შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულისფერი (დასასრული)


2-05-2018, 02:21
ავტორი tamarka
ნანახია 1 296

მის ცხოვრებაშიც. იცით ეს როგორ სიმშვიდეა? ადამიანს რომ ანგრევს შიგნიდან მაგრამ ვერ გამოიტან ამ ემოციას, აღემატება ქალურ ემოციებს და შეუძლებელია ამის გათავისება თუ თვითონ არ ხარ ქალი.
პასუხის მიღება მინდოდა და მივიღე კიდევაც...
„კარგი...შენ არავინ არაფერს გავალდებულებს...“-ტანსაცმელი გაიხადა, მოიკუნტა და შეიკეცა საბანში. დაპატარავდა და პატარა ბავშვს დაემსგავსა. არ სლუკუნებდა და ალბათ მე არც დამანახებდა მის ცრემლებს. თუმცა მისი ცრემლიანი თვალების ყურებაც კი არ მოსწყინდებოდა კაცს. ღმერთმანი, ვერასდროს ვიგებდი საიდან ან როგორ მოდიან ასეთი ადამიანები... ნუთუ მათთვის ღმერთი უფრო ირჯება? ნუთუ მათ ჩვენთვის აზრზე მოსაყვანად და გონების გასანათებლად უშვებს? არ ვიცი, ჯერ კიდევ ვერ ვიგებ ამ ყველაფერს...
არ მივკარებივარ და მთელი ღამე ვგრძობდი, რომ თვალი არ მოუხუჭავს. დარჩენას არ გეგმავდა, თუმცა არ მიკითხავს რატომ რჩებითქო. პირიქით მე მინდოდა სულ არ გამეშვა, არასდროს, და ალბათ ვისურვებდი, რომ თუ სიკვდილის მერე სიცოცხლე არსებობს იქაც ჩემთან ყოფილიყო.
დილა მარტივად დაიწყო. ხასიათი სტანდარტულად მშვიდი და წყნარი ჰქონდა. ერთად ვისაუზმეთ და დავგეგმეთ დავიდთან წასვლა.
„აქ მოვალ და ერთად წავიდეთ მერე.“
„კარგი, რომელი საათისთვის მოხვალ?“
„11 საათზე შეხვედრა მაქვს, სამსახურს 6 საათზე მოვრჩები და სახლში გავივლი, ჩემოდანს ავიღებ და პირდაპირ წამოვალ.
„და საჩუქრის ყიდვას მოასწრებ?“
„კი,კი მოვასწრებ. ყვავილები არ დაგავიწყდეს შენ“
„არ დამავიწყდება.“
საუზმე მალევე დავამთავრეთ და ის სამსახურში წავიდა. მეც მალევე გამოვიძახე ტაქსი და დავუბრუნდი რუტინას.
ჩემი მომავალი საცოლის გაცნობის დრო ახლოვდებოდა და საერთოდ არ ვღელავდი მაგ ფაქტზე. ყოველთვის მეჯერა, რომ ჩემი ქორწინება დედაჩემის ცხოვრებისეული საჩუქარი უფრო იყო, ვიდრე ჩემთვის ცხოვრების ახალ ეპატზე გადასვლა.
ვიცოდი გამორიცხული იყო იმ გოგოს ცოლად არ მოყვანა, და მალევე ბავშვის ყოლა. მერე მეორე ბავშვის, იქვე ახლოს, პატარა მონაკვეთშივე. მეყურებინა ჩემი ცოლის ბედნიერი სახისთვის, რომელიც ძირითადად ბავშვების გაზრდით იქნებოდა დაკავებული და ამავდროულად დედაჩემის გაბადრული სახისთვის, რომელიც აუცილებლად იტყვოდა, რომ ასეთი კარგი ცოლი რომ მყავს მისი დამსახურებაა და ცხოვრების ბოლომდე იამაყებს ამით.
ყველა ბედნიერი იქება ჩემი და თამარას გარდა. ის აქ დარჩება. დაამთავრებს სწავლას და აუცილებლად წავა დუბაიში, რადგან ეს მისი ოცნებაა და ასეთი ქალები იბრძვიან თვითგანვითარებისთვის და მათი ოცნებების სრულყოფისათვის. რადგან ერთი ოცნების ახდენენისთანავე, მეორე დაისახონ და ასე გრძელდება სანამ სიცოცხლე ბოლოს არ გამოაჩენს და მერე ისინიც წყნარდებიან.
საღქმოს გამომიარა და მართლაც ერთი პატარა ჩემოდანი ჰქონდა, ხელში ელეგენტურად შეფუთული ტალისკერი ეჭირა და თვალისმომჭრელად მიღიომოდა. არ არსებობს არ შეგყვარებოდათ. მე კი ამის დატოვებას ვაპირებდი ამ დღეს და ვუშვებდი პარიზში თავის შიშებთან და მარტო ვტოვებდი...
მალევე დავიდის მძღოლმა გამოგვიარა და სახლის ჭიშკართან ჯუნიორი დაგვხვდა და სახლისკენ გაგვიძღვა. სუსხიანი ღამე იქნებოდა ვატყობდი და ეს შესაფერისი იყო განშორებისთვის.
„ბატონო დავიდ, გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ წინსვლას და წარმატებას თქვენს საყვარელ ოჯახთან ერთად. ჩემგანდა და რომასგან ეს ტალისკერი თქვენ და ლილიას კი ეს ყვავილები გადაეცით, ალბათ დაკავებულია ძალიან და სწორედ ამიტომ, ვერ მოვკარით თვალი“-გაიღიმა და ტალისკერი მიაწოდა.
„ჯუნიორმა გითხათ აშკარად ხო?“-ღიმილით იკითხა და თან თვალი მოავლო არემარეს შვილი რომ ეპოვნა, თუმცა სწორედ ამ დროს ჩავერიე მე და არ ვაცადე თვალებით ჯუნიორის მოძებნა.
„არა, თამარამ გამოიცნო და ასე, სპონტანურად გადავწყვიტეთ მისი თქვენთვის ჩუქება.“
„კი, მაგრამ როგორ?“
„შეუძლებელია შებოლილი ვისკის სუნი არ იგრძნო, როცა ის მამაშენის საყვარელი სასმელია, მითუმეტეს ტალისკერი ერთ-ერთი საუკეთესოა.“
„მაოცებს ეს გოგო... რომა არსად გაუშვა ასეთი ლედი... ძნელია ასეთების პოვნა, ძალიან ძნელი...“
დავიდი მართალი იყო და ეს მეც კარგად ვიცოდი, თუმცა ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა და მე სულ უფრო ცოტა დრო მრჩებოდა, რომ ჩემი მომავალი ცოლი გამეცნო.
მალევე ლილია შემოგვიერთდა და ცოტა ხნით თამარა მომტაცა, თუმცა მე დავიდთან დამტოვა.
ვუყურებდი როგორ ელაპარაკებოდა სხვებს და როგორ უცინოდა მათ, და წარმოვიდგინე, როგორ იცხპვრებდა ჩემს გარეშე, გაუღიმებდა სხვებს და მათთან ერთად იცინებდა. ახალ ადგილებს აღმოაჩენდა და ახალი ადამიანები აღმოაჩენდნე მას.
გაყვებოდა მას ვინც გააღმერთებდა მას და ხელის გულზე ატარებდა. დაეხმარებოდა მიეღწია იმისთვის, რომ ყოფილიყო ის რასაც იმსახურებდა. ეყოლებოდა გოგონა, მისნაირი ლამაზი და მიმზიდველი. მისი თვალებით და ყუჩებით. რატომღაც როცა ამაზე ვფიქრობდი სულ წარმომედგინა, რომ პირველი შვილი მეც და მასაც გოგონა ეყოლებოდა. ვივიანა... აი ეს სახელი მესახებოდა და იმდენად მომეწონა მისი იდეა, რომ თავიდან ვერ ამოვიგდე.
მალევე ლილიას მის სანაცნობოსა და თამარას ჯუნიორი შეუერთდა და განგაშის სიგნალმა ჩემს სხეულშიც გაიღვიძა. მაოცებდა ამ ახალგაზრდა ბიჭის თავდაუზოგავი ცდა არ დაეკარგა თამარასთან სიახლოვე და ამას თავიდანვე ვატყობდი. არის რაღაცები რაც გაშინებს და სწორედ ჯუნიორი მაშინებდა მე.
სიტუაციიდან დასხლტომა არ გამომდიოდა და კიდევ დიდი ხანი მომიწია მისი მარტო დატოვება. თითქმის მთელი საღამო ცალ-ცალკე გავატარეთ და როცა ჩვენი წასვლის დრო დადგა ლილიამ მომიყვანა და გაოცებული მეიყვებოდა, თუ რა ძალიან მაგარი გოგონა მყავს გვერდით და როგორ არ უნდა გავუშვა ის თუნდაც ამ საღამოს პარიზში.
„რამდენიმე ადამიანი გავაცანი, ვინც დუბაიში სწავლის დაფინანსებაში მიეხმარება და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ. იმედია შენც თან გაყვები, თორემ იქ მარტო გადარჩენა ცოტა რთულია, მითუმეტეს ასეთი მომხიბვლელი ქალისთვის.“-სიცილით თქვა ლილიამ და მხარზე ხალი ამხანაგური ჟესტის გამოხატულებით დამადო.
„დუბაი რაღაც კიდე სხვაა... იქ თუ გადარჩი ყველგან გადარჩები კაცი...“-დაამატა დავიდმა და გადმოგვხედა მე და თამარას.
„მძღოლი გელოდებათ... ძალიან გამიხარდა რომ გვესტუმრეთ და დიდი იმედი მაქვს კიდევ მალე გიხილათ ერთად... მითუმეტეს ზაფხულში როცა ჩვენი ტერასა სულ მწვანეა და იმდენად ლამაზი, რომ აუცილებლად მიიზიდავს თქვენი ინსტაგრამის მეგობრებს“-გაიცინა ჯუნიორმა და შეხედა თამარას.
„დაგემშვიდობებით ჩვენ, ორივეს რთული ღამე გველის...“-ვუთხარი მე და თამარას წელზე ხელი შემოვხვიე...
მალევე მძღოლთან ერთად გზაზე მივფრინავდით და დრო კიდევ უფრო ცოტა რჩებოდა...
„რას აპირებ მოსწოვში?“-და აი ზუსტად ეს შეკითხვაღა მაკლდა და მანაც არ დააყოვნა...
„დედას აქვს რაღაც გეგმები და შევხედოთ რა იქნება“
„ბიზნესის განვითარების გეგმა? თუ კიდევ უფრო რამე პირადული და ოჯახური. არ მინდა სენსიტიური იყოს ეს საუბარი...მითუმეტეს უცხო მანქანაში...“
„საინტერესო არაფერია...“
„კარგი, როგორც გინდა...“
მალევე აეროპორტში ვიყავით და ველოდებოდით ჩვენს რიგს, ბილეთები რომ შეემოწმებინათ. და უკვე თვითმფრინავისკენ ავდიოდით როცა მითხრა...
„იცი ვერასდროს ვიტანდი აეროპორტებს, ტაქსებს, მატარებლებს, მანქანებს, დისტანციებს, რომლებიც საყვარელ ადამიანებს აშორებენ. ალბათ აეროპორტებს უფრო გულწრფელი ცრემლები უნახავთ ვიდრე დაკრძალვებზე ვხედავთ, უფრო გულწრფელი კუცნები ვიდრე ქორწინების სახლებს, უფრო გულწრფელი ნახვამდის, ვიდრე სადმე შეგვიძლია ვნაოთ... მე კი არ მიყავრს... ვერ ვიტან...მეშინია ამ გრძნობის და სწორედ ახლა პირდაპირ მიდგას... მე ვიცი, რომ შეიძლება შენ არ დაბრუნდე.. მე კი ვიდარდებ შენზე, მაგრამ ამას აზრი არ ექნება... ჩავიკეტები და ალბათ არასდროს მექნება ძალა დავივიწყო ყველაფერი... შენ ვეღარ დამირეკავ და ვეღარ შემეხები, შენ კი ალბათ ოდესმე დაფიქრდები ვინმეს თუ ეყვარებოდი ჩემზე მეტად...
არ გადაუცვალო ბილეთი ჩემს გვერდით მჯდომს, ვიმგზავროთ ერთი თვითმფრინავით თუმცა არა გვერდიგვერდ.“
იმდენად გამიკვირდა მისი განცხადება მინდოდა ადგილზე გავქვავებულიყავი... არა იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მომაყენა, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენად ვუყვარდი. რამდენად არ უნდოდა ჩემი გაშვება...
და მართლაც ასე მოხდა. გოგჩენში ცალ-ცალკე ჩავფრინდით და ის იქიდან პარიზში გადრინდა მე კი მოსკოვში. არ ვიცი როგორ და რამაირად დაბინავდა, გაუჭირდა თუ არა მოეძებნა სასტუმრო... ვინმე გაიცნო თუ არა... რამდენად კარგი ხედი ჰქონდა და როგორ მოეწონა პარიზი, ქალაქი რომელიც თავის თავს გიძღვნის და გულგრილს არ გტოვებს...
მე კი ნორმალურად ჩავფრინდი. აეროპორტში დედა და ჩემი და დამხვდნენ. გვიანი იყო თუმცა დედას არ დაეზარებოდა წამოსვლა. ამ ჩასვლით წყდებოდა ჩემი მომავალი.
არ მინდა თავი მოგაბეზროთ ჩვენი საუბრებით და მინდა მხოლოდ ის მნიშვნელოვანი ამბები მოგიყვეთ რაც უკეთ დაგანახებთ ჩემს არაკაცობას და არაადამიანურობას... თქვენ შეაფასეთ, როგორ შეიძლება მოიქცეს კაცი ამ დროს და რა დევს სასწორზე... ან რომელი უფრო მნიშვნელოვანია, კარგი შვილის როლის მორგება, თუ საყვარელი ქალის დატოვება.
დილით თამარას ველაპარაკე და ძალიან მოწყენილი ხმა ჰქონდა. თუმცა არ დავიწყებია აღენიშნა ის, რომ ჯუნიორმა მოიკითხა და თან დახმარება შესთავაზა, თუ რამეში დასჭირდებოდა...
მე კი ჩემ მომავალ საცოლესთან შეხვედრას ველოდებოდი და ის და მისი ოჯახიც მალე მოვიდნენ ჩვენთან.
თავს ვაძალებდი რამე მსგავსება მაინც მეპოვა თამარასთან... თუნცაც უმნიშვნელო მაგრამ ვერანაირად ვერ ვიპოვე... სრული ანტიპოდი იყო მისგან.
ჩამოთლილი თხელი სხეული ჰქონდა. თხელი ტუჩები და ყავისფერი თვალები. წაბლისფერი თმა და თან ხვეული...
აზროვნებით თამარას არ ჰგავდა. რამდენიმე ათეულ წუთში მივხვდი, რომ ის იყო ქალი, რომელიც ურჩევნია ემორჩილებოდეს რასაც ეტყვიან და ასრულებდეს კონკრეტულ მითითებებს, ვიდრე თვითონ ისახავდეს მიზანს.
ალბათ ეს კარგია როცა ქალს ასე ძლიერ უყვარხარ და როცა შეუძლია შენ დაგემორჩილოს, მხოლოდ მაშინ, როცა ეს გრძნობა ორმხრივია. გაოგნებული ვიყავი, როგორ უნდა მეცხოვრა ამ ადამიანთან ერთად მთელი ცხოვრება...
შეხედულებებიც კი განსხვავებული ჰქონდა. ავას ოჯახი და ბავშვები უნდოდა, თამარას კი მომავალი და თავისუფლება. ავას ჩემი ოცნებებით ცხოვრება უნდოდა, თამარას კი ორივეს მიზნებით ცხოვრება... ავას სწავლა არ უნდოდა, თამარა კი არ ჩერდებოდა... ავა სულს არ ამომაძრობდა, თამარა კი სულს დამავიწყდებდა...
ქორწილის დღედ ზუსტად ერთი თვის თავი აირჩიეს მშობლებმა და ეს ყველაზე დიდი ტრაგედია აღმოჩნდა ჩემთვის...
„როგორ უნდა ავუხსნა თამარას ეეს ყველაფერი... როგორ უნდა ვუთხრა, რომ ცოლად მომყავს ქალი რომელსაც ნორმალურად არ ვიცნობ“- ეს აზრი მიტრიალებდა თავში და დედაც მიხვდა, რომ ავა არ იყო ის ვინც მე მინდოდა. ამიტომ რამდენჯერაც მომიხელთა იმდენჯერ მითხრა, რომ მასა არ უყვარდა მამა თავიდან, თუმცა ახლა მასზე მეტად არავინ უყვარს. და ავა მე ძალიან მალე შემიყვარებდა...
ორი დღე იდეაში ძალიან ცოტა იყო, თუმცა უზომოდ მომენატრა ჩემი ყინულისთვალება... მხოლოდ საუბარი არ მყოფნიდა... მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო და ჩამძინებოდა მის მკერდზე... დილით კი ერთად გაგვეღვიძა... გვესაუზმა და ისე დავშლილიყავით და დავბრუნებოდით რუტინას...
საქართველოში პირველი ის ჩამოფრინდა და პირდაპირ ჩემთან მივიდა სასტუმროში... მე კი მოგვიანებით შევუერთდი... გავარჩიეთ მისი პარიზის ამბები და ის თუ როდის იქნებოდა პასუხი... ის თუ როდის გაიგებდა რეალურად რომელი სისხლის პატრონი იყო. თუ როდის ჰქონდა შანსი ჰყოლოდა ბავშვი და კიდევ რა შესაძლო დაავადებების მატარებელი იყო, როგორც გენეტიკური ისე შეძენილი თვალსაზრისით.
არასოდეს დამავიწყდება იმ სექსისგან მიღებული სიამოვნება და ემოცია რაც ამ დღეს მქონდა. მიუხედავად მისი სექსისადმი სიძულვილისა იმდენად დიდი სიყვარული იგრძნობოდა ვერცერთი ვერ გავჩერდით და ბოლოს ისე გამოვიწურეთ ენერგიისგან ორივეს შიშვლებს და სველებს გვეძინა...
ემოციების ვულკანი კიდევ არაფერია იმასთან რაც მაშინ იყო... არ ვიცი რა ჰქვია ამ არაამქვეყნიურ გრძნობას და ალბათ კიდევ დიდი ხანი ვერ გავიგებ... ეს იყო აამოციებისგან დაცლა და ამავდროულად ავსება.
მეორე დღე იყო ყველაზე რთული... უნდა ამეხსნა ჩემი ვითარება და მეთქვა რომ ძალიან მალე დავამთავრებდით... ძალიან მალე ვეღარ ვიგრძნობდი მის სითბოს და მის გამომასულელებელ ენერგიას, რომელიც მისი თვალების საშუალებით კოსმოსიდან მოდის და...
„მინდა რაღაც გითხრა...“
„რომა შენ სულ, სულ, სულ ყოველთვის რაღაც გინდა მითხრა“-ღიმილით იყო მისი სიტყვები ნათქვამი თუმცა სახეზე შეეყინა როცა ვუთხარი, რომ მომავალ თვეს ქორწილი მქონდა...
„არ ხუმრობ?“
„არა...“
„და ვინ არის რჩეული?“
„ჩემი რჩეული შენ ხარ, მაგრამ ცოლი არა... დედაჩემის რჩეული ავა...“
„აჰა... გასაგებია...“-მძმედა ამოისუნთქა და დადუმდა...
„თამარა, მე არ მინდოდა ასე, მართლა გეუბნები არ მინდოდა... მიყვარხარ, არა კი არ მიყვარხარ, გაღმერთებ მაგრამარ გამოვა როგორც მე მინდა,,, არ გამოვა... ვერ გამოვა...“
„და შენ უღალატებ ცოლს?“
„და როგორ წარმოგიდგენია, იყო იმ ქალის გვერდით რომელიც არ გიყვარს და არ უღალატო?“
„ქალისთვის ღალატის მოსმენა და გაგება მკვლელობის ტოლფასია, ამიტომ თუ ამ ნაბიჯს გადადგამ ეცადე არ გაიგოს მაინც...“
„მე მინდა შენთან ერთად ყოფნა. მე შენ არასოდეს გიღალატებდიშენ ჩემი ცოლი რომ იყო... არასდროს გავიხედავდი გვერდით თამარა... არ გამოდის როგორც მე მინდა, არ გამოდის როგორც შენ გინდა. ვერ გაგიმწარებ ცხოვრებას, ვერ ავიტან დედაჩემთან კონფლიქტი გქონდეს მხოლოდ იმის გამო რომ დამოუკიდებლობა შენი პიროვნების ნაწილია. მე ვზრუნავს შენზე, მე მინდა შენი ბედნიერება... და ვიცი რომ შენ აუცილებლად იქნები ბედნიერი... უბრალოდ ჩემთან ერთად არა....“
გაჩუმებული ისმენდა და ხმას არ იღებდა დიდი ხნის განმავლობაში... ბოლოს კი თვალები აუცრემლიანდა და ვეღარ შეიკავა ემოციები...
„მე შემიძლია დაგელოდო... დიდი ხანი... სამუდამოდ შემიძლია დაგელოდო რომ ვიცოდე რომ დაბუნდები...შემიძლია ყველაფერი საუკათესო მოგცე და არაფერი დამრჩეს, ოღონდ ვიცოდე, რომ დაბრუნდები... ყველაფერ გავწირავ და ნებირმიერ ბარიერს გადავლახავ, ოღონდ ვიცოდე რომ უაზროდ არ დავხარჯავდი ამ ყველაფერს და დაბრუნდები... მთელი ცხოვრებაც კი დაგლოდები თუ ბოლოს მოხვალ და ჩემთან ერთად იქნები...“-ტიროდა... ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლეი და მისი თვალები ყინულისფერი კი არა ზღვისფერი იყო... ანათებდა და ასხივებდა... უფრო მეტად ლამაზი იყო ვიდრე ბუნებრივი... ეგოიზმია, ვიცი ხალხო რომ ჩემი დამოკიდებულება არანორმალურია... მაგრამ მომიტევეთ მე ხომ ის ძალიან მიყვარდა...
„მაპატიე... ძალიან გთხოვ მაპატიე...“-ის ადგა და მის მერე აღარც მინახვას....
ღმერთმანი რამხელა ტკივილი მივაყენე და როგორ დავანარცხე მიწაზე... როგორ ვატკინე და მე კიდევ ამის მერე ჩემს თავს ადამიანს ვეძახი... კიდევ კაცს ვეძახი... კიდევ ქმარს და მამას ვეძახი...

***
ბოლო შეხვედრის მერე მას დღემდე არაფერი მოუწერია, არაფერი უკითხავს... რამდენი წელი გავიდა... ალბათ უკვე ხუთი და ერთხელაც არ მინახავს... სიზმრადაც კი არ მინახვას.
ავას პირველი გოგონა ეყოლა და მას თამარა დავარქვით... ვერავინ იგებდა რატომ ან რისთვის... თუმცა ეს არც იყო საჭირო. ავამ იცოდა, რომ მე მყავდა ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული და ახლაც იცის... ამა სარ აპროტესტებს... მას ყველაფერი აქვს რაც უნდა. აბსოლუტურად ყველაფერი რაც ქალს სჭირდება. ყავს მზრუნველი ქმარი, ლამაზი შვილი და ცხოვრება, რომელიც უზრუნველი აქვს და არაფერზე ფიქრი არ უწევს.
აქვს შუბა რომელიც კიდევ უფრო უკარგავს მის სხეულს ფორმებს, თუმცა მას მოსწონს და ბედნიერია. არაფერი აკლია და ამითაც ბედნიერია. მას სულ პატარა დეტალები სჭირდება იმისთვის რომ ბედნიერი იყოს...
თამარას ნათქვამი ვერ შევასრულე, კი მე ვუღალატე ცოლს და ეს ავამაც იცის, თუმცა ნაკლებად ფიქრობს ამაზე. ვუღქლატე იმიტომ რომ თამარას ჰგავდა ვინმე... არა მას არ ჰგავს რავინ... უბრალოდ მომეჩვენა რომ ჰგავდა... და ჰოი არ ვყოფილვარ მართალი... არც ერთ ჯერზე არ ვიყავი მართალი...
არ დავიწყებდი ამ ყველაფრის წერას, რომ არა ის, ზარი რომელიც იყო ის მაღვიძარა, რომელმაც კიდევე რთხელ გამომაღვიძა რუტინის ძილბურანიდან და კიდევ ერთხელ ამომიბრუნდა ჩემი ემოციები და შემაზიზღა ჩემი თავი...
„რომა... ტელეფონი გირეკავს...“-ხმამაღლა იყვირა ავამ და ბავშვის სათამაშოების ალაგება განაგრძო...
„ვუპასუხებ... არ იცი სად დევს?“
„მოგიტან მაცადე...“
რამდეინმე რაწში ტელეფონი ხელში მეჭირა და უცხო ნომრისგან დაბნეულს ლამის დამავიწყდა რომ უნდ ამეპასუხა...
„გისმენთ...“
„გამარჯობა ძველო მეგობარო... როგორ მომნატრებია თურმე შენი ხმა...“-მეც მომენატრა ეს ნაცნობი ხმა და თან იმდენად, რომ ავა თავზე რომ არ დამმდგარიყო ალბათ მტირალა, დოყლაპია ბავშვივით ავქვითინდებოდი...
„დავიდ... ჩემო კარგო ადამიანო. როგორ გიკითხოთ....?“
„ჩვენ კარგად ვართ ყველანი... შენ როგორ ხარ... საკითხავი ეგაა...“-სიცილით მითხრა...
„მე ნორმალურად...“-სათქმელი არ დამამთავრებინა და გამაწყვეტინა...
„მოსკოვში ვართ მე და ლილია და გვინდა გნახოთ... გავიგეთ ცოლი მოგიყვანია... თუმცა მარტო წამოდი სეხვედრაზე...“
„კიკი, მითხარი სად და როდის“
„მოსკოუ სითის ტერასაზე გნახთ დღეს შვიდ საათზე... ხვალ ვბრუნდებით უკან და გვინდა მოვასწოთ შენი ნახვა...“
„ოჰჰ... ჩემო კარგო ადამიანო... აუცილებლად მივალ... და თუ გინდა გამოგიყოლებ შენს საყვარელ ტალისკერს... ამას არაფერი დამავიწყებს...“
„არა მეგობარო, არაა საჭირო ტალისკერი... უბრალოდ გელოდებით“
„კარგი შეხვედრამდე... ლილიას მოკითხავ გადაეცი და უთხარი რომ ერთი სული მაქვს გნახოთ...“
„გადავცემ აუცილებლად...“
ტელეფონის გათიშვისთანავე იმხელა ემოცია ვიგრძენი, რომ ავას დასმულ სწრაფ შეკითხვებზე პასუხის გაცემაც კი დამავიწყდა...
„ვინ იყო... რაო რა გითხრა...რომაა... ვინ დაგირეკათქო?“
„დავიდი იყო ჩემი ხელმძღვანელი საქართველოდან... მოსკოვშია და მთხოვა შევხვდეთო?“
„რომელ საათზე?“
„საღამოს შვიდზე, მაგრამ მარტო მივდივარ...“
„მე არ მოვდივარ“
„არა... მეც მალე დავბრუნები...“
დიდად იმედგაცრუებული კი დავტოვე ჩემი მეუღლე მაგრამ გული ვერ მითმენდა იქამდე სანამ დავიდსა და ლილიას ვნახავდი და აი მოვიდა შვიდი საათიც და მეც შევაბიჯე ტერასაზე...
მალევე შევამჩნიე და მათკენ გავემართე...
დიდი ხნის უნახავები გადავეხვიეთ და სასაუბროდ ჩამოვსხედით...
„აბა როგორ მიდის საქმეები? ისევ აიტის მიმართულებით არ ხარ, რამდენჯერმე მოვიწვიეთ თქვენი კომპანიიდან ხალხი და შენ აღარ ყოფილხარ...“- მითხრა დავიდმა და სიგარეტი მოქაჩა.
„ოჯახური ბიზნესი ჩავიბარე და სამწუხაროდ მომიწია თავი დამენებებინა რამდენიმე თვეშ, რაც საქართველოდან წამოვედი“
„როგორია ოჯახი... როგორი მეუღლე გყავს...? „- იკითხრა დავიდმა...
„თამარას მერე ცუდი გოგო არ ეყოლება დარწმუნებული ვარ...“-დაამატა ლილიამ და გაიღიმა.
„ავა... ავა ჰქვია... თამარასგან რადიკაურად განსხვავებულია...“
„რომა... ჩვენი შეხვედრის მიზანი არის ის რომ მოგიყვეთ რა ხდებოდა იმ დროს როცა შემ წახვედი...“-გააგრძელა დავიდმა თუმცა იქვე ჩაერთო ლილია.
„ჩვენ ხვალ გვაქვს ფრენა და დღეს უნდა მოვაწესრიგოთ ყველაფერი. დავიდ მე მოვუყვები შედარებიტ მოკლედ...“
„კარგი... როგორც გენებოს საყვარელო“
„თავიდანვე აღფრთოვაბეული ვიყავი ამ პატარა გოგოს შემართებით და ენთუზიაზმით... იმდენად მეჯერა, რომ ბოლომდე მიიყვანდი საქმეს, როცა ჯუნიორმა მითხრა ვერ დავიჯერე...
ასეთ ქალებს მარტო არ ტოვენებ... არასდროს... სიცოცხლეს სწირავენ და არ ტოვებენ მარტო... მაგრამ ალბათ ყველა არ იმსახურებს მისნაირი ქალის სიყვარულს...
თამარა და მისი ოჯახი ჩვენი ოჯახის უკვე ძალიან ახლობელია. ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ მიეღწია რისთვისაც ახლაც იბრძვის და კიდევ ძალიან ბევრს მიაღწევს.
ჯუნიორი და თამარა ძალიან კარგი მეგობრები არიან და სწავლას ალბათ ერთად გააგრძელებენ დუბაიში. აქამდე ჯერ კიდევ არ წასულა. საქმე კი ვივიენიშია...
მემგონი არ გაგიჭირდება გამოიცნო ვივიენი... მის გამო თამარამ ცხოვრებაც გაწირა, მისი ჯანმრთელობაც და ურთიერთობები ძალიან ბევრ ადამიანთან. მთელი ჯანმრთელობა ყირაზე დააყენა ეს ბავშვი რომ გაეჩინა და გააჩინა კიდეც. აირია ურთირთობა მამასთან თუმცა ამ ყველაფრის მოგვარება შევძელით...
ეს ბავშვი არ გაჩერდება.უკვე აღარცაა ბავშვი. ძლიერი ქალი და დედაა. და ზუსტად ვიცი, რომ დღემდე ძალიან უყვარხარ... ის არც მოგწერს, არც მოგიკითხავს. ჩვენგან გაიგებს როგორ ხარ და რანაირად ხარ. დუბაიშივე წაიყვანენ ბავშვს და ჩვენ ამ ყველაფერს მივხედავ. ეს გოგო ისე შეგვიყვარდა უკვე ჩვენი ოჯახის წევრად აღვიქავამთ. ჩვენ კიდევ ვერ გიყვებით იმ დეტალებს, რაც მასთან ერთად ჩვენ გამოვიარეთ.
ძალიან ძლიერი ქალია და პირადად მეც კი იმდენი რამ ვისწავლე ამ პატარა გოგოსგან, რომ პიროვნეულ ზრდას ვგრძნობ და ეს ძალიან მიხარია.
თუ რამის გაგება მოგინდება და დარწმუნებული ვარ მოგინდება აი შეგიძლია ეს წაიკითხო და მარტივად გაიგებ... მანამდე კი ქართული ისწავლე ან უბრალოდ ვინმეს ათარგმნინე, არ გაგიჭირდება...“-ლილიამ მაგიდაზე პატარა, თხელყდიანი წიგნი დამიდო და თვალებში შემომხედა.
„ცოტა ხანში დუბაიში წავა და მერე სულ ვერ იპოვიი... თუ კიდევ შეგრჩა ის სიყვარული რაც თქვენ გქონდათ ადექი და მიდი მასთან...წაიკითხე და მიხვდები, რომ მან მართლაც ბევრი რამ გამოიარა...“-დაამატა დავიდმა...
„ყველაფერი კარგად წერია აქ და სახელიც ზუსტად ის აქვს რასაც ჩვენ ყვეკა ვეძახდით...“ჩემი ყინულისფერი თვალები“ ... ჩვენ უბრალოდ გვინდოდა გვეთქვა ამის შესახებ... ვივიენიც უკვე მალე 6 წლის გახდება და დიდი ალბათობით სკოლაში სიარულს დუბაიში დაიწყებს... რომა კარაგდ დაფიქრდი და გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია სანამ ის გაფრინდება...გელოდებით თუ რამეა გიმასპინძლებთ“-განავრცო ლილიამ...
„ღმერთმანი... ლაპარაკის უნარი დამკეარგა, ასე მგონია არარეალურ სამყაროში მოვხვდი, რეალურ ადამიანებთან ერთად...“
„ოჰ ჩემო მეგობარო, აქ ყველაფერი რეალურია... ყველაფერი... ნუ მოკლედ სულ ეს იყო... გელოდებით....ახლა კი დაგემშივოდბებით...“
წამოდგენენ და დავემშვიდობე მეც, მაგრამ ვერ გავედი ტერასიდან სანამ წვიმამ ერთიანად არ გამლუმპა და სიცივისგან არ ამაკანკალა... თავში სიცარიელე მქონდა... სიცარიელის ხმა კი მანადგურებდა... ვერაფერს ვაამბობდი და არ მახოვს სახლშ როგორ მივედი... არა იმიტომ, რომ მთვრალი ვიყავი.. არამდე იმიტომ, რომ ემოციებისგან დაცლილი ვიყავი და არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს...
***
წიგნის თარგმნიდან მეორე დღეს საქართველოში ვიყავი... დავიდთან და ლილიასთანაც მშვიდობით მივედი... მაგრამ ჰოი, რომ დამაგვაინდა...სამუდამოდ დამაგვიანდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent