შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანის დღიურები. ეპიზოდი 16. დაბრუნება.


1-05-2018, 21:10
ავტორი anushka 5
ნანახია 4 089

ეს რომ მოგზაურის დღიურები იყოს, მაშინ დაწვრილებით აღვწერდი ბარსელონაში გატარებული იმ ხუთი დღის შესახებ, რომელმაც როგორც სალბუნი, ისე იმოქმედა სულზე. მზე, სიმწვანე, ჭრელი ადამიანები, სანგრია, ვიწრო, მოვლილი ქუჩები, ქუჩის მუსიკოსები და ეშხიანი ფლამენკოს მოცეკვავეები. - ოლა! ამიგო! ბუენოს დიას! შეძახილები, გაუდის სიგიჟე არქიტექტურა, ხეტიალი, ხეტიალი დილიდან საღამომდე და საღამოს დაღლილი ავტომატურ რეჟიმში გადასული მოლასლასე ფეხები, რომელთაც მივყავარ სასტუმროში.
ვეხეთქები ლოგინს და ვიძინებ გათიშული. სადღაც შუაღამისას მაღვიძებს შეკრთომა. მახსენდება თბილისი და იქ დარჩენილი ადამიანები, განაწყენებული ქეთენო, რომელმაც ფეისბუქზე მომწერა შაბათის გეგმების

  

-0:09

   

 

შესახებ, მე კიდევ ვუთხარი, რომ ბარსელონაში ვიყავი. იმდენიც ვერ მოვიფიქრე, „მივლინებაში ვარ“ მეთქვა. მაშინ არ გაბრაზდებოდა ასე ძალიან, რადგან სექტემბერში ორივენი ვაპირებდით აქ წამოსვლას. ახლა კიდევ უიმისოდ დავიპყარი ეს ქალაქი. არც ახსნა-განმარტებამ გაჭრა, არც იმან, რომ რომელი ქალაქის ბილეთიც მიყიდა მეგობარმა, იქ წამოვედი. საერთოდ გიორგის ხსენებაზე გადაირია. პირველ რიგში, ეწყინა, რომ არაფერი მომიყოლია ამ ახალი პერსონაჟის შესახებ. მეორე კიდევ, ვერაფრით დავაჯერე, რომ ჩვენ ჭეშმარიტად მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ერთი საათი ვუხსნიდი, რომ არაფერი არც ხდება და არც მოხდებოდა ჩვენ შორის, ვერ გადავარწმუნე.

დავიჯერო, ასეთი რთულია იმისი მიღება და შეგნება, რომ ადამიანს როცა აქვს საშუალება, სურვილი, შეიძლება ალტრუისტული გაგებით, დაგეხმაროს? თან ქეთენომ ისიც კი არ იცის, რომ შუშასთან ყველაფერი დასრულდა, ხოლო ექვს ნომერთან დაიწყო. არა, რა დაიწყო, - განახლდა. ჯერ გიორგიზეა აღშფოთებული! როგორ დამღალა საკუთარი ცხოვრების რეპორტების ჩაბარებამ მეგობართან. არ შეიძლება, რომ არ ჰქონდეს ადამიანს ის ვალდებულება, საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ არავის მოუყვეს? თუ არა აქვს სურვილი ამის განდობის და მეორემ მაინც იმეგობროს? ალბათ, შეიძლება. ქეთენოსთან აწეწილი და დაბზარული ურთიერთობის ფონზე მახსენდებოდა ექვსი ნომერი, რომელსაც ახლა ვაიბერით ვეკონტაქტები, მკითხულობს, ინტერესდება როგორ ვარ, რას ვაკეთებ. ჩამოსვლა უნდოდა, მაგრამ ძალიან ვთხოვე, ეს არ გაეკეთებინა. შიშით მე ვერ ვეკითხები, მანდ რა ხდება-მეთქი. რატომღაც არც თავად მიყვება. ჩამოხვალ და მოგიყვებიო, მეუბნება რაღაცაზე.

მე კიდევ არ მინდა ჩამოსვლა, არაფერი მინდა. სამი ადამიანი მეგულება ახლა, ვის გამოც არ მოვითხოვდი აქ თავშესაფარს, ნუ რამე გრძნობებით დაზარალებული ადამიანის თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობა რომ არსებობდეს: მამაჩემი, გიორგი და ექვსი ნომერი. აი, ამათ გამო თუ მიხაროდა ჩამოსვლა. გიორგი თავიდან მეილით მკითხულობდა, მერე კი ისიც ვაიბერზე გადავიდა. ინტერესდებოდა, როგორ ვიყავი, ბევრს ხომ არ ვფიქრობდი აქაურობასა და დარჩენილ პრობლემებზე. მეც გულწრფელად ვუყვებოდი, რას ვგრძნობდი და როგორ ვიყავი. რამდენჯერმე ფრთხილად შემომაპარა, ფული ხომ არ მჭირდებოდა. მე კიდევ არ მჭირდებოდა. ისედაც 1000 ევრო ჩამირიცხა ანგარიშზე და მაგასაც ვერ ვხარჯავდი. თან სამასი ევრო ჩემიც მქონდა. ისე კი, რამდენს ნიშნავს გამოცდილება. აი, ავიღოთ გიორგი. არაფერი ეშლება. მრავალჭირნახული ადამიანი კი არის, მაგრამ არ ეშლება არაფერი ურთიერთობაში, სიტყვები ხაზგასმული და მოზომილი, ქცევაც, დარიგებები სუპერგამოსადეგი. ხანდახან კი ვფიქრობ, რა დაინახა ჩემში ასეთი, რომ ზრუნავს. რა თქმა უნდა, ქეთენოს იდეა და აზრი, რომ მას მე მოვწონვარ და ასე მაბამს და მერე ყველაფერს ერთიანად მომთხოვს, მაიძულებს, სექსით გამოვქვითო. არა, ამ აზრს არ ვუშვებ. პატარა ბიჭი არ არის. რამე რომ უნდოდეს, პირდაპირ მეტყოდა. ჰოდა, ეგ მწყინს ქეთენოსგან. გამოდის, რომ მე ვგონივარ დებილი, მიუხვედრელი და ხამი. ჰოდა, როცა ასეთი ფიქრები მიტევს, ვდგები და ვიღებ შხაპს, მერე კი, რადგან ბარსელონაში არ ვიცი მე მეჩვენება თუ მართლა ასეა, ძალიან გრძელი დღეები და ღამეებია, ისევ ვიძინებ.


რადგან გადავწყვიტე, მკითხველებთან გულწრფელი ვიყო, იმედი უნდა გაგიცრუოთ, ბარსელონაში არაფერი საპაემნო და თავგადასავლური არ გადამხდენია. არადა, რა უნდა იმის მოგონებას, რომ გავიცანი ვინმე ხორხე. მგონი, ესპანური სახელია? ან დომენგო, ან პაულო, ან რაული. მოკლედ, გავიცანი ვინმე კარგი კუნთმაგარი და ატმისტრაკა, სიმპათიური ზღვისფერთვალება ტიპი, რომელზეც ცალკე მე გადავირიე და ცალკე ის ჩემზე. შემდეგ ორივენი გავიქეცით იტალიაში ან სადმე სხვაგან, მივაფურთხე ყველას და ყველაფერს და ახალი ცხოვრება დავიწყე. არა, ასეთი არაფერი მომხდარა. ვერც იმით დავიკვეხნი, მარტოხელა, ასე თუ ისე ნორმალური შესახედაობის გოგოს ვინმე მაწუხებდა ან ეცადა ჩემ გაცნობას. მხოლოდ მომაკვდინებლად სიმპათიური ოფიციანტების თავაზიან ღიმილებს დავჯერდი. არც სურვილი მქონია ინტრიგის, თორემ რამეს კი მოვახერხებდი. ასე რომ, ბარსელონაში არანაირ ინტრიგას არ ჰქონია ადგილი.

დღეს საღამოს საქართველოში მოვფრინავ. ფრენა ღამის 11 საათზე მაქვს, მანამდე კი დავხეტიალობ უკვე კარგად ნაცნობ და შეყვარებულ ქუჩებში. მენატრება ექვსი ნომერი. დავხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ, რომ ისიც აქაა. წარმოვიდგენ, როგორ დავდივართ ერთად, ხელიხელჩაჭიდებულები, გადახვეულები, ვკოცნით და ვეხვევით ერთმანეთს, ძალიან ბედნიერები ვართ. არა, ასეც იქნება. არ გამომდის ბოლომდე დასვენება. ტვინი, გინდა-არ გინდა, ,,ქონექტდებ“ თბილისთან, პრობლემებთან და თან იმის გახსენებაზე, რომ მაინც ჩემი დასალაგებელია ყველაფერი, გული უცნაურად და შიშით მეკუმშება. გადავიტანთ თუ არა მე და ექვსი ნომერი ამ ყველაფერს, სიყვარულია ეს ყველაფერი თუ გამოუვალი მდგომარეობა, რომელიც გვგონია სიყვარული? იქნებ უბრალოდ ვნებაა? ბავშვი რომ გაჩნდება, მერე რომ მიმატოვოს და ისევ ელენასთან წავიდეს? თბილისში როგორი სახელი გამივარდება? საქმროების მტაცებელი? ოჯახების დამანგრეველი? ქალი, რომელიც თავისი მიზნის გამო არაფერზე იხევს უკან და საწყალ ორსულ გოგოს საქმროს ართმევს?

რამდენი ამბავი გამიგია ასეთი თუ არა, ამდაგვარი? კაცმა, რომელმაც დატოვა ოჯახი; კაცმა, რომელმაც მიატოვა ცოლი სხვა ქალის გამო და მუდამ, აი, მუდამ ქალები იყვნენ ამაში დამნაშავეები და არა კაცი. რა გაუკეთა, რა დაალევინა, თავბრუ დაახვია... ახლა ეს ყველაფერი რომ გამახსენდა, გული მეტკინა. რამდენი ქალისთვის გვისვრია, გამოდის, ტალახი? რამდენი გაგვიკილავს და გაგვიჭორია? არადა, ხომ შეიძლება და ასეცაა, ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდა და გადაწყვიტეს ერთად ყოფნა, რა შუაშია ჯადო და ეშმაკობა? რომელ მკითხავთან ამ მჩხიბავთან ვირბინე, რათა ექვსი ნომერი დამებრუნებინა? ეგ კი არა და, შუშასთან გავაბი რომანის მცდელობა, რომ როგორმე დავბრუნებოდი ჩვეულებრივ ცხოვრებას. მგონი, მეც თავს ვიმართლებ! კი, ასეა. ღრმად ამოვისუნთქე და მოვსვი ყავა, მერე კი სიგარეტს მოვუკიდე და გამვლელების დათვალიერება დავიწყე. რამდენიმე ქართველების ჯგუფიც შევამჩნიე. ბევრნი იყვნენ. ექვს საათამდე ვიხეტიალე ახლომახლო ქუჩებში, მერე კი ჩემოდანი ავიღე და აეროპორტისკენ მიმავალ ავტობუსს დავუწყე ლოდინი.

რამდენიმე წუთში დაჯდება თვითმფრინავი. გული გამალებით მიცემს. მეშინია ხვალინდელი დღის. კიდევ, ორშაბათიდან სამსახურში მომიწევს გასვლა. მიას ველაპარაკე. დიდი ახსნა-განმარტებები არ დამჭირვებია, მშვიდად მიიღო. იმედია, გიორგისთან მეგობრობა არ გამოაშკარავებულა და მომავალი ჭორების მიზეზი არ გახდება. მაშინ სამსახურის დატოვება მომიწევს. ისედაც გულის გადასაყოლებლად ვმუშაობ. ისე, ალბათ კი ვიცი, რომ გიორგიმ უანგაროდ ჩამირიცხა ეს ფული, მაგრამ ნეტავ უნდა ვახსენო, რომ ვალს დავუბრუნებ თუ გავჩუმდე ამ თემაზე, რადგან არაფერი მითხოვია მისთვის? ეგეც კი არ ვიცი. ყურები ამტკივდა. არც კევი მშველის, არც ყურსასმენები.

ბარგი არ მქონდა, მარტო ხელბარგი. ამიტომ პირდაპირ გამოვედი და იმაზე დავიწყე ფიქრი, ავტობუსს დავლოდებოდი თუ ტაქსის უნამუსოდ გაბერილი ფასებით მესარგებლა. იქაური დამხვდური ხალხიც უინტერესოდ შევათვალიერე და თვალებს არ დავუჯერე: ექვსი ნომერი იდგა ჩემგან მოშორებით, ხელში ლამაზი თაიგულით. იდეაში ჯერ თაიგული მომხვდა თვალში, რადგან დამხვედრის თავი და სახე არ ჩანდა და გავიფიქრე, რა ბედნიერია ვიღაც, ასე რომ ელოდებიან-მეთქი. მერე კი, ეს ყვავილები რომ ჩამოსწია, ხელის ქნევა დაიწყო და დიდი, მტკიცე ნაბიჯებით ჩემკენ გამოეშურა, გამეცინა. გამოდის, რომ საკუთარი თავის შემშურებია თურმე!.. გახარებული ჩავეხუტე ექვს ნომერს. ვიღაცებმა ფოტებიც გადაიღეს ჩვენი შეხვედრის და ხვევნა-კოცნის. იმედია, მორიგი ჭორაობის მიზეზი არ გახდება ეს ფოტოები. უცებ, როგორც კი ექვსი ნომრის მკლავებში დავიგულე თავი, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა და მივხვდი, რომ არაფრის აღარ მეშინოდა. ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებდით. - სალამი, თბილისო, - ჩავილაპარაკე გაღიმებულმა და ექვსი ნომრის მანქანაში ჩავჯექი.

პირველი ნაწილის დასასრული
მეორე ნაწილი დაიწყება სექტემბრიდან



№1 სტუმარი არააა

ოოოო კაი რაააა რა სექტემბერი რა ა უნამუსობააა

 


№2 სტუმარი სტუმარი თინათინი

დამავიწყდება სექტემბრამდე ჯობს გააგრძელოთ blush

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზა

ეს რა იყო ახლა disappointed აქ გაწყვეტა შეიძლება ან მადენი ხნით გადადება როცა რაღაცას აკეთებ საქმეს ასე უპასუხისმგებლოდ არ უნდა მოეკიდო და შუაზე არ უნდა გაწყვიტო ან თუნდა დიდიხნით არ უნდა გადადო მესმის რომ შეიძლება არ გცალია, პრობლემები გაქვს ან უბრალოდ მუზამ მიგატოვა მესმის მაგრამ ამდენი ხნიტ გადადება არ შეიძლება შეგიძლია თვეში ერთხელ დადო ან რავი როგორც მოახერხებ მაგრამ ამდენი ხნით გადადება უკვე უპასუხისმგებლობა ვიმედოვნებ სემდეგი თავი მალე დაიდება თორე ასე მკიტხველს დაავიწყდები და მოტხრობაც უინტერესო იქნება heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი anushka 5

სტუმარი ლიზა
ეს რა იყო ახლა disappointed აქ გაწყვეტა შეიძლება ან მადენი ხნით გადადება როცა რაღაცას აკეთებ საქმეს ასე უპასუხისმგებლოდ არ უნდა მოეკიდო და შუაზე არ უნდა გაწყვიტო ან თუნდა დიდიხნით არ უნდა გადადო მესმის რომ შეიძლება არ გცალია, პრობლემები გაქვს ან უბრალოდ მუზამ მიგატოვა მესმის მაგრამ ამდენი ხნიტ გადადება არ შეიძლება შეგიძლია თვეში ერთხელ დადო ან რავი როგორც მოახერხებ მაგრამ ამდენი ხნით გადადება უკვე უპასუხისმგებლობა ვიმედოვნებ სემდეგი თავი მალე დაიდება თორე ასე მკიტხველს დაავიწყდები და მოტხრობაც უინტერესო იქნება heart_eyes heart_eyes


მე არ ვარ ამ ისტორიის ავტორი .. ამიტომ როცა გადაწყვეტს ავტორი შემდეგი თავის დადებას მეც დავდებ აქ )))

სტუმარი თინათინი
დამავიწყდება სექტემბრამდე ჯობს გააგრძელოთ blush

მე არ ვარ ამ ისტორიის ავტორი .. ასე რომ როცა ავტორი გააგრძელებს მეც დავდებ მერე აქ )))

 


№5  offline წევრი anushka 5

სტუმარი თინათინი
დამავიწყდება სექტემბრამდე ჯობს გააგრძელოთ blush

მე არ ვარ ავტორი .. როცა დაიდება გაგრძელება მერე დავებ მეც აქ ))

 


№6 სტუმარი სტუმარი თინათინი

სექტემბერი იწურება და იქნება გაგრძლება თუ არაა

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

აბა სადააა გაგრძელება????

 


№8 სტუმარი სტუმარი თინათინი

ესუკვე აბუჩად აგდებაა მკითხველის,აწი აღარ წავიკითხავ..უკვე არ მაინტერესებს

 


№9 სტუმარი სტუმარი ნაზი

გაგრძელება აღარ იქნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent