შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთჯერადი სტუმარი 18+ (თავი 11)


27-04-2018, 08:53
ავტორი naattii
ნანახია 2 963

უკვე ორი კვირა გავიდა რაც ალექსანდრეს ოჯახი დავასაფლავეთ, უკვე ორი კვირაა ალექსანდრე სახლში არ მოსულა და ღამე არ გაუთევია. დამიანესგან ვიცი, რომ ჩვენს ბარშია. მთელი დღეები მაგიდასთან ზის და სვამს. რამდენჯერმე მეც ვიყავი, მაგრამ აშკარად მიმახვედრა მარტო რომ უნდოდა ყოფნა. მესმის, მის ადგილას მე ჭკუიდან გადავიდოდი, არაფრის გამო, უბრალო ავარიის გამო დაკარგა მთელი ოჯახი და ახლა მხოლოდ ერთმანეთი დაგვრჩა. ამ ყველაფრის გააზრებას დრო ჭირდება. ნანომ ხელი ამიქნია და დედამიწაზე დამაბრუნა, ერთი კვირაა დაბრუნდა, ხელჯოხს იყენებს, მაგრამ მთავარია თავის ფეხზე დგას, სიარული შეუძლია. ალექსანდრეზე ფიქრით მადა მეკარგება და თეფშს ხელს ვკრავ.
-ნინელი ბოლო დროს აღარ მომწონხარ, მურთაზს ხომარ შევუაროთ?
-კარგი რა ნანო, ასეთი ამბების შემდეგ როგორ დავდივარ ისიც მიკვირს.
-გეთანხმები მაგრამ შენ თავსაც ხომ უნდა მიხედო?
-ახლა ალექსანდრეს გარდა არაფერი მაინტერესებს, უკვე ისე მენატრება აღარ ვიცი რა ვქნა. ბალიშმაც დაკარგა მისი სუნი.
-არ ვიცი მაგ ბიჭს რა უნდა მოვუხერხოთ.
-არც მე ნანო.უკვე აღარც მე_ნაღვლიანად ჩავილაპარაკე.
-ხომ ელაპარაკე?
-ღმერთო ის საუბარი არც გამახსენო-ერთი კვირა იყო გასული დაკრძალვიდან ალექსანდრესთან საუბარი რომ დავიწყე. სახლში გალეშილი მოიყვანეს ბიჭებმა და დილით ვეღარ მოვითმინე:-ალექსანდრე როდემდე გააგრძელებ? შენ მშობლებს ასეთი მოეწონებოდი?
-ნინელი ძალიან გთხოვ იმას ნუ იტყვი რაც არ იცი.
-რა არ ვიცი? ის რომ ახლა შენი ოჯახი გაკვირვებული დაგყურებს რა დღეშიც იგდებ თავს? მე და შენ ერთმანეთის მეტი აღარავინ დაგვრჩა გესმის? მარტო მე და შენ. ჩვენ ვართ ოჯახი რომელიც ერთმანეთის დანაკლისიდან უნდა ავინაზღაუროთ, შენს მშობლებსაც ეს ენდომებოდათ და არა შენი გალოთება.
-კარგი რა ნინელი ნუ გამაცინებ, როგორ ბედავ და ოჯახზე მელაპარაკები?_გაღიზიანებულმა მიყვირა.
-კი მაგრ....
-რა მაგრამ ნინელი ა? რა მაგრამ? დაქორწინება რომ გიხსენე სიცილი დამიწყე, რომ გითხარი ერთი ოჯახი ვიყოთთქო ზურგი მაქციე გავარდი და გაილეშე. შენ მელაპარაკები ოჯახზე? მაგ სიტყვის მნიშვნელობა იცი საერთოდ? ოჯახი რომ ვყოფილიყავით იმ შიშებს რაც გაგიჩნდა ჩემთან გაარკვევდი და ვილაპარაკებდით ამაზე და სასმელში არ ჩაახრჩობდი გასაგებია? ამიტომ ადამიანი რომელსაც ჩემთან ოჯახის შექმნა არუნდა და უბრალოდ სექსი სიამოვნებს ჭკუას არუნდა მასწავლიდეს._გაბრაზებულმა გაიჯახუნა კარები და წავიდა....
-ხომ იცი რომ გაბრაზებულ გულზე გითხრა ნინ ის ყველაფერი და იცის რომ გიყვარს?_თბილად მომეფერა ნანო.
-ვიცი ნანო ვიცი, მაგრამ მაინც მტკივნეული იყო, მითუმეტეს ახლა.
