შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 14)


4-05-2018, 17:22
ნანახია 1 529

ხელის კანკალით ჩამოვწიე სატვირთოს რკინის სახელური და უცებ ხელი გამიშეშდა.
გზის მეორე მხარეს ჩემმა თვალებმა უცნაური ფაქტი შენიშნა, რომელიც მოძრაობდა. ანდრია ორ ბიჭთან ერთად მოდიოდა მწყობრ ნაბიჯში, ბიჭების სიცილს მისი ხმაც ერთვოდა, როცა ის მოხდა, რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა, რომ მომხდარიყო-მე შემამჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად პატიოსანი და უდანაშაულო ადამიანი იყო (მხოლოდ ამ სიტუაციაში), მას ჩემსავით გაოგნებული და განცვიფრებული მზერა არ ჰქონია. გზაზე შედგა, მერე კი თეასკენ მიმდინარე მოვლენებს დააკვირდა, რომელსაც ისიც ამძაფრებდა, რომ მალე როქსიც აღმოჩნდებოდა ბადისა და გალიის ქვეშ, დროზე თუ არ ვიმოქმედებდი.
ანდრია უცნაური მიმიკებით წამოვიდა ჩემკენ და ბიჭებს რაღაც ანიშნა. ვიცოდი, რომ თუ კაცი დაგვინახავდა, ჩვენი საქმე ცუდად წავიდოდა.
და აი ისიც-ჩემ წინ ჯიბეებში ხელჩაწყობილი გაჩერდა, მე კი მკლავში ხელი ვტაცე და კაცის მხედველობის არეალიდან გამოვათრია. მეც და ისიც, მანქანის ზურგს დაცულად ამოვეფარეთ.
-აქ რა გინდა?-ჩურჩულით გადავულაპარაკე და მივაშტერდი.
-მე? შენ თვითონ რას აკეთებ?-შემომხედა და თითი საბარგულისკენ გაიშვირა (სამხილების ადგილისკენ, რომელსაც უკვე ეტყობოდა ჩემი თითების ანაბეჭდი კარის სახელურზე, ნეტავ რკინაზე თუ გამოჩნდებოდა ულტრაიისფერი სხივების დანათებით?).
-ახლა დრო არ მაქვს, მერე აგიხსნი-მღელვარე ხმა ვერაფრით დავიწყნარე (გახშირებული სუნთქვის, გულისცემის დარეგულირების მცდელობამ ფუჭად ჩაიარა)-გახსნაში მომეხმარე. მერე კი,ძალიან ჩუმად გავხსნით ყველა გალიას, რომელშიც ცოფიანი თუ საღი ძაღლი იჯდება, გასაგებია?
-მიგიხვდი-თავი დარწმუნებით დამიქნია და მიტრიალდა-იმედია არ ჩავფლავდებით და მე, როგორც შენნაირი უნიჭო ბანდიტის თანამონაწილეს, ციხეში არ ჩამაყუდებენ.
ხელი სახელურს მოჰკიდა და ფრთხილად ჩამოსწია. კარი უმნიშვნელო ჭრიალით გაიღო და სიბნელეში დამწყვდეული ძაღლების ანარეკლები გამოჩნდა (თანაც საკმაოდ შემზარავად..-აბა რა მინდოდა? არ გამიგია "თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო?", არა, ჭკუა ნამდვილად არ მომეკითხებოდა. რომელ ასაკამდე არ მოეკითხება ქალს ჭკუა? მთელი ცხოვრება?).
-შეძლებ?-გადმომხედა ანდრიამ. თავი გაჭირვებით და ყოყმანისგან გაწამებულმა რისვაივაგლახით დავუქნიე. ერთად ვაწვალებდით გალიების საკეტს, სადაც თავისუფლების მოლოდინისგან გაყუჩებული ძაღლები ისხდნენ და გველოდებოდნენ, როდის განვათავისუფლებდით, რომ მერე ერთიანად, უსულგულოდ დავეგლიჯეთ. როქსის ყეფა გაისმა. მივხვდი, თეა უმოქმედოდ არ გაჩერდებოა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კაცს საშუალებას არ მისცემდა, "სასეირნოდ გამოყვანილი" მეზობლის ძაღლი დაეჭირა და უპატრონო ძაღლებისთვის განკუთვნილ ადგილზე სხვა ძაღლებივით ჩაესვა, ამიტომ მე იქვე მიგდებულ ხელსაწყოს გამოვკარი ხელი და გაჭირვების ჟამს, როდესაც გალიების გახსნის იმედი ამოგვეწურა, ხელსაწყო მოვიმარჯვე (პროფესიონალი ქილერივით, თუმცა, რამდენად ვგავდი ქილერს ჯინსის შარვალში და აკოსილ, გაფუებულ თმაში?).
-რას აკეთებ?-ანდრომ თვალები გაოცებისგან დააფახულა და ყურადღება არ მიმიქცევია, ისე მოვუქნიე ხელსაწყო (ბლაგვი ჩაქუჩი) გალიის საკეტს. შიგნიდან ძაღლების ყეფის ხმა გამოვიდა და გული ძლიერად ამიძგერდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი, ძაღლების შემეშინდა, თუ ადრენალინის მოზღვავება მჭირდა იმ მნიშვნელოვან მომენტის წინ, როცა ეს საშიში არსებები კლიტეს გამოანგრევდნენ და...
ანდრომაც მე მომბაძა და ძირს დაგდებულ რკინას სტაცა ხელი. ორჯერ მძლავრი ჩარტყმის შემდეგ, კაცი ჩვენკენ გამოიქცა. ჩვენს დანახვაზე კი გაბრაზებულმა კბილები ერთმანეთზე დააჭირა და ჩვენკენ წამოიწია, მაგრამ უკვე გვიან იყო.
გალიას მონჯღრეული და ნაწვალები კლიტე თავისით ჩამოსძვრა და ლითონი ძირს ჟღარუნით დაეცა. კარის გაღება და ძაღლების იქიდან გამოვარდნა ერთი იყო.
და ყველაზე მნიშვნელოვანი-კაცმა მხოლოდ ერთხელ მოაწრო დაღრიალება, შემდეგ კი როქსის ყელზე დაკიდულ ჯაჭვზე ჩაბღაუჯებული ხელი გაეშვა.
ათეულობით ძაღლი ყეფით გაიქცა და ჩვენს ირგვლივ მიმოიფანტა.
კაცმა ხელი ტელეფონს სტაცა, მაგრამ თეა ხელებში ეცა და მთელი ძალით გაიწია თავისკენ, თუმცა მხოლოდ მაშინ გამოგლიჯა, როცა როქსიმ ღრენით მოქაჩა კაცს შარვალზე (აი, რა არის, მეზობლის ძაღლს რომ სწორად აღზრდი!)
სანამ უარესი რეაქციები მოჰყვებოდა ყველაფერს და მთავარი აპოკალიფსი დაიწყებოდა, ანდრომ ხელი ჩამავლო და თეასთან და როქსისთან ერთად ჩვენც ძაღლებივით (თუმცა, უფრო სწრაფად და მეტად შეშინებულები, ვიდრე თავისუფლების გრძნობით გახარებულები) გავიქეცით შორს. შორს, სადაც საწყალი, საქმეჩავარდნილი კაცი ვერ დაგვიჭერდა და ვერც გვიჩივლებდა, სანამ ციხის უფროსები მაგიდის ზედაპირზე არ დაულაგებდნენ სავარაუდო დამნაშავეთა ფოტოებს, დამნაშავის აღმოსაჩენად.
დაღლილმა რამდენიმე წამში გაცერება და შესვენება ვითხოვე, მაგრამ ანდრო რისი კაცი იყო, ხელი რომ გაეშვა და მით უმეტეს-შევესვენებინე. თეაც კი სწრაფად მირბოდა.
იმ კორპუსამდეც მივაღწიეთ, სადაც გმირი როქსის პატრონი თავისი წყნარი და ნაზი ძაღლის "სეირნობიდან" დაბრუნებას ელოდა და ერთამენთს უპაროლო ღიმილით გავხედეთ მე და თეამ.
-დაარტყი-ხელი გამომიწოდა მან და მეც ჩემი ხელისგული შევაგებე.
მერე, ანდროს გადავხედე და შევატყე, როგორ იღიმოდა.
-მადლობ, რომ დაგვეხმარე-გადავულაპარაკე და თბილი მზერა მივაბყარი.
თავი ჩემკენ შემოატრიალა და თავმომწონედ შემისწორა:
-მე თქვენ კი არა, იმ საწყალ ძაღლებს დავეხმარე.
ესეც ანდრიას ნამდვილი სახე-სარკასტული და თვითკმაყოფილი, ყველგან და ყოველთვის, დაცინვისას და სერიოზული ადამიანის როლის მორგებისას. რატომ არ იყო ისეთი ნორმალური, როგორც სხვა ყველა ბიჭი? ალბათ იმიტომ, რომ ისიც ასეთი რომ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი, შემეყვარებინა, მას კი ისეთი შარმი და ლიბიდო ჰქონდა (ნეტავ ვისგან გამოჰყვა?), არ გამომდიოდა, არ მყვარებოდა. თუმცა, შარმი არაფერ შუაშია, როცა ადამიანი გიყვარს, რადგან ზუსტად ვიცოდი! ვიცოდი, რომ მასში მხოლოდ კარგი კი არა, ყველაფერი ისეთი მიყვარდა, როგორიც ჰქონდა-ყოველი ცუდი, ეშმაკური ქცევა, ჩემთის უგემოვნო სტილი და მაინც სასურველი, გაუგებარი და ხისთავიანის ხასიათი, მაგრამ მაინც საყვარელი... ნეტავ, მართლა დელირიის დაავადება არის სიყვარული თუ უბრალოდ ყველაფერი, რაც უნდა იგრძნო?
-მეტს არც ველოდი-მისი პასუხის პასუხად, ღიმილის მაგივრად სახე დავმანჭე და სადარბაზოსკენ მიმავალ თეას გავძახე-გოგო, ხვალ არ დაგავიწყდეს.
-ვიცი, ორ საათზე როლიკებით დაგვხდები ნუნუს კორპუსთან ზავის ტერიტორიაზე, შვეიცარიაში.- მშვიდად მომაძახა და კიბეზე ჩვეული კისრისტეხით აირბინა (ბავშვობის ჩვევა-კიბეზე ფეხის მოტეხვისკენ მიდრეკილება).
მე ანდრიასკენ მივტრიალდი და გზისკენ ვანიშნე.
-ნუნუ ვინ არის?-სიცილით მოატრიალა თავი ჩემკენ.
-შენ რა, ნუნუს არ იცნობ? არასდროს გამოგკიდებია ცოცხით?-მხიარული ღიმილით გავხედე. ლოყებჩაჩუტული მიხურებდა, გრძელი, დაძარღვული და უჩვეულოდ თეთრი ხელები ჯისნის ჯიბეში ჩაელაგებინა და შევატყე, რომ მოკლემკლავიანში შესციებოდა.
გამეღიმა და მისკენ მივიწიე. ჯერ გაკვირვებით შემათვალიერა, როდესაც ჩემი თბილი სხეული თავის მხარზე მიკრული იგრძნო, მერე კი ცალი მკლავი მხარზე გადამხვია და უფრო მეტად მიმიხუტა (ნეტავ, მხოლოდ გასათბობად, თუ შინაგან სითბოსაც ჩემგან იღებდა და ჩემი გულიც მის სხეულში ცემდა?)
-და ზავის ტერიტორიაზე რას იტყვი?
-... ეს ის ადგილია, სადამდეც თეას სახლიდან იგივე მანძილია, რამდენიც ჩემი სახლიდან. არც ერთს გვინდა, ერთი ზედმეტი ნაბიჯი გადავდგათ და ერთმანეთის უფლებები დავარღვიოთ.
-ტუჩები გაგილურჯდა-თვალი გაუშტერდა და მეც ავხედე.
ტუჩებზე დამკვირვებოდა, მე კი თვალებში ჩავხედე და რაღაც უცნაური აღმოვაჩინე, ალბათ სითბო, რომელიც მისგან მაკლდა და ყოველთვის დამაკლდებოდა, სანამ ჩემს კუთვნილ სითბოს სხვა ქალებს გაუნაწილებდა (ანუ მუდამ, მარად და ყოველთვის), ჩემთან იქნებოდა, მაგრამ ამ დროს სხვასთან მოუნდებოდა, და მიმტანის საწოლში ყოფისას, ჩემი წელი გაახსენდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალს ჩემზე ოდნავ უარესი წელის ფორმა ჰქონდა.
უცნაური გრძნობდა იყო,თავისით ვისობდი გულში ცხელ შანთს ჩემივე ფიქრებით, თუმცა რომ არ მეფიქრა, არც მე ვიქნებოდი რეალური და არც ანდრია. მანაც იცოდა, რომ არ მატყუებდა, რომ არ ვტყუვდებოდა. როცა ადამიანი არ ტყუვდებდა, მაგრამ თავს იტყუებს, ნამდვილად კარგი მატყუარა ხარ. ანდრია საუკეთესო იყო.
-ალბათ სიცივის ბრალია-მომაგონდა, რასაც ცოტა ხნის წინ მეუბნებოდა.
-ჰიპოთერმია ხომ არ გჭირს? შევამოწმოთ?-ყელზე ცივი თითები დამისვა და ცივმა ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა, მთელი ტანი დამებურძგლა მისი ოდნავი შეხებით-არა, საკმაოდ თბილი ხარ
-მაგრამ, შენ ხარ ცივი.
-ჩემზე არ იდარდო-ცალყბად გამიღიმა და თვალი ამარიდა, მერე კი ჩუმად, თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა-გაზაფხული გადის.
-ჰო-ჩუმად ჩავილაპარაკე და უნებურად ცას ავხედე. უღრუბლო და უზრუნველი იყო, ბავშვივით, რომელსაც ყველა უყვარს, ვისაც ხედავს და ყველას ან უღიმის ან გულწრფელად ტირის ისე, თითქოს სამყაროს ტკივილი მას აწუხებდეს. იქნებ სამყაროც ბავშვია? ჯერ კიდევ დარჩა ადგილი, რომელიც ჩვენი ცოდვებისგან წაუბილწავია, რომელიც ამ ჭუჭყიანმა ადამიანებმა ვერ მოვსვარეთ ჩვენი მტვრით და ჯერ კიდევ წმინდაა ეს ადგილი. დედამიწა სუფთაა, როგორც არ უნდა დავანაგვიანოთ, ეს ნაგავი ჩვენია, რასაც ჩვენ მიწაზე ვყრით, რითიც მიწას ვაბინძურებთ, ეს დედამიწას მხოლოდ ზემოდან აკვრია და ის შუა გულში მაინც ნათელი და თვალისმომჭრელია.
-აღარ ეციება-თითქოს ჩემს გასაგონად თქვა და გზას დახედა ოდნავ ჩახრილი თავითა და წინ გადმოვარდნილი ქოჩორით.
-არც გრილი და სასიამოვნო სიო დაბერავს-ვიჩურჩულე.
-ზაფხული დაგვავიწყებს იმას, რაც გაზაფხულში იყო-მტკიცეთ, თითქმის საზღვარდადებული სიზუსტით ჩაილაპარაკა, მაგრამ მე მაინც ვიგრძენი მის ხორკლიან ხმაში წამიერი სისუსტე.
-დაგვავიიწყებს?-ხმა ჩამიწყდა, ჩავისუნთქე. ანდროს სინტყვები მინიშნებასავით ჟღერდა (მინიშნება-ანდროს ზუსტი მახასიათებელი, ხაფანგი, რომელშიც ისე ებმები, ვერც ხვდები, რომ ხაფანგში ხარ), მე კი მივხვდი, რომ მისი საუბარი ზედაპირული არ იყო და უნდოდა, მივმხვდარიყავი, რასაც მანიშნებდა. ჩურჩულით საუბარზე გადავედი და შეიძლება ეს იმის ბრალიც იყო, რომ ძალა გამომელია ხმის ასამაღლებლად ანდროსთან სალაპარაკოდ-შენ ფიქრობ, რომ ყველაფერს დავივიწყებ>? მაგალითად რას? შენ რა გინდა რომ დაივიწყო?
შევჩერდით. მომენტმა შეგვაჩერა, რომელიც უკვე კი არ გვიახლოვდებოდა, ჩვენთან იყო-ჩვენ ვიყავით მასში და სულაც არ მომაწონდა ეს მომენტი, თუკი ასეთი მძიმე იქნებოდა განშორება, თუკი მომენტი დამშლიდა, შემდეგი წამები რაღას მიზამდა? ანდრო ზედმეტად დიდი მარტოობისთვის მიმეტებდა-მე საკუთარ თავთან მტოვებდა მარტოს, საკუთარ თავთან, რომელიც სულაც არ მმიყვარდა ანდროზე მეტად და ზიზღსაც კი ვგრძნობდი ხშირ შემთხვევაში.
ის თვალებში მომაშტერდა, მე კი ვცდილობდი, გულში ჩამეხედა, რომ იქ მისი სიტყვების საწინააღმდეგო მეპოვა, მაგრამ ვერ ვხედავდი. არა იმიტომ, რომ გარედან მას სხეული ფარავდა, არამედ იმიტომ, რომ ანდრია საგულდაგულოდ კარგად მალავდა თავის გრძნობებს და უსარგებლო, ფსევდორეალისტური სიტყვებით ამახინჯებდა მათ, მატყუებდა, ან ზედმეტად მართალი იყო. მე რომელი მერჩივნა?
თვალებშიც კი უგრძნობლობა ეტყობოდა, უტეხი მზერით მყინავდა და ამჯერად მისი მზერა, თრობის ნაცვლდ ისე მაფხიზლებდა, როგორც არასდროს.
-ხომ იცი, რომ არ მიყვარხარ?
საკმაოდ ხმამაღლა ჩაილაპარაკა იმისთვის რომ გამეგო. მან ხომ იცოდა, რომ მე მის ჩურჩულსაც გავიგებდი. იცოდა, მაგრამ ხმამაღლა თქვა. რა საოცნებო სიტყვები მომიძღვნა-იმდენად დიადი და ზღაპრული, ვერ დამეჯერებინა ამ სიტყვების რეალისზმი. ნეტავ, ყველაფერი იმდენად მარტივად იყო, როგორც ვუყურებდი თუ იმდენად რთულად, როგორც ვგრძნობდი?
თვალები ოდნავ ამემღვრა, მაგრამ ვცადე, არ შეემჩნია. მინდოდა, ძლიერი დავრჩენილიყავი მასთანაც და საკუთარ თავთანაც, რომელთანაც კიდევ ბევრი ტკივილის განცდა და ატანა მომიწევდა. ეჰ, ჩემო თავო, როგორ გიმადლობ, რომ ჩემთან დარჩი...
-თუ მანამდე უსიყვარულოდ მკოცნიდი, ახლა რა გიშლის ხელს, რომ ისევ უსიყვარულოდ და უგრძნობლად მაკოცო, მხოლოდ ვნებით?-ხმა გამებზარა. მას ჩემი თავი შევთვაზე, ჩემი გაშიშვლებული სული მივეცი, ხელში მივაწოდე მაშინ, როცა ვიცოდი, გადამიგდებდა, ნათხოვები ბურთივით გამიხეთქავდა, უარყოფდა ჩემს სიტყვებსაც და გრძნობებსაც. მე ჩემი სიტყვებით მოვკალი ძლიერი ქალის იმიჯიცა და თავდაჯერებულობაც. და მაინც, სანამ ამას ვიგრძნობდი, ვოცნებობდი მის გულში ჩაძრომაზე და იქ მშვიდად ძილზე. მერე კი, აღარასდროს ამოვიდოდი, რადგან მეცოდინებოდა, როგორი თბილი იყო ანდროს გული მათთვის, ვინც უყვარდა. და მაინც, ვინ უყვარდა? ვინმე უყვარდა?
იქნებ ეს იყო მთავარი მიზეზი,რატომაც "გაზაფხულის გოგოს" დავიწყებას ცდილობდა, თუკი მხოლოდ მე მერქვა ასე...
ანდრომ ჩემს თვალებში თითქოს ჩემი ფიქრი ამოიკითხა, მხრებზე ხელი მომხვია და ჩამიხუტა. ჩემს თმებზე მის თბილ სუნთქვას და მის ყელში-წვიმის სურნელს ვგრძნობდი.
როგორ მომინდა, ლავიწის ძვალზე დამედო ლოყა და ტუჩები ზედ მიმეკრო, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თანდათან ხელიდან მეცლებოდა მისი სხეულის ყოველი ნაწილი, რომელიც მანამდე ჩემთვის არსებობდა.
სითბოს გარედან ვგრძნობდი, ვისრუტავდი, მაგრამ შიგნით ვერაფრით ვუშვებდი. ადამიანი სითბოს თვითონ გამოყოფს-მე აღარ დამრჩენოდა ალბათ. ვინატრე, უცებ დაექუხა და გაწვიმებულიყო, ისე როგორც არარეალურ წარმოდგენებში, როგორც ღამით, წიგნის კითვისას, ან როგორც თქეშში, ჩვენ ორნი, ერთმანეთის პირისპირ მდგარნი ერთიანად, თავიდან ფეხებამდე დავესველებინეთ და ცივი წვიმისგან გაყინულს ჩემს გულს მისი სითბო შეენარჩნებინა, ანდრიასთვის კი ნიღაბი აეხადა წვიმას, გრძნობები გამოეაშკარავებინა და ახლა მაინც ეგრძნო ის, რასაც ნამდვილად გრძნობდა.
განა აღარ იყო ისეთივე მწველი მისი მზერა?! მაგრამ, ამჯერად თავად ჰქონდა თვალები ცარიელი და ჩამქრალი, აღარ ანათებდნენ ისე ეშმაკურად, აღარც რომანტიზმით, არც ირონიულად და არც ვნებიანად, როგორც მაშინ, როცა პიჟამაში მხედავდა, როცა სველ თმაზე ხელს მისრიალებდა.
მასთან ყოფნისას ვხვდებოდი, რომმ არაფერი შემეძლო, მისგან შორს მყოფს კი ისე მინდოდა მასთნ, თავს ვიიმედებდი, და ათას სისულელეს ვიგონებდი, რითი დამეინტერესებინა.
გაზაფხული მთავრდებოდა, ჩვენ კი ვიდექით, ისევ ისე ვიდექით, სანამ ზურგზე მოხვეული ხელები არ შემიშვა და უკან არ გადგა მექანიკური მანერებით.
-მორჩა?-გულუბრყვილოდ ვიკითხე და საკუთარი ხმა ყურებში მძაფრად და უსიამოვნოდ ჩამესმა. პასუხის მოლოდინში თითოეული პულსის ცემა ყურში გუგუნივით ჩამესმოდა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდი, რასაც მეტყოდა.
-ჰო, მორჩა-თავი დამიქნია უემოციოდ. აღარ მოეჩვენა ჩემი სახე წითელი, აღარ შეამშნია ჩემი თმის განსხვავებული შოკოლადისფერი, აღარ დამშტერებია ტუჩებზე ხარბი მზერით და ეშმაკური ღიმილით. ყველაფერი მთავრდებოდა. ოდდესმე მოვწონდი?
-არც მაკოცებ?-წამომცდა. თავი გავყიდე, მაგრამ არ მიდარდია, რადგან ჩემს თავს იმ წამს მისი ტუჩები მერჩია. არ მიდარდია, რადგან ეს მომენტი აღარ განმეორდებოდა. ნეტავ იმედი თუ განმეორდებოდა, რომ ოდესმე ისევ მაკოცებდა?
შემომხედა. აღარ ჩაუღიმია. ძალით ასწია ტუჩის კუთხეები, ისიც ორი წამით და მერე სულ უბრალოდ გააქნია თავი უარსი ნიშნად. თავი გააქნია. "არა"-გონებაში ჩამესმა მისი არ ნათქვამი, მაგრამ გაგონილი სიტყვა. მერე, სანამ წავიდოდა, უცნაური ჟინი ვიგრძენი, რომ დამემახსოვრებინა ასეთი. ის არსად მიდიოდა, უბრალოდ მე მტოვებდა. მაგრამ, ყველაზე შორი ეს მიმაჩნდა. მას ვეღარასდროს ვნახავდი ისეთს, როგორსაც კოცნის დროს, ამის გაფიქრებისას კი ყელში ცრემლის ბურთი გამეჭედა და ვეღარ გადავყლაპე.
გონებაში ჩავიბეჭდე თეთრი, ნათლი, პირქუში და გამოყვანილი სახე, ჩაღრმავებული და გამოკვეთილი ყვრიმალები, ლამაზი, ბერძნული, სწორი ცვირი, წითელი და თბილი ტუჩები, საშუალო, უნაკლო შუბლი და შუბლზე მარად ჩამოყრილი მოშავო-მოწაბლისფრო თმა, ველაზე მთავარი კი-ყინულივით ცივი, შავი თვალები.
წინ მივიწევდით, ფიქრში გონებაგაფანტული მივედით კორპუსთან. სადარბაზოში შევუხვიეთ და ფეხით ასვლის ნაცვლად ლიფტი ვარჩეით. გული დამწყდა მისი უემოციობით.
ალბათ, იმდენად კარგად ვერ ვიაზრებდი რეალობას, როგორც საჭირო იყო ჩემი გონებისთვის და სარისკო-ჩემი გულისთვის.
მეექვსე სართულზე გავჩერდით. ლიფტიდა არ გამოსულა. მე კი, კარის წინ დამდგარს და გაშტერებულს უცნაური ღიმილით ამიწია ხელი და ლიფტის კარიც ისე დაიხურა, როგორც გაიღო. აი, ეს უცნაური ღიმილი დამრჩა გონებაში (ისევე, როგორც სხვა ყოველივე).
სახლის წინ გამოშტერებული ვიდექი და ვეღარც ვფიქრობდი. "არაფერი მომხდარა"-ვუმეორდებდი ჩემს თავს და უცებ, მაინც ხმამაღლა წამომცდა ის, რაზეც რეალურად ვფიქრობდი:
-გაზაფხულზე მიმატოვა.

---------
ჩემო ძვირფასო მკითხველებო. ეს ის თავია, რომელსაც ელოდით და რომელმაც დამტანჯა თავისი ინტრიგებით, დრამატულობითა და რომანტიკულობით. რათქმაუნდა, თვენგან ველოდები კომენტარებს და დიდი იმედი მაქვს, რომ იმედს არ გაგიცრუებთ ისტორია (თავის ცუდი დასასრული სულაც არ ნიშნავს პერსონაჟებზე ხელის ჩაქნევას). ასე რომ, გამოხატეთ თქვენი აზრი. <3



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

რაღა დაგიმალო და განვიხიბლე რაღაც უაზრო სიტყვების რახარუხია ან ძაღლები რა შუაში იყო საერთოდ ნუ გააფუჭებ და დაამთავრე. თუ გეწყინა მაპატიე.

 


№2 სტუმარი Araaaaa

Ragac sheni ar iko dzaglebi martla ra shuashi iko !? Ise magra wer es tavi vapshe ar iko sheni da amati dialogic marto vitom shida pikrebi upro iko .... gelodebit axali saintereso tavit male dade ra gtxov

 


სტუმარი მაკო
რაღა დაგიმალო და განვიხიბლე რაღაც უაზრო სიტყვების რახარუხია ან ძაღლები რა შუაში იყო საერთოდ ნუ გააფუჭებ და დაამთავრე. თუ გეწყინა მაპატიე.

რათქმაუნდა არ მწყინს, გავითვალისწინებ შენს აზრს ^ ^

Araaaaa
Ragac sheni ar iko dzaglebi martla ra shuashi iko !? Ise magra wer es tavi vapshe ar iko sheni da amati dialogic marto vitom shida pikrebi upro iko .... gelodebit axali saintereso tavit male dade ra gtxov

ვეცდები შემდეგი თავით გამოვასწორო შეცდომები (დაულაგებელი აზრები და მოთხრობის შინაარსიც), თუმცა ნამდვილად არ ვიცი, ახალ თავს როდის დავდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent