სანამ სუნთქავ იმედი მაქვს (თავი 2)
-მოიცა, მოიცა, ასე ადგა და მიატოვა ყველა ? რადგან მის პრობლემაზე არაფერი გაეგოთ? -არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს რატომ წავიდა, მინდა ვიპოვო მაგრად ვცემო ამდენი ქალის ცრემლისთვის ვეძებე მაგრამ უშედეგოდ, ვიცი რომ ცოცხალია და კარგად არის, ვიცი რომ ადარდებს მისი ოჯახი მაგრამ ამას მხოლოდ მე ვინახავ გულში. წასვლიდან ერთ თვეში დამირეკა და მითხრა მისი ოჯახისთვის მიმეხედა და ის დაგვევიწყებინა თითქოს არ არსებობდა, უნდოდა ეს ტასოსთვის მეთქვა მაგრამ ვერ შევძელი, როგორ უნდა მეთქვა ახალგაზრდა გოგოსთვის რომ შენი საყვარელი კაცი და შენი შვილის მამა რომელიც ასევე ჩემი ძმაა ლაჩარია და გაიქცათქო, მე მისი დარიგების გარეშეც მოვუვლიდი მის შვილს და ცოლს არც ვაკლებდი და არც მოვაკლებ არაფერს მაგრამ მე ხომ მამობას ვერ გავუწევ? მას შემდეგ ვეძებ მირეკავს ხოლმე ბავშვზე მეკითხება და მერე როცა მინდა მეც ვკითხო თიშავს. --დედას მაინც რატომ არ ეუბნები რომ კარგად არის ? -დედა აღმერთებდა ლექსოს მასზე ერთგული და სამართლიანი არავინაა ქვეყნადო და როგორ ვუთხრა შენი სანაქებო შვილი ასეთი და ასეთიათქო, როგორ ვთქვა ან როგორ დავიტოვო ეს ყველაფერი... -ესმის როგორი მძიმეა შენთვის ამხელა ტვირთის ტარება-სიტყვებს ვერ ვპოულობდი როგორ გამემხნევებინა ანდრო.-ისე როგორ ფიქრობ რომ დაბრუნდეს ტასო მიიღებს უკან? -არვიცი, ამაზე არ მიფიქრია თუმცა ვიცი ტასოს ძალიან უყვარს და ძალიან ტკივა მისი წასვლა, მაგრამ იმაყია ამას არავის აჩვენებს. -და რომ მოძებნო? რომ გაიგო რეალური მიზეზი? -რა მიზეზი? ვიცი რატომაც წავიდა, წავიდა იმიტომრომ მშიშარაა, ვეძებე მაგრამ როგორ უნდა მეპოვნა როცა მე მარტო ვიყავი და მთელი ქვეყანა ამხელაა, ზღვა უყვარს ძალიან ვიფიქრე რომელიმე ზღვისპირა ქალაქში იქნებოდა მოვიარე ყველაფერი, ლამის ყველა გამვლელ ვკითხე ხომ არსად დაგინახავთთქო მაგრამ, არა, ვერ ვიპოვე. მერე დავნებდი, თუ არ უნდა რომ ვიპოვნო ვერც ვიპოვნი. ან უნდა დავივიწყოთ, ან უნდა ვისხდეთ და ველოდოთ როდის მოისურვებს დაბრუნებას. სინდისი მქენჯნიდა ვერ წარმომედგინა ეს მხიარული ბიჭი თუ ამდენ დარდსა და ტვირთს ატარებდა გულით. ეს საქმე უნდა შემეწყვიტა, უნდა დამემთავრებინა და დამევიწყებინა ტასო და ლექსო. და ანდროსთვისაც ყველაფერი უნდა მეთქვა, მაგრამ როგორ?! როგორ უნდა მეთქვა ისედაც დარდში ჩაფლობილი ადამიანისთვი რომ ერთადერთი ადამიანი რომელსაც ენდო, იყენებდა, ატყუებდა, მხოლოდ იმიტომ რომ მისი ეგო აემაღლებია, რომ მისი ყოვლისშემძლეობის ილუზია არ დაენგრია. იმ დღის შემდეგ დიდხანს ვეძებდი სიტყვებს ყველაფერი ეს ანდროსთვის მეთქვა. ერთ დღესაც გადავწყვიტე რაც ენაზე მომადგებოდა ყველაფერი მეთქვა, ჩემი სინდისის დასამშვიდებლად, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა რას იტყოდა ან გააკეთებდა, ეყვირა, ეჩხუბა, დაელეწა ყველაფერი, მაგრამ მე უნდა მეთქვა, ეს უნდა გაემეკეთებინა, ადრე თუ გვიან და ჯობდა მანამ სანამ ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდებოდა. ასეც მოვიქეცი. -ანდრო არც კი ვიცი როგორ აგიხსნა, ან საერთოდ აქვს თუ არა ამას ახსნა, როგორ გითხრა ის რაც დიდიხანია უკვე მტანჯავს. -მოხდა რამე? გისმენ, ხომ იცი ჩემთან ყველაფრის თქმა შეგიძლია. -მოკლედ ძალიან ვწუხვარ რომ ამის თქმა მიწევს, ვისურვებდი ყველაფერი სხვაგვარად იყოს, მაგრამ სიმართლე უნდა გითხრა, უკვე დიდიხანია ერთმანეთს ვხვდებით და უსამართლობაა ჩემი მხრიდან ასეთი გულგრილი ქცევა-ანდრო თვალებში მიყურებდა, ვხედავდი ნელ-ნელა როგორ კრავდა წარბებ და მისი ნათელი თვალებიც ქრებოდნენ.-ძალიან მიმძიმს და მიჭირს ამ ყველაფრის თქმა, საქმე იმაშია რომ რაღაცები მოგატყუე-უკვე სიბრაზე ეტყობოდა სახეზე- ვიცი არაფერი გამამართლებს, მაგრამ გთხოვ ბოლომდე მომისმინე, პირველი ის მოგატყუე რომ რეალურად ჟურნალისტი ვარ, მაშინ შენთან მიღებაზე ჩემს დაქალთან ერთად ვიყავი, რომ შენი ყურადღება მიმეპყრო და ნდობა მომეპოვებინა.- იტყვების წარმოთქმა მიჭირდა, წყალი მოვსვი, თვალსაც ვერ ვუსწორებდი, მეგონა შიშველი ვიდექი და მთელი მსოფლიო დაჟინებული მზერით მიყურებდა. გავჩუმდი ხმა დამეკარგა ვეღარ ვლაპარაკობდი. -მერე?-პასუხს ვერ ვცემდი, მისი ხმა სადღაც შორიდან ჩამესმოდა-მერე? განაგრძე, რაში დაგჭირდა ეს ყველაფერი?-ფეხზე წამოდგა და მაგიდაზე ძლიერად დაარტყა ხელი შემეშინდა, შემეშინდა უცებ შევხტი და თითქოს გამოვფხიზლდი. მისი სუნთქვის ხმა კედლებს აზანზარებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.