-ჩუმად გაიკეთე არა? დადებითია?_აცრემლებული თვალებით დავუქნიე თავი.
-ეს ჩემი შანსია გესმის? შეუძლებელი შანსი, ღმერთმა ახალი ცხოვრების შანსი მომცა. არვიცი ალექსანდრესთან როგორ იქნება საქმე მაგრამ, აქედან წავალ, საქართველოში ერთი კარგი მოგონებაც კი აღარ შემრჩა, რადგან შენც მიდიხარ და ალექსანდრესაც ვკარგავ აქ აღარაფერი მაკავებს. ამითი შევძლებ ცხოვრება თავიდან დავიწყო. ჯერ ალექსანდრეს დავუცდი, იქნებ კიდევ დაველაპარაკო, არმინდა გაჭირვებაში მივატოვო.
-ყველაფერი კარგად იქნება ნინელი აი ნახე._აცრემლებული მომეხვია და ცოტა მეც დავწყნარდი.
სამსახურში შემაგვიანდა, უკვე ბნელოდა რომ გამოვედი. ბარში მინდოდა წასვლა, ალექსანდრესთან კიდევ ერთხელ უნდა მეცადა. გზაზე გადავდიოდი იგივე ლანდს რომ მოვკარი თვალი. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა ვერც მოასწრო დავლა ლანდმა ხმა რომ ამოიღო.
-ნინელიი როგორ შეცვლილხარრ.
-გაგა_ძლივს ამოვიღე ხმა ისე რომ ძირს არ დავვარდნილიყავი.-შენ ხომ... შენ..
-მოვკვდი? არაა, ეგ თუ გინდოდა უფრო უნდა გეცადა, უფრო დიდი და უფრო ბინძური ლურსმანი უნდა გენახა.
-მეჩვენები... შენ... არა... მეჩვენები..
-კარგია რომ შენს საყვარელს ახლა ჩვენთვის არ სცალია, ცოტა კიდევ ვაპირებდი შენს გაგიჟებას, მაგრამ მისმა გვერძე გადგომამ და უუნარობამ ჩემი გეგმები დააჩქარა.
-გეგმები?
-რა თქმა უნდა, შენი მონატრებით ნამდვილად არ ვიწვოდი, აქ მოსვლისთვის სხვა საქმე მაქვს.
-რა გინდა გაგა
-ნანო.
-ნანო? ვერ გავიგე, ნანო რა შუაშია?
-ხომ იცი დაუმთავრებელ საქმეს ვერ ვიტან, იმ დღეს ნანოსთან გეგმები ჩამიშალე, ახლა შენვე დამეხმარები დავასრულო.
-ვერ ეღირსები.
-ანუ აქვე გესროლო?_ჯიბიდან იარაღი ამოიღო და მომიშვირა. სხვა გზა აღარ მქონდა, უკანა კარი გამოვაღე მანქანის და ჩავჯექი.
-მოდი, ახლა ჭკვიანი გოგოსავეთ მობილურიდან კარტა ამოიღე და ფანჯრიდან გადაყარე.
ჩანთას ვსტაცე ხელი და მობილური მოვიმარჯვე, სარკიდან მაკვირდებოდა, მაგრამ ვითომ ხელის კანკალით მაინც მოვახერხე ნანოსთვის ერთი სიტყვა მიმეწერა.
სამზარეულოში იყო ნანოს მობილური რომ აუციმციმა შეტყობინებამ და გაშრა ეკრანზე ამოვარდნილ ფანჯარაში ერთი სიტყვა „გაიქეცი“ რომ ამოიკითხა.
საერთოდ ვერ აქცევდა ფეხების ტკივილს ყურადღებას ბარისკენ რომ გარბოდა. სხვაგან ალექსანდრე არ იქნებოდა, ახლა მარტო ის უშველიდა. როგორც კი კარი შეაღო დამიანეს მივარდა და წასაღებად სწრაფად თხოვა მაგარი ყავის გაკეთება, ალექსანდრე ფხიზელი ჭირდებოდა.
-ალექსანდრე_როგორც ყოველთვის მარტო იჯდა მაგიდასთან ვისკით ხელში.
-ნანო შენმა დამ მოგაგზავნა?
-ალექსანდრე ჭიქა დადე და ნინელის მოძებნაში დამეხმარე._ერთი კი ახედა მაგრამ ისე იყო ნასვამი ვერც აზროვნებდა. ჩაიცინა და ისევ ჭიქას მიუბრუნდა.
-ნუ ნერვიულობ, გაქცევა კარგად ეხერხება, ალბათ ამჯერადაც ვინმე დამირეკავს და გალეშილი ცოლის წამოყვანას მთხოვენ.
-ალექსანდრე გამოფხიზლდი_ისეთი სიძლიერით დაარტყა ნანომ ხელი მაგიდას ტკივილიც კი იგრძნო, მაგრამ მთავარია ალექსანდრეს ყურადღება მიიქცია._ეს 15 წუთის წინ მივიღე_მობილური ამოიღო და ალექსანდრეს შეტყობინება წააკითხა. ახლა კი ინება ალექსანდრემ გასწორება და დასტაცა ხელი ტელეფონს.
-გაიქეცი? რატომ უნდა გაიქცე? ესეიგი საქმე შენ გეხება, ვინ გყავს მტერი?_წამში ჩაირთო მის გონებაში გამომძიებელი და შეკითხვები დააყარა ნანოს_ისეთი უნდა იყოს ორივეს რომ გიცნობთ ნანო იფიქრე. იმ შემთხვევამდე ან მერე ვინმე არი ისეთი ვიზეც იფიქრებ რომ რაიმეს დაშავება უნდა?
-ალექსანდრე_კანკალით ამოთქვა ნანომ და დამიანეს ახედა რომელიც ყავას უდებდა ბიჭს წინ-გაგა სად არი? მასზე რა იცი?
-გაგა? ჯანდაბა გაგა._ტელეფონი მაშინვე ამოიღო
-დემეტრე, გადარეკე კლინიკაში და გაგას მდგომარეობა გამიგე. ხო სასწრაფოა, არ გამითიშო გელოდები.
-......................
-რაა? დემეტრე სულ გამო**** თქვენ? და მე ამას ახლა უნდა ვიგებდე? სასწრაფოდ ძებნა გამოაცხადე მაგ *ლეზეც და ნინელიზეც უკვე მოვდივარ._გაცოფებულმა ჩაიდო ტელეფონი ჯინსის ჯიბეში და ყავით ხელში წამოხტა-წამოდი, მარტო ვერ დაგტოვებ ნანო, ამჯერად საქმე შენშია.
-მეც მოვდივარ._კარებში დაგვეწია დამიანეს ხმა და ისე ჩაგვიჯდა მანქანაში ალექსანდრეს ხმის ამოღებაც არ აცადა.
განყოფილებაში ალექსანდრე მეწყვილესთან და კიდევ ორ დეტექტივთან იყოფდა ოთახს. იქ რომ შევიდნენ ნანოს თავი ფილმის გადასაღებ მოედანზე ეგონა, დემეტრე ტელეფონში გამწარებით ხსნიდა რაღაცას, გიორგი კომპიუტერს მიჯდომოდა და მონაცემებს ამოწმებდა, მესამეს კი ნანო არიცნობდა თუმცა ისიც აღელვებული ლაპარაკობდა ტელეფონით.
-რა გვაქვს? _ხმამაღლა იკითხა ალექსანდრემ და ნანო და დამიანე თავის მაგიდასთან მივიდა. თვითონ უკვე ფოტოებით აჭრელებული სტენდისკენ წავიდა. სულ პირველი გაგას ფოტო იწონებდა თავს, ნანოს ყველაფერი თვალწინ დაუდგა და სკამს ხელი ჩასჭიდა თავბრუსხვევისგან რომ წონასწორობა არ დარღვეოდა. დამიანემ ხელი მოხვია და ძალით დასვა სკამზე. გაგას ფოტოს ქვემოთ ისრებით ათამდე კაცის ფოტო იყო გაკრული და მარკერით წარწერებსაც ამჩნევდა ნანო. ალბათ ესენი გაგას საკონტაქტო პირებია. ნანოს მხოლოდ დემეტრეს აღელვებული ხმა და „ჯერ ვერაფერი გავარკვიეთ“ მოხვდა ყურში. ალექსანდრე მომუშტული გაჰყურებდა სურათებს და კოლეგებს ტელეფონზე საუბარს აცდიდა. ამ სიმყუდროვეში იმდენად ცივად გაისმა ნანოს ტელეფონის ხმა ლამის ადგილზე შეხტა ისე შეეშინდა.
-უცხო ნომერია_შეშფოთებულმა ახედა პოლიციელებს.
-უპასუხე, მაგრამ ჩვენ არ შეგვიმჩნიო_წამში გადმოკვეთა ოთახი ალექსანდრემ და წინ დაუდგა. დანარჩენი სამიც მაშინვე შემოუერთდა.
-გისმენთ_ხმამაღალზე ჩართო ნანომ და ტელეფონი მაგიდაზე დადო.
-გამარჯობა საყვარელო_ნანოს თვალები დაეხუჭა ნაცნობი საზარელი ხმის გაგონებისას და ცრემლიც ვერაფრით შეაკავა
-გაგა....
-ღმერთო ჩემო, როგორი სასიამოვნოა რომ ერთი წლის შემდეგაც გახსოვარ, როგორ მიდის შენი მკურნალობის საქმე?
-არამონია ჩემთან საჭორაოდ დაგერეკა. რა გინდა?
-უი, შენი ხმის გაგონებამ ისე დამაბნია შენი და სულ დამავიწყდა. ნინელიმ მოკითხვა შემოგითვალა_და ამ სიტყვების ფონზე მოგუდული ზმუილიც გაისმა. მიხვდნენ, პირ აკრული ნინელი საუბარს უსმენდა.
-დამალაპარაკე.
-კარგი რა საყვარელო, ხომიცი რომ ვერა?
-გთხოვ_ნანო მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა და რაც ხდებოა_ჩემი ხათრით, გთხოვ.
მეორე მხარეს ღრმა ამოსუნთქვის ხმა გაისმა_კარგი, მხოლოდ ერთი წუთით და ნინელი იცოდე როგორც კი გადაკრულ სიტყვას გავიგონებ განანებ._ალექსანდრეს ძარღვები ლამის შემოასკდა ხელებზე ისე დაეჭიმა მომუშტული ხელები. შემდეგ წამოკივლების ხმით მიხვდნენ რომ სკოჩი ერთიანად ააძრო გაგამ და ნინელიც გათავისუფლდა.
-მეტკინა ცხოვრელო.
-წყნარად თორემ ამ ტკივილს მოგანატრებ._ალექსანდრე ადგილზე ვეღარ ისვენებდა, ნინელის ტირილ შეპარულმა მოგუდულმა ხმამ სულ გადარია და ხელებით მაგიდას დაეყრდნო მძიმედ.
-ნანო, არც კი გაბედო მოსმენა.
-ღმერთო ჩემო ნინელი, როგორ ხართ? ხომარაფერი დაგიშავათ?
-არა არა ნანო, არ ინერვიულო გთხოვ, რაც გითხარი ის გააკეთე.
-რაზე ფიქრობ? ხომიცი რომ არა?
-და კიდევ ალექსანდრეს არაფერი უთხრა რა გთხოვ, როგორმე ჩვენთვის მოვგვარდებით, ახლა ჩემ გარდა ყოფნის პრობლემები დამატება საჭირო არ არის._კიდევ ერთხელ დაეჯახა ალექსანდრეს დანაშაულის გრძნობა, ამჯერად ისეთი სიძლიერით რომ დემეტრეზე მიყრდნობა გახდა საჭირო.
-ნანო გახსოვს პატარები რომ ვიყავით, ძილის წინ სულ როგორ ვოცნებობდით?_ ჩაფიქრებულ ნანოს ყველამ ინტერესით გადახედა. ყველა მიხვდა ნინელი რაღაცის მინიშნებას ცდილობდა.
-როგორ არა ნინელი, მახსოვს_დარწმუნებით დააქნია თავი ნანომ
-იცი აქ სულ მაგაზე ვფიქრო.....
-კარგით საკმარისია, გეყოთ უკვე_ხელიდან წაგლიჯა ტელეფონი ნინელის-ახლა მე მომისმინე, იმედია ხვდები რომ თქვენი საყვარელი ალექსანდრეს ამ საქმეში ჩარევა ნინელისთვის ძალიან, ძალიან ცუდად დასრულდება, ამიტომ ყურადღებით მომისმინე, ერთ საათში პატარა ჩემოდანით გქონდეს ბარგი მზად, არანაირია პოლიცია, არანაირი ალექსანდრე. ზუსტად ერთ საათში დაგირეკავ და შეხვედრაზე შევთანხმდებით. გასაგებია? იცოდე თუ რაიმე არ მომეწონა ერთი წლის წინანდელი შემთხვევა შენ დას სანატრელი გაუხდება.
-გასაგებია_ისევ ვერ დამალა ცრემლი ნანომ. ტელეფონი როგორც კი გაითიშა მაშინვე შეეჯახა ალექსანდრეს ფანქრების ყუთი კედელს.
-. ნანო რა მოხდა?_ყველა ორი წუთით ჩაფიქრებულ გოგოას უყურებდა, რომელსაც უცებ თვალები გაუბრწყინდა და ალექსანდრეს გახარებულმა შეძახა:-გაგას რომელ ნაცნობს აქვს ზღვაზე სახლი?

----------------------------------------------------


დიდი მადლობა ყურადღებისთვის <3
წინა თავმა ისეთი კომენტარები დაიმსახურა, მართლაც ვიფიქრე სიუჟეტის შეცვლა, თუმცა შემდეგ გადავწყვიტე, რომ მაინც ისე მინდოდა დამესრულებინა როგორც დავგეგმე...
ამიტომ წინასწარ მაპატიეთ თუ ბანალური გავხადე.....



№1 სტუმარი A

მე მომწონს ძალიან კარგია მაგრამ არ მეყლ მეცოტავა. მოცულობა გაზარდე...

 


№2  offline მოდერი naattii

სტუმარი shalo
ojaxshi shesashvebi arxar

ვიცი :-D

 


№3  offline წევრი Indigo

აუუუ რა დროს გაწყვიტე...
უნამუსობაა ესეთ დაინტრიგებულს რო მტოვებ.
გელიი...
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№4  offline მოდერი naattii

Indigo
აუუუ რა დროს გაწყვიტე...
უნამუსობაა ესეთ დაინტრიგებულს რო მტოვებ.
გელიი...

უკვე მალე დასრულდება ❤

 


№5  offline წევრი mariam m.k

Hey chemo Tbilo rogor shemayvare am istorit tavi Shen ar ici p.s male dade

 


№6  offline წევრი მალუ

აი რა ძალიან კარგი ხარ რომ იცოდე <3 რამოდენიმე თავი გამოვტოვე რომ ერთიანად წამეკითხა თუმცა ვეღარ გავძელი
თუ კი ოდნავ მაინც გაქვს შესაძლებლობა გთხოვ ატვირთე რა დღესაც თუნდაც პატარა იყოს

 


№7  offline მოდერი naattii

mariam m.k
Hey chemo Tbilo rogor shemayvare am istorit tavi Shen ar ici p.s male dade

მადლობა დიდი ❤

მალუ
აი რა ძალიან კარგი ხარ რომ იცოდე <3 რამოდენიმე თავი გამოვტოვე რომ ერთიანად წამეკითხა თუმცა ვეღარ გავძელი
თუ კი ოდნავ მაინც გაქვს შესაძლებლობა გთხოვ ატვირთე რა დღესაც თუნდაც პატარა იყოს

სამწუხაროდ საიტი არ მადებინებს ასე მალე :( დილით ვეცდები მოვახერხო ❤

 


№8  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, ვაიმეეე! scream scream სანამ ბოლომდე ჩავიკითხე, მოვკვდი კინაღამ scream რა იყო, გოგო, ეს? ასე უნდა დაგეტოვებინე? უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, ისე მომეწონა! heart_eyes მალე დადე, თორემ მოვკვდი ინტერესით! heart_eyes smile

 


№9  offline წევრი jina

გავგიჟდი გოგო რა ისტორია ყოფილა ესს ???????? როდის დადებ შემდეგ თავს ????????????

 


№10  offline მოდერი naattii

abezara98
ვაიმეე, ვაიმეეე! scream scream სანამ ბოლომდე ჩავიკითხე, მოვკვდი კინაღამ scream რა იყო, გოგო, ეს? ასე უნდა დაგეტოვებინე? უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, ისე მომეწონა! heart_eyes მალე დადე, თორემ მოვკვდი ინტერესით! heart_eyes smile

უუღრმესი მადლობაა ❤

jina
გავგიჟდი გოგო რა ისტორია ყოფილა ესს ???????? როდის დადებ შემდეგ თავს ????????????

მიხარია თუ მოგქონთ ❤ იმედია ხვალ დავდებ ცოტაღა დარჩა

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

ბავშვს არაფერი მოუვიდეს თორემ მაგ გაგას მე მოვუვლი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent