შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი /11/


2-05-2018, 20:46
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 3 607

-პეპელააა მოფრინდააა - გიგიმ ქალიშვილი რომ დაინახა მაშინვე გაიღიმა და ლოყა მიუშვირა. ლილიამ ხმაურით აკოცა და მუხლზე დასკუპდა -რაო პეპელა მოეწონე დედამთილს?
-მაააა მამიკოო
-რა ხდება წითურო პეპელა? - თმებზე ჩამოუსვა ხელი და გაუღიმა - იაკოოოოოოოო დავიღუპეთ მგონი ჩვენი გოგო დაიწუნეს აიი ხედავ> შენ მოგწონს სასიძო და იმათ გოგო დაგვიწუნეს ჩემი წვალებით დახატული ბავშვი
-გეყოს გიგი!
-რა იყო გოგო რას მიბრიალებ ამ თვალებს რა ეტაკა ამ ბოლო დროს ეს ჩემი შაქარყინული ქალი წიწაკასავით გამწარდა
-სახლი აღარ უნდა მოვრთოთ?
-ილიკოც გაიღვიძებს და თქვენ მორთეთ...მე ათასი საქმე მაქვს
-სოფელში ხო არ წავსულიყავით? ლუკა და ანიკო იქ ხვდებიან,ჩვენც წავიდეთ ჰა ცოლო რას იტყვი?
-როგორც გინდა...კერძები მაინც უნდ ამოვამზადო .ისე თუ აბრძანდები მაგ დივნიდან და მომეხმარები პატივს დამდებ
-ნახე როგორ მიქაცავს წარბებს ,მაშინებ იაკო
-ხო არა? ჯერ სად ხარ
-უკაცრავად? რამე მითხარი?
-არააა საყვარელო ერთგულო და ერთაერთო ქმარო ,მინდა კაკალი დატეხო და გაამზადო რომ შენი საყვარელი საცივი და გოზინაყი გავაკეთო
-მოვალ , სხვა რა გზაა
-თუ გეზარება საერთოდ არ გავაკეთებ!
-რა ჭირს ამ ქალს- სამზარეულოში მყოფს მზერა მოაშორა და ამჯერად ლილიას ჩასჩურჩულა-ბოლო დღეებია მიღრენს და ვერ გავიგე რა უნდა ,შენ ხომ არაფერი იცი პეპელა?
-ეტყობა გააბრაზე
-მე? გამორიცხულია 22 წელია ჩემი ცოლია და ისე არ გამიბრაზებია კოცნაზე რომ უარი ეთქვა
-მამაა
-რა მამა ,სერიოზულად ვნერვიულობ იქნებ დაელაპარაკო პეპელა უშველე მამას თორემ ვიტანჯები უკვე
-შევეცდები დაგეხმარო- ჩუმად უპასუხა ისევ აკოცა და სწრაფად წამოდგა- წავალ ილარიონს გავაღვიძებ
- შუაღამით მობრძანდა ბატონი და სავარაუდოდ გათიშულს სძინავს, მერე მთელი დღე იჯუჯღუნებს და ნუ გააღვიძებ .მამაშენი მაინც უსაქმოდაა და ჩამოიტანოს სხვენიდან ნაძვის ხე
-მისი აწყობა ილიკომ იცის
-მოინდომე და შენ რას ვერ მოახერხებ
-რატო მეცინიკოსები ია რა გინდა?
-სახლია მოსართავი,ათასი საქმეა და რატომ უნდა შეაწუხო ბავშვი როცა უსაქმოდ ზიხარ დივანზე და ვიღაცას გაკრეჭილი წერ
-ვის ვწერ გოგო ....მოიცა ეჭვიანობ? რამ გამომაშტერა აქამდე როგორ ვერ მივხვდი ჩემი ია ია ეჭვიანობის შემოტევის მსხვერპლია?- უცებ მიუახლოვდა და ზურგიდან მოეხვია - ბიჭებს ვწერდი , ახალი წლის გეგმებს ვათანხმებდით -ყელში აკოცა და ხელები გაუთავისუფლა- და ვისზე ეჭვიანობს ჩემი ლამაზი ცოლი?
-არ ვეჭვიანობ...რატომ უნდა ვეჭვიანობდე ვიღაც 30 წლის გრძელფეხება დიდ ძ*ძუებიან შავგვრემან ქალზე სახელად თინა - ხელზე ხელი დაარტყა,მოიშორა და მისკენ შებრუნდა -ასე ნუ მიყურებ ,ასეე ნუ მიყურებ ერთად დაგინახეთ. უღიმოდი, სკამი გამოუწიე მოსაცმელი თავად გახადე და წელზე შეეხე ...აი ამ თითებით - მაჯაზე მოუჭირა თითები და ხელი სახესთან მიუტანა- აბა კარგად დააკვირდი ეს თითებია ხომ?
-ია რას მეუბნები სულ გადაირიე? სკამი გამოვუწიე უბრალოდ როგორც ჯელ...
-უღიმოდი,თვალებს უჟუჟუნებდი და მისი დეკოლტისკენ აპარებდი მზერას არ გიცნობდე მაინც. წამიც საკმარისი იყო ყველა შენი ფიქრის დასანახად
-მეღადავები? სამი დღე ამის გამო მიბღვერდი და არაფერი მითხარი? ამის გამო მიშორებდი თავიდან ? გინდა გავგიჟდე ხომ?
-დიახ ,მინდა თანაც ძალიან მინდა
-გავგიჟდები რაა ამდენი წელია არ გიეჭვიანია ახლა რა ხდება ხასაითი შეგეცვალა? ახლა უნდა გითხრა შენ ჩემთვის ვინ ხარ ?
-შენ იცი რომ მე მხოლოდ შენი გული არ მიმიღია,მთლიანად შენ მიგიღე და ბოლომდე ასე უნდა დარჩეს!
-რო გავმელოტდდე და ჩემ თმებზე თამაში აღარ შეგეძლება მერე რა გამეყრები?
-იდიოტოო ნერვებს ნუ მიშლი უარესად, ისედაც თვალებიდნა ვერ ვიშორებ იმ წამს
-ხომ იცი ვინც არის ,ვერ გავიგე მართლა ვერ გავიგე რატომ ეჭვიანობ შენზე ახალგაზრდა რომ არის იმიტომ?
-ღმერთო ჩემო არც კი გრცხვენია? ანუ მეუბნები რომ ჩემზე ლამაზი ახალგაზრდაა ,ჩემზე კარგ ფორმაშია და შენც მოგწონს?
-რა მომწონს გოგო შვილის ტოლია
-შვილის ტოლი როგორ არის , რა მოიგონე ახლა
-რა განსხვავებაა...მე ბავშვივით ვუყურებ
-ხოდა თვითონ არ გიყურებს მამასავით და ძალიანაც მოსწონხარ
-მე სულ მოვწონდი გოგონებს, მაგრამ მე შენ მიყვარდი მაშინაც ახლაც და მერეც შენ მეყვარები .გსმენიათ ამის შესახებ?- ისევ თვალების ჟუჟუნი დაუწყო ცოლს, ოთახის კუთხეში მიიმწყვდია და ხელები წელზე მოხვია - ისე მე შავტუხები არასდროს მომწონდნენ ,წითური რომ იყოს კიდევ სხვა საქმეა
-როგორ მეჯავრები ასე უცებ რომ მაიძულებ შეგირიგდე
-მე კი ვერ ვიტან როცა ეჭვიანობ...წელიწადში ერთხელ შეიძლება და ეს ბარემ მომდევნო წლის ეჭვიანობად ჩავთვალოთ - სახეზე კოცნიდა და ეფერებოდა
-ბავშვები სად არიან
-ილიკოს ისევ სძინავს,ლილიას კარი ცხვირ წინ მივუხურე და სავარაუდოდ ისიც ზემოთ წავიდა
-ნაძვის მორთვის დროა
-ილიკო მიხედავს მე შენთან ვიქნები,სამზარეულოში და მოგეხმარები
-ანუ ყველაფერს აურევ
-ისე მოვიქცევი როგორც მეტყვი ,ჭკვიანი ბიჭი ვიქნები
-ხოო?
-აჰაამ ...მერე სოფელში წავიდეთ ხო?
-წავიდეთ
-გიყვარვარ ხო?
-მე?შენ?
-ნწ ეგრე არა“ მე შენ კითხვის ნიშნების გარეშე
-ხოო?
-დიახ ,არ იცოდი?
-არა
-აბა როგორო?
-მე შენო
-მერე რაო ?
-არ ვიცი აღარ მახსოვს
-ია ია ლურჯთვალა რატო მაბრაზებ?
-გამახსენე და გეტყვი
-მე შენ
-მე შენ
-გვრიტებოოო მოვდივარტ და იმედია ამდენი წლის შემდეგ პირველად არ ვიხილავ მშობლების ხვევნა კოცნას და პირდაპირ არ შევესწრები ბავშვის ჩასახვის წინა პროცეს- კარი უცებ გაიღო ილიკო შემოვიდა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი,თვალებზე ხელაფარებული მიაბიჯებდა და თითებშორის იჭყიტებოდა . სახლის მორთვას დავიწყებ თუ რამეს მაჭმევს დედიკო
-მშიერ მამაზე არავინ ფიქრობს,გააკეთე ახლა ასეთი ბიჭი არა რა სულ გოგოებზე უნდა მემუშავა აიტეხე ბიჭი ბიჭიო და აჰაა
-მე ? შენ არ გინდოდა ბიჭი?
-მე ? მე როდის მინდოდა პირველი გოგო კარგი გამოვიდა და იქნებ ბიჭი ვნახოთ თქო...ისე ცდის პონტში ვიგულისხმე
-იქნებ შეწყვიტოთ და მომაქციოთ ყურადღება? დედააააა
-ტოსტებს გაგიკეთებ უცებ...მეტი არაფერია. ლიმნის წვენს გაგიკეთებ და კიდევ გაკოცებ-უცებ მივიდა თავზე ხელი გადაუსვა თმაარეულ ბიჭს და შუბლზე აკოცა- უყვარხარ დედას
-აიი კარგად გხსომებიაა როცა მოგინდა? -უცებ გამოცოცხლდა გიგი და სკამიდან წამოვარდა
-მანდ დაჯექი და ნიგოზი გაამზადე თორემ საცივი არ გექნება
-ნუ მაშანტაჟებ ასე მტკივნეულად ...
-აბა რა ხდება აქ? შერიგდით? - ლილია შევიდა და მშობლებს გადახედა
-შერიგდნენ და ახლა ჟღურტულებენ,მე მაიგნორებენ
-ასეთიეჭვიანი ვის გავხარ შვილო დედაშენია ეჭვიანი თუ დედაშენი - გიგი თან ნიგოზს ყრიდა ჯამში თან ილიკოს ესაუბრებოდა
-დედაააააააა გესმის რას ამბობს?
-სულ წავიდა ხელიდან ღმერთო ჩემო ასეთი არასერიოზული შვილი მე როგორ უნდა მყავდეს?-სრულიად სერიოზული გამომეტყველებით შეიცხადა და თავადაც ვერ შეიკავა სიცილი სხვები რომ აკისკისდნენ
-მეტი ორგანიზება გვჭირდება , უკვე შუადღეა და ჩვენ სახლიც არ მოგვირთავს. ჩემი გვანციკო რომ იყოს ყველას გამოგაფხიზლებდათ,სად არის ჩემი გოგო?
-შენი გოგო თავის ბიჭთანაა და მოვა 31 დეკემბერს ალბათ
-ილიკო!
-რა? მიშოსთან არ არის? ამათ არ იციან მიშოზე და გვანციკოზე? ჩემი დრო მოსულა...მოკლედ მამაა შენი ორივე გოგონას გულს გტაცებენ და შენ ამ დროს ასე მშვიდად ამტვრევ კაკალს? ღმერთო ჩემოო რა დღეში ხარ გიგიიიიიიიი
-მასხარა შენ გაჩუმდი,ჟღალო მოდი აქ. რაო ვინ მიშოოო ჩემი გვანცას გული ვინ მომპარა, ჩემი გოგო ვინ მოაჯადოვა,, ვინ მოახერხა,ვინ გაბედა
-რომ მოვა ჰკითხე და მოგიყვება...ჩვენ წავედით სახლის მორთვის დროა - ხელი ჩაავლო ილიკოს და ოთახიდან გაათრია
-მოიცა გოგო დავიხრჩო გინდა? გადამცდა ლუკმა
-გვანცა მოგკლავს იცოდე
-ჩემ შეყვარებულზე რო ეჭორავა ხომ კარგი იყო,მერე რომ დამცინოდნენ ორივენი
-მაშინ მეხუთე კლასში იყავი ბიჭო
-მერე მითუმეტეს,რატომ დამცინოდნენ.დაჯდეს ახლა და ისმინოს გიგის ნოტაციები,მერე ღადაობა და ბოლოს არ ვიცი რამეს მოიფიქრებს მამა
სხვენიდან ნაძვის ხე ჩამოიტანა, მოსარტავები,სათამაშოები და შეუდგნენ საქმეს . გიგი მართლაც არ გასულა სამზარუელოდან სანამ ყველაფერი არ მოამზადა იამ. ბოლოს დაქანცულები დასხდნენ ტელევიზორის წინ . ის იყო ლილიას უნდა ჩახუტებოდა მისი მობილური რომ ამღერდა ,ეკრანს რომ დახედა და კონსტანტინეს სახე დაინახა წარბები შეკრა და ისე მიაჩეცა ხელში
-მერამდენედ გირეკავს რა ხდება ლომკა აქ?
-დაახლოებით - გაიცინა და უცებ დაუსხლტა ხელიდან
-ასეთი რა უნდა უთხრა აქ რომ ვერ ეტყვი და ოთხიდან გარბიხარ ...ლილიააა
-მალე მოვალ მაა- უცებ დაუძახა და კარში გაუჩინარდა.
ფანჯარასთან იდგა რომ უპასუხა და თან გაეღიმა
-ქურთუკი ჩაიცვი და ქუდი დაიფარე , კაშნეც არ დაგავიწყდეს თორემ მერე მეც გამყინავ
-აქ ხარ?
-ლილია კაშნე, ქუდი
-ხო ხო ...გავიგეე
-ყინავს ლილიაააააააა
-სად მიფრინავ ასე სწრაფად პეპელა? რა ხდება ამ სახლში მოკლედ რა ბარემ წაიყვანოს სახლში- თვალები აატრიალა და წარბები შეკრა. ლილია სწრაფად გავიდა ეზოში და მანქანასთან მდგომს ჩაეხუტა
-კონსტანტინე...-მკლავები ყელზე შემოხვია და ბიჭის გაყინულ ტუჩებს თავისი ცხელი ბაგეები შეახო - გაყინულხარ
-მგონი გული გამიჩერდა...ასე უცებ კოცნა რა იყო,საერთოდ კოცნაც არ იყო ასე არ შეიძლება- ჩაიცინა და თავად წაეტანა ტუჩებზე
-კონსტანტინეე
-ჩშშ თორე ცუდად გავხდები-ისევ იღიმოდა და კოცნას არ წყვეტდდა ,ლილიას ფაფუკ ტუჩებს ვერ ელეოდა.მონაცვლეობით უკოცნიდა ტუჩებს და აჩქარებას არც აპირებდა
-გეყოფა - ისევ ქალბატონს აუწითლდა ლოყები მკერდზე კრა ხელი და მანქანის კარი გააღო-ჩემი ტუჩები ვერ გაგათბობენ ამ ყინვაში
-მე რატო არ მეკითხები?
- კონსტანტინე დაჯექი ,ან სახლში შემოდი
-სახლში არ მინდა ,იყოს - უცებ მიხურა კარი და საჭესთან დაიკავა ადგილი.მალევე დაძრა და ლილია სულ გადარია
-სად მიდიხარ, ფეხსაცმელიც არ მაცვია ...ნახე როგორ ვარ გამოსული
-გიტაცებ
-უკაცრავად?
-სოფელში ვერ გაგიშვებ,პირველ ახალ წელს შენთან ერთად რომ ვერ შევხვდე ვერ გადავიტან
-კონსტანტინეე
-შუაღამეს მიგიყვან სოფელში, გპირდები
-მეხუმრები ხომ? ასეთი ქცევა და შენ ...მოიცა მართლა?
-ხომ შევთანხმდით რომ მოტაცებისას ცოტას მაინც იკივლებდი ასე აზარტში ვერ შევდივართ ხომ ხედავ
-ასე ნუ იცინი,გონება უარესად მერევა
-მაგ ქურთუკის ქვეშ იმედია რამე თბილი გაცვია...ანდაც კარგი ჩემ ზედას გათხოვებ,ან თბილ პერანგს შენ რომ გიყვარს იმას
-არ მინდა
-რატომ?
-არ მინდა და იმიტომ
-გამებუტე?
-დიახ!
-აღარ შემომხედავ?
-არა!
-გიყვარვარ?
-კი-ისევ იგივე ტონალობით უთხრა და ტუჩები უფრო მოკუმა
-გულს მტკენ ლილია,თუ გიყვარვარ აღარ მოგიტაცებ. არ მჭირდება ქალი რომელსაც ვუყვარვარ
-სულ გაგიჟდი ხომ?
-მე გავგიჟდი , შევიშალე და შენ გიყვარვარ?
-კონსტანტინე
-როგორც იქნა გამომხედე, ახლა ასე იჯექი და მიყურე, დავმშვიდდე და გადავიტანო ის ფაქტი რომ შენ უბრალოდ გიყვარვარ
-რა ცუდი ხარ ხოლმე
-გიყვარვარ?
-არა , გაღმერთებ
-ამდენსაც არ ველოდი,მაგრამ მით უკეთესი ახლა მშვიდად ვიქნები ჩემ შენით შეპყრობილ არსებას დავამშვიდებ - მაჯაზე შემოხვია თითები და მის ხელის ზურგს ტუჩები მიაწება
-კონსტანტინეე- რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ წარმოთქვა მისი სახელი,თავი სავარძელზე ჰქონდა მიყრდნობილი და ისე უყურებდა ბიჭს -მაინც სად მივდივართ?
-იქ სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით...წლის ბოლო დღეს ერთად შევხვდებით .მაპატიე რომ უშენოდ გადავწყვიტე, ვიეგოისტე
-მობილური სახლში დამრჩა ისე სწრაფად გამოვვარდი ...გიგი გადაირევა
-ნუ ღელავ...მე ველაპარაკე
-მოიცა რა? აბა რომ მეკითხებოდა სად მიდიხარო?
-ეგ ისე ,მეტი დამაჯერებლობისთვის
-როგორ დაითანხმე
-ვუთხარი რომ საღამოს დანიშნულების ადგილას იქნებოდი და წლის ბოლო დღეს საუცხოოდ გაატარებდი
-მალე მივალთ?
-იქ თოვლია
-მთაში მივდივართ?
-ტყეში ...
-მაინტრიგებ ?
-ცოტას
-ისევ მიღიმი...ამ ღიმილს როგორ გადაგაჩვიო,რომ გადაგაჩვიო ცუდად გავხდები ასეც ცუდად მხდი, რა გავაკეთო?
-თვითკონტროლს უნდა დავუბრუნდეთ
-ძნელი იქნება
-მაგრამ სასიამოვნო
-მაცდურად ჟღერს
კონსტანტინეს გაეღიმა, ისევ თითებზე ეფერებოდა ლილიას და მანქანას შედარებით სწრაფად მართავდა. გზა თავისუფალი იყო და არც შეფერხებულან.ლილიაზე იმდენად იმოქმედა სითბომ,სალონში გამეფებულმა სურნელმა,მისმა სიახლოვემ რომ სრულიად მოდუნდა რამდენიმე წუთი მშვიდად ეძინა და გონს რომ მოვიდა უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ. კონსტანტინე უყურებდა და ლოყაზე ეფერებოდა ,იმდენად ახლოს იყო რომ მის თვალებში ჩაიძირა
-მოვედით?
-მოვედით-აკოცა და გაუღიმა- დიდი თოვლია,არ გადმოხვიდე კარგი?- გააფრთხილა და შემდეგ გადავიდა . კარი გააღო დაიხარა და წამში აიყვანა ხელში ჟღალი ქალბატონი
-კონსტანტინეეეე დამსვი...
-ნუ ფართხალებ თორემ თოვლში მიმოვფანტავ შენ ჟღალ თმას
-რა გაუგონარი მუქარაა ღმერთო ჩემო
-მე მომმართავ? თუ ზემოთ ღმერთს
-ასეთი თბილი როგორ ხარ...წელი დამწვი მგონი
-ღმერთო რატომ მაგიჟებს? ასეთი სიტყვების თქმა ასე მშვიდი მეამიტური გამომეტყველებით როგორ შეუძლია
-გაჩერდიი რაა...არ შეხვიდე - უცებ წამოიკივლა და კონსტანტინეც ადგილზე გაშეშდა
-რა ..რა ხდება
-ნახეეე ნახე რა ლამაზიაა აქედან საოცარი ხედია - სახლის აივანზე იდგნენ და ლილია იქედან მტელ ხედს უყურებდა- ულამაზესია
-შევიდეთ ჯერ და მერე მთელი ორი დღე გვექნება ამ ხედისთვის
-შენ მგონი ჩემ გარდა სილამაზეს ვეღარ აღიქვამ
-საიდან ამდენი თავმდაბლობა ლილია?
-შენი დამსახურებაა...რა არ არის ასე?
-ღმერთო ბარემ ისიც მითხარი ასე უცებ ეშმაკი როგორ იღვიძებს მასში? ნახე როგორ მიჟუჟუნებს თვალებს შეიძლება ხელიდანაც დამივარდეს
როგორც იქნა სახლის კარი გააღო და ქალბატონი იატაკზე დასვა. ისე უცებ გაიქცა თვალი ძლივს მიადევნა. წამში მოარა ყველა ოთახი და ბოლოს უზარმაზარი მინის კართან გაჩერდა, საძინებლიდან საოცარი ხედი იშლებოდა
-ლილიააა
-საძინებელში ვარ
-ასეც ვიცოდი, ამ ხედის გამო შენც კი პირდაპირ საძინებელში გამოიქეცი
-მეც? და კიდევ ვინ გამოიქცა პირდაპირ საძინებელში?
-არ ვიცი ვინ,მაგრამ ფაქტია რომ შენ აქ ხარ . სხვათაშორის მისაღებში ბუხარია და იქედანაც კარგი ხედია . აქ იყავი, გამათბობელს ჩავრთავ და მეც მოვალ- ქურთუკის ღილები გაუხსნა ,ქუდის მოაშორა და პლედი მოახურა
-სახლში რომ შევდივარ უკვე მგონია რომ გამოჩნდები, ქურთუკს მომაშორებ და თმებს გამისწორებ
-არც ეგაა მოუგვარებელი პრობლემა
-ხო არა? რას მთავაზობ?
-მე? მე ჯერ ჯერობით არაფერს ... მომავალი წლის ბოლოს ვნახოთ
სახლი მალე გათბა და ორივე კომფორტულად მოეწყო. ლილია ოთახში დაფარფატებდა ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯანს თითებს არ უშვებდა და ხედით ტკბებოდა. ბოლოს დივანზე მჯდომ კონსტანტინეს მიუახლოვდა და აკოცა , სწრაფად, ხმაურით და ღიმილით
-უკვე მაბრაზებ, სულ არ ფიქრობ ხომ ჩემზე. ასეთი კოცნა ცუდად მხდის-თქო
-ხო?
-აი ასე უნდა მაკოცო- ხელი წელზე მოხვია მუხლებზე დაისვა, ფინჯანი გამოართვა და თითები თმაში შეუცურა. კიდევ ერთი კოცნა, კიდევ ერთი განსხვავებული ემოცია და ერთი დიდი გრძნობის ტოტი რომელიც ათას სხვა განშტოებას ქმნიდა ...
მეტრეველის თმებში დააცოცებდა თითებს და ზემდოან დაჰყურებდა ბიჭმა ფოტო რომ გადაუღო. მას შემდეგ კიდევ უამრავი ფოტო გადაუღო სანამ ლილიამ არ შეაჩერა
-რა ? აღარ გადავიღო?
-არ გინდა შენი ერთადერთი ბუნებრივი ფოტომოდელი ვიყო? ემოციებით სავსე არა წამიერი შემთხვევით დაფქისირებული გრძნობებით. წლის ბოლო დღეს გავხდები შენი ფოტომოდელი
-არ შემიძლია ... -შეყოვნდა,მაგრამ ლილია ხომ კარგად ხედავდა მის თვალებში აღბეჭდილ სურვილს
-მხოლოდ აქ ,ამ სახლში წლის დასასრულს გახდეს შენი პროფესია სეიამოვნების საშუალება. გახდი ბედნიერი
-მე შენ გხედავ და ესაა ბედნიერება .არ მინდა ჩემ გამო ...
-შენ გამო? მე შენთან ვიყავი ვნახე როგორ უღებდი ფოტოებს ნახევრად შიშველ ულამაზეს გოგონებს ,მათთან მიდიოდი თავად უსწორებდი თმას, კაბას, ერთს წვივზეც კი მოხვიე თითები და ისე დააჯინე როგორც გინდოდა. წარბშეკრული დადიოდი და განკარგულებებს გასცემდი,მაგრამ მაინც მინდოდა მათ ადგილას მე ვყოფილიყავი და მინდა რომ მხოლოდ მე და შენ დავრჩეთ კამერის წინ ამ საოცარ ადგილას
-ასე რომ მელაპარაკები იცი ხომ ყველაფერზე რომ დამითანხმებ
-რა თქმა უნდა ვიცი - ხელები ყელზე მოხვია და სხეულზე აეკრო
-მაცდუნებ ლილია და იცოდე შიშველიც პოზიორობენ ჩემი კამერის წინ ის მოდელები
-ჯერ ჯერობით არა,მომავალი წლის ბოლოს ვნახოთ- ზუსტად იგივე ტონით უთხრა და ყელში აკოცა
-ლილიააა
-აბა? საიდან დავიწყოთ?
-ეზოდან
ლილია და კონსტანტინე საოცარ ფოტოებს ქმნიდნენ, მეხსიერების წარუშლელი კვალის სახით . ეს იყო დრო ,როდესაც მეტრეველი ყველაზე ბედნიერი ფოტოგრაფი გახლდათ..ბოლოს სრულიად ემოციების პიკზე მყოფმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა და სრულიად შეიშალა -თავად გადაინაცვლა ფოტოებზე,ლილია კი კამერით ხელში აძლევდა მითითებებს ,იცინოდა სრულიად თავშეუკავებლად ბოლოს ხარხარებდა კიდეც ეს სიტუაცია იმდენად დიდი სიგიჟე იყო მისთვის,ისეთი ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა ,რომ ვერ გაიგებდა და მხოლოდ სამს რომ ეცოდინებოდა მეტრეველს,ჩიქოვანს და მათ თითებში მოქცეულ კამერას ....
სანამ ლილია კონსტანტინესთან ერთად ატარებდა დროს ჩიქოვანები სოფლისაკენ მიდიოდნენ გვანცასთან ერთად . გიგი ისე გაახარა ქალბატონის დანახვამ გვერდიდან არ იშორებდა, მიშოზე არაფერს ეკითხებოდა და სულ გააგიჟა ილიკო,არადა როგორ ელოდა მათ დიალოგს ლამის პოპკორნი მოიმარაგა დიალოგის მოსმენამდე.
ანა დილიდან გააღვიძა ხმაურმა, თბილად იყო მოკალათებული ლუკას მკლავებში დერეფანში ნანას ხმა რომ გაისმა. საძინებლისკენ მიდიოდა და თან ქმარს მითითებებს აძლევდა, ბოლოს კაცმაც ვეღარ გაუძლო და რაღაც ხმამაღლა უთხრა შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა,მაგრამ ლუკამ დატოვა საწოლი. ძალიან უნდოდა ძილი,თავს ვერ ერეოდა მაგრამ ლუკას გარეშე გაიყინა. საბანში ჩაძვრა და როგორღაც ძილი შეიბრუნა,მაგრამ უკვე ყველა სიტყვა ესმოდა
-ჩემო ბიჭოო ...დილამშვიდობის,როგორ ხართ? ბავშვი როგორაა?
-კარგად ვართ დე,შენ როგორ ხარ? მამას რატო აბრაზებ?
-ვუთხარი წადი ქათმები დააკლევინე მამაშენს ცოდოა კაცი ყველაფერს ისედაც ის აკეთებს-თქო და შემომიღრინა არ იცი რა უჯიშოა?
-არა არ ვიცი...
-ანას სძინავს? გუშინ სავაჭრო ცენტრში რომ ვიყავით საჩუქრების ყიდვა მინდოდა და რაღაც ვუყიდე
-ხო? იმედია რამე საშინელება არ არის
-რა გინდა ლუკა?
-კარგი ასე ნუ მიყურებ...საჩუქარი ახალ წელს უნდა გადასცე ახლა შეინახე
-არ შემიძლია ეს წესები...მაინტერესებს მოეწონება თუ არა . როდის გაიღვიძებს? რა დროა ახლა საერთოდ
-8 საათია
-უი უი ადრე ყოფილა, ჯერ რას გაიღვიძებს . წავედი მე ... დედას მივეხმარები.შენც ჩამოდი ათასი საქმეა რა დროს ძილია
-ჩავიცვამ და ჩამოვალ- ქალი გაუშვა და თავად ოთახში დაბრუნდა, ჩაცმა დაიწყო ბოლოს საწოლზე ჩამოჯდა და საბანში ჩამალულ ცოლს აკოცა - გამოიძინე ,არ იჩქარო ჩამოსვლა .საბანზე შალის პლედიც დააფარა და ფარდები შეასწორა სხივებს რომ არ შეეწუხებინა მძინარე ანიკო.
ნანა მივიდა და ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებდა. დაიწყო სამზარეულოში ფუსფუსი ,დედამთილს ასვენებდა მხოლოდ ხაჭაპურის გაკეთებაში დამეხმარეო უთხრა და საქმეს შეუდგა. აღიარებდა რომ მის მსგავს ხაჭაპურს ვერასდროს აკეთებდა და მაინც წლების განმავლობაში ცდილობდა . ინდაურის მომზადება ლუკას დაავალა და ღუმელში როგორც კი შედეს თავად გადაიბარა. მწვადი, გოჭი და ხორცის დაჭრა ქმარს მიაბარა თავად მხოლოდ წვნიანების გაკეთებას გეგმავდა. ნამცხვრები იყიდა და გამზადებული ედო მაგიდაზე. ანა რომ ჩავიდა ლუკა დივანზე იყო მიწოლილი
-ლუუკ შენ რატო არაფერს აკეთებ?
-აუუ ეგ დედაჩემმა არ გაიგოს...მამაჩემი ჭრის ხორცს მე რა ვქნა?
-ნანა სამზარეულოშია?
-ხო იქაა ...რაღაცებს აკეთებს
-რო შევიდე და ვუთხრა მოგეხმარები-თქო რას მეტყვის შენი მოხმარება რაში მჭირდება არ დავბერებულვარ ჯერო თუ შენ არაფრის კეთება გეცოდინება მომჭრი სტუმრებთან თავსო? -ჩუმად ელაპარაკებოდა წარბშეკრული და ტუჩებგაბუსხული
-არც ერთი და არც მეორე- ნანას ხმა რომ გაიგო ლამის წამსვე დაეწყო მშობიარობა,ლუკამ სიცილი ძლივს შეიკავა და თავი ჩახარა მერე რომ არ დატყდომოდა თავს ქარიშხალი- ძლივს ბავშვი კარგადაა და ახლა სამზარეულოში ტრიალით ვერ გადაგღლი,მაგრამ მაინც მეეჭვება ბევრი რამის კეთება იცოდე
-მე რასაც მიკეთებს ყველაფერი კარგად გამოსდის - უცებ ჩაერთო ლუკა და ცოლს ხელზე აკოცა
-როგორ ხართ ნანა დეიდა? მეგონა გუშინ ჩამოხვიდოდით
-გუშინ ვეღარ მოვახერხე...შენ როგორ ხარ- გაუღიმა და მუცელზე მოეფერა- ჩვენი გოგო როგორ არის? გავიგე ევას არქმევთ
-ხოო ,ევას ლუკას მოსწონს ეს სახელი
-ასე ნუ მიყურებ საერთოდ არ მინდა ნანა ერქვეს ბავშვს...ახლა მოდური სახელი აღარაა. ევა უცხო სახელია და მომწონს მეც ,ჩემი შვილიშვილი ყველაფრით გამორჩეული უნდა იყოს -უცებ მიაყოლა თავი მაღლა ასწია და მერე ლუკას შეუბღვირა- ბუხარი დაანთე კარგად, კეცები დაალაგე და მჭადებს დავაცხობ
-ჯერ ადრე არ არის? საღამომდე გაცივდება
-სადილობას არ აპირებ? ორი ლუკმა პური და ჩაი გეყოფათ დღეს? მაშინ კარგი
-აუუ არაა რა მეყოფა,მშია დეედაა ...აუუ დედაა ღომს არ გააკეთებ?
-რა დროს ღომია ბიჭო ვიწვი ქალი ვერ ხედავ? მამაშენს უთხარი სწრაფად დაჭრას ხორცი თორემ მივაყოლებ იმ ხორცის მანქანაში
-მოვედი ნანა, ტყუილად ნუ მემუქრები
-აჰ მობრძანდი? კიდევ კარგი,შენნაირი ნელი ნეტავ მეორე თუ არის ვინმე - უცებ გამოართვა ხორცით სავსე ორი ჯამი და ქმრის თვალების ბრიალს ყურადღება არ მიაქცია
-ერთხელ იქნება გამაგიჟებს და გავიხსენებ ძველ დროს- ჩაიბურდღუნა და ანას გაუღიმა- როგორ ხარ შვილო?
-კარგად ,თქვენ როგორ ხართ?
-ლუკა ბიჭო გადააჩვიე ეს გოგო ამ თქვენობით საუბარს ვინმეს დაქირავებული რძალი ეგონება
-გადაეჩვევა, ადროვე ჯერ .ბუხარის აგიზგიზებაა საჭირო და შეშას ვერ მოიტან?
-კი როგორ არა მამიი, შეშა მე დავჩეხე ხოდა ახლა კიდე წავალ და აქამდე მოგიტან. ორი ნაბიჯი არ გადადგა ...შენ ბავშვსაც ვერ გააკეთებდი წოლა რო არ ჭირდებდოეს
-ეე მე არ დავჩეხე? რატო მტეხავ საქმიდან მამაჩემო?
სახლი ისე ახმაურდა ყველაფერი გამოცოცხლდა,მაგრამ ანა მაინც კარგად გრძნობდა თავს. ნანა ისე იქცეოდა თავიდან ეშინოდა კიდეც რამე ხომ არ დაემართა ამ ქალსო,ბოლოს რომ დაასკვნა საშიში არაფერი იყო სამზარეულოში შევიდა და მაგიდასთან დაჯდა
-რამე გინდა? ხილი ჩამოვიტანეთ...კივი ხო არ გინდა? ან ფორთოხალი
-არაა ...მოგეხმარებით, მთელი დღეები უქმად ვზივარ, კარგად ვარ და თან სიარული არ სჭირდება დავჯდები და რამეს დავჭრი
-სალათს გააკეთებ? მოხარშულია ყველაფერი მაგათ დაჭრას დრო უნდა...მერე ეს ხორცისთვის მწვანილიც მიაყოლე და მეტი არაფერი მინდა. ხახვს მე დავჭრი ,წყალში ჩავალაგე უკვე -უცებ გადახედა ყველაფერს და იქვე დაუწყო ანას თავისი ბოსტნეული.
ლუკამ ბუხარში კეცები დააწყო და შემდეგ შევიდა სამზარეულოში
-ნანიკოო კეცები ცხელდება, ცომი მზადაა?
-შენ ხო არ დააჯენ
-მეღადავები დე? ვაა ცოლო რას აკეთებ?- სტაფილო ააცალა და ყბისკენ გააქანა-ამ სუნებზე გული არ გერევა?
-ნწ ... მომწონს , ხორცის სუნია და რაღაც მომინდა,რო მოიხარშება უნდა შევჭამო
-ღმერთო ახალ წელს სასწაულები ხდება...გოზინაყი როდის იქნება? აუუ დეე არ გინდა ანას ასწავლო? წინა წელს რომ გამასინჯა თავისი გაკეთებული კბილები იქ დავტოვე
-რააა? საზიზღარო მაგას როგორ ამბობ ერთი თეფში გოზინაყი შეჭამე ძლივს მოგაშორე- უცებ გაბრაზდა ანა და ნანას არ მორიდებია ისე წამოარტყა ხელი
-მაინტერესებდა ერთი მაინც თუ იყო,კარგი მაგრამ შენც არ მომიკვდე არცერთი იყო გემრიელი
-მატყუარა...ძაანაც გემრიელი იყო,შენ მასე იძახი ყველაფერზე რომ გამაბრაზო და მერე ყველაფერს შთანთქავ
-მე? პროსტა ვის ეუბნება მე და ჭამა? ძლივს ორ ლუკმას ძალით შემომაჩეჩებენ
-მასხარა ...არ მომეკარო საერთოდ
-კაი რაა ანიკოო შენნაირი მზარეული მეორე არ დადის ...ანიკოო -უცებ მიუჩოჩდა და კოცნა დააპირა თვალები რომ დაუბრიალა გოგომ-აუუჰ მგონი დამ*ნძ*ა
-რა სიტყვებია?- ორივემ ერთად დაუძახა და აქამდე ჩუმად მყოფი ნანაც თავს დააცხრა- ამდენ ლაპარაკს გირჩევნია გახვიდე, პატარა სამზარეულოა შენი ადგილი აღარაა
-რატო მეჩხუბები დე?
-ამ თვალების ციმციმი რომ არ იცოდე რა გეშველებოდა?
-მამას თვალები მაქვს...ამით არ მოგხიბლა?
-მამაშენი და მამაშენის თვალები არ დაიკარგ...- სიტყვა არ დაასრულა კაცი რომ გამოჩნდა კარში და უცებ მოკუმა ტუჩები
-რაო რაოო რაა არ დაიკარგოსო?
-არაფერი,რას ვამბობდი იმას ვამბობდი რომ...ასე რატომ მიყურებ
-როგორ გიყურებ
-თვალებს ნუ მიბრიალებ და საერთოდ ჩიქოვანები გაეცალეთ აქაურობას
-ინდაურის შესამოწმებლად მოვედი- ცოლს წარბშეკრულმა გახედა და ღუმელის კარი გახსნა-ხუთ წუთში მზად იქნება და გამოიღე ,არ დაანახშირო შარშან რომ ქენი ისე
-ჯერ ეს ერთი დაბრაწული იყო და არა დანახშირებული
-ხო როგორ არა
-მამა წავედით თორემ ნანა აგვაფეთქებს ორივეს - კაცი გაიყვანა და კარი მიხურა
-იდიოტი...დანახშირებული ტვინი გაქვს შენ- ისე ჩაილაპარაკა ანამ სიცილი ვერ შეიკავა- შენ რა გაცინებს,შენი ქმარი ჭკვიანი გგონია? ორივე ერთნაირები არიან, ღმერთმა მეტი შვილი არ მომცა თორემ ერთი მაინც უნდა დამმსგავსებოდა ,გოგო მინდოდა სულ
-მეორე რატომ არ გააჩინეთ?
-არ ვიცი...მეგონა რომ საკმარისი შესაძლებლობა არ გვქონდა ბევრი შვილის აღსაზრდელად და გადავწყვიტე ლუკასთვის დამეთმო მთელი დრო,ენერგია და ყველა რესურსი... ეგ ოხრახუში ძალიან წვრილად დაჭერი ხო?
-ნიორიც დავარჩიო თუ თქვენ მიხედავთ...სუნი ცუდად მოქმედებს და
-ნიორი გამზადებული მაქვს უკვე...გავატარე და ხორცის გვერდით მიდევს . მალე იაკო მოვა და საცივს ის გააკეთებს ... სხვა არც არაფერი დარჩა -მაგიდასთან ჩამოჯდა და ანას თვალი გაუსწორა
-არ მოგშივდა?
-მჭადს და ყველს მეც შევჭამ...ბებო ხაჭაპურს როდის დააცხობს?
-მე რომ გავალ და ავალაგებთ ყველაფერს მერე დაიწყებს...კეცზე გამოგიცხო? ფეხმძიმედ რომ ვიყავი მაშინ დამიცხო პირველად და ლუკა გიჟდება დღემდე ამ ხაჭაპურზე
-დედაააააააააა დაიწვა კეცები მოხვალ თუ არა ...
-მოვდივარ ..რას ავიჩემე ეს კეცზე მჭადი უნდა დვაიწვა თავი .დამეცხო ტაფაზე - ბუზღუნით ჩაილაპარაკა და სამზარეულოდან გავიდა
ყველანი მისაღებში იყვნენ მანქანის ხმა რომ გაისმა და სახლში ილიკო შევარდა.
-ესეც ასეეეეე მე აქ ვარ .ბებიკოოოოოო ხაჭაპური დააცხვე უკვე?-უცებ აკოცა ქალს და ყურებამდე გაეკრიჭა-ბაბუ მწვადი მალე იქნება? მშიაააააა ხალხოოო იმათ ისე წამომიყვანეს არაფერი მაჭამეს. ჩემი ღიპუცა ანუშკები სად არისო სადაო?
-ქარიშხალივით სემოვარდნას როდის უნდა გადაეჩვიო ბიცო ?
-ვაა ბიცოოო როგორ ხარ? აუ ბიცო შენ მაინც მაჭამე თორე დედაჩემი მაშიმშილებს- ნანას მოეხვია და ლოყაზე ხმაურით აკოცა
-რა გეშველებათ ამ ჩიქოვანებს არ ვიცი რა აი არ ვიცი
-ლილია სად არის გვანციკო?- ყველანი რომ შელაგდნენ მაშინ მოიკითხეს ლილია . გიგიმ თვალები აატრიალა და ერთი ამოიხვნეშა
-საქმე აქვს...საღამოს მოვა
-რა საქმე აქვს ასეთი ?
-კონსტანტინესთანაა- ჩუმად უთხრა ანას და გაიცინა
-შენ რატო არ ხარ შენს ბიჭთან?
-მერე აქ ვინ იქნებოდა? აბაა რაში დაგეხმაროთ?
-არაფერში გენაცვალე...სადილი მზადა.სუფრა გავშალოთ და დავსხდეთ
ყველანი ერთად იყვნენ, ამჯერად ოჯახის ახალი წევრიც ხვდებოდა მათთან ერთად ახალ წელს,რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იყო. გვანცა ანიკოს გვერდით იჯდა და მთელი საღამო ბავშვზე ელაპარაკებოდა.
ლილია უკვე გზაში იყო და ბოლო წუთებით ტკბებოდა, იმ წელს მეტჯერ ვეღარ შეხვდებოდა ფოტოგრაფს
-აღიარე რომ ნიჭიერი ვარ
-არაფერიც, ეს უბრალოდ მე ვარ სიმპათიური და ჩემი კამერა შესანიშნავი
-არასდროს დავივიწყებ შენ სახეს, ასე ძალიან გეშინოდა კამერისთვის არაფერი დამეშავებინა?
-უბრალოდ უცხო იყო ჩემი კამერა ჩემგან შორს
-მე ხომ ერთადერთი გამონაკლისი ვარ - გაიღიმა და ლოყაზე აკოცა- ხომ ასეა?
-ჰმ, რა კმაყოფილი ხარ
-დიახაც- თავი მაღლა ასწია და გაიცინა- დარჩენას შემოგთავაზებდი,მაგრამ დარწმუნებული ვარ ამდენი წლის შემდეგ გინდა მთელ ოჯახთან ერთად შეხვდე ახალ წელს
-იმედია მომავალ წელს შენც ჩემ გვერდით იქნები
-არ ვიცი,ვნახოთ თუ ჭკვიანად მოიქცევი დავფიქრდები
-როგორ გაცუღლუტდდი ,არადა როგორი მშვიდი და საყვარელი იყავი
-მე სულ ასეთი ვიყავი ... გვანცა მწერს დარწმუნებული ვარ რაღაც საოცრად უხამსს მომწერს- ჩუმად ჩაილაპარაკა და წინასწარ გაუწითლდა ლოყები.არც შემცდარა „ჟღალუნა იმედია ერთმანეთით ტკბობას არ შეჰყევით ,მოსწყდით ერთურთს და მოდიხარ სოფელში თორემ ვატყობ გიგი მალე იფეთქებს“ „ჟღალუნაა იმედია ისევე უმწიკლო ბრუნდები როგორიც წაგიყვანა ხო? „ -არანორმალური
-რას გწერს ასეთს
-არაფერი ისეთი რაც აქამდე არ უთქვამს...აი მარჯვნივ პირველივე ჩიხში შეუხვიე-ხელით ანიშნა და კონსტანტინეს მობილური უკან დააბრუნა. მერე გაახსენდა რომ შეტყობინებები არ წაუშლია,მაგრამ ბატონმა უკან აღარ დაუბრუნა- კონსტანტინეეე
-ჰოო
-დამიბრუნე ერთ წუთს, რაღაც უნდა მივწერო
-ნწ
-კონსტანტინე დამიბრუნე
-რომ მორბოდი წამოგეღო მობილურიც, გაიგონებ ჩემ ხმას და ჭკუას კარგავ
-კარგი რაა
-აი გიგის მანქანას ვხედავ ეს სახლია?
-ხოო ეს არის ...სად მიდიხარ
-მივულოცავ დამდეგს და მერე დაგემშიდობები,თანაც ხომ უნდა აღინიშნოს რომ პირობა შევასრულე
-თქვენ და თქვენი პირობები ,ზოგჯერ მაგიჟებენ...რას აკეთებ გაგიჟდება ბაბუ ასე რომ დაგვინახოს .გიგის კი არ ჰგავს - კონსტანტინე რომ დაიხარა და მისი ხელში აყვანა დააპირა უცებ აფართხალდა
-ხო ,მართალია თანაც ეზოში დიდი თოვლი არ არის...მაშინ შესვლამდე უნდა მოვასწრო- უცებ „ჩაფიქრდა“ და ასე ჩაფიქრებული დაეწაფა ლილიას ტუჩებს . გოგოს წინააღმდეგობა არ გაუწევია-ახლა შეგვიძლია შევიდეთ
-სულ ეს იყო?
-ლილიაა ასე ნუ მექცევი - ამოისუნთქა და ისევ აკოცა ,ტუჩებიდან ლოყაზე გადავიდა შემდეგ კი მოშორდა და ხელი ჩაკიდა ,რამდენჯერმე აკოცა თითებზე და ქვემოდან ახედა-ხვალ ხომ დაბრუნდები?
-დავბრუნდები - ლოყაზე მოეფერა და ამჯერად თავად აკოცა თვალთან ახლოს-წავიდეთ , არ მინდა ღამით იარო
ეზოში წყვილი რომ შენიშნეს გიგი პირველი გავიდა. ყველაფრის მიუხედავად საერთოდ არ დაფრინავდა სიხარულით როდესაც ლილია მის გვერდით არ იყო. კონსტანტინემ ხელი გაუწოდა და მანაც თავისი მარჯვენა შეაგება
-დამდეგს გილოცავთ
-მეც გილოცავ...დაე მშვიდობიანი წელი იყოს. შემოხვალ ცოტა ხნით?-ხელით ანიშნა სახლისკენ და ისიც შეჰყვა. უბრალოდ არ სურდა იქედან ისე წამოსულიყო ლილიას ბებია და ბაბუა რომ არ გაეცნო. მოხუცებმა უცხო ბიჭი რომ დაინახეს იფიქრეს უთუოდ გაგვითხოვდა ჩვენი გოგო და აქამდე გვიმალავდნენო. შემდეგ დამშვიდდნენ და თბილად მიიღეს ბიჭი. ნანა და ირაკლი ისედაც იცნობდნენ,უბრალოდ გაუკვირდათ მისი ლილიას გვერდით ხილვა. თხოვნის მიუხედავად არ დარჩა,დამდეგი მიულოცა ოჯახს და შემდეგ ლილიასთან ერთად დატოვა სახლი
-არაა საჭირო გაცილება ლილია, ნუ ღელავ ხომ იცი სწრაფად არ ვივლი - თითები თმაში შეუცურა და თან ლოყაზე მოეფერა -შემომხედე
-რომ მიხვალ სახლში დამირეკე ხო? ან მომწერე ... დარეკვა სჯობს,ხმას რომ გავიგებ აღარ ვინერვიულებ
-ასე რომ ნერვიულობ აღარ მომწონს ხომ იცი? ასე რომ მიყურებ გაშვება მიძნელდება რა გავაკეთო აღარ ვიცი - შუბლზე მიაწება ტუჩები და გულში ჩაიკრა- ყოველ ჯერზე უფრო მიჭირს შენი დატოვება და წასვლა
-მალე შევხვდებით - როგორც ყოველთვის თავად არ გამოამჟღავნა ზედმეტი ემოიცია, უფრო არ ააღელვა ბიჭი. ყელში აკოცა და ცოტა ხანი მის მკლავებში მოქცეულმა დაჰყო . შემდეგ ერთბაშად მოშორდა მეტრეველის სხეული და ისე წავიდა რომ უკან აღარ მოუხედავს. თავად არ აშორებდა თვალს ,ბოლოს მანქანაში ჩაჯდობისას გაუსწორა მზერა და ისე გაუღიმა როგორც სჩვეოდა .
უკან დაბრუნდა, იქ სადაც მთელი ოჯახი ელოდა. იქ სადაც გვანცაც იყო და მაინც კვლავ გრძნობდა დანაკლისს, ისევ ვერ იყო სრულყოფილი ნაწილი აკლდა , სითბო რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა და მეტრეველის კვალიც აღარ იყო. ფოტოს უყურებდა და თან საათს ამოწმებდა. არ უნდოდა მგზავრობის დროს საუბარი,ამიტომ არ ურეკავდა და მის ზარს ელოდა. ოჯახისწევრებმა კითხვებით აავსეს, ბებო და ბაბუ არც ისეთი კმაყოფილები ჩანდნენ შვილიშვილის ქცევით,მაგრამ ბიჭს ვერაფერს უწუნებდნენ .
გვანცამ საახალწლო სიმღერა რომ დაიწყო ყველასთან თავიდან მივიდა ბედნიერება.სიცილის ხმა ისმოდა მთელ სახლში, მილოცვები, ჭიქების ჟღარურნი და მაინც გვანცა საათს არ აშორებდა თვალს. გაახსენდა როგორ წამოვიდა მიშოსგან, როგორ უბრალოდ აიღო ჩანთა,აკოცა ახალგაღვიძებულ სალიოს და ისე აქცია ზურგი ბიჭს თითქოს რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდებოდა. თავიდანვე იცოდა რასაც გააკეთებდა,მაგრამ უკვე ნანობდა რომ ასეთი რამ ჩაიფიქრა. თითქოს ისევ გრძნობდა მიშოს სევდიან მზერას და ჩაესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა.
ლილიამ ახალი წლის პირველივე წამებზე გაიგო კონსტანტინეს ხმა და ღიმილმა გაუპო ბაგე. უკვე იცოდა რომ სახლში იყო და მილოცვა მის ოჯახისწევრებსაც გადასცა. რამდენიმე წიტყვა მოისმინა და მაინც ესეც საკმარისი იყო მშვიდი ძილისთვის.
ახალ წელს ჩიქოვანებთან შეხვდა, ისევ ისე როგორც ადრე. რამდენიმე ჭიქა წითელი ღვინოც დააგემოვნა და მაშინ როცა ყველა დასაძინებლად მიდიოდა გვანცა წასასვლელად მოემზადა.
-მეტი არ მინდა იმ ბიჭმა რამე მიქაროს და არ დაგაფასოს , მოვკლავ- ილიკომ ჩაილაპარაკა და გვანცას ლოყები დაუკოცნა- რომ ჩახვალ მომწერე იცოდე ალქაჯო
-როგორ მიყვარხარ ბავშვო!- ლოყები დაუწელა და მერე დაუკოცნა- მოგწერ მამიკო,მოგწერ. გიგისთან რომ ჩამიშვი მაგას არ გაპატიებ იცოდე, რომ დავბრუნდები გაგისწორდები!- გასვლამდე დაემუქრა და მერე ჟღალს მოეხვია- ჟღალუნააა შენც გადამირჩი, რომ შევხვდებით ოთახში გამოგკეტავ და უკვე ახალ წელს მოვისმენ წინა წლის შენს ცოდვებს - თვალების ჟუჟუნით უყურებდა და ტუჩებს იკვნეტდდა- რა ტკბილი გახდი ფისო ატყობ? ჩემი ჟღალი კნუტიი .წავედი ...იმ გალეშილს ხვალ ჩემ მაგივრად ვინ შეუვარდება ოთახში და დაასხამს წყალს? თუ ანიკოს პონტში ვაპატიოთ ეს წელი? - უცებ გაახსენდა ლუკა ,მაგრამ შვილმა იხსნა ბატონი ჩიქოვანი.მერე კი ნამდვილად დატოვა სახლი და წავიდა იქ სადაც ყველაზე მეტად უყვარდა .
გზაში საკუთარ თავზე ეცინებოდა,უკვე მერამდენედ აკეთებდ აიგივეს,მერამდენედ ბრუნდებოდა და მაინც არ ნანობდა.ყველაფრის მიუხედავად, სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა საკუთარ თავთან,მაგრამ არ ფიქრობდა,არ ბრაზობდა,პირიქით კმაყოფილი იყო რომ არსებობდა ადამიანი ვინც ყველა მის პრინციპს არღვევდა, ყველას და ყველაფერს აქრობდა ირგვლივ და მხოლოდ თავად რჩებოდა .
სახლის წინ იდგა რომელიც სალიოსთან და მიშოსთან ერთად თავად გაალამაზა. კიდევ ჩაესმოდა სალიოს კისკისის ხმა მიშოს მხრებზე რომ იჯდა და სათამაშოებს ამაგრებდა ხეზე. ისევ იგრძნო ჩარკვიანის დაძარღვული მკლავები წელზე და ამოუსუნთქავად გაიარა მანძილი სახლამდე. ნაცნობი სახლის, შინაური სურნელი რომ იგრძნო შემდეგ შეისუნთქა ღრმად და თვალები დახუჭა. ნათურები ანათებდა ოთახს, კიბესაც მიუყვებოდნენ სხვადასხვა ფერად განათებული ციმციმა ნათურები,მაგრმა ყველაზე მეტად ჩარკვიანის თვალები ანათებდნენ. კარის წინ სავარძელში რომ იჯდა ჭიქით ხელში და გვანცას ღიმილით უყურებდა, აი იმ კმაყოფილი ღიმილით ასე ძალიან რომ უხდებოდა და მხოლოდ მისი რომ იყო
-ახალ წელს გილოცავ გვანციკო - ჭიქა მაღლა ასწია და გოგონასკენ დაიძრა
-შენ როგორ...
-მეგონა აღარ მოხვიდოდი,დაგაგვიანდა კიდეც- წელზე წაავლო ხელი და ისე დააცხრა ტუჩებზე გვანცამ გონს მოსვლაც კი ვერ მოახერხა.ისე კოცნიდა როგორც არასდროს,თითქოს მთლიანად უნდოდა მოეცვა მთელი მისი არსება . ტუჩებს რომ შეშვა მთელი სახე დაუკოცნა თან თითებით თმაზე ეფერებოდა და იღიმოდა-რა მეშველებოდა რომ არ არებობდე,კიდევ რამდენ წელს გავუძლებდი შენ გარეშე
-მიშოო...-ხელისგულზე აკოცა და შემდეგ თავი ააწევინა.ამღვრეულ თვალებში უყურებდა და უღიმოდა
-მთვრალი ვარ, ისარგებლებ ჩემი სიმთვრალით?
-შეფ-მზარეულმა ახალ წელს არაფერი მოამზადა?
-მოვიწყინე და მთელი მაცივარი გავავსე...შენ ყველაფერი რომ გასინჯო გასუქდები - იღიმოდა და ყელს უკოცნიდა,ქურთუკი მოაშორა და ისე დაკიდა არც გაუხედავს- სამზარუელო თუ საძინებელი
-რამე ტკბილი მინდა
-ანუ საძინებელი
-ანუ სამზარეულო და მერე სუპერ დესერტად შენ დაგაყოლებ- უცებ მოშორდა ხელი ჩაკიდა და თან წაიყვანა.
-შენც ნასვამი ხარ ხო?
-აჰაამ,მე და გიგიმ ვახტანგურები დავლიეთ. ბაბუს მაგარი ღვინო აქვს...თუ ჭკვიანად მოიქცევი გაგასინჯებ და ჩემ გიგისაც გაგაცნობ, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭი უნდ აიყო ეგ რომ დაიმსახურო-ტიტინებდა და თან ტორტის დიდ ნაჭერს ჭრიდა- მმ გემრიელად გამოიყურება...ნამდვილად საოცრებებს ახდენენ შენი ხელები, შენი თითები თავად ქმნიან შედევრებს .ახალ წელს გილოცავ ჩარკვიანო- ჭიქები შეავსო და რამდენიმე ყლუპიც დააგემოვნა
-ახალ წელს გილოცავ ჩემო არანორმალურო...მინდა უკანასკნელ ახალ წელსაც შენთან ერთად შევხვდე
-ზედმეტად გამირომანტიკოსდდი ,მონატრების ბრალია?
-რა უგულო ქალი გამომიგზავნე ღმერთო
-თავხედი ნუუ,გული წამართვა და ახლა იძახის უგულოო - უცებ შეიცხადა და საყელოში წვდა-რაო რას მეუბნებოდი ტკბილზე რას დავაყოლებო?
-მე? მე თუ შენ
-არ მახსოვს,მგონი შენ
-შეიძლება მე ,შეიძლება შენ -ხელში აიყვანა და ისევ აკოცა
-ახალი წლის ჯადოსნური ღამეო რომ ამბობენ რა ჯადოსნობა ხდება?- ფეხებს ათამაშებდა,თავი უკან ჰქონდა გადაწეული და მიშოს ყელზე გამობერილ ძარღვებზე დაატარებდა თითებს
-სიტყვებით ვერ გადმოვცემ,ნიჭი არ მაქვს
-უიი ვერა ? აბა როგორ მოვიქცეთ მიშიკო?
-შემიძლია გაჩვენო ხ
-მოიცა შენ რა ჯადოქარი ხარ? ჯოხიც გაქვს? ოოო ღმერთოოო ჩემოო აქმდე როგორ ვერ მივხვდი
-გაჩუმების დროა ... ჯადოქრობას ვიწყებ- საწოლზე დააწვინა და გახდა დაიწყო
არ ვიცი რამდენად ჰქონდათ საქმე ჯადოქრობასთან,მაგრამ ახალი წლის პირველი საათები ნამდვილად საოცრად გაატარეს.მიშოს ისევ მშვიდად ეძინა, ემოციებისგან გადაღლილს საყვარელი ქალის მხარზე ედო თავი და მკლავებს სხეულიდან არ აშორებდა. შეპყრობილსაც კი ჰგავდა ......



იმედია მოგეწონებათ
ველი თქვენს შეფასებებს
მომენატრეთ
heart_eyes



№1  offline მოდერი Mathew

ისევ იგივე გრძნოები ^^
ისევ ჩემი შეპყრობილები ^^
როგორ მიყვარს ^^
ყველა მათგანზე ვაბოდებ ^^
მიხარია როცა ახალ თავს ვკითხულობ ^^
ყველაფერი მიხარია რაც ამათ უკავშირდება ^^
ანიკოც და ლუკაც,გვანცაცოც და მიშოც,ჟღალიც და ფოტოგრაფიც ^^ ყველაზე ვებდოებ და მე მათი ვარ შეპყრობილი ^^

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

Girl with pretty smile
ისევ იგივე გრძნოები ^^
ისევ ჩემი შეპყრობილები ^^
როგორ მიყვარს ^^
ყველა მათგანზე ვაბოდებ ^^
მიხარია როცა ახალ თავს ვკითხულობ ^^
ყველაფერი მიხარია რაც ამათ უკავშირდება ^^
ანიკოც და ლუკაც,გვანცაცოც და მიშოც,ჟღალიც და ფოტოგრაფიც ^^ ყველაზე ვებდოებ და მე მათი ვარ შეპყრობილი ^^

ძალიან დიდი მადლობა რო სულ ჩემთან ხარ არ გეზარება ემოციის გამჟღავნება ვიცი ბევრჯერ გითხრაი მაგრამ ამ ისტორიაზე მართლა მაკლია შეფასებები და შენ სულ რომ მიზიარებ აზრს მიხარია
შეპყრობილები მალე ფინალისკენ გადაინაცვლებენ kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

 


№3  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, ვგიჟდები მე შენზე და ჩემი გვანციკოსა და მიშიკოს წყვილზე! heart_eyes ძალიან, ძალიან კარგი იყო! kissing_heart მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს heart_eyes

 


№4  offline წევრი Indigo

რამდენჯერ გითხრა მონატრება ისეთი უნდა, მე რომ ვგრძნობ-მეთქი?
ძაან მომენატრე, მარიამო. ძაან, ძაან...
შენი (შენი-მეთქი ისე, ზრდილობის ამბავში ვამბობ თორე დიდი ხანია უკვე ჩემები არიან) ჟღალი და ფოტოგრაფი მაგიჟებენ.
ჩვეულებრივი შეპყრობილი ვარ მათით.
როგორ მიყვარს კონსტანტინეს რო ამუნჯებს ხოლმე ლილია...
რა საყვარლად "მოიტაცა"... ისიც გაბუშტული რო იჯდა...
აუუუ, მაგიჟებენ ესენი მე!
შეპყრობილის მზერით რო უყურებენ ერთმანეთს, აქ უკვე მეკეტება-ხოლმე...

ლუკაჩო და ანაც ძაან საყვარლები არიან.
ნანას გამოჩენაზე ლუკასგან განსხვავებით მე ნამდვილად ვერ შევიკავე სიცილი და ჩვეულებრივად გადავბჟირდი ანას სახეზე :დდ
მერე რძალ-დედამთილი როგორ ერთნაირად ეჩხუბებოდა ქმრებს...
ნანა ძაან მომეწონა ესეთ ამპლუაში, რაღაცნაირად საყვარელია.

აი ჩემი გვანცუნა და მიშო მართლა პიკი იყო უკვე.
ის როგორ გაშპა ეგრევე მიშოსთან და ესეც როგორ ელოდებოდა...
ძაან მიყვარს მე ეს ორი, აი სიგიჟემდე და საერთოდ არ მეყო ესეთი პატაარა სცენა.

გელი იცოდე, მოგელი შენს შეპყრობილებთან ერთად!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ვაიმეე, ვგიჟდები მე შენზე და ჩემი გვანციკოსა და მიშიკოს წყვილზე! heart_eyes ძალიან, ძალიან კარგი იყო! kissing_heart მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს heart_eyes

ვაიმე მადლობა <3 heart_eyes heart_eyes მიხარია რომ მოგწონს
თუ არ ვცდები "მოურჯულებელი" შენი ისტორიაა
დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს რამე მსუბუქი და სახალისო მინდოდა და წავიკითხე მომეწონა ძალიან და მიხარია ჩემი მკითხველი რომ აღმოჩნდი

Indigo
რამდენჯერ გითხრა მონატრება ისეთი უნდა, მე რომ ვგრძნობ-მეთქი?
ძაან მომენატრე, მარიამო. ძაან, ძაან...
შენი (შენი-მეთქი ისე, ზრდილობის ამბავში ვამბობ თორე დიდი ხანია უკვე ჩემები არიან) ჟღალი და ფოტოგრაფი მაგიჟებენ.
ჩვეულებრივი შეპყრობილი ვარ მათით.
როგორ მიყვარს კონსტანტინეს რო ამუნჯებს ხოლმე ლილია...
რა საყვარლად "მოიტაცა"... ისიც გაბუშტული რო იჯდა...
აუუუ, მაგიჟებენ ესენი მე!
შეპყრობილის მზერით რო უყურებენ ერთმანეთს, აქ უკვე მეკეტება-ხოლმე...

ლუკაჩო და ანაც ძაან საყვარლები არიან.
ნანას გამოჩენაზე ლუკასგან განსხვავებით მე ნამდვილად ვერ შევიკავე სიცილი და ჩვეულებრივად გადავბჟირდი ანას სახეზე :დდ
მერე რძალ-დედამთილი როგორ ერთნაირად ეჩხუბებოდა ქმრებს...
ნანა ძაან მომეწონა ესეთ ამპლუაში, რაღაცნაირად საყვარელია.

აი ჩემი გვანცუნა და მიშო მართლა პიკი იყო უკვე.
ის როგორ გაშპა ეგრევე მიშოსთან და ესეც როგორ ელოდებოდა...
ძაან მიყვარს მე ეს ორი, აი სიგიჟემდე და საერთოდ არ მეყო ესეთი პატაარა სცენა.

გელი იცოდე, მოგელი შენს შეპყრობილებთან ერთად!


ჩემი გოგოოო მეც მომენატრეთ მაგრამ რა ვქნა ვერ ვწერდი არ ვიყავი სახლში

მიყვარს მე შენ კომენტარს რო ვხედავ და ვკითხულობ

მალე დავასრულებ მე ამათ ამბავს თორემ ემოციისგან მალე ავფექტქდები
გამოვიფიტე აღარ შემიძლია
heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი Indigo

როგორ მიყვარს თან რო წუწუნებ და თან ბოლოს მაინც ჩვენ გვიბრუნდები laughing heart_eyes heart_eyes
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

Indigo
როგორ მიყვარს თან რო წუწუნებ და თან ბოლოს მაინც ჩვენ გვიბრუნდები laughing heart_eyes heart_eyes

kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№8  offline წევრი დარინა

ძალიან ძალიან ტკბილი და გემრიელი თავი იყო, როგორც ყოველთვოს ჩემი კოსტა და ლილია მოწოდების სიმაღლეზრ იყვნენ, ისეთი ტკბილები იყვნენ დღეს ჩემი ავადმყოფობაც კი დამავიწყეს, საოცრი გოგო ხარ მარიამ ემოციებს ზღვაში მითრევ ყოველ ახლ თავში. ლიდევ მინდა ჟღალის და კოსტასნაირი ბევრი ბევრი წყვილებიიი.

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
ძალიან ძალიან ტკბილი და გემრიელი თავი იყო, როგორც ყოველთვოს ჩემი კოსტა და ლილია მოწოდების სიმაღლეზრ იყვნენ, ისეთი ტკბილები იყვნენ დღეს ჩემი ავადმყოფობაც კი დამავიწყეს, საოცრი გოგო ხარ მარიამ ემოციებს ზღვაში მითრევ ყოველ ახლ თავში. ლიდევ მინდა ჟღალის და კოსტასნაირი ბევრი ბევრი წყვილებიიი.

მადლოაა ჩემო კარგოო
მიხარია რომ მოგეწონა
ძალიან ძალიან დიდი მადლობა
heart_eyes heart_eyes
ჟღალი და კოსტასნაირი კიდევ არ ვიცი ალბათ ეს ერთადერთი მეყოლება
heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

 


№10  offline წევრი Mrs grey

მე გიგი მიყვარს და რა ვქნა ?? ❤️ ეს ამხელა აცანცარებული კაცი, რა საყვარელი ოჯახი გამოგივიდა მარ ❤️ ჩემო კუპიდონო რაო აბაა რა გითხრა იმის გარდა, რომ საოცრებებს ქმნი მაგ თითებით ?? კარგი თავი იყო, სითბოთი და სიყვარულით სავსე, ნანას ნაბიჯი ანას მიმართ მომეწონა ❤️ მეტრეველზე ვგიჟდები არაამქვეყნიური ❤️ და ბოლოს მიშო, ჩემი ღმერთკაცი როგორი ეშმაკუნაა ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი თამო

სიტყვები არ მყოფნის.ეხლაც კი ემოციებში ვარ.საოცრება ხარ შენ მარიამ შენი შეპყრობილებით.აი ძალიან მომწონს ძალიან.ლილიას უსაყვარლესი მშობლები რა საყვარელი დიალოგები ქონდათ ეს ეჭვიანობა ხომ საერთოდ.ლილია და კოსტა ხომ საერთოდ ცალკე განზომილება.მიშო და გვანცა თავისი სიგიჟეებით.მიყვარხარ მარიამ.ველოდები შემდეგ თავს

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

Mrs grey
მე გიგი მიყვარს და რა ვქნა ?? ❤️ ეს ამხელა აცანცარებული კაცი, რა საყვარელი ოჯახი გამოგივიდა მარ ❤️ ჩემო კუპიდონო რაო აბაა რა გითხრა იმის გარდა, რომ საოცრებებს ქმნი მაგ თითებით ?? კარგი თავი იყო, სითბოთი და სიყვარულით სავსე, ნანას ნაბიჯი ანას მიმართ მომეწონა ❤️ მეტრეველზე ვგიჟდები არაამქვეყნიური ❤️ და ბოლოს მიშო, ჩემი ღმერთკაცი როგორი ეშმაკუნაა ❤️

ვაიმე მეც ძალიან მიყვარს გიგი და რომ აღნიშნე ძალიან გამიხარდა smile laughing
ნანას ცვლილებაც რომ შეამჩნიე ესეც მომეწონა ველოდი ამის აღნიშვნას და მიხარია
heart_eyes აუ რამდენი რამე მიხარია ეე რა კაია
მადლობა შენ heart_eyes heart_eyes

სტუმარი თამო
სიტყვები არ მყოფნის.ეხლაც კი ემოციებში ვარ.საოცრება ხარ შენ მარიამ შენი შეპყრობილებით.აი ძალიან მომწონს ძალიან.ლილიას უსაყვარლესი მშობლები რა საყვარელი დიალოგები ქონდათ ეს ეჭვიანობა ხომ საერთოდ.ლილია და კოსტა ხომ საერთოდ ცალკე განზომილება.მიშო და გვანცა თავისი სიგიჟეებით.მიყვარხარ მარიამ.ველოდები შემდეგ თავს

ვაიმეეე დიდი მადლობა ჩემო კარგოო smile heart_eyes heart_eyes kissing_heart
ეჭვიანობაზე მეც ძაან ვიხალისე და მიხარია რო მოგეწონათ ეს მომენტი smile
kissing_heart kissing_heart

 


№13 სტუმარი Qeti qimucadze

Isev gavtbi, gavbednierdiii, am istorias rom vkitxulob, vxvdebi rom ufro mimtevebeli da ketili vxdebi, miyvarxar meshen mariam

 


№14  offline წევრი tatiko.1995

mariam saocreba iyo emociuri tbili gultan axlos ro mivida iseti mabednieb mariam da madloba amistvis :*

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

Qeti qimucadze
Isev gavtbi, gavbednierdiii, am istorias rom vkitxulob, vxvdebi rom ufro mimtevebeli da ketili vxdebi, miyvarxar meshen mariam

ეე რა კარგიაა ჩემზეც მოქმედებს მაგრამ კეთილი მეეჭვება ოდესმე გავხდე მითუმეტეს მიმტევებელი smile smile
მადლობა დიდი რო კითხულობ და სულ მიზიარებ აზრს heart_eyes heart_eyes

tatiko.1995
mariam saocreba iyo emociuri tbili gultan axlos ro mivida iseti mabednieb mariam da madloba amistvis :*

მადლობაა ჩემო კარგოოო heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart
მიხარია რომ ემოციური იყო ყველაზე მეტად ეს მიხარია heart_eyes heart_eyes

 


№16 სტუმარი სტუმარი ნუციკო

შენი რამდენიმე ისტორია მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს შენი წერის სტილი :* მომწონს როგორ გადმოსცემ გრძნობებს. ეს ისტორიაც ძალიან მომწონს და არასდროს არ მყოფნის როცა ვკითხულობ, მინდა რამდენიმე თავი ერთად წავიკითხო მაგრამ ვერ ვძლებ რომ დაველოდო. მგონი შეპყრობილი ვარ :D ბევრი უნდა წერო და გაგვახარო ჩვენ <3

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნუციკო
შენი რამდენიმე ისტორია მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს შენი წერის სტილი :* მომწონს როგორ გადმოსცემ გრძნობებს. ეს ისტორიაც ძალიან მომწონს და არასდროს არ მყოფნის როცა ვკითხულობ, მინდა რამდენიმე თავი ერთად წავიკითხო მაგრამ ვერ ვძლებ რომ დაველოდო. მგონი შეპყრობილი ვარ :D ბევრი უნდა წერო და გაგვახარო ჩვენ <3

მიხარია რომ მოგწონს
დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes kissing_heart
დასასრულისკენ მივივარ და შევეცდები დიდხანს აღარ დავაგვიანო

 


№18 სტუმარი სტუმარი უცნობი

პირველ რიგში გეტყვი რო შენ ისრორიებზე ვარ უზომოდ შეყვარებული!!1 ეს ისტორიაცერთ ერთი ჩემი ფავოტია ვატყობ. ვგიჟდები მე ყველა შენ მიერ შექმინ წვილზე, საოცრებებიი გყააავს <3
მეორე რიგში ბოდიშსგიხდი იმის გამო რო მაინც და მაინც შენ ისტორიაზე ვაოირებ ამის დაწერას მარა ძაან მაინტერესებს.
ადრე ერთი გოგო წერდა აქ ელლე ეწერა თუარვცდები ინგლისურად ჰოდა მაგის ისტორიებიც ძაან მომწონდა ოთონდ ახლა ვერ ვპოულობ ვერსად და მაინტერესებს წაშლილი ტუა საიტიდან?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent