგრამ ვერაფერი ნახეს. გიორგი და ანდრეა ოთახებში დარბოდნენ ალექსანდრე კი დიდი ოთახში დამტვრეულ სკამს და სისხლის ლაქებს მიჩერებოდა. მათი ხმა შორიდან ჩესმოდა.
-არა, აქ უნდა იყოს. ბიჭებმა გვითხრეს რომ სახლიდან მარტო გაგა გავიდა ერთი საათის წინ, ნინელი აქ არის უბრალოდ სადღაც დამალული ყავს.
-მოდი ანდრეა კიდევ ერთხელ დავათვალიეროთ, ალექსანდრე_ახლა ბიჭს მოუბრუნდა, ფრთხილად დაადო ხელი ბეჭზე და ეცადა გამოეფხიზლებინა-ალექსანდრე გამოფხიზლდი, ცოცხალი იქნება, უნდა იყოს, უბრალოდ შენი დახმარებაც გვჭირდება.
-კარგი_ძლივს დაუქნია თავი ბიჭმა და წვალებით მოაშორა მზერა სისხლს.
კიდევ ერთხელ მოიარეს დიდი სახლი და ალექსანდრე უზარმაზარ ჭურჭლის კარადასთან შედგა.
-ბიჭებოო_ხმამაღლა შესძახა-ნახეთ ამ კარადასთან იატაკზე რამდენი ფხაჭებია, ხშირად ატრიალებდა, მაგრამ ჭურჭლის კარადას რად უნდოდა გაწევ გამოწევა, მომეხმარეთ.
მათდა გასაკვირად არც ისე მძიმე აღმოჩნდა და მის უკან დამალული კარებიც გამოჩნდა. მაშინვე გამოაღო ალექსანდრემ და რამდენიმე წუთში იქედან გონება დაკარგულ ნინელისთან ერთად დაბრუნდა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, ასეთ სანახაობას არ ელოდნენ, სახე სულ დაბეჟილი ქონდა ნინელის, სისხლი ჯერ კიდევ დიოდა, ბეჭი გადატყაული ფეხი გვერდულად ედო ანუ მოტეხილი ქონდა. ალექსანდრეს სახეზე აღარც შეუხედავთ. არც ხმა ამოუღიათ. მხოლოდ ბიჭის დაბალი ბუტბუტი ესმოდათ „უნდა გაუძლოთ რა“, „ცოტაც გაუძელით ნინელი“.
თვალების გახელა არც დამჭირვებია სუნით მივხვდი სადაც ვიყავი, ჩემი საძულველი საავადმყოფო. ახლა გავიხსენოთ რა მოხდა. გაგას მოლანდება ნამდვილი ყოფილა, ანუ არ ვგიჟდები, ეს კარგია. გამიტაცა, ეს ცუდია. ნანო უნდოდა ეს საერთოდ საშინელება. ჯანდაბა, ნეტავ რა გამიკეთა, იმედია ბავშვი ცოცხალია თორე მარტო იმიტომ ავდგები ამ დაწყევლილი საწოლიდან რომ ამჯერად ორ ან 80 ლურსმანს მიიღებს და ვეღარ გადაარჩენენ. ვიღაც ოთახში დადიოდა, თავბრუ არ დაეხვა ამდენი კრუგის რტყმით? ალექსანდრეა ვითომ? ღმერთო ნინელი იკადრე თვალის გახელა და ბავშვის ამბავი კითხე, სხვას ვინ დაიძებს.
ასე რთულიც არ ეგონა, რატომ დაკიდეს თვალებზე ასე მძიმე გირები? არაუშავს ბავშვისთვის ამასაც გავახელთ. ესეც ასე, ახლა მიმოვიხედოთ, სწორი ვყოფილვარ ალექსანდრეა, მაგრამ რა სახე აქვს? უძინარე, შეშლილი, ნანერვიულები, მოიცა ეს რა არი ტირის? ჯანდაბა იმედია ბავშვი კარგადაა თორე აქედან მამა ზეციერიც ვეღარ ამაყენებს.
-ალექს...._ნინელიმ ბოლომდე ვეღარ თქვა ისე წართვა ხმა. საკმარისი იყო ბიჭის გამოსახედად.
-როგორც იქნა იკადრე გაღვიძება მძინარე მზეთუნახავო_კარებისკენ წავიდა_ექიმს დავუძახებ.
-არც მაკოცებ?_ლამის ამოისლუკუნა ნინელიმ, ეგონა ისევ გაბრაზებულია და აღარც ვუყვარვარო, ნუ ჰო ჰორმონები უტევდა.
ალექსანდრემ ღიმილი ვერ შეიკავა, შუბლზე მიაწეპა ტუჩები და წამლების დანამატიანი ნინელის სუნითაც აივსო ფილტვები.
-დავბრუნდები და მერე ვიჩხუბოთ, გასწავლი თავს როგორ მიხედო_სიცილით ჩაუკრა თვალი და ისევ კარებისკენ წავიდა.
-ალექსანდრე_ამჯერად სერიოზულად ჟღერდა ნინელის ხმა. ბიჭიც მიხვდა რა აინტერესებდა და სახე დაუსერიოზულდა. მძიმედ მოუტრიალდა და ძლივს ამოთქვა.
-ჯერ-ჯერობით ცოცხალია.
-ჯერ-ჯერობით?
-ექიმს მოვიყვან ნინელი._აღარ შეეძლო ნინელის ცრემლიანი თვალების ყურება და გარეთ გავარდა. ნანო აცრემლებული უცდიდა დერეფანში დემეტრესთან და დამიანესთან ერთად.
-ექიმს მოვიყვან_მათაც იგივე უთხრა და ნანოს ჩახუტებაც იგრძნო.
-ანუ გონს მოვიდა ალექს, ეს კარგია, ექიმმა თქვა რომ ეს კარგი იქნებოდა, ყველაფერი კარგად იქნება.
ექიმი ჩქარი ნაბიჯებით გაყვა უკან და ამოიხვნეშა ატირებული რომ დახვდათ ნინელი.
-ასე არაფერი გამოვა, ვინ გითხრა რომ შენთვის ნერვიულობა შეიძლება?
-მურთაზი ექიმო თქვეენ? მოიცა თბილისში ვარ?
-ჰო, ნინელი ბევრი გამოტოვე, მაგრამ ახლა პირველი რასაც შეასრულებ ტირილს შეწყვეტ.
-მაგრამ...
-მთავარია რომ ცოცხალია ნინელი, რისკი დიდია, მაგრამ თუ ზუსტად შეასრულებ რასაც გეტყვი დიდი შანსია რომ სრულიად ჯამრთელი დაიბადოს. ახლა კი ცრემლები მოიწმინდე, ტირილი შეწყვიტე და ორივე ცოლ-ქმარმა მომისმინეთ._აღარ შიუმჩნევია ნინელის როგორ ესიამოვნა ალექსანდრეს ქმრით მოხსენიება. ცრემლებიც ბიჭმა მოწმინდა, წამოაჯინა და ხელი ჩაკიდა. ორივე ყურადღებით უსმენდა, ალექსანდრე ჩართვებსაც აკეთებდა, ყველაფერს დეტალურად კითხულობდა და ნინელის კითხვას აღარ უტოვებდა. ბოლოს ექიმიც გავიდა და მარტო დარჩნენ. თავზე აკოცა ცოლს და ფანჯრისკენ წავიდა. ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი გადაყურებდა ეზოს და ვერაფერზე ფიქრობდა.
-მიგვატოვებ?_შორიდან ჩაესმა ნინელის ხმა და სიმწრისგან ჩაეცინა.
-არადა აკონომისტი ქალი ხარ ჭკვიანი უნდა იყო_გაღიმებულმა გამოხედა.
-ხომ იცი რომ შეგიძლია? არაფერს დაგაძალებ, ყველაფერი ჩემი ბრალია, შეგიძლია ისიც მითხრა რომ დაზუსტებით არიცი შენია თუ არა. არვიცი შეიძლება მართლა გინდოდეს წასვლა და ვერ შეგაჩერებ, მაგრამ გთხოვ ეჭვი არ შეგეპაროს რომ შენია, არ მინდა მამამის არ იცნობდეს და .........._ალექსანდრეს ღრმად ამოოხვრამ შეაწყვეტინა.
-მოდი ახლა მე გარეთ გავალ, კიდევ ერთხელ შევუტევ ყავის აპარატს და როცა მიხვდები რომ ეგ უაზრო ფიქრები აღარ გაწუხებს ნანო დამიძახებს.
-ანუ მიდიხარ...
-ღმერთო ნინელი საერთოდ ჩემი ხმა გესმის რას ვლაპარაკობ?_კარებიდან მობრუნდა გაცხარებული და თავი ვეღარ შეიკავა ისე აუწია ხმას._რატო ვერაფერს გებულობ? გითხარი მივდივართქო? შენი აზრით მიგატოვებ? შენგან განსხვავებით მე გენდობი, ვიცი რომ ჩემს მერე არავინ გყოლია, ისიც ვიცი რომ ჩემი შვილია, რაც მასზე გავიგე წამითაც კი არ გამიფიქრებია რომ სხვისია, გაიგე რომ ახლა ისიც არაფერ შუაშია, მე შენ მიყვარხარ, შენ, ისეთი შეგიყვარე როგორიც იყავი, შეიგნე რომ არსად წავალ, არ მიგატოვებ, ვერც მიგატოვებ, რატო ვერ ხვდები რომ მხოლოდ შენ დამრჩი და შენს მეტი მთელ ქვეყანაზე აღარავინ მყავს? ეს ბავშვი სასწაულია, შენც ხვდები როგორი სასწაული ჩვენი პირადი სასწაული, ამიტო ჭკუას მოუხმე და ბავშვს მიხედე ისედაც ძლივსაა ცოცხალი და მინდა დარჩენილი 7 თვეც ასე იყოს._გაბრაზებული გავარდა გარეთ და ნანოს სახით მიხვდა რამხელა ხმაზე ყვიროდა, კიდევ ერთხელ შეაწუხა სინდისმა რომ თავი ვერ მოთოკა, გამწარებულმა ამოაბრუნა ფეხით დერეფანში მდგარი სკამი
-ამის დედაც მოვ**ან._კედელზე ჩასრიალდა და სახეზე ხელები აიფარა. მალევე იგრძნო ბეჭზე ნანოს ხელი.
-გთხოვ რა ალექსანდრე სახლში წადი, გადაივლე ნორმალური საჭმელი ჭამე და ცოტა ხნით დაიძინე, ერთი კვირაა არ გიძინია და უკვე ნერვებსაც ვერ აკონტროლებ, უკვე კარგად არიან, მათთან მე დავრჩები. მიდი თუ რამე დაგირეკავ.
ხვდებოდა, რომ ნანო მართალი იყო, ამიტომ ბევრი ფიქრი აღარ დაჭირვებია და წასასვლელად წამოდგა. გარეთ გამოსულს გზაზე დამიანე და დემეტრე შეხვდა, ახლა უფრო მშვიდად იქნებოდა, ორივე დაპირდა შენ მოსვლამდე არსად წავალთო და ბევრად მშვიდად წავიდა სახლისკენ.
-ნინელიიი_ატირებული დახვდა ოთახში და-არიტირო რა ალექსანდრე მომკლავს
-თავი მოვაბეზრე ნან, იმდენს ვიზამ თითონ მიმატოვებს_ისევ გააგრძელა ტირილი.
-ვსო გეყოფა, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება და ჩემზე უკეთ იცი, რომ მასე არ იქნება. წარმოდგენაც არ გაქვს ეს ერთი კვირა როგორ იყო. უნდა გენახა შენზე როგორ საუბრობდა, მთელი განყოფილება აქ იყო მოსული, ალექსანდრე უყვართ და პატივს ცემენ, უნდა გენახა როგორ კითხულობდნენ როგორ არის შენი ცოლიო, ის კარგი ადამიანია ნინელი და უყვარხარ. თუ ასე მოიქცევი მიგატოვებს, მაგრამ დაანახე რომ გიყვარს. სულ გულგრილად ექცევი, ერთხელაც არ გაქვს წესიერად მიყვარხარ ნათქვამი. მისი ნდობა უკვე ნასწავლი გაქვს ახლა უბრალოდ ეს დაანახე.
ნანო მართალი იყო, ამჯერად ჩემზე იყო ოჯახის შენარჩუნება დამოკიდებული და რადაც არუნდა დამჯდომოდა ეს უნდა გამეკეთებინა. ცოტა ხნით ჩამთვლიმა, გამოღვიძებულს ალექსანდრე უკვე სკამზე დამხვდა. ტელეფონში იყო ჩამძვრალი და სანამ ხმა არ ამოვიღე ვერ ვანიშნე რომ მეღვიძა.
-ცოტა ხანი ისევ დარჩენილიყავი სახლში, ალექსანდრე რამდენი დღეა ალბათ არც გიძინია_მეშინოდა თვალები ისე ქონდა ამოშავებული.
-ალბათ ერთი კვირაა, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია კარგად ხარ.
-მაგრამ აღარ ვიქნები კარგად თუ შენ ასე მუმიასავეთ ივლი. ძალები შენც გჭირდება, თუნდაც ჩვენს მოსავლელად_გამეცინა თვალები ისე გაუნათდა.
-მაგისი ძალა სულ მექნება_მასაც გაეღიმა ჩემ სიცილზე_ისე ცოტათი გეტყობა, სახლში რომ ვყოფილიყავი მივხვდებოდი ისე გაქვს ფორმები შეცვლილი, თუმცა არ ვყოფილვარ_ჩუმად ჩაილაპარაკა და დავინახე ცალი ხელი როგორ მოემუშტა.
-ხოო განსაკუთრებით მკერდი ორი ზომით დიდი გამიხდა ლამის, ეს გესიამოვნება_თვალი ჩავუკარი და გამეცინა. ხასიათზე უნდა მომეყვანა.
-მოიცა ანუ ახლა ჩემი გოგოები უნდა დავთმო?_ვითომ დამწუხრებით დამხედა მკერდზე და ტუჩის კუთხეში მაინც გაეცინა.
-შენი გოგოები?_ისეთი სიცილი ამიტყდა ლამის ფეხის ტკივილიც ვიგრძენი_ახლა არ მითხრა სახელებიც დავარქვიო.
-არა არა მასე შორსაც არ წავსულვარ_მასაც გადავადე სიცილი, თუმცა ეშმაკობაც მოუნდა და მკერდთან ხელი ამისრიალა._მომენატრე
-მეც მომენატრე, მაგრამ სხვათაშორის 12 კვირამდე ვერაფერს მიიღებ.
-რატომ?_ისეთი შეძრწუნებული სახით გადმომხედა თითქოს ვინმეს სიკვდილი შეატყობინეს.
-ექიმმა არარი რეკომნდირებული ბავშვისთვისო.
-დამანებე თავი სანამ არ გააჩენ არ მოგეკარები._მკერდზე თამაშს შეეშვა და შუბლზე მაკოცა.
-ეს იმას არ ნიშნავს რომ მოფერება არ შეიძლება_შუბლიდან სახე შორს არ გავაწევიე ისე დავიჭირე და მკლავზე თითები ისე ავუცურე ბოლოს ლავიწის ძვალთან მომიწია გაჩერება.
-ნამიოკი მიღებულია_ჩეცინა და ტუჩებს დაწვდა. ამჯერად ჩემი ცხოველური ჟინით ატანილი ალექსანდრე არსად ჩანდა და ისე ნაზად მკოცნიდა კვნესა ვერ შევიკავე. ამაზე გაეღიმა და ხელი წელზე ამისრია, მკერდისკენ წავიდა და საავადმყოფოს ხალათში ისე შეყო მოსაფერებლად ვერაფერი გავიგე, სიამოვნებისგან გატრუნული ვიწექი და მონატრებას ვინაზღაურებდი.
ჩახველების ხმაზე გამოვფხიზლდით და კარებთან მორცხვად აწურულ ნანოს, დამიანეს და დემეტრეს მოვკარით თვალი, სიცილს ძლივს იკავებდნენ ისე შემოიძურწნენ. დამიანე ღიმილით გადამეხვია და ლოყაზე მაკოცა, დემეტრემ ალექსანდრეს ბეჭზე დაკრა ხელი და მანაც გამოხედა და თავი გადააქნია, დავინახე დემეტრეს მოწყენილი სახე, მაგრამ ვერ მივხვდი რა მოხდა.
-ბოლოსდაბოლოს როდის ვიქეიფებთ ქორწილში?_დამიანემ ჯერ ნანოს მერე ალექსანდრეს გადახედა. ეს უკანასკნელიც მოიღუშა და ფანჯრისკენ შებრუნდა, მივხვდი ალბათ ისევ გონია რომ ეს არმინდა და სათქმელიც არაფერი ქონდა, მაგრამ არაფერიც.
-როგორც კი ავდგები_ალექსანდრეს გაკვირვებული სახე დავაიგნორე და დამიანეს ავხედე_ამ ერთხელ წესებს დავარვევ და ბიჭი მეჯვარე მეყოლება.
-კარგი გადაწყვეტილებაა_თვალი ნანოსკენ გაექცა დემეტრეს და ალექსანდრეს უცებ გადახედა_ამ ყმაწვილის მე უნდა ვიყო.
-როდის შევძლებ ადგომას?
-არვიცი ექიმმა ჯერ ადრეა მაგაზე ლაპარაკიო_საწოლზე ჩამომიჯდა ალექსანდრე და ხელი ჩამკიდა_თავს როგორ გრძნობ?
-მსხალი მინდა_მანამდე წამომცდა სანამ ენაზე კბილის დაჭერას მოვასწრებდი და ოთახში ოთხივემ ისე გადაიხარხარა უცებ შემეშინდა.
-მოგიტან, თან ექიმსაც ვნახავ და გავიგებ როდის გამოგწერენ, წასვლამდე გლუკოზაც მივიღოთ_დამსწრეების დაიგნორებით ტუჩებზე დამწვდა და მხოლოდ შემდეგ წავიდა კარებისკენ.
ორი კვირა გავიდა და სახლშიც გამომწერეს, ალექსანდრეს სამსახურში ყოფნისას ნანო მივლიდა, საღამოს ალექსანდრე. ერთ დღესაც ცოტა აღელვებული მოვიდა და ორივე დებს დაჯდომა გვთხოვა.
-ერთ კვირაში გაგას სასამართლოა და მინდა ორივე იქ იყოთ._ყოველგვარი შესავლის გარეშე თქვა და ფრთხილად გადმომხედა.
-რა თქმა უნდა_არც დაფიქრებულა ნანო.
-ნინელი...
-ვიცი ალექსანდრე რაც უნდა მითხრა. ამჯერად წინა შეცდომას არ გავიმეორებ.
-იმედი მქონდა მაგას მეტყოდი, იქ დამჭირდები, შენი ჩვენება მნიშვნელოვანია, მინდა 20 წლიანი მაინც მიიღოს და საგიჟეთი ვეღარ გამოძვრეს, მაგრამ არის რაღაც რაც არიცი._ნანოს გადახედა და მანაც მარტო დაგვტოვა.
-მინდა რაღაც მოგიყვე, მაგრამ მეშინია, რომ არ მოგეწონება და არვიცი იმისიც მეშინია საერთოდ არ მიმატოვო_ამოისუნთქა და ლოგინზე ჩამომიჯდა.
-ჯერ მომიყევი_ხელზე დავადე ხელი და მოვეფერე.
-როგორც კი ნანოს შენი შეტყობინება მოუვიდა ჩემთან გამოიქცა, მაშინ გავარკვიე გაგას საგიჟესთვის თავი რომ ქონდა დაღწეული და გამომრჩა. განყოფილებაში ვიყავით და გეძებდით რომ დარეკეთ. ნანო მაშინვე მიხვდა შენ მინიშნებას, მაგრამ მასთან ერთად რომ დამეჭირე მხოლოდ 3-4 წელს მიცემდნენ გატაცებისთვის და მორჩა, არ გეგონოს შენი ასეთ მდგომარეობაში ჩაგდების უფლებას მივცემდი, მეტი ადრე ფიზიკურად ვერ ჩამოვედით, უბრალოდ გაგვიმართლა რომ სახლიდან გამოგვასწრო. ნანოს დავურეკე და გავაფრთხილე შესახვედრად რომ დაურეკავდა უარი არ ეთქვა და შეხვედროდა. დემეტრე გაყვა და კიდევ ორი სანდო ბიჭი. გაგამ არიცოდა უკვე ნაპოვნი რომ მყავდი და ნანოს შენი მოკვლით დაემუქრა. ისიც ვითომ შეშინდა და მანქანაში ჩაუჯდა, კივილი რომ დაიწყო სკოჩი გადააკრა და სწორედ მაშინვე აიყვანეს მანქანიდანვე. მაპატიე მე შენი და სატყუარად გამოვიყენე, რომ გაგა შესაბამისად დაესაჯათ, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე წელიწადში ისევ დაბრუნდებოდა და იგივეს ცდიდა, ნათიამ გვითხრა რომ ასეთი ადამიანისთვის 4 და 5 წელი არაფერს ნიშნავს და ნადირობას ბოლომდე აგრძელებენ. მაპატიე, ასე არ მინდოდა მაგრამ დარწმუნებული რომარ ვყოფილიყავი ნანოს უსაფრთხოებაში და დემეტრეში არც ვიფიქრებდი, თითოეული წამი გათვლილი გვქონდა, თანაც მოკვდებოდა და დემეტრე ნანოს არაფერს დაუშავებდა, უკვე ერთი თვეა მალულად ხვდებიან ერთმანეთს. მაპატიე გთხოვ. ახლა გაგას ორი ადამიანის გატაცება, შენი მკვლელობის მცდელობა და 20 წლიდან სამუდამომდე ელის. ასე ყველა მშვიდად ვიქნებით._ერთი ამოსუნთქვით ამოილაპარაკა და მზერა ამარიდა. მუხლებზე დავდექი და მოვეხვიე. არ ელოდა წამით დაიბნა, თუმცა მისი ხელებიც მალევე ვიგრძენი.
-მთავარია ახლა ყველა კარგად ვართ და მე შენ მიყვარხარ.
სასამართლომ კარგად ჩაიარა, გაგას სამუდამო მისცეს და გაქცევის გამო გასაჩივრებაზე უარი გამოუცხადეს. იმ დღეს თავს ბედნიერად ვგრძნობდი, როგორ იქნა გაგას მოვიცილებდით და მშვიდად გვექნებოდა ცხოვრების უფლება. მეორე დღეს ექიმთან ვიზიტი გვიწევდა უკვე მე13 კვირაში ვიყავი და იმ დღეს გავიგებდით გავხდებოდით მშობლები თუ არა. ვერცერთი ვცნობდით თავს ექიმის კაბინეტს რომ ვაღებდით. მაშინვე ეხოს გადაღება დააპირა და დამაწვინა. რამდენიმე წუთი ჩუმად დაატარებდა ხელსაწყოს მუცელზე და შეკრული წარბებით ყურადღებით მიჩერებოდა ეკრანს. ბოლოს ისევ ალექსანდრემ ვეღარ მოითმინა:
-ნუ გაგვიხეთქე ექიმო გული რა ხდება?
-რა ხდება და გადასარევი ბიჭის მშობლები ხართ.

სახლში ვიყავით წამოწოლილები სიჩუმე ალექსანდრემ რომ დაარღვია
-სახელი მოფიქრებული გაქვს?
-ჯერ არა, გაქვს რამე იდეა?
-კი მაგვს, მაგრამ საკმაოდ ძველებური სახელია და არ ვიცი როგორ მოგეწონება. თეოდორეს ვფიქრობ.
-რატო მაინდამაინც თეოდორე?
-ბერძნულია და ქართულად ღვთის ნაჩუქარს ნიშნავს. ჩვენი კიდევ ზუსტად შეესაბამება.
-მაშინ უფლება არ მაქვს უარი გითხრა. თეოდორე იყოს თან უცხოდ ჟღერს.კიდევ მინდა რაღაც გითხრა. ოღონდ არვიცი თუ დამთანხმდები.
-გისმენ პატარა.
-მინდა რომ აქედან წავიდეთ.
-სად? სხვა ბინაში? ერთის მხრივ სწორია აქ ოთახები არ გვეყოფა.
-არა ალექსანდრე, თბილისიდან მინდა წასვლა, შენი გაცნობის გარდა აქ ერთი ბედნიერი მომენტიც არ მქონია, სამსახურს თავი დავანებე, მხოლოდ შენი სამსახურია ცოტა დასაფიქრებელი, გავიგებ თუ უარს მეტყვი.
-მაინც სად? საზღვარგარეთ? ხომიცი რომ ამას ფინანსურად ვერ შევძლებთ, ეს ბინაც რომ გავყიდოთ მაინც.
-არა მინდა რომ ქუთაისში გადავიდეთ, შენს მშობლებს იმხელა კერძო სახლი აქვთ, არ მინდა ჩაკეტილი დიდხანს იყოს, თან გაუხარდებოდათ.
-მეტყვი სიმართლეს გადასვლა რატომ მოინდომე?
-არ მინდა ბავშვით სეირნობისას რომელიმე ყოფილი შემხვდეს გზაში და დამცინონ, მაპატიე, მაშინ ვერც კი გავიფიქრებდი, რომ ოდესმე ოჯახი და შვილი მეყოლებოდა, იქ არავინ მიცნობს, ჩემი წარსული არავინ იცის, თავს უფრო თავისუფლად ვიგრძნობ. გთხოვ.
რამდენიმე წამი ალექსანდრე გაკვირვებული მიყურებდა, თუმცა შემდეგ გამიღიმა და მომეხვია: -ხომ იცი რომ უარს ვერ გეტყვი? უფროს ვთხოვ იქნებ ქუთაისის რომელიმე განყოფილებაში ადგილი იყოს და გადამიყვანოს.
-მადლობა.
-ქმარს რომ მადლობას მაგის გამო ეუბნები სირცხვილია, ჩვენ ოჯახი ვართ და გადაწყვეტილებასაც ერთად მივიღებთ, გეტყოდი რომ სასირცხვილო არაფერია, ყველას აქვს წარსული და მთავარია მომავალს როგორ ხედავ, მაგრამ რადგან აზრი არ ექნება უბრალოდ ჩემი ტუჩებით დავტკბები_მაკოცა და ლოგინზე გადამაწვინა.
-სხვათაშორის უკვე დიდი ხანია 12 კვირის აღარ ვარ_ეშმაკუნები ამითამაშდა თვალებში.
-ქვეტექსტი ნათარგმნია_ სიცილით გამათავისუფლა ალექსანდრემ სარაფნისგან და საკმაოდ გამობზეკილ მუცელს დაყვა ფერებით_მთელი ძალით ვეცდები არ შეგაწუხო მა, მაგრამ დედიკო ისეთი მადისაღმძვრელია სავარაუდოდ გამიჭირდება.




დასასრული
-------------------------------------------------
დიდი მადლობა ვინც კითხულობდით, იმედია თქვენი მოლოდინი გავამართლე და მაპატიეთ თუ ბანალური გავხადე, უბრალოდ როგორიც ჩავიფიქრე ბოლომდე ისეთი დავწერე <3 იმედი მაქვს ჩემს სხვა ისტორიებსაც გაეცნობით <3



№1  offline მოდერი ენემი

ვაუ ძალიან კარგია

 


№2  offline მოდერი abezara98

აი, იცი როგორ მომეწონა? blush ძალიან, ძალიან კარგი იყო! heart_eyes მალე დაგვიბრუნდი რაა სხვა ისტორიებით! kissing_heart

 


№3  offline წევრი ბიბი

ამას ქვია დამტოვა გაღიმებული, რადროს დასასრული იყო კიმაგრამ :/

 


№4  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა ❤

ბიბი
ამას ქვია დამტოვა გაღიმებული, რადროს დასასრული იყო კიმაგრამ :/

არ მინდოდა ძალიან რომ გამეწელა :(

 


№5 სტუმარი ვიკო

ძალიან ძალია ძალიან მაგარია!!!!!!!!!!!!!!!!! :*

 


№6 სტუმარი erwtw

მაგარი იყო ძალიან მაგრად მომეწონა ნეტა ბევრი წერო ესეთი დიდი თავებით და დიდები ოღონდ დაგვიწერე რაააააა

 


№7  offline მოდერი naattii

erwtw
მაგარი იყო ძალიან მაგრად მომეწონა ნეტა ბევრი წერო ესეთი დიდი თავებით და დიდები ოღონდ დაგვიწერე რაააააა

აუცილებლად ❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent