შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუცნობი ზარი (სრულად)


3-05-2018, 18:40
ავტორი jina
ნანახია 18 189

მეგობრებთან ერთად ნიუ–იორკის ერთ–ერთ პრესტიჟულ ბარში იჯდა, ვისკს სვამდა და ეწეოდა. ყურებში მუსიკის ხმამაღალი გუგუნი სასიამოვნოდ ესმოდა, მთელს სხეულში იმპულსებს გზავნიდა და სასიამოვნო მუხტს იღებდა. სკამზე მჯდარი ნელნელა არხევდა თხელ და ლამაზ ტანს... ყავისფერი გრძელი თმა უსწორმასწოროდ დაჰყროდა მოშიშვლებულ ზურგზე, ნახევარი მხარზე ჰქონდა გადაფენილი და ამის გამო კარგად ჩანდა მის კისერზე ამოსვირინგებული პატარა ნახევარმთვარე...
სიგარეტის ბოლს ფიტვებში ღრმად უშვებდა, მერე ვისკს აყოლებდა, ამას ერთვოდა მუსიკა და სრულ იდილიაში იყო 22წლის გოგონა... ფიქრებიდან მეგობრის ხმამ გამოიყვანა
–მივდივართ ჩვენ და რას იზამ?
–ვიქნები და მეთვითონ წავალ. გაუღიმა გოგონამ და კიდევ ერთხელ ჩაუშვა ფილტვებში კვამლი..
–საქართველოში დაბრუნებაზე გეკითხები...
–აჰჰ.. წამოსვლა გადავწყვიტე! თვალებდახუჭულმა აუწყა მეგობრებს ახალი სასიხარულო ამბავი.
–ეგრე რაა... რას გვეჯიუტებოდი...
გოგონამ საპასუხოდ მსუბუქად გაუღიმა და სავარძელზე გადაწვა.. სამიოდე წუთის შემდეგ მისი მეგობრები (ორი ბიჭი და ერთო გოგონა) საცეკვაოდ წამოდგნენ...
–შეიძლება დავჯდე? უსიმპატიურესი ბიჭი მივიდა მასთან და პასუხს არ დალოდებია ისე მიუჯდა გვერდით. გოგონამ ალმაცერად შეხედა და მოსალოდნელი სანახაობის წარმოდგენისას ცალყბად გაიღიმა
–მარტო რატომ ხარ? საუბარი გაუბა მამაკაცმა
–ნახევარი საათია მაკვირდები და ელოდებოდი ჩემი მეგობრები როდის წავიდოდნენ., ეხლა მოხვედი და ამ იდიოტურ შეკითხვას იმიტომ მისვამ რომ გამოგელაპარაკო ხომ?! კმაყოფილი მზერით უყურებდა გოგონა დაბნეულ ბიჭს
–შენთან ცეკვა მინდა! ბიჭმა ხმა ამოიღო როგორც კი გოგონა წამოდგა, ეს უკანასკნელი ირონიული ღიმილით მიაჩერდა მამაკაცს
–ჩემი ყ*ე არ გინდა?! მიხალ გაოგნებულ ბიჭს და ბარი დატოვა...
***
გაინტერესებთ ხომ ვინ არის ეს გოგონა? მოდი გავიცნოთ.
22 წლის ნიტა ამირეჯიბი, დაბადებული თბილისში, თხუთმეტ წლამდე სამშობლოში მშობლებთან ერთად იზრდებოდა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ დრო გადის, იზრდებიან ბავშვები, უჩნდებათ დამოუკიდებლობის სურვილი და სწორედ ასე აღმოჩნდა ნიტა ამერიკაში, იქ განაგრძო სწავლა, სამი წლის განმავლობაში მშობლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ, იქ წამოიწყეს და დაამკვიდრეს საოჯახო ბიზნესი, მაგრამ დროთა განმავლობაში სამშობლო ყველას თავისთან იხმობს, ამიტომ ერეკლე და ეკატერინე (მშობლები) საქართველოში დაბრუნდნენ ქალბატონი ნიტას გარეშე, რადგან სწავლის დასრულება ამერიკაში მოისურვა.
ნიტა ამირეჯიბი ყოველთვის განსაკუთრებული იყო, არა იმიტომ რომ სხვებზე ლამაზი ან მდიდარი იყო, არამედ იმიტომ რომ ხასიათი ჰქონდა რაღაც საოცარი.
ამბობენ იშვიათია ადამიანს სულივით ლამაზი სხეული ჰქონდესო ან პირიქით... არ გეტყვით რომ ნიტას შემთხვევაში ასე იყო, რადგან ტყუილი იქნება, თუმცა მასში იდუმალება უფრო იყო და სწორედ ეს იზიდავდა ხალხს მისკენ...
ნიტა იყო გოგონა, რომელიც იღებდა იმას რასაც ისურვებდა, მაგრამ არა მშობლების ან ვინმეს დახმარებით, არამედ საკუთარი ძალებით.
მისი ერთხელ ნათქავმი „არა“ იყო გასაგები ყველასთვის, ბუნება ჰქონდა ისეთო რომ ვერ შეეწინააღმდეგებოდი, ვერავინ ვერაფერს უბედავდა, სახის გამომეტყველებით ახვედრებდა ყველას რა ადგილი ეკავათ მის ცხოვრებაში...
არ იყო ბანალური.. არ მოსწონდა რომანტიკა და მსგავსი „იდიოტური“ გატაცებები...
უყვარს გართობა, მუსიკა, სასმელი, ბილწსიტყვაობა ,სექსი, თავგადასავლები... არასდროს ჰყოლია ერთი და იგივე პარტნიორი ორჯელ და მეტჯერ ხომ მითუმეტეს...
რადგან ასეთი იყო არ ნიშნავს რომ უზრდელი, გატუტუცებული ან „ძერსკი“ს შთაბეჭდილებას ტოვებდა, არამც და არამც... ზუსტად იცოდა ვისთან რა, როგორ და რა დოზით ეთქვა...
ბიზნესის მართვა წარმატებით დაამთავრა... სხვადასხვა კონკურსიც წარმატებით დაასრულა...
არასდროს ლაპარაკობდა თავის პირადზე და კარიერაზე, არავინ იცოდა –მეგობრებმაც კი სად მუშაობდა, ან მუშაობდა თუარა სადმე.. თავს რით ირჩენდა (მშობლების კმაყოფაზე არ ცხოვრობდა)... როცა შეეკითხებოდი გიპასუხებდა
–შენი ტრა*ის საქმე არაა! და აქ მთავრდებოდა ლაპარაკი.
რამდენჯერმე დაეჭვდნენ კიდეც მეგობრები რაიმე ცუდს ხომ არ აკეთებს რადგან არავს უმხელს გარკვეული ზარების შემდეგ რომ ქრება სად მიდისო, დიახ ასე იყო.. მობილურზე გამოჩნდებოდა ერთი ნომერი რომელზეც არც პასუხობდა ისე უჩინარდებოდა და ღმერთმა უწყის სად ან ვისთან მიდოდა, თუნდაც ღამის სამი–ოთხი საათი ყოფილიყო...
***
მიუხედავად იმისა რომ ბარიდან საკმაოდ ნასვამი წამოვიდა, საოცრად იჭერდა თავს, ალბათ ნიჭი ჰქონდა ასეთი, საკუთარი თავის კონტროლი შესაშურად შეეძლო...
ასეთივე მდგომარეობაში ჩჯდა თავის შავ, დაბურულ მინებიან BMWში და სწრაფად მოსწყვიტა ადგილს...
მანქანაში მუსიკას ბოლომდე აუწია, დინამიკების ხმა გამაყრუებელი იყო, საოცარ ეიფორიაში მყოფი თითქმის ბოლო სიჩქარით მართავდა მანქანას და ადრენალინის მოზღვავებას გრძნობდა...
დაახლოებით ათ წუთში სახლში მივიდა, ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა ავტომობილი და მტკიცე ნაბიჯებით გაემართა... მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით საოცრად მოხდედნილად მიაბიჯებდა და მიარხევდა ტანს, აუზს ჩაუარა და სანამ ბოლომდე გასცდებოდა გიჟურმა აზრმა გაუელვა თავში, არცერთი წამი დასჭირვებია ამ აზრის სისრუეში მოყვანისთვის, ტელეფონი შეზლუნგზე დააგდო, მანქნის გასაღებიც იქვე მიაგდო, აუზთან ახლოს მივიდა, ზურგით დადგა, ხმამაღლა დაიყვირა და გადაეშვა ცივ წყალში... გრძნობდა როგორ დაეხშო ყურები, კანზე ცივის შეხებამ იმოქმედა და ტაომ დააყარა, ერთიანად გამოვიდა სასმელი მისი ორგანიზმიან, სუნთქვაშეკავებული იძირებოდა და არაფერს აკეთებდა სანამ აუზის ფსკერს არ შეეხო, მერე კი თვალები გაახილა, და ზემოთ აცურა, გაღიმებული ამოვიდა წყლიდან.
ოდნავ აკანკალებდა მაგრამ არ იმჩნევდა, ტილოს დასწვდა და მოიხვია, რბილი მატერიის შეხება ესიამოვნა და წამით თვალები მინაბა. მობილური შეამოწმა და სახლში შევიდა...
აბაზანაში ცხელი წყლის ქვშ იდგა, უბრალოდ იდგა და ერთ წეტილზე ჰქონდა თვალი გაშეშებულოი, არც კი ახამხამებდა. ბუნდოვნად მოჩანდა მის შორეულ წარსულში მომხდარი ამბავი, ფრაგმენტებად აგონდებოდა, წამიერად და ისევ იგივე ტკივილს აყენებდა რასაც მაშინ..
თვალებს მაგრად ხუჭავს და სიბნელეში ეფლობა, ცდილობს მხოლოდ შიბნელეზე მოახდინოს კონცენტრირება, მაგრამ აზუზუნებული მობილური ხელს უშლის.. ონკანს კეტავს, კაბინიდან გამოდის, სააბაზანოს ხალათს იცვამს სველ სხეულზე.. ნომრის დანახვაზე არც პასუხსბს, თიშავს... კარადასთან სწრაფად მიდის, ხალათს საწოლზე აგდებს, საცვლებს იცვამს, მაისურს და შავ შარვალს სველ კანზე ასრიალებს და ზუსტად სამ წუთში უკვე თავის მანქანაშ ზის და ბოლო სიჩქარით მიჰქრის დანიშნულების ადგილას...
***
ნიტა კაზინოს შენობაში შედის, კვამლის, ასმლის და ოფლის სუნი უსიამოვნოდ სცემს ცხვირში... საპურფარეშოს მხარეს მიდის, მაგრამ იქ არ უხვევს, გვერდით ჩაშენებული თაროს ქვეშ ხელს ყოფს და ღილაკს აჭერს თითს... სრული სიმშვიდით შედის გამოწეულ კედელში რომელიც მის ზურგს უკან ავტომატურად იკეტება... გოგონამ რამდენიმე ნაბიჯი გაიარა შავ, ჩაბნელებულ დერეფანში და ასევე შავი ფერის კართან დადგა... არ დაუკაკუნებია, არც ნებართვა უთხოვის, სახელი ჩამოსწია და შიგნით შევიდა... დიდი ოთახში მხოლოდ ერთი დიდი მრგვალი მაგიდა იდგა ზუსტად შუაგულში და მის თავზე სანათი რომელიც მხოლოდ ოთახის ამ ნაწილს ანათებდა, მაგიდასთან გაბედულად მივიდა ნიტა, არავინ იყო იქ მის გარდა, მაგიდაზე დადებულ შავ პორტფელს მიუახლოვდა, იქვე არ გადაუშლია, უბრალოდ ხელში დაიჭირა და იგივე მიმართულებით რომლითაც შემოვიდა, უკან დაბრუნდა.
მანქანა დაქოქა და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ გადააყენა, სალონში შუქი აანთო და კაზინოდან წამოღებული ნივთი ხელში აათამაშა, მერე გადაშალა:
„რაიან ნიკოლსონი!“ მხოლოდ ეს ორი სიტყვა და გვერდით 30 წლამდე მამაკაცის ფოტო იყო რომელიც მის პოტენციურ გარეგნობას წარმოადგენდა...
ნიტამ საბარგულიდან დიდი ჩანთა ამოიღო, რომელშიც ლეპტოპი და რამდენიმე იარაღი იდო... კომპიუტერში საჭირო ინფორმაცია მონახა,ტყავის ხელთათმანი მოირგო და კამყოფილი აღიჭურვა სასურველი იარაღით... მანქანა ისევ გზაზე გადავიდა მერე კი ჩაბნელებულ ქუჩებს შორის გაუჩინარდა...
***
დაახლოებით 3 საათზე გაეღვიძა ნიტას და ყურებში უსიამოვნოდ ჩაესმა კარებზე ზარის ხმა.. წამოიზლაზნა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარს
–აქამდე უნდა გეძინოს გოგო? ერთი მეორეს მიყოლებით შემოლაგდნენ მისი მეგობრები ( დანიელი, თორნიკე და კესო (ბარში რომ იყვნენ აი ისინი))
–ნუ ატ*აკებ! დაუღრინა ნიტამ
–ბარგი ჩაალაგე? კესოს უკვე მოესწრო ყავის დადგმა სამზარეულოში და იქიდან დაბრუნებული ეკითხებოდა მასპინძელს
–ხო მანქანაში დევს...დაამთქნარა და აჩეჩილი თმა ხელით გაისწორა
–სად მოასწარი ამდენი... ჩაიცინა თორნიკემ
–იმდენ რამეს ვასწრებ არც დაგესიზმრება... ორაზროვნად ჩაილაპარაკა და გაეღიმა
–აუ ჩართეთ რა ტელევიზორი გავიგოთ რა ხდება საქართველოში... ამჯერად დანიელი ჩაერთო ლაპარაკში..
ნიტამ ტელევიზორის პულტი გაუქანა მეგობარს... რამდენიმე წუთში კი საინფორმაციოს სპეციალურ გამოშვებას ადევნებდნენ გასუსულები თვალყურს
„დღეს დილას საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ცხნობილი ბიზნესმენი რაიან ნიკოსლონი,
მკვლელობის მოტივი უცნობია, ასევე უცნობია მკვლელის ვინაობაც.. მიმდინარეობს გამოძიება“
სამი პირდაღებული და ერთიც კმაყოფილი სახით მომზირალი ადამიანი სიტყვას ვერ ძრავდა მომხდართან დაკავშირებით...
***
ნიუ–იორკის აეროპორტში ოთხივემ გაიარა რეგისტრაცია და თვითმფრინავისკენ მიემართებოდნენ... ნიტას უბრალო თხელი ზედა და ვიწრო ჯინსი ეცვა, ფეხზე კეტები. თმა გაშლილი ჰქონდა, უყვარდა თავისი გრძელი და ფაფუკი თმის გაშლა, სულაც არ უქმნიდა ეს დისკომფორტს.
თვითმფრინავში კუთვნილი ადგილი დაიკავა, მის გვერდით ჯდომა დანიელს მოუწია, ნიტამ მის მხარზე კომფორტულად მოათავსა თავი, ყურსასმენები მოირგო და თვალები დახუჭა...
სანამ ნიტა და მისი მეგობრები საქართველოში ჩაფრინდებიან ორიოდ სიტყვას მოგახსენებთ მის თანმხლებ სამ პირზე. დავიწყოთ კესარიასგან. ის ნიტასგან განსხვავებით ქერა და ცისფერთვალებაა, ხასიათებით კი ძალიან გაწონასწორებული, დინჯი და სერიოზული... მაგრამ მუდამ ხალისიანია, განსაკუთრებით მეგობრებთან ერთად. რადგან კესოზე ვსაუბრობ სჯობს თორნიკეზე მოგითხროთ მის შემდეგ რადგან მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ შეუყვარდათ საქართველოში ყოფნისას, კესო მოდელია და ამერიკაში ერთ–ერთ წარმატებულ სამოდელო კომპანიაში მოღვაწეობს, სწორედ პროფესიის და კარიერის გამო გახდა იძულებული უცხო ქვეყანაში წასულიყო, თორნიკემ კი მის გამო საქართველოში ყველანაირი საქმე გადადო და საყვარელ ქალს გაჰყვა, ნელნელა მანაც თავისი ბიზნესით მოიკიდა ფეხი და ასე სრულიად შემთხვევით ერთ–ერთ ბარში გაიცნეს ნიტაც და მას მერე არიან ერთად... რაც შეეხება დანიელს ის ორი წლის წინ შემოუერთდა სამეგობროს, საერთო ენა მალევე იპოვეს და დადიან ასე განუყრელად ოთხივე...
ამასობაში თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, ჩემოდნები აიღეს და გასასვლელისკენ გაემართნენ. ნიტას მშობლები ელოდნენ, ამიტომ ერეკლე და ეკატერინე დაიანხეს თუარა მათკენ წავიდნენ... მოკითხვისა და მოსიყვარულების შემდეგ გადაწყვიტეს ყველა თავიანთ სალში წასულიყო, საღამოს კი ეკატერინეს გამართულ წვეულებაზე მივიდოდნენ...
–შენი მანქანა ჩამოვიდა უკვე გარეთ დგას.. ახარა მამამ ქალიშვილს ამბავი
–აუ ჯიგარი ხარ მაა! ლოყაზე უჩმიტა მამამისს ნიტამ და მანქანისკენ გაიქცა
–სუ გადამრია ამხელა კაცი.. გაეცინა ერეკლეს. ეკატერინე კი ქმარს მიეხუტა ღიმილით და გახარებულები თავიანთ ავტომობილში ჩასხდნენ.
–ხედავ პატარა!აქაც ერთად ვართ! კმყოფილებით ჩაილაპარაკა ქალბატონმა და შავი BMW კარი გამოაღო, კომფორტულად მოთავსდა შიგნით და მაქსიმალური სიჩქარით გააქროლა მანქანა.
მუსკია როგორც ყოველთვის მაღალ ხმაზე ჰქონდა ჩართული, სრულ ეიფორიაში იყო, ადრენალინი სისხლში აწვებოდა, იმდენად სასიამოვნოდ აბრუებდა ეს ყველაფერი რომ ვერც კი გაიაზრა როგორ გასცდა თბილისს, მაშნღა შეამჩნია როცა განათებული მობილური დაინახა, მუსიკას დაუწია და მობილურს უპასუხა
–ხო მაა..
–ნიტა სახლის გზა აგერია? გაისმა მამამისის ბოხი ხმა
ნიტას წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად რომ თითქმის ავტობანამდე იყო მისული და ისე სწრაფად დაამუხრუჭა რომ მის უკან მიმავალი შავი აუდის მანქანა უცბათ შეასკდა, რასაც ნიტას წამოკივლება მოყვა და ინერციით მკერდით შეასკდა საჭეს
–რაიყო მამა კარგად ხარ? ერეკლეს ხმა მოესმა გოგონას
–კი კი, მაღაზიაში შევივლი და მოვალ მალე! ნაჩქარევად უპასუხა და მამის პასუხს არც დალოდებია ისე გათიშა ყურმილი.
მიუხედავად იმისა რომ თავად იყო დამნაშავე შექმნილ სიტუაციაში, მაინც ბრაზით აივსო, სარკეში ჩაიხედა, შეამოწმა როგორ გამოიყურებოდა, შემდეგ კი ერთიანად განრისხებული მანქანიდან გადავიდა და აუდის მიმართულებით გაემართა.
შავი აუდიდან ჯინსში, თეთრ მაისურში და ამავე ფერის კეტებში გამოწყობილი დაახლოებით 23–25 წლის ბიჭი გადმოვიდა, შაი სათვალე ნელა მოიხსნა და ირონიული მზერით დაელოდა გოგონას აფეთქებას. როცა ნიტამ ზესიმპატიური ბიჭი დაინახა რეაქცია არ ჰქონია, მართალია გაბრაზებული და გაცეცხლებული გადავიდა მანქანიდან მაგრამ წინა თავში ხომ აღვნიშე რომ საკუთარი თავის კონტროლი კარგად გამოსდიოდა, ხოდა ამ შემთხვევაშიც არ გასჭირვებია, ბიჭს მიუახლოვდა და მის მზერას თავისი შეაგება.. ასე დაახლოებით ათი წამის განმავლობაში იდგნენ, ბოლოს კი ისევ ნიტამ დაარღვია სიჩუმე
–მოკლედ აახვიე აქედან შენ შენთვის მე ჩემთვის! სრულიად უემოციოდ უთხრა და მეტიც ისე თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარიყოს.. ბიჭმა არ შეიმჩნია ის გაკვირვება რომელიც გოგოს სიტყვებმა გამოიწვია მასში და უფრო ცინიკურად მიაშტერდა
–გაუგებრად ვთქვი რამე? ისევ უაზრო გამომეტყველებით ჰკითხა ნიტამ მაგრამ კარგად თუ დააკვირდებოდით მიხვდებოდით რომ ოდნავ ღიზიანდებოდა
–მემგონი ესე ვერ შევთანხმდებით... ღიმილიანი სახით უპასუხა მამაკაცმა
ნიტამ ჯერ თავისთვის ჩაიცინა და თავი ოდნავ გვერდით მიატრიალა, მერე ისევ თვალებშ შეხედა ბიჭს
–! დაცინვით წარმოთქვა მან და თავისი მანქანისკენ დაიძრა, როცა ბიჭმა მაჯაში ხელი ჩაავლო და მკვეთრად შეატრიალა მისკენ. ნიტას სახე არ შეუცვლია, ეტყობოდა რომ ამ რეაქციას ელოდა და იგივე გამომეტყველებით უყურებდა, ეს კი უფრო და უფრო აღვივებდა ცეცხლს მამაკაცში
–მეც შენი აზრი! ხოდა ჩემ მოთხოვნებს შეასრულებ!
ნიტამ ხელის გათავისუფლება სცადა მაგრამ ვერაფრით ვერ დაიხსნა თავი, ახლა ნამდვილად არ აპირებდა თავისი პროფესია გამოეყენებინა და ამ ბიჭისთვის ის სიმპატიური სიფათი გაელამაზებინა თავისებურად, ამიტომ უკანასკნელი მოთმინების ნიჭი გამოიყენა და რაც შეიძლებოდა მშვიდად უთხრა
–ხელი მომაშორე...
–მაშინ ჩემებურად გავაკეთებთ..
–უკვე გითხარი ჩვენ ჩვენებს მივხედავთ! გამოსცრა კბილებში გოგონამ
–კარგი რახან არ იშლი (მამაკაცმა მხრები აიჩეჩა, ნიტას ეგონა რომ ხელს უშვებდა თუმცა როცა საჯდომზე იგრძნო მის წინ მდგომი ბიჭის ხელები ერთიანად მოუნდა მისი მოკვლა, მაგრამ სად ეცალა ამის განსახორციელებლად, ისე დააცხრა ფაფუკი ტუჩებით ბიჭი რომ ყველაფერი გადაავიწყდა, აშკარად მომთხოვნად კოცნიდნენ ერთმანეთს, შუა გზაზე რომ არ ყოფილიყვნენ არ გამიკვირდებოდა მეტიც რომ გაეკეთებინათ... უჰაერობამ მოაშორა ერთმანეთს მაგრამ ნიტა ამას არ დასჯერდა, ბიჭს საყელოში სწვდა,მოწყვეტით აკოცა ისე რომ მისი ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და მალევე დაუბრუნა საწყის მდგომარეობას, როცა მამაკაცის ზეკმაყოფილ მზერას წააწყდა ხელი გაუშვა და ეშმაკურად გაუღიმა
–მანქანის ტარებასთან ერთად არც კოცნა გცოდნია! ვნებიანი ხმით უთხრა და სანამ ბიჭი აზრზე მოვიდოდა მანამდე მოსწყდა ნიტა იქაურობას...
თქვენ გგონიათ ამის თქმა უნდოდა? არაფერიც.. პირიქიტ ალბათ ასე არასდროს არავისთვის უკოცნია, ისე ტკბილად და თბილად მოეჩვენა მისი ტუჩები რომ თითებს მთრთოლვარე ბაგეზე ისვამდა და იღიმოდა...
მანქანა სამ სართულიანი სახლის წინ გააჩერა, მხიარულად გადავიდა და ეზოში შევიდა, აუზითა და ლამაზი ყვავილებით და მცენარეებით გარშემორტყმულიყო სახლის წინა მხარე, იქაურ სიმწვანეს გადახედა და კმაყოფილებისგან სახე გაებადრა. შიგნით ასეთივე ხალისით შევიდა, დედას ლოყაზე აკოცა და მამას გაუღიმა
–მშია დე რაა...
–სად ხარ დედა ამდენ ხანს... ქოთქოთით შეეგება დედა
–აუ კატუს მაჭამემეთქი რამე რა დროს დაკითხვებია.. წაიბუზღუნა ნიტამ
–მამა რა სჭირს მანქანას? გაიცებული სახით შემობრუნდა ერეკლე შვილისკენ როცა ფანჯრიდან დაზიანებული მანქანა დაინახა
–ვიღაც სი*ი დამეჯახა... მობეზრებულად ჩაილაპარაკა
–გოგო ხარ დედა გ ო გ ო! დაუმარცვლა ეკატერიენმ ქალიშვილს მისი ბილწსიტყვაობის გაგებისას
–ნუ გამიტ*აკე დეე რა ხოიცი როგორ მიყვარხარ! მდივნიდან წამოხტა ნიტა და დედას უკნიდან მიეხუტა
–გადამრევს ეს გოგო! ერეკლემ ხელები გაასავსავა და ცოლ–შვილს ჩაეხუტა..
საღამოს შვიდ საათზე ნიტა ლამაზ შავ კაბაში იყო გომოწყობილი, წელიდან გაშვებული იყო, სულ სადა, მუხლებამდე, შავი მაღალი ფეხსაცმელი მის ჩამოსხმულ ფეხებს უფრო მიმზიდველს ხდიდა... თმა ცხენის კუდივით გაიკეთა, მსუბუქი მაკიაჟიც მიაყოლა და უკვე მზად ყოფნაში იყო როცა ოთახში კესო შეუვარდა
–რას აკეთებ ამდენ ხა.... სიტყვა გაუწყდა კესოს როცა მის წინ მდგომ გოგონას შეავლო თვალი–აუ ბიჭი რო ვიყო ცოლად მოგიყვანდი შენ დობას ვფიცავარ! ფხუკუნით თქვა კესარიამ და გაოცებისგან დაუსტვინა
–შენც მაგრა ატრაკებ... თვალი ჩაუკრა ნიტამ და ორივემ დატოვა ოთახი..
წვეულება სახლის უკანა მხარეს იმართებოდა, იქაურობა სამოთხეს ჰგავდა, აუზი უკანაც იყო, ძირითადად წითელი და თეთრი ვარდები სჭარბობდა იქ დარგულ ფლორას..
–მაქსიმუმ ერთი საათი და ბარში მოვხიოთ! ახლახანს მისულ დანიელს გადაუჩურჩულა ნიტამ და სასმელი მოსვა
–ბაზარი არაა! ფართოდ გაუღიმა დანიელმა...
***
ერთი საათის შემდეგ
–ავახვიეთ! გასცა განკარგულება ქალაბტონმა და უკან მიმავალ სმ მეგობარს კმაყოფილმა გახედა...
–ჩემი მანქანით წავიდეთ.. აზრი გამოთქვა თორნიკემ როცა ნიტას მანქანას შეხედა
–ხო რა ჩასხედით მიდი...
ბარში ათ წუთსი მივიდნენ და მაშინვე დაიწყო მათი გართობა და წვეულება.
ნიტა სასმელებისკენ წავიდა და ორმაგი ტეკილა შეუკვეთა
–ინებეთ... თვალების ციმციმით მიაწოდა ბარმენმა ბიჭმა, მაგრამ ნიტამ ისეთი სახე დაკერა რომ ბიჭს ღიმილი სახეზე შეაშრა და გაერიდა...
ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე დ უკვემეხუთე ჭიქაზე იყო როცა უკნიდან სხეულის მიახლოება იგრძნო, იცოდა ვინც იყო, ამიტომ ოდნავადაც არ შერხეულა როცა უცხი სხეულმა მის გარშემო მაგოდაზე შემოაწყო ხელები და უკნიდან აეკრა გოგონას
–დათვერი უკვე! ხავერდოვანი ხმით ჩასჩურჩულა ბიჭმა და ნიტას ტუჩებთან მიტანილი სასმელი გამოართვა და თვითონ გადაჰკრა
–შენი ტრა*ს საქმე არ არის! თუ გგონია რომ მანქანას მე გავაკეთებ ცდები! ღიმილით მაგრამ მაინც მკაცრად წარმოთქვა გოგონამ და ბარმენს კიდევ ერთი შეკვეთა მისცა
–გოგოს არ უხდება ეგეთი ისტყვები! იგივე ხმით ჩასჩურჩულა
–მაგრა მკ*დია შენი აზრი!
–უხეშობაც იცი! ჩაეცინა მამაკაცს
–არ თქვა რომ არ მოგწონს! ამჯერად ვნებიანი ხმა გაუხდა ნიტას და ბიჭისკენ შებრუნდა ისე რომ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და სუნთქვას გრძნობდნენ
–მაგიჟებს! ხრინწიანად წარმოთქვა მამაკაცმა
ნიტამ ვისკი კიდევ დალია, ქვემოდან ახედა ეშმაკური ღიმილით ბიჭს, ტუჩები გაილოკა
–მხოლოდ ერთი ღამე! ბიჭის ტუჩებთან დაიჩურჩულა
–განმეორება არც მე მჩვევია საყვრელო! უთხრა თუარა წელზე მოკიდა ხელი, ახლოს მიიზიდა და მთელი ვნებით დაეწაფა ნიტას ბაგეებს..
ასეთივე ვნებით შეგლიჯეს სასტუმროს კარი, ისეთი გახელებულები იყვნენ თითქოს პირველად ენახათ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი და ვნებისგან გაგიჟებულები მთლიანად ისრუტავდნენ ერთმანეთს, თითქოს არ ჰყოფნიდათ კოცნა და ალერსი, უხეშად ექცეოდნენ ერთმანეთს, ნიტამ სწრაფად მიახეთქა ბიჭი კედელს და უხეშად კოცნიდა, მამაკაცმა ნიტა წელზეწ შეისვა და საწოლზე დააგდო,ზემოდან დააწვა და სხეულის თითოეული წერტილი დაუკოცნა, ისე იყვნენ თითქოს არასდროს ჰქონოდათ აქამდე სე*სი ან ისე იყვნენ ამ სიამოვნებას მოწყურებულნი რომ მათთვის უკანასკნელი იყო...
***მხურვალე და ცეცხლოვანი ღამის შემდეგ ორივემ დაიძინა, თანაც ისე ღრმად რომ ვერავითარი ძალა ვერ გააღვიძებდათ სანამ თავად არ ინებებდნენ.
დაახლოებით შუადღის სამი–ოთხი საათი იქნებოდა როცა მამაკაცი სასიამოვნო სურნელმა იძულებული გახადა თვალები გაეხილა. ერთმანეთს ძნელად დააშორა დამძიმებული ქუთუთოები, თვალები მზის სხივებმა მოსჭრა და ერთი ხელით ნელა მოისრისა, ჯერ გვერძე დადებულ საათს შეხედა, გაუკვირდა, ამ დრომდე არასდროს სძინებია, მაგრამ ისეთი სასიამოვნო ღამე როგორიც ჰქონდა არასდროს ჰქონია.. ამის გახსენებაზე სიამოვნებისგან ოდნავ შეაჟრჟოლა, ახლაღა დაიხედა მის შიშველ მკერდზე, რომელზეც გოგონას ყავისფერი თმა უსწორმასწოროდ ელაგა, თვითონ გოგონას თავი კი ბიჭის მარცხენა მკლავზე იდო, ნახევარი ტანით ზედ ეწვა, შიშველი, ნაზი და გლუვი ფეხები მამაკაცის ფეხებშ აეხლართა, ზეწარი მხოლოდ საჯდომზე ჰქონდა შემოხვეული, სხეულის დანარჩენი ნაწილი კი დაუფარავი გახლდათ... ბიჭმა მარჯვენა ხელი გოგოს ზურგზე ნელა აატარამ ისე ესიამოვნა მის კანზე შეხება რომ მოუნდა წუხანდელი ღამე ყოფილიყო ისევ, მაგრამ მალევე გაახსენდა თავის ისტყვები „განმეორება არ მჩვევია“ ამიტომ იძულებული გახდა თავისი სურვილები უკუეგდო..
–ძილს მიფრთხობ! ნიტას ნამძინარევ და მოულოდნელ ხმაზე ცოტა შეკრთა მაგრამ ჩაეღიმა ისეთი საყვარლად გამობურცა ტუჩები ამ წინადადების თქმისას...
ნიტამაც ინება თვალების გახელა, წამიერად მოავლო მზერა გარემოს, შემდეგ ძალიან მარტივად და ოსტატურად ააცურა ზეწარი საჯდომიდან მკერდამდე და უმალ წამოფრინდა საწოლიდან.. ისე იქცეოდა თითქოს მამაკაცი არც იყო ოთახში, რაც ამ უკანასკნელს აღიზიანებდა მაგრამ ცოცხალი თავით არ იმჩნევდა...
ზეწარშემოხვეული მიუახლოვდა ფანჯრებს და უფრო მეტად გადასწია ფარდები და მზის სხივები შემოუშვა ოთახში, აქეთ–იქით მიმოიხედა, თავისი კაბა რომ ნახა მთლიანად დაგლეჯილი იყო, ხელში ააფრიალა და ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა
–საოცარი იყავი... ხავერდოვანი ხმით ჩასჩურჩულა მის გვერდზე მდგომმა მამაკაცმა და უკნიდან მიეკრო (რა ქნას ვერ ებრძვის ჰორმონებს ნიტას მოშიშვლებულ სხეულს რომ ხედავს)
–შენც არაგიშავდა... თვალი ჩაუკრა გოგონამ და სწრაფად გაეცალა, ვინაიდან მისი კაბა ნაკუწებად იყო ქცეული, მაშინვე ბიჭის პერანგს დაავლო ხელი და აბაზანაში შეიკეტა...
მამაკაცი გაოგნებული შეჰყურებდა ნიტას ქცევებს, ხან სიბრაზე იპყრობდა, როგორ უბედავდა თითის ტოლა გოგო ამდენს, ჯერ იყოდა მის გამო მანქანა დაამტვრია (ჯერ იქაც რეები აუტარა), ახლა კიდე უარს ეუბნება, თითქმის უთხრა არაფრად ვარგიხარო, არადა მთელს თბილისში ყველა გოგო მასზე ოცნებობს დ მის შეხებაზე... მიუხედავად ამისა ეს ქცევები იზიდავდა გოგონასკენ, მეტი ლტოლვა და ვნება უჩნდებოდა, არასდროს არ სდომებია ქალის შეხება და ალერსი ასე, თავადაც უკვირდა ამის მიზეზი, როგორ შეიძლებოდა ერთი და იგივე ქალთან ერთჯერადი სე*ით არ დაკმაყოფილებულიყო...
ამასობაში ვნახოთ ნიტა რას ფიქრობს...
რათქმაუნდა არც ქალბატონი იყო ერთი და იგივე მამაკაცთან მრავალჯერადი სე*ით დაინტერესებული, სიმართლე გითხრათ გრძნობდა უცნაურს, წინა ღამე მისთვის საოცარი იყო, ისეთი როგორიც არასდრის ჰქონია, მაგრამ იგი ყველაფერს წარსუში ტოვებს, გაერთო და მორჩა. თავის გზას გააგრძელებს.. რამდენად ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო ლტოლვა და ინტერესი მამაკაცის მიმართ, თავისი სიჯიუტის გამო არასდროს აღიარებდა ამას, ერჩივნა ჩვეული ცხოვრება გაეგრძელებინა...
შხაპი მიიღო და ბიჭის პერანგში გამოწყობილი გავიდა ოთახში, ახლაღა დააკვირდა რომ საქორწინო ლუქსში ყოფილან... მეორე სააბაზანოს კარი გაიღო და წელს ქვემოთ პირსახოცშემოხვეული მამაკაცი გამოვიდა, სველი თმიდან წყლის წვეთები დაკუნთულ სხეულზე ეწვეთებოდა, ნიტას წამიერად მზერა გაუშტერდა მასზე, რაც მამაკაცის მხედველობიდან არ გამოპარულა, თუმცა მალევე მიატრიალა თავი სხვა მხარეს
–სხვათაშორის გრეგორი მქვია... გამოელაპარაკა ბიჭი
–ნიტა... მისკენ არც შებრუნებულა ისე მიაძახა, მერე სამზარეულოში გავიდა და საუზმის მზადებას შეუდგა, რომელიც ყავისგან შედგებოდა.
–მეც გამიკეთე რაა... გრეგორი შევიდა და თან თმას იმშრალებდა პირსახოცით, შარვლის ჩაცმა მოესწრო
–თავად გაიკეთე! ცოტა მკაცრად უპასუხა და ნიტამ და ყავის ჭიქით ხელში დაბრუნდა ოთახში
–ნუ მეუხეშები ცუდად დამთავრდება! გასძახა გაღიზიანებულმა, მაგრამ გოგონას ყურადაც არ უღია მისი ნათქვამი...
მობილური შეამოწმა და კესოს გამოტოვებული ზარები ნახა, მერე თორნიკესი და დანიელის და გადაწყვიტა მხოლოდ დანიელისთვის გადაერეკა
–დანი როგორ ხარ? (მდივანზე ჩამოჯდა და ცალი ფეხი მოკეცა, ისე რომ გრეგორი მშვენივრად ამჩნევდა მის შიგნით ტრუსს და უფრო და უფრო იძაბბოდა და უჭირდა თავის შეკავება)
–ნიტა სად დაიკარგე წუხელ?
–რა დაკითხვებს მიწყობ შე*ემა (გაეცინა)
–სად ხარ მოგაკითხო? გაეცინა დანიელსაც
–ჩემით წავალ სახლში
–მე წაგიყვან არსად დაიკარგო..
–ნუ შემე*ი! ისევ გადაიკისკისა გოგონამ და ყურმილი დაკიდა
–მეგონა მარტო სიმთვრალეში ბილწსიტყვაობდი.. სარკასტულად ჰკითხა გრეგორიმ
–შენი ტრ*ის საქმე არ არის! გაიმკაცრა ხმა და წამოდგა მდივნიდან
გრეგორიმ მაჯაში უხეშად ჩაავლო ხელი და თავისკენ მიატრიალა
–ჩემთან ასე ლაპარაკი აღარ გაბედო! საშინლად მკაცრი ტონი ჰქონდა, ოდნავ გააჟრჟოლა ნიტას, ხელი გაითავისუფლა და უხმოდ დატოვა იქაურობა..
ერთი კვირის მანძილზე ნიტაც და გრეგორიც თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არცერთს არ უცდია ერთმანეთთან კვლავ დაკავშირება, თუმცა ფიქრით კი ფიქრობდნენ, შუა საქმის დროს წამოუტივტივდებოდათ ცეცხლოვანი ღამის კადრები და ნეტარებისგან თვალებს მინაბავდნენ, მაგრამ კვლავაც მალე ბრუნდებოდნენ რეალობაში..
ერთ მშვენიერ დილასაც ნიტა ტელეფონის ზუზუნმა გააღვიძა, ნომერს რომ დახედა კისრისტეხვით წამოდგა, არც ამჯერად უპასუხია, უბრალოდ ასე ადგა,ერთი კვირის სამყოფი ნივთები ჩემოდანში ჩაალაგა და თბილისი აეროპორტისკენ წავიდა ისე რომ არავისთვის არაფერი აუხსნია, დაუბარა „ერთ კვირაში აქ ვარ“ და მორჩა, ვერც ვერავინ შეეპასუხა...
ნიუ–იორკში ჩაფრენისთანავე მანქანა დაიქირავა და დანიშნულების ადგილს გაუყვა... არასდროს ასე მალე არ დაუბარებიათ, ზოგადა საქმის შესრულებიდან მინიმუმ ერთ თვეში უწევდა ახალ საქმეზე გასვლა, ახლა კი ორი კვირა იყო გასული ბოლო დავალებიდან..
საღამოს ცხრა საათი იყო. კაზინოს შესასვლელი სწრაფად გაიარა, იგივე მიმართულებით წავიდა როგორც მაშინ, საპირფარეშოს მხარეზე, ისევ იგივე ხერხით აღმოჩნდა ბნელ ოთახში, ამჯერად პორტფელი არ დახვედრია, არამედ ბიჭი დახვდა, შავ ტანისსამოსში გამოწყობილი, სხეზე ნიღაბი ეკეთა და მდუმარედ იდგა..
ნიტა შორიახლოს დაუდგა, ხმის ამოღებას არ აპირებდა, კარგად იცოდა წესები და ამიტომაც ზუსტად ასრულებდა მათ.
–საქართველოში რატომ წახვედი? გასიმა შავოსნის ბოხი და ცივი ხმა
–პირადი მიზნების გამო! არანაკლებ შეუვალი იყო ნიტას ტემბრიც
–კერძოდ?
–ჩემი პირადი ცხოვრება ჩვენი შეთანხმების ფარგლებში არ განიხილება ასე რომ...
–ნიტა წესები ხომ იცი?!
–რიტორიკულ კითხვებს ნუ მისვამ და საქმეზე გადადი! უფრო და უფრო მეტად მკაცრი ხდებოდა ნიტა
–ჩვენნაირებს პირადი ცხოვრება არ აქვთ! ისევ აგრძელებდა მამაკაცი
–საქართველოდან ამხელა გზა იმისთვის არ გამომივლია რომ შენ დარიგებას ვუსმინო!
–წესები უნდა გახსოვდეს! კბილებში გამოსცრა მამაკაცმა
–დავალების გარდა სხვა საქმე თუ გექნება აღარ შემაწუხო! მოკლედ მოუჭრა გოგონამ და დააიგნორა მისი სიტყვები
–უფროსი ამ უხეშობას არ გაატარებს! მოაძახა ნიღბიანმა
–ჯეკის აზრი მკი*ია! არც მობრუნებულა ისე გასძახა და იქაურობა დატოვა
კარგად იცოდა ნიტამ რამდენად შორს შეტოპა როცა „ბოსზე“ ბოლო წინადადება ტქვა, ისიც იცოდა რომ ჯეკს უკვე ეცოდინებოდა ამის შესახებ, თუმცა ეს ნერვიულობის საბაბს არ აძლევდა, პირიქით მოსალოდნელი სიტუაციისთვის მოემზადა და ერთ–ერთ სასტუმროში დაბინავდა, იცოდა რომ ხვალ იპოვიდნენ, მიაკითხავდნენ და პასუხს მოსთხოვდნენ.
მეორე დღეს 12 საათამდე ინებივრა ლოგინში, შემდეგ კი სააბაზანოში შევიდა და მოწესრიგდა. იქიდან გამოსულს ზარის ხმა მოესმა და სათვალთვალოში არც გაუხედია ისე გააღო
–თავად თქვენ არა?! ცალი წარბი მაღლა ასწია და ირონიულად გახედა სტუმარს.
–უნდა ვილაპარაკოთ! კატეგორიულად მიმართა მასპინძელს, ნიტა კი გაიწია და კარებში შეატარა
–გისმენ...
–ნიტა ზღვარს სცდები! ჩემს გავლენას ეჭვქვეშ აყენებ რაც ცუდად აისახება თქვენზე!
–ჯეკ ხომ იცი რო მკი*ია ეს შენი საუბარი? მშვიდად და აუღელვებლად საუბრობდა გოგონა
–ნუ მაიძულებ გაგაქრო! წამოენთო მამაკაცი
–მშვიდად ჩემო კარგო! ზედმეტად ირონიულად იქცეოდა ნიტა, რაც უფრო ამწარებდა ჯეს
–ნიტა ჩემი სახით მტერი არ გინდა! გირჩევნია ისევ ვითანამშრომლოთ თორემ ერთით მეტ ან ნაკლებ ადამიანში თუ მექნება ხელი გასვრილი არ მაინტერესებს! ცდილობდა ხმა ეკონტროლებინა
–კარგად იცი რომ ჩემზე უკეთესი არავინ გყავს! ნიშნისმოგებით უთხრა გოგონამ
–შეგელევი!
–ერთხელ ვინც მნახულობს ის ვეღარ მელევა! ძალიან დაბალი და გამომწვევი ხმით უპასუხა ნიტამ
–არ წახვიდე რა საქართველოში... ხმა დაუთბა ჯეკს და ნიტასკენ მიიწია
ზუსტად ეს უნდოდა გოგონასაც, მამაკაცის სუსტი წერტილი დაიჭირა, ასე რომ ბრჭყალების გამოჩენის დრო იყო
–შენს ფინია ძაღლებს ნუღა გამომიგზავნი თორემ კარგად იცი არ გამიჭირდება მაგათი მოშორება! მკაცრად წარმოთქვა და კარისკენ გაემართა...
ერთი მძიმედ ამოიოხრა კაცმა, თავი გააქნია და ოდნავ ჩაეღიმა, მაინც აღფრთოვანებული იყო ამ გოგოთი, ყოველთვის სურდა მისი დამორჩილება მაგრამ აუღებელი ციხესიმაგრესავით იყო, კარგად გამოსდიოდა სხვების მანიპულირება, სწორედ ეს მოსწონდა ნიტაშ, მოსწონდა კირა გიჟდებოდა, საქმესაც კი უკან აყენებდა მის გამო, ვერა და ვერ მიდიოდა მასზე წინ, არავის აყენებდა მის ადგილას და მასზე მაღლა ხომ მითუმეტეს, ეს ორჩობა უფრო მეტად უჩენდა სურვილს ნიტას დასამორჩილებლად, თუმცა ყოველ ჯერზე კოვზი ნაცარში უვარდებოდა, კარგად იცოდა ნიტას ხასიათი და ერთხელ ნათქვამ „არას: ვერაფრით გადაათქმევინებდა მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო ნათქვამია...
ქალბატონი ამირეჯიბი კიდევ ხუთი დღე დარჩა ნიუ–იორკში, საქმეები მოაგვარა ჯეკთან და ზუსტად დათქმულ დროს დაბრუნდა სამშობლოში... უნდა აღინიშნოს რომ რაღაცნაირად უფრო ხშირად ფიქრობდა გრეგორზე, თითქოს ენატრებოდა და აკლდა, დანახვაც კი საკმარისი იქნებოდა აფორიაქებული სულის დასამშვიდებლად...
–უძღები შვილი დავბრუნდიიიიი... სახლში შესვლისას გაიკრიჭა და მონატრებულ მშობლებს გადაეხვია
–როგორ დადიხარ შენ ნებაზე მამა ასე როგორ შეიძლება? აღშფოთებული ერეკლე მაინც თბილი ხმით ესაუბრებოდა ქალიშვილს
–აუ დაიკიდე მაა, მოვაგვარე და იშვიათად წავალ ხოლმე...
–ის მაინც ვიცოდე სად დადიხარ.. დანანნებით გააქნია თავი დედამ
–ეკატერინე კიდე მიტრ*ებ? გადაეხვია დედას ნიტა
–აბა საიდან გაქვს ამხელა ფული? ვინმეს ხოარ კლავ დედა ჰაა? თავში ხელი შემოირტყა დედამ და სავარძელში ჩაესვენა
–კი ხალხს დეე... ეშმაკურად უპასუხა ქალიშვილმა
–გადამრევ დედა გადამრევ! ესღა უთხრა ეკატერინემ და სამზარეულოში შეუძღვა გოგონას
–უი მაა ახალი ამბავი იციი? ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ერეკლეს ( აი ვის ჰგავს ქალიშვილი)
–რა? პირგამოტენილმა ჰკითხა
–თოკა და კესო გაიპარნენ... გაეკრიჭა მამამისი, ამის თქმა და ნიტას საჭმლის გადაცდენა ერთი იყო, ძლივს მოასულიერეს, ხან წყალი, ხან წვენი, მოკლედ ძლივს მოვიდა აზრზე და ეგრევე ტელეფონს ეცა
–გისმენთ... გაისმა თორნიკეს უბედნიერესი ხმა
–ში* ხოარ გაქ ბიჭო უჩემოდ როგორ გაიპარეთ? ვითომდა გაბრაზდა ქალბატონი
–შენ ამერიკაში დაბრძანდებოდი და კიდე მე მამტყუნებ?
–ბო*იშვილივიყო თუარ გაგიტრაკო რო ჩამოხვალთ! გილოცავ და აბა შენ იცი! ნთლულები მინდა შე*ემა სასწრაფოდ! ბოლოს მაინც გაეცინა და ასე ტკბილად მიულოცა...
ნიტას ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ქალბატონი საზამთროთი მოიწამლა, ხან ბორჯომი სვა, ხან კუჭი ამოირეცხა სახლის პირობებში, ხან სოდიანი წყალი, მაგრამ არაფერმა უშველა, ამიტომ იძულებული გახდა საავადმყოფოში წასულიყო, ისედაც ზედმეტად სუსტად იყო, ეკატერინეს შეეშინდა სისხლში არ გადავიდეს მოწამვლაო და ძლივს დაითანხმა შვილი ექიმთან გაჰყოლოდა...
გადასხმები გაუკეთეს, კუჭი სამედიცინო მეთოდით ამოურეცხეს, ანალიზები აუღეს და დამშვიდებული გამოგზავნეს უკან... პასუხები საღამოს იქნებოდა, ნიტამ განაცხადა აქ მომსველი მეორედ აღარ ვარ და დამიკერეთ პასუხებზეო...
საღამოს შვიდ საათზე მისი მობილური აზუზუნდა, ცხელ შოკოლადს სვამდა დიდი ნეტარებით ( ამ პაპანაქებაში რამ მოანდომა? რავიცი რავიცი...)
–დიახ... კულტურულად უპასუხა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა
–ქალბატონი ნიტა ამირეჯიბი ბრძანდებით? მამაკაცის ბოხი ბარიტონი მოესმა ყურმილში
–დიახ...
–კობა ექიმი ვარ ნიტა..
–აჰჰ... დიახ ანალიზებზე მირეკავთ ხომ?
–დიახ შვილო, სწორად გმოიცანი..
–იმედია მანდ მოსვლა აღარ მომიწევს, ვერ ვიტან საავადმყოფოებს... მობეზრებით ჩაილაპარაკა...
–სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ხშირად მოგიწევთ..
–რაა?... (გადასცდა სასმელი) რა მჭირს? შეპარული ხმით იკითხა
–ნუ გეშინია... შენი შეშინება არ მინდოდა... უბრალოდ ფეხმძიმედ ხართ...
ნიტა რამდენიმე წამი ცდილობდა ნათქვამის გააზრებას, ერთ წერტილზე მიშტერებული იდგა და ვერ აღიქვამდა გარემო ფაქტორებს, ბოლოს კი მობილური დივანზე მოისროლა და გამწარებულმა დაიძახა
–ჯანდაბა!
***
მდივანზე მოსრილილი მობილურიდან ყრუდ ისმოდა ექიმის ნათქვამი სიტყვები, რომელებსაც ნიტასთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა და არც აინტერესებდა...
ვერ ვიტყვი რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ეს მისი სტილი არ იყო, უბრალოდ ვერ იჯერებდა, მიუხედავად იმისა რომ გრეგორთან თავი დაიცვა მაინც ორსულად დარჩა, პირველად ამდენი ხნის განმავლობაში არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, არა! იცოდა როგორარა! ბავშვს არ გააჩენდა! მისი კარიერისთვის ეს დამღუპველი იქნებოდა, სულაც არ სურდა ასე ნაადრევად გამხდარიყო დედა, ყველაფერს თავისი დრო აქვს.. თუმცა მასში მაინც იყო ნაწილი, რომელსაც ეს ბავშვი მთელი არსებით სურდა და უნდოდა, მაგრამ ამ ფიქრებს საშუალება არ მისცა მასზე ემოქმედათ, ამიტომ სწრაფადვე უმარტივესი გადაწყვეტილება მიიიღო, ფიქრებიდან გამოერკვა, ოთახს თვალი მოავლო, ღრმად ამოისუნთქა
–ნიტა შეიძლება შემოვიდე? კარს უკან დედამისის წკრიალა ხმა მოესმა. ოდნავ დაიძაბა გოგონა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია გარეგნულად
–შემო დეე... თბილად მიმართა ქალს
–ანალიზებზე ხომ არ დაგირეკეს?
–ააამ.. ისაა.. კიი.. დარეკეს და არაფერი მჭირს დაიკიდეო... მაქსიმალურად მშვიდად უპასუხა მაგრამ კი შეატყო დედამ დაბნევა, მისი საქციელი ეუცნაურა და კიდევ აპირებდა რაღაცის კითხვას როცა ნიტა თავქუდმოგლეჯილი აბაზანაში შევარდა და უნიტაზზე დაემხო, კარის ჩაკეტვა ან მოხურვაც კი ვერ მოასწრო
–ესაა არაფერი მჭირსო? შიშნარევი ხმით და ამავე დროს აღშფოთებით მივარდა შვილს და თმა გადაუწია უკან
–კარგად.. ვარ.. ნაწყვეტ–ნაწყვეტ ეუბნებოდა
რამდენიმე წამის ამ მდგომარეობაში იყო, შემდეგ ნელა წამოდგა, ოდნავ თავბრუ ესხმოდა და კედელს მიეყრდნო, თვალები უჭრიალებდა, ეხუჭებოდა...
–ესაა კარგდ ვარო?! ეხლავე ერეკლეს ვეტყვი და საავადმყოფოში წაგიყვანთ... არც უნდა წამოსულიყავი სახლში, ისევ სუსტად ხარ. შენი სიჯიუტის ბრალია ყველაფერი... ქოთქოთებდა ეკატერინე თან ნიტას ოთახში გასვლაში ეხმარებოდა
–ნუ აზვიადებ კატო რაა.. მობეზრებულად უპასუხა დედას.. ნამდვილად არ იყო ახლა არც კამათის და არც დარიგებების ხასიათზე, მაგრამ ვერც იმას დაუშვებდა ვინმეს სიმართლე გაეგო, მშობლები ბავშვის გაჩენას დააძალებდნენ და ეს არ აწყობდა...
–ახლავე მივდივართმეთქი და შენი ხმა არ გავიგო! ასეთი მკაცრი დედამისი ბოლოს როდის ნახა არც ახსოვს, გამოჩნდა ეკატერრინეს მკაცრი და შეუვალი პიროვნება, ეს კი ნიტასთვის უშანსობას მოასწავებდა
–დედა... კიდევ ერთხელ სცადა და მუდარის თვალებით შეხედა ქალს
–ხმა! ისევ მკაცრად წარმოსთქვა და ამჯერად საჩვენებელი თითიც უჩვენა მეტი ეფექტისთვის... სხვა გზა აღარ ჰქონდა ნიტას ამიტომ სიმართლის თქმა გადაწყვიტა
–ვიცი რაც მჭირს.. არ არის საჭირო ექიმთან წასვლა... უკმაყოფილო ტონით დაიწყო საუბარი, დედამ მომლოდინე თვალებით შეხედა და დაელოდა როდის დაასრულებდა ქალიშვილი ლაპარაკს–ორსულად ვარ... ღრმად ამოიხვნეშა და ამ ჰაერს გამოატანა სათქმელი.
ოთახში სიჩუმე გამეფდა... მხოლოდ დედის სწრაფი და ძლიერი გულისცემა ისმოდა, ქალი დაბნეული და შოკირებული იდგა, ვერასდროს წარმოიდგენდა ქალიშვილს უკანონო შვილი თუ ეყოლებოდა როდისმე (დაუბადებელია მაგრამ მაინც უკანონოდ ითვლება), განცვიფრებული ნიტას უემოციო სახეს შეჰყურებდა და ვერ ფიქრობდა რა ეთქვა...
–მოკლედ აბორტი უნდა გავიკეთო, არავისთვისაა ეს ბავშვი სასურველი, ხვალვე წავალ და მოვაგვარებ! ქალიშვილის ლაპარაკი ისე ჩაესმოდა თითქოს რაიმე უბრალო მოხსენებას ისმენდა
–რაა...როგორ.. ვისთან.. კი მაგრამ... ქალი ენას ვერ იბრუნდებდა პირში და გაურკვევლად ლუღლუღებდა
–ეხლა ის თუ გაინტერესებს ქალიშვილობა სად და როგორ დავკარგე არ ვაპირებ მოყოლას... ამერიკაში გაზრდილი 22 წლის გოგო ქალიშვილი რომ არ ვიქნებოდი არ იცი? (ბარემ უნდოდა ასე ყოფილიყო მაგრამ...)
–ბავშვს არ მოიშორებ! სერიოზულად წარმოტქვა კატომ და ოთახიდან გავიდა
–ჯანდაბა! ამოიხრა ნიტამ, ბალიში სახეზე დაიფარა და საწოლზე გადაწვა...
...........
–ბავშვის მამა ვინ არის! კაბინეტში გაისმა ერეკლეს ბოხი ბარიტონი
–არ ვიცი...
–რას ქვია არ იცი! მაგოდაზე ხელი დააბრახუნა კაცმა და ფეხზე წამოიჭრა
–ერეკლე დაწყნარდი! საკმაოდ მკაცრი იყო გოგონაც და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა
–ნიტა მდგომარეობიდან არ გამომიყვანო!
–აბორტს გავიკეთებ და ყველაფერი დალაგდება! ჩემ საქმეში არ ჩაერიოთ! მკაცრად ამოთქვა ბოლო სიტყვები და მამას ჯიქურ მიაშტერდა თვალებში
–გრცხვენოდეს! გრცხვენოდეს ნიტა! სინანულით ჩაილაპარაკა ერეკლემ და ნიტას რამის გული გაუსკდა ამ სიტყვების გაგებისას, ყელში მჟავე სითხე მოაწვა, თვალები აემღვრა, მამისგან არასდდროს მოელოდა ამგვარ სიტყვებს, ვერ მიიღო მისგან ამგვარი მოპყროდა და დამოკიდებულება
–სასრიცხვილო არაფერი გამიკეთებია! დაიღრიალა და გარეთ ელვის სისწრაფით გავარდა
–ნიტა. ნიტა... ნიტაა...
ზუსრგსუკან ხან შეშინებული დედის და ხანაც მამამისის ხმა ესმოდა მაგრამ იმდენად იყო განადგურებული რომ არ მიბრუნებულა... მანქანაში ჩაჯდა და ერთ–ერთი ბარისკენ წავიდა...
შენობაში შესულს ათასი სუნამოს სუნი ეცა ცხვირში, ყველა თავის პონტში ერთობოდა, ხმამაღალი მუსიკა ამჯერადაც სასიამოვნოდ ელამუნებოდა ყურის ნიჟარებს.. პირდაპირ ბარისკენ წავიდა, ბარმენს რომ შეხედა მიხვდა რომ იგივე ბარში იყო რომელშიც იმ საბედისწერო ღამეს, ამის გახსენებაზე სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა და ოდნავ გაეღიმა თავისთვის...
–რას მიირთმევთ?
–მარტინი...უპასუხა ბარმენს და გარემო მოათვალიერა, რამდენიმე წუთი თავს უფლება მისცა ყოფილიყო იმ ფიქრებით შეპყრობილი რაც ასე ძალიან სურდა.. წარმოიდგინა საკუთარი თავი პატარა ლამაზ ბაღში, გარშემო ვარდებითა და ათასნაირი სხვა ყვავილით და მცენარეთი მორთული, გვერდით სათამაშოებით თამაშში გართული ყავისფერკულულებიანი ბიჭუნა რომელიც საყვარლად ეტიტინებოდა, მის უკან ხელების შემოხვევა და საყვარელი მამაკაცის სუნამოს სუნი, ბავშვის მომღიმარი სახე მშობლების დსანახვისას.... ამ ყველაფრის წარმოდგენაზე თალდახუჭული იღიმოდა, იცოდა ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნება იყო.. იმდენ ადამიანში ჰქონდა ხელები გასვრილი რომ არ ჰქონდა ბედნიერების უფლება, სინდისის გამო არ უნდა ეცხოვრა ლაღად.. ყველაფერი ირეალური იყო შემოხვეული ხელებისა და სუნამოს სუნის გარდა, ჯიუტად არ ახელდა თვალებს.. უნდოდა ეს ზმანება დიდხანს გაგრძელებულიყო
–უგემრიელესი მარტინი უმშვენიერეს ქალბატონს!
ფიქრებიდან ბარმენის ხმამ გამოიყვანა. თვალები გაახილა და მარტინის ჭიქას ხელი მოავლო როცა მუცელზე იგრძნო ვიღაცის დაძარღვული ხელი, მაშინვე სუნთქვა შეეკრა, მარტინი ტუჩებთან გაუშეშდა, გულის მუშაობა გაუასმაგდა, გრძნობდა ნელნელა როგორ ხურდებოდა სახეზე.. გულში ლოცულობდა რომ „ეს ის“ არ ყოფილიყო რადგან ცივილურ ქმედებებს ვერ მოიაზრებდა...
–რაღაც აფორიაქებული ჩანხარ! მისი ბოხი ხმა რომ გაიგო მლად დაკარგა აზროვნების უნარი, გამოსაფხიზლებლად სწრაფად დალია სასმელი და ჭიქა დადო... ახლა უკვე კისერთან გრძნობდა მამაკაცის სუნთქვას, მისი ცხელი ტუჩები ყურის ძირში შეეხო და კანმაც რეაგირება სწრაფად მოახდინა
–ხმას რატომ არ იღებ... ისევ ხავერდოვანი ცხმით ეჩურჩულებოდა ბიჭი..
ნიტამ მძიმედ გადააგორა ნერწყვი და გიჟივით წამოხტა სკამიდან..
სწრაფი ნაბიჯით შევიდა საპირფარეშოში.. სახეზე სიწითლე არ ეტყობოდა მაგრამ შიგნიდან იწვოდა, ცეცხლი ეკიდა ყურთან სადაც მისი ბაგებიი შეეხნენ, ონკანიდან ცივი წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა, ცივი წყლის წვეთები სასიამოვნოდ მოელამუნა სახეზე... რამდენიმე წამში უკვე დამშვიდებული გავიდა ოთახიდან და აშკარად ძველი ნიტა დაბრუნებულიყო..
–მიდი ვისკი დამისხი... თვალებციმციმა ბარმენს სასმელი შეუკვეთა, ჯიბიდან სიგარეტის ერთი ღერი ამოიღო და გაუკიდა.. .ღრმად ჩაუშვა ბოლი ფილტვებში და გაინაბა...
აშკარად იგრძნო გვერდით იგივე სუნამოს მატარებელი მამაკაცის დაჯდომა. მიხვდა ვინც იყო, შეკვეთილი ვისკი ნელა მოწრუპა და მწვავე სითხე ყელში გადაუშვა..
–როგორც ჩანს რაღაცეები კარგად ვერ გაგიგია... ირონიული ღიმილით შეხედა გრეგორს
–რასაც არ მინდა იმას არც გავიგებ.. პასუხად იგივე გამომეტყველება შეაგება ნიტას, ამ უკანასკნელმა კი თავი ღიმილით გადააქნია, მაგრამ ეს ის ღიმილი იყო „ვაი შე საცოდავო რა შარში ყოფ თავსო“
–ქართველები ზედმეტად თავდაჯერებულები ვართ.. მაგრამ რისი ტრა*იც არ გვაქ იმაზე თავს ნუ დავდებთ! თვალი ჩაუკრა და სკამიდან წამოდგა
–თვით ნიტა ამირეჯიბი მეუბნება ამას და გამირბის ხომ... ძალიან სარკასტული ტონით დააწია სიტყვები თითქმის კართან მისულ გოგონას
–გაქცევა არაა! უბრალოდ ვიცი რომ გამომეკიდები და უფრო შესაფერის გარემოში გადავდივარ....
ამის გაგება და ბიჭის ერთიანად ალეწვა ერთი იყო, ასე არავის კიარა საერთოდ არასდროს არავის დაუმცირებია... გამწარებული გავარდა კარში და ნიტას მანქანას მოჰკრა თვალი... გრეგორი თავის ავტომობილში ჩაჯდა და მოწყვეტით მოშორდა ადგილს... გამწარებული მისდევდა ნიტას, ისეთ მანევრებს აკეთებდა ორჯერ კინაღამ ავარია მოუვიდა, ისე რომ ეკითხათ რატომ მისდევო არც თვითონ იცოდა... უბრალიოდ უნდოდა მისი სხეული მთლიანად შთაენთქა, მისი მოკვლა და მოფერება უნდოდა ერთდროულად, იწვევდა ნიტა და ანკესზე ეგებოდა გრეგორიც...
ამასობაში ნიტა თავისი სახლის წინ გაჩერდა, არც უფიქრია აქამდე თუ გამოყვებოდა მამკაცი, ის იყო სახლოის კარი უნდა შეეღო როცა მნქანის მუხრუჭების ხმამაღალი ხმა გაიგო და ამ მიმართულებით მიიხედა, თვალები უაზროდ გადაატრიალა და ადგილზე დარჩა, დაელოდა მოვლენების განვითარებას..
მანქანიდან გაგიჟებული გრეგორი გადმოვიდა, სწრაფად მიუახლოვდა ნიტას და მაჯაში ხელი ცაავლო
–მაგ ენას ამოგაცლი! გაღიზიანებულად წარმოთქვა ბიჭმა და ნიტა თავის მანქანისკენ წაათრია
–ხელი გამიშვი თორემ...
–რა თორემ?! გამომწვევი თვალებით შეხედა გოგონას და მაჯაზე უფრო მეტად მოუჭირა ხელი.. გოგონამ არც აცია არც აცხელა და თავი ჩაარტყა თავში, შემდეგ კი თავისუფალი ხელით დაკავებული ხელი გააშვებინა... გაოგნებული ბიჭი იდგა და ვერაფერს კაეთებდა, როგორ უნდოდა ნიტას გაგლეჯვა მაგრამ ქალს ხელს არასდროს დააკარებდა, მითუმეტეს იმას რომელიც ასეთ ვნებას და ემოციებს იწვევდა მასში
–გამ,ოვ*ევდები ეხლა... სიმწრის სიცილით წარმოთქვა
–ჩემზე ინფორმაციის შეგროვებას გერჩივნა გაგეგო რა მოსდით მათ ვისაც ჩემი სიტყვა ჰკიდია! კბილებშრის გამოსცრა გოგონამ და სახლისკენ შებრუნდა, მაგრამ ემოციებისგან გადაღლილმა წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და მიწაზე მუხლებით დაეცა, გონება არ დაუკარგავს.. საშინელი გულისრევის შეგრძნება ჰქონდა, გარშემო ყველაფერი ტრიალებდა და ბუნდოვნად ჩესმოდა ნაცნობი ხმები, ვერ არჩევდა ვინ დასდგომოდ ათავს, თვალებს უაზროდ ატრიალებდა... მერე ვიღაცის თბილი მკლავები იგრძნო წელზე და მუხლებქვეშ...
გონს რომ მოვიდა თავის ოთახში იწვა, ამჯერად ყველა ემოიცა დალაგებული ჰქონდა, აღაც გულის რევას გრძნობდა, აღაც თავბრუსხვევას, ბოლო მოვლენების გახსენებისას ეგრევე წამოხტა საწოლიდან, სწრაფად ჩაირბინა პირველი სართული და მისაღებში შეკრებილ საზოგადოებას თვალი მოავლო
–რატო ადექი ნიტა... ეკატერინე გამოემართა ქალიშვილისკენ
–ამას აქ რაუნდა? მკაცრად იკითხა გოგონამ და გრეგორისკენ გადაიტანა მზერა რომელიც ეშმაკური ღიმილით შეჰყურებდა ხან მას და ხანაც ბატონ ერეკლეს...
–როგრო ხარ პატარა? ა,ჯერად გრეგორი გამოემართა მისკენ და განრისხებულ ნიტას თვალებს რომ წააწყდა უფრო მეტად ცატეხა ტუჩის კუთხე
–ნიტა რატომ დაგვიმალე გრეგორი არღვლიანი რომ იყო შენი შვილის მამა? ღიმილიანი სახით ჰკითხა ერეკლემ...
წამით ნიტამაც კი შეწყვიტა სუნთქვა, სიზმარი ეგონა ეს ყველაფერი, გაფაციცებული ხან კატოს შეხედავდა, ხან მომღიმარ მამამისს და ხანაც მზაკვრულ სახიან გრეგორს, პირი გააღო, ენა დაბმოდა, გამშრალ ყელში ჰაერი მძმედ გადასდიოდა
–ბავშვი მისი არ არის! ბოლოს რაც მოახრეხა თავის დასაძვრენად ის წარმოთქვა.
***
ნიტას სიტყვებმა ეკატერინე ძალიან გააღიზიანა
–ხვდები რომ შნეი თავი ნამდვილი კა*პა გამოგყავს? წამოენთო ქალი
–დამშვიდდით ქალბატონო, დეენემი ჩავატაროთ რა პრობლემაა.. სიმშვიდეს ინარჩუნებდა გრეგორი
–რას ქვია დეენემი? მე არაფერს მეკითხებით ხალხო? ეს ბავშვი შენი არ არის! რომც იყოს მაინც აზრი არ აქვს! ბავშვს არ გავაჩენ! საბოლოოდ ვიძახი!
გაცეცხლებული გოგონა მთელ ხმაზე ყვიროდა და გაბრაზებულ თვალებს უბრიალებდა მის წინ მდგომ ბიჭს
–ბატონო ერეკლე თქვენის ნებართვით ცალკე დაველაპარაკები თქვენს ქალიშვილს.. სანდომიანად გაუღიმა გრეგორიმ ოჯახის უფროსს და თანსხმობის მიღების შემდეგ ნიტას შეხედა
–დაა*ვიე! შეუღრინა გოგონამ და უკან საძინებელ ოტახში გაბრუნდა...
გრეგორიმ თვალები უაზროდ გადაატრიალა, ახლა მისი წესებით მოქმედების დრო იყო, ნიტას ჭირვეულობის ატანას არ აპირებდა, ამიტომ სწრაფად მოჰკიდა გოგონას ხელი და ზურგზე მოიგდო.. ამ მოქმედებას მანდილოსნების (ეკატერინეს და ნიტას) აღშფოთებული შეკივლება მოჰყვა (უფრო ნიტასი რათქმაუნდა), ბიჭმა ერეკლეს მზერა რომ დაიჭირა ესიამოვნა, რადგან მიუხვდა რომ სწორად იქცეოდა...
ნიტა გიჟივით ფართხალებდა, მაგრამ მამაკაცის ძლიერ მკლავებს მაინც ვერ უსხლტებოდა
–ჩემი ხელით დაგახრჩობ! დამსვი! დამსვიმეთქი!
სულ ტყუილად ყვიროდა...
ეზოში გაიყვანა და აუზთან ჩამოსვა გოგონა, უხეშად მოშორდა ნიტა ბიჭს, გამძვინვარებულ მხეცს ჰგავდა, ისეთი თვალებით უყურებდა რომ იფიქრებდით ახლა ეცემა და ნაკუწებად აქცევსო
–მოდი ცივილიზებულად მოვიქცეთ და ცივილიზებულად გადავწყვიტოთ კარგი? ჯერ მშვიდი ტონიტ დაიწყო გრეგორმა საუბარი
–მისმიენ ეს ბავშვი შენი არ არის! მერამდენედ გაგიმეორო უკვე?
–მაშინ დეენემი გაიკეთე... ოდნავ აუწია ხმას მამაკაცმა
–შენ შ*გ ხოარ გაქ? წადი რა შენ ცხოვრებას მიხედე! ზედმეტად აგდებულად მიმართა, აი აქ კი გაჭედა და ნამდვილი სვანი გახდა ბიჭი, მკლავზე ხელი ძლიერად მოუჭირა გოგონას, ისე რომ ნიტამ წამოიკვნესა, გაცეცხლებული თვალები მიაპყრო გოგოს
–ყ*ეზე მკ*იდია შენი ისტერიკები! რაც გითხარი იმას გააკეთებ და ბავშვი თუ ჩემია ჩათვალე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადაადგამ უჩემოდ! დაუღრიალა და იქაურობას გაეცალა.
–მაგასაც ვნახავთ! კბილებშორის გამოსცრა ნიტამ და სახლში გიჟივით შევარდა, მშობლებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე ავიდა თავის ოთახში და აბაზანაშ ჩაიკეტა.
ჯაკუზში იწვა ტვალებდახუჭული და მომხდარის გაანალიზებას ცდილობდა, ვერ იტანდა როცა ვინმე ეურჩებოდა და მითუმეტეს აქეთ იერიშზე გადმოდიოდა, ისტერიკებიანი არასდროს ყოფილა, მეტიც, ეჯავრებოდა ასეთი საქციელის გოგოები, მაგრამ ამჟამად ზუსტად ასე იქცეოდა... მართლაც რომ გაეჩინა ბავშვი რა მოხდებოდა? იცხოვრებდა გრეგორთან ერთად და ასე გალევდა წლებს, მაგრამ ჯეკთან კიდევ სამი წელი უნდა ემუშავა, ბავშვს მკვლელი დედა როგორ ეყოლებოდა.. როგორ ჩეხედა თვალებში მისთვის.. ამიტომაც უნდოდა მისი მოშორება, ამიტომაც ვერ შექმნიდა სრულფასოვან ოჯახს და ამიტომაც ერთობოდა და ფეხებზე ეკი*ა ყველაფერი ამ მხრივ...
არც კი ახსოვს როგორ ჩაეძინა, იმდენად დაღლილი იყო იმავე პოზაში გადაეშვა მორფეოსის სამყაროში...
ტანზე სიცივემ გამოაღვიძა, წყალი გაციებულიყო და გოგონას ნაზ კანზე სუსხს ატანდა, შემცივნული სწრაფად წამოდგა ჯაკუზიდან და კაბინაში შევიდა, ცხელი წყალი მოუშვა და მის ქვეშ დადგა.. კანკალებდა ისე სციოდა, ტაზე ხლეებს ისვამდა, ცხელი წლის წვეთები უხვად ერეცხებოდა მის სხეულს, რამდენიმე წუთში კი გათბა კიდეც, საკუთარ თავს ლანძღავდა ნიტა ასეთი დაუდევრობისთვის, წამით გაუელვა გონებაში რომ ეს მდგომარეობა ბავშისთვის არ იყო სახარბიელო, თუმცა მხოლოდ წამიერად გაიფიქრა ეს.
–ღმერთო რა გავაკეთო.... ცივ კაბინას შუბლი მიადო და ხმამაღლა გაიფიქრა....
საბოლოოდ გადაწყვიტა რომ ვიმმე გარეშე პირის რჩევა სჭირდებოდა, სრულიად უცხო ადამიანის თუნდაც გამვლელის და სწორედ ისე მოიქცეოდა როგორც მიუკერძოებელი პირი ურჩევდა...
როგორც იქნა საკუთრი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ჩაეშვა ფუმფულა ლოგინში და მშვიდად დაიძინა...
კარზე კაკუნის ხმამ გამოაღვიძა ქალბატონი, ზანტად გაახილა თვალები, ლოგინიდან წამოიწია და მოჭუტული თვალით გახედა კარს
–შემო დეე... ნამძინარევი ხმით უთხრა კატოს...
–გრეგორია მოსული და გაემზადე ჩამოდი...მშვიდი ტონით გააფრთხილა დედამ
–რა? ესე ადრე.. რა ჯანდაბა უნდა... (თან პენუარს იკრავდა თან ფეხსაცმელს ეძებდა)
–ანალიზებზე ხომ უნდა წახვიდეთ...
–ნაბი*ვარი... ამ დილაუთენია რას მოეთრა, დავიჯერო შვილი ეგრე ძაან უნდა? ზიზღით ამოილაპარაკა ნიტამ და კიბეებზე დაეშვა
ერეკლე უკვე სამსახურში წასულიყო, მისაღებში მხოლოდ გრეგორი იჯდა საკმაოდ კმაყოფილი მზერით, როცა მოკლე პენუარში გამოწყობილი ნიტა დაინახა მაშნ კი უფრო მეტად გაებადრა სახე და თვალებში ჭინკები აუთამაშდა. ნიტას რამეს გამოაპარებ? ეგრევე მიხვდა ვაჟბატონის მიმიკის შეცვლას
–მშიერი ძაღლი ძვალს რომ დაინახავს და ენას გადმოაგდებს ზუსტად მასე მიყურებ! თვალების ბრიალით ჩაამთავრა სათქმელი
ბიჭს სახე შეეცვალა, ის ბედნიერი გამომეტყველება წამსვე კუშტმა და სერიოზულმა სახემ შეცვალა
–მალე გაემზადე ბევრი დრო არ მაქვს! ცივად მიუგდო ორი სიტყვა და გარეთ გავიდა
–მალე გაემზადე ბევრი დრო არ მაქვს! ( გამოაჯავრა გოგონამ) –უტაქტო! ჩაილაპარაკა და ოთახში დაბრუნდა...
შავი მუხლზე დახეული ვიწრო ჯინსი, ნაცრისფერი ტოპი, შავი შუზი და ტყავის კურტკა ჩაიცვა, თმა როგორც ყოველთვის გაშლილი დაიტოვა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და 15 წუთში მზად იყო...
–წავედი მეე... დედას გასძახა და გარეთ გავარდა
–ღმერთი შენკენ შვილო! ეკატერინეს სიტყვების გაგება მოასწრო.
–შემახსენა ცოდვები... ჩაილაპარაკა თავისთვის და გრეგორის მანქანაში ისე ჩასკუპდა, მისთვის არც შეუხედავს...
მანქანაში ორივე ჩუმად იჯდა, მხოლოდ ძრავის ხმა ისმოდა...
სიტუაციისგან მობეზრებულმა ნიტამ ცანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, იქიდან ერთი რერი ამოაძვრინა და ტუჩებსშორის მოიქცია, მაშინვე შეამჩნია გრეგორის უკმაყოფილო მზერა
–გადააგდე! სალონში ბიჭის ბოხი და ცივი ხმა გაისმა
ნიტამ ირონიულად ჩაიღიმა და სანთებელა აანთო, აშკარად მამაკაცის ნერვებზე თამაშობდა, მაგრამ ის ვერ გათვალა სვანს რომ ეჯიბრებოდა... მოულოდნელად დაამუხრუჭა არღვლილანმა მანქანა, რაზეც ნიტამ ტავი ვერ შეიკავა და წინ წაიწია, რომ არა ღვედი აუცილებლად მინას შეასკდებოდა... გამწარებულმა გრეგორიმ ტუჩებიდან გამოსტაცა სიგარეტი და ფანჯრიდან გადაისროლა
–როცა რაღაცას გეუბნები უარესი არ უნდა გააკეთო! გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და ისევ საჭეს მიუბრუნდა
–რაღაც არ მახსოვს ჩემს უფროსად დამეყენებინე. სარკაზმს არ იშურებდა ნიტა და ნამდვილად წყობიდან გამოჰყავდა მამაკაცი
გრეგორი მთელი ტანით გოგონასკენ შებრუნდა, სახე ახლოს მიუტანა, ისე რომ ერთმანეთის სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდათ... დ აი ნიტამაც არ დააყოვნა და სხეულზე ცეცხლი მოედო, მაინც ვერ იგებდა რასმართებდა ეს ბიჭი. წესით უნდა გაბრაზებულიყო მასზე ასეთ რამეებს რომ უბედავდა, მაგრამ თავის თავზე მწარდებოდა რადგან ბიჭს ამდენის უფლებას აძლევდა
–შენ გგონია შენი თქმა მჭირდება? ტუჩის კუთხე ჩატეხა არღვლიანმა და ნიტას ტუჩებზე გადაიტანა მზერა. გოგონას რა დაემართა? სრულიად დაჰიპნოზდა, საკუთარ თავს ვეღარ სცნობდა, მამაკცი ისე ახლოს იყო მასთან, თან მისი მზერა მის ტუჩებს არ შორდებოდა, ეს კი თიშავდა ნიტას და აზროვნებას აკარგვინებდა, მხოლოდ პირს აღებდა, სურდა რაღაც ეთქვა მაგრამ ტუჩები მას არ ემორჩილებოდნენ, ვერცერთ სიტყვას წარმოთქვამდნენ
–უნდა გაიაზრო რომ იმ წამიდან რაც ჩემთან იწექი ჩემი ხარ! ისევ ბიჭის ხმა ჩაესმა, როცა ნათქვამი გაიაზრა თვალები გაუფართოვდა და სიბრაზისგან წამოენთო. აპირებდა საპასუხო წინადადების თქმას მაგრამ როცა გამოფხიზლდა უკვე საავადმყოფოში იყვნენ დ აღარც გრეგორი იჯდა მის გერდით.
სწრაფად გადავიდა მანქანიდან, კარი მთელი ძალით მიაჯახუნა და როცა მამაკცის უკმაყოფილო სახეს წააწყდა გაეღიმა კმაყოფილს.
მიმღებში საჭირო პროცედურა გაიარეს, ანალიზებიც სწრაფად აუღეს, ყველა საჭირო საქმე ჩაუტარდა ნიტას და მოსაცდელში გაუშვეს გრეგორთან ერთად... ნიტამ გაიფიქრა რომ ექიმისთვის ფული შეეთავაზებინა და ეთქვა რომ დეენემი არ ემთხვეოდა ნიმუშს, სკამიდან წამოდგა
–მალე დავბრუნდები... სათნო ღიმილით დააჯილდოვა მამაკაცი და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ უხეშად სწვდა გრეგორი და კედელთან მიაყუდა
–შენ მე ყ*ე გგონივარ?
–რაა... რატოო... დაიბნა ვითომ ქალბატონი
–სანამ პასუხი არ იქნება გვერდიდან არ მომცილდები სულ რო ჩაიფსა მიანც! მკაცრად გააფრთხილა და სკამზე თავის გვერდით დაისვა..
ვინ იცის რამდენჯერ აგინა ნიტამ გულში არღვლიანს, ნამდვილად არ გახლდათ ეს მამაკაცი ადვილად დასამორჩილებელი და ეს თან აღიზიანებდა და თან ძალიან მოსწონდა გოგონას...
სხვა გზა არ ჰქონდა, დაჰყვა ბიჭის ნებას და მის გვერდით იცდიდა სანამ თეთრ ხალათში გამოწყობილი მომხიბვლელი გოგონა არ გამოვიდა.. თვალებს უციმციმებდა გრეგორს და გამომწვევად უღიმოდა
–ნიტა ამირეჯიბი და ბატონი გრეგორი არღვლიანი (ბოლო სახელი საკმაოდ ხავერდოვნად წარმოთქვა ექთანმა)
–ქალბატონის თქმა დაგავიწყდა! მკაცრი ღიმილით შეუსწორა ნიტას, რომელსაც სინამდვილეში ეს სიტყვა კიარა ამ გოგონას ღიმილი და თვალიბის ციმციმი აღიზიანებდა
–აჰ.. დიახ.. ქალბატონი... (ექთანი)
–პასუხებია ესენი ხომ? ჰკითხა გრეგორიმ და თან თეთრ ფურცლებზე მიუთითა რომელბის ექთანს ეჭირა
–დიახ...
–მერე? დადებითია? შეპარვით იკითხა ბიჭმა, ხმაზევე ეტყობოდა როგორ ღელავდა მაგრამ მაქსიმალურად ფარავდა
–დეენემის ანალიზი 99%ით ემთხვევა თქვენს დეენემს... ახარა ექთანმა...
–ჯანდაბა! სახეზე ხელები აიფარა ნიტამ და ღრმად ამოიოხრა.. აი არღვლიანის ემოციებს ვერ აღვწერ, არ ძალმიძს, რადგან თავად არ იცოდა რას გრძნობდა, ისეთი ბედნიერი იყო რომ ვერ გამოხატავდა, ზოგადად მისი პიროვნება საკმაოდ დასტოინი და გაწონასწორებული იყო.. ამიტომ მხოლოდ ღიმილით შემიფარგლა რომელიც კმაყოფილებით იყო გაჟღენთილი...
.........

–აქ სადმე გამიჩერე... ერთ–ერთ სუპერმარკეტზე მიუთითა ნიტამ და გრეგორიმაც წამსვე დაამუხრუჭა
–ცუდად ხარ? შეშფოთებულმა ჰკითხა
–მეტყობა რამე? გამწარებულმა ვერ მოზომა საკუთარი ხმა და საკმაოდ მაღალ ტონზე წარმოთქვა ეს ორი სიტყვა. არც დალოდებია გრეგორის პასუხს ისე გადმოხტა მანქანიდან და სწრაფად შევიდა დანიშნულების ადგილას..
სალაროსთან იდგა მარწყვის დიდი ნაყინით ხელში, გვერდით საკმაოდ სიმპათიური ბიჭი ედგა, გაახსენდა დილანდელი გადაწყვეტილება და მის სისრულეში მოყვანას შეუდგა
–უკაცრავად თქვენთან ლაპარაკი მინდა... უემოციოდ განუცხადა უცხოს, ეს უკანასკნელი ჯერ დაიბნა, სათვალე მოიხსნა და საროჩკაზე ჩამოიკიდა
–რით შემიძია დავეხმარო თქვენნაირ მანდილოსანს? გაღიმა ბოლოს
–სადმე დავსხდეთ და აგიხსნით.. ამჯერად ნიტამაც გაუღიმა...
იქვ ახლოს მდებარე კაფეში შევიდნენ, შეკვეთა მისცეს მიმტანს და საუბარი დაიწყეს
–პირდაპირ გეტყვი: ეს ერთჯერადი შეხვედრაა, არავითარი მიზეზით ამომირჩევიხარ, სრულიად შემთხვევითი პიროვნება ხარ.. მეკი მჭირდება ისეთია დამიანის დახმარება რომელიც არც მიცნობს და არც აინტერესებს ჩემი ცხოვრება, უბრალოდ ამბავს მოგიყვები და ორი გზიდან ერთ–ერთს აირჩევ.
ასე ჩამოუყალიბა სათქმელი და ვისკი მოსვა...
ბიჭი რაღაცნაირი სიამაყით უყურებდა, მერე გაეცინა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო
–გისმენ...
–ხვდები ხო რასაც ვამბობ?
–რომ არ ვხვდებოდი კითხვებს დავსვამდი მაგრამ როგორც ხედვ მხოლოდ ერთი სიტყვა გითხარი ასე რომ...
–კარგია... მოკლედ 22 წლის დაქირავებული მკვლელი არის ორსულად ბიჭისგან რომელიც ბავშვის შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ ბავშის გაჩენით გოგონას კარიერა დაინგრევა, ამას გარდა მკვლელი დედა ეყოლება ბავშვს რაც დამეთანხმები სასურველი არაა..
–და შენ გგონია წლები რომ გავა და მოგინდება შვილი მერე აღარ იქნები მკვლელი? ჩჩაერია საუბარში უცნობი
–ვინ თქვა რომ ჩემზე ვლაპარაკობ?
–იცი ადამიანების არცევა კარგად გამოგდის.. გეტყობა რომ შენზე ლაპარაკობ
ნიტამ გაიღიმა
–ფსიქოლოგი ხარ არა?!
–გახლავარ... გაეღიმა მამაკაცს.–მოკლედ ერთს გეტყვი: თუ ღმერთმა შენთვის შვილი გამოიმეტა ესეიგი ამის ღირსი ხარ!
***
ნიტა ტაქსში იჯდა და უცნობი ფსიქოლოგის სიტყვებზე ფიქრობდა, ფიქრობდა ყოველივე იმაზე რაც მის ცხოვრებაში მოხდა, გაახსენდა თავის ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთები და ის მიზეზიც თუ რატომ იყო დღეს ასეთი უხეში, უგულო და უგრძნობი, იხსენებდა ყოველ იმ მტანჯველ წამს რაც აქამდე მოსასვლელად გამოიარა ისე, რომ არც მშობლებს და არც მეგობრებს გაუგიათ მისი წუხილი და დარდი.. ცხოვრების ყველაზე მწარე მომენტში შეძლო და მარტო გაუმკლავდა მისთვის უმძიმეს პერიოდს, ყველასგან მარტო... გაიხსენა მტანჯველი წლების შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა პროფესიონალ მკვლელად ამერიკის ერთ–ერთ დაჯგუფებაში, გონებაში ყველა მოკლული ადამიანი გაიხსენა, აბსოლიტურად ყველა მათგანი სტკიოდა სამის გარდა, სწორედ ეს სამი მკვლელობა ჩაიდინა ისე რომ წარბიც არ შეუხრია და პირიქით, ამით მაზოხისტური სიამოვნება მიიღო...
გულის სიღრმეში, თავისი ცივი და გაყინული სახის მიღმა ჩვეულებრივი გოგონა იდგა რომელიც ცდილობდა ყველანაირად ჩვეულებრივად ეცხოვრა, თუმცა სინდისის ქენჯნა და ნამუსი არ აძლევდა სრულად განეხორციელებინა თავის ჩანაფიქრი...
ახლა კი, სრულიად მოულოდნელად შემობრუნდა მისი ცხოვრება, აღარ უნდა ყოფილიყო ასეთი ლაღი, ქარაფშუტა და უდარდელი გოგონა, მისი მდგომარეობა სიდინჯეს და სერიოზულობას მოითხოვდა, არა–კიარ იფიქროთ რომ მას რომელიმე აკლდა, უბრალოდ ბავშვი ყველაზე საპასუხისმგებლო ფაქტია ქალის ცხოვრებაში.. ყველა ფიქრი უკუაგდო და გონება მხოლოდ პატარა არსებას დაუთმო რომელიც მასში ცოცხლობდა. მუცელზე ძალიან ნელა მოისვა ხელი, მერე კი ოდნავ მოუჭირა, თითქოს პატარას იცავდა ცხოვრების უსამართლო კლანჭებისგან...
–მე შენთან ვარ დე.. ყველაფერი კარგად იქნება!
მტკიცედ წარმოთქვა თავისთვის სიტყვები და კმაყოფილმა გახედა გზას...
–მოვედით... ფიქრებიდან ულვაშიანმა ტაქსის მძღოლმა გამოიყვანა..
გოგონამ ფული გადაიხადა და სწრაფად დატოვა ავტომობილი...
მასში აშკარად შეიცვალა გრძნობები, საოცრად კმაყოფილი შევიდა სახლში
–მაა... დეე... მოვედიით... ხმამაღლა დაიძახა
–მოხვედით?! ეკატერინემ გაშტერებულმა შეხედა რადგან მრავლობითში ნათქვამი სიტყვის შინაარსს ვერ მიხვდა, ვინაიდან ქალიშვილი=ს არავინ მოჰყოლია
–მე და ჩემი პატარა მოვედით... სახეგაბადრულმა წამოიძახა და ქალს გადაეხვია, ეს უკანასკნელიც თითქოს შებოჭილი იყო და მთლიანად მოეშვა, ქალიშვილს მოეხვია და სიხარულის ცრემლი გადმოუგორდა
–მადლობა ღმერთს! სიხარულით ბუტბუტებდა
–კაი კატუს ნუ ტირი რა... დაუტია ნიტამ–მიდი მაჭამე რამე შენ დედობას გეფიცები მაგრად მშია... გაეკრიჭა ქალს და სამზარეულოსკენ წაკუსკუსდა
–უი დე მამა სადაა?
–კომპანიაშია სად იქნება...
–აამ კაი გავუვლი მერე...
–გრეგორისთან ერთად რატომ არ მოხვედი? შეპარვით იკითხა ქალმა
–არ გ*იდია გრეგორი დედა? მობეზრებულად უპასუხა
–ნიტა როდის უნდა მოეშვა ასე უხეშად ლაპარაკს... აღშფოთდა ქალი
–ეგეც დაი*იდე ... გაუღიმა ქალს და ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი ვაშლის ჭამა განაგრძო...

***
სააბაზანოში შხაპის ქვეშ იდგა ნიტა და ღიღინით ისნაწილებდა ქაფს მთელს სხეულზე... ებედნიერებოდა საკუთარი თავი და ამით კმაყოფილებისგან ასხივებდა...
ყოველ წუთს მუცელს ეფერებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა თავის თავს ასე გალაღებულს და ბედნიერს, ეს არ იყო მოჩვენებითი, ეს ზუსტად ის იყო რასაც მართლა გრძნობდა...
ონკანი გადაკეტა და სწორედ ამ დროს მოესმა თავისი ოთახიდან ფაჩუნი, მაგრამ არაფერი უეჭვია, იფიქრა რომ დედამისი იყო სჰესული, ამიტომ ჩვეულებრივად განაგრძო თავის საქმიანობა... კაბინიდან გამოვიდა, სარკის წინ შეათვალიერა შიშველი სხეული, ჯერაც ისევ ისეთ ტანზე იყო, წარმოიდგინა თვეების გასვლის შემდეგ როგორ გაებერებოდა მუცელი და სიამოვნებისა და სიხარულისგან ფართოდ გაეღიმა..
სველ სხეულზე პირსახოცი შემოიკრა, რომელიც როგორც მიხვდით გრძელი არ იყო, მხოლოდ საჯდომს უფარავდა, თმა გაშლილი ჰქონდა, წყლის წვეთები სხეულზე ეცემოდა, ფენი აიღო და გამშრალებას აპირებდა როცა მისი მობილური აზუზუნდა, სასწრაფოდ გამორთო იმ წამს ჩართული ტექნიკა და მობილურს დასწვდა, ეკრანზე ის ამოუცნობი ზარი იყო, რომელზეც მაშინვე საიდუმლო ადგილას გარბოდა.. ერთ ხანს დაშტერებული შესცქეროდა ნომერს, ხელი სველ თმაზე ნერვულად გადაისვა და პირველად თავის „სამუშაოს“ მანძილზე გაბედა და უპასუხა
–...... (ნიტას დუმილი)
–როგორც ჩანს საქართველოში კარგად მოეწყე... ყურმილის უკან ნაცნობი ირონია გაჟღერდა
–....(ისევ დუმდა ნიტა, თუმცა გული გამალებით უცემდა, არა იმის გამო რომ მოსაუბრის ეშინოდა, არამედ იმის გამო რომ ახლაღა დაფიქრდა როგორ გამოძვრებოდა წარსულის აჩრდილისგან)
–სად გაქრა შენი სიფიცხე? ისევ კმაყოფილი ირონიით საუბრობდა ყურმილის უკან მოსაუბრე
–ჯეკ! დუმილი დაარღვია გოგონამ, ყელში მძმედ გდაუშვა ნერწყვი და ერთ ამოსუნთქვას ამოატანა მისი სახელი
–ნამდვილად შეცვლილხარ, მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდები... ეჭვნარევად წარმოთქვა
–სალაპარაკო მაქვს! ძველი ნიტა დაბრუნდა და მეტად გაიმკაცრა ხმა
–დიახ ჩემო ძვირფასო ნამდვილად გაქვს... ღვარძლიანი ხმით ჩასძახა ყურმილში
–ხოდა დამელოდე! გაბრაზებულმა ნიტამ ესღა თქვა და ყურმილი გათიშა..
სარკეში ჩაიხედა, მთლად ალეწილი და გაწითლებული იყო, თვალებში აშკარა სიმკაცრე ჩასდგომოდა, ცივი წყალი შეისხა, ცოტა მოეშვა, ღრმად დაიწყო სუნთქვა რომ დამშვიდებულიყო, რამდენიმე წამი დასჭირდა აზრზე მოსასვლელად. მტკიცედ გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა „სამსახური“ მიეტოვებინა და საქართველოში მშვიდად ეცხოვრა თავის შვილთან ერთად... რაც შეიძლება მალე უნდა მოეგვარებინა ამიტომ იმ დღესვე წასვლა გადაწყვიტა... თმის გამშრალება სულ გადაავიწყდა, ონკანი დაკეტა და ოთახშ გავიდა...

–დეე შენ ხარ? ჩვეული ხმით გასძახა ქალს მაგრამ არავინ დაუხვდა–სად წავიდა ეს ქალი?! გაუკვირდა და თავისთვის ჩაილაპარაკა... კარადასთან მივიდა, ნელა გამოაღო და შიგნით „შეძვრა“... ამინდის გამო გრილად ჩაცმა ამჯობინა, ამიტომ არჩევანი თეთრ ზედასა და შავ–თეთრ მოკლე კაბაზე შეაჩერა.. თანაც სწრაფად ჩაიცვამდა და აეროპორტშიც მალე მივიდოდა და იმედი ჰქონდა რომ ეს მისი უკანასკნელი ვიზიტი იქნებოდა იქ...
კარადის დახურვა და მისი კივილ;ი ერთი იყო... ტანსაცმელი დაუცვივდა და გულზე იტაცა ხელი, აქოშინებული და განრისხებული შეჰყურებდა მის წინ მდგა და ეშმაკურად მომღიმარ გრეგორს
–ჩემი აზრით ესენი საერთოდ არ გჭირდება... ბიუსჰალტერი და ქვედა საცვალი აათამაშა ხელებში რომლეიც წამის წინ დაუცვივდა გოგონას....
ნიტამ სული რომ მოითქვა გამწარებულმა გამოჰგლიჯა ხელიდან ნივთები
–აქ რა გინდა? შეუღრინა მან... თან ტილო უფრო კარგად შემოიკრა (ნეტა როდის იყო ეს გოგო ასეთი მორცხვი)
–რას ჰქვია აქ რა მინდა? ნელნელა უახლოვდებოდა ბიჭი და ხავერდოვანი ხმით ეკითხებოდა
–რა ვერ გაიგე?! შეტევაზე გადავიდა ნიტა და თან უკანუკან იხევდა, ცალი ხელით კი ტილოს ჩაბღაუჭებოლიყო
–რატო იბნევი? არ წყვეტდა გრეგორი კითხვების დასმას და უფრო მეტად უახლოვდებოდა გოგონას რომელსაც სახეზე ალური ასდიოდა და ვერ გაეგო რატომ აფორიაქებდა ეს ბიჭი ასე
–გადი უნდა ჩავიცვა! გვერდით გავლა სცადა, მაგრამ მამაკაცის ძლიერმა ხელმა შეაჩერა და თავისკენ მიზიდა, დამფრთხალი ჩიტივით აფართხალდა ნიტა, ისე რომ ცოტაც და ტილო მთლად გამოუჩენდა მკერდს
–გამირბიხარ? კმაყოფილი ტონით ჩასჩურჩულა მამაკაცმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა
–რააა.. რას... რას აკეთებ? დაიბნა გოგონა როცა ბიჭმა ტილოს მოკიდა ხელი...–გაუშვი! გამოსცრა კბილებში მან
–ვითომ არ მინახიხარ შიშველი... უფრო ფართედ გაეღიმა გრეგორს
–თავი ვინ გგონია? რახან ერთხელ მქონდა შენთან სე*სი გგონია კიდევ მენდომება? მე თუ მკითხავ ტყუილად დავკარგე ის ღამე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პი*არასტს..... სიტყვის თქმა აღარ დასცალდა რადგან მამაკაცმა ძლიერად მიახეთქა კედელს, წვა იგრძნო ბეწების არეში მაგრამ მაშნვე ჩაეღვარა ცხელი ლავა მუცელში როცა ზურგის წვასთან ერთად უხეში და ამავე დროს რბილი ტუჩები შეეხნენ... ბიჭმა თავის ხელებს შორის მოაქცია გოგონა და მხოლოდ ტუჩებით ეხებოდა, ეხებოდა კიარა გიჟივით კოცნიდა და ხე ხომ არ იყო ნიტა რომ არ აჰყოლოდა... ძალიანაც ეწინააღმდეგებოდა თავის პრინციპებს მისი საქციელი მაგრამ უჭირდა ამ მომენტში თავის კონტროლი, ჯანდაბაში მოსიროლა ყველა და ყველაფერი, ბიჭს თმაში სწვდა და თავისკენ მოქაჩა ისე რომ გეგონებოდათ მასში ითრევსო... ენა შეუსრიალა ბაგეებში ბიჭმა და გოგონმაც იგივე გაიმეორა, მამაკაცი კბილები ნიტას ქვედა ტუჩს მოედნენ და გოგონამ კვნესა ვერ შეიკავა... გრეგორმა საჯდომზე სტაცა ორივე ხელი და ნიტაც ველურივით შეახტა ზედ, ბიჭი მოატრიალა დ აამჯერად ის მიახეთქა კედელს... ნიტას ოთახიდან ჩუმი გმინვისა და კვნესის ხმები გამოდიოდა მაგრამ ეს მხოლოდ კოცნის შედეგად იყო გამოწვეული... პერანგის ღილებს რომ ეცა ნიტა ზუსტად მაშინ ცივად შეუშვა ხელი გრეგორმა და ძირს დასვა, კარისკენ შებრუნდა და ტანსაცმლის სწორება დაიწყო... გოგონა გაოგნებული და აჩქარებულსუნთქვიანი იდგა... ტუჩებზე თითებს ისვამდა, ვეღარ გრძნობდა მთლად დაბუჟებოდა და დასიებოდა... ტილო უფრო მეტად შემოიკრა და გამწარებული მიაჩერდა ბიჭს
–ეს რაიყო? რატომ გაჩერდი? ჩამწყდარი ხმით ჰკითხა რადგან ჯერაც ვნების კვალი ეტყობოდა
გრეგორი ირონიული ღიმილით შემობრუნდა, ენის წვერი ტუჩებზე გადაისვა და ცალყბად გაიღიმა
–ხომ გითხარი განმეორება არ მჩვევია ჩიტუნა! თვალი ჩაუკრა და კარისკენ შებრუნდა
–გაეთრიე! მკაცრი და ცივი ტონით წარმოთქვა ნიტამ და ბიჭის მალევე გაუინარდა კარს უკან..
სინამდვილეშ გაინტერესებთ ალბათ რატომ გაჩერდა გრეგორი ხომ? მიზეზი მარტივია: მიუხედავად იმისა რომ მთელი არსებით სურდა ეს გოგო, და მისი ქმედებაც (გაჩერება იმ მომენტში) სარისკო იყო (რადგან შესაძლოა იმპოტენტი გამხდარიყო) მაინც არ აკადრებდა ბატონ ერეკლეს მის სახლში მის ქალიშვილთან სე*სს, მითუმეტეს ჯერაც უცხოები იყვნენ ერთმანეთისთვის საქმიან ურთიერთობას თუარ ჩავთვლით.
ნიტა კი დამცირებულად გრძნობდა თავს... ზუსტად ისე გააკეთა გრგორმა როგორც ის უკეთებდა ხშირ შემთხვევებში მამაკაცებს, ფაქტობრივად არასასურველ ქალად აგრზნობინა თავი, ან უფრო უარესი–მსუბუქი ყოფაქცევის ქალად რადგან მხოლოდ ერთხელ გაერთო და დაკმაყოფლდა მისით...
–ჯანდაბა! რას მიკეთებს ეს ბიჭი! თავის თავზე გაჯავრებული იცვამდა ტანსაცმელს...
***
–ბატონო ერეკლე როგორ ბრძანდებით? თავაზიანად მოიკითხა გრეგორმა
–მოდი დაჯექი მანდ ნუ დგახარ შვილო... ძალიან თბილად მიიპატიჟა ერეკლემ ჯერჯერობით „სტუმარი“
–ნიტა მალე ჩამოვა მანამდე კი თქვენთან მსურს საუბარი... დაიწყო ბიჭმა
–გისმენ აბა... მდივნიდან წამოიწია ერეკლე და ბიჭს გაუსწორა მზერა
–მიკიბ–მოკიბვის გარეშე გეტყვით: თქვენი შვილის ხელი მინდა გთხოვოთ... სერიოზული სახით შეხედა ერეკლეს, ეს უკანასკნელი კი თითქოს ამას ელოდაო
–ნამდვილი მამაკაცები ასე იქცევიან! ხელი დაჰკრა სასიმამრომ სასიძოს მზარზე და „ჯიგრულად“ გადაეხვია...
ამ დროს ნიტა და ეკატერინე კიბეზე იდგნენ და ამ სცენას ერთი სიხარულით, მეორე კი ეჭვით შეჰყურებდა..
–ღმერთო რა მაგარია... სიხარულით გამოექანა ქლაი და სასიძოს გადაეხვია–მეგონა ამას არავინ მოიყვანდა ცოლად... გაიხუმრა კატომ და ქმარს მიეკრო
–როგორც ჩანს გამოჩნდა ის ერთადერთი რომელლიც მიხედავს ჩვენს ქალიშვილს და ახლა უკვე შვილიშვილს! სიამაყით დაამატა ერეკლემ და ცოლს ხელები შემოხვია
ნიტა სერიოზული და მკაცრი იმიჯით ჩამოვიდა კიბიდან, მშობლებს არც შეხედა, პირდაპირ გრეგორს მიუბრუნდა
–სალაპარაკო გვაქვს! პასუხს არც დალოდებია ისე გავიდა სახლის უკანა ეზოში
–გაძლებას გისურვებ! ეკატერინემ გაამხნევა და მამაკაცმაც დატოვა სახლი...
ჩველებრივი ნაბიჯებით მიიწევდა ბაღისკენ, იცოდა აქაც რაღაც ელოდა ნიტასგან და ამისთვის მზად იყო უკვე, საფირმო ირონიული ღიმილი აიკრა და ისე დაუდგა ქალბატონს უკან
–აბა რა სურს ჩემს საცოლეს? ნიშნისმოგებით ასწუა წარბი და ჯიბეებში ხელები ჩაიწყო
–რა თამაშს თამაშობ? ისეთი სახით შემოუტრიალდ ნიტა რომ ეგრევე ეწერა რასაც ფიქრობდა („ახლავე თქვი თორემ დაგახრჩობო“)
გრეგორმა თვალები მოჭუტა, დააწვრილა და ირონიულად გაუღიმა გოგონას
–გგონია ეს თამაშია?
–რის მიღწევას ცდილობ? რა გინდა რომ ბედნიერი ოჯახი გვქონდეს?
–რატომაც არა? მხრები აიჩეჩა ბიჭმა და გულუბრყვილო მზეროთ შეხედა რომლის უკანაც ის მზერა იმალებოდა რომლითაც ნიტას ახვედრებდა მომწონს შენს ნერვებზე თამაშიო...
გოგონამ ღრმად ამოისუნთქა
–კარგი შენ ენაზე გეტყვი –(ხელოვნურად გაუღიმა)–ცოლად რატომ მირთავ?
–მე შენ ჭკვიანი მეგონე... ვითომ იმდგაცრუებული სახე მიიღო გრეგორმა
–არ მითხრა რომ შეგიყვარდი... დამცინავ მზერა სტყროცნა გოგონამ და სინამდვილეში მართლა აინტერესებდა ამ კითხვაზე პასუხი, უბრალოდ ვითომ ირონიასა და დაცინვაში გაურია... ამ კითხვას ბიჭის ფართე ღიმილ მოჰყვა, უფრო ჩაცინებას ჰგავდა, ირონულ ჩაცინებას
–ძალიან გინდა არა? გესლიანად ჰკითხა ნიტას
–რა შუაშია? ვითომ დაიბნა გოგონა არადა სირხვილისგან სად წასულიყო აღარ იცოდა
–მომისმინე: ეს ყველაფერი ბავშვისა და შენი სახელის გამო ხდება, დამიჯერე ძალიანაც რომ გინდოდეს ჩვენ შორის არაფერი მოხდება...იგივე ტონით გაიმეორა
–რა სახელის? ამჯერად გაცოფთა ნიტა
–ნუთუ ვერ ხვდები?! (დამცინავად მიუგო) ბო*ად როარ ჩაგთვალოს ხალხმა!
ამის თქმა და ნიტას სილის გარტყმა ერთი იყო,
–ჩემი სახელი ჩემი საქმეა და ვიღაცას არ აქვს უფლება მას შეეხოს! მითუმეტეს შენნაირს! გამწარებულმა დაუღრიალა და იქაურობა დატოვა...
***
გოგონა თავგუდმოგლეჯილი გაიქცა მანქანისკენ, გული ამოვარდნას ჰქონდა, გამწარებული და განერვიულებული მიაბიჯებდა. გიჟივით გამოგლიჯა ავტომობილის კარი და მოწყვეტით ჩაეხეთქა სავარძელში, კარი ხმაურიანად მიიხურა, ღვედს გამწარებულმა დაავლო ხელი... ანერვიულებული სწრაფად ცდილობდა შეკვრას, მაგრამ იმდენად იყო გაღიზიანებული, რომ ხელები ერთმანეთში აეხლართა და საბოლოოდ გამწარებულმა მოისროლა ღვედი და საჭეს ნერვულად დაჰკრა ხელები
–ჯანდაბა! ღმერთმა დასწყევლოს!... ეშმაკის ფეხი!
აქოშინებული ილანძღებოდა და სახეზე ხელებს ისვამდა, თან სარკეში იხედებოდა... ღრმად დაიწყო სუნთქვა, დამშვიდება და ცივი გონებით აზროვნება სჭირდებოდა...
–1... .2... 3... (ღრმად ამოისუნთქა-ჩაისუნთქა) 1... 2... 3... (ამოისუნთქა–ჩაისუნთქა) 1... 2... 3... (ამჯერად დამშვიდებული და დალაგებული დასწვდა ღვედს და შეიკრა.
მანქანა დაქოქა თუარა მისკენ მიმავალი გრეგორი დაინახა, რომელსაც სახეზე წერა „ სწრაფად დაძარი, თორემ შუაზე გაგგლეჯო“...
ნიტამ გაზს ფეხი დააჭირა და სწრაფად მოსწყდა ადგილს, თოერემ მამაკაცის დანახვაზე ისევ თავიდან ეშლებოდა ნერვები და ღიზიანდებოდა.
აეროპორტის გზას დაადგა... სწრაფად, თუმცა დინჯად მართავდა მანქანას... გადაწყვეტილი ჰქონდა უმალ მოეგვარებინა საქმე და დაელაგებინა ცხოვრება... ტელეფონი აიღო და მამამისის ნომერი აკრიფა, მაინც არ სურდა უპასუხისმგებლოდ და გაუფრთხილებლად წასვლა. ის ის იყო მწვანედ აღნიშნული სენსორისთვის უნდა დაეჭირა თითი, რომ მოულოდნელად აზუზუნდა მის ხელებში მობილური... წარბები შეკრა დ აუკმაყოფილო მზერით დახედა ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ ამოუცნობ ზარს... გაზს ოდნავ აუშვა ფეხი და სიარული შეანელა.. ნელა გადაუსვა თითი მობილურს და უპასუხა რაც შეიძლება მტკიცე ტონით
–ერთ დღეში ორი ზარი?
–და ორივეზე პასუხი! კმაყოფილი ტონი შეინიშნებოდა მოსაუბრისგან
–საქმეზე ჯეკ! საქმეზე მელაპარაკე! მბრძანებლურად და მკაცრად წარმოთქვა გოგონამ, ცოტა ხანში კი მის უკან მიმავალი გრეგორის მანქანა დაინახა და ერთიანად მოედო სიბრაზე სხეულში...
–გიდობას არ გამიწევ საქართველოში? ამის თქმა და ნიტას მკვეთრად დამუხრუჭება ერთი იყო. ნამდვილად არ ეპარებოდა ჯეკის შესაძლებლობებში ეჭვი, მაგრამ არც იმდენად შორს წამსვლელი ეგონა, რომ მისთვის საქართველოში ჩამოეკითხა, რადგან იცოდა, საჭიროებისა და აუცილებლობის შემთხვევაში თავად ამირეჯიბი მიაკითხავდა, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებდა.
-ნიტა შენი სიჩუმე ეჭვებს მიჩენს! თითქოს ოდნავ გაღიზიანდა მამაკაცი–ნუთუ ისე შეგცვალა აქაურობამ, რომ საპასუხო სიტყვებს ვეღარ პოულობ?! ამჯერად ირონიულად ჰკითხა
–სად ხარ! ეს არ ჰგავდა კითხვას, ეს იყო აბსოლუტური მკაცრი, უტეხი, უხეში, მომთხოვნი და ამაყი ტონი...
–როგორი მკაცრი ხარ! ჯეკი ისევ ინარჩუნებდა ირონიულ ტონს
–ჯეკ! ხომ იცი ერთი და იგივე კითხვას არასდროს ვიმეორებ (მცირე პაუზა გააკეთა ამირეჯიბმა და დაამთავრა წინადადება) არავისთვის!
მამაკაცის ქშენის ხმა გაისმა ყურმილში, თითქოს სადავეები დათმო, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ „მოუწია დაეთმო“...
–სასტუმრო ‘PRADISE’–ში 15 წუთში!–არ დააგვიანო!
ქალბატონმა უპასუხოდ დაკიდა ყურმილი და წამსვე მისი მანქანის კარი გამოგლიჯა გაცეცხლებულმა არღვლიანმა... ნიტას გაოცებისგან თვალები გაფართოებოდა, არ ეგონა უკან თუ გაყვებოდა გრეგორი, იმდენად იყო ტელეფონზე ლაპარაკით გაღიზიანებული და გართული რომ ვერც შეამჩნია მომავალი „საქმროს“ მანქანა როგორ მიყვებოდა... ცივად შეუშვა ხელი მანქანის საჭეს, მობილური წინა სავარძელზე მიაგდო და აფორაჯებული სახე მიაპყრო ბიჭს
–გადმოეთრიე! საკმაოდ მშვიდი ტონით მიმართა გოგონას, ისეთი სახე ჰქონდა გეგონებოდათ ადამიანს კიარა რაიმე ცხოველს ან ნივთს მიმართავსო
–უკაცრავად?! მეტად შეიცხადა ასეთი მიმართვა ნიტამ
–რაო? ასეთივე გამომეტყველებით ჰკითხა მამაკაცმაც
მიხვდა ნიტა რომ დიდი ბრძოლა ელოდა წინ, დიდი და საკმაოდ სახიფათო, თუმცა მანამდე ჯეკის საქმე უნდა მოეგვარებინა... თვალები და კბილები ერთმანეთს დააჭირა, საჭეს ხელები მოუჭირა დაღრმად ჩაისუნთქა (მოითმინე ნიტა, მოითმინე) გაიფიქრა გულში
–მეჩქარება, საღამოს ვილაპარაკოთ! ძალიან გულუბრყვილო ღიმილით შეხედა საქმროს და კარებისკენ გადაიხარა რომ მიეხურა... სწორედ ამ დროს სწვდა ბიჭი გაშლილი ხელში და „გადმოათრია“ ნიტა მანქანიდან
–რაა... რას აკეთებ! ბიჭო!... მოიცა.. ერთი წუთი....
მისი ამაო მცდელობით ვერაფერი შეასმინა ბიჭს, შუა გზაზე არ სურდა სკანდალები და ეს „ცოლ–ქმრული ჯაჯგური“ ამიტომ ყველაზე ალტერნატიულ გამოსავალს მიაგნო
–ჰაერი... ჰაერი ... ჰაერი აღარ მყოფნის! ზედმეტრად თეატრალურად წამოიძახა და გრეგორის მკლავებში მიესვენა...
არ იფიქროთ რომ ჩვენი არღვლიანი ასეთი სულელი იყო, მაგრამ ორსულ ქალს ხომ ხშირად მისდის გული, ამიტომ სწრაფად ააფრიალა ხელში გოგონა და თავისი მანქანისკენ გაიქცა, უკანა სავარძელზე დააწვინა
–ნიტაა... გამოფხიზლდი ნიტა... ნიტაა გაახილე თვალი...( სახეზე ხელებს უსვამდა და ეფერებოდა)
გოგონა გეგმა ბ–ს შესრულებას შეუდგა, წამწამები ნელა დააშორა ერთმანეთს, ნელი მოძრაობით წამოიწია
–ჩანთაში წამალი მიდევს... სუსტი ხმით წარმოთქვა და თავისი მანქანისკენ მიუთითა, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა..
–ეხლავე... აქ იჯექი! განძრევა არ გაბედო!
წამში გავარდა ბიჭი ჩანთის მოსატანად, როცა მობრუნდა მისმა მანქანამ ჩაუარა გვერდით და ნიტას ზეკმაყოფილ სახეს წააწყდა რომელიც საჭესთან მოკალათებულიყო და თანდათან უჩინარდებოდა თვალთახედვიდან
–გადამრევს ეს გოგო! გადამრევს! (გამოსცრა კბილებში და მანქანის საბურავს ფეხი დაჰკრა)
.......

–სრულყოფილება ხარ! მამაკაცის ბოხმა ხმამ დაარღვია ოთახშ გამეფებული სიჩუმე
–არ გინდა პირფერობა! მობეზრებულად გადაატრიალა თვალები ნიტამ
–ხომ იცი შეიძლება ყველასთან ვიყო პირფერი მაგრამ არა შენთან! ხმის ტონზევე ეტყობოდა კამყოფილება ჯეკს, ნელნელა უახლოვდებოდა ნიტას, ეს უკანასკნელიც გაუნძრევლად იდგა და ამით გამოხატავდა მისდამი დამოკიდებულებას... კარგად ხვდებოდა ჯეკი რომ ნიტასთან არაფერი გამოუვიდოდა და ამიტომაც არ ფრთხოდა არასდროს გოგონა, ამიტომ იდგა გაუნძრევლად მის წინაშე, ამით ანახებდა რომ ვერ მიეკარებოდა, ერთ ზედმეტ მოძრაობასაც კი ვერ გააკეთებდა და ამაში მცირედი ეჭვიც კიარ ეპარებპოდა გოგონას...
–ჯეკ მივდივარ!
კმაყოფილი მზერა წამსვე ჩამოერეცხა მამაკაცს და თვალებში შიში და ბრაზი ერთდროულად ჩაუდგა... შიში იმისა რომ ამ გოგოს დაკარგავდა, მისი თვალთახედვიდან გაუჩინარდებოდა და ვეღარ შეძლებდა პირისპირ ლაპარაკსა და ასე დგომას...
–ხუმრობ? ჯიბეებში ხელი ჩაიწყო და ცალი წარბი ზემოთ აზიდა
–შენთვითონაც იცი პასუხი... უტეხ გამომეტყველებას არ იცვლიდა ამირეჯიბი...
ჯეკმა რამდენჯერმე თავი აქეთ–იქით ნელა გადააგდ–გადმოაგდო
–მაგრამ კიდევ ერთი წელი უნდა იმუშავო ჩემთან!
–წესები კარგად მახსოვს! გამოსცრა ნიტამ კბილებში
–და მაინც არ ემორჩილები მათ! ოდნავ ხმა აიმაღლა მამაკაცმა
–მე მივდივარ! ხელს ვერ შემიშლი ხომ იცი! მწველი და გამომწვევი მზერით მიაჩერდა გოგონა.
–მიზეზი მითხარი ნიტა! რის გამო!რატომ?! ვის ან რის გამო?! გაღიზიანდა ჯეკი
–შენ არ გეხება! გაცოფდა გოგონაც
–შენს თავს შეხედე! წუმპიდან ამოგათრიე! ქალად გაქციე! ახლა მიდიხარ?! გგონია გაგიშვებ?!
გგონია უფლებას მოგცემ?! ამჯერად მთელი ხმით იღრიალა კაცმა
–თავი აკონტროლე! სრულიად უემოციო სახით შეხედა ნიტამ და მამაკაცისთვის ესეც საკმარისი იყო გასაჩუმებლად, არც ელოდა ნიტასგან წიკვინს და ზედმეტ ისტერიკებს..
–არ შემიძლია შენი გაშვება... უღონო ხმით ამოიხრიალა და გულწრფელი დანანებით შეხედა
–მხოლოდ ერთ დავალებას შევასრულებ და თავისუფალი ვიქნები! უკანასკნელ დავალებას!
ამ სიტყვების შემდეგ უცერემონიოდ და ურეაქციოდ დაემშვიდობა და წამოვიდა...
....

–დედა მოვედიი... სახლში შესვლისთანავე ფეხსაცმელი მიყარა და სამზარეულოსკენ წავიდა... საოცარი სიჩუმე იდგა... შუქიც ყველგან ჩამქრალიყო–კატოოო.. დაიძახა კიდევ ერთხელ მაგრამ არავინ გასცა ხმა...
თავისი ოთახისკენ წავიდა, საშუალო ნაბიჯებს ადგამდა, არ ჰქონდა უცნაური შეგრძნება, მისი მშობლების არყოფნა ღამის ათ საათზე სრულიადაც არ იყო უჩვეულო, მაღალი წრის საზოგადოება ხომ ზუსტად ამ დროს იყრის თავს ერთად...
–საღამომშვიდობის!
ოთახშ შესვლისთანავე მოესმა მამაკაცის ნაცნობი ხმა და ოდნავ შეკრთა
–დაკაკუნება არ გასწავლეს? წამში აიფხორა ნიტა
–ცივილიზებულ ხალხთან კი... ალქაჯებთან–არა!
–სხვათაშორის ეს ალქაჯი შენი შვილის დედაა!
–სამწუხაროდ! დანანებით წარმოთქვა მამაკაცმა მაგრამ შეამჩნევდით რომ ეს მხოლოდ გოგონას გასაღიზიანებლად თქვა და მიზანსაც მიაღწია
–შენი თავი არ მაქვს! გაბრაზებულმა გამოგლიჯა სააბაზანოს კარი და ვიდრე შევიდოდა მოაძახა–სანამ გამოვალ აქ აღარ დამხვდე!
–მიბრძანებ თქვენო აღმატებულობავ? ცინიკური ტონი არ დაიშურა
–ეგრე შენს ნაშებს ელაპარაკე! თვალები უბრიალა გოგონამ
–შენ თავს მათზე მეტად თვლი?! ამჯერადაც ცინიკოსობდა არღვლიანი.
სააბაზანოს კარი მიაჯახუნა და გამწარებული წინ აესვეტა ეშმაკურად მომღიმარ გრეგორს
–გეფიცები ესე ადამიანის მოკვლა არასდროს მდომებია და ნუ შემასრულებინებ სურვილს! მეტად დამაჯერებელი და გამაფრთხილებელი ტონი ჰქონდა ქალბატონს, გაბრუნდა და ისევ სააბაზანოს მიაშურა...
არღვლიანი მისკენ წავიდა, ერთი ხელი მუცელზე შეუსრიალა და თავისკენ მიზიდა, გოგონა ინერციით შებრუნდა მისკენ და სააბაზანოს კარს მთელი ძალით შეასკდა.. ბიჭის ხელი ამჯერად მის წელზე მოთავსდა და ძალიან ახლოს მისწია სახე გოგონასკენ... ნიტა ცოტა დაიბნა, რათქმაუნდა ახურდა და აფორიაქდა, თუმცა თავის გათავისუფლება არც უცდია, პირდაპირ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს
–ახლაც გინდა ჩემი მოკვლა როცა ასე სწრაფად გიცემს გული?! ვნებით და კმაყოფილებით სავსე თვალებით უყურებდა მამაკაცი და უფრო უკიდებდა ცეცხლს გოგონას სხეულსა და სულს
–გგონია არ შემიძლია?! ისევ არ თმობდა პოზიციებს ნიტა
–ჩემი საცოლე ხარ, სულ მალე ცოლი გახდები და იცოდე ჯეკთან თუ კიდევ დაგინახავ ტყავს გაგაძრობ! მოულოდნელად ისე შეცვალა ბიჭმა თემა და ისეთი ზიზღით წარმოთქვა ბოლო წინადადება რომ სრულ გაურკვევლობასა და შიშში დატოვა ამირეჯიბი–და კიდევ ლამაზო! კარგად გაარკვიე ვის მიყვები ცოლად, რაიცი იქნებ არც გრეგორი მქვია! (თვალი ჩაუკრა და ღიმილით დატოვა ოთახი)
***
გრეგორის წასვლის შემდეგ ნიტა ისევ იგივე მდგომარეობაში იყო... გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს, წარმოდგენა არ ჰქონდა ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, ხელში დაჭერილი ნივთები საწოლზე მიყარა და აწითლებულ სახეზე გაყინული თითები გადაისვა...
–ეს რა იყო?! რა თქვა ეხლა ამ იდიოტმა?! თავის თავს გაკვირვებული, გაბრაზებული და ანერვიულებული ეკითხებოდა... რამდენიმე წამში გამომეტყველება შეეცვალა, დაჭიმული სახე უცბათ მოეშვა, თვალები დააწვრილა და სახლის ტელეფონს დასწვდა
–არ არსებობს... ეს ვის გავახსენდი... (მოისმა მამაკაცის სასიამოვნო ბარიტონი, რომელსაც სიხარული და გაკვირვებაც ერთდროულად ეტყობოდა ტონზე)
–ხომ ხედავ დამჭირდი... (ოდნავ აღელვება ეტყობოდა გოგონას)
–რა თქმაუნდა კარგ საქმეზე არ დამირეკავდი (წამსვე შეცვალა ბიჭმა ხმა და საქმიანი ტნოით ალაპარაკდა)
–გრეგორი არღვლიანი! ყველა წვრილმანიც კი უნდა გაიგო!
–დრო რამდენი მაქვს?
–როგორც გჩვევია! ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა ნიტამ და კმაყოფილმა გათიშა ყურმილი...
.......

ამ ამბის შემდეგ სამი დღე გავიდა, ეს სამი დღე კი ყველასთავის ჩვეული რუტინით მიედინებოდა...
არ ჩანდა ჯეკი...
არ ჩანდა გრეგორი..
არ ჩანდა არც ანდრეა...
ყოველ წუთს გაფაციცებით ელოდა ამირეჯიბი როდის დარეკავდა ტელეფონი და შეიტყობდა საქმროზე ამბავს, თუმცა ლოდინი არა და არ სრულდებოდა...
მისი ორსულობა ზედმეტად კარგად მიმდინარეობდა, არც მჟავეს და არც მწარეს არ ითხოვდა პრეტენზიულად... ნიტას მშობლები სასიძოს არგამოჩენას თავისებურად ხსნიდნენ:
–ამხელა ბიზნესმენი ბიჭია, სხვებივით ავარდნილ ღლაპებს არ ჰგავს რომ უპასუხისმგებლოდ გაქრეს, ალბათ ბევრი საქმე აქვს! (ამ აზრებით იმხნევებდა თავს ეკატერინე, ბატონი ერეკლე კი დუმდა, არაფერს ამბობდა ამ საკითხზე, თითქოს რაღაცას ელოდა, რაღაც ისეთს, რაც ამ ყველაფერს ახსნიდა)...
–დედა დანიელმა მომაკითხა კაფეში მივდივართ.... დედას დაემშვიდობა და გარეთ გავიდა...
–დღითიდღე ლამაზდები ჩიტუნაა... დანიელმა გადაკოცნა მეგობარი და მანქანის კარიც გამოუღო
–ჯენტლმენობა როდის დაამუღამე შე*ემა... გაეღიმა ნიტას მეგობრის საქციელზე და მანქანაშ შეხტა...
–ამ შე*ემას როდის გადაეჩვევი შე*ემა..
–ვატყობ თბილისური იუმორი მოქმედებს შენზე...
–მეტყობა? თეატრალურად შეიცვალა სახე ბიჭმა
–მასხარაა! ლოყაზე უჩმიტა ნიტამ და გზას გახედა...
–გვრიტები ერთ კვირაში ჩამოვლენ.. დედამთილ–მამამთილი ქორწილს ახვედრებენ ეგრევე..
–რა ბედში ჩავარდა კესარიაა... გადაიკისკისა ნიტამ
–ნუ გშურს, შენც გათხოვდები ალბათ თუ გაგიძლო ვინმემ! გაეკრიჭა დანიელი
–ჯერ გავიგო სასიძო ვინაა და მერე ეგ საკითხიც მოგვარდება! უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ...
მშვიდ და მყუდრო კაფეში ისხდნენ დანიელი და ნიტა, ერთი ლუდს სვამდა, მეორე შოკოლადის ნაყინს მიირთმევდა. შუა ლაპარაკშ იყვნენ გართულნი როცა გოგონას მობილურ ამღერდა, ნომრის დანახვაზე ოდნავ შეკრთა, აღელდა იმის გამო თუ რას მოისმენდა ყურმილს უკან...
–ორ წუთში მოვალ... დაუბარა მეგობარს და საპირფარეშოსკენ წავიდა...
–გისმენ! როგორც კი საპირფარეშო ცარიელი დაიგულა კარი ჩაკეტა და უპასუხა
–ნიტა ვინ არის ეს ბიჭი შენთვის?! ანდრეა საკმაოდ გაბრაზებული და აღელვებული ჩანდა
–რა მნიშვნელობა აქვს?! მითხარი რა გაარკვიე! მოუთმენლობა შეეტყო გოგონას
–დარწმუნებული ხარ რომ გრეგორი არღვლიანზე უნდა მომეძია ინფორმაცია?ეჭვნარევად ჰკითხა ბიჭმა
–მეც ეგ მიანტერესებს!
–მაშინ სულ ტყუილად!
–რას ნიშნავს სულ ტყუილად?! გაურკვევლობაში მყოფ გოგონას მოთმინების ფიალა ევსებოდა
–იმას რომ ეს პიროვნება არ არსებობს! გრეგორი არღვლიანი არ არსებობს, არც იურიდიულად, არც საზოგადოებრივად, არანაირად არ არსებობს გესმის!
–ეგ როგორ?! შოკში ჩავარდნილმა იკითხა
–იცი ეს რას ნიშნავს?! იცი როცა პიროვნება არ არსებობს რას ნიშნავს?!
–ანდრეა ნუ ყვირი!
–იცი მეთქი რას ნიშნავს?! დაუღრიალა მამაკაცმა ყურმილში... ნიტა რამდენიმე წამი დუმილს ინარჩუნებდა, ორი მოსაუბრის ქშენა და მძმე სუნთქვა ისმოდა ტელეფონში, რომელიც ისევ გოგონას ღონემიხდილმა და დამთმობმა ხმამ ჩაანაცვლა
–მიპოვა...
....

–მე გავდივარ... სასწრაფო საქმე გამომიჩნდა! მაგიდასთან დაბრუნების შემდეგ სწრაფად მიაყარა ნიტამ სათქმელი და დანიელთან დაუმშვიდობებლად დატოვა იქაურობა...
ქალაქში ფეხით გავლა გადაწყვიტა, ხალხის ხმაური მასზე საერთოდ არ მოქმედებდა, უფრო ფართედ ხსნიდა ტვინის უჯრედებს და გამოსავლის ალტერნატიულ გზებს ეძებდა....
გარშემო ათვალიერებდა ყველაფერს, დაკვირვებით შეჰყურებდა მოფუსფუსე ხალხს... მომუშავე ტრანსპორტს, ფრინველებს, მწერებს... ყველაფერზე უნდოდა ფიქრი გარდა თავისი პრობლემისა, რომელიც ამჟამად საკმაოდ მწვავე და საშიში იყო...
თვალი ერთ მშენებარე კორპუსს ააყოლა, წარმოიდგინა თავისი თავი რომელსაც ამ კორპუსივით თავიდან ააშენებდა როცა შვილი გაუჩნდებოდა, რთული შედარება გამოდის, მაგრამ ადამიანური ტკივილი და პრობლემა შესაძლოა იმ მცირედს და უმნიშვნელოს გაუტოლო და მასში იპოვო ძირითადი აზრი, რომელიც ზედაპირულად და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ყოვედღიურობა და მოვალეობაა...
როცა ნიტა მობრუნდა იგრძნო, როგორ გადაეღვარა ცივი სითხე მაჯაზე, შეკივლება ან შეცხადებაც ვერ მოასწრო, რადგან მის წინ მისი შეიძლება ითქვას მხსნელი იდგა, იმის ნაცვლად რომ კარგად გამოელნაძღა „დამნაშავე“ საწინააღმდეგოდ მოიქცა
–მგონი ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი! მადლიერი და დაღლილი მზერით შეხედა მის წინ კმაყოფილი მზერით გაჟღენთილ ბიჭს
–იმედია ამჯერად მაინც გავიცნობთ ერთმანეთს ცივილურად... მომაჯადოებლად გაუღიმა ბიჭმა და ხელსახოცი გაუწოდა გოგონას წყლის წვეთების გასაწმენდად...
–ნიტა ამირეჯიბი. ხელი გაუწოდა გოგონამ
–გიორგი ავალიანი!
–ბატონო გიორგი, იქნებით ჩემი კერძო მრჩეველი და ფსიქოლოგი სანამ საღი აზრი არ დაგვაშორებს ერთმანეთს? ღიმილიანი სახით ჰკითხა ნიტამ
–თქვენს სამსახურში მიგულეთ! გაიცინა მამაკაცმაც –იმედია ბავშვს იტოვებ. აქვე დაამატა
–თქვენი აზრით? მეამიტურად შეხედა
–სულელს არ გავხარ.
–ესეიგი პასუხიც იცი! ნიშნისმოგებით უპასუხა
–თავდაჯერებული ხარ! ჩაეცინა გიორგის
–ზედმეტად არ გამითამამდე თორემ... ხუმრობით შეაპარა ნიტამ
–შენც იგივეს გეტყვი! თვალი ჩაუკრა ბიჭმა..
–ჯიბრში ნუ ჩამიდგები, მანდილოსანი ვარ ბოლობლო..
–ავი მანდილოსანი... შეუსწორა ავალიანმა
–ეგ პირველ ნახვაზე დაასკვენი თუ ახლა? გულწრფელად გაეღიმა ამირეჯიბს
–მარტო ეგ კიარა კიდევ ბევრი რამ.. ამჯერად ეშმაკური და იდუმალი იყო ბიჭის სახე
–ასე ნუ მიყურებ.. მგონია რომ მიცნობ...
–დაახლობით...
–მაშინ ბარემ მირჩიე რა ვქნა ამ სიტუაციაში, იქნებ უთქმელად მიხვდე რა მოხდა! ცალი წარბი აზიდა ნიტამ და ბიჭს წინ დაუდგა...
–რამდენიმე ვარიანტი მაქვს... ყველაზე იშვიათ რჩევას მოგცემ და არა იმას რომელსაც საზოგადოდ ვიძლევი...
–მიზეზი?
–შენთვითონ იშვიათი შემთხვევა ხარ და საზოგადო რჩევები არ მოქმედებს შენზე...
–მაშინ რჩევას ვუსმენ! ნასიამოვნები სახით შეხედა გიორგის
–ცხოვრება ხიფათებით არის სავსე და რაც უფრო გავურბივართ მას, მით უფრო გვითრევს და მოგვყვება, ამიტომ პირდაპირ დაუდექი და შეეჯახე როგორი მწარეც არ უნდა იყოს...
–სასიკვდილო რომც იყოს მაინც?! ოდნავ ნაღველი შეეოარა ნიტას ხმაში
–ყველა სიკვდილის შვილები ვართ ეს ხომ იცი... ხიფათში მეტის ადრენალინი და სიამოვნებაა.. შესაძლოა 100წლამდე იცოცხლო და მთელი რუდუნებით განვლო ეს წლები, მაგრამ 2–3 დღის ხიფათი მეტად სასიამოვნო და ტკბილი იყოს...
–ცოლად გავყვე კაცს რომელიც წლებია მოსაკლავად მეძებს?! ამას ამბობ?!
–ეს ხომ შენც გინდა? ბავშვის გამოვო არ თქვა რადგანა რ გევხარ ისეთ გოგოს რომელიც მარტო ვერ აღზრდის შვილს
–გგონია მისი ცოლობა მინდა? გაბრაზება შეიმჩნეოდა ნიტას ხმაში–საიდან დაასკვენი ეს სისულელე?
–რომ არ გინდოდეს ამდენ ხანს არ იფიქრებდი, მითუმეტეს რჩევას სხვას არ ჰკითხავდი.. შიინაგანად კარგად იცი რომ რაღაც გიზიდავს და გიბიძგებს მისკენ... (გამარჯვებული მზერით დაასრულა სიტყვა გიორგიმ)
–კარგი გეყოფა... სახლში წავალ... ( ნიტას ზუსტად ის რეაქცია ჰქონდა რაც გიორგის სურდა რომ ჰქონოდა, დააფიქრა გოგონა პრობლემის ორ მხარეზე, მის გადაწყვეტის გზებზე)
–შეხვედრამდე ამირეჯიბის ქალბატონო! იგივე გამომეტყველებით დაეშვიდობა...
***
ყველა თორნიკეს და კესარიას ქორწილზე შეკრებილიყო, ულამაზესი და უდიდესი დარბაზი ბრწყინვალედ მოერთოთ... ირგვლივ ყველა და ყველაფერი ბედნიერებას და სიხარულს ასხივებდა... უკლებლივ ყველა ნეფე–დედოფლის ბედნიერებას ალალად იზიარებდა... ყველას ახარებდა მათი წყვილი, მათი სილამაზე და სილაღე საოცარი გახლდათ...
უმშვენიერესი დღე და უმშვენიერესი ხალხი...
ნიტა რათქმაუნდა კესოს მეჯვარე იყო, დანიელი კი თორნიკესი...
მათი შემყურე ყველა ხარობდა, საოცარი სანახაობა მოაწყეს დარბაზში, ალბათ ასეთი ქორწილი დიდი ხანი არავის დაავიწყდებოდა...
ქალბატონ ამირეჯიბს წითელი ტანზე გამოყვანილი და ბოლოში ოდნავ გაშვებული გრძელი კაბა ეცვა, ზურგის და თეძოების ადგილი აქა–იქ ამოღებული, ტუჩზე ამავე ფერის პომადა უაღრესად მიმზიდველს ხდიდა... მსუბუქი მაკიაჟი კი ხაზს უსვამდა მის თავდაჯერებულობასა და ელეგანტურობას, ქალურობას და მიუწვდომელობას...
პატარძალი ანათებდა, მაგრამ მეჯვარე ბრწყინავდა... ყველა მასზე ლაპარაკობდა, მის სილამაზესა და ეშხზე...
თავად ნიტაც ძალიან ხარობდა მეგობრის ბედნიერბებით, ამ წამს ყველა და ყველაფერი ფეხებზე ეკი*ა, ხარობდა მეგობრის სიხარულით, გულწრფელად ხარობდა...
დარბაზში შამპანიურის ბოკალით მიაბიჯებდა, ნაზი და ამავე დროს ელეგანტური მოძრაობით მიარხევდა თხელ ტანს. მოულოდნელად მთელი დარბაზი ჩაბნელდა, ხალხი გაიყურსა, სიჩუმე ჩამოწვა... ეგონა წყვილი საქორწილო ცეკვას შეასრულებდა, მაგრამ როცა მის თავზე ფერადად განათდა ნათურა, ოდნავ დაიძაბა. გარშემო მიმოიხედა, თუმცა სრული სიბნელე იყო, მხოლოდ სილუეტებს ხედავდა.. აღელვება არ შეიმჩნია, პირიქით ღიმილი აიკრა და ოდნავ გულუბრყვილო და დაბნეული მზერა მიიღო...
–საკმაოდ სექსუალურად გამოიყურები! მოესმა ზურგს უკანიდან ჩურჩული და იგრძნო კიდეც მუცელზე მოხვეული ხელი, რომელმაც სიტყვების ავტორისკენ პირისპირ შეაბრუნა… იგივე სახით შებრუნდა ნიტა ბიჭისკენ, ამჯეად უფრო ხელოვნურად იღიმოდა და აგრძნობინებდა კიდეც ამას მის წინ მდგომს
–ფრთხილად იყავი თვალები არ გადმოგცვივდეს შემთხვევით!
–ნუ ღელავ უფრო უკეთესებიც მინახავს! თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და ნელი მოძრაობით გოგონას სხეული ზედ აიკრა
–საქმეც ეგ არის რომ გინახავს... მხოლოდ გინახავს! (სწერვულად წარმოთქვა და ბოკალი ბოლომდე დაცალა)...
–ჩვენი ქორწილიც ასეთი დიდი გინდა თუ ვიწრო წრეში? ყურთან უჩურჩულა და იქვე სველი კოცნის კვალიც დაუტოვა...
–ჩვენი ქორწილი?! (ირონიულად გადაიკისკისა) ვინ თქვა რომ მე და შენ საერთო ქორწილი გვექნება?
–არ გინდა თავის გამოდება... მუსიკის ნელ ტემპს ააყოლეს სხეული და შუა დარბაზში მხოლოდ ამ წყვილმა დაიწყო ცეკვა...
–მაშინ შეწყვიტე ეს ყველაფერი! (მკაცრი და გამჭოლი მზერით შეხედა ნიტამ თვალებში)
–კარგი... მაცდურად გაიღიმა, ხელი ნელა აუცურა წელიდან ზერგზე, ზურგიდან კისრამდე და მთელი ხელი კეფაზე შემოაჭდო ძლიერად, მეორე თავისუფალი ხელი ერთ ყბაში მოკიდა და ველურივით დაეტაკა მის ტუჩებს… იმდენად გამწარდა ნიტა ასეთ უხეშ და უტიფარ საქციელზე რომ ალმური მოედო, აპირებდა იქვე მიეჩინა თავისი ადგილი ბიჭისთვის მაგრამ ხალხის მქუხარე ტაში და შეძახილები გაისმა, ყველა აღფრთოვანებული გახმდათ სანახაობით, ამიტომ როლი მოირგო და აჰყვა კოცნაში მამაკაცს, თან გულის სიღრმეში ესიამოვნა, იგრძნო როგორ მონატრებოდა ეს გრძნობა...
რამდენიმე წამი გაგრძელდა მათი ეს მდგომარეობა, ნელა დააშორეს ბაგეები ერთმანეთს, ვნებისგან და სიამოვნებისგან აღრეული თვლებით შესცქეროდნენ ერთურთს.. როგორც იქნა დარბაზი ისევ განათდა და ახლა ყურადღება სხვა რამეზეც გადაჰქონდა ხალხს, ხოდა ამირეჯიბმაც დრო იხელთა
–თუ ცირკის დასადგმელად მოდიოდი გეთქვა და ბილეთს ვიყიდდი! უხეშად მოიშორა მამაკაცი და გაბრაზებულმა მიახალა...
–უფრო დაგიტკბა ტუჩები! ვნებიანად და გამომწვევად გადაისვა მამაკაცმა ტუჩებზე ენა...
–მეორედ ესეთ რამეს გაბედავ და ხალხი კიარა მამა ზეციერი ვერ შემიშლის ხელს რომ სიცოცხლეს გამოგასალმო! თითი დაუქნია და სწრაფად გაეცალა, თუმცა...
–ძველი ხერხებით თუ რამე ახალი გასწავლა ჯეკმა?! ღვარძლიანი ხმა დააწია გოგოს და წამსვე შედგა ეს უკანასკნელიც. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მამაკაცი, ზურგს უკან დაუდგა და ყურთან დაუჩურჩულა–ჯერ ხელებს დამისერავ და მერე მომკლავ თუ გამომფატრავ?! გველივით ჰკბენდა გოგონას ბიჭის თითოეული სიტყვა, ახსენდებოდა წარსული, ახსენდებოდა ყოველი წუთი და წამი–იქნებ ჯერ დამაძინებ და მერე ელექტრო სკამზე მაწამებ?! (უფრო მეტად რვარძლიანი უხდებოდა ხმა მამაკაცს)–არა, ხომ შეიძლება პირდპაირ ტყვია დამახალო შუბლში, თუმცა არც ეგაა, რადგან გირჩევნია ნელი და მტანჯველი სიკვდილით დახოცო ხალხი..
–შეწყვიტე... არ გინდა... (ხმადაბლა ამოიხავლა ნიტამ)
–გინდა მე გასწავლი ახალ ხრიკებს..
–დემეტრე არ გინდა... გეყოფაა.. (სხეული აუკანკალდა, წარსულის სიბინძურის გახსენებამ, რომელსაც მეხსიერების ყველაზე ბნელ და მიუვალ ადგილას ინახავდა, ხელახლა აატკია სული)
–მაინტერესებს შენს პრაქტიკაში თუ ყოფილა გაგუდვა ან მსგავსი რამ...
–გეხვეწები....(სასოწარკვეთილი და განადგურებული ხმით ემუდარებოდა)
–მოიცაა დავფიქრდე... (საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა, თითქოს მართლა ფიქრობსო)–გამახსენდაა... კი ყოფილაა, როგორარა... თან ფუმფულა ბალიშით ხომ.. შენ რომ გიყვარს ძილი ზუსტად ისეთით... ბიჭი იყო ხომ...(ნიტას უკვე ღაპაღუპით სდიოდა სიმწრის ცრემლები და ყველა იმ მონაკვეთს ზედმიწევნით იხსენებდა რაზეც მამაკაცი საუბრბდა)–როგორი საინტერესოა.. როცა მაგ ხელებით სიცოცხლეს უსწრაფებდი სიამოვნებას იღებდი? (მიუხედავად იმისა რომ ბიჭი ამ ამბით სასტიკად ექცეოდა ამირეჯიბის სულს და გულს, მიუხედავად იმისა რომ უნდა ეხარა რადგან იპოვა ის ვისაც ამდენი ხანი ეძებდა
მიუხედავად იმისა რომ ამით სიამოვნება უნდა მიეღო, მაინც სწიწკნიდა გული რომ უწევდა ასეთი სასტიკი ყოფილიყო, ნელნელა ეჩხირებოდა ყელში ბურთი და მალე თუარ დაამთავრებდა, აუცილებლად რაღაცას ჩაიდენდა)–როცა მაგ დამპალი ხელებით კლავდი ჩემს ძმას რას ფიქრობდი!
ეს უკანასკნელი სიტყვები ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გაიგონა ნიტამ, გაყინული და მოცახცახე სხეულით სწრაფად გარბოდა გასასვლელიკენ, ერთი სული ჰქონდა ამ ჩახუთულ და მომაკლავ სივრცეს გასცლოდა... უხმოდ მწარედ სდიოდა ცრემლები, აღარც კესოს და აღარც თორნიკეს ძახილისთვის მიუქცევია ყურადღება, ჩანთაც და ტელეფონიც დარბაზში დარჩა... გარეთ გამოვარდა, მანქანასთან მივიდა და კარი გამოაღო...
საკმაოდ დინჯად მართავდა მანქანას როგორც სჩვევია. რამდენიმე კილომეტრი გაიარა და სავალი ნაწილიდან გადავიდა, უკაცრიელ ადგილს არ ჰგავდა, მაგრამ არც სულიერი იყო ვინმე, ძრავა ჩააქრო, ღრმად ამოისუნთქა, საჭეს შემოაწყო ხელები, ხელებს თავი დაადო და ხმამაღლა აქვითინდა... მთელი ძალით აქვითინდა, ატირდა... აყვირდა.. აღრიალდა..გაუსაძლისი გახდა მისი ტკივილი, მისი წარსული, მისი მტანჯველი წამები...
დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ტიროდა, მთელ გულს აყოლებდა, მთელს ემოციებს... საათს დახედა და შუაღამის პირველი იყო დაწყებული, სარკეშ ჩაიხედა, თვალები დასიებული ჰქონდა, ჩაშავებული... მანქანიდან სველი ხელსახოცი ამოიღო და თავი მოიწესრიგა... შემდეგ კი სახლისკენ აიღო გეზი...
მანქანიდან გადავიდა თუარა მის უკან მანქანა გაჩერდა, საიდანაც მისი მშობლები გადმოვიდნენ
–ნიტა საად გამოიქეცი ასე? აღშფოთებული ეკატერინე ეცა ქალიშვილს. პასუხის გაცემა არ დასცალდა რადგან მანქანიდან დემეტრეც გადმოვიდა ჩვეული ეშმაკური ღიმილით.. ამირეჯიბი იმდენად დაცლილი იყო რომ სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატა, არც შეუხავს მამაკაცისთვის
–ნიტა გამაგებინე დედა რა მოხდა? გაუმეორა კიტვა კატომ
–მამა კარგად ვარ და დაამშვიდე! უემოციოდ მაგრამ მაინც მბრძანებლურად უთხრა ერეკლეს დედამისზე
–ტელეფონი და ჩანთა მე წამოვიღე ძვირფასო! ყურადღება მიიქცია დემეტრემ და „მზრუნველობით’’ აღსავსე მზერა მიაპყრო საცოლეს...
ისევ არ შეუხედავს ნიტას ისე გამოართვა ტელეფონი და ჩანთა...
–შემოდი შვილო რამეს დაგალევინებ... სასიძოს შესთავაზა სასიდედრომ, ვინაიდან და რადგანაც დემეტრეს (რომ არ დაიბნეთ გეტყვით რომ დემეტრე ის გრეგორია და ამაზე შემდეგ თავში მოგითხრობთ უკეთესად) ნიტას საქციელი ოდნავ გულზე მოხვდა და სინდისის ქენჯნა იგრძნო, დასთანხმდა და შინ შეჰყვა...
–თქვენი შეწუხება არ მინდა მაგრამ საცოლეს ცოტახნით დაველაპარაკები და წავალ
–რას ამბობ სიძე რა შეწუხებაა! მხარზე ხელი დაკრა ერეკლემ და გაუღიმა
ამ დროს ნიტა თავს ოთახში ადიოდა, მიუხედავად იმისა რომ გაიგო რაც თქვა დემეტრემ, მაინც არ გაჩერდა
ოთახში იყო, კაბას იხდიდა და ამ დროს დაუკაკუნა დემეტრემ, თუმცა პასუხს არ დალოდებია ისე შეაღო კარი... ამირეჯიბს ერთი წუთითაცხ არ შეუწყვეტია გამოცვლა, პირიქით ისე თამამად იქცეოდა, ვითომ იქ არც არავინ იყო...
–ნიტა თუ გინდა გავალ.. გამომცდელად შეეკითხა მამაკაცი... გოგონამ კაბა გადაიძრო, მხოლოდ საცვლების ამარა დარჩა, უემოციო სახით მივიდა და წინ დაუდგა მამაკაცს
–ფეხებზე მკ*დია... ეს ორი სიტყვა უთხრა და კარადისკენ წავიდა
–ხვალ დავილაპარაკოთ! გადაჭრით წარმოთქვა ბიჭმა, მაგრამ ოტახიდან არ გასულა, უყურებდა გოგონას თითოეულ მოძრაობას და კარგად იბეჭდავდა გონებაში მაგრამ ვერ ხვდებოდა ეს რაში სჭირდებოდა... კარებთან მიყუდებული იდგა და უყურებდა...
ნიტამ პიჟამოების ნაცვლად მოკლე შორტი ამოიცვა, ტოპი მაიკა გადაიცვა ზემოდან, მინი სამგზავრო ჩანთა გადმოიღო და რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩააწყო...
დემეტრეს რეაქცია არ იკითხოთ, სხეწაშლილი იდგა, ეგონა ნიტა მისგან გარბოდა, წამის მეასედში იფიქრა რომ ამ ქალს დაკარგავდა, სამუდამოდ დაკარგავდა...
–რას აკეთებ ერთი გამაგებინე... ჯერ დამჯდარი ტონით იკითხა, პასუხი არ გასცა გოგონამ...
ტელეფონი აიღო და სასურველ ნომერზე გადარეკა
–ხოარ გაგაღვიძე? (სულ დამავიწყდა მეთქვა, ტირილისგან ხმაც კი წართმეოდა)
–რა ხმა გაქვს გოგო კარგად ხარ? გასიმა შეშფოთებული ავალიანის ხმა
–რამდნეიმე ხელი ტანსაცმელი ჩაალაგე და ათ წუთში ჩემთან გელოდები
–მოვდივარ! მტკიცე პასუხის შემდეგ ტელეფონი გათიშა ამირეჯიბმა.
–ვის ელაპარაკებოდი? განრისხებული მზერა მიაპყრო დემეტრემ–შენ გელაპარაკები!
ნიტა რომელ კუთხეშიც მივიდოდა უკან მიყვებოდა დემეტრეც, სააბაზანოშიც კი შეჰყვა, ამ დროს ნიტამ თავის მობილური წყლით სავსე ნიჟარაში ჩააგდო და ასევე უემოციო სახით გამობრუნდა უკან, მაგრამ ამჯერად დემეტრემ აღარ გაატარა, ჯიუტად დაუდგა წინ–ამოიღე ხმა გოგო ვის ველაპარაკები!
–ახლოს არ გამეკარო!
–უკვე გვიანია! ჩემი ცოლი გახდები სულ მალე!
–შენს ცოლობას სიკვდილი მირჩევნია! მთელი ზიზღით უთხრა და ოთახიდან გავიდა..
დემეტრემ ოთახის კარს მუჭი მთელი ძალით დაარტყა
–მაგასაც ვნახავთ! მაგასაც ვანხავთ! ჩაილაპარაკა გამწარებულმა და გოგონას აედევნა,,
***
სწრაფად ჩაირბინა გოგონამ კიბე, მისაღებში შევიდა სადაც მშობლები ლაპარაკობდნენ..
–მამა, დედა რამდნეიმე დღით ქალაქგარეთ გავდივარ
–ამ ღამეს? გაუკვირდა ეკას
–რამე მოხდა მაა? მზრუნველად იკითხა ერეკლემ...
ამ დროს გაისმა მანქანის სიგნალიც, გიორგი იყო მოსული.... ნიტა იგივე უემოციო გამომეტყველებით გავიდა გარეთ და ავალიანის მანქანის დანახვაზე ოდნავ მოეშვა... სწრაფად მიუახლოვდა ავტომობილს და იმავე სისწრაფით წავიდნენ... გიჟივით ჩამოირბინა კიბე დემეტრემ მაგრამ მანქანას ძალიან შორიდან მოჰკრა თვალი... დემეტრეს ამ მდგომარეობაზე შეშფოთდნენ კატოც და ერეკლეც
–რა ხდება შვილო.. რატო გავარდა გიჟივით? ეკატერინე გულზე ხელდადებული გამოვარდა
–ცოტა ვიკამათეთ.. ხომ იცით რა ჯიუტია.. მაქსიმალური სიმშვიდით უპასუხა
–რამე სერიოზულია? ამეჯრად ერეკლეს ბოხი და მკაცრი ხმა მისწვდა დემეტრეს ყურთასმენას
–მოვაგვარებთ არ იდარდოთ...
მოკლედ დაემშვიდობა სასიდედრო–სასიმამროს და იქიდან აორთქლდა...

როგორც კი ნიტა მანქანაში ჩაჯდა გიორგიმ ავტომობილი დაძრა, საოცარია მაგრამ არაფერი უკითხავს... სრულიად მდუმარედ დაადგნენ გზას.. უსიტყვოდ უგებდა ავალიანი ამირეჯიბს, თითქოს ეს მისი სულიერი ნაწილი იყო, რომელიც ყოველთვის სჭირდებოდა და ყოველთვის უსიტყვოდ უგებდა. ავალიანმა იცოდა რომ ნიტას მარტო ყოფნა სჭირდებოდა, სრულიად უცხო გარემოში, ამიტომ ქალაქგარეთ ერთ დასახლებაში წაიყვანა, სადაც მაშინ მიდიოდა გიორგი, როდესაც სიმშვიდე და სიწყნარე უნდოდა...
ერთ საათში მივიდნენ დანიშნულების ადგილას, უსიტყვოდ გადმოვიდნენ მანქანიდან, ნიტას ჩემოდანიც გიორგიმ შეიტანა სახლში, რომელიც ორსართულიანი, ძალიან კარგად მოწყობილი და კომფორტული იყო... შესვლისთანავე ბარგი ორ ოთახში გაანაწილა ავალიანმა, ცოტა მიალაგა იქაურობა და გოგონას მიუბრუნდა
–ლამაზია აქაურობა... მშვიდად წარმოთქვა ამირეჯიბმა
–ვიცოდი რომ მოგეწონებოდა... დალევ?
–ნამდვილად მჭირდება...
გიორგიმ ორი ჭიქა და წითელი ღვინო გამოიღო კარადიდან, აუზთან გავიდნენ, ვარსკვლავებით მოჭედილიყო ცა და ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა... ამირეჯიბმა ფეხსაცმელი გაიხადა და თბილ წყალში ჩაყო ფეხები, გიორგი უბრალოდ მის გვერდით დაჯდა, ღვინო ჭიქებში ჩამოსხა და გაუწოდა, ნიტამ ისევ უემოციო სახით გამოართვა და ერთი ყლუპი მოსვა
–15 წლის ვიყავი როცა ამერიკაში წავედი მშობლებთან ერთად... (წამით გიორგის გახედა, უჭირდა საუბარი მაგრამ ეს ეტაპი უკვე გადალახული ჰქონდა, მაგრამ სრული გათავისუფლებისთვის ვინმესთან მოყოლა სურდა, უბრალოდ ლაპარაკი განაგრძო).. სასწავლებლად ყველაზე კარგი გზა იყო ჩემთვის, ყოველთვის მსურდა ამერიკაში ცხოვრება...
ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბედნიერად ვცხოვრობდი, აი ზუსტად ისე როგორც თინეიჯერი ამ ასაკში, ყველაფერი მქონდა, აბსოლიტურად ყველაფერი რასაც კი მოვინდომებდი... ჩემი თორნიკე, კესო და დანიელი იქ გავიცანი... როცა 18ის გავხდი გადავწყვიტე რესტორანში აღმენიშნა და ნიუ–იორკში საუკეთესო რესტორანი დავჯავშნეთ, ჩემი მშობლები იმ დროს საქართველოში იყვნენ, ბიზნესი და სამშობლო დიდი ხნით ვერ დატოვეს ამიტომ გაემგზავრნენ... გამორჩეულად გამოვეწყე და საღამოს უკვე რესტორანში ვერთობოდი... ყველა დაპატიჟებული მყავდა, უბრალო ნაცნობებიც კი, რესტორანი დავხურე, არ მინდოდა რამე ზედმეტი შარი და საუკეთესო გამოსავალი გამოვნახე... დიდი ხანი გაგრძელდა გართობა, გათენებისას დავიშალეთ, საკმაოდ მთვრალი ვიყავი, საჭესთან ვერ დავჯდებოდი და ამიტომ ტაქსის გამოძახება გადავწყვიტე მაგრამ ერთ–ერთმა სტუმარმა, რომელიც ჩემი კლასელი აღმოჩნდა, გაყვანა შემომთავაზა, ორი ძმაკაცი ახლდა თან, მე და კიდევ ჩემი ერთი კლასელი გოგონა წაგვიყვანა, ჯერ ის მიიყვანეს სახლში... მერე... (ნიტა ისევ გაჩუმდა, უჭირდა სიტყვების მოძებნდა, აუზის გასწვრივ ჰორიზონტს უყურებდა ისე თითქოს იმ კადრებს იქითკენ აცოცხლებდა და პირდაპირ მის თვალწინ მიმდინარეობდა, ღვინო მოსვა და ისევ განაგრძო) ნახევრად მძინარე ხელში ამიყვანა ვიღაცამ, დაბინდული თვალებით მხოლოდ სილუეტს ვუყურებდი დავერ ვარჩევდი ვინ იყო, მეგონა სახლში საწოლზე დამაწვინა მაგრამ უხეში ზედაპირი რომ ვიგრძენი ზურგის ქვეშ მაშინვე თავს ძალა დავატანე და თვალები გავახილე, სამივე თავზე მადგა და საზიზღარი გამომეტყველებით მიყურებდნენ, წამოდგომა ვცადე მაგრამ ხელი მკრა რომელიღაცამ და ისევ იმ უხეშ ზედაპირზე დავეცი, სანამ წამოვდგებოდი მეორემ პირი გამაღებინა და ყვითელი აბი გადამაყლაპა, უკან უნდა გადმომეგდო მაგრამ პირზე ამაფარა ხელი და ვერც მივხვდი ისე დავლიე... მერე აღარაფერი მახსოვს გარდა იმათი უშვერი სიტყვებისა და ოხვრისა, ტკივილსაც კი ვერ ვგრძნობდი, თითქოს დავფრინავდი... როცა გამოვფხიზლდი სადღაც ბალკახებში ვეგდე, სრულიად შემოხეული მქონდა კაბა, საშინელი გრძნობა და გემო მქონდა, ვერც წამოვდექი, ვერც ვერაფერი ვქენი... არ ვიცი რანაირად მიპოვა ჯეკმა, მაგრამ ფაქტია მასთან მოვედი წესივრად გონს... არ შემიძლია იმის მოყოლა როგორ ვგრძნობდი თავს, უბრალოდ ენით აღუწერელია..
–კიდევ დამისხი (ჭიქა გაუწოდა გიორგის, რომელიც ამ ხნის მანძილზე ძალიან მშვიდად უსმენდა, მაგრამ აშკარად უჭირდა. უხმოდ გამოართვა ჭიქა და ღვინო კიდევ დაუსხა... ნიტამ რამდენიმე ყლუპი მოსვა, არ ტიროდა, არც ბრაზს გამოხატავდა მისი თვალები, არც სინანულს, არავითარ ემოციას, უბრალოდ ყვებოდა)...
–ჯეკი ქველმოქმედი არ არის, ასე ვთქვათ დიდი ძალაუფლება აქვს, დიდი კიარა უდიდესი, ბევრი ყავს მოკლული, ბევრი გადარჩენილი... მთელი ერთი წელი ვცდილობდი მდგომარეობიდან გამოსვლას, ჯეკი დამეხმარა, მისი წყალობით ისევ გავუსწორე ცხოვრებას თავი, ჩემს მშობლებს უბრალოდ ჩემი სახელით სწერდა და აგებინებდა რომ კარგად ვარ, ყველას და ყველაფერს შევეშვი, სრულიად დაცარიელებული ვიყავი, ჯეკმა იმდენი მოახერხეა რომ პირველად შურისძიების წყურვილი გამიჩინა, მიზანი მომცა და ამ მიზნისთვის დავიწყე გამოღვიძება, დღე და ღამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი და გეგმებს ვალაგებდი რომ სათითაოდ გამომესალმებინა სიცოცხლეს სამივე... ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის, ზუსტად ერთი წელი ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება და როგორც საუკეთესო მებრძოლი, მებრძოლიც და ქილერიც.. ჯეკთან სამწლიანი ხელშეკრულება დავდე, ყველაფერს ვაკეთებდი დავალებების სწორად შესასრულებლად, როცა მზად ვიყავი დავბრუნდი. 20 წლის იუბილე მქონდა, იმ ღამეს სამივემათგანი ვიპოვე და დაუფიქრებლად დავხოცე, არ მოგიყვები როგორი ხერხები გამოვიყენე.. დავალებებს სულ შუაამით ვაკეთებდი, ნახევარმთვარის დროს, როცა გამაუპატიურეს მაშინაც ნახევარმთვარე იყო, ტატუ გავიკეთე კისერთან რადგან არ მინდოდა ის ღამე დამვიწყებოდა და იცი რატომ ? იმიტომ რომ საკუთარი თავი არ დავადანაშაულო მათ მკვლელობაში, მახსენდება ის ღამე და ვრწმუნდები რომ ჩემი ხელით უნდა დამესაჯა სამივე...
–ეს ის მომენტია როცა არ ვიცი რა გითხრა.. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ავალიანმა დაარღვია სიჩუმე... ნიტას სიმწრით გაეღიმა
–მთავარი არ მითქვამს...
–მგონი ეხლა ის უნდა მომიყვე დემეტრე რა შუაშია ხომ?
–სწორად მიხვდი... ცხოვრება ისევ ისე გავაგრძელე, ნიუ–იორკის საუკეთესო უნივერსიტეტი დავასრულე, ჩემი სამსახური კი ჯეკი იყო.. დავალებები ხშირად არ მქონია, სინდისი მაწუხებდა ზოგჯერ ისეთ ხალხს ვხოცავდი, თუმცა ერთხელ რომ გაისვრი ხელს ისედაც ბინძური ხდები და.... საკმაოდ უხეში გავხდი, ფეხებზე მეკიდა ყველაფერი, ვისთანაც მინდოდა იმასთან ვწვებოდი მხოლოდ ერთი ღამით... საქართელოში რომ დავბრუნდი როგორც იქ ვცხოვრობდი აქაც ისე განვაგრძე, ჩემმა მშობლებმა ჩემი დაბრუნების გამო წვეულება გამართეს, მეკი მეგობრებთან ერთად გვიან გავიპარე კლუბში, სწორედ იქ ვნნახე დემეტრე და მხოლოდ ერთი ღამე გავატარე მასთან, ისიც იგივე პრინციპის აღმოჩნდა როგორისაც მე... მერე გავიგე რომ დავორსულდი, აზრადაც არ მომივიდოდა ეს შემთხვევა... ყველაფერი იცი იმის გარდა თუ ვინ არის დემეტრე... ის.... (მხოლოდ ახლა აემღვრა თვალები, მლაშე სითხის შეკავებას ცდილობდა, ცდილობდა მყარად ელაპარაკა მასზე, მაგრამ ხმა მაინც გაებზარა) ის ერთ–ერთის ძმაა, უფრო სწორად იმის, რომელიც ჩემს კლასში იყო, იმის რომელიც ბოლოს შემოვიტოვე მოსაკლავად, ყველაზე რთულად ის მოვკალი, ჯერ წყალში ვახრჩობდი, მერე დანით კისერზე ნახევარმთვარე ამოვკაწრე ისე როგორც მე მაქვს, ბოლოს კი ბალიშით გავგუდე, უფრო სწორად მომაკვდავი დავტოვე, მინდოდა წვალებით და უჰაერობით მომკვდარიყო, მეტისმეტად სადისტურია მაგრამ არ ვნანობ! არცერთი მათგანისმკვლელობას არ ვნანობ! რამდენიმე კვირის შემდეგ გავიგე რომ დემეტრე არღვლიანი მეძებდა, ჯეკმა დამიბარა და მითხრა რომ ძმის მკვლელზე შურისძიების გამო მთელი დედამიწა გადააბრუნდა... არ ვიმალებოდი, არ მადარდებდა მიპოვიდა თუარა, მაგრამ სამქეს ყოველთვის კვალის დატოვების გარეშე ვაკეთებ, დიდხანს მოუწია ძებნამ და აქ მიპოვა... სიმართლე გითხრა ორი წლის განმავლობაში დამავიწყდა კიდეც მისი არსებობა და ეს ფაქტი... როცა გავიგე რომ გრეგორის სახელით გამეცნო და გვარი იგივე მითხრა (არღვლიანი) არც კი გამხსენებია დემეტრე... ახლახანს მივხვდი რომ გრეგორი არღვლიანი არ არსებობს... წამშივე გავიაზრე რომ მიპოვა... გასარკვევი მხოლოს ის მაქვს თუ საიდან იცნობს ჯეკს..
–შენი აზრით რა მოხდება?
–რა თქმაუნდა ბავშის გამო მივყავარ ცოლად, ეს რომ არა დარწმუნებული ვარ თვალის დაუხამხამებლად მომკლავდა, იმაშიც დსარწმუნებული ვარ რომ მანაც ახლახანს გაიგო რომ მე მოვკალი მისი ძმა...
–მოდი ჩემთან... ავალიანმა გულში ჩაიკრა ნიტა და ასე თითქმის დაათენდათ თავზე...
–მხოლოდ სენ და ჯეკმა იცით ამამბის შესახებ..
–დემეტრემ?
–აზრი არ აქვს.. მკვლელობას არაფერი ამართლებს...
–გაყვები?
–არ ვიცი.. მხოლოდ ის ვიცი რომ საკუთარ თავს და ჩემს შვილს დავიცავ!
–ყველაფერი კარგად იქნება! გადაჭრით უთხრა გიორგიმ და ხელში აიყვანა გოგონა.. მეორე სართულზე საძინებელში შეიყვანა და საწოლზე დააწვინა
–ძილინებისა! თავზე აკოცა და თავის ოთახში გავიდა...

შუადღისას გამოეღვიძა ნიტას... ზედმეტად კარგ ხასიათზე იყო, თავს მსუბუქად გრძნობდა, თითქოს მოეხსნა ლოდი და ამჯერად არ უწევდა მისი თრევა...
სააბაზანოში შევიდა, მოწესრიგდა და პირველ სართულზე გაღიმებული ჩავიდა
–დილამშვიდობის... გიორგიც გაღიმებული შეხვდა
–დილამშვიდობის... რა სუნებია? ეშმაკუად გაუღმა და ჰკითხა
–ყიყლიყოები ჩემს ნათლულს...
–ოჰჰ.. შენს ნათლულს? ისე გააგრძელა იგივე გამომეტყველებით საუბარი
–დიახ! რამე არ მოგწონს?
–იქნებ და არ მინდა გიჟი ნათლია ყავდეს ჩემს შვილს?
–შენ ვინ გეკითხება! ენა გამოუყო და ჩაისთან ერთად ყიყლიყოებიც დაუდო წინ ნიტას
–რომ არ ვიცოდე მარტო ვართ ვიფიქრებდი კარგმა მზარეულმა გააკეთა
–მიხარია ასეთ ხასიათზე რომ ხარ!
–ანუ გიხარია რომ დაგცინი... გაეკრიჭა ავალიანს
–შეიძლება ითქ.... კარზე ბრახუნის ხმა გაიგეს კაკუნის კიარა, ავალიანი წასვე წამოდგა და უკან მიყვა ნიტაც
–ვინმემ იცის ამ ადგილის შესახებ? სანამ კართან მივიდოდა მანამდე ჰკიტხა ბიჭს
–არავინ... კარი გააღო და ორივეს ირონიული მზერა შერჩათ
–დილამშვიდობის.. იმედია დილის რომანტიული საუზმე არ ჩაგაშხამეთ! საოცრად შხამიანი ხმით წარმოთქვა და ნიტას თვალი თვალში გაუყარა
–მობრძანდით! ჯერჯერობით თავაზიანობა გამოიჩინა ავალიანმა
–არა მიდის უკვე! ნიტამ კბილებშ გამოსცრა
–არა რატომ?! იქნებ და მინდა შემოსვლა! დემეტრემ პირდაპირ შეაწრა კარში და ნიტას ოდნავ მხარი გაჰკრა
–დამშვიდდი! სრული სიმშვიდით უთხრა ნიტას, რომელიც ცოტახანში აფეთქდებოდა
–შენთვის ადვილია! ფსიქოლოგად ხარ დაბადებული და ახლა მე მკითხე! გაჯავრებულმა უპასუხა და მისაღებისკენ წავიდა, სადაც არღვლიანი შედიოდა
–შესანიშნავი გარემოა! მოწყვეტით ჩაეშვა დემეტრე სავარძელში
მე დაგტოვებთ და თქვენ ილაპარაკეთ! მშვიდად გავიდა ოთახიდან ავალიანი
–აქ რა გინდა?! ამჯერად ამირეჯიბმა მშვიდად ჰკითხა
–შენ! წარბები ზემოთ აზიდა და ისე უპასუხა თითქოს სრულიად ბუნებრივ და ელემენტარულად მისახვედრ რამეს ამბობდა
–რას მელაპარაკები?! მართლა?!
–მიდი ჩამოიტანე ბარგი და წავედით!
–ვინ გითხრა რომ მოვდივარ?
–არავის თქმა არ მჭირდება! ათი წუთი გაქვს დრო! მეჩქარება!
–ხოდა ეგ ათი წუთი გირჩევნია მაგ ტრ*კის ასაწევად გამოიყენო!
–რამდენი გვაქვს სამუშაო! დემეტრემ ამოიოხრა და წამოდგა–აღარ გამამეორებინო! ამჯერად მკაცრად უთხრა ეს ორი სიტყვა და წარბები შეკრა.
–კარი იცი სადაც არის! ნიტამაც არ დაუთმო და ისე უპაპასუხა ვითომ დემეტრეს წამის წინანდელი სიტყვები არ გაუგია...
–რაიყო შენს საყვარელს ვერ თმობ? ნუ გეშინია მაგისნა...... ვერც მოასწრო დასრულება როცა ლოყა აეწვა
–აღარასდროს გაბედო ასეთი რამის თქმა!
დემეტრემ ლოყაზე ხელი მოისვა და მწარედ ჩაეცინა
–გეწყინა? ირონიული სიცილი მოაყოლა სიტყვას–დავიჯერო სხვა მისნაირად არ გაკმაყოფილებს? ამირეჯიბს კიდევ ერთხელ უნდა გაერტყა სილა მაგრამ მოქნეული ხელი დაუჭირა არღვლიანმა და ისე სწრაფად აიფრიალა დაკივლებაც ვერ მოასწრო, მხარზე გადაიკიდა და გასასვლელისკენ წავიდა... ხმაურზზე ავალიანი შევიდა ოთახში და ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა გოგონა მაშინვე წინ გადაუდგა
–გეყოფა დემეტრე!
–გამატარე!
–დასვი ნიტა!
–გამატარემეთქი! არცერთი თმობდა პოზიციებს
–გეყოფათ! აფართხალებულმა ნიტამ დაიყვირა.. –სათამაშო არ ვარ! გიორგი დამშვიდდი კარგად ვარ! არაფერი მოხდება! არ წავალ აქედან! დემეტრე დამსვი!
–ხომ გაიგე! დასვი! ავალიანმა მკაცრად უთხრა
–ხო აბა რა! ისევ იგივენაირად ჩაეცინა დემერტეს
–დამსვი დემეტრე!
–დაწყნარდი! საჯდომზე ხელი მსუბუქად დაჰკრა, ამაზე ნიტა მთლად აიჭრა
–გეფიცები განანებ!
–ეჭვიც არ მეპარება! უკვე მანქანაში ჰყავდა ჩასმული გოგონა
–დემერტე რატომ უკეთებ ამას? სრული სიმშვიდით კითხა გიორგიმ
–შენ ამას ვერ გაიგებ! კბილებში გამოსცრა და საჭესთან დაიკავა ადგილი
–ვერც კი წარმოიდგენ როგორ მეზიზღები! მთელი ზიზღით წარმოთქვა გამწარებულმა ნიტამ
–დაწყნარდი ჩემო ცხოვრება იგივეს თქმა შემიძლია მეც!
მთელი გზა ხმა არცერთს ამოუღია... მდუმარედ ისხდნენ და ხანდახან თუ გააპარებდნენ მზერას ერთმანეთისკენ, ისიც წამიერად... დემეტრეს მობილური აზუზუნდა და მაშინვე უპასუხა
–გისმენ... კი მოვდივართ... არა მანდ არის ყველაფერი... დედას ჰკითხე.. ერეკლეს და კატოს გაუარეთ მზად იქნებიან უკვე.. ( როცა მშობლების სახელები გაიგონა ნიტამ გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა შეხედა) კარგი მალე ვიქნებით! (გათიშა)
–სანამ ისტერიკებს დაიწყებ მე თვითონ გეტყვი–ნიშნობა გვაქვს დღეს!
ნიტას მზერა მიეყინა მამაკაცზე, ახლაღა გააანალიზა რამხელა რისკის ქვეშ დგებოდა, წამიერად მიხვდა თუ ამას გააკეთებდა უკან ვეღარ დაიხევდა, წინ კი შესაძლოა ურთულესი გზა ჰქონოდა, რომლისთვისაც შესაძლოა ჯერ მზად არ ყოფილიყო... ხმა ვერ ამოიღო, ენა ვერ მოიბრუნა, ამჯერად აჯობეს... ფარხმალის დაყრა უწევდა.. ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას და ეს ჭკუიდან შლიდა.. თავისუფლებას კარგავდა და იბოჭებოდა...
–არ მინდა შენი ცოლობა... ხმაწართმეულმა ამოიხავლა
–მე კი უკანონო შვილი არ მინდა!
–ახლა მაინც შეწყვიტე თამაში და აღიარე რომ ბავშვი არაფერში გჭირდება! უბრალოდ ჩემი წამება გინდა!
–მეორეში მართალი ხარ! უდარდელად წარმოთქვა
–არ გინდა დემეტრე... მუდარა ერია გოგონას ხმაში...
ბიჭმა არც კი შეხედა, მანქანა უზარმაზარი სამსართულიანი სახლის უკანა ეზოში შეიყვანა და გადავიდა
–რაღას ელოდები? გადმოდი! უხეშად უბრძანა
ნიტა ისე გადმოვიდა მანქანიდა თითქოს გილიოტინაზე მიჰყავდათ, ფეხები უკან რჩებოდა, იმ ამაყ გამომეტყველებას მაინც არ კარგავდა ნაგრამ მის გულში რახდებოდა ღმერთმა უწყის...
–მეორე სართულზე მარჯვნივ მესამე ოთახში შედი და გამოიცვალე! ნიშნობა 6 საათზე დაიწყება!–ხო მართლა წითელი ფერი ძალიან გიხდებოდა იმ საღამოს ამიტომ ნიშნობისთვის წითელი კაბა შეგირჩიე! ეს უკანასკნელი წინადადება ისეთი სილაღით უთხრა თითქოს ბედნიერი მამაკაცი იყო ამ მოვლენით. ამირეჯიბი მითითებულ ოთახში შევიდა, აბაზანაში დიდხანს ინებივრა, ამასაც თუ ნებივრობა ერქვა, სულ მომავალზე ფიქრობდა, იცოდა და ხვდებოდა რა ტანჯვაც ელოდა წინ... ორ საათში გამოვიდა აბაზანიდან, სარკის წინ დაჯდა და ლოსიონის წასმა დაიწყო, ყველაფერს ძალიან ნელა აკეთებდა, დროს აჭიანურებდა...
უკვე ხუთი საათი იყო თმის მშრალებას რომ მორჩა, ყუთიდან კაბა ამოიღო, მუხამდე ხასხასა წითელი, მიდი მკლავით, საკმაოდ დახურული მაგრამ ამავე დროს სექსუალური, ხელზე რამდენიმე ვერცხლისფერი სამაჯური გაიკეთა, მაკიაჟი მუქ და სადა ფერებში... ერთიანობაშ ძალიან სადა მიმზიდველი და სექსუალურად გამოიყურებოდა... ამ დროს შეუღო კარი დემეტრემ, კარის ჩარჩოს მიეყრდნო და აათვალიერა მომავალი მეუღლე, კმაყოფილებისგან ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა
–ჯერ კიდევ შეგიძლია გადაიფიქრო! მკაცრად გაიჟღერა ნიტას ხმამ
–და შენი ტანჯვისგან მიღებულ სიამოვნებაზე ვთქვა უარი?! არამც და არამც!
–მეც ვერ ვთქვი უარი შენი ძმის ყვირილისგან წამოსულ სიამოვნებაზე! მთელი ზიზღით უთხრა და იგრძნო კიდეც როგორ მიეჯახა მკვრივ ზედაპირს
–მოკეტე! აღარ გაიმეორო! მისი სახელი აღარ ახსენო! დაუღრიალა მთელი ხმით
–იცი როგორ მევედრებოდა არ მომკლაო! იცი რა განწირული ხმით ყვიროდა! (ნიტა აგრძელებდა დემეტრეს გაღიზიანებას, იფიქრა თუ გავამწარებ იქნებ მიხვდეს რომ არ უნდა მომიყვანოს ცოლადო)–განსაკუთრებით მაშინ როცა კისერზე დანით ვკაწრავდი! არღვლიანმა ნიტა საწლზე დაახეთქა და მუჭი კედელს აარტყა მთელი ძალით
–ამის დედა შე*ეცი მოკეტე ! ნუ მაღიზიანებ!
ნიტა იგივე ზიზღიანი მზერით დაუდგა წინ
–ხომ ხედავ არ შეგიძლია რომ რამე დამიშავო! შერსაც ვერ იძიებ!
დემეტრე ჩაწითლებული თვალებით შესცქეროდა, ყელზე ძარღვები გასკდომას ჰქონდა, სწრაფად სუნთქავდა და ეტყობოდა როგორ იკავებდა თავს რომ არაფერი დაეშავებინა ნიტასთვის
–ბავშვი რომ დაიბადება მერე ვილაპარაკოთ ამ საკითხზე! სკამს ფეხი ამოჰკრა და გიჟივით გავარდა გარეთ...

ნიშნობა მშვიდად მიმდინარეობდა.. სახლის წინ უზარმაზარ ბაღში წვეულება გამართულიყო.. ყველას მოეყარა თავი, ნაცნობებსაც და უცნობებს... უამრავი ადამიანი ულოცავდა წყვილს, რომლებიც ერთი შეხედვით უბედნიერესები ჩანდნენ... ვერავინ შეატყობდა მათ გულებში რა ქარბორბალა და ზიზღი ტრიალებდა..
–ქორწილი როდის გექნებათ? ერთ–ერთმა სტუმარმა წყვილს ჰკითხა
–არ ვიც.... ნიტას უნდოდა ეთქვა მაგრამ დემეტრემ დაასწრო
–ერთ კვირაში გვექნება მანანა დეიდა... ღიმილით გასცა ქალს პასუხი და ნიტას მოეხვია, მთელს სხეულზე ისე მჭიდროდ შემოაკრა ხელები გეგონებბოდათ ვინმე ართმევდა, სინამდვილეში კი ანისნა ენას კბილი დააჭირეო, ნიტამაც ღიმილით ჩაასო გრძელი ფრჩხილები კანში...
–ასე ძალიან გიყვართ ერთმანეთი? ისევ ჰკითხა ქალმა
–უსაზღვროდ! ამჯერად ნიტამ უპასუხა, რასაც დემეტრესგან ყელში კოცნა მოჰყვა, რომელზეც ამირეჯიბს ოდნავ შეაკანკალა... საპასუხოდ ზურგიდან შემოხვეულ საქმროს რმელიც ისევ კისერში და ყელში ჰკოცნიდა, ტუჩები ყურთან მიუტანა ჩასჩურჩულა
–ძალიან ნუ შეიფერებ როლს!
–გაჩუმდი და მაცადე! ისევ გააგრძელა სველი კოცნების დატოვება.
ნიტას ისეთი უცნაური და თან სასიამოვნო შეგრძნება ჰქონდა რომ ვეღარ ითმენდა საქმროს ასეთ ქცევებს, წამიერად მათი მხურვალე ღამის კადრები ამოუტივტივდა თავში, თავის თავზე გაბრაზდა ასეთი ფიქრებისთვიდა მითმეტეს რომ მოსწონდა მისი შეხება გიჟდებოდა...
ნელნელა დაიშალნენ სტუმრები, წყვილს ბედნიერი მომავალი უსურვეს და ქორწილამდე დაემშვიდობნენ..
როცა ნიტა თავის მშობლებთან ერთად აპირებდა მანქანაში ჩაჯდომას და სახლში წასვლას, სწორედ მაშინ სწვდა მაჯაში დემეტრე და თავისკენ ახლოს მიზიდა, შემდეგ უფრო კარგად შეუცურა წელზე ხელი და მიიკრა
–სად მიბრძანდები ქალბატონო? ყურთან დაუჩურჩულა და ამაზე კიდევ ერთხელ გააჟრჟოლა ნიტას
–სახლში! გამწარებულმა უპასუხა და მის ხელს დაეჯაჯგურა რომ გათავისუბლებულიყო მაგრამ ნურას უკაცრავად
–სახლში ხარ ისედაც. იგივე ტონით უპასუხა
–მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ!
–ნიტა დემეტრე და ჩვენ შევთანხმდით რომ აქ იქნებოდი ქორწილამდე, ბავშვისა და შენი ჯანმრთელობისთვის სჯობს საქმრომ მოგიაროს, თან შეეჩვევით ერთმანეთშ. გახარებულმა კატომ მიახალა
–დედა ქორწილის მერე ისედაც აქ ვიქნები ამიტომ სჯობს წამოვიდე! მანქანისკენ გაიწია ისევ
–ქორწილის მერე ცალკე გადადიხართ, დემეტრეს ნუ აწყენინებ დაუჯერე შეეჩვევი ნელნელა
–მე მიკეთებ კატო ამას?! განწირული სახით შეხედა
–კაი დედა ნუ ბუზღუნებ! ისევ ღიმილით ჩაეხუტა ქალიშვილს...
–სათამაშო მგონია თავი... ოხვრით ამოთქვა და გააცილა მშობლები
–იმედია ხვდები რომ ცალკე ოთახში დავიძინებ! როგორც კი ნიტა იმ ოთახში შევიდა სადაც ნიშნობისთვის გამოეწყო უკან ადევნებულ დემეტრეს უთხრა
–იმედია ხვდები რომ აზრი არ აქვს შენს აზრს! იმავე ტონალობით მიუგო საქმრომ
–ისე შენ პირველ ღამესაც ხომ არ გეგმავ? გაოცებული სახით ჰკითხა
–პირველი უკვე გვქონდა! დემეტრემ ნიტას ნერვებზე თამაში დაიწყო
–ხოდა ეგ იკმარე!
–პირველი არა მაგრამ მომდევნო გვექნება!
–გეგმებს ნუ დააწყობ! თან იხდიდა ტანსაცმელს თან ისე ელაპარაკებოდა
–რაც გარდაუვალია იმას არც დავგეგმავ! მანაც დაიწყო პიჯაკის გახდა
–აქ არ დაიძინებ! კატეგორიულად უთხრა
–ასე თუ დააპირებ ჩემს წინ გამოცვლას იცოდე მართლა არ დავიძინებ და სხვა რამით დავკავდები!
–შემაშინე ვითომ?
–არ მგონია ქალიშვილობას კარგავდე ასე ორმ არც შეგეშინდება!
მის ნათქვამზე ის ღამე გაახსენდა, ის საბედისწერო ღამე და აილეწა. უპასუხოდ დატვა არღვლიანი და სააბაზანოში შეიკეტა..
როცა გამოვიდა დემეტრე უკვე იწვა და მგონი ეძინა... ნელა მიუახლოვდა ნიტა ლოგინს, თავის მხარეზე საბანი გადასწია და ფრთხილად დაწვა...
–ღმერთო გამაძლებინე... ხმადაბლა წარმოთქვა... ის ის იყო უკვე უინდა ჩასძინებოდა როცა დემეტრეს ხელი მხარზე შეეხო, დენდარტყმულივით წამოვარდა და სანანთი აანთო, მამაკაცის მოელვარე თვალებს წააწყდა, თვითნ კი ბრაზით აივსო
–რა არ გაძინებს!
–თითქმის შიშველი ჩამიწექი და კიდე მეკითხები? ოდნავ ღიმილით უპასუხა
–დაიოკე ჰორმონები სანამ ძირში მოგაჭერი ერთი ადგილი! კბილებში გამოსცრა, სანათი ჩააქრო და თავის მხარეზე დაებერტყა...
დემეტრეს ეცინებოდა მის ბავშვურ საქციელზე, იმ წამს იმხელა სურვილი ჰქონდა მოხვეოდა და ჩახუტებოდა რომ ვერ აღვწერ, მაგრამ კვლავ მისი ძმის უსიცოცხლო სხეული ახსენდებოდა...
–დედა შე*ეცი.. შეიკურთხა და თავის მხარეს გადაბრუნდა...
ვერ ისვენებდა, გვერდით ყველასთვის სასურველი ქალი ჰყავდა და ვერც კი ეხებოდა, მისი თავმოყვარეობის და პრინციპების გამო ვერ ეკარებოდა, საკუთარი შვილის დედაზე შურისძიების სურვილით იყო შეპყრობილი, მაგრამ სინდისი ღრღნიდა, საკუთარ კაცობაზე უხდებოდა გადაბიჯება იმდენად იწვევდა ეს ქალი...
–ჯანდაბა.. ჯანდაბაა,., გულში საკუთარი თავი გამოლანძღა, საცოლისკენ გადაბრუნდა, ხელი მუცელზე შემოხვია და თავისკენ მისწია, სახე მის თმებში ჩამალა და ღრმად შეისუნთქა სურნელი, მაგრამ ნიტა ამას ასე დატოვებდა? წამში დაიწყო ფართხალი
–გამიშვი არღვლიანო!
–გაჩუმდი მეძინება! დაბიხებული ხმით უთხრა
–მომაშორე ხელები!
–ბავშვს ვეფერები და გაჩუმდი!
მიუხედავად იმისა რომ ხვდებოდა მხოლოდ ბავშის გამო არ ეხუტებოდა დემეტრე, მაინც დანებდა, სიამოვნებდა და აბა რა ექნა, ვითომ დაიჯერა რომ მხოლოდ ბავშვთან სიახლოვე უნდოდა მამამკაცს
–მოიმიზეზა ბავშვი! მაინც წაშხამა და გაიტრუნა მამაკაცის მკლავებში, მის სიტყვებზე დემტრეს მხოლოდ გაეღიმა, კიდევ ერთხელ აივსო ფლტვები სასიამოვნო სურნელით და ძილს მისცა თავი....
***
მთელი ღამის განმავლობაში ორივე სასიამოვნო სურნელს გრძნობდა, ერთმანეთზე მიკრულებს ეძინათ, შესაძლოა ითქვას რომ ასე ტკბილად ჯერ არც ერთ მათგანს არ სძინებია, მაგრამ როგორც ვიცით, ხშირ შემთხვევაში მშვიდ და სასიამოვნო ღამეს ქალიშხლიანი დილა სდევს თან და არც მათი გაღვიძება იყო შეხმატკბილებული...
ნიტა მუცლით იწვა საწოლზე, ერთი ხელი ბალიშის ქვეშ ედო, მეორეთი ზედ ეხვეოდა და თავი ედო მასზე, თმა არეულად ეყარა სახეზე და სუნთქვის დროს ნელნელა ირხეოდა, ბატონი დემეტრეც იგივე პოზაში იწვა იმის განსხვავებით რომ ბალიშის ნაცვლად ნიტას ზურგზე ედო თავი, ხელი კი მის მუცელზე ჰქონდა შემოხვეული... პირველად სწორედ მან გაიღვიძა, ისევ ძილბურანში მყოფმა უფრო ძლიერად შემოჰხვია ნიტას მუცელზე ხელი და თავისკენ მისწია
–ვატყობ კიდურების გარეშე დარჩენა გინდა! ახლდაგაღვიძებულმა გოგონამ თვალდახუჭულმა წარმოთქვა მკაცრი ტემბრით, თან არც კი შერხეულა იგივე პოზაში იწვა.
დემეტრეს რეაქცია არ ჰქონია მის სიტყვებზე, პირიქითმ უფრო მეტად აიკრა გოგონა სხეულზე, მისი ზურგიდან თავი მაღლა ასწია და მის თმაში ჩარგო სახე...
ძალიან არ უნდოდა ნიტას ადგომა მაგრამ ასეთ პოზაში წოლა არ შეეძლო, მიუხედავად იმისა რომ მოსწონდა დემეტრეს სიახლოვე... როგორც კი წამოიწია და ჯერ სიტყვიერი „იერიშისთვის“ მოემზადა, მაშინვე გაისმა დემეტრეს მობილურის ხმაც, გოგნამ კი კმაყოფილმა გაიღიმა
–დედა შე...ცი... უკმაყოფილო ოხვრით წამოვარდა ვაჟბატონი და მობილურიანად აივანზე გავიდა...
სანამ დემეტრე საუბრობდა ნიტა სააბაზანოში მოწესრიგდა, თეთრი შარვალი, საროჩკა და ბოტასები ჩაიცვა, თმა კოსად შეიკრა და ოთახში დაბრუნდა....
დემეტრე ისევ საწოლზე მიწოლილი დახვდა, ტელეფონში ჩამძვრალიყო და სააბაზანოს კარის ხმაზე გამოიხედა მხოლოდ, ნიტა შეათვალიერა და ისევ მობილურში ჩაძვრა..
–გავდივარ! მხოლოდ ეს უთხრა, ყურსასმენები და მობილური აიღო, სარკეში ჩაიხედა და კმაყოფილიგავიდა ოთახიდან. მისდა გასაკვირად დემეტრე უკან არ გაჰყოლია და არც უკითხავს თუ სად მიდიოდა...
დაბლა რომ ჩავიდა არავინ დახვდა მოსამსახურის გარდა, დემეტრეს მშობლები უკვე სამსახურში წასულიყვნენ
–ყავა გამიკეთე ლელა კარგი? მოსამსახურეს თბილად გაუღიმა და სამზარეულოში შევიდა...
სანამ ყავას მიირთმევდა გიორგისთან დარეკვა გადაწყვიტა
–გისმენთ... გიორგიმ ნ ომერი ვერ იცნო რადგან ნიტას ახალი მობილური ჰქონდა და შესაბამისად ახალი ნომერიც
–გიო მე ვარ... მხიარული ტონით ჩასძახა
–ქალბატონო გილოცავ ნიშნობა გქონია... ბიჭმაც მხიარული ნოტა ჩართო მეგობრის ხმის გაგონებისას
–ხო მაგრამ უშენოდ ჩაიარა... ოდნავ დამწუხრებულად უპასუხა
–სიყვარულით რო გათხოვდები მერე დამპატიჟე... გაიკრიჭა გიორგი და წამსვე ისევ გაახალისა ამირეჯიბი
–დღეს ბევრი პაციენტი თუარ გყავს ყავაზე დაგპატიჟებ
–მმმმ... ერთი წუთი გადავხედო.... სამი პაციენტი მყავს... საღამოს ექვისკენ მეცლება...
–მშვენიერია... მეც მეცლება და წავიდეთ სადმე
–არის ქალბატონო!
–კარგი დროებით... პასუხს აღარც დაელოდა გათიშა და მისაღებისკენ წავიდა, ტელევიზორის წინ დივანზე დაჯდა, ფეხები მოკეცა და უინტერესოდ მიაჩერდა რეპორტაჟს „ნიტა ამირეჯიბისა და დემეტრე არღვლიანის ნიშნობის“ შესახებ
–შენ ქორწილზე უნდა ნახო რა ამბავი იქნება! მოულოდნელად გაისმა ბოხი ხმა და მის გვერდით მდებარე სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა დემეტრე, ნიტამ მხოლოდ ცინიკური მზერით გახედა და ისევ ტელევიზორს მიაშტერდა
–საუზმე აქ მოგიტანოთ? მზარეული შევიდა და იკითხა
–კი ნანა თუარ შეწუხდები.. თბილად უთხრა დემეტრემ...
–დემეტრე უნდა ვილაპარაკოთ! ტელევიზორისთვის მზერა არ მოუშორებია ისე უთხრა ნიტამ
–გისმენ... უემოციოდ წარმოთქვა მამაკაცმა და ნანას შეტანილი საუზმის ჭამა დაიწყო
–დაასრულე და ოთახში ამოდი! მკაცრად წარმოთქვა და ოთახში ავიდა, რამდენიმე წუთში კი დემეტრეც შევიდა
–აბა?
–მინდა ყველაფერი გარკვეული იყოს ჩვენ შორის! წინ დაუდგა გოგონა და ჯიქურად მიაშტერდა თვალებში
–მაგალითად? მამაკაცმა აშკარად იცოდა რაზეც საუბრობდა მაგრამ იმდენად იზიდავდა ნიტას ეს მზერა და ტონი რომ უნდოდა გოგონას ელაპარაკა. ამირეჯიბი ერთხანს უძრავად იდგა მის წინ, მერე ხელები გადაიჯვარედინა მკერდთან, ნელნელა ახლოს მიდიოდა ბიჭთან, თან თვალს არ აშორებდა მის ყავოსფერ თვალებს, ძალიან ახლოს დაუდგა, თვა;ებოი დააწვრილა და გამომცდელი მზერით შეხედა
–თავს რატომ ისულელებ?!
მამაკაცს მის ქცევაზე ეღიმებოდა, ამოუხსნელად უნდოდა მისი მიზიდვა და უბრალოდ ასე ყურება, გაურკვევლად სურდა გოგონას მკლავებში მოქცევა, ნიტას დაუმორჩილებლობა და ასე ვთქვათ სითავხედე მოსწონდა, არ ჰგავდა სუსტ და დამყოლ არსებას, ამიტომ უნდოდა მისი მორჯულება...
–პირდაპირ თქმა გიჭირს? ბიჭმაც გამომცდელი მზერით შეხედა თვალებში... ნიტამ ცალი წარბი ზემოთ აზიდა, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, მერე ენით დაისველა ბაგე, თან მამაკაცის რეაქციებს აკვირდებოდა, რომელსაც მზერა გოგონას ტუჩებისკენ არც გაჰქცევია (მაგარამ მე ხომ ვიცი როგორ უნდოდა გიჟივით მოემწყვდია და დაეკოცნა სათითაოდ), ჯიუტად უყურებდა თვალებში, ამირეჯიბი კიდევ უფრო მიუახლოვდა არღვლიანს, ოდნავ აიწია ფეხის წვერებზე, ყურთან მიუტანა ტუჩები და შხამიანი ხმით „დაუსისინა“
–ცოლად არ გამოგყვები! მერე კი ისევ გასწორდა, მაგრამ იგივე მინიმალური მანძილით იყვნენ ისევ დაშორებულები... დემეტრე ცოტახანს ასე იდგა, მერე კი მზრა დაუნდობელი გამომეტყველებით შეეცვალა, ძარღვები დაებერა კისერთან, მომუშტული ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიალაგა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, რადგან უნდოდა თავის შეკავება
–ნიტა! ჯერ მშვიდად წარმოთქვა მაგრამ ძალიან უჭირდა ამ სიმშვიდის შენარჩუნება
–ბავშვს განახებ ხოლმე ნუ დარდობ! სრულიად უემოციოდ უთხრა ეს სიტყვები მაგრამ უფრო მეტად გამოიწვია ამით ისედაც გაცოფებული დემეტრე
–მდგომარეობიდან არ გამომიყვანო! საკმაოდ მკაცრად გამოუვიდა თქმა
–მე დავასრულე! იგივენაირად უთხრა ბიჭს და კარისკენ დაიძრა, სახელური ჩამოსწია და გამოაღო, მაგრამ მაშინვე უხეშად დაიხურა, დემეტრეს ერთი ხელი მისი თავის მაღლა კარზე ჰქონდა მიდებული, გოგონა რომ შემოტრიალდა არღვლიანი გამწარებული დასცქეროდა ზემოდან
–ჯერ სალაპარაკო გვაქვს! კბილებში გამოსცრა ბიჭმა
–ძალიან კარგი! ახლა მოგინდა ანუ ლაპარაკი ხომ?! ისევ ეს ცინიკური მზერა ჰქონდა გოგონას
–დაჯექი! მკაცრად უბრძანა
–შენ მე შენი რიგითი მოსამსახურე ან მონა ხომ არ გგონივარ? ირონია არ დაიშურა გოგონამ და იგივე პოზაში დარჩა
–რომელიმე მათგანი რომ მეგონო ამ ოთახში არ იქნებოდი დამიჯერე! უხეშად უპასუხა არღვლიანმა, ხელი ჩაავლო გოგონას და საწოლზე უხეშად დასვა
–ნუ მეხები! მთელი ზიზღით წარმოთქვა ნიტამ და მაშინვე წამოდგა
–ეხლა მომისმინე! (თითი დაუქნია მამაკაცმა და უკვე ვეღარ იკავებდა თავს) ცოლადაც გამომყვები და თუ საჭირო იქნება ხრამში რო გადავარდე იქაც ჩამომყვები! შენი ცანცარის და ქქარაფშუტობის დრო მაშინ უნდა დამთავრებულიყო სანამ ჩემი დაგერქმეოდა! ვერ ავიტან საზოგადოებაში ჩემი ქალის სტატუსის მატარებელი ასეთ პანიკებს და ისტერიკებს მართავდეს მითუმეტეს ორსულად ხარ და დადინჯდი!
–თავი ხოარაფერს მიარტყი! საერთოდ გაგიჟდი თუ რა ხდება?! გეფიცები ქორწილს ჩავშლი! ცოლად არ გამოგყვები! არ მინდა შენი ცოლობა! არა! (გაბრაზებული უყვიროდა)
–შეწყვიტე ისტერიკები! (უხეშად და ცივად უთხრა)
–ჯანდაბამდე გზა გქონია! ზიზიღით უთხრა და ისევ კარისკენ წავიდა, მაგრამ აქაც დემეტრემ გააჩერა, ხელი მაჯაში ჩაავლო და ისევ თავდაპირველ ადგილს დაუბრუნდა ნიტა
–ჩემი ნებართის გარეშე ფეხს ვერსად გაადგამ! თვალები დაუბრიალა გოგონას
–დემეტრე ნუ გამომიყვან წყობიდან! თავშეკავებული ტონით უთხრა
–ნუ გამოხვალ! ბავშვზე ცუდად იმოქმედებს! უემოციოდ უპასუხა... ნიტუკვე ისე იყო ცოტაც და დემეტრეს მართლა მიახრჩობდა, ხელი უხეშად გააშვებინა, თავზე მიიჭირა ორივე ხელი და ოთახში სიარული დაიწყო
–დამშვიდდი! დემეტრე ოდნავ მოლბა და წყანად უთხრა, ამირეჯიბი ისევ იგივეს აგრძელებდა, გონება არეული ჰქონდა და მხოლოდ გაქცევის გეგმას აწყობდა, მაგრამ არაფერი აფიქრდებოდა–გითხარი დამშვიდდი მეთქი! ცოტა უხეშად გამოუვიდა დემეტრეს მაგრამ გოგონა გაჩერდა და მას შეხედა
–ჯეკთან რა გესაქმება? უცბათ ამოუტივტივდა ეს კიტხვა და ძალიან მშვიდად ჰკითხა... მამაკაცი ადრე თუ გვიან ელოდა ამ შეკითხვას, ამიტომ არავითარი გაოცება ან დაბნეულობა არ გამოუხატავს
–პასუხი ისედაც იცი! თვალი აარიდა და ისე უპასუხა, საწოლის გვერდით მდგარ სვარელში ჩაეშვა და სიგარეტი ამოიღო მოსაწევად, ეტყობოდა ჯეკის გახსენებამ ძმა გაახსენა...
–არა არ ვიცი! გასაგებია მე ცოლად რატომაც მოგყავარ, ჩემი ტანჯვა გინდა იმის გამო რაც შენ ძმას გავუკეთე მაგრამ ჯეკი რა შუაშია? ნიტა სრულიად უნტრიგოდ და ალალად ეკითხებოდა, მან ხომ მართლაც არ იცოდა ჯეკისგან რა უნდოდა ბიჭს
–არ მითხრა რომ იცავ! ცინიკურად გაიღიმა მამაკაცმა და სიგარტის ბოლი ფილტვებშ ჩაუშვა
–უბრალოდ მიპასუხე მისგან რა გინდა! მომთხოვნი გაუხდა გოგონას ტონი
–მართალია ჩემი ძმის სისხლი შენს ხელებზეა, მაგრამ დამკვეთი ის იყო. ასე რომ... არღვლიანმა ზიზღით, ბოღმით და შურისძიების სურვიილით შეპყრობილმა უპასუხა..
ამირეჯიბი კი გაშრა, მიხვდა რაშიც იყო საქმე, არ იცოდა დემეტრემ რომ მისი ძმა ნიტამ შურის საძიებლად მოკლა, ანუ გამოდის რომ ხვდებოდა ნიტა დაქირავებული „მუშაკი“ რომ იყო მაგრამ თავის ძის მკვლელობა ნიტას კიარა ჯეკის შეკვეთა ეგონა… ამირეჯიბი კიდევ უფრო დაიბნა, საწოლზე მოწყვეტით დაეშვა და ამოიოხრა
–ჯანდაბა დემეტრე ჯანდაბა! სინანულით წამოიძახა
–სინანული გვიანია! ირონიულად უთხრა
–ყველაფერი ისე არ არის როგორც გგონია! მტკიცედ წარმოთქვა ნიტამ და წამოდგა, იფიქრა სიმართლის თქმა სჯობსო, იქნებ ცოლადაც აღარ მომიყვანოსო
–ისევ ამართლებ?! ამჯერად ცინიკურთან ერთად ცივი და უხეშ ტონი გაუხდა მამაკაცს
–შენი ძმა მე მოვკალი! უფრო სწორად მომაკვდავი დავტოვე მაგრამ ხო მოკვდა! (ხმა ცივი და უხეში ჰქონდა გოგონას, სინანული კი არ ჩანდა)
–ნუ ახსენებ! გიჟივით წამოდგა დემეტრე
–ადრე თიუ გვიან მოგვიწევს ამაზე ლაპარაკი! (კატეგორიულად საუბრობდა)
–რაიყო საერთოდ არ გაწუხებს სინდისი ადამიანი რომ მოკალი?! კვლავ ირონია
–კი ადამინებზე მაწუხებს! ცხოველურ ადამინებზე არა!
–მაშინ გაჩუმდი! დაუღრიალა ბიჭმა
–შენთან ჩემ დახოცილ ადამინებზე არ ვაპირებ ლაპარასკ! უბრალოდ გეტყვი რა იყო სინამდვილეში შენი ძმის მოკვლის მიზეზი!
–ამას ჯეკთან გავარკვევ! ნუ ერევი! მკაცრად გააფრთხილა და კარისკენ წავიდა
–ჩემი სურვილით მოვკალი! (ცივი ხმით წამოიძახა ნიტამ და დემეტრეც ადგილზე მიეყინა, ვერ აღვწერ რა იგრძნო მამაკაცმა, რამხელა ზიზღი იგრძნო ქალის მიმართ რომელიც თავის შვილს, სისხლსა და ხორც ატარებდა მუცლით და ორმელმაც ძმა მოუკლა და თურმე თავისი სურვილით და არა მოვალეობის გამო), ცივად შემობრუნდა უკან
–რა თქვი? გატეხილი ხმით ჰკითხა
–ჯეკი არაფერ შუაშია! თუ მისი დადანაშაულება გინდა მაშინ იმაში დაადანაშაულე რომ ხელი არ შემიშალა! (გოგონა უემოციოდ ეუბნებოდა)
–ნიტა რაოტომ იცავ იმ დედა მო*ულს?! დაუღრიალა დემეტრემ და თვალებში აკიაფებულ მლაშე სითხეს არადა არ მისცა გადმოსვლის საშუალება...
როცა ნიტამ არღვლიანის ტკვილინარევი, გამტყდარი და რამდენიმე წამში დატანჯული სახე დაინახა გული საშინლად ეტკინა, ყველა ორგანო შეეკუმშა, შიგნით ყველაფერი სწიწკნიდა და სულს უხუთავდა, უჰაერობას გრძნობდა, უნდოდა ყველაფერი ამოენთხია და მასში არსებული ემოციები სააშკარაოზე გამოეტანა, ეთქვა მიზეზი და ეს მხოლოდ თავის გასასამართლებლად გაეკეთებინა, მაგრამ რაში სჭირდებოდ ამ მამაკაცთან თავის მართლება რომელიც ვითომდა ფეხებზე ე*იდა? ამას ვერ ხვდებოდა მაგრამ ერთი კი ნათელი იყო!
–არ ვიცავ გესმის! არ ვიცავ! მინდოდა და იმიტომ მოვკალი! დაიმსახურა! გამაუბედურა! ცხოვრება დამინგრია! გამანადგურა! ცოცხლად მომკლა და დამმარხა! (მთელი ხმით ღრიალებდა, არცერთი წვეთი ცრემლი არ მოსდიოდა, გაფითრებული, გამწარებული და განადგურებული იდგა მისი ცხოვრების დამანგრეველი ადამიანის ძმის წინაშე და ერთი ცრემლიც არ სდიოდა, უბრალოდ გულ იოხებდა და ამდენი ხნის ტკივილს უზიარებდა კაცს რომლისთვისაც წესით ერთი სიტყვაც კიარ უნდა ეთქვა მომხდარზე) გესმის ჩემი?! გესმის?!
ამ დროს დემეტრე რას განიცდიდა? ის აკიაფებული სითხე წამსვე გადმოვიდა მის ღაწვებზე, სალუთარი ძმის დანაშაული სტკიოდა და რცხვენოდა, ნიტას ტკივილი სტკიოდა, არაკაცად აგრძნობინებდა თავს, სძულდა საკუთარი თავი და იმ წამებში თავისი გარდაცვლილი ძმაც კი სძულდა, მაგრამ რაღაც მომენტში, სულ წამიერად მისმა პატარა ნაწილმა დაუშვა რომ გოგონას ან ეშლებოდა ან გასასამართლებლად ტყუილს ამბობდა
–არა! იქნებ შეცდომაა! გეშლება.. არ შეიძლება ის.. ამას არ ჩაიდენდა... (უფრო თავისთვის ბუტბუტებდა)
–შემომხედე! (ნიტა ბიჭთან ახლოს მივიდა და ერთი ხელი ყბაში უხეშად მოკიდა)–შემომხედე! იმას ვისაც ახლა უყურებ, ადამიანი რომელიც შენს წინაშე დგას ცივსისხლიანი მკვლელია! შენი ძმის მკვლელი! შენი ტკივილის მიზეზიზ! შენი შურისძიების წყურვილის მიზეზი და მიზანი!
–გეყოფა! გეყოფა! (უღონოდ წარმოთქვა ბიჭმა და თავი ნიტას მხარზე დაადო, უღონოდ ჩამოეკიდა მხარზე დემეტრეს თავი, გოგონამ ინსტინქტურად მხრებზე მოკიდა ხელები და საწოლისკენ დაიძრა, დაჯდა და არღვლიანიც მასთან ერთად ჩამოჯდა, თავი ისევ მის მხარზე ედო და ნელნელა კისერში რგავდა, ნიტამ აცახცახებული ხელი თმაშ შეუცურა და მონოტორულად დაუწყო მოფერება)
–დემდეტრე ვიცი რომ გძულვარ! (მთრთოლვარე ხმით დაიწყო საუბარი), მაგრამ უნდა იცოდე რომ ასეთი ცხოვრება მე არ ამირჩევია! იძულებული გავხდი და არცერთი წუთი არ ვინანებ ამას რადგან მიზანი მომეცა და ამით გაგაგრძელე არსებობა!
–მაპატიე ნიტა, ჩემი ძმის საქციელი მაპატიე.. (დემეტრემ გოგონას ყელიდან თავი ასწია და ამღვრეული თვალებით შეხედა
–დემეტრე არღვლიანი პატიებას მთხოვს? ოდნავ ცინიკური გაუხდა მზერა
–შეწყვიტე ეს ცინიზმი! (გოგონას გამომეტყველებით გაბრაზებულმა დაუყვირა)
–შევწყვიტო და რა მერე? ცხოვრება გავაგრძელოთ მე შენ და ჩვენმა შვილმა ვითომ ერთმანეთს ვაპატიეთ და მორჩა? გაცოფებული წამოდგა ნიტა
–ნიტა მომისმინე....
–არასდროს არავის ვპატიობ გესმის!
–ნიტა სისხლი გდის! ( შეშინებულმა დემეტრემ ნიტას სახე მოიქცია ხელებში)
გოგონამ ძირს დაიხედა, ეგონა სისხლდენა ჰქონდა მაგრამ როცა ვერაფერი შენიშნა დემეტრეს შეხედა გაოცებული თვალებით, მაგრამ მის წინ მდგომი მამაკაცის სახე მთლიანად ბურუსს მოეცვა...
***
საავადმყოფოს მიმღებში სიმშვიდე სუფევდა, მომსახურე პერსონალი მშვიდად და კანონზომიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, პალატებში მოთავსებული პაციენტებიც მშვიდად უსმენდნენ ექიმების რცევა–დარიგებებს, მოსაცდელთან კი მათ ახლობლებს მოეყარათ თავი და აკვირდებოდნენ მოვლენებს...
ერთადერთი ადამინი რომელიც ბოლტას სცემდა დერეფანში დემეტრე არღვლიანი იყო, მოუთმენლად დააბიჯებდა მოპრიალებულ იატაკზე და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა...
ღელავდაო რომ ვთქვა მსუბუქი ნათქვამი იქნება. როცა დაიანხა განერვიულებული ნიტას ცხვირიდან წამოსული სისხლი, ეგონა რამდენიმე წლის სიცოცხლე მოაკლდა, დაფეთებული მივარდა და როცა გოგონას გული წაუვიდა გაუცნობიერებლად გააქცია საავადმყოფოში...
რამდენი ხანი იყო გასული არ იცოდა, მხოლოდ ნიტას და ბავშვის მდგომარეობაზე ფიქრობდა... ხვდებოდა ნერვიულობამ გამოიწვია ეს მდგომარეობა და საკუთარ თავს იდანაშაულებდა, ჯერ კიდევ თიტქმის აგონიაში მყოფს წამოადგა ექიმი თავს
–ბატონო დემეტრე დამშვიდდით... სანდომიანი და კეთილი სახით გაუღიმა ექიმმა ბიჭს
–როგორ არიან? ბავშვი როგორ არის? ხომ არაფერი დამართნია? ცდილობდა ტონი ეკონტროლებინა და ზედმეტად პათეტიკური ან სასოწარკვეთილი არ გამოჩენილიყო
–პირველ რიგში დამშვიდდით! ბავშვიც და დედაც კარგად არიან! მის გაგონებაზე თითქოს დიდი ლოდი მოხსნეს ზურგიდა, თავისუფლად ამოისუნთქა–ალბათ სტრესი მიიღო, სჯობს მშვიდ გარემოში იყო და კაგად იკვებოს, სიმართლე გიტხრათ მისი ორსულობა შესაშურად კარგად მიდის დედის ჯანმრთელი ორგანიზმის გამო და გართულებები არ მოჰყვება... გემოგლობინი და წნევა დაუვარდა, რამაც გამოიწვია სისხლდენა, ეცადეთ მეტი სითხე მიიღოს ოღონდ ნატურალური, დანარჩენს ჩემი თანაშემწე გეტყვით, თუ რამეა დამირეკეთ! (მხარზე ხელი დაჰჯრა გამამხნევებლად და გაეცალა)
–ერთი წუთით, კინაღამ დამავიწყდა, შეიძლება შევიდე? სანამ თვალს მიეფარებოდა ექიმი მანამდე ჰკითხა დემეტრემ
–რათქმაუნდა! კიდევ ერთხელ გაუღიმა კაცმა და ამჯერად თავის კაბინეტში გაუჩინარდა
ნიტა გონას მალე მოვიდა, პალატაში მხოლოდ ექთანი გოგონა იყო, რომელიც წვეთოვანს ხსნიდა
–უკაცრავად... (დაბნეულმა ახედა გოგონას, შემდეგ ხელებზე დაიხედა და კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო)
–ექიმი შემოვა და ყველაფერს გეტყვით (გაუღიმა ექთანმა და თავისი საქმე განაგრძო)
–ბავშვი?1 გაფართოებული და შეშინებული თვალებიტ ახედა გოგონას და ინსტინქტურად მუცელზე მიიდო ხელები
–ნუ ღელავთ ყელაფერი რიგზეა! გავალ და ექიმი შემოვა..
–მადლობა! ნიტამაც გაუღიმა და საწოლზე კომფორტულად მოთავსდა...
როგორც კი ექთანი გავიდა, კარში დემეტრემ შემოყო ტავი
–შეიძლება? იკითხა და შევიდა პალატაში
–უკვე შემოხვედი! უკმაყოფილო სახით უთხრა
–ბოდიში მინდა მოგ...
–საჭირო არ არის! უბრალოდ ეცადე ნაკლებად მეკონტაქტო! მკაცრად გააფრთხილა და ახლდაშესულ ექიმს გაუღიმა
–აბა თავს როგორ გრძნობთ? მხიარულად შესძახა კაცმა
–ახლა კარგად ვარ...
–წნევა დაგივარდათ, გემოგლობინიც დაბალი გაქვთ, სჯობს სტრესულ სიტუაციებს მოერიდოთ, ბავშვს არაფერი დაემრთება მაგრამ ტქვენს ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ!
–დიახ ექიმო გასაგებია!
–მაშინ შეგიძლიათ წახვიდეთ, ეს რეცეპტია ვიტამინების და დროულად მიიღეთ ხოლმე!
–მადლობა ექიმო! დემეტრე დაემშვიდობა და ისიც გავიდა.
ნიტა წამოიწია საწოლიდან, უნდა ამდგარიყო როცა ფეხებში მიწა გამოეცალა და დემეტრეს მკლავებში აღმოჩნდა
–ას აკეთებ? შეუღრინა ბიჭს
–ვერ ხედავ? გაისულელა თავი დემეეტრემ
–დამსვი! აფართხალდა ქალბატონი
–გაჩუმდი!
–ნუ მაჩუმებ! დამსვი!
–ნიტა გაჩუმდი თორემ ისე ბრაზდები შენი კოცნა მინდება! ამის თქმა და ნიტას გაჩუმება ერთი იყო, სახეზე აწითლდა და დემეტრეს რომ არ შეემჩნია მამაკაცის მკერდს მიადო თავი და გაისუსა, არღვლიანმა ოდნავ ტუჩის კუთხე ჩატეხა და კმაყოფილმა დატოვა საავადმყოფო
სალხში ისე დაბრუნდნენ არავის არაფერი გაუგია, ასე რომ მშვიდად და ზედმეტი აყალმაყალის გარეშე ჩაიარა იმ დღემ...
მეორე დღეს დემეტრე ნათლულის დაბადების დღეზე იყო დაპატიჟებული, არ აპირებდა წასვლას, ნიტასთან დარჩენა და მისი მოვლა უნდოდა.... თავს იდანაშაულებდა მისი ძმის საქციელში, მართალია მის არაკაცობას ვერ გამოასწორებდა მაგრამ სურდა ნიტასთვის მშვიდი მომავალი შეექმნა, მეორეს მხრივ ნიტას საქციელი მიუტევებელი და სასტიკი იყო, მაგრამ დემეტრე არღვლიანი არაკაცობას და ნაბი*ვრობას არასდროს გაამართლებდა...
ქალბატონი ნიტა უკვე ვეღარ უძლებდა დემეტრეს გვერდით ყოფნას, ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა, ხან სული ეხუტებოდა, ხან მშვიდად იყო მაგრამ სწორედ ეს სიმშვიდე აშინებდა და თავგზას უბნევდა, საბოლოო ჯამში მაინც ცივ ურთიერთობას ინარჩუნებდა მამაკაცთან სანამ ამის ნებისყოფა და გამძლეობა ჰქონდა.
–ლელა ... დილით მოსამსახურეს დაუძახა დემეტრემ როცა მისაღებში ჩავიდა
–ხო შვილო...
–შენ აქ მომიტანე საუზმე და ნიტას ნანამ აუტანოს ოთახში...
–ეხლავე
–ალუბლის წვენიც აუტანოს
–კარგი...
–დილამშვიდობის... კიბიდან მოისმა ნიტას ხმა
–დილამშვიდობის ქალბატონო ნია.. მოკრძალებულად მიესალმა ლელა
–უბრალოდნიტა კარგი? გაუღიმა ქალს და მხარზე ხელი მოუთათუნა
–როგორც იტყვით (ქალმაც გაუღიმა)
–რატო ადექი? დემეტრეს ხმაში სიმკაცრე შეინიშნებოდა
–მინდოდა და იმიტო! არც ნიტამ დააკლო
–სჯობს დაისვენო და იწვე!
–შენ საქმეს მიხედე კარგი?! სწერვულად გაუღიმა და სამზარეულოში შევიდა. დემეტრეც უკან მიჰყვა, ბართან მოთავსდნენ... ნანამ და ლელამ წამში გააწყვეს პატარა სუფრა და მათაც საუზმობა დაიწყს, ნანამ ალუბლის წვენი დაუდო ნიტას წინ
–მოაშორე კარგი? თბილად გაუღიმა მოსამსახურეს და წამა განაგრძო
–სითხეები უნდა მიიღო!
–მეზიზღება ალუბალი...
–ჯანმრთელობისთვის გჭირდება ამიტომ პატარა ბავშვივით არ იჭირვეულო.
–ძიძასავით ნუ ლაპარაკობ პატარა ბავშვია რ ვარ
–მაშნ ნუ წირვეულობ!
–მაინც არ დავლევ!
–ძალით ჩაგასხამ! დემეტრეს რაღაც ეშმაკურად გაეღიმა, მაგრამ ქალბატონზე დიდი ეშმაკი ვიღაა
–კარგი ჩავასხათ! წამოდგა ჭიქიანად და ნიჟარაში ჩააქცია
–პატარა ბავშვი! გაბრაზებულმა მიაძახა, გოგონამ პასუხი არ გასცა, ბართან დაბრუნდა და განაგრძო ჭამა...
დემეტრეს მობილური ამღერდა, როცა ნომერს დახედა მამაკაცს გაეღიმა და მისაღებში გავიდა... ნიტას არ გამორჩენია საქმროს ღიმილი, ამიტომ უკან ჩუმად გაჰყვა
–გილოცავ ჩემო ლამაზო.. მაპატიე რაა... ვერ მოვალ ალბათ... ხო ცოტა შეუძლოდაა... მეც მომენატრე... კარგი ორი წუთით მაინც შემოგივლი.. არ იცელქო... მეც მიყვარხარ...
დაამთავრა საუბარი და იქვე ტელევიზორტან დაჯდა... ნიტას გული გახეთქვას ქონდა, მგონი იეწვიანა... მგონი?! მგონი კიარა იეწვიანა... მოდით ეს ეწვიანობა ჯერჯერობით თავმოყვარეობას დავაბრალოთ, დანარცენი მერე ვნახოთ...
როცა მისაღებში შევიდა გაბრაზებული ცაეხეტქა სავარძელში და ახლა თავად მოიმარჯვა ტელეფონი...
–ვიცი ლანძღვის ღირსი ვარ! ტავადვე დაიწყო საუბარი
–რით გამოისყიდი დანაშაულს? მხიარულად ჩასძახა ავალიანმა
–მმმმმ.... მგონი არ ვიცი...(თან გადაიკისკისა და შეამჩნია კიდეც დემეტრეს მკაცრი გამომეყტველება )
–ეგრე ნუ კისკისებ თორე მგონია დემეტრე გიზის გვერდით და სპეციალურად ამწარებ
–ვგიჟდები შენც ლოგიკაზე! აღტაცებულმა უთხრა ნიტამ
–კარგად ხარ ისე? ხმა დაასერიოზულა გიორგიმ
–კი უბრალოდ წნევა დამივარდა და მაგიტომ ვერ გნახე გუშინ...
–მაშინ რა ვქნათ?
–დღეს გნახავ..
–აუფ... დღეს ვერა.. პაემანზე მივდივარ...
–ერტჯერადია თუ...?
–სერიოზულად მომწონს, ტან იუბილარია დღეს და განსაკუტრებულ საჩუქარს ვუმზადებ ასე რომ..
–კარგი კარგი ჩემით გავალ (გაეცინა ნიტას)
–კარგი მოგიყვები მერე ვიცი გაინტერესებს!
–კაი...
როცა ყურმილი გათიშა დემეტრე იქ აღარ იჯდა... ცოტა ხანი მშობლებს ელაპარაკა ტელეფონზე და როცა დაიღალა ბაღში გავიდა...
ჰამაკში ჩაწვა და ლურჯ ცას ახედა
–ცოტა ხნით უნდა გავიდე! თავზე წამოადგა დემეტრე
–ვითომ ცოტახნით? ირონიულად ჰკითხა და თვალები დახუჭა
–პატარა საქმე ამქვს ალე მოვალ!
–მაგ პატარა საქმეს მითუმეტეს ცოტა ხანია რ ეყოფა! ისევ განაგრძობდა
–მმართალია! მაშინ არ დამელოდო! მოთმინება ამოწურულმა მამაკაცმა ვეღარ შეიკავა თავი და გასაბარაზებლად უთხრა
–არც ვაპირებდი დალოდებას! ისე უდარდელად თქვა რამის მეც დავიჯერე რო მართალს ამბობდა
–სახლიდან ფეხი არ გაადგა უჩემოდ! გააფრთხილა და წასასვლელად მოემზადა
–ეგ შენ ბო*ებს უბრძანე! იგივე პოზაში მწოლა მიაძახა
–იციან იმათ! ნერვებზე თამაში დაიწყო დემეტრემ
–მაშინ იცის უთხარი როცა სახლში ხარ ნუ გირეკავენ! სურვილი არ მაქვს თქვენი ეროტკული საუბრები ვისმინო! კბილებში გამოსცრა
–რაა? გაუკვირდა არღვლიანს და მიხვდა რომ ნიტამ მისი საუბარი მოისმინა, ეგოისტურად ესიამოვნა ეს ფაქტი, ვერ მიხვდა რატომ მაგრამ მაინც სიგიჟემდე ესიამოვნა
–გიშლიან რამეს? გამომცდელი მზერით მიაშტერდა ნიტას, ეს უკანასკნელი კი აფორაჯებულიწამოვარდა ჰამაკიდან
–ჩემს თავმოყვარეობაზე არავის დავა*ევინებ, მითუმეტეს ვინმე კა*ას!
–კარგი მაშინ ისე ვიზამ როარ გაიგო ხოლმე!
უთხრა და დატოვა ნიტა გაწბილებული, რადგან პასუხი ვეღარ დაუბრუნა...
მთელი დღე გაბუსხული დააბოტებდა ოტახიდან ოთახში, საღამოს კი ბარში წასვლა გადაწყვიტა და გამოიპრანჭა, ლამაზი ვიწრო ცისფერი კაბა ჩაიცვა და ის იყო გასვლას აპირებდა რომ დემეტრემ შემოაღო ოთახის კარი
–ძალიან კარგი! დროს აღარ დავკარგავთ! კმაყოფილმა თქვა და ნიტასკენ დაიძრა
–რა? გაოცებულმა გოგონამ ხმადბალა ჰკიტხა
–გავდივართ!
–სად?
–ჩეს ერთ–ერთ საყვარელს რომელსაც დღეს ტელეფონზე ვესაუბრე დაბადების დღე აქვს და წვეულებაზე მიმყევხარ
–გააფრინე ბიჭო?! გამწარებულმა დაუბრიალა თვალები
–რაიყო გაგაცნობ ბარემ..
–მეღადავები ხო?
–ამერიკაში გაზრდილ გოგოს რა გიკვირს? ვითომ გაიოცა არღვლიანმა
–მაგდენად გამოქლიავებულიც არ იქნები! თავისთვის ჩაილაპარაკა და დემეტრეს სიტყვები დააიგნორა...მანქანაში უხმოდ ჩასხდნენ და ასეთივე მდგომარეობაში მიაღწიეს დანიშნულების ადგილას... უზარმაზარი ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდნენ, ეზო ხალხით იყო სავსე, აუზით და მცენარეებით იყო იქაურობა სავსე, მოძრავი ლუდის და სხვა სასმლით ბარები, ხმამაღალი მუსიკა, ცეკვა, ხმაური და კარგი განწყობა სუფევდა...
დემეტრემ სწრაფად მოუარა მანქანას და საცოლეს გადმოსვლაში დაეხმარა
–ჯენტლმენობა მხოლოდ თავშეყრის ადგილებში გახსენდება? ღიმილიანი სახით მაგრამ გესლიანი ხმით ჰკითხა
–ბევრი არ დალიო! მანაც ღიმილითვე უპასუხა
–ისე მაფრთხილებ გეგონება ლოთი ვარ!
–ეგ არ მიგულისხმია! ხომ შეიძლება ამაღამ ჩემ გვერდით თავი ვერ შეიკავო და...! ისევ გაჩუმდა ნიტა და გადაჰკრა ცეცხლისფერმა, მაგრამ ტონალურის წყალობით ვერავინ შენიშნა, მხოლოდ ღიმილიანი სახე შეინარჩუნა და ისე შევიდა სახლში, მაგრამ მე ხომ ვიცი შინაგანად როგორ სცხელოდა და იწვოდა, მითუმეტეს ეს დემეტრეს წელზე მოხვეული ხელი უხუთავდა სულს (სასიამოვნოდ)
–ჩემი დემეტრეეეეეე! ქაჯივით შეახტა ვიღაც გოგო დემეტრეს, ნიტა გვერდით გაიწია და აკვირდებოდა გოგონას, რამდენადაც უცნაური უნდა იყოს ძალიან მოიხიბლა გოგონას გარეგნობით, მისი სილაღეც და ბავშვურობაც ხიბლავდა და უკვე დარწმუნებული იყო რომ დემეტრეს საყვრელი არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ეს ანგელოზივოთ გოგო
–კარგიი შე ჭინკა ნუ გამჭყლიტე! მოეხვია დემეტრეც
–აბა საჩუქარი! თვალები აუჟუჟუნა ბიჭს
–არ მომიტანია. ვითომ სინანულით უთხრა
–არ მჯერა! ეჭვნარევად შეხედა არღვლიანს
–შე მართლა ჭინკა! თმა აუჩეჩა გოგოს
–ისაა რაც მე მინდოდა? ნელნელა სიხარული ეპარებოდა გოგოს
–მხოლოდ ორი კვირით! თითი დაუქნია ბიჭმა
–ყველაზე მაგარი ნათლია ხარ! ყველაზე ზეეენათლია! ისევ ცაეხუტა ბიჭს...
ნიტა ამ ყველაფერს გაღიმებული უყურებდა და უფრო მეტად გაეღიმა როცა გაიგო რომ დემეტრე ამ გოგოს ნათლია იყო
–ვაიმეეე ესაა ჩემი სარძლო? ახლაღა მოითქვა სურვილი იუბილარმა და ნიტას გახედა–მოდელია ხო? გაოცებულმა შეხედა დემეტრეს–ვაიმე რა ფორმები აქ! რა სახე! რა ცხვირი! ანგელოზია ეს გოგო! ბოლოს დაასკვნა და შინაურულად გადაეხვია გოგოს
ნიტამაც მისი პოზიტიურობით გახალისებულმა მოხვია ხელები და გაუღიმა
–ნიტა ჩემი საცოლე, ეს ჭინკა კი გვანცაა ჩემი სისხლის გამშრობი ნათლული! გააცონ ერთმანეთი ოფიციალურად
–ნიშნობაზე არ ვიყავი მომიტევეთ ამიტომ მიწევს შენი გაცნობა აქ! ჩამოარაკრაკა გვანცამ და საზოგადოებას მოავლო თვალი
–ასეთი ნათლულის ღირსი არ არის დემეტრე! ყურში უჩურჩულა გოგონას და ორივემ გაიცინა
–ეხლავე მოვალ! გვანცამ ეზოში თვალი მოჰკრა ვიღაცას და წამში გავარდა...
–მარტო იმიტო არ გეტყვი არაფერს ესეთი ნათლული რო გყავს! სანამ დემეტრე ეტყოდა რამეს მანამდე დაასწრო ნიტამ
–სხვა დროს მეტყვი? გამომწვევად ჰკითხა ყურთან
–სხვა დრო აღარ გექნება!
–ანუ? ყელისკენ წაიღო ტუჩები ბიჭმა
–გაჩერდი!
–იეჭვიანე ხო?
–მეტი საქმე არ მაქვს! არ ტყდებოდა ნიტა
–დარწმუნებული ხარ? წელზე ხელი შეუცურა ბიჭმა და ახლოს მიიზიდა გოგონა
–გეყოფა სული მეხუთება! წამოსცდა ნიტას
–ჩემი სიახლოვე ეგრე მოქმედებს? ხრინწიანი ხმით ჰკითხა
–ხალხია და ნუ მიფათურებ ხელებს! ამ ყველაფერს ღიმილიანი სახით ეუბნებოდა
–ჩქარა ჟურნალისტი! ნიტამ გააზრებაც ვერ მოასწრო, ვერცერთი სიტყვის თქმა, სამაგიეროდ იგრძნო მის ტუჩებზე ფაფუკი ტუჩების შეხება და რამის ჩამოდნა, ოდნავ ცივი და სიგარეტის არომატით გაჟღენთილი ტუჩები მწველად კოცნიდა, ნიტამაც რომ ვერ გაუძლო აჰვყა კოცნაში და რომ არა ვიღაცის ბოხი ხმა კიდევ გაგრძელდებოდა ეს ვნებიანი და ბედნიერი წუთები... როცა ერთმანეთს მოშორდნენ თვალებგაფართოებულები შეჰყურებდნენ მათ თავზე წამომდგარ ორ არსებას, რომელტაგან ერთი ღიმილით მეორე კი გაურკვეველი, თუმცა ოდნავ ბრაზმორეული უმზერდა...
***
–ბოდიში რო შეგაწყვეტინეთ... ღიმილშეპარული სახით წარმოთქვა გიორგიმ, ნიტა გველნაკბენივით მოშორდა დემეტრეს
–ჩვენ ისა... ჩვენ უბრალოდ... ანუ.. ის.. იქ იყვნენ და... სიტყვებს თავს ვერ აბამდა გოგონა და აწითლებულ სახეზე ხელი მოისვა
–ვაიმე რა საყვარლები ხართ... გაბადრული სახით მოეხვია გვანცა ნიტას, რომელიც სირცხვილით იწვოდა, არადა რა დაემართა? როდის გახდა ასეთი კომპლექსიანი ვინმე მეტყვის?
–საღამომშვიდობის! ოდნავ მკაცრად მაგრამ მაინც ღიმილიანი სახით მიესალმა გიორგის არღვლიანი
–გილოცავ ნათლულის დაბადების დღეს! ავალინმა მხიარულად შესძახა და რაღაცნაირად გული გაუთბა დემეტრესაც მის მიმართ
–ეს ის არის... რა ჰქვია.... ანუ... მოკლედ ამას წინათ ღამე ძაღლი გამომეკიდა და გიორგიმ მიშველა... მორცხვად ამოღერღა გვანცამ (ვინმე ამიხსნით რატომ მორცხვობენ ეს ალქაჯები?)
–რატო წითლდები? ყურში ჩასჩურჩულა გიორგიმ, იცოდა ამით უფრო მეტად გამოიწვევდა გოგონას და ძალიან ახალისებდა ეს ფაქტი, გვანცამ უცბათ დაასერიოზულა სახე და მკვლელი მზერით შეხედა
–სხვათაშორის გიორგი ჩემი პირადი ფსიქოლოგია. მხიარულად უთხრა ნიტამ გვანცას და შამპანიური მოსვა
–ანუ ხალხს არა მარტო ძაღლებისგან, არამედ გაგიჟებისგანაც იცავ? ეშმაკურად ჰკითხა იორგის იუბილარმა
–სხვა რამეებისგანაც! თვალი ჩაუკრა და მიმტანის მიერ ჩამოტარებული სინიდან ვისკის ჭიქა აიღო
–იუბილარი სად გვყავს აბააააააააა! უსიმპატიურესი ბიჭი მივიდა მათთან და გვანცა ხელში ააფრიალა, გოგონაც უბედნიერესი ჩანდა და კისკისებდა
–დამსვი ლუკა! ვაიმე დაგივარდები! დამსვი გიჟო! კისკისით ეუბნებოდა, გიორგი კი რომ დაგენახათ თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ვისკის ჭიქას ისე მოუჭირა ხელი კინაღამ შემოეფშვნა, თავისი პროფესიიდან გამომდინარე არასდროს უჭირდა თავის მოთოკვა მაგრამ ამ წუთას წყობიდან ისე მარტივად გამოვიდა რომ ვერც გაიაზრა
–მემგონი ჩემ შვილს ახალ ნათლიას მოვუძებნი! ჩასჩურჩულა ეშმაკურად მომღიმარმა ნიტამ და კიდევ მოსვა შამპანიური
–რაა? რატო? ისე ჰკიტხა გიორგიმ რომ ლუკას და გვანცას წყვილისთვის თვალი არ მოუშორებია
–ნათესავი როგორ მოგანათლინო? ისევ იგივე ტონით უმეორებდა ნიტა და სიმართლე გითხრათ გიორგის რეაქციებზე ხალისობდა
–ანუ? ისევ ყვილს უყურებდა გიორგი
–ახლა შენს მომავალ ცოლს უყურებ! ეს რომ უთხრა მაშინღა მოაშორა თვალი ავალიანმა გვანცას და ნიტას შეხედა–ნუ მიყურებ ეგრე, შენც კარგად იცი რომ მართალი ვარ!
–სურვილი მიჩნდება იმ ლუკას ხელები შემოვალეწო! კბილებში გამოსცრა გიორგიმ
–უკეთესი ვარიანტი მაქვს! მზაკვრულად გაიღიმა ამირეჯიბმა და ახალი შამპანიურის ჭიქა აიღო
–ამდენს ნუ სვამ! გიორგის არ გამორჩენია მისი ქმედება და გააფრთხილა (სულ დამავიწყდა თქმა, ამასობაში დემეტრე თავის პარტნიორს ესაუბრებოდა ოდნავ მოშორებით)
–მაცადე! გაიღიმა ნიტამ და გვანცასკენ დაიძრა რომელიც ლუკას ჰყავდა მკლავებში მოქცეული
–გვანციიი... მეამიტური სახით მივიდა წყვილთან
–გისმენ რძალო! ლუკასგან თავი დაიხსნა და გოგონასთან მივიდა
–გიორგიმ საპირფარეშო ვერ იპოვა და შეგიძლია აჩვენო?
–კი ეხლავე...
–მიდი მიდი! ღიმილიანი სახე გააყოლა და ლუკასკენ დაიძრა რომელმაც თვალი გააყოლა გვანცას
–ლამაზი წყვილია ხომ! ისე დაიწყო საუბარი ვითომ საერთოდ ვერ ხვდებოდა რომ ლუკა გვანცაზე გიჟდებოდა
–ვინ? გაოცებულმა შეხედა ბიჭმა
–გვანცა და გიორგი! ფართედ გაიღიმა და წყვილისკენ მიანიშნა
–მეკაიფები? ვითომდა ირონიულად შეხედა ლუკამ, ნიტამ კი მისი სიტყვები დააიგნორა და განაგრძო
–ამაღამ ხელს სთხოვს და ნიშნობაც მალე ექნებათ! ბიჭმა გაოცებისგან რამდენჯერმე ჩაახველა, ნიტა კი ვითომდა შეშინებული მივარდა–კარგად ხარ? ხოდა ამ ვითომდა მზრუნველობის გამოჩენის დროს „სრულიად შემთხვევით“ გადაესხა ნიტას შამპანიურით სავსე ჭიქა ლუკას მაისურზე–ვაიმე მაპატიე... არ მინდოდა.. შემთხვევით მოხდა...
–დამშვიდდი არაფერია! საპირფარეშოში შევალ და გავიწმენდ! ოდნავ გაღიზიანებულმა მაგრამ მშვიდი ტონით უპასუხა
–აამმ... კარგი... გულუბრყვილო მზერით შეხედა, როგორც კი ლუკა დანიშნულების ადგილისკენ წავიდა გოგონამ ერთხელ მზაკვრულად გახედა და ჩაიცინა....

არ გაინტერესებთ რა მოხდა როცა გიორგის მიუახლოვდა გვანცა? მოდი ვნახოთ!
–სხვა ვერავის ჰკითხე საპირფარეშო სად არისო? გამწყრალი სახით მივიდა გვანცა
–რაა? ჯერ დაიბნა გიორგი
–ნიტას ხომ დააბარე....
–აა ხოო კიი... უცბათ მოეგო გონს და მიუხვდა მეგობარს ჩანაფიქრს, შემდეგ კი კმაყოფილმა ჩაიღიმა
–რა გაცინებს? ისევ გაღიზიანებულმა შეხედა გვანცამ და სახლისკენ დაიძრა
–გულწრფელად გითხრა?
–რაიყო გიჭირს გულწრფელობა? ცინიკურად შეხედა ბიჭს
–გრძელი ენა გაქვს იციი...
–მერე შენ რა?
–არც არაფერი, უცბათ დაგამოკლებინებ!
–უკაცრავად? „აღშფოთებული“ მიუბრუნდა უკვე საპირფარეშოსთან მდგარ ბიჭს
–ნუუ თუ დამოკლება არ გინდა შემიძლია სხვა რამე შემოგთავაზო და გაგაჩუმო! რაღაც სხვანაირი ღიმილით უყყურებდა გვანცას და ნელნელა მისკენ მიდიოდა
–ნუ მიახლოვდები! „მოახლოებული საფრთხე“ იგრძნო გოგონამ და უკანსვლა დაიწყო
–გაშინებ? იგივენაირად ჰკითხა ბიჭმა
–არა მაბნევ! ავალიანს კი კმაყოფილებით სავსე მზერით გაეცინა–გითხარი ნუ მიახლოვდები მეთქი!
–საჩუქრის მოცემა დამავიწყდა! თვალებში უყურებდა მამაკაცი და უკვე ერთ ნაბიჯში იდგა მასთან თან ძალიან დამთბარი და ვნებიანი ხმით ესაუბრებოდა
–ხოო? დაბნეულმა გვანცამ ვეღარაფერი მოიფიქრა და უაზროდ ჰკითხა
–თვალებში მიყურე! უბრძანა ბიჭმა, მაგრამ მაინც თბილი ხმა ჰქონდა, უკვე ძალიან ახლოს ედგა, ხელი გოგონას წელისკენ წაიღო და წამში შემოეხვია, გვანცა კიდევ არ უყურებდა, აქეთ–იქით აცეცებდა თვალებს და ნელნელა გრძნობდა როგორ ეხორკლებოდა კანი, მუცელში ცხელი ლავა ეღვრებოდა და გული უჩქარდებოდა
–გიოო... მიკნავებული ხმით წარმოთქვა და ქვედა ტუჩზე ინსტინქტურად იკბინა
–რატო არ მიყურებ?
–ვიცი რო მაკოცებ და იმიტო! თავი დაბლა ჰქონდა დახრილი, საპირფარეშოს კარზე აკრულს ხელები კარზე მიებჯინა, გიორგის ხელი წელზე შემოჰხვეოდა, ფეხის წვერებზე იდგა და ღრმად სუნთქავდა, ლოყები კი სულ აწითლებული ჰქონდა
–გინდა? ბოხი და ვნებიანი ხმით ჰკიტხა გიორგიმ და ცხვირი გვანცას ცხელ ლოყაზე გაუსვა, ნელა ეხებოდა და გოგონას წამებით სასიამოვნო ემოციებს იღებდა, სპეციალურად აჭიანურებდა თორემ უკვე უკიდურესად უნდოდა გოგონას თხელ და სიფრიფანა ტუჩებს შეჰხებოდა
–რატო მაწვალებ? გაბუსხულმა ახედა ქვემოდან და წარბები შეკრა, ხოდა ვერარ მოითმინა ვაჟბატონმაც, უფრო ახლოს მიიკრა სხეული და მთელი ემოციებით დაეწაფა სასურველ ბაგეებს... ორივეს გული გაასმაგებულად სწრაფად სცემდა, დედამიწას მოშორდნენ და სადღაც გალაქტიკაში გაქანდნენ, დაფრინავდნენ უფრთოდ და სრულ სიამოვნებაში...
რამდენი ქალი ჰყოლია გიორგის, მისი შარმის და სექსუალურობის შემხედვარე რომელი გოგო არ ჩამოეკდებოდა კისერზე, მაგრამ ესეთი სიამოვნება არასდროს განუცდია, ისე ჰკოცნიდა თითქოს იზოგავდა, ფრთხილად, ფაქიზად მაგრამ მაინც ვნებიანად.... გვანცაზე რა ვთქვა ისეთი გათიშული იყო მემგონი ერთი კვირა გამოშტერებული ივლის... ბატონი ლუკაც ამ დროს წამოადგა თავზე, აბა ნიტას რატომ ჰქონდა თქვენი აზრით ეშმაკური ღიმილი? ხოდაა ამათი შემხედვარე ლუკა უჩუმრად გაბრუნდა უკან და ბოლოს სახლიც დატოვა...
მოდით აქ გავჩერდეთ და ვნახოთ თავად ამირეჯიბი რას აკეთებს...
როგორც ვიცით დემეტრე პარტნიორთან ლაპარაკში იყო გართული, როცა ძალიან ლამაზი გოგონა მიუახლოვდა და გამომწვევად გადაკოცნა, წითელი პომადა ლოყაზე დაატყო და შემდეგ ხელის ნაზი მოძრაობით გააცალა (კიარ გააცალა ეფერებოდა და ისე აცლიდა )
–როგორ ხარ საყვრელო? გაუღიმა გოგონამ
–ვაა ლიკაა... აქ საიდან? ცოტა ეხამუშა მისი იქ დანახვა არღვლიანს მაგრამ ზრდილობის გამო გაუღიმა
–ჩემი და შენი ნათლულის კურსელია, თან ვიცოდი შენც აქ იქნებოდი და ამ შანსს არ გავუშვებდი... თვალები გამომწვევად აუელვარდა ლიკას
–აჰა... გასაგებია...
–მე დაგტოვებთ მეუღლე მეძახის... დემეტრეს პარტნიორმა მარტო დატოვა წყვილი
–მომენატრე დემეეეე.... სიტყვა გაწელა ლიკამ და ახლოს მიიწია მამაკცთან
–რაო მერე? აგდებულად და ირონიულად შეხედა ბიჭმა
–შენ არ მოგენატრე? ცოტა იწყინა ლიკამ
–მე ვინც მენატრება იქ დგას! სიამაყოთ ანიშნა ნიტაზე, რომელიც ერთ–ერთ სტუმარს ესაუბრებოდა
–ლამაზი გოგოა! აღფრთოვანება ვერ დამალა ლიკამ
–ვიცი!
–გამოსამშვიდობებელ საღამოს არ მომიწყობ? ეშმაკურად გახედა ბიჭს
–არ გინდა, ნუ დაეცემი აქამდე! მობეზრებულად შეხედა გოგოს
–მხლოდ ერთი ღამე! ხელი კისერზე ჩამოუსვა ბიჭს და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია
–გეყოფა! ცოტა უხეშად გამოუვიდა არღვლიანს
–საღამომშვიდობის! ცინიკურად მიესალმა ნიტა გოგონას და ჩაიცინა–არ გამაცნობ ? დემეტრეს ხელკავი გამოსდო და ლიკაზე მიანიშნა
–მე ლიკუნა ვარ! თავად გამოიჩინა ინიციატივა–დემეტრეს ახლო მეგობარი!
–აჰაა... ახლო თუ საწოლის? ძალიან მშვიდად საუბრობდა ამირეჯიბი და შამპანიურს წრუპავდა
–ნიტა წავიდეთ კარგი? არღვლიანმა სიტუაციის განმუხტვა სცადა და ოდნავ უბიძგა
–რატომ? ცოტაც ისაუბრეთ იქნებ დაგიყოლიოს ერთი ღამის სე*სზე... ცინიკა არ მოუშორებია ნიტას
–ასე მარტივად გამოუშვებ საქმროს? როგორც ჩანს იერიშზე გადავიდა ლიკაც
–ვაიმე.... (ვითომ შეწუხებულმა წარმოთქვა) ძვირფასო, ლიანა, მისმინე საყვარელო, (სრულიად მშვიად საუბრობდა ნიტა, ჭიქა იქვე მდგარ მაგიდაზე დადო და მიუბრუნდა ისევ ლიკას) უბრალოდ ვიცი ერთღამიან ბო*თან არასდროს წავა ჩემი ქმარი რადგან გვერდით ჩემნაირი ქალი ჰყავს! შენ არინერვიულო, როცა მი*ეტი მოუნდება აუცილებლად გამოვუშვებ შენთან! თვალი ჩაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა....
კი იცოდა დემეტრემ ნიტას როგორი ენა და შესაძლებლობები ჰქონდა მაგრამ ახლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაზე ბრაზდებოდა ვერ ხვდებოდა, მხოლოდ ის უნდოდა დროზე გასცლოდა აქაურობას და მერე თავისებურად მიეხედა ნიტასთვის... აი ეს კი საშინლად კმაყოფილი ჩაჯდა მანქანაში და მაგნიტოფონს ბოლომდე აუწია, ოდნავ სასმელმაც შეათრო და იყო „ საკაიფოდ“...
როგორც კი სახლში მივიდნენ მოსამსახურე შეეგებათ
–საღამომშვიდობის მატონო დემეტრე ტქვენი მშობლები ორი დღით იტალიაში წავიდნენ და ქორწილამდე დაბრუნდებიან!
–კაი ნანა შეგიძლია წახვიდეთ შენც და ლელაც! გაღიზიანებულმა უტხრა და ნიტას გაჰყვა საძინებელში...
–რამ გათქმევინა ეგ სიტყვები? გაბრაზებულმა მიაძახა ნიტას როგორც კი ოთახში შევიდნენ
–მართალი ხარ (დამნაშავეს სახით შეხედა) უარესები უნდა მეთქვა! (ხელოვნურად გაიღიმა და გარდერობის ოთახში შევიდა)
–აქეთ დიდი გულზე ხარ? სირცხვილი არ იცი გოგო? რა დღეში ჩავარდა ლიკა ვერ დაინახე?
–მოიცა (გაჩერდა და ტუჩებთან თითი მიიტანა, ფიქრის იმიტაცია გააკეთა) შენ რას იტყვი ბოდიში მოვუხადო თუ პირდაპირ შენი თავი გავუგზავნო? ისე სერიოზულად ჰკითხა ნებისმიერი დაიჯერებდა
–გეყოფა ეს ცინიკა! კბილებში გამოსცრა დემეტრემ
–ხო მართალი ხარ!–შენ მეტისმეტად ძვირფასი საჩუქარი იქნები!
–ჩემი გაგიჟება გინდა? ახლოს მიეწრა დემეტრე და ხელი ჩაავლო მკლავზე
–მადლობა თქვი რომ შენი მომავალი მეუღლე ქაჯი რომ არაა თორემ იქვე ვითრევდი იმ ორი ღერი თმით! გამასკულ თოჯინას რო ჰგავდა! გამწარებულმა შეუღრინა ნიტამ
–ეჭვიანობის სცენებს ნუ მიმართავ!
–მაშინ ნუ იქცევი ისე ორმ ყოველი მეორე ბო*ი შემოგახტეს! დაუყვირა ნიტამაც
–ისტერიკებიანი! ხელი ცივად შეუშვა და გასასვლელისკენ წავიდა
–ბოდიში ლიანასავით თუ არ გეკიდები ყელზე! მიაძახა გამწარებულმა
–წავედი მე! კართან მოისმა ხმა და ნიტაც გავიდა ოთახში
–სად მიდიხარ!
–ბო*ებში! კარსუკან დაიღრიალა და კიბეზე ჩაირბინა დემეტრემ
–მეტის ღირსი მაინც არ ხარ! სიმწრით იქვე დადებული ბალიში გაუქანა და დახურულ კარს მოხვდა...
რამდენიმე წამი ამ პოზაში იდგა, ღრ,ა სუნთქვისგან მკერდი აუდიოდ–ჩაუდიოდა, უკვე ყელში აწვებოდა სიბრაზე და რაზე გადაეტანა ვეღარ ხვდებოდა, ასე გაშეშებული იდგა და უცდიდა რაღაცას, იდგა რამდენიმე წამი და როგორც კი მისი ოტახის კარი შემოგლიჯა გაბრაზებულმა დემეტრემ, მაშინვე ერთმანეთისკენ დაიძრნენ და გიჟებივით დაეწაფნენ ერთმანეთის ტუჩებს, ისე ჰკოცნიდნენ თითქოს საუკუნის მონატრებული ჰყავდათ ერთმანეთი, იმ წუთას არაფერზე და არავისზე ფიქრობდნენ, მხოლოდ ერთმანეთით ავსება სურდათ, ის ბრაზი და ემოციები რაც წამის წინ განიცადეს უფრო ახელებდათ და ამ ენერგიას გამოთავისუფლების საშუალება მხოლოდ მაშინ მიეცა, როცა ორივე ღონემიხდილი მიესვენა საწოლზე....
***
სასიამოვნოდ დამღლელი ღამის შემდეგ წყვილს მყუდროება ნიტას ტელეფონის ზარმა დაურღვია, რომელიც უსამოვნოდ ზუზუნებდა, ზანტად წამოიწია საწოლიდან დემეტრე და ის იყო მობილური უნდა აეღო რომ ამირეჯიბმა აართვა და უპასუხა კიდეც
–გისმენ!
–იმედია არ გაგაღვიძე (ჯეკის ბოხი ბარიტონი გაისმა )
–საქმეზე გადადი! ( შეუვალი და მკაცრი იყო გოგონა, რომელსაც სააბაზანოში გასვლა მოესწრო)
–ბოლო დავალებას გაძლევ და გათავისუფლებ!
–მოვდივარ! ყურმილი დაკიდა და კიდეც გაიგო დემეტრეს ხმა ზურგსუკან
–ვის ელაპარაკებოდი!
–არადა მახსოვს კარი ჩავკეტე... თავისთვის ჩაილაპარაკა, დემეტრე დააიგნორა , ზეწარი მოიშორა და შხაპის ქვეშ დადგა, არღვლიანს თუ რამე კითხვა და ეჭვი აწუხებდა შიშველი ნიტას შემხედვარე ყველაფერი დაავიწყდა და შეუერთდა
–ძაანაც ნუ გაგიტკბება!
–ღმერთო რა ჭირვეული ხარ! მკლავებში მოიქცია და აკოცა, მართალია ნიტას სულ არ ჰქონდა გეგმებში დილით შხაპის დროს სე*სი მაგრამ ვერ გაუძლო მამაკაცის ვნებიან კოცნას და არაგეგმიურად განვითარდა მოვლენები....
აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ ნიტამ სწრაფად მოირგო ტანის სამოსი, მობილური და ჩანთა აიღო და კარისკენ დაიძრა
–სად მიდიხარ? დემეტრე წინ გადაუდგა და სერიოზული გამომეტყველებით ჰკითხა.
–რახან შენთან სე*სი მაქვს არ ნიშნავს რომ ანგარიში უნდა გაბარო! ირონიული სახით უპასუხა
–რაღაც სულელი თინეიჯერის ფრაზებით რომ მოძრაობ ახალია რამე?
–მე ჩემი გითხარი და გამატარე!
–ჩემი ცოლი და შვილის დედა ხარ, მე არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ პატივი დამდე და მითხარი სად მიდიხარ! თითქოს სიბრაზე ეპარებოდა არღვლიანს
–ბავშვზე რა თქმაუნდა გაქვს უფლებები ოღონდ რომ დაიბადება მერე!
–ნიტა მწყობრიდან არ გამომიყვანო! ხელი მოკიდა მკლავზე და კარში გასული გოგონა უკან დააბრუნა
–შენ ხოარ გაგიჟდი?! დაუყვირა ამირეჯიბმა
–ჯეკთან მიდიხარ ხო ასეა! დაუღრიალა მამაკაცმაც
–ასეა! უტეხად უპასუხა
–ძალიან კარგი! ჯეკთან კიარა ამ ოთახიდანაც ვერ გაადგამ ფეხს! გაბრაზებულმა გაიჯახუნა კარი და საკეტი რამდენჯერმე გადაკეტა... გოგონა ჯერ პირდაღებული იდგა გაოცებისგან, ვერ გაეგო ასე რატომ გაგიჟდა და გამოკეტა დემეტრემ, თუმცა არც ყვირილი დაუწყია და არც ხვეწნა რომ გაეღო კარი არღვლიანს, სამაგიეროდ თავისი ხერხები გამოიყენა: აივანზე გავიდა, ჩანთა გვერდულად გადაიკიდა, მობილური ჯიბეში ჩადო, მეორე სართული საშუალოდ მაღლა იყო, უფრო დიდი სიმაღლიდანაც გადამხტარა, ამიტომ სწრაფად მოავლო არემარეს მზერა და იმის დარწმუნების შემდეგ რომ ეზოში არავინ იყო, მოაჯირის მეორე მხარეს გადავიდა, ერთი ნახტომით აივნის ბოლოებს ჩაეჭიდა, მორე ნახტომით კი ბრუნი გააკეთა და მიწაზე მყარად დახტა... წელში გასწორდა
–ორსულიც არ ვჩერდები, როგორი გიჟი დედა გეყოლება! თავისთვის ჩაიცინა სათვალე მოირგო და კმაყოფილმა დატოვა შენობა...
თავის მხრივ დემეტრეც ზეკმაყოფილი დააბიჯებდა, ეგონა მოარჯულა ქალბატონი და თავის ნებაზე ატარებდა, სამზარეულოში საუზმე გაუმზადა და სინით ხელში შევიდა ოთახში, იქაურობა ცარიელი რომ დახვდა აბაზანაში ნახა, მერე გაგიჟებულმა აივანზე გაიხედა და რომ დარწმუნდა იმაში რომ იქ ნიტას კვალიც კიარ იყო, სინი მოიფრიალა და უმისამართოდ შეიკურთხა
–შემომაკვდება! ნამდვილად შემომაკვდება! მანქანის გასაღებს დასწვდა და გამწარებული გავარდა...
***
სასტუმროს ყველაზე ბოლო სართულის აპარტაენტში ჩაბნელებული ოთახის შუაგულში, შავ მრგვალ მაგიდასთან სავარძელს მიყრდნობილი, სიგარეტის კვამლში გახვეული მამაკაცი მძიმედ სუნთქავდა... კარზე კაკუნის ხმა გაიგო და მალევე გამოჩნდა მისი ერთ–ერთი ქვეშევრდომი
–მოვიდა! მხოლოდ ერთი სიტყვა, მამაკაცის თანხმობა და კარის ზღურბლზე ქალბატონი ნიტას ფეხის ნაბიჯები გაისმა...
–დაიწყე! საქმიანი სახით დადგა მის წინ და სმენად იქცა
–მტრები მყავს ხომ იცი.. ამოიხვნეშა ჯეკმა და თვალებში შეხედა გოგონას
–მხოლოდ სახელი და გვარი ჯეკ! მამაკაცს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, ყველაზე მეტად ნიტას პროფესიონალიზმს აფასებდა
–საქმე უფრო რთულადაა...
–ბავშვებს და ქალებს არ ვეხები! იცი ეს შენ კარგად! მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო ხელებით და მზერა გამჭოლი გაუხდა
–ჩემი განადგურება შეუძლიათ, მხოლოდ პატარა ჩიპის საშუალებით რომელიც ამაღამვე ჩემს ხელში უნდა აღმოჩნდეს! ნიტას თითქოს გულზე მოეშვა, არავის მოკვლა მოუწევდა, მაქსიმუმ დაეჭრა ან გაეთიშა ვინმე
–მეჩვენება თუ საქმის სირთულის გამო ხარ დამძიმებული? ცოტა გაკვირვება დაეტყო ხმაში გოგონას
–იქ სადაც ეს ჩიპია ვერავინ მიაღწია, ვინც შეაღწია უკან აღარ გამოსულა არც ცოცხალი და არც მკვდარი! მეტად მძიმედ წარმოთქვა სათქმელი
–სწორედ ამიტომ მანდობ ამ საქმეს! ეშმაკურად გაეღინა ნიტას და წარბი ზემოთ ასწია
–ზუსტადაც! ჯეკსაც გაეღიმა.
***
დემეტრემ საჭირო ადგილებში გადარეკა და ზუსტად გაიგო ნიტა სად იყო... სასტუმროს მიუახლოვდა და დაინახა კიდეც ქალბატონი ამირეჯიბი როგორ თავაწეული, ამაყი და მტკიცე ნაბიჯებით გამოდიოდა... მანქანა ზუსტად ფეხებთან გაუჩერა და მკვლელი მზერით გახედა. ნიტას სერთოდ არ ეტყობოდა რომ მოულოდნელი იყო დემეტრეს გამოჩენა, ძალიან კმაყოფილი სახით ჩაუჯდა მანქანაში
–ყოჩაღ რომ ზუსტ დროში ჩაეტიე! კმაყოფილმა ღიმილმა გაუპო ბაგე... არღვლიანის ერთ მხარეს სურდა იქვე მიეხრჩო ნიტა ამ თავდაჯერებული ლაპარაკისთვის, მეორე ნაწილი კი იმაზე ბრაზობდა რა ემოციებსაც იწვევდა ეს ქალი მასში... ასეა თუ ისე მდუმარედ დაქოქა მანქანა და სახლის გზას დაადგა... მამაკაცი ვერ აიგნორებდა იმ გრძნობებს რომლებსაც ნიტა აღუძრავდა, თუმცა ყველაფერი გოგონას მიმართ ლტოლვას და ვნებას მიაწერა...
–სავაჭრო ცენტრთან გამიჩერე . ფიქრებიდან ამირეჯიბის ხმამ გამოიყვანა, უხმოდ გააჩერა მითითებულ ადგილას, გაყოლას არ აპირებდა მაგრამ ვიტრინიდან დაინახა მომუშავე პერსონალი, რომლებიც ძირითადად მამაკაცებისგან შედგებოდა, ამიტომ „რაღაცნაირად“ გაყოლა გადაწყვიტა... ნიტას წელზე ხელი შემოხვია და სხეულზე აიკრა
–ნუ გეშინია არავინ მომიტაცებს! ცინიკურად უთხრა არღვლიანს
–დარწმუნებული ვარ მაგაში! აქეთ შენ შეგიძლია მაგის გაკეთება! ყურთან უჩურჩულა
–ძალით არავის ვაჩერებ ჩემთან! „ჩაუნამიოკა“ და კიდეც გაეღიმა
–რათქმაუნდა ყველასგან ვერ დაორსულდები რომ აიძულო ცოლად მოყვანა! წაშხამა გოგონა... გულზე მოხვდა ვაჟბატონის სიტყვები, მწარედ გაჰკრა და კიდევ კარგი თავდაჭერის საოცარი უნარი ჰქონდა, არაფერი შეიმჩნია... საჭირო ნივთები აიღო და სალაროსთან მივიდა, ამ დროისთვის დემეტრე მის გვერდით არ იყო, პერანგების სექციაში იმყოფებოდა და შესაბამისად გვიან შეამჩნია როგორ უჟუჟუნებდა მოლარე ბიჭი ამირეჯიბს თვალებს და არც ნიტა აკლებდა ფლირტაობას...
–თქვენნაირი მშვენიერი გოგონასთვის დღეს ფასდაკლებას გავაკეთებ! მომაკვდინებლლად გაუღიმა
–სადმეც ხომ არ დამპატიჟებ? თვალები აუციმციმა ნიტამ და გაეკაიფა
–დიდი სიამ....
–ბავშვისთვიის როდის ვიყიდოთ საწოლი? „შემთხვევით“ ჩაერია ახლადმისული დემეტრე, გოგონა ახლოს მიიზიდა და ტუჩებზე დააკვდა, შემდეგ კი მკვლელი მზერა სტყორცნა მოლარეს, რომელსაც ის ღიმილი სახეზე შეახმა
–ნაღდით გადაიხდით თუ? მხოლოდ ესღა წარმოთქვა ბიჭმა...
მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში და ასევე მივიდნენ სახლამდეც...
–ნიტა მოიცადე! საკმაოდ მკაცრად უთხრა დემეტრემ და გოგონაც ადგილზე შედგა
–იმედია დღეს დარწმუნდი რომ ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს! ჩემს სურვილებს მაინც ავისრულებ ნებისმიერი ხერხით! ასე რომ ტყუილად ნურც ლაპარაკით შეიწუხებ თავს და ნურც რაიმე ქმედებებით! საკმაოდ მშვიდად განუცხადა ამირეჯიბმა და უკან შებრუნდა
–არ მინდა ბავშვს დაემართოს რამე! სანამ გაჩნდება ჩემ გვერდით იქნები–მერე შენ ჯანდაბამდე გზა გქონია!
–შენც იგივეს გისურვებ! გაბრაზებულმა მიახალა და სახლში შევიდა..
საღამოს რვა საათი იყო, გეგმა დალაგებული ჰქონდა, შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოირგო, სპორტული კაპიუშონი გადაიცვა, იარაღით აღიჭურვა და სახლიდან გავიდა... დემეტრეს არ დაუნახავს მისი გასვლა რადგან მობილურზე საუბრობდა კომპანიონთან...
შუა ცენტრიდან მიყრუებული ჩიხებისკენ გადაუხვია ნიტამ, ჯერ ნელა მიაბიჯებდა, ჯიბიდან ძველი მობილური ამოიღო და ჯეკთან დარეკა
–დაიწყე! მხოლოდ ეს თქვა და ყურმილი დაკიდა...
ჩიხის ბოლოში იყო უკვე გასული როგორც კი უნდა შეეხვია უკნიდან ნაბიჯების ხმა გაიგო, ჯერ ნელა შემდეგ კი ასწრაფდა მდევარის ფეხი, ნიტა ზსედგა და უკან შებრუნდა
–ვაუუ რამდენნი ხართ ბიჭებო! ირონიულად უთხრა
–ხელები ასწიე და ნელა წამოდი ჩვენკენ! მოესმა ერთ–ერთის ხმა
–ბრაზიანებიც ყოფილხართ! ცალი წარბი ზემოთ ასწია ხელებთან ერთად და ნელი სვლა დაიწყო მათკენ
–ჯეკი ქალს თუ გამოგზავნიდა არ მეგონა! ბიჭების უკან მოისმა ხმა–ნუთუ ასე დაეცა! ცინიკა არ დაუშურებია
–შენ წარმოიდგინე თქვენი შესაძლებლობები შეაფასა! თვალი ჩაუკრა მათ უფროსს და ნაგლად გაუღიმა
–ლაპარაკი იციი, ანუ გავიგოთ საქმე როგორ გეხერხება! არც უფროსმა დააკლო და ჩიხიდან გაუჩინარდა, რასაც 7–10 კაცის ნიტასკენ წასვლა მოჰყვა, ყველაზე წინ რომელიც იდგა იარაღიანი ის ყველაზე მეტად აქტიურობდა
–შენისთანა გოგოს მოკვლა დასანანია!
–მოდი მანამდე გავერთოთ ცოტა! მოესმა მეორეს ხმა ( ნიტა უბრალოდ იდგა და ელოდა მათ მოახლოებას, სახეზე ავის მომასწავებელი ღიმილი დასთამაშებდა)
–შესანიშნავი აზრია! იმედია წინააღმდეგი არ ხარ!
–ისე გაგ*მავ შენი კვნესა ამ ჩიხის იქითაც გავა კახპა! (იარაღიანი მიუახლოვდა და სიტყვის დასრულების შემდეგ ნიტას სილა გააწნა, გოგონა არ შეეწინააღმდეგა, დარტყმის სიძლიერის გამო ჩაიჩოქა, სახე გვერძე შეაბრუნა და თმა სახეზე ჩამოეყარა
–პირველი ვარ (ამაზრზენი სიცილით მიუახლოვდა წვერიანი, ხელზე ჩაეჭიდა და წამოაყენა)–სიამოვნებით გიხმარ! (თვალები აუელვარდა და ამაზრზენად გაიცინა)
–აქეთ არ გიხმარო შენი დედა შევ*ცი! ცინიკურად და დამცინავად წარმოთქვა ნიტამ და მოწოლილი ადრენალინი და მუხტი იმ ერთ დარტყმას გაატანა, რომელიც წვერიანის მიმართულებით იყო. ეს უკანასკნელი მოულოდნელობისგან უკან გადავარდა, ერთდროულად რამდენიმე მისცვივდა ნიტას, რომელმაც იქვე დაგდებულ დიდ რკინის ჯოხს ხელი მოჰკიდა და ერთ–ერთი თავდამსხმელის მისამართი მოიქნია, უკნიდან ხელები შემოეხვია და წინიდანაც აპირებდნენ ხელის დარტყმას, მან კი თავი დახარა იდაყვი უკან მდგომს ამოარტყა, მერე მარჯვენა ხელი დაუჭირა და გადაუგრიხა, ასე ჰყავდა გაკავებული და ამავე დროს წინიდან მოსულს წიხლი ამოარტყა, მერე ის ვისი ხელიც ეჭირა მოიქნია და ძირს დაახეთქა, სწორედ ამ დროს იგრძნო ზურგში მძიმე საგნის ჩარტყმა და არემარეც სიბნელემ მოიცვა...
***
ყურებში წუილი ჩაესმოდა, კეფა ეწვოდა და კისრის არე დაჭიმული ჰქონდა. თვალდახუჭულიც ხვდებოდა რომ სკამზე იყო მიბმული, ნელნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს, თავი დახრილი ჰქონდა, ამიტომ ქვეშიდან ამოხედა მის თავზე მდგომებს, ოდნავ ტუჩის კუთხე ჩატეხა როცა სამი მამაკაცი დაინახა
–ამდენად შეგეშინდათ? ხრინწიანი ხმით თქვა და მთელი ირონია ჩადო ამ სიტყვებში
–ძალიან საინტერესო ვინმე ხარ! იდუმალებით აღსავსე! ბოხი ხმა გაიგო მამაკაცებს უკან და მათი გაწევის შემდეგ როგორც ჩანს მთლად უფროსი იდგა მის წინ, ნიტამ მხოლო ჩაიცინა და ჯიქურ მიაშტერდა თვალებში–ახლა რა უნდა გიყო?! მამაკაცმაც მას მიაპყრო მზერა
–დარმუნებული ვარ მოკვლას არ მიპირებ, აი წამებით კი კარგად იცოდე რომ არაფერს ვიტყვი! უტეხი იყო ნიტას ტონი
–რა იცი რომ არ მოგკლავ? ეჭვნარევად ჰკიტხა მის წინ მდგომმა
–აქამდე მომკლავდი! გამომწვევად შეხედა ამირეჯიბმა
–იქნებ მომენტს ველოდები
–მაშინ ჩათვალე რომ ხელიდან გაუშვი! უთხრა და სკამიანად გადაყირავდა უკან, ხის სკამი წამსვე გატყდა და ნიტაც თავისუფალი აღმოჩნდა, ბიჭები მაშინვე მივარდნენ და აქეთ–იქიდან ჩასჭიდეს ხელი, გოგონამ კი მარცხნივ მდგომს თავი ჩაარტყა სახეში, მეორეს კი ყ7ურზე სწვდა და ნახევარი ხორცი მოაგლიჯა, მასთან მივარდნილებს ისე იშორებდა თითქოს რამე სასიამოვნოს აკეთებდა, ამავე დროს იქაურობას ათვალიერებდა და ჩიპის სავარაუდო ადგილსამყოფელს საზღვრავდა, სარდაფივით ოთახში მყოფმა ნამსხვრევებად აქცია იქაურობა, მამაკაცი აღფრთოვანებული უყურებდა ქალს, რომელიც ოსტატურად იბრძოდა და ამ ბრძოლისგან ერთობოდა, ხელებგადაჯვარედინებული იდგა და ელოდა თავისი უვიცი ქვეშევრდომები როდის მოახერხებდნენ ნიტას შეპყრობას, მაგრამ საქმე ისე მიდიოდა რომ იძულებული გახდა მისკენ წასული ნიტასთვის იარაღი მიებჯინა შუბლზე
–ერთი ნაბიჯიც და არ დაგინდობ! საზარლად გაიჟღერა მამაკაცის ხმამ
–ოხ, როგორ შემეშინდა! ისევ ის ტონით ნათქვამი სიტყვა და წამში ჰაერში აღმოჩენილი ნიტას ფეხი, რასაც მამაკაცის ხელიდან იარაღის გავარდნა მოჰყვა. სრულიად მარტო დარჩენილ ნიტასა და მის მოწინააღმდეგეს შორის წესით ორთაბრძოლა უნდა გამართულიყო მაგრამ მოულოდნელად ამირეჯიბს ჰაერში გაუშეშდა ხელი როცა ნაცნობ გამყინავ მზერას წააწყდა
–დემეტრეეე! გაბრაზებულმა და გაკვირვებულმა წამოიძახა
–ნიტა ადგილზე დარჩი! ზუსტად მზერის შესაფერისი ტონით უბრძანა არღვლიანმა და მისკენ დაიძრა
–რა გინდა აქ? გაოცებულმა ჰკითხა როცა საქმრომ მკლავში ხელი ჩაავლო და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა
–შენთვითონ რა გინდა! ამოიღე ხმა რა გინდა! არავისზე ფიქრობ გოგო? გამაგებინე ბავშვზე საერთოდ არ ფიქრობ! ჭკუიდან მშლი უკვე! იმ დედმო*ნულის გამო რას აკეთებ ხვდები?! როგორც კი ერთ–ერთ ოთქხში შეაგდო მაშივე უღრიალა მთელი ხმით
–ესეიგი შენ გაქ ის ჩიპი! ხმადაბლა უთხრა და ცალყბად ჩაიცინა–ბედის ირონია!
–გოგო! რა დროს ჩიპია მე რაზე გელაპარაკები! ნაპერწკლებს ყრიდა დემეტრე თვალებიდან და ცოტაღა აკლდა ხელით არ შეხებოდა
–ხომ ხედავ ცოცხალი ვარ!
–მდგომარეობიდან არ გამომიყვანო! დაუღღიალა და ქამრიდან იარაღი ამოაძვრინა–ეს გამომართვი და მესროლე! სწრაფად!
–შიგ ხოარ გაქ... აღშფოთებულმა დაუყვირა
–მაგ სიტყვებისთვის მერე ნოგხედავ! მიდი რაღას ელოდები! იფიქრებენ რო მომერიე და გაიქეცი! მალე! ნიტას ისტერიული სიცილი აუტყდა რაზეც დემეტრე უფრო და უფრო გიჟდებოდა, ბოლოს მხრებში სწვდა და კედელს მსუბუქად მიახეთქა–სანამ დროა აქედან აახვევ!
–გგონია გაქცევა მინდა? დამცინავად ჰკითხა–მე მხოლოდ მაშინ მიჭერენ როცა ამის საშუალებას თავად ვაძლევ! ასე რომ როგორც შემოვედი ისე გავალ–ოღონდ ჩიპიანად!
–ანუ იცოდი რომ აქ მოგიყვენდნენ! თავისთვის ჩაილაპარაკა არღვლიანმა–დაგეგმილი გქონდა ხომ ასეა!
–ნელნელა ტვინი გეხსნება! გაღინებულმა უპასუხა
–ჩემზეც იცოდი, იცოდი? მოჭუტული თვალებით ჰკითხა
–შესაძლოა, ეშმაკურად გაუღიმა გოგონამ
–მაშინ რატომ გქონდა გაოცებული სახე! მიპასუხე! კედელს ისევ მიანარცხა და უღრიალა, ცოტა ხანს თვალებში უყურებდა, მერე თითქოს ცივმა ოფლმა დაასხა მამაკაცს და წამსვე გახსნა წარბები რომელიც ფიქრის დროს შეჭმუხნული ჰქონდა–ს ყველაფერი ყურადაღების გადასატანია! მე აქ არ უნდა ვიყო! გონს მოეგო, ხელი შეუშვა ნიტას
–დადადაააააამ! კმაყოფილმა წამოიძახა ნიტამ და წამში გასიმა აფეთქების ხმა.....
***
ირგვლივ ყველაფერი კვამლში გაეხვა, შენობა ნელნელა ინგრეოდა, იქაურობა ქაოსმა მოიცვა..
ყველა თავქუდმოგლეჯილი გარბოდა გასასვლელისკენ, ზოგი დემეტრეს ეძებდა, ზოგი იარაღს, არღვლიანი გაგიჟებული დაეძებდა ნიტას რომელიც უკვალოდ გამქრალიყო...
***
სახლში შუაღამისას დაბრუნდა, ყველას ეძინა ამიტომ პირდაპირ ოთახისკენ აიღო გეზი, ნიტამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, არ ეგონა ამდენის გაკეთება თუ შეეძლო, ასეთ რისკზე თუ იყო წამსვლელი, მიუხედავად იმისა რომ დემეტრე არღვლიანს ყველა იცნობდა როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, ამირეჯიბმა მაინც გაიგო მისი საიდუმლო ორგანიზაციის შესახებ, რომელიც საიდუმლოდ ააშკარავებდა მსოფლიო დონის კრიმინალებს და დამნაშავეებს, ჯეკის შემთხვევაშიც ამას აპირებდა მაგრამ....
ოთახში შესულს რამის თვალები შუბლზე აუვიდა როცა საწოლში მშვიდად მძინარე ნიტა დაინახა. ერთიანად დაეჭიმა ყველა კუნთი და დაიძაბა, ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა რომ თავი შეეკავებინა და საწოლშივე არ დაეხრჩო, უჭირდა თავის მოთოკვა, მთელს თავის მოთმინებას იყენებდა და როგორღაც ჩუმად მიაღწია კარადამდე, საჭირო ნივთები აიღო და სააბაზანოში შევიდა, შხაპის შემდეგ მოეხსნა დაძაბულობა და ოდნავ კარგად გრძნობდა თავს, უფრო დაწყნარებული გავიდა ოთახში და ლოგინში მინიმალური მოძრაობებით დაწვა. გოგონა შეიშმუშნა და მამაკაცისკენ მიიწია, შემდეგ მკერდზე დაადო თავი და მშვიდად განაგრძო ძილი. დემეტრე მთვარის შუქზე აკვირდებოდა ნიტას და უცნაური შეგრძნებები იპყრობდა, რა იყო ამ გოგოში დადებითი?! საკუთარ თავს უსვამდა კითხვას, რა მოსწონდა ნიტაში? მხოლოდ უარყოფითს თუ გაიხსენებდა, ძმა მოუკლა (მართალია დამსახურებულად მაგრამ სიკვდილს რა გამართლება აქვს), სამსახურეობრივი გეგმები ჩაუშალა, არ ემორჩილება, ბავშვს საფრთხეში აგდებს–ბავშვს! საკუთას შვილს., აი დადებითიც, ეს ქალი შვილს აჩუქებდა, სწორედ ეს ერთადერთი დადებითი იყო ნიტასგან, მეტი არაფერი.. ბედის ირონიაა მართლაც რომ იმ ქალისგან ეყოლება შვილი ვინც ასე გაამწარა... ფიქრებისგან უკვე ირეოდა და ბრაზი თავიდან იპყრობდა, უკვე მზე იყო ამოწვერილი დედამიწის თავზე როცა ძილი მოერია არღვლიანს და მასში ჩაიკარგა....
***
დილით რათქმაუნდა პირველმა ნიტამ გაიღვიძა, მაშინვე წამოდგა და სააბაზანოს მიაშურა, ჯაკუზი გაავსო და შიგ ჩაწვა, თვალები დახუჭა და შეეცადა გათავისუფლებულიყო ყველა ფიქრისა და ემოციისგან, საოცრად კმაყოფილი იყო, დავალება შეასრულა და თავისუფლებაც „მოიპოვა“, გულის სიღრმეში ვერ გრძნობდა ამ თავისუფლებას, თითქოს ხელოვნური იყო ეს ყველაფერი, ნუთუ სინდისი აწუხებდა დემეტრეს გამო, ნუთუ თავს დამნაშავედ გრძნობდა მის წინაშე, ჩადენილის გამო არასდროს დაუდანაშაულებია თავი და ახლა ვერ იგებდა ასეთი დამძიმებული რატომ იყო, ბოლოს როგორღაც ფიქრები უკუაგდო და გაქაფული კაბინაში შევიდა, შხაპი მიიღო და ტილოშემოხვეული გავიდა საძინებელში. დემეტრე ახლად შეფხიზლებულიყო, ჯერ კიდევ თვალებს იფშვნეტდა, მერე წამოდგა ისე რომ გოგონასთვის ყურადღება არ მიუქცევია, გვერდი აუარა და სააბაზანოში შევიდა...
უფრო მეტად ეტკინა ამირეჯიბს, მძიმედ გადააგორა ნეწრყვი სასულეში და ამოიოხრა. ტანის სამოსი მოირგო და სამზარეულოში ჩავიდა
–დილამშვიდობის ქალბატონო ნიტა. ერთ–ერთი მოსამსახურე მიეგება
–კარგი რა ნანა რა ქალბატონო! „გაუბრაზდა“ და წარბები შეკრა საყვარლად
–ვერ შევეჩვიე ჯერ. (უხერხულად გაიღიმა ქალმა) რას მიირთმევ?
–მმმ.. შოკოლადის ნამცხვარი მინდა, თან ტუჩები გაილოკა
–ვინ ახსენა შოკოლადის ნამცხვარი?! ქარიშხალივით შემოვარდა გვანცა კარიდან და ეგრევე ნიტას ჩაეხუტა
–ქაჯანა მოსულა! დამთბარი ხმით წარმოთქვა იმ წუთას შესულმა დემეტრემ, ნიტას გოგონა „აართვა“ და თავად ჩაიხუტა
–მომენატრე ნათლი... კნუტის თვალებით ახედა ორი თავით მაღალ ბიჭს და მის მკლავებში ჩამალა სახე
–მერე გზა არ იცი სახლის?
–აჰა ხო მოვედი! გაეკრიჭა და ნამცხვრის ჭამაში გართულ ნიტას მივარდა
–წამო რა დღეს კლუბში...
–რა ხდება კლუბში? დემტრეს ხმამ გაიჟღერა და მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოიღო
–არაფერი პროსტა.. უდარდელად აიჩეჩა მხრები გვანცამ
–დღეს ექიმთან მივდივარ და საღამოს წამოვალ! ნიტამ ლოყაზე აკოცა და ჭამა განაგრძო
–იეს! ყველლაზე მაგარი რძალი ხარ!
–რომელზე მივდივართ ექიმთან? არღვლიანმა ნიტას გახედა,
–პირველის ნახევარზე...
–მიდი მაშინ მოემზადე და გავიდეთ!
–მეც რომ გამოგყვეთ შეიძლება? გვანცა ჩაეკვეხა
–პრაქტიკების გავლა გინდა? ყურში უჩურჩულა ნიტამ და გაიცინა
–მაინტერესებს უბრალოდ... ოდნავ დაიბნა გვანცა
–გიოს ვეტყვი დაიწყოს მუშაობა! ამირეჯიბმა თვალი ჩაუკრა და კიბეზე გაიქცა
–ნიტაააააააააააააააააააა ვერ გადამირჩებიიი!!!! „გაბრაზებულმა“ გვანცამ ესღა მიაძახა
ექიმთან ვიზიტმა ნირმალურად ჩაიარა, ბავშვის გულისცემას ჯერ ვერ მოისმენდნენ, შეზღუდვები არ დაუწესებია ექიმს, მხოლოდ კარგად კვება, დანარჩენი იდეალურად იყო ყველაფერი...
–შემდეგ ვიზიტზე გულის ცემასაც მოისმენთ რა მაგარიაა! აჟიტირებული მისდევდა გვანცა დემეტრეს, რომელიც ფიქრებით სულ სხვაგან დაფრინავდა და ექიმთან ყოფნის დროსაც მხოლოდ რამდენჯერმე გამოელაპარაკა ცოლს ისიც მშრალად...
სახლში მისვლის შემდეგ დემეტრე ისევ უკან გაბრუნდა საქმეებზე, გოგონებმა კი მზადება დაიწყეს
–რას იცვამ ჩემო სექსუალურო რძალო?
–შენ რას შემირჩევ? შევამოწმებ შენს გემოვნებას!
–შევძვრები მაშინ გარდერობში... კუსკუსით გამოაღო კარადა და არცისე დიდხნიანი ძებნის შემდეგ თეთრი კაბა დაუდო წინ–გასაჩივრებას არ ექვემდებარება! კატეგორიულად უთხრა და თავისთვის შავი კაბა გამოაძვრინა... ორივემ მოისინჯა კაბა, მაკიაჟი გაიკეთეს და კმააყოფილები ათვალიერებდნენ საკუთარ თავებს
–ბიჭი რო ვიყო ხელიდან არ გაგიშვებდი!
–დაკავებული ვარ! ენა გამოუყო გვანცამ და მისი ტელეფონიც ამღერდა–გისმენ! არ მცალია... მეგობართან ერთად ვარ... კლუბში... კაი! გაბრაზებულმა გათიშა მობილური–ღმერთო ნერვებზე რატო არ იშლება! თვალები აატრიალა
–ფსიქოლოგია და იმიტომ!
–ხო მაგრამ იქნებ კლუბში ქალიშვილობა უნდა დავკარგო, ყურადღება მაინც მომაქციოს...
–მოგაქცევს! გადაჭრით უპასუხა ნიტამ
–რამე იცი? თვალები დააწვრილა და ისე ჰკითხა
–შეიძლება! ეშმაკურად გაუღიმა ამირეჯიბმა
–ოხ ვერაფერს დაგაცდევინებს კაცი! ისევ ქოთქოთებდა და უკვე მანქანაში ჯდებოდა.
საჭესთან ნიტა იჯდა და მშვიდად მართავდა, კლუბის კარიდანვე გვანცა უკვე ცეკვაცეკვით მიდიოდა, ბართან მივიდნენ და ტეკილა შეუკვეთა, ნიტასთვის კი ლიმონის წვენი
–ბავშვი ვარ? უკმაყოფილო მზერა შეავლო გოგონას
–ორსულად ხომ ხარ!
–მაიმუნო! სიცილით მიჰკრა მუჯლუგუნი
–ვაა დემეტრე?! პირი ღია დარჩა როცა ნათლია დაინახა
–რაა?! ამირეიჯიბმაც ვერ დამალა გაოცება–მეც არ გამიკვირდა ასე მშვიდად როგორ შეხვდა ჩვენ მარტო წამოსვლასმეთქი?! ჩუმად გადაულაპარაკა გვერძემჯდომს (გვანცას)
–ვაიმე გიორგიიიიი?!! უფრო წამოიკივლასავით როცა დემეტრეს მაგიდაზე მჯდომ გიორგის გახედა
–ააი ეგ საერთოდ არ გამიკვირდა! ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა...–გავალ და მალე მოვალ... ნიტა საპირფარეშოსკენ დაიძრა, მოწესრიგდა და ის იყო უკან გასვლას აპირებდა რომ კარის ზღურბლზე თვალებამღვრეული არღვლიანი დინახა
–აჰ.. როგორ შემაშინე! ოდნავ წამოიკივლა და გულზე ხელი მიიდო
–ეს ფაქტი რატომ ვერ გაითვალისწინე! სხვა რამეები ხომ წინასწარ იცი! გველური ღიმილი დასთამაშებდა და ნიტასკენ მიიწევდა ნელი ნაბიჯებით
–შენთან კამათს არ ვაპირებ! მტკიცე ხმით უთხრა და გვერდის ავლა სცადა მაგრამ დემეტრეს ხელმა საწყის პოზიციაზე დააბრუნა
–არც ბოდიშის მოხდას?
–მთვრალი ხარ გამატარე! თავის არიდება სცადა
–მოიცა მოიცა... აქამდე შენ ნებაზე იქცეოდი! ეხლა როცა მე მომინდება მაშინ წახვალ!
–დემეტრე! მკაცრი გამომეტყველება გაუხდა გოგონასაც
–იცი ასე აღმაგზნებ! ვნებიანი ხმით უთხრა და მისი ტუჩებისკენ გაიწია
–გეყოფა! ცივად მოიშორა და ისევ გაწევა სცადა
–ნუ მიჯიუტდები! ისევ კოცნა დაუპირა
–არ გინდა რა! ასე არა! ოდნავ მუდარა იგრძნობოდა ამირეჯიბის ხმაში
–კარგი რაა! გგონია ყოველთვის მინდიხარ?! ნუ იფასებ თავს! დამცინავი ტონი არ მოუშორებია დემეტრეს
–ხოდა ბო*ების მეტი რაა! გაბრაზებულმა შეუღრინა
–ხოდა მოვედი ხო ხედავ! ყელისკენ გაიწია და მაშინვე იგრძნო როგორ აეწვა ლოყა
–ჯანდაბამდე გზა გქონია! მივდივარ! გამწარებულმა დაუყვირა და ხელი ჰკრა
–მოდი აქ! დაიღრიალა მამაკაცმა და გოგონა ადგილზე შეხტა–როდემდე ივლი შენ ნებაზე? იგივე ტონალობით ჰკითხა–რამდენი რამე ჩავყლაპო?! აქეთ–იქით დაეთრევი! ვიღაც სი*ის ბრძანებას ასრულებ და თან ამით მე მაზარალებ და ყველაზე მერტად ის მაგიჟებს რომ გამიზნულად აკეთებ ამას! ღრიალებდა და ყელზე უფრო და უფრო ებერებოდა ძარღვები, თვალები უწითლდებოდა და ცეცხლს აფრქვევდა...
როგორ უნდოდა იმ წამს ნიტას ბოდიში მოეხადა ან რამენაირად დაემშვიდებინა, ხვდებოდა რომ დემეტრე მართალი იყო მაგრამ პრინციპები და სიამაყე არ აძლევდა საშუალებას დამთბარიყო, ისევ ეს ჩხუბი და კამათი ერჩივნა რუტინულ ცხოვრებას, მაგრამ საკუთარ თავს მაინც არ ამართლებდა, მხოლოდ დემეტრეს წინააშე გრძნობდა უსუსურობას, არ შეეძლო თავის გამართლება, მაგრამ არც შეტევაზე გადადიოდა, უბრლოდ უემოციო სახით იდგა და ისმენდა არღვლიანის ღრიალს
–დაამთავრე? იგივე გამომეტყველებით ჰკითხა და თვალი აარიდა, დემეტრე კი გაჩუმებული იდგა და მძიმედ სუნთქავდა–მაშინ სახლში წავალ!
–აბორტი გაიკეთე! არ მინდა ჩემ შვილს შენნაირი დედა ჰყავდეს! უპასუხისმგებლო, ქარაფშუტა და მკვლელი! ზარივით ჩაესმა ამირეჯიბს არღვლიანის სიტყვები, გულში დიდი ხვრელი გაუჩნდა, მწარედ გაჰკაწრა მთელს სხეულსა და სულში რაღაცამ, ყელში ბურთი გაეჩხირა და აეწვა, ყურების დაგუბება იგრძნო და თვალების აწვა, ცდილობდა მაქსიმალურად შეეკავებინა თავი რომ სისულელე არ ჩედინა... უხმოდ გავიდა საპირფარეშოდან, არ მიაქცია ყურადღება გიორგის და გვანცას ძახილს, საჭესთან დაჯდა და მანქანა დიდი სისწრაფით გააქროლა, მხოლოდ დემეტრეს სიტყვები ჩაესმოდა, საკუთარ თავს არ უტყდებოდა მაგრამ კარგად იცოდა რომ სწორედ დემეტრესგან თქმული სიტყვები სტკენდა, განა არ იცოდა რა დანაშაულებიც ჩაედინა?! მაგრამ მხოლოდ არღვლიანისა ეწყინა, ეტკინა და გაანადგურა, ვეღარ გაუძლო და ცრემლების ნაკადმა იწყეს დენა მის ღაწვებზე, თითოეული წყლის ბურთიც კი ტკივილით იყო გაჟღენთილი–დემეტრეს ნათქვამი სიტყვების ტკივილით! უკვე ხმამაღლა ქვითინებდა, თითქოს ჭკუიდან გადადიოდა, საჭეს მჭიდროდ უჭერდა ხელებს, ტელეფონზე ზუზუნი არ წყდებოდა, დემეტრეს გარდა ყველა ურეკავდა, ესეც კი სტკიოდა, ესეც კი უკაწრავდა გულის ნაწილს, უკვე სუნთქვა უძნელდებოდა, ვეღარაფერს ხედავდა წინ, მხოლოდ დემეტრე და მისი ზიზღნარევი მზერა წარმოუდგებოდა თვალწინ, ვერ საზღვრავდა რამხელა სიჩქარით მიდიოდა, სარკეში გაიხედა და დაინახა გიორგის მანქანა რომელიც ფარებით ანიშნებდა რომ გზიდან გადასულიყო, გვანცაც გვერდით უჯდა, ისევ წინ გაიხედა, მერე ისევ უკან გახედა გიორგის მაგრამ მისი მანქანა ახლა დემეტრეს ჯიპს ჩაენაცვლებინა და გადაბმული სიგნალებით იკლებდა, მალე დაეწია არღვლიანის მანქანა და გვერდით ამოუდგა, ერათი სიჩქარით მიდიოდნენ, დემეტრე გზას აღარ უყურებდა, მხოლოდ ნიტასკენ იყო მისი მზერა მიმართული, ამირეჯიბი კი ჯიუტად არ იხედებოდა მისკენ, არ უნდოდა ვინმეს ენახა მისი სუსტი მხარე და ის ცრემლები რომლებიც დაუნდობლად უსველებდნენ ლოყებს, წამით ვეღარც კი გასძლო და მზერა გააპარა, სწორედ ეს გახედვა აღმოჩნდა საბედისწერო...
***
ერთი კვირის შემდეგ ქალაქის სასაფლაოზე დიდძალ ხალხს მოეყარა თავი, ყველა გულშეკუმშული ადევნებდა თვალყურს ცერემონიალს: ორ ცხედარზე დამხობილი სილუეტები სულისშემძვრელ ხმებს გამოსცემდნენ, კიარ ტიროდნენ სულის ნაწილს აყოლებდნენ ამოძახილებს... ამინდიც კი მოღუშული და მოქუფრული, თითქოს სოლიდარობას უცხადებს ჭირისუფლებსო, რამდენიმე წუთში იქუხა და მსხვილი ცრემლები გადმოყარა ზეცამ, თავშეკავების შემდეგ ერთიანად ამოხეთქა და წამში გადააფარა თავის სველი კალთა ნიადაგს... ხალხი დაიშალა, ყველა თავის გზას დაადგა, იმ თქეშიან ამინდშიც კი არ შორდებოდა შავოსანი სილუეტი საკაცეებს...
***
საკმაოდ დიდი ფართობის ოთახის შუაგულში, საწოლის კიდესთან ჩაკეცილიყო გოგონას სილუეტი, მჯდომარე პოზიციაში აქეთ–იქით შეუმჩნევლად ირხეოდა, ხელები უღონოდ ჩამოეყარა დაბლა, სახეზე ფერი არ ედო, თვალებიდან შეუჩერებლად სდიოდა მლაშე სითხე, არ ტიროდა, არც ქვითინებდა, უხმოდ მოსდიოდა ცრემლები, მზერა ერთი ადგილისთვის გაეშტერებინა, მაგრამ ნებისმიერი შეამჩნევდა რომ იმ წუთას იგი ოთახში არ იმყოფებოდა, მისი ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად სრულიად სხვაგან იყო ფიქრებით...
ჩებნელებულ ოთახში ძლივსშესამჩნევად აღწევდა მთვარის შუქი, მისი სინათლის სხივები საწოლის ზედაპირამდე აღწევდა...
–ახლა რა იქნება? ჩურჩულით ჰკითხა გვანცამ გვერძე მდგომ გიორგის, ოთახში მყოფ სილუეტს ორივე თვალ–ყურს ადევნებდა
–დრო გვიჩვენებს... ამოიხრა გიორგიმ და გვანცას მხრებზე ხელი ჩამოუსვა
–მეშინია! დაღონებულმა წარმოთქვა გოგონამ და გიორგის ხელი ჩაჰკიდა
–რისი?
–იმის რაც ნიტას დაემართება...
–ნუ გეშინია! თავს არაფერს დაუშავებს! ძლიერი გოგოა!
–ეგ ვიცი...
–აბა რისი გეშინია?
–მისი სიძლიერის...
–არაფერი მოხდება...
–იმედი მაქვს! თორემ ეს ყველაფერი კარგად არ ჩაივლის,,
–გამოვა მდგომარეობიდან
–რათქმაუნდა გამოვა, მაგრამ მთავარი ისაა რის მერე..
–რას გულისხმობ?
–როგორ გგონია მისი მშობლების მოკვლას ვინმეს შეარჩენს?! გვანცა გიორგისკენ შებრუნდა
–მაგრამ ისინი ავარიაში მოყვნენ!
–შენ გავიწყდება რომ ნიტაზე ვლაპარაკობთ! ამ ტრაგედიის ეს ვერსია მეც კიარ მჯერა და ის დაიჯერებს?! აღელვებული ელაპარაკებოდა გვანცა და ის იყო ავალიანს უნდა ეპასუხა რომ დემეტრე დაინახეს კიბეზე ამავალი
–კარგია რომ მოხვედი დემე! ნათლიას გადაეხვია გოგონა
–როგორაა? მხოლოდ ეს იკითხა
–შენთვითონ ნახე. გვანცამ ოთახისკენ მიუთითა
არღვლიანი წელში გაიმართა, ღრმად ამოისუნთქა და კარი შეაღო
–დაბლა ვიქნებით. გიორგიმ მხარზე ხელი დაჰკრა და გვანცას მიანიშნა ჩავიდეთო
როგორ აგიხსნათ დემეტრეს გრძნობები... ერთადერთი რაც დაზუსტებით ვიცი ისაა რომ უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა ნიტას ამ მდგომარეობაში ხილვისას, ვერ წარმოედგინა ნიტა ამირეჯიბი ასეთი უსუსური, ასეთი მტირალა, უგონო, უსულო, ჩამქრალი...
მასთან მივიდა და ჩაიმუხლა...
ამირეჯიბი იგივე მდგომარეობაში იყო..
დემეტრემ ხელი ნელა ასწია და სველ ლოყებზე მიკრული თმა ნელნელა გადაუწია სახიდან, ყურს უკან გადაუწია და სახეზე მოეფერა...
გოგონამ თავი მამაკაცისკენ მიაბრუნა, ერთხანს თვალებში უყუებდნენ ერთმანეთს, შემდეგ ნიტამ ბაგეები დააშორა
–გაეთრიე!
მშვიდი ტონით, თუმცა სიძულვილით და სიცივით წარმოთქვა. მის თვალებში კი დემეტრემ ის დაინახა რის შემდეგაც უსიტყვოდ ადგა და გავიდა...
კარი გაიჯახუნა და კიბეზე ელვის სისწრაფით ჩაიარა
–რა ხდება? შეშინებული წამოდგა გვანცა სავარძლიდან
–არაფერი! გაბრაზებულმა მიუგდო ორი სიტყვა და გარეთ გავარდა არღვლიანი]
–ღმერთო ეს რა ხდება... მოსამსახურემ ხელები ზევით ასწია თითქოს ღმერთს ესაუბრებაო
–წავალ, ავხედავ.. გვანცა კიბისკენ დაიძრა მაგრამ ავალიანის ხელმა გააჩერა
–არ გინდა! აზრი არ აქვს! დილით მოვალ და დაველაპარაკები
–იქნებ დამელაპარაკოს... მოღუშულმა შეხედა ბიჭს
–დამიჯერე... მშვიდად უპასუხა გიორგიმ
–კარგი... რომ მიხვალ დამირეკე ხო? მსუბუქად გაუღიმა გოგონამ
ავალიანმა წელზე სწრაფად შემოხვია ხელი გვანცას, ახლოს მიიზიდა და ბაგეები ვნებიანად დაუკოცნა
როცა ერთმანეთს მოსწყდნენ გვანცამ იქვე დაიჩურჩულა
–ეს თუ გამომაკეთებდა ახლა! ოდნავ ღიმილი შეეპარა და კიდევ ერთხელ შეეხო ბიჭის ტუჩებს
–ხვლამდე! ყურის ძირში აკოცა გიორგიმ და სახლი დატოვა...

***


დემეტრე სახლში არ დაბრუნებულა, მთელი ღამე ფაქტებს ადარებდა ერთმანეთს რომლის მიხედვითაც ნიტას მშობლების ავარიის დეტალებს აგროვებდა...
საიდუმლოდ აპირებდა ამ საქმის მოგვარებას, ყველასგან მალულად, პრინციპში ყველასგან კიარა ნიტასგან, რადგან იცოდა როცა ამირეჯიბი გონს მოვიდოდა ყველაფერი მისებურად წარიმართებოდა, ვერ გეტყვით ამით იცავდა თუ უბრალოდ თავს ვალდებულად თვლიდა მაგრამ ფაქტი ერთი იყო–ნიტას ამ ამბავში არ ჩარევდა!

დაახლოებით 10ის ნახევარზე შევიდა ერთ–ერთი მოსამსახურე ნიტას ოთახში, საუზმე შეუტანა.. ჯერ აკაკუნებდა, რომ არაქვინ გაუღო სახელური ჩამოსწია და ნელნელა გააღო კარი, შიგნით შევიდა თუარა ლანგარი ხელიდან დაუვარდა, ხელები პირზე მიიდო და კივილი დაიწყო
–ღმერთო ჩემო! დამეხმარეთ! დემეტრე! ნანა! დემეტრეე!
ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, ნიტა საწოლთან ეგდო გულწასული და სისხლდენა ჰქონდა, გაფითრებულიყო, თითქოს უკვე აღარ იყო ამქვეყნად... მოსამსახუტე მივარდა და თავი კალთაში ჩაიდო, კომოდზე დადებული წყლით სავსე ჭიქა აიღო, ხელები დაისველა და შუბლზე წაუსვა გოგონას... თავადაც გაფითრებული ვეღარაფერს ფიქრობდა, აზროვნება აღარ შეეძლო
–რა ხდება?! გიჟივით ამოვარდა დემეტრეს დედა და როცა სიტუაციასში გაერკვა ახლა მან დაიწყო კივილი და ტირილი
–ღმერთო ბავშვი! ვაიმე დემეტრეს ბავშვი! თავშ წაივლო ხელები... ბოლოს ისღა მოიფიქრა მობილური მოეძებნა და დემეტრესთან დაერეკა...
არღვლიანი მანქანაში ჯდებოდა როცა მისი ტელეფონი ამღერდა
–გისმენ! ბოხი ხმით უპასუხა დედამისის ზარს
–დემეე... დემეე... შვილო.. ქალი ქვითინებდა და ვერ აბამდა სიტყვებს ერთმანეთს
–რა ხდება დედა?! კატეგორიული ტონით ჰკითხა
–სისხლდენა აქვს შვილო! როგორც იქნა მოაბა თავი სათქმელს... დემეტრეს პასუხი აღარ გაუგონია, მხოლოდ ყურმილში გაბმული ზარი ისმოდა..
მეც კი ვერ გეტყვით როგორი სისწრაფით აღმოჩნდა სახლში, წამსვე ოთახში შევრდა, ნიტა ხელში აიტაცა და მანქანაში ჩასვა...
–ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! საჭეს მუშტები დაჰკრა და სიჩქარეს უმატა..
საავადმყოფოში მისვლისას ექიმების ბრბო დაეხვა თავს, დემეტრე არღვლიანის საცოლეს უყურადღებოდ ვინ დატოვებდა!
–ორსულადაა! მხოლოდ ეს ამოთქვა გალურჯებული ტუჩებიდან არღვლიანმა
–სისხლდენაა! გაისმა ერთი ექიმის ხმა
–პულსი სუსტია!
–საოპერაციო მოამზადეთ!
–ბატონო აქ დარჩით! გონს მაშინ მოვიდა დემეტრე როცა ერთ–ერთმა ექიმმა ხელით უბიძგა ადგილზე გაჩერებულიყო...
კარი დაიხურა მის წინ და მისი გულის ცემაც იმ კარის მიღმა შეწყდა! მიტკლისფერი ედო სახეზე, გაშეშებული იდგა და არაფერს, უფრო სწორად ვერაფერს აკეთებდა, გონებაში ათასი აზრი უტრიალებდა და საბოლოოდ ყველა ერთ ობიექტს–ნიტას უკავშირდებოდა.
საავადმყოფოს ჰოლში გიორგი, გვანცა, დემეტრეს დედა და მათი ოჯახის ახლო წევრები იმყოფებოდნენ, მდგომარეობა როგორი იყო არავინ იცოდა, რამდენიმე საათი იყო გასული და საოპერაციოდან ისევ არაფერი ისმოდა, მხოლოდ ექთნები შედიოდნენ და გამოდიოდნენ...
–უკვე ვეღარ ვუძლებ... ამოიოხრა გვანცამ და სკამიდან წამოდგა
–დამშვიდდი, ექიმი მალე გამოვა
–რამდენი ხანი გავიდა და არავინ ჩანს, იქნ... გვანცას თქმა არ დასცალდა, საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა, ნიღაბი მოიხსნა, დაცვარული შუბლი მაჯით მოიწმინდა და დემეტრეს თვალი გაუსწორა
–როგორ არიან? არღვლიანს არ გამოუჩენია სასოწარკვეთილი ქმრისთვის დამახასიათებელი ჩვევები და სრულიად მშვიდი ტონით ჰკითხა
–ბატონო დემეტრე! საქმე არც ისე მარტივადაა
–პირდაპირ მითხარით ნუ წელავთ!
–მაშინ ილოცეთ რომ ნიტა გადარჩეს!
–რაა? მოიცათ ბავშვი? ექიმო ბავშვი როგორაა? ამჯერად დემეტრეს დედამ გამოიჩინა კითხვის ინიციატივა და ცრემლიანი თვალები მოიწმინდა
–ბავშის გადარჩენაზე საუბარი ზედმეტია ქალბატონო, ამიტომ გირჩევთ გოგონასთვის ილოცოთ! ოპერაცია დასრულდა მაგრამ მომდევნო 48 საათი კრიტიკულია! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
ექიმი იქაურობას გაეცალა, დერეფანში ჩოჩქოლი ატყდა, გვანცა გიორგის მიეკრო და ტირილი დაიწყო, დემეტრეს დედა შვილიშვილს გლოვობდა, თავად არღვლიანი კი თვალებჩასისხლიანებული იდგა ერთ ადგილას და ნაკვთი არ უტოკავდა...
ჰოლში ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდნენ დანიელი, თორნიკე და კესო (ნიტას ამერიკელი მეგობრები, უფრო სწორად ქართველები რომლებიც ამერიკაში გაიცნო)
–ჩვენ ნიტას მეგობრები ვართ. მორიდებით წარმოთქვა კესომ და ყველას ყურადღება მიიპყრო
–მე გიორგი ვარ! ნიტას მეგობარი!
–ასეთ სიტუაციაში რთულია თქმა მაგრამ მაინც სასიამოვნოა... კესომ ნაძალადევად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა
–ეს გვანცაა დემეტრეს ნათლული, დემეტრე ნიტას საქმრო და ქალბატონი მანანა დემეტრეს დედა...
–ძალიან კარგი! მეკესო ვარ, ეს თორნიკეა ჩემი მეუღლე და დანიელი ჩვენი მეგობარი მას ალბათ ცნობთ უკვე დაკრძალვაზე გაიცნობდით... რაო ექიმმა?
–რთული მდგომარეობაა.. დაღონებულმა უპასუხა გვანცამ და ისევ აქვითინდა
–კონკრეტულად? ჩაეკითხა დანიელი
–ნერვიული ფონი იყო და...
–ნიტა ნერვიულ ფონზე საავადმყოფოში არ მოხვდებოდა! ხმა გაიმკაცრა დანიელმა–დამალვაა არაა საჭირო ისედაც ვიცით რომ ორსულად იყო!
–არ მეგონა ასე ახლოს თუ იყო შენთან! საუბარში საკმაოდ უხეში ტონით ჩაერია დემეტრე
–საკმაოდ ახლოს! არც დანიელმა დააკლო
–მაშინ ილოცე მისთვის რადგან არ მოგნია მისთვის ღმერთმა კიდევ გამოიმეტოს უკან დასაბრუნებელი გზა! ღვარძლიანად წარმოთქვა არღვლიანმა და იქაურობას გაეცალა.
მანქანას დიდი სისწრაფით მიაქროლებდა და მომხდარზე ფიქრობდა, გულის სიღრმეში ეცოდებოდა ნიტა, არ ემეტებოდა ამხელა ტანჯვისთვის, საერთოდ რატომ უთხრა დანიელს ის სიტყვები ვერ ხსნის, ამჯერად საკუთარ თავზე ბრაზობდა...
***

ორი დღე ისე გავიდა მდგომარეობა უცვლელი იყო, ექიმებიც ძირითადად არაფერს ამბობდნენ იმის გარდა რომ მოცდა იყო საჭირო...
ქალბატონი მანანა ორი დღის განმავლობაში საავადმყოფოში ათენებდა და აღამებდა, მიუხედავად იმისა რომ შვილიშვილის ამბის გამო ცუდად იყო მაინც ეცოდებოდა სრულიად ობლად დარჩენილი ნიტა...
ამირეჯიბის მეგობრები რიგრიგობით დადიოდნენ და ერთმანეთს აგებინებდნენ ნიტას ამბავს...
დემეტრე კი მხოლოდ ერთი ღამით მივიდა, რეანიმაციაში შესვლა უნდოდა თუმცა არაფრის დიდებით შეუშვეს, არც მისმა სახელმა და ავტორიტეტმა გაჭრა...
იმ ღამით მაინც იქ დარჩა.
მესამე დღეს ექიმის კაბინეტში თავად შეიჭრა და დანიელის იქ დანახვით ცოტა არ იყოს გაოცდა
–შეიძლება ექიმს ცალკე დაველაპარაკო?! რიტორიკული კითხვა ცივად დასვა
–დიახ იცით ბატონ დანიელს ახლა ვესაუბრებოდი ნიტას მდგომარეობაზე...
–ჩემი ცოლის მდგომარეობაზე ჯერ მე რომ უნდა მელაპარაკოთ უცხოა თქვენთვის? მკაცრად მიმართა ექიმს და წარბები შეკრა
–საცოლეზე! შეუსწორა დანიელმა
–შენ არავინ გეკითხება! შეუღრინა არღვლიანმა, დანიელმა საპასუხოდ უცნაურად ჩაიღიმა
–ბატონო დემეტრე უბრალოდ იმის ახსნას ვცდილობდი რომ... დაიბნა ექიმიც
–რაიყო მოკვდა და ვერ მეუბნებით? ცინიკური სახე ჰქონდა დემეტრეს
–შენ ნიტას კარგად არ იცნობ! გველურად ჩტეხა ტუჩის კუთხე დანიელმა
–და შენ რამდენად კარგად იცნობ?! საყელოში სწვდა მოთმინება დაკარგული
–იმდენად კარგად რომ მივხვდი ორი დღის წინ მოხია აქედან!
ამის გაგონება იყო და კედელს მიანარცხა დანიელი, კაბინეტიდან გიჟივით გავარდა, გამძვინვარებულ ცხოველს ჰგავდა, რეანიმაციაში შევარდა და ფარდა გადასწია, ერთ ადგილას გაშეშდა როცა საწოლი ცარიელი დახვდა, ბალიში და ზეწარი ერთი ხელის მოსმით მოაცლა საწოლს თითქოს მაინც იმედი ჰქონდა რომ ნიტას მათ ქვეშ იწვებოდა... კარში ექიმი გამოჩნდა, დამფრთხალი კურდღელივით იყურებოდა და ხელში თეთრი ფურცელი ეჭირა რომელიც ხელის კანკალით გაუწოდა არღლიანს
–მე... მე...რაც მიბრძანეს ის გავაკეთე,... მეე... მეე... ბოდიშს გიხდით... უბრალოდ....
დემეტრემ ფურცელი გამოგლიჯა, არც უსმენდა რას ებუტბუტებოდა ექიმი.
თეთრი ქაღალდი გაშალა და დააცქერდა ნაწერს
„ჩემი შესაძებლობები სათანადოდ უნდა შეგეფასებინა, ამ შემთხვევაში მიხვდებოდი რასაც მოვიმოქმედებდი! ვერ გეტყვი რომ ვწუხვარ რაც გავაკეთე, მაგრამ გპირდები მე და შენ როცა დრო მოვა გავსწორდებით!
პ.ს. გზაზე არ გადამეღობო! ‘’
სიმწრისგან ჩაიცინა დემეტრემ, წერილი მუჭში მოიქცია და მთელი ძალით მოუჭირა, თვალები დახუჭა, შუბლზე ძარღვები გამოუჩნდა, კისერი დაეჭიმა, რამდენიმე წამი ამ პოზაში იდგა, თითქოს გონებას ამ ნფორმაციის შეწოვას აცდიდა, მერე წერილი ჯიბეში ჩაიდო და სრულიად მშვიდად რეანიმაციის ოთახი დატოვა.
***
„ერთი თვის შემდეგ“
ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თითქოს არაფერი შეცვლილა...
სიტუაცია ჩაწყნარდა...
გიორგი თავის საქმიანობას დაუბრუნდა, მთელ დღეს კლინიკაში პაციენტებთან ატარებდა, საღამოს კი სახლამდე ფეხით მისეირნობდა, იშვიათად ხვდებოდა გვანცას...
ეს უკანასკნელიც დიდად აღარ ეკონტაქტებოდა, დღის განმავლობაში სამსახურში დადიოდა, რომელიც ერთი კვირის დაწყებული ჰქონდა დემეტრეს კომპანიაში.
საღამოობით კი თანამშრომლებთან ან მეგობრებთან ერთად კლუბში ერთობოდა...
გაცივდა ურთიერთობები, ყველა ერთმანეთს არიდებდა თავს...
თავად დემეტრე არღვლიანი ჩაიკეტა, საკუთარ თავში შესახლდა და გარეთ ყველა დაივიწყა... ყველას აიგნორებდა, არც მშობლებს უწევდა ანგარიშს, არც გვანცას, არც ახლობლებს...
საშინელ ტკივილს გრძნობდა, რომ გეკითხათ რისგან იყო ეს ტკივილი ვერ გიპასუხებდათ, რადგან თავადაც ვერ იგებდა რა სტკენდა ყველაზე მეტად– ჯერ არ დაბადებული შვილის დაკარგვა თუ ღალატი საყვარელი ქალისგან...
დიახ! საყვარელი ქალისგან... როდის გააცნობიერა რომ ნიტა ამირეჯიბზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული? იქნებ მაშინ როცა პირველად ნახა? არა! ერთი ნახვით შეყვარების არ სჯეროდა! იქნებ მაშინ როდესაც პირველად შეეხო და მისი ტუჩების გემო გაიგო? არამგონია რადგან სხეულზე დახამებული კაცი არასდროს ყოფილა! ნუთუ მაშინ როდესაც ნიტას ორსულობის ამბავი გაიგო?! ან მაშინ როდესაც უსუსური ნიტა დაინახა სასაფლაოზე დამხობილი და სურვილი გაუჩნდა მისთვის საყრდენი და დამცავი ფარი გამხდარიყო?! სავარაუდოდ ყველაფერმა იმოქმედა და საბოლოო ჯამში შეუყვარდა!
სძულდა საკუთარი თავი! სძულდა რადგან მახეში გაება! სიყვარულის მახეში! ძმის მკვლელის მახეში! სძულდა თავი მისი შეყვარებისა და გაშვების გამო!
მთელ დღეს ქალაქის გარეუბანში მის საკუთრებაში მყოფ სახლში ატარებდა, დილით ტყეში დარბოდა, იხარჯებოდა, მაგრამ მაინც მოზღვავებულ ძალას გრძნობდა.. სახლში დაბრუნებული ტრენაჟორების ოთახში ადიოდა, ყველაფერს აკეთებდა ფიზიკური ენერგიისგან გასათავისუფლებლად, ბოლოს კი ოთახიდან ღრიალისა და ნივთების ლეწვის ხმა გამოდიოდა...
სამსახურშიც აღარ დადიოდა, საღამოობით ბარში მიდიოდა და სასმლისგან გაბრუებული სხვადასხვა ლამაზმანებთან ერთად ტოვებდა იქაურობას...

***
მიტოვებული სახლის სარდაფის შუაგულში სკამზე მიბმული სხეულიდან სისხლი წვეთ–წვეთად ჟონავდა... ყოველი შერხევისას სხეული ღმუოდა, მის წინ მოსიარულე ქალი კი კმაყოფილებისგან იღიმოდა
–გეხვეწებით... გთხოვთ... უბრალოდ მომკალით... მამაკაცის სასოწარკვეთილი ხმა ისმოდა
–ჯერ სახელები! სახელები მითხარი! ქალი მისი სახისკენ დაიხარა და თვალებში ჩახედა
–ძალიან გთხოვთ... კაცი ქვითინებდა და ემუდარებოდა... გოგონა წელში გასწორდა, მამაკაცისგან ზურგით დადგა, სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგეები, ამოისუნთქა და შებრუნებისას გაშლილი სილა გააწნა სკამზე მჯდომს
–სახელები!!! დაიღრიალა ბოლო ხმაზე და სახე შემზარავი გაუხდა
კაცს ტუჩიდან სისხლის ნაკადი წამოუვიდა, სკამიანად გვერძე გადავარდა და ძლივძლივობით ამოთქვა
–გეფიცები სახელები არ ვიცი... გეფიცები უბრალოდ რაც მიბრძანეს ის გავაკეთე... გეხვეწებით მომკალით... უკვე ხმამაღლა ტიროდა–რაც ვიცოდი გითხარით
–კარგი! მაშინ დედაშენს მოვინახულებ! ქალბატონ ქეთევანს მოვუყვები როგორ მოკვდა მისი შვილი! ბოროტულად გაუღიმა ბიჭს
–რაა?! სწრაფად წამოსწია თავი მამაკაცმა, მაგრამ სახე ისე სტკიოდა რომ მეტად განძრევა ვეღარ შეძლო–არა, ის არაფერ შუაშია... ის... მეე.. მისმინეთ...
ნიტამ ისე შეხედა მამაკაცს, როგორც ერთ საცოდავ არსებას, თან კმაყოფილებით სავსემ...
–ძალიან კარგი! ეშმაკურად გაუღიმა, ესეიგი გავუგებთ ერთმანეთს!
–გემუდარებით დედაჩემს არაფერი დაუშავოთ... გეხვეწებით... (ქვითინებდა მამაკაცი) დავალება ტელეფონით მომცეს... უბრალოდ თქვენი სახელი და გვარი მითხრეს და ის რომ მშობლები უნდა გამექრო... მეტი არაფერი ვიცი... თანხა ერთ–ერთ ქუჩაზე მდგომ სანაგვე ყუთში ჩააგდეს და იქ ვიპოვე.. ასე შემითანხმდნენ... თვალით არავინ მინახავს.. გევედრებით დამიჯერეთ!
ხაოდა ისე ევედრებოდა ნიტას, რომელიც გაუნძრევლად უემოციო სახით უყურებდა, შემდეგ ოდნავ შესამჩნევად თავი გააქნია, ეს უფრო უიმედობის ნიშანი იყო, იმ უიმედობის რომლითაც მამაკაცს ვერგადარჩენას აუწყებდა...
***
დილით თვალი გაახილა თუარა გვერდით მწოლიარე სხეული დაინახა, მის ხელს ქალის ხელი ჰქონდა შემოხვეული და ნახევარი ტანითაც ზედ ეკვროდა...
დემეტრეს წამით გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა როცა გაიაზრა რომ ნიტას ჩანაცვლებას სხვა ქალით ცდილობდა...
მობილურის ზუზუნის გაგებისას წამსვე ფეხზე წამოვარდა და უპასუხა
–რა გაარკვიე?! პასუხის მოლოდინში გული კინაღამ ამოუვარდა საგულედან–გასაგებია! კმაყოფილმა ჩატეხა ტუჩის კუთხე და სწრაფად შევიდა სააბაზანოში...
შხაპის ქვეშ იდგა, ფიქრებით უკვე მიზანთან ახლოს იყო და სწორედ ამ დროს იგრძნო როგორ შემოეხვივნენ ქალის სუსტი ხელები მხრებზე, არღვლიანი მაშინვე შებრუნდა, ქალს ხელები გაუკავა თავთან და სველ კაბინას ააკრა... გოგონამ ოდნავ ამოიკვნესა და მამაკაცს თვალებში გამომწვევად ჩააშტერდა, მის თვალებში აშკარა ვნება იკითხებოდა, ნელნელა დემეტრესკენ იხრებოდა და თვალები დახუჭა კოცნის მოლოდინში, მაგრამ რამდენიმე წამში იგრძნო როგორ მოშორდა მამაკაცის სხეული, როცა თვალები გაახილა კაბინაში მარტო იდგა და წამით სიბრაზემ მოიცვა, შხაპი მიიღო, ოთახში რომ დაბრუნდა იქ აღარავინ დახვდა, ჩაიცვა და იქაურობას გაეცალა...
***
ქალბატონმა გვანცამ არც იმ საღამოს უღალატა წეს–ჩვეულებას და სამსახურიდან პირდაპირ ბარში წავიდა, კარი შეაღო თუარა მოეხსნა ყველანაირი დაძაბულობა და სიამოვნებისგან გაეღიმა, ბართან მისულმა მარტინა შეუკვეთა და სკამზე დაჯდა...
–გვანცუც მოხვედი? უკნიდან მოესმა ლუკას ხმა
–არა ჩემო ძვირფასო გზაში ვარ ისევ... ირონიულად უთხრა და მარტინი მოწრუპა
–ჩემო ძვირფასოს გამო გაპატიებ მაგ ირონიას...
–კიდევ კარგი თორემ დარდი მომკლავდა...
–გაღიზიანებული ხარ?
–მარტო მინდა ყოფნა! კატეგორიულად გამოუვიდა
–მეწყინა... სარკაზმი არ დააკლო ლუკამ, ბარმენს ვისკი შეუკვეთა და გვანცასკენ უფრო ახლოს მივიდა– შენ გაგიმარჯოს! თვალი ჩაუკრა და ვისკი გადაჰკრა... გვანცამ უბრალოდ დააიგნორა და ბარს მოავლო თვალი, მეორე მარტინიც შეუკვეთა და უხმოდ გამოცალა...
ოდნავ გაბრუვდა, მუსიკა მის სხეულში იჭრებოდა და ვერც კი გაიაზრა ისე აღმოჩნდა ბარის შუაგულში, თვალდახუჭული ცეკვავდა, მის წარმოსახვაში გიორგისთან ერთად ცეკვავდა, იღიმოდა სიამოვნებისგან...
სახე მაშინ შეეცვალა როცა მუცელზე ხელების შემოხვევა იგრძნო, თვალები გაახილა
–მომაშორე ხელები! სწრაფად შებრუნდა ლუკასკენ
–ადრე ასეთი უკარება არ იყავი! შემთვრალი ხმით უთხრა და უფრო მეტად მოუჭირა ხელები...
–ლუკა! სანანებელს ნუ გაიხდი! მკაცრი გაუხდა ტონი
–პატარავ! ვნებამორეულმა უთხრა და ტუჩები გოგონას ყელისკენ წაიოღო როცა ვიღაცამ მთელი ძალით მოქაჩა, შემდეგ კი ცხვირში იგრძნო მძიმე დარტყმა და ყველაფერი დაბნელდა...
ბარში ქაოსი ატყდა, გვანცას ხელზე ვიღაც იყო ჩაფრენილი და მთელი ძალით ექაჩებოდა, გარბოდნენ, არ იცოდნენ სად მაგრამ შუა ქალაქში კოკისპირულ წვიმაში გარბოდნენ, გუბეებში აბიჯებდნენ და ამაზე არცერთი დარდობდა...
გული ორივეს გამალებით უცემდა
–ჯანდაბა! გაჩერდი ერთი წამი! მოთმინება დაკარგულმა წამოიყვირა გოგონამ და მაშინვე იგრძნო სველი ტუჩების შეხება, ნაცნობი სურნელი, ნაცნობი ტუჩები,
–ღმერთო ჩემო... უფრო გაოგნებულმა და აღტაცებულმა ამოიბუტბუტა, სახეზე შეხედა ნაცნობ, მონატრებულ სილუეტს და თავად აკოცა..
–ვეღარ გავძელი! კოცნიდა ავალიანი და თან ებუტბუტებოდა–არ დაგთმობ! არასდროს! ჩემი ხარ! მხოლოდ ჩემი! წელზე უფრო შემოხვია ხელები და ზედ აიკრა
–არ დამთმო! ხავერდოვანი ხმით უჩურჩულა და ძლიერად ჩაეხუტა მამაკაცს...
მხოლოდ სიგნალების ხმამ გამოარკვია და გამოაფხიზლა წყვილი. შუა გზაში დიდი საცობის მიზეზი გამხდარიყვნენ, თავსხმა წვიმაში იდგნენ და გზა გადაეკეტათ...
ერთმანეთს სიცილით შეხედეს და გზიდან გადავიდნენ, მოუბოდიშეს შექმნილი ვითარების გამო მძღოლებს და ხელჩაკიდულნი გაუდგნენ გზას.
***
დაახლოებით ღამის 12 საათი იყო ამირეჯიბმა რომ შეაღო სახლის კარი, ღია დახვდა და უსიამოვნოდ გასცრა ტანში, შიშის გამო არა, მოსალოდნელი სტუმრის გამო...
შესასვლელში ჩუმად შეიპარა, ბინა ჩაბნელებულიყო, სპეციალურად ფეხზე შემორჭერილი ჩასადებიდან იარაღი ამოიღო და თავდაცვით პოზიციაში განაგრძო მოძრაობა...
მისაღები მშვიდად გაიარა, საძინებელი ოთახისკენ აიღო გეზი, კარს მიუახლოვდა და სწრაფად შევარდა, იარაღით დაზვერა იქაურობა, თუმცა არავინ დახვდა, ამჯერად აბაზანისკენ წავიდა მაგრამ არც იქ დახვედრია ვინმე..უცნაურად მოეჩვენა, სამზარეულოში გავიდა ოდნავ უფრო სწრაფი ნაბიჯით, შევიდა დასწორედ ამ დროს მკლავში იგრძნო დარტყმა და იარაღი ხელიდან გაუვარდა, გონს სწრაფად მოეგო, მოწინააღმდეგის მიმართულებით მუშტი გაიქნია თუმცა ხელი გაუკავეს და კედელს მთელი ძალით მიანარცხეს, ძალიან ბნელოდა, რთული იყო რამის გარჩევა, იქვე დადებული ვაზა აიღო და სილუეტის მიმართულებით გაისროლა, შემდეგ მივარდა და ფეხი ძლიერად ჩაარტყა მუხლში, ორივე ხელი ერთმანეთს ჩასჭიდა და წაქცეულ მოწინააღმდეგის სახის მიმართულებით მოიქნია. სინათლის ასანთებად გაიზცა თუმცა სწრაფადვე აღმოჩნდა ჰაერში, შემდეგ კი იქვე მდგარ მაგიდაზე დაენარცხა (მამაკაცმა წელზე შემოჰხვია ხელები, ჰაერში ასწია და მაგიდაზე დააგდო), ნიტას ტკივილისგან სახე დაემანჭა, გაჭირვებით წამოდგა, სამზარეულოს მაგიდიდან დანა აიღო, სილუეტისკენ შებრუნდა, როცა იგრძნო ყელზე ძლიერი ხელების მოჭერა და წამსვე კარადაზე აკრული აღმოჩნდა...
ოთახში შემოჭრილი მთვარის შუქზე კარგად ჩანდა მამაკაცის მოელვარე თვალები...
ნიტამ ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში და გაჭირვებით წარმოთქვა
–გელოდებოდი!
–დარწმუნებული ვარ ღამეები არ გეძინა ჩემს ლოდინში!
მამაკაცმა მსუბუქად კიდევ ერთხელ მიანარცხა კარადას, ისე რომ გოგონას ყელს არ მოშორებია
–თავს ძლივს ვიკავებ რომ კისერი არ მოგტეხო! კბილებში გამოსცრა, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა, ეჭვი არავის შეეპარებოდა რომ მართლაც იყო ამის გამკეთებელი
გოგონამ ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და თვალებში ვნება აუკიაფდა
–ასე აღმაგზნებ!
–ჯანდაბა! დაიღრიალა მამაკაცმა და უხეშად შეუშვა ხელი ამირეჯიბს, შეტრიალდა და იქვე დადებულ მაგიდას წიხლი ჰკრა, სამზარეულოს კარადას მუშტი მთელი ძალით დასცხო, ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ისევ გოგონას მიუბრუნდა რომელიც ამ დროის მანძილზე ურეაქციოდ აკვირდებოდა მის საქციელს
–რის მიღწევა გინდა?! რის გაკეთება გინდა ამით?! შენი საქციელით რას ამტკიცებ?! არ ცხრებოდა მამაკაცი
–დამშვიდდი! სახე დაუსერიოზულდა ნიტას და ხმაზეც შეეტყო თუ რაოდენ სერიოზულად აპირებდა საუბარს, ხელში მოქცეული დანა იქვე მიაგდო და საძინებელი ოთახისკენ დაიძრა, რამდენიმე წამის შემდეგ ორივე ოთახში იჯდა და ერთმანეთის სუნთქვას უსმენდნენ, საუბრის დაწყება ნიტამ აიღო საკუთარ თავზე
–მაპატიე... დუმილის შემდეგ დაღონებულმა თქვა–შენ ამას არ იმსახურებდი... გაჩუმდა, რასაც ბიჭისგან ირონიული ჩაცინება მოჰყვა
–მხოლოდ მაპატიე? სარკასტულად გამოუვიდა–არ ვიმსახურებდი არა?! თვალებში სიბრაზე ეხატებოდა
–დემეტრე... ამოილუღლუღა და თვალებში შეხედა–ყველაფერი აირია, ასე არ უნდა გამოსულიყო, საერთოდ არ უნდა შემხვედროდი, არ უნდა ყოფილიყო არც ის ავარია, არც ბარი, არც ის ღამე, არც ბავშვი, არც ქორწილი, არც შენ, არც მე, არც ჩვენ!
–არ გაბედო! (დემეტრე წამოენთო)–არ გაბედო და არ ინანო!
–არ უნდა მომხდარიყო! დროს უკან ვერ დავაბრუნებთ მაგრამ შეგვიძლია დავასრულოთ ყველაფერი!
–რა უნდა დაასრულო?! ჩაეცინა არღვლიანს
–დემეტრე არ მინდა სენტიმენტალური დიალოგი! როცა მიხვდა ამირეჯიბი რომ გრძნობები სძლევდა, მაშინვე მოკლედ მოუჭრა, წამოდგა, პატარა ტუმბოსთან მივიდა, უჯრა გამოაღო, პატარა ყუთი ამოიღო და დემეტრეს გაუწოდა
–ეს რა არის?
–ერთადერთი რამ რაც გვაკავშირებდა! ეცადა მტკიცედ გამოსვლოდა.
არღვლიანმა ყუთი გახსნა და იქიდან ნიშნობის ბეჭედი ამოიღო.
მწარედ ჩაეცინა,
–ნიტა შენს გაშვებას არ ვაპირებ! ქვემოდან ახედა გოგონას
–მე შენგან არც მივდივარ, რადგან არც არასდროს ვყოფილვარ შენთან!
–მიყვარხარ გესმის! მიყვარხარ! შემიყვარდი! ამის დედაც! (თავზე ხელი გადაისვა) შენ გგონია ამას ყველას ვეუბნები?! ან ყველას ვთხოვ ცოლობას?! ყველას შენსავით ვეკიდები და დავდევ?! მითხარი! ერთი სიტყვა მაინც მითხარი ამის დედა შე*ცი! იღრიალა გამწარებულმა, ცხოვრელს ჰგავდა, გამძვინვარებულ ცხოველს...
ამირეჯიბი ძლივს იკავებდა ცრემლებს, უნდოდა ბოლო ხმაზე ეკივლა, გრძნობები გამოეხატა, ეთქვა რომ მასაც აქვს გრძნობები, თუმცა ამის მაგივრად იდგა და უემოციოდ მისჩერებოდა გაგიჟებულ მამაკაცს.
–სუსტი ხარ! მხოლოდ ეს ორი სიტყვა თქვა, დემეტრე ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა
–ერთად ვიძიოთ შური თუ ასე გინდა! თუ ამის გარეშე ვერ ძლებ, დაგეხმარები! თითქოს უკანასკნელ იმედს ჩაებღაუჭა არღვლიანი
–ეს უკვე შენი საქმე არაა! გაიმკაცრა ტონი, უბრალოდ აიღე ბეჭედი და გაქრი!
დემეტრე ერთხანს უყურებდა ნიტას, აღარ იცოდა როგორ შეენარჩუნებინა, ფიზიკურად ვერ იძალადებდა თორემ სახლშ წაიყვანდა ან სადმე სხვაგან გადამალავდა, თუნდაც მისი დაბმა დასჭირვებოდა, მაგრამ ამირეჯიბის შუშისებრი თვალები არაფერს ეუბნებოდნენ, ერთი პროცენტიც კიარ გამოხატავდა რაიმე ემოციას, მხოლოდ სიცარიელე იყო...
დანებდა! დემეტრე არღვლიანი ქალთან დანებდა! ცხოვრების სიყვარულს დანებდა! საყვარელი ქალისგან ვერაფერი იგრძნო საპასუხოდ და დანებდა! თავადაც დაცარიელდა...
–კარგი! თავის ასწია ბიჭმა და წელში გაიმართა,–ერთი კითხვა და წავალ (მკაცრად დაიწყო)–მუცელი მართლა მოგეშალა? პასუხის მოლოდინში გაირინდა მაგრამ მკაცრი გამომეტყველება არ მოშორებია... გოგონამ თვალებში შეხედა
–არა! გაიჟღერა მისმა ხმამ და დემეტრეს თვალებში სხივი გაკრთა–ორსულად არც ვყოფილვარ! მოგატყუე! მამაკაცი წამოენთო მაგრამ სანამ რამეს იტყოდა ნიტას ტელეფონი აწკრიალდა, განათებულ ეკრანს გახედა ორივემ, თუმცა ნომერი არ ეწერა... წამსვე დაებერა დემეტრეს ძარღვები, სხეული დაეჭიმა...
–შენ რა ისევ აგრძელებ?!
–მოკავშირეები ყველას გვჭირდება! წარბი აზიდა ნიტამ ამის თქმისას...
ზარი გათიშა, იარაღი აიღო, დანა ფეხზე მიიმაგრა და დემეტრესკენ შებრუნდა
–რომ გითხრა სასიამოვნო იყო შენი გაცნობა მეთქი მოგატყუებ, თუმცა არც უსიამოვნო ყოფილა, მაგრამ სასიამოვნო იყო შენთან სე*სი... მკრთალად გაუღიმა და იქაურობას გაეცალა.
***
ქალაქგარეთ, ერთ პატარა დასახლებაში, ნანგრევებად ქცეულ შენობაში ორი სილუეტი იდგა გვერდიგვერდ, ერთმანეთს არ უყურებდნენ, სივრცეს გაჰყურებდნენ შენობის მეოთხე სართულიდან
–სასიამოვნოა თანამშრომლობის განახლება! კმაყოფილება შეინიშნებოდა მამაკაცის ტონში
–...... (საპასუხოდ მხოლოდ დუმილი მიიღო)
–შენი ერთ–ერთი საქმის ნარჩენის გამო დაიღუპნენ... (მძმედ წარმოთქვა კაცმა)
გოგონამ მძიმედ ამოისუნთქა მშობლების ამბის გახსენებაზე, თვალები დახუჭა და სახე ნიავს მიუშვირა
–რას აპირებ?
–შენც კარგად იცი ჯეკ! ხმა ამოიღო ნიტამ...
ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა მოსაუბრეს, სათვალე შეისწორა, ჯიბიდან პატარა კონვერტი ამოაძვრინა და გოგონას მიაწოდა ისე რომ ერთმანეთისთვის არ შეუხედავთ, შემდეგ კი იქაურობას გაეცალა…
დაახლოებით ნახევარი საათი დაჰყო ნიტამ იმ ადგილას, ზრები დაალაგა, ღრმად ამოისუნთქა და მანქანისკენ დაიძრა...
ჩაჯდა თუარა მაშინვე კონვერტი გახსნა, ერთადერთი ფოტო იდო, ამოიღო და სურათზე გამოსახულ პიროვნებას თვალებგაფართოებული მიაშტერდა, ტანში გასცრა, ყურები დაუგუბდა და ყელი ჩაეწვა, ძველმა მოგონებებმა ერთიანად ჩაურბინა თვალწინ, გახელილი თვალებიდან უმალვე გადმოუგორდა ცრემლი, ტუჩები მომუწა რომ ხმა არ დასცდენოდა, ღმუილის მაგვარი ბგერები ამოუშვა მოკუმული პირიდან, საჭეს მოუჭირა ერთი ხელი, მეორეთი კი ფოტო დაჭმუჭნა, მუჭში ისე მოიქცია თითქოს ცოცხლად ჰყავდა ის ადამიანი და ხელით მას ახრჩობდა... კოვერტს კიდევ ერთხელ დახედა. ზედ დაწერილი მისამართი დაიმახსოვრა. შემდეგ კი ფოტოსთან ერთად ცეცხლი მოუკიდა და მანქანის ფანჯრიდან ისროლა...
ქალაქში შევიდა, მანქანას სწრაფად მართავდა, გზაში ხელახლა დაიწყო ფიქრი რა და როგორ გაეკეთებინა, საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა, ერთი მისი მხარე შურისძიების სურვილით შეპყრობილიყო, მეორე კი გრძნობებს მოეცვა...
მოცემულ მისამართზე მივიდა თუარა, მაშინვე გადავიდა მანქანიდან, იარაღი წელთან ჰქონდა დამაგრებული, ტყავის ქურთუკი გადაიცვა, წელში გაიმართა და ამაყი ნაბიჯებით გაემართა ორსართულიანი სახლისკენ...
ჭიშკართან დაცვის სამი ბიჭი იდგა, ამიტომ გადაწყვიტა ბაღიდან შეპარულიყო.
ღობეზე სწრაფად აძვრა და ბაღში გადახტა, იქვე მწვანედ ახასხასებული ბუჩქებიდან ერთ–ერთს ამოეფარა, იარაღი ამოიღო, მაყიჩი გაუკეთა და ბაღთან მოსიარულე დაცვას ასროლა, წამსვე გავარდა მეორე ტყვიაც რომელიც ამჯერად მეორე დაცვას მოხვდა, შენობისკენ დაიძრა, თან სიტუაციას ზვერავდა რომ არავინ გამოჰპარვოდა,
სახლის უკანა კარი შეაღო და მაშინვე ეცა ახოვანი შავებში ჩაცმული მცველი, რომელმაც კედელს მიანარცხა და იარაღზე დაეჯაჯგურა, ნიტამ ფეხის ტერფზე თავისი ფეხი მძლავრად დაჰკრა, თავი თავში ჩაარტყა და მოიშორა, იარაღი დაიბრუნდა და პირდაპირ გულ–მკერდში ესროლა...
გზა განაგრძო და ამჯერად სამზარეულოში აღმოჩნდა სადაც მოსამსახურე ქალი სადილს ამზადებდა, იარაღი თავთან მიადო და შეშინებულ ქალს ტუჩებთან თითის მიტანით ანიშნა გაჩუმებულიყო, ქალმა კი წამსვე ცრემლები გადმოღვარა და გაფითრებულმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, უკრაში ნაპოვნი წებოვანი ლენტით ხელები შეუკრა და პირზეც მიაწება [ატარა ნაგლეჯი
–მაპატიე... ყურთან დაუჩურჩულა და სამზარეულო დატოვა...
გრძელი დერეფანი გაიარა და მისაღებ ოთახში შევიდა, ცარიელი დახვდა იქაურობა, მხოლოდ ტელევიზორის დიდი ეკრანი განათებულიყო და საინფორმაციო დაბალ ხმაზე აშუქებდა ახალ ამბებს, ნიტამ თვალი მოავლო ოთახს და ფანჯრიდან დაინახა აუზი, შეზლონგზე კი სილუეტი შენიშნა რომელსაც თავზე ოთხი დაცვა ედგა, ზუსტად იქითკენ აიღო გეზი
აუზთან ზედიზედ ერთმანეთის მიყოლებით წაიქცა დაცვის სამი წევრი, მეოთხემ როგორც ჩანს რეაგირება მოასწრო და იარაღი ამოიღო, თუმცა წამსვე მოხვდა ამირეჯიბის მიერ გასროლილი დანა და უგონოდ დაეცა მიწაზე...
შეზლონგზე წამოწოლილი სილუეტი სანამ წამოდგებოდა მანამ იგრძნო იარაღის ცივი ლულა კეფაზე და ბოროტულად ჩაეღიმა, არც შებრუნებულა ნიტასკენ
–და აი ეს დღეც დადგა! ღვარძლიანად წარმოთქვა
–ადექი! საშინლად ცივი ხმით უთხრა ქალმა. მამაკაცი ნელა წამოდგა, წვენი რომელიც ხელში ეჭირა იქვე მაგიდაზე დადო და გოგონას თვალებში შეხედა
ნიტამ რომ შეხედა ხელახლა გაეხსნა ყველა ის ჭრილობა, რომელსაც ამდენი ხანი საგულდაგულოდ მალავდა, რომელსაც ამდენი ხანი გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდა, გული ბოღმით აევსო, იარაღს თითები უფრო მეტად მოუჭირა, მთელი სხეული დაეჭიმა
–როგორ დაქალებულხარ... თვალი აატარ–ჩამოატარა ბიჭმა და ნერწყვი მძიმედ გადააგორა, ეშმაკური თვალები ურცხვად ათვალიერებდნენ ამირეჯიბის სხეულის თითოეულ წერტილს, გოგონა მთელ თავის მოთმინებას იკრებდა თავის შესაკავებლად, ჯერ ლაპარაკი სურდა
–როგორ გადარჩი? ეს ორი სიტყვა წარმოთქვა გამშრალი პირიდან, მამაკაცმა ჩაიცინა
–რა გულუბრყვილო ხარ
–მე შენ მომაკვდავი დაგტოვე! იყვირა ნიტამ
–სწორედ ამაშია საქმე–გაღიმებულმა ლაღად უპასუხა–მომაკვდავი და არა მკვდარი!
მწარედ ჩაეცინა ამირეჯიბს
–მაშინ იმავე შეცდომას მეორედ აღარ დავუშვებ! ზიზღით წარმოთქვა და ის ის იყო სასხლეტისთვის უნდა გამოეკრა რომ უკნიდან ხმა მოესმა
–ნიტა არ გინდა!
ამირეჯიბი არ შებრუნებულა, მხოლოდ თვალები დახუჭა და ცრემლი გადმოაგდო, სწორედ ამ ხმის გაგონება არ უნდოდა ახლა...
–დემეტრე! ხმადაბლა თქვა აკანკალებული ხმით
–ნიტა მომისმინე... არ გინდა... უბრალოდ არ გინდა... გადაღლილი და მავედრებელი ხმა ჰქონდა ბიჭს, რომელიც ნელნელა უახლოვდებოდა
–იცოდი არა?! იმედგაცრუებულმა გოგონამ დემეტრეს შეხედა–ყველაფერი იცოდი მაგრამ გაჩუმებული იყავი, იცოდი რომ ეს შენმა ძმამ ჩაიდინა ხომ ასეა!– იღრიალა ბოლო ხმაზე, თავიდანვე იცოდი! ცრემლები უკვე თავისდაუნებურად სდიოდა, იარაღი დემეტრესკენ მიმართა, უკვე აზრი აღარ ჰქონდა რომელს ესროდა, ორივემ ატკინა, ორივე ძმამ სული ამოგლიჯა,მაგრამ რომლის უფრო სტკიოდა?! რათქმაუნდა იმის ვინც უყვარდა, დემეტრე არღვლიანის სტკიოდა
–ვიცი რომ გული გტკივა! გაისმა ბოხი ხმა, დემეტრეს ხმა იყო–რაც არ უნდა იყოს ჩემი ძმაა! არ მოგცემ მისი მოკვლის უფლებას, მე მოვკლავ ჩემი ხელით მაგრამ შენ ამის უფლებას არმოგცემ! კატეგორიული იყო, ისე მიუახლოვდა ნიტას ვერც გაიაზრეს, ისე აღმოჩნდა იარაღზე მიბჯენილი რომ ამირეჯიბისთვის თვალი არ მოუშორებია
–როგორი სიყვარული ისტორიაა! დამცინავი ტონით ჩაერთო დემეტრეს ძმა
არცერთი აქცევდა ყურადღებას მის ხმას, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, ბიჭის მავედრებელი მზერა და უკანასკნელად წარმოთქმული „მიყვარხარ“, ქალის ცრემლიანი სახე და დაბინდული მზერა, გრძნობების გარეშე შესრულებული რამდენიმე ნაბიჯი და გასროლა რომელმაც თითოეული მათგანის ცხოვრება შეცვალა
სასხლეტზე გამოკრული თითები დემეტრესი იყო, ნიტას ხელზე შემოხვეული მისი ხელიდან გასროლილი ტყვია რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა...
პოლიციის სირენების ხმა და დაკავებული ნიკოლოზ არღვლიანი (დემეტრეს ძმა), რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა...
ნიტას ხმამაღალი სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა და ცხედართან ჩაკეცილი სხეული, რომელიც დემეტრეს ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, მისი ხავილი რომელიც სულისშემძვრელად საშინელი იყო...~დემეტრე არღვლიანის საფლავზე წარმოთქმული სიტყვები
„სუსტი ვარ დემეტრე არღვლიანო, რადგან თავდავიწყებით მიყვარხარ“
***
1 წლის შემდეგ

ზღვის ქვიშიან სანაპიროზე ჩამომჯდარიყო ლამაზი ქალის სხეული, თავზე შლიაპა ეხურა, მზის ჩასვლისას ხელში მოთავსებულ წერილს უყურებდა და გაღიმებული სახიდან ცრემლების ნაკადი სდიოდა
„ ვინ იცის ამ წერილს როდის წაიკითხავ...
არ ვნანობ, რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში არცერთ წამს ვნანობ, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს იგივეს გავაკეთებდი...
გვიან გავაცნობიერე რომ მთელი ჩემი ცხოვრება ხარ, ჩემი სულის ნაწილი, რომელიც დედამიწაზე დავტოვე...ჩემი გული დავტოვე... შენთან, შენში დავტოვე...
რაც გავაკეთე დამიჯერე საჭირო იყო, ალბათ როდესმე შეძლებ ჩემს პატიებას,
მაპატიებ რომ მარტოობისთვის გაგიმეტეთ
გგონია არ ვიცოდი რომ ორსულად იყავი?!
მე ხომ დემეტრე არღვლიანი ვარ, როგორ იფიქრე რომ ამას დავიჯერებდი.
რას არ მივცემდი ახლა თქვენს გვერდით რომ ვყოფილიყავი...
შენი და ჩემი სიყვარულის ნაყოფის გულში ჩასაკრავად...
თავს ვიდანაშაულებ რადგან გვიან მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის...
რამდენად საჭირო, რამდენად ძვირფასი...
თუ ჩემი მონატრება შეგაწუხებს უბრალოდ წერილი წაიკითხე და იგრძენი თითქოს ამ ყველაფერს შენს გვერდით მჯდომი გესაუბრები...
მინდა ჩემზე კარგი მოგონებები გქონდეს... როცა ჩვენი პატარა მამას მოიკითხავს უთხარი რომ ზემოდან გიყურებთ და მუდამ თქვენთან ვარ...
არ შეგეშინდეს, არასდროს არაფრის შეგეშინდეს, მარტოობის არ შეგეშინდეს
ყველაზე ძლიერი ქალი ხარ ვისაც კი ვიცნობ, ერთადერთი და ისიც ჩემი!
სუსტი ვარ ნიტა,სუსტი ვარ რადგან უსაზღვროდ შემიყვარდით...“
გოგონა ქვითინებდა და წერილს თითებს ნაზად უსვმდა, თითქოს მის ავტორს ეხებოდა, სევდიანად იღიმოდა, ბოლოს ფურცელი სახესთან ახლოს მიიტანა, თვალები დახუჭა და ნაზად აკოცა...
გვერძე დადებულ ჩანთაში ჩამალა წერილი... წამოდგა და სარაფანი გაისწორა, მობილურის ზუზუნი რომ გაიგო ფიქრებიდან გამოერკვა, ეკრანს დახედა,
ნომერი რომელიც შებოჭვის, დაძაბვის მიზეზი ხდებოდა, ზარი რომელიც ცხოვრებას მეორე, უფერული მხრიდან აცქერინებდა... ტელეფონს დასწვდა და რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ ტალღებისკენ ძლიერად მოისროლა, მაქსიმალურად შორს...
ღრმად შეისუნთქა ჰაერი და გაღიმებულმა ახედა ცას, ისე ვითომ იქ იყო დემეტრე...
ჩანთა აიღო, შემდეგ კალათასაც დააავლო ხელი, რომელშიც სამი თვის მოღუღუნე დემეტრე დაჭყეტილი თვალებით გაღიმებული შეჰყურებდა დედას...



***
გადავწყვიტე სრულად დამედო, იქნებ ვინმეს კიდევ გაუჩნდეს სურვილი და გადაიკითხოთ <3
ვიღებ ყველანაირ შეფასებას <3



№1 სტუმარი Stumari liza

Vaime es ra iyo bolo tavze movkvdi tirilit axlac eiforiashivar magari motxrobaaa da shenc magari gogo xar

 


№2  offline წევრი jina

Stumari liza
Vaime es ra iyo bolo tavze movkvdi tirilit axlac eiforiashivar magari motxrobaaa da shenc magari gogo xar

Didi madloba chemo kargo <3 gamaxare <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან მოვიწყინე, რატომ ამხელა დრამა და ტრაგიზმი, ვნანობ რომ წავიკითხე.

 


№4 სტუმარი სტუმარი Lika

მე მოვკვდე ვტირი ძნელია ძაან ჩემი მცხარე ცრემლებით ატირება მაგრამ ეხა უსუსურად ვგრძნობ თავსს მგონია ეს ისტორია ნამდვილია და გული მტკივააა მომიკალი დღეს შენ ჩემი გულიი რამდნეჯერ ვისიამოვნე რო ვკითხულობდი ნაგრამ ამ გვერდზე ყველა ისტორიის დასასრულს ვგრძნობ და ვიცოდი ბოლოს დემეტრე რო მოკბდებოდაა ვიცოდი მოსის ძმა ცოცხალი რო იქნებოდა ....ნამდვილი ფანტაზიორი ხარ ცუდი გაგებით არ გაოგოო საოცრებაა მაგრამ ბევრი მარტირეეე ასე მგონია ეს აბავი ცოცხალი ამბავია და დემეტრეს და ნიტას ტკივილი შევიგრძენი რატო მატირე ამდენი რაყო ამატკივე და ამოჩქარე გული??????!!!!მათი სიუხეშეეე დაბრკოლელებები მოუწვდომელობა მომწონს ძალიან მაგრამ იცებ დემეტრეს ესე დაკარგვააა რომ ვერ გაიგოო მისის საყვარრლი ქალის მიყბარხარ სიტყვაა აუი კაი რააა არაჩვეულებრივი ხარრრ

 


№5 სტუმარი mariam menognishvili

dzalian kargi motxrobaa!!umagresi.mara demetre shemecoda mainc megona rom bolos ertad iqnebodnen.umagresi xar !????????

 


№6  offline წევრი jina

სტუმარი Lika
მე მოვკვდე ვტირი ძნელია ძაან ჩემი მცხარე ცრემლებით ატირება მაგრამ ეხა უსუსურად ვგრძნობ თავსს მგონია ეს ისტორია ნამდვილია და გული მტკივააა მომიკალი დღეს შენ ჩემი გულიი რამდნეჯერ ვისიამოვნე რო ვკითხულობდი ნაგრამ ამ გვერდზე ყველა ისტორიის დასასრულს ვგრძნობ და ვიცოდი ბოლოს დემეტრე რო მოკბდებოდაა ვიცოდი მოსის ძმა ცოცხალი რო იქნებოდა ....ნამდვილი ფანტაზიორი ხარ ცუდი გაგებით არ გაოგოო საოცრებაა მაგრამ ბევრი მარტირეეე ასე მგონია ეს აბავი ცოცხალი ამბავია და დემეტრეს და ნიტას ტკივილი შევიგრძენი რატო მატირე ამდენი რაყო ამატკივე და ამოჩქარე გული??????!!!!მათი სიუხეშეეე დაბრკოლელებები მოუწვდომელობა მომწონს ძალიან მაგრამ იცებ დემეტრეს ესე დაკარგვააა რომ ვერ გაიგოო მისის საყვარრლი ქალის მიყბარხარ სიტყვაა აუი კაი რააა არაჩვეულებრივი ხარრრ

Mec dzalian mwydeba guli demetreze tumca sxvanairad ubralod ar shemedzlo :((( ici am wutas rogori gaxarebuli vaar ..vgrdznob rom tyuilad ar damiweria es motxroba da usazgvro sixaruls ganvicdi radgan amxela emocia gamoiwvia shenshi ... ugrmesi madloba shepasebistvis <3

mariam menognishvili
dzalian kargi motxrobaa!!umagresi.mara demetre shemecoda mainc megona rom bolos ertad iqnebodnen.umagresi xar !????????

Didi madloba <3 mixaria titoeuli tqvengani <3

 


№7  offline წევრი Onlyyou

Au es gansxvavebuli iyo ragas sxva rasac ver avgwer sityvebi es iyo saocreba, tkivili sevda siyvaruli yvelaperi ertad neta icode rogor michirda wakitxva cremlit savse tvebit... magram mainc vfiqrob rom nita ar uda gadarcheniliyo martalia miezgva yvela danashaulistvis magram ar unda gadarcheniliyo..... madloba rom ase tkivilianad masiamovne am motxrobit ????

 


№8  offline წევრი jina

Onlyyou
Au es gansxvavebuli iyo ragas sxva rasac ver avgwer sityvebi es iyo saocreba, tkivili sevda siyvaruli yvelaperi ertad neta icode rogor michirda wakitxva cremlit savse tvebit... magram mainc vfiqrob rom nita ar uda gadarcheniliyo martalia miezgva yvela danashaulistvis magram ar unda gadarcheniliyo..... madloba rom ase tkivilianad masiamovne am motxrobit ????

Qaluri solidarobis gamo nita ver movkali, ubralod ver gavimete :// bednieri var rom ragac emocia mainc agdzra shenshi <3 madloba

 


№9  offline წევრი Onlyyou

jina
Onlyyou
Au es gansxvavebuli iyo ragas sxva rasac ver avgwer sityvebi es iyo saocreba, tkivili sevda siyvaruli yvelaperi ertad neta icode rogor michirda wakitxva cremlit savse tvebit... magram mainc vfiqrob rom nita ar uda gadarcheniliyo martalia miezgva yvela danashaulistvis magram ar unda gadarcheniliyo..... madloba rom ase tkivilianad masiamovne am motxrobit ????

Qaluri solidarobis gamo nita ver movkali, ubralod ver gavimete :// bednieri var rom ragac emocia mainc agdzra shenshi <3 madloba

Ragac emocia?? Ragacc emociakiara axlac emociisa da shtabechdulebis qvesh var ase motxroba raxania ar momwonebai ????

 


№10  offline წევრი jina

Onlyyou
jina
Onlyyou
Au es gansxvavebuli iyo ragas sxva rasac ver avgwer sityvebi es iyo saocreba, tkivili sevda siyvaruli yvelaperi ertad neta icode rogor michirda wakitxva cremlit savse tvebit... magram mainc vfiqrob rom nita ar uda gadarcheniliyo martalia miezgva yvela danashaulistvis magram ar unda gadarcheniliyo..... madloba rom ase tkivilianad masiamovne am motxrobit ????

Qaluri solidarobis gamo nita ver movkali, ubralod ver gavimete :// bednieri var rom ragac emocia mainc agdzra shenshi <3 madloba

Ragac emocia?? Ragacc emociakiara axlac emociisa da shtabechdulebis qvesh var ase motxroba raxania ar momwonebai ????

Udidesi madlobebi <3 :*

 


№11  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მომეწონა. სხვაგვარ დასარულს ველოდი, არა ბედნიერი დასასრულით. მაგრამ დემეტრეს თავგანწირვა ზედმეტი მეჩვენა, როცა ეს გოგო თავიდან ბოლომდე ანტიპათიას იწვევდა ჩემში. ამხელა ცოდვების მატარებელი ბედნიერი ვერ იქნება ადამიანი.
ისე წერ ისტორიას, რომ ვერ მიხვდები რას გვიმზადებ წინ და იმხელა ინტრიგებს ატრიალებ, ისტორიას მთელ ხიბლს სძენ. ცოტა დახვეწა სჭირდება ამ ისტორიას, მაგრამ საერთო ჯამში მომეწონა ძალიან

 


№12  offline წევრი richirichi

სიტყვები არ მყოფნის აღფრთოვანების გამოსახატათ.ძალიან მომეწონა.დასასრულს ცოტა სხვანაირს ველოდი,მაგრამ ავტორის ხედვით ალბათ ასე იყო საჭირო......და მადლობა ისტორია სრულად რომ დევს და ცალკეული თავების მოძიებაში დრო არ დავკარგე.წარმატებები

 


უნამუსო ვიყო(პირველად ვხმარობ ამ სიტყვებს) საშინლად ემოციური ვარ და ამ ისტორიას რომ ვკითხულობდი ყირიმის დროს სამჯერ გამისკდა ტუჩი, თვალები მაქვს დასიებული და ლოყები და ცხვირი სულ განათლებული, ძალიან ემოციური იყო ეს ჩემთვის, მე ჰეფი ენდი მინდოდა, ჰო ძალიან არ მომეწონა დასასრული მაგრამ, შენი წერის მანერა იმდენად მომწონს, რომ მზად ვარ მეორედაც წავიკითხო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent