სულის ტკივილი
ბებერი ხის დამსკდარ ქერქზე ჯერ თეთრი პარკუჭი გაჩნდა, შემდეგ დაღამდა, გათენდა, იწვიმა და ,,პატარა საკნიდან“ ისეთი არნახული სილამაზე განთავისუფლა, რომ მისი თვით აფროდიტესაც კი შეშურდებოდა. უცნაური ფორმის ფრთებზე ყველა იმ ნათელ ფერს მოეყარა თავი, რომელიც ტყეში მყოფ ყველა სულიერს აკლდა. თუმცა ზოგს რა უმოწყალოდ დასცინის ბედი, ასე გულუხვად დააჯილდოებს რჩეულთ და ისეთ გარემოში მიუსჯის ცხოვრებას რომელსაც ყველა დაუნდობლად კორტნის. ტყის უფერულსა და გაცრეცილ სიბნელეში დაფარფატებდა მარტოსული, თითქოს გრძნობდა, ხვდებოდა, რომ მისი ადგილი სადღაც სხვაგან იყო, იქ სადაც სიცოცხლე ჩქეფდა. მთელ დღეს უაზრო ფარფატში ატარებდა და სულმოუთქმელად ელოდა მზის პირველი სხივების გამოჩენას. ფიქრობდა, განა არ ფიქრობდა გაცლოდა ამ სიმახინჯეს, მაგრამ საამისოდ ძალზე უსუსური გამოდგა. დიდი ხნის განმავლობაში ადავნებდა თვალს ტყეში ბოროტად მოხეტიალე ათასი ჯიშის მწერი თუ ბოროტი პეპელა. ხედავდნენ მის სილამაზეს, სილაღეს და დღითიდღე შურით ივსებოდნენ. ხშირად არ წუწუნებდა, მხოლოდ ერთხელ ამოიოხრა ღმერთის წინაშე ცხოვრებისგან განდევნილმა, რომ ისეთ ადგილზე მაინც დაბადებულიყო სადაც სილამაზით ტკბობის საშუალება ექნებოდა. სადაც თავისუფლად გაშლიდა თავის საუცხოო ფრთებს და ბედნიერებას მიუძღვნიდა ბოლომდე თავს... მართალია ბედისწერას დამორჩილდა, თავი დაუხარა, მაგრამ მახინჯ არსებებს შორის მოქცეულმა ბოლომდე იბრძოლა თავისი პატარა და სუსტი ფრთებით. ეწინააღმდეგებოდა... ეურჩებოდა... ფართხალებდა... და ბოლოს... ფრთებ დალეწილი დავარდა უსულოდ შავ მიწაზე. ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, ყველაფერი რაც კი სიბნელეს უკავშირდება. ტყეში არმიებად დაძრწოდა სიმახინჯის მთელი არმია და მათ მოკლეს პეპელა, ლამაზი პეპელა, სიცოცხლით სავსე და პატარა პეპელა. /7 წლის ზაინაბს პაკისტანიდან/ ანა რობაქიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.