ბედისწერა 5
სკოლა დამთავრდა. სექტემბერში, მე და ელენეს უკვე აბიტურიენტები გვერქმევა, და სკოლაში ისე ხშირად აღარ ვივლით. და მხოლოდ ახლაღა მივხვდით, თუ რატომ (უფრო სწორად, ვის გამო) დადიოდნენ ნიკა და ალექსანდრე ყოველდღე სკოლაში... თბილისში გაგანია სიცხეა, ამიტომ მე, ელენემ და გიომ (ჰოომ აშკარად ამათთან ვარ შესახლებული) ბარგი ჩავალაგეთ და ბათუმისკენ მოვუსვით. შერატონში, ბოლო სართულზე, ერთმანეთის გვერდით სამი ლუქსი ავიღეთ. ელენემ შუა ოთახი აირჩია. მე და გიო კი მის გვერდით ოთახებში განვთავსდით. ბარგი ამოვალაგეთ თუ არა, მაშინვე ელენესთან ოთახში შევედით და საწოლზე დავემხეთ. მე კიდევ, მაშინვე პირი მოვაღე: -გიო, არ გინდა ოთახი გამიცვალო? -რატო? -თქვენს ნომრებს ერთი საერთო აივანი აქვთ და მეც შემრჩა ჩემს გვერდით ნომერთან საერთო აივანი. -მერე ჯერ გაიგე ვინაა გვერდით ნომერში. იქნებ გეია და შენ უფრო უსაფრთხოდ იქნები, ვიდრე მე?-მაიმუნობის ხასიათზე იყო გიო. -თან უკვე ყველაფერს ამოალაგებდით და არ გეზარებათ ყველაფრის თავიდან ჩალაგება-ამოლაგება?-გაიზმორა ელენე. -ჰოომ, მართალია. ესეიგი ჩემი "გეი" მეზობელი უნდა ავიტანო.-ჩავიცინე. უკვე 6 საათი იყო, და მთელი 10 დღე წინ გვქონდა, ამიტომ არ დავხამდით ზღვას და საღამოს დავგეგმეთ გასვლა. ელენემ გამოაცხადა ვიძინებ არ შემაწუხოთო. გიომ კი წავალ ვინმე გოგოს გავიცნობო. ამიტომ დავრჩი მე ასე, ჰაერში, უსაქმოდ. ერთი სკამი ოთახიდან აივანზე გავათრიე და წიგნიც გავიყოლე. 3 დღეზე მეტს თუ ითვალისწინებდა ჩემი ქალაქგარეთ გასვლა, უწიგნოდ არასდროს მივდიოდი. და ძალიანაც კარგი, რადგან, რომ არა წიგნი, ახლა მე გასართობი არ მექნებოდა. თავიდან კარგა ხანს მოაჯირზე ფეხებშემოდებული ვკითხულობდი და ყურსასმენებით მუსიკებს ვუსმენდი, მერე მზემ ჩასვლა დაიწყო და თვალები აღარ გადავღალე. ერთი-ორი სურათი გადავუღე წიგნს ზღვის ფონზე. მერე ცა და მზის ჩასვლაც დავაფიქსირე, ბოლოს ფოტოების გადაღებითაც დავიღალე და გარემო მოვათვალიერე. ძალიან დიდი აივანი იყო, თუნდაც ორი ნომრისთვის.აივნის მეორე ბოლოსკენ გავიწიე, საიდანაც უკეთესი ხედი იშლებოდა. იმდენად გავერთე აივნიდან ყურებით, რომ აზრადაც კი არ გამივლია, რომ ნომერში შეიძლებოდა ვინმე ყოფილიყო. კარების გაღების ხმამ გული გამიხეთქა. ნერვიულობისგან ფეხებში სისუსტე ვიგრძენი. -უკაცრავად, მე გვერდითა ნომრიდან ვარ... უბრალოდ ხედს ვუყრებდი...-შემოვბრუნდი და ენა გადავყლაპე. ამ ნომრის პატრონი აშკარად არ იყო გეი. -გამარჯობა, მარიამ. მის მიერ წარმოთქმულმა ჩემმა სრულმა სახელმა ტანში ისევ ჟრუანტელი მომგვარა. -ნიკა? -აქ როგორ...-კითხვაც ვეღარ დავასრულე, რადგან თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა. მე და ნიკას საერთო აივანი გვქონდა....და ათი დღე გვერდი-გვერდ ოთახებში ვიქნებოდით. -ვაა მარი!-ნიკას ოთახიდან გამოყო თავი ალექსანდრემ. -ალექსანდრე!-ჩემი დაბნეულობა აღტაცებამ შეცვალა.-შენც ამ ნომერში ხარ? -არა, ამის გვერდით.-გაიკრიჭა ალექსანდრე. -რა მაგარი დამთხვევაა!-სასიამოვნოდ გაკვირვებულმა ვთქვი. ალექსანდრემ და ნიკამ კი ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად შეხედეს, რაც მაშინვე შევნიშნე.-რა...დამთხვევა არ არის? -გიომ დაგვირეკა და ნომრები ერთად დავჯავშნეთ.-მითხრა ნიკამ. მე კი, მაშინ გავიზარე, თუ რატომ არ გამიცვალა ოთახი იმ დამპალმა! რა თქმა უნდა! ეს სპეციალურად გათვალეს. -ჰმმმ, მერე არ ჯობია, რომ ელენეს და ალექსანდრეს ქონდეთ საერთო აივნებით ოთახი?-ჩაფიქრებულმა ვთქვი. -არა.-მოკლედ მომიჭრა ნიკამ. -ჩვენ მაინც ერთ ოთახში შევიკეტებით, მთავარია ჯერ ვნახო.-დაამატა ალექსანდრემ. -ელენემაც არ იცის რომ აქ ხართ? -არა. -ვაუუ! მაშინ ჯერ გიოსთან შევალ და მერე ყველა ერთად დავადგეთ ელენეს!-გახარებულმა ვთქვი და ჩემი აივნის კარები მივიხურე. გიოს ნომერს მივადექი და ისეთი ბრახა-ბრუხი ავუტეხე, რომ გულგახეთქილმა გიომ ორ წამში გამიღო კარები. გამწარებული მის ოთახში გრიგალივით შევვარდი და ცეცხლის ფრქვევა დავიწყე. -ეს რა გამიკეთე გიო?! რატო არ გვითხარი ისინიც თუ მოდიოდნენ? ან, ნომრებში ასე უაზროდ რატომ განგვალაგეთ??-გიოს პასუხის მოსმენას არც ვაპირებდი, უბრალოდ მინდოდა ბრაზი გადმომენთხია. -დამშვიდდი, მარი. მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. შეგიძლია, მაგ იდეის ინიციატორს, ანუ ნიკას მოკითხო პასუხი.-გიოს პასუხის გაგონებაზე თითქოს ჩემი ბრაზი გაქრა. -ანუ შენ არ დაგიგეგმავს? -სიურპრიზი ჩემი იდეა იყო, ოთახები კი იმათი.-გაიკრიჭა გიო. ღრმად ამოვიოხრე და გიოსთან ერთად დერეფანში მომლოდინე ბიჭებთან გავედი. ყველა გიოს ოთახის აივნიდან შევედით ელენეს ნომერში. მე სულ დამავიწყდა რა გარემოში ვიყავით და როგორც ყოველთვის, გავექანე და ელენეს კისკისით დავახტი. -გაიღვიძეე!-ყურში ჩავყვირე და ისიც წამოვარდა. -რამდენჯერ უნდა გითხრა რომ.....-გაბრაზებულმა დაიწყო მაგრამ მომღიმარი, ხელებგაშლილი ალექსანდრეს დანახვაზე სიხარულით წამოიკივლა და შეყვარებულს გიჟივით შეახტა. ალექსანდრე კი ფეხზე იდგა და მასზე კოალასავით შემოხვეულ ელენეს გულში იკრავდა. მე კიდევ ტელეფონი მოვიმარჯვე, გიოს ამოვეფარე, ისე რომ წყვილს არ დავენახე და ეს ბედნიერი მომენტი დავაფიქსირე. მერე გავიაზრე, რომ ნიკას ვიყენებდი "კედლად" და მალევე ჩამოვშორდი. ჩემი ბავშვურობის შემხედვარე ნიკა ოთახში შემოსვლის წამიდან ფართოდ მიღიმოდა. როგორც იქნა ელენე და ალექსანდრე ერთმანეთს ჩამოეხსნენ. მე კი მაშინვე დავიწყე. -აბა!! რა გავაკეთოთ? -აუ! მოდი დღეს მაინც არ გავსულვართ ზღვაზე და რომ დაღამდება მერე წავიდეთ!-ჰომ, ელენეს ძალიან უყვარდა ღამე ზღვაში ბანაობა. მე კი მზის ჩასვლის შემდეგ სანაპიროზე ფეხსაც ვერ ვდგამდი. -კარგი იდეაა.-დაეთანხმა ალექსანდრე. -....მმმ. მაინცდამაინც ეგ?-დამანჭული სახით ვიკითხე. -ოჰო! არ მითხრა რომ გეშინია!-ირონიულად ჩაეღიმა ნიკას. -არა. არ მეშინია! ჩემს პასუხზე გიოს ჩუმად ჩაეცინა. მე კიდევ თვალები დავუბრიალე და ვითომ არაფერი, ისე ვთქვი: -კარგი, ჯერ ბულვარში გავიაროთ და მერე შევიდეთ ზღვაში. ყველანი ჩვენ-ჩვენ ოთახებში შევედით და გასასვლელად მოვემზადეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.