ბედნიერება სიზმარშიც გეწვევა (სრულად)
კაიფში მყოფს, არავის ხმა არ ესმოდა. მხოლოდ მის წინ ის სხეული იდგა, რომელიც სულ თან დასდევდა. სულ გვერდზე ედგა, მაგრამ ის ვერ ამჩნევდა. სიყვარული მას არ ეწვევოდა,ბედნიერება მისგან შორს იყო. ნისლიან თავში მძიმედ უტრიალებდა უაზრო ფიქრები. კედელს მიყუდებოდა და თვალები მაღლა, ცისკენ აღეპყრო. საერთოდაც არ უსმენდა ძმაკაცის სიტყვებს, რომელიც როგორც ჩანდა მისთვის ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო,რადგანაც გაცხარებით საუბრობდა და ცდილობდა მასში მთელი ემოციები ჩაექსოვა.არა არანაირად არ აპირებდა მისთვის მოსმენას.დაღლილმა ამოიხვნეშა და ძმაკაცს მოწყალე თვალებით გადახადე,თვალებით ეუბნებოდა, რომ ცოტა შეესვენა და საერთოდაც რატომ არ ეუბნებოდა, რომ არ აინტერესებდა?! როლში შეჭრილმა ძმაკაცს გაკვირვებულმა გადმოხედა და მიხვდა, რომ ტყუილ უბრალოდ დახარჯა მისი ძალ-ღონე.ძმაკაცს სიცილი წასკდა და გაკვირვებულ ძმაკაცს ხელი გადახვია. -ბიჭებს გაუმარჯობს-ღიმილიანი სახით გამოსძახათ ლობიანის გამყიდველმა, კარგად ნაცნობ სხეულებს და ისევ უკან დაბრუნდა, პასუხის გარეშე. ბიჭებმა ერთმანეთს გახედეს და გაიცინეს.რეზის ნისლიანი თავი გაიფანტა.საძმაკაცოს მალევე შეემატა ის მშვინიერი ხალისი და ღიმილიანი სახე,რომელიც მათთვის უჩვეულო იყო. შავებში ჩაცმული 5 სხეულის ჩრდილი მძაფრად დააწვა მკვრივ სხეულს. სხეულმა ამოიხედა და წამსვე თვალში მოხვდა რეზის ნახშირივით შავი კულულები.ფეხზე წამოდგა,ბიჭებს გადახედა და რაც შეიძლება სწრაფად გაეცალა ადგილს. ბიჭმა ირონიული ღიმილით გააყოლა თვალი და მის ადგილას ჩამოჯდა. სხეულმა ერთი მოიხედა უკან და რეზის მწველ მზერას, რომ წააწყდა ისევ ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა. სტალინზე მოსაუბრე ისტორიის მასწავლებეს ყურადღებას არ აქცევდა, მხოლოდ მასზე ფიქრობდა და თან ხანდახან სახეზე ღიმილი შეეპარებოდა. მერე მიხვდებოდა, რომ ოცნებებში იყო მხოლოდ ასეთი ბედნიერი და სევდა მოაწვებოდა. -ნინო,მოხდა რამე?-ძლიერად გაჰკრა ელენემ აცრემლებულ,ფერწასულ დაქალს. მისთვის უჩვეული არ იყო, რომ ნინო ტიროდა, მაგრამ ახლა ხომ მას სადარდებელი არ ჰქონდა?! -დღეს ვნახე,ისეთი სახით მიყურებდა, ჩემს თავზე გული ამერია ასეთი,რომ ვარ-ამოიკნავლა ნინომ და შეწუხებული სახით გამოხედა ელენეს. ელენემ მძაფრად ამოიხვნეშა და რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ მასწავლებელმა მკაცრად წარმოსთქვა მათი სახელი. ბედნიერებას, არც არავინ ელოდა, არც ერთი. რეზის არც სჯეროდა მისი,ხოლო ნინომ კარგად იცოდა,რომ რეზი მას არასდროს შეხედავდა,მაგრამ ჩვენ ვერ დავგეგმავთ ჩვენს ცხოვრებას,ჩვენ ყველაფერს ვერ გავიგებთ ჩვენს ცხოვრებაზე წინასწარ. ორი ადამიანი, ერთი დგას ერთ ბოლოში მეორე მეორე ბოლოში,მაგრამ რა იცოდნენ მათ შორის უცებ ხიდი გაიგებოდა,გაივლიდნენ და ერთმანეთს მოეხვეოდნენ. ამ წყვილზე მთელი წერეთელი აბოდებდა,მაგრამ არსებობდნენ ადამიანები,რომლებიც ბედნიერების დარღვევას ცდილობდნენ. ცდილობდნენ,დაენგრიათ ამ ორი ადამიანის მიერ ძალისხმევით დადებული აგური. წლები გადიოდა და ისინი უფრო ახლოს იყვნენ. ბაღში ჩამომჯდარმა რეზიმ მის მეგობრებთან მყოფ ნინოს გახედა და ჩაეღიმა. ღიმილი მალევე შეახმა სახეზე. "ბედნიერება შენგან შორს არის "-ამოტივტივდა ძმაკაცის სიტყვები მის თავში და მიხვდა,რომ კაიფში იყო. გული გააჩერა, გადაჭარბებული დოზით მოხვედრილმა პაციენტმა 417-ე ოთახში გული გააჩერა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.