ქარის მოტანილს ქარი წაიღებს სულ...(თავი 2)
აღარც კი მახსოვს როგორ ჩამეძინა... დილით ადრე გაღვიძებას ვიყავი მიჩვეული და ცხრა საათზე უკვე მეღვიძა, ვიფიქრე ზურას გავაღვიძებთქო თუმცა ისე გემრიელად ეძინა აღარ შევაწუხე... ყავა გავიკეთე და აივანზე სიგარეტით ხელში გავედი. დილის სუსხი სახეზე სიამოვნებით მეალმურებოდა და ოდნაც სახეს მიწვავდა. უცებ წვიმამ დაუშვა და ოთახში შესვლა ძლივს მოვასწარი. ფანჯრიდან კი გაოცებული ვუყურებდი თუ როგორ აწვიმდა თბილისს და მეღიმებოდა. წარმოვიდგენდი თბილისის წვიმიან ქუჩებში როგორ ვსეირნობდით მე და ლილუ ხელიხელ ჩაკიდებულები და როგორ მსიამოვნებდა მისი ხმის გაგონება. რეალობაში მოულოდნელად გამოჩენილმა ზურას ხმამ დამაბრუნა. -ჰეი კარგად ხარ? -მკითხა გაკვირვებულმა. -დიდი ხანია ასე კარგად არ ვყოფილვარ -ვთქვი და გულიანად გავიღიმე. ზურასაც ჩაეღიმა და მითხრა - კი მაგრამ უვე 15 წუთია აქ ვდგავარ და გელაპარაკები -გაეცინა და ინტერესით შემომხედა მიისსი დიდი შავი ტვალებით. -ჰო რაღაცაზე ჩავფიქრდი -ვთქვი და ისევ ფანჯარაში გავიხედე, ფინჯნიდან კი ყავის დიდი ყლუპი მოვსვი. ზურა კარგად მიცნობა და მისი მოტყუება თითქმის შეუძლებელი იყო, შესაბამისად ლილუზე ყველაფერი იცოდა. -რაღაცაზე თუ ვიღაცაზე? -მკითხა და თავისი ყავა დიდ ფინჯაში ჩაასხა შემდეგ კი ჩემს გვერდით დადგა და როგორცმე ისიც წვიმიანი თბილისის ქუჩების ყურებით ტკბებოდა, ზუსტად ვიცოდი მასაცისე სიამოვნებდა ეს ყველაფერი როგორც მე. -შესაძლოა -ვუპასუხე და თავი ჩავღუნე. -იცი როგორ მომენატრა? ციხეში ერთხელაც კი არ მოსულა სანახავად -თვალებზე ცრემლები მომადგა. -ვიცი -მკაცრად მითხრა ზურამ -აქ იყო რამდენჯერმე მოსული, გიკითხა როდის გამოვაო... -მერე? -სიხარულისგან მეცხრე ცაზე გავფრინდი. -მერე არაფერი, თითქმის ყოველ კვირას მოდიოდა და გკითხულობდა, გვეუბნებოდა როგორ არის რას შვრებაო. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და მივხვდი რომ მას ისევ ისე ვუყვარდი. -შემდეგ? -ცრემლები შევიმშრალე და ინტერესით ვკითხე ზურას -შემდეგ არაფერი... ბოლოს ერთი წლის წინ იყო მოსული, იმდღეს როცა დაკავებიდან 3წელი შეგისრულდა, ხელში რაღაც ჩემოდანი ეჭირა, რაღაც წერილი დატოვა, გვითხრა გიგას გადაეცითო... მაპატიეთო თქვა და წავიდა. -წავიდა? -ჰო! -იმის მერე აღარ გამოჩენილა? -აღარ...! -საადაა ეხლა ეგ წერილი? -შენს ოთახში... მაგიდაზე დევს... ფანჯარას მალევე მოვშორდი და ჩემს ოთახში სწრაფი ნავიჯებით ავედი, მაგიდაზე ფურცელი დავინახე, ზედ ჩემი სახელი ეწერა და მეც იმ წამსვე მივხვდი რომ ეს იყო წერილი ლილუსან... გოგოსგან რომელიც წლებია მიყვარდა... წერილი გავხსენი და მონდომებით დავიწყე კითხვა... რომ ჩავამთავრე თვალებიდან ცრემლები წამსკდა, ლოყაზე მარილის ბურთები ნელნელა მოგორავდა, თან დიდ სევდასა და ნაღველს მოაგორებდა, ბოლოს ნიკაპს დაეკიდა და თვალის დახამხამებაში ფურცლებზე დაცემის კვალი დატოვა... ლილუ... გოგონა რომელიც წლების განმავლობაში მიყვარდა.... გოგონა რომლის გამო ათასი სისულელე ჩამიდენია... და გოგონა რომლის გამოც იმ წყეულ საკანში 4წელი გავატარე უსინდისოდ მტოვებდა ჩემს გრძნობებთან ერთად... მწერდა რომ სხვა შეუყვარდა... რომ სხვაზე იყო დანიშნული... და რომ არასდროს ვყვარებივარ... ყველაფერი რაც ხდებოდა ტყუილი იყო... და ჩემთან მხოლოდ გართობის მიზნით იყო... ნახევარი საათის განმავლიბაში თავიდან ვკითხულობდი წერილს, ალბად მელანდებათქო ვფიქრობდი... ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და ლილუ მალე შემოაღებდა კარს... მალე ჩამეხუტებოდა ისე ძლიერ როგორც წლების წინ და მალევე ისე დაეწაფებოდა ჩემს ტუჩებს როგორც ოდესღაც ეწაფებოდა... თუმცა ამაოდ... არავინ არ აღებდა კარს. აღარ მახსივს ამ წერილით ხელში რამდენი საათი ვიჯექი იატაკზე და გაშეშებული რამდენი საათი ვუყურებდი ჭერს რომელიც ჩვენი საძმაკაცოს ფოტოებით იყო აჭრელებული. ამ რამოდენიმე საათის განმავლბაში თვალწინ გამირბინა ლილუსთან ერთად გატარებულმა ყოველმა წუთმა, ყოველმა წამმა... შემდეგ კი რაღაც სიცარიელე ვიგრძენი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გული ამომგლიჯეს და ფეხებით გათელესო... თუმრე მართალი ყოფილა ჩემი პროფესორი რომ ამბობდა დრო ყველაფერს აფუჭებსო... ლილუს ცხივრებაში აღარ არსებობდა გიგა ახვლედიანი... ეს კი მანადგურებდა... ბოლოს ზურას კაკუნმა გამომაფხიზლა... -გიგა? -იკითხა დახურული კარის უკნიდან... -ზურა -ვუპასუხე ნამტირალები ხმით... ისიც მალევე მიხვდა რონ ჩემთვის ყველაფერი უკვე ნათელი იყო და უკითხავად შემოვიდა ოთახში, გვერდიტ მომიჯდა და გამამხნევებელი სიტყვებით დაიწო: -ხოიცი მე შენთან ვარ... შეგიძლია ნებისმიერ დროს მელაპარაკო! ვერ გეტყვი დაიკიდე თქო, ვიცი როგორი გრძნობაცაა ამიტო ყველანაირად შენთან ვარ... -თქვა და მხარზე ხელი დამკრა. მისმა სიტყვება ცტა არ იყოს გამამხნევა და გადავეხვიე: -შენ ყველაზე მაგარი ადმაიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ... გაიღიმა და ღიმილითვე მიპასუხა -მიდი თავი მოიწესრიგე მალე შენი ადვოკატი მოვა, საზოგადოებისთვის სასარგებლ საქმიანობის თემასთან დაკავშირებით ყველაფერს გაგაცნობს მერე კიდე ბიჭები ბარში ვაპირებთ წასვლას და შენც მოდიხარ... -არმინდა დღეს სახლში ვიქნები ცუდად არ გამიგო -ვუპასუხე და აბაზანისკენ წავედი რომ ნამტირალებ სახეზე წყალი შემესხა. -არ მიკითხავს შენ რაგინდა -მითხრა და გამიღიმა-ბოლობოლო გიშინ გამოხვედი და დაკარგული 4წელი უნდა ავანაზღაუროთ -მითხრა და ოთახიდან გავიდა. ნელნელა ვაანალიზებდი რომ აღარ უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის იმის უფლება რომ ლილუს გამო მეგობრები დამეკარგა, ამიტომ ყველანაირად უნდა მეცადა მათთან ერთად მეტი დრო გამეტარებინა და მართლაც რონ დაკარგული ოთხი წელი ამენაზღაურებინა. ცოტა ხნის შემდეგ და რათქმაუნდა თავის მოწესრიგების შემდეგ ქვევით ჩავედი ზურა რაღაც ფილმს უყურებდა და გულიანად იცი და გულიანად იცინოდა, მივედი და გვერდით ჩამოვუჯექი -რას უყურებ? -ვკითხედა პოპკორნი ავიღე. -ჩვენი პატარაობის საყვარელი ფილმი გავჩითე პირველ არხზე და ბავშვობას ვიხსენებდი -მითხრა და პირში ერთი ცალი პოპკორნი ჩაიგდო. -მომენატრა ეს ფილმი -ვუთხარი ისე მისკენ არც გამიხედია -მე კიდევ ჩვენი გიჟური გართობა მომენატრა -თქვა და თითქოს მოიწყინაო თავი ჩაღუნა. -ხოდა დღეს ვერთობით -ვთქვი და სიცილი ვეღარ შევიკავე -ოოჰჰ!!! ესეთი რთული გადაწყვეტილება თქვენით მიიღეთ თუ ვინმე დაგეხმარათ? -მკითხადა ორივეს სიცილი აგვიტყდა -ჩემით ბატონო ზურაბ -და ფილმს ოდნავ ავუწიე. კარზე ზარია... -აქაც რო არ მასვენებ -ვთქვი დ აკარის გასაღებად გავემართე -აბაა აბაა! რატანჯულახარ -მიპასუხა ზურამ და გადაიხარხარა. მოსალოდნელი სტუმარი ჩემი ადვოკატი თორნიკე დოლიძე კარითან იდგა და ფართო ღიმილი ეფინა სახეზე. -გამარჯობა, შემოდი -ვუთხარი და კარი ფართოდ გამივაღე -გამარჯობა გიგა, გამარჯობა ზურა -მიგვესალმა და მისაღებში ჩემი ადგილი დაისაკუათრა -ლუდს დალევ? -ვკითხე და მაცივრისკენ წავედი -თუარ შეწუხდები -რა შეწუხებაა სამი ლუდით ხელში მისაღებში დავბრუნდი და ზურას გვერდით დავჯექი. -მოკლედ დიდი წვალების შედეგად მოსამართლე დავარწმუნე რომ ეკლესიაში იმუშავებ კვირაში სამი დღე მამაოს დაეხმარები -თქვა და ლუდი მოსვა ნთქვამით აღფრთოვანებულმა სახეს ღიმილი გადავფინე -გამიხარდა რომ ეკლესიაში შემეძლება მუშაობა ძალიან მიყვარს ეგ ადგილი -ვთქვი და ლუდის ბოთლი მოვიყუდე -ვიცი სწორედ მაგიტო ვევედრებოდი მოსამართლეს რომ სამხედრო სასწავლებელის ნაცვლად ეკლესიაში გაეშვი და ძლივს დავითანხმე -უდიდესი მადლობა -ვუთხარი და გამცინა -მოკლედ ეს საბუთებია გადახედე და ორ ადგილას ხელი მოსაწერია რომ ნამდვილად თანახმა ხარ ამ სამუშაზე მე უნდა გავიქცე სამსახურში პატარა საქმემაქ და ეკლესიაში დღესვე წადი თქვა და წამოდგა -კარგი ხვალ გამოიარე საბუთებისთვის -ვუთხარი და გავაცილე -ეკლესია კარგია -მითხრა ზურამ -და საბუთებს გადახედა - თან შეგიძლია შენით აირჩიო რომელ ეკლესიაში გინდა წასვლა, ჩვენთან ახლოსაა ერთი ეკლესია მე სადაც დავდივარ და იქ წავიდეთ მეც შენთან ერთად ვიქნები -კარგი -დავეთანხმე და ამ გადაწყვეტილებიტ ბედნიერმა ტაში შემოვკარი -რა დრო გასულა -საათს დახედა ზურამ -მიდი გაემზადეჯერ ეკლესიაში გავიდეთ მერე კლუბში -კარგი -ვთქვი და ოთახისკენ წავედი ოთახში შესულს საწოლზე ლილუს წერილი დამხვდა ჩემი ცხივრებიდნა უნდა გავაქრო ვუთხარი საკუთარ თავს და წერილი ურნაში ჩავაგდე... სარკიანი კარადა გამოვაღე მინდოდა რაც შეიძლება კომფორტულად ჩამეცვა და სპორტულებზე შევაჩერე არჩევანი მუქი ლურჯი სპორტული მისივე ჟაკეტი, თეთრი მაისური და ფეხზე უბრალო კედები მოვირგე, აივანზე გავედი და დავინახე რომ წვიმას აპირებდა თან ცოტა ქარიც ქროდა ამიტომ ქურთუკი მოვიცვი და ქვევით ჩავედი, ზურა უკვე ჩაცმული დამხვდა... -მზად ხარ? -მკითხა და კარებთან დადგა -რათქმაუნდა -ვუპასუხე და გარეთ გავედით. ეკლესიამდე დიდი გზის გავლა არ დაგვჭირვებია, ერთ შემაღლებულ ადგილზე იდგა. პატარა თუმცა ლამაზად მოხატული, გამწვანებულ ტყეებს შორის შემალულიყო. ტაძარში სიჩუმე იდგა მამაო კი სალოცავ კუთხეში სანთლებს ანთებდა. ზურა მასან მივიდა -გამარჯობა მამაო -უთზრა მოკრძალებულად -დამლოცე მამაო -დალოცვილი იყავ შვილო -მშვიდად უპასუხა მამომ მეც იგვე გავაკეთე. მამაომ მაშინევე მიცნო და ჩემი ამბები გამომკითხა, ყველაფერი მოვუყევით რისგამოც ვიყავით იქ და სიამოვნებით დაგვთანხმდა... უცებ ქარი ამოვარდა, და ძალიან გაწვიმდა, არაფერი ჩანდა და ისეთი ქარი იყო მეც კი წამიღებდა. კარისკენ გავიხედე და გოგონა დავინახე... ერთიანად სელი იყო და თმები ალქაჯივით ქონდა გაწეწილი... მივხვდი რომ ციოდა მივედი და ჩემი ქურთუკი მოვახურე, იმის ნაცვლად რომ მადლობა ეთქვა ქურთუკს ხელი ჰკრა და ძირს დააგდო, შემდეგ კი ხმამაღლა მითხრა -არ მჭირდება უცნობის ქურთუკი ახლაღა შევამჩნიე რომ ამ ანჩხლი გოგოს უკან რომელმაც რამდენიმე წამის წინ ჩემი ქურთუკი ძირს მოისროლა რაღაც იმალებოდა უფრო ნაზი და საყვარელი -მე მხოლოდ დახმარება მინდოდა -ცოტა არიყოს ნაწყენი ხმით ვუთხარი და ქურთუკი ავიღე. -მადლიბა მაგრამ არმჭირდება -კარგი -ვუთხარი და ტაძარში შევბრუნდი. საღამომდე გადაუღებლად წვიმდა და ქარი ქროდა. დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდი როგორ იჯდა ტაძროს კარებთან და როგორ კანკალებდა სიცივისგან, ბევრი თმენის შემდეგ ავდექი მასთან მივედი ჩემი ქურთუკი მოვახურე ისე რომ მის რეაქციას არ დავლოდებულვარ და უკან გავბრუნდი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.