შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 13)


30-04-2018, 18:03
ნანახია 1 532

არც ისე დიდი დრო გავიდა იმ შემთხვევის მერე, რაც ანდრიასთან ვიყავი ასული (დრამატული სპექტაკლების დადგმის დღე იგულისხმება), მას შემდეგ ორჯერ ვნახე და ორჯერვე სადარბაზოში. პირველად მაშინ, როდესაც დილის ვარჯიშის (თავქუდმოგლეჯილი სირბილის) შემდეგ გაოფლილი და თავიდან ფეხებამდე სველი სახლში ავდიოდი, შეკრული თმა კი კისერზე და მხრებზე ისე მომკვროდა, დარწმუნებული ვიყავი, მათ ასაფხეკად უბრალო თბილი წყალი არ გამოდგებოდა.
მეორედ კი, ნინისთან ერთად ვიხილე ბინიდან გამოსვლისას, როდესაც უკვე ჩემს სართულზე იყვნენ ჩამოსულები.
მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ მან ჩემთვის არ მოიცალა-"არ" და არა "ვერ". ყოველდღე, გულისფანცქალით ველოდი ნინისთან ასული, რომ ოდესმე ოთახიდან თავს გამოყოფდა და თუნდაც რაიმე თავისებურ ირონიულ რეპლიკას მომაძახებდა, თვალს ჩამიკრა, როგორც თავად იცოდა, ერთ სიტყვას მაინც მეტყოდა, ან თუნდაც უთქმელად შემომხედავდა და მე მაინც მივხვდებოდი ამ მზერაში ჩაყოლილ ყველა ემოციას. მაგრამ, ამდენი ფიქრის შემდეგ სულ უფრო და უფრო მიქრებოდა იმედი და არც იმაში ვიყავი დარწმუნებული რომ მას ჩემდამი რაიმე გრძნობა გააჩნდა. მე თავადაც ვხვდებოდი, რომ ეს მხოლოდ ვნება იყო, ქარიზმატულობა და ყველასთვის სხვადასხვანაირი, უბრალოდ სასურველი ფიზიკური ლტოლვა. "არ იფიქრო, რომ უყვარხარ. არ იფიქრო, რომ ღიმილი ყოველთვის წმინდაა. არც კი გაიფიქრო, რომ მასთან ყველაფერი კარგად იქნება" და არც უნდა მეფიქრა, რადგან ყოველი ზედმეტი ოპტიმიზმის შემდეგ ადამიანს თავდაცვითი უნარიანობა უქრება და ზედმეტად მძიმედ უცრუვდება იმედები. თუმცა, ალბათ ისევე, როგორც ყველა ადამიანს, მეც იმედების მთელი ნაკადი მქონდა, არ შემეძლო, შემეყვარა ისე, რომ არ მეოცნება, არ შემეძლო, მასზე ისე მეფიქრა, რომ ფიქრებში მაინც არ ვყოფილიყავით ერთად. ჰო, არც მე შემეძლო მასზე რეალურად ფიქრი, როგორც ყველა შეყვარებულ ქალს. და მაინც, მიუხედავად იმისა, თუ რას გამოვივლიდი ამის გამო, გადაჭარბებული იმედების დასახვისთვის, ეს არ მადარდებდა...
ოთხშაბათ, როდესაც საღამო მოუახლოვდა მთელ ქალაქს და გზაზე გამვლელების ჩრდილების სიგრძემ იკლო და ბოლოს ძალიან დაპატარავდა, ტროტუარს მზის სხივების სიწითლე დაეტყო და სრულყოფილმა მშვენიერებამ მოიცვა ჩვენი ქუჩა. მაინც ისმოდა აქა-იქ მორბენალი ბავშვების ყვირილი და თამაშის ხმები, მაინც ისმოდა ჩვენი მოხუცი მეზობელი ქალების გაბმული ჭორაობა, ზოგჯერ კი ისეთი სიჩუმე ჩამოვარდებოდა, ბუზიც კი ვერ ბედავდა გაფრენას, მაგრამ ეს სიჩუმე სულაც არ ნიშნავდა დაძაბულობას. მე და თეამ კი ნაცნობ კაფეში შევიჭყიტეთ და მშვიდ, სასურველად გრილ გარემოს შვებით შევხვდით ზაფხულის ცხელ მზე გამოვლილები.
ეს ის კაფე იყო, ადაც არც უსიამოვნო მელოდიას აჟღერებდნენ ყოველდღიურად მოლაპარაკე რადიოში (რომელიც უმეტესაც თავის გასართობად მუდმივად ჩართული აქვთ ტაქსის მძღოლებს, რესტორნებში და საცხობებში, თუნდაც მაღაზიების ქსელში), ორიოდე ადამიანი ცალ-ცალკე მიმსხდარიყო შორი-შორს დადგმული მაგიდის სკამებზე და ერთს წიგნი გადაეშალა და ყურადღებით ჩაჰკირკიტებდა გაცვეთილ, ყვითელ (შემოდგომისფერ) გვერდებს, მეორე კი ტელეფონში შემძვრალიყო და უინტერესო სახით ათვალიერებდა სავარაუფო ფეისბუქ პოსტებს, ან ისტაგრამზე "გაჩუთული" ტიპების ფეიჯებს.
ჩვენ, ჩვენთვის ყველაზე მყუდრო ადგილს მივაგენით და კედლის კუთხესთან დავსხედით. ტყავის სავარძელში ჩანთები დავალაგეთ, რადგან მნიშვნელოვანი მისია გვქონდა დაკისრებული (როგორც იტყვიან-მხრებზე აკიდებული).
თეამ წამოდგომა დამასწრო და ნამცხვრის შესაკვეთად გასწია თავისებურად "ქალური" და "დახვეწილი" მიხვრა-მოხვრით (ჩემი აზრით ეს უბრალოდ ტანის გრეხვას ჰგავდა და ქალს ყველაზე მეტად მსუბუქად სიარული უხდება, როცა ყოველი ფეხის გადაგმისას ყურადღეას არ იქცევს თავისი რომელიმე ნაწილით). თეაკო უკან ორი "ანიუტათი" და ფორთოხლის ნატურალური წვენებით დაბრუნდა და მაგიდაზე მთელი თავისი ნაღვაწევი დაალაგა ქშინვით.
-დავიწყოთ დათქმული ოპერაცია ლამაზო?-ეშმაკურად მიჩურჩულა, მაგრამ თავი გავაქნიე. ჯერ არც კი მომიფიქრებია, ეს როგორ გამეკეთებინა, იქნებ შეცდომა იყო? მაგრა, ნამდვილად ღირდა ამ შეცდომის დაშვება.
-კარგი, მაშინ "ანიუტა" გავსინჯოთ.. მაგრამ ერთ მნიშვნელოვან ამბავსაც გეტყვი, გუშინ შემთხვევით მოვკარი ყური, რომ ძალიან კალორიული და მსუყეა, იცოდი?
-კი თეა და თუ ახლაც აპირებ, შენი საცოდავი თვალებით იქამდე უყურო მაგ ნამცხვარს, სანამ დაღლილი თვითონ არ შეგჭამს, ჯობს არ მოცდე-ხელი ავუქნიე, რომ მე მაინც დამეწყო ადამიანურად ჭამა.
-კაი ხო-მარტივად დანებდა და ჩანგალი მთელი გრძნობით ჩააეჭო ნამცხვარში (რათქმაუნდა, მხოლოდ მიზეზი ჭირდებოდა და სულაც არ ღელავდა თავის მომატებულ კალორიებზე).
ათი წუთის შემდეგ, თეამ ტელეფონი მოიმარჯვა და ზარი გაუშვა ჩემთვის უცნობ ნომერზე. აჩქარებული გულით ველოდით პასუხს, როგორც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ელიან განაჩენს.
-გისმენ თეაჩკა-ყურმილში ბიჭის დაბალი ხმა გაისმა.
-ნიკოლოზ, გაარკვიე უპატრონო ძაღლების გადაყვანის დრო და ადგილი?-მშვიდად ჰკითხა.
-კი, რვა საათზე უკვე გამოვლენ და ძაღლები საბარგულში ჰყავთ გალიებით, სატვირთო მანქანით იქნებიან. ალბათ, მანდამდე მოსვლისთვის ნნახევარი საათი დასჭირდებათ თუ დროზე დაურეკავთ და სხვა გზაზე არ გადაუხვევენ.
-კაი ნიკუშ და რომ არ დაგთანხმდნენ მერე რაღა ვქნათ?
-კიდევ ერთ ძაღლის გალიაში გამომყვდევაზე უარს ნამდვილად არ იტყვიან, ეგეთ ხალხს მშვენივრად ვიცნობ თეაკო, შენ უბრალოდ დაურეკე და ეცადეთ, დამაჯერებლად ილაპარაკოთ ტელეფონში, რომ არსად ჩაფლავდეთ. თუ რამეა, სამხილები არ დატოვოთ და უბრალოდ ძალიან ჩქარა გამოიქეცით.
-კარგი, კარგი, გავიგე. მადლობა ნიკა... დაგირეკავ, ამ საქმეს რომ გავანაღდებ.
გათიშვისთნავე ელდა მეცა, უეცრად ვიგრძენი მოახლოებული საფრთხე და მოსალოდნელი დანაშაულის მძაფრი სურნელი, თავიდან ფეხებამდე მჭამდა ჩემი თავის შიში, ფეხებისკანკალით წამოვდექი და თეას მივყევი, რომელიც უკვე კაფიდან გადიოდა.
ფარული მღელვარებით დავრეკეთ უპატრონო ძაღლების დაკავების სააგენტოში, კონკრეტულად კი იმ კაცთან, ვისაც ამ დროს ძაღლები გადმოჰყავდა (მაინც რა არის ეს ჩაწყობითი საქმეები და არალეგალური დანაშაული, თუმცა არც ვიცოდი, დაკავებული ძაღლების განთავისუფლების დანაშაული აქამდე ვინმეს ჩაედინა თუ არა, ამიტომ თავიდან ვერც გაირკვეოდა, მოესაჯათ თუ არა ჩვენთვის ისეთი მძიმე სასჯელი, როგორიც ციხეში ჯდომა და ამ საწყალი ძაღლებივით მარტოსულობა იყო).
-უპატრონო ძაღლების სააგენტო გისმენთ-ყურმილიდან გამოსული კაცის მკაცრი და გაყინული ხმის გაგონებისას ნერვიულად გადავხედე თეას და როცა მან თვალის ჩაკვრით და ტუჩების მოძრაობით მანიშნა "დამშვიდდიო", ოდნავ დავიწყნარე გულისცემა.
ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია, ეს ხომ ცუდი საქმეა, როგორც პატარებს უხსნიან დანაშაულზე-ცუდია, არ შეიძლება. მაგრამ, ერთ რამეში დარწმუნებული ვიყავი-უდანაშაულო უნდა დამეცვა, ცხოველი იქნებოდა ის, თუ ადამიანი.
რაღაც მომენტში გული გამიმაგრდა, შემართება და მოჭარბებული ემოცია და ადრენალინი ვიგრძენი, მაგრამ მალევე დავმშვიდდი და ხელახალმა სპაზმმა შემომიტია, იმ კაცის სახე რომ წარმოვიდგინე, როდესაც ამას გავაკეთებდით.
-უკაცრავად, ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება.-თეამ ხმა შეარბილა და ლამის მეც დამაჯერა თავის უსუსურობაში-ძაღლი გამომეკიდა და უკვე ხუთი წუთია, რაც მოვრბივარ. თავიდან ვერ მოვიშორე, აღრენილი მომდევს. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, ვინმემ მომაშორეთ ეს ძაღლი..
-გოგონა, ძაღლს საყელო ხომ არ უკეთია? იმ შემმთხვევაში, თუ...
-ვიცი, ვიცი, არ ეკეთა, ზუსტად ვიცი, რომ უპატრონოა და ცოფიანი.
თეამ მისამართი ძალიან მშვიდად უკარნახა და გათიშვისთანავე მე მომიბრუნდა აღელვებული:
-სწრაფად, სწრაფად.-ხელი მომკიდა და ქუჩის ბოლოში გამათრია. ვიღაცის ეზოს ჭიშკატზე უზარმაზარი ბულდოგი შევნიშნე ჯაჭვით დაბმული და თეას თვალებმაფართოებულმა გავხედე-არა, ანუკი, ეს ის არ არის რაც შენ იფიქრე. ჩემი მეზობლის ძაღლია და როგორც ჩემმა მეზობელმა იცის, გასასეირნებლად მყავს ჩამოყვანილი. სულ ცოტას გავისეირნებთ და უკან მივუყვან არ ინერვიულო.
-გაგიჟდი? თეა, სერიოზულად აფრენ.. რომ არ გამოგვივიდეს, ძაღლს რას უშვრები, ტოვებ?
-არა, არა... მართალია, სატყუარად ამას გამოვიყენებთ, მაგრამ იმ საზიზღარ კაცთან მის დატოვებას ნამდვილად არ ვაპირებ.
პირი დავაღე და ცაში ავიხედე, რათა ღმრთისთვის დახმარება მმეთხოვა ამ გიჟისგან თავის დასახსნელად, მაგრამ როგორც მივხვდი, ჯერ არე იყო,რადგან წინ რთული მისია გველოდა... თეა აჯანყებას აწყობდა და მეც მასთან ერთად მივუყვებოდი გზას სიმართლისაკენ (ყოველშემთხვევაში, ჩემთვის სიმართლე იმას ერქვა, რაც ყოველი არსების სიმშვიდეს გულისხმობდა).
ტროტუარზე გადავედით და იმ ჭკუისკოლოფმაც ძაღლს საყელო მოხსნა. ჯაჭვახსნილი ბულდოგი ადგილზე ცქმუტავდა და ეჭვი დამებადა, რომ მასაც ჩემნაირად ესმოდა ამ ყველაფრის არსი და ღელავდა.
ოპერაციის ნომერი უცნობია, თუმცა, ჩვენ კარგად ვხვდებით, ვინც იქნებიან ამაში გარეულები. დანაშაულის მომწყობნი-თეა და ანა. მონაწილე, სატყუარა, მთავარი პერსონა, თუ რაც გინდათ ის უწოდეთ-ძაღლი და საცოდავი დაზარალებულები-მძღოლი, რომელიც მანქანას მართავდა, ბადიანი ტიპი, რომელიც აშვებულ ძაღლებს დასდევდა და ცოფიანი ძაღლები, რომლებიც უფრო გაცოფდნენ მათ დანახვაზე. ესეც ასე, მოსალოდნელი ბრალდებების სიის ჩამოწერის დროა, თუმცა ეს ამბავი ციხემდე ნამდვილად მოიცდის.
მაჯის საათზე დრო გადავამოწმე. უკვე ცხრის ოცი წუთი გამხდარიყო. დაბინდეულ გარემოს თვალი მოვავლე. როგორ მინდოდა, ეს სიგიჟე უკვე წარსულის ერთ-ერთ მოგონებად დამრჩენოდა და ამ წუთს ვარსკვლავების თვლით ვყოფილიყავი დაკავებული. თუმცა, ეს კი ნამდვილად მამხელდა და ჩემს სიმხდალეს ყველაზე უფრო მძაფრად მე ვგრძნობდი, თუმცა არ შემეძლო, არ მენერვიულა.
თვალი გამიშტერდა და ვერ კი შევამჩნიე, როგორ მომქაჩა თამ მკლავზე როგორ გამათრია ტრასაზე და მაიძულა, მასთან ერთად გავქცეულიყავი.
-როქსი, წამომყევი, მალე, მალე, როქსი...
ძაღლი ჩვენთან ერთად გამოიქცა და მივხვდი, რაც ხდებოდა.
ეს იყო სცენა, რომელიც დავდგით-ძაღლი უკან მოგვდევდა, მე და თეა კი "ძაღლისგან" შეშინებულები (სინამდვილეში კი ჩაფლავების შიში გვეხატა სახეზე) გავრბოდით და უკან სავარაუდოდ სატვირთო მოგვყვებოდა.
საწყალი როქსი, ჩვენი სპექტაკლი მთავარი გმირი ხდებოდა და ალბათ პრემიარაზე მთავარი ჯილდოთი დაასაჩუქრებდნენ (აბა ჩვენ რისი მაქნისები ვიყავით, ნორმალურად ვერც კი გავრბოდით!) თუმცა, ნომინაციის მიღების პროცესი ზედმეტად დავაჩქარე.
-ანა, მიდი, შეუხვიე-თეამ ქუჩის კუთხეზე მანიშნა და თვითონაც გაჩერდა. მანქანაც გაჩერდა. იქიდან მსუქანმა კაცმა გადმოალაჯა და გრძელი ბადითა და ჯაჭვით შუაში ჩაუდგა თეასა და ძაღლს.
ვიცოდი, რომ სატვირთოსთან უნდა მიმერბინა კაცისაგან შეუმჩნევლად და საბარგულის კარი რამენაირად გამეხსნა. ყველაფერი იმდენად ძნელი მომეჩვენა მომენტში, ღრმად რომ არ ჩამესუნთქა, ჭკუიდან შემშლიდა ამ ყველაფრის გარეგნული სიმშვიდე.
ჩუმად მოვეფარე ჩასარიცხ აპარატ და დავინახე, როგორ ცდილობდა კაცი როქსის დაჭერას, თეა კი შეუმჩნევლად უშლიდა ხელს ამაში. მანქანისკენ მივირბინე და უკან ამოვეფარე. ხელის კანკალით და სუნთქვაშეკრულმა ჩამოვწიე სახელური და უცებ ხელი გამიშეშდა.



შემდეგი თავი... იმედი მაქვს, მოგეწონებათ და კომენტარებს დამიტოვებთ <3 ძალიან დიდი მადლობა ყველას დადებითი შეფასებისთვის (მკითხველები ისე მახარებთ...) ^ ^



№1 სტუმარი mariami

au dzaan magariaaa male dade ra momdevno PLS ara raaa ra unda enaxa aseti gamomwyvdeul dzaglebtan rom "xeli gausheshda" movkvdi intrresit

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი იყო ძაან და რა საინტერსო მომენტზე შეწყდა? ასეთი კარგი, დახვეწილი და გააზრებული ნაწერი ხშირი არაა და ეს მახარებს ძალიან. ველი ახალ თავს

 


№3 სტუმარი Araaa

Au rogor velodi am istoriass dges wavikitxe gaucherebliv gtxov dges. Dade ra

 


mariami
au dzaan magariaaa male dade ra momdevno PLS ara raaa ra unda enaxa aseti gamomwyvdeul dzaglebtan rom "xeli gausheshda" movkvdi intrresit

კარგია თუ ჩაგითრია smile მალე ამოიხსნება "სად იმალება ძაღლის თავი" blush

Chikochiko
კარგი იყო ძაან და რა საინტერსო მომენტზე შეწყდა? ასეთი კარგი, დახვეწილი და გააზრებული ნაწერი ხშირი არაა და ეს მახარებს ძალიან. ველი ახალ თავს

გმადლობ heart_eyes ახალი თავიც მალე იქნება (მუზას ველი.. grimacing )

Araaa
Au rogor velodi am istoriass dges wavikitxe gaucherebliv gtxov dges. Dade ra

ვაიმე ძალიან მიხარია ასე რომ დაგაინტერესა heart_eyes დღეს ვერ მოვახერხებ, მაგრამ ხვალისთვის ვეცდები kissing_heart

 


№5 სტუმარი Araaaa

Au gelodedebit raaaa gtxov dade raa isedac imdeni gelit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